შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 2)


20-07-2015, 14:41
ავტორი llella
ნანახია 2 864

ხვიჩას ნაამბობი:

უკვე ვფიქრობდი, რომ არ ღირდა სოფელში ჩამოსვლა, სახლში არც კი მივსულვარ უკვე მომიშალეს ნერვები და თან ვინ, ამ გაწრიპულმა გოგომ!
არა ისე ვაღიარო უნდა რომ ძალიან ლამაზია, მისი მწვანე თვალები სამყაროსავით ამოუცნობია, ისეთი ნაზია და თან ამავდროულად ძალიან ქალური... გაწონასწორებული, მაგრამ მაინც დაბნეულია, ამოუცნობი მზერა და მომაჯადოებელი ღიმილი, დაბნევაც რომ უხდება მაგ ჭინკას!
რატი ღიმილით ჩაჯდა მანქანაში, მეც კი ნერვებმოშლილს სასიამოვნოდ მეღიმებოდა, არც კი ვიცოდი რატომ, მაგრამ მეღიმებოდა.
-ლამაზია!!!-ბრძანების ტონით გამოაცხადა რატიმ, გამომხედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
-ჰა?!-თავი მოვიდებილე.
-ჰა კი არა რა ლამაზი გოგო იყო ტო!-გაოცებულმა გამოაცხადა.
-ხო... იყო რაა...-რომ მოვეკალი არ ვიტყოდი, რომ ლამაზია თქო ისე გამაბრაზა.
-ჩაგი***ვი გემოვნებაში, აბა ვინაა ბიჭო ლამაზი?! ჯერ რა თვალები ქონდა პროსტა, რა ტანი, რა ღიმილი, დაბნეულობაც რო უხდება მაგ გოგოს ტო!-ისეთი ემოციებით და ისეთი დარწმუნებული ტონით საუბრობდა ეს დეგენერატი, ვიფიქრე ხომ არ შეუყვარდა თქო, ამის გაფიქრებას კი გულში რაღაცის გავლება მოყვა, თითქოს და რამოდენიმე წამოთ ვიეჭვიანე, მაგრამ ვერ ამეხსნა ეს ეჭვიანობა, ეს სულელური აზრები თავიდამ მოვიშორე და მანქანა დავქოქე.
-კარგად დაკვირვებიხარ გეტყობა!-გამეცინა მის სახის გამომეტყველებაზე.
-რად უნდოდა ბიჭო მაგას დაკვირვება და ამბები, იმ გოგოს სილამაზე რომ შეამჩნიო წამებიც გეყოფა!
-ისე ლაპარაკობ მგონი გულში ჩაგივარდა!
-ეგ რა შუაში იყო ახლა?!-გაკვირვებულმა გამომხედა და ცალი წარბი მაღლა აწია.
-ხო რავიცი რავიცი-გავიცინე და გზა გავაგრძელე.
სახლში მალევე მივედი, ბებო და ბაბუ დიდის ამბით შეგვხვდნენ, დიდი ხნის საუბრის და ქეიფის შემდეგ დასაძინებლად წასვლა გადავწყვიტეთ, აივანზე გასულმა კი, გვერდითა სახლში ის ჭინკა დავინახე, აივანზე იყო გასული და ფუსფუსებდა, მისი დანახვისას გამეღიმა, მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.
-მე შენ გასწავლი როგორ უნდა ნერვების მოშლა!-ისე ვთქვი თითქოსდა გაიგონებდა, უცებ რატიც გამოვიდა აივანზე.
-შენი მწვანეთვალება გვერდითა სახლში ცხოვრობს!-სიცილით ვუთხარი.
-ჩემი თუ შენი?!-მაცდურად გამომხედა და მანაც გაიცინა.
-ჩემი რატო?!
-ხომ იცი ყველაფერი ჩხუბით იწყება, ნუ შენ ეჩხუბე და შეაშინე, ამიტომაც შენ შეგიყვარდა ძაალიან მაგრად, მაგრამ ისეთი ჯიუტი ხარ კაცმა რომ მოგკლას არ იტყვი!-გადაიხარხარა და გოგონას გახედა.
-ნუ ბოდიალებ რაღაცას შენ!-თავზე ხელი წამოვარტყი და მოაჯირს ზურგით მივეყრდენი.
-აჰა ხომ ვთქვი!
-ნუ ბოდიალებ მეთქი!-ვითო დავტუქსე ძმაკაცი.
-ხო მე ვბოდიალებ და დილით რო შევაქე და ვთქვი ლამაზია თქო, კინაღამ მომკალი ეჭვიანობის გამო და რავიცი...-ფხუკუნით გამცა პასუხი და მხარზე ხელი დამარტყა-შეიძლება სხვას მოატყუო და მე ვერა! ბავშვობიდან ერთად მოვდივართ! ჩემზე კარგად არავინ არ გიცნობს საერთოდ!
-ვიცი ძმაო!-მხოლოდ ამით შემოვიფარგლე, თითქოსდა თავის დაღწევა ვცადე, რომ საუბარი ამ თემაზე აღარ გაგვეგრძელებინა.
-მე აღარაფერს არ გეუბნები, უბრალოდ ამას მოუსმინე-ხელი გულზე მიმადო-და შენ მიხვდები რომ ეს გოგო-ხელი ჩემი ჭინკასკენ გაიშვირა-დასაკარგი არ არის!
-წამო დავიძინოთ!-სახლში შევბრუნდი.
-უუხ შენ სიჯიუტეს და ჯმუხ ხასიათს იქნება უშველოს ვინმემ!-გაიცინა და ოთახში შევიდა.
-მოუთმენლად ველოდები-მეც გავიცინე და დასაძინებლად შევედი.
რა მაგარი გრძნობაა დილით მზე რომ შემოდის ოთახში, როცა გრძნობ სითბოს იმოჯახში სადაც იმყოფები, გრძნობ რომ მათთვის მნიშვნელოვანი ხარ! თანაც ბებიასთან და ბაბუასთან თავს ვინ ვერ იგრძნობს თავს კარგად?! მათზე თბილები კაცი არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე.
არაჩვეულებრივ ხასიათზე ავდექი დილით, ვერ გამეგო რის გამო ვიყავი გახარებული, იმის გამო რომ მეღირსა დასვენება თუ იმის გამო რომ იმ ჭინკას ამ 3 თვის განმავლობაში ნერვებს მოვუშლიდი.
გარეთ გასულს რატი უკვე ამდგარი დამხვდა, ბებიას ელაპარაკებოდა, ბებიაც რაღაცას მთელი ემოციით უყვებოდა, მათკენ ღიმილით წავედი.
-რას უყვები ბებია ასე ემოციით?!-ვკითხე ციურის და სკამზე ჩამოვჯექი.
-ისეთზე არაფერს!-პასუხის გაცემა დაასწრო რატიმ.
-ბებია ხარ ბიჭო შენ?!-გავიცინე და ძმაკაცს გავხედე.
-ჩასკდი შენ და ნუ იმანჭები!-გაიცინა და ხაჭაპურის დიდი ნაჭერი ჩაიტენა პირში-აუ ციური შენ გენაცვალე რაა, აი უმაგრეს ხაჭაპურებს აცხობ შენ ბებიობას ვფიცავარ!-გაეკრიჭა და ჭამა გააგრძელა/
-შეგერგოს შვილო-მანაც თბილად გაუღიმა.
-ბებიობას ვფიცავარ რა უბედურებაა ტო-გავიცინე და ჭამაში გართულ ძმაკაცს გავხედე.
-ოოო რა დებილი ხარ ტო!
-ხო კაი კაი მოკეტე, ნელა ჭამე არ გადაგცდეს ბიჭო!
-ნუ ნერვიულობ ცუნცულ-ქალივით ააფახურა წამწამები.
-ამათ არაფერი არ ეშველებათ!-სიცილით შემოვიდა სამზარეულოში ამირანა.
-რას გვერჩი ბაბუ?!-კითხა წარბაწევით რატიმ და მხრებში გასწორდა, ნახე რა ბიჭი ვარო.
-რას და წლები გემატებათ თქვე მაიმუნებო და ჭკუა არა!
-არა მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგები, სიმართლეს ამბობ-გაიცინა და დანებების ნიშნად ისევ ჩაიტენა პირში ხაჭაპური.
-მალე ქენით რომ მივდივართ!
-სად?!-ვკითხე და გავხედე ამირანას, რომელიც წყალს სვამდა.
-სად და ღიობე უნდა დამადგმევინოთ ახალი!
-ჩვენ?!-სასოწარკვეთილი ხმით კითხა რატიმ.
-აბა ვინ ბიჭო?! ნუ ხართ ზარმაცები! თქვენი ტოლა რომ ვიყავი მთებს გადავდგამდი, ისეთ ჯანზე ვიყავი და თქვენ კიდევ გაქანება გეზარებათ!
-ეეე მოიცა ახლა გაქანებაზე კაცი ვერ იტყვის ჩვენზე არ ექანებიანო-სიცილით უპასუხა რატიმ-მთებს არ ვდგამ მარა ზატო ქალებს, უუფ!
-ტიტუ!-წამოიყვირა ბებიამ-ეგი რა გეიგონა ჩემმა ყურებმა!
-კაი ქალო გეყოფა ახლა-გაეცინა ბაბუასაც.
-კაი წავედით სადაც მივდივართ-ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისაკენ წავედი.
გარეთ გამოვედით, ჭიშკარს გავცდით თუ არა ჩემი ჭინკა დავინახე, ფუსფუსებდა ეზოში, კმაყოფილმა გავიღიმე და ბაბუას მივუბრუნდი.
-ბაბუ იმ გოგოს რა ქვია?!-კითხვის დასმა დამასწრო რატიმ, გაიცინა და მე გამომხედა.
-კატო ქვია ბაბუ, ეკატერინე.
-ლამაზი სახელია!-კმაყოფილმა გაიღიმა.
-მასსავით ლამაზია ბაბუ!-ბაბუაც დაეთანხმა.
-აქ ცხოვრობს?! მომიყევი რამე მასზე-სთხოვა რატიმ, უცებ ამომიდგა გვერდით და მიჩურჩულა-მოუსმინე ახლა ბაბუაშენს, შენი "გულის ფეთქვის" შესახებ გაიგებ რაღაცეებს-გაიცინა და ბაბუას გახედა.
-დებილი ხარ!-გამეცინა, მაგრამ მისი გეგმა მომეწონა. "არა მე არ ვაღიარებდი ხო ეგ გოგო მომწონს თქო?! ვერავარ მე სრულ ჭკუაზე" დავცინე საკუთარ თავს და ბაბუას დავუგდე ყური.
-კატო ყველაზე კარგი გოგოა მგონი დედამიწის ზურგზე, ეგეთები ამრავლოს ღმერთმა, 19 წლისაა და უკვე ქალადაა ჩამოყალიბებული, ამავდროულად ისეთი ნაზია, სუფთა და საყვარელი,რომ მისი დანახვისას ძნელია არ გაგეღიმოს კმაყოფილი ღიმილით, იმის გამო რომ აცნობიერებ თუ რა ლამაზი ქალები გვყავს ჩვენ ქართველებს!-კმაყოფილმა გამოაცხადა-მის სიმლამაზეს ისეც ხედავთ ბრმები არ ხართ!-გაიცინა და რიგრიგობით გამოგვხედა, ჯერ მე, მერე კიდე რატის-მაგის ქმრობაზე ოცნებობს მთელი სოფლის ბიჭები! ყველას ეგ უნდა რძლად, ვის არ ენდომება ასეთი გოგო სახლში დიასახლისათ?! მისგან ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი ვერ გაიგონებ, ყველაფერში დაგეხმარება, რასაც კი გასწვდება ყველაფერს იზამს, ჭირიც იცის ლხინიც იცის და ეგარი ბაბუ ყველაზე კაი კალში! ცხოვრების რომ გაეგება!!!
-ბაბუ არ გინდა ეგ გოგო რძლად?!-პირდაპირ კითხა რატიმ, ამირანამ გაიკვირვა და წარბები კუშტად შეკრა.
-რავა არ მინდა ბაბუა! წამის წინ ვთქვი შე აბდალო ეგეთ რძალზე ყველა იოცნებებს თქო და მე არ ვიოცნებებ?!
-ლამაზი გოგოა!-როგორც იქნა ამოვიღე ხმა.
-აბა!
-კიდე რამო მოყევი რაა, სანამ მივალთ მაგ შენ ყანამდე-გაიცინა რატიმ-შენ ის მითხარი და-ძმა თუ ყავს საერთოდ?!
-15 წლის ძმა ყავს, ეგეც კარგი ბიჭია, კაცია უკვე ბიჭი კი არა.
-ასეთი ბავშვები რა დედამ გაზარდა-გაკვირვება დაეტყო რატის.
-აღზრდაა ბაბუ მთავარი, აღზრდა და არა გაზრდა! ყველა გაზრდის ბაღანას აბა?! მარა ცოტა თუ აღზრდის მათ შესაფერისად!
-მაგაში გეთანხმები ბაბუ!-კმაყოფილმა გაიღიმა.
დიდი დრო დაგვჭირდა ბაბუას მოცემული სამუშაოს შესასრულებლად, საშინლად დავიღალეთ, თანაც ისე ცხელოდა რომ...
უცებ ვიღაცის ფეხის ხმა გავიგე, არ დავვინტერესებულვარ ვინ იყო, ისე ვიყავი სოფლის საქმეებით გართული.
-ბაბუ წყალი ამოგიტანეთ-გავიგე ნაცნობი ხმა.
თავი მაღლა ავწიე და კმაყოფილს გამეღიმა, ისეთი ნაზი იყო საზაფხულო სარაფანში რომ....
-მადლობა შვილო რატომ შეწუხდი-გაუღიმა ბაბუამ.
-რა შეწუხებაა, ციური ბებიამ მითხრა "მაგ უტვინო ბაღნებს" წყალი მოსწყურდებათო, აბა ჩემი კაცი ჯანიანიაო-გაიცინა და სიტყვა-სიტყვით გადმოგვცა ბებიას ნათქვამი.
-სიმართლე უთქვამს მერე-გაიცინა რატიმ-არა ახლა ჯანი ჩვენს კი გვაქ მაგრამ...-გაუცინა გოგონას და წყალი დამისხიო ანიშნა, მანაც სწრაფად დაუსხა წყალი და ჭიქა მიაწოდა.
-იმედია ეს ბოთლი ჰაერში არ იქნიე გზა და გზა-ირონიული ტონით ვუთხარი.
-............-მას ხმა არ ამოუღია, მაგრამ ეტყობოდა რომ შერცხვა და დაიბნა.
-რატომ უნდა ესროლა ბაბუ ამ ბაღანას ბოთლი ჰაერში?!-გაკვირვებულმა მკითხა ამირანამ.
-მას კითხე-ისევ ის ირონია... "რა მეშველება!"
-ბაბუ რას ბლაყუნობენ ესენი ჰა?!
-არაფერია ბაბუ...-საშინლად დაიბნა-წავალ მე, წყალს კი აქ დაგიტოვებთ...
-კაი ბაბუ, გაიხარე-გაუღიმა.
მე კი დაბნეულ გოგონას გავაყოლე თვალი და პირველი ნერვების მოშლა ვიზეიმე.
-აბდალი ხარ!-თავზე ხელი წამომარტყა რატიმ.
-რა გინდა ბიჭო?!
-რა მინდა კი არა, უუხ ჩემი ძმაკაცი არ იყო რას გიზამდი პროსტა-გაიცინა და საქმე გააგრძელა.
-კიდე კაი ჩემი ძმაკაცი ხარ თორე სულ არ გადამტეხავდი ახლა შენაც წელში-ავხარხარდი.
-განახებ მე შენ წელში გადატეხვა როგორია-მასაც გაეცინა.
-გეყოფათ ახლა ღლაბურცობა!-ბაბუასაც გაეცინა, მაგრამ მაინც დატუქსვის ტონი შეინარჩუნა.
-აუ ამირანა მაგრა გაფასებ და მიყვარხარ! შენ გენაცვალე რაა!-წამოიყვირა რატიმ და ბაბუას კისერზე ჩამოეკიდა, რაზეც მე ავხარხარდი.
-დედა სუ გამოშტერდა აი ბაღანა! მომწყდა ბიჭო წელი გეეთრიე!-დატუქსვის მიუხედავად მაინც ეცინებოდა.
-ვსო მართლა დავამთავროთ, დასვენება მინდა მე-გავიცინე და საქმე გავაგრძელე.
-არადა დასასვენებლად ჩამოვედით-საწყლად ამოიჩურჩულა რატიმ.
-ეგეც იქნება ბაბუ-გადაიხარხარა ამირანამ და ისიც ჩაერთო საქმეში.
სახლში 3 საათზე დავბრუნდით, მგელებივით გვშიოდა სამივეს.
-მოხვედით?!-გავიგე ციურის ხმა.
-მოვედით ბებია-გავძახე და ხელის დასაბანად წავედი.
სამზარეულოს უკან კარები გვაქვს, რომელიც ეზოში გადის, აი იქ დგას ხელის დასაბანი ონკანი, ხელებს ვიბანდი ჩემი ჭინკა რომ გამოვიდა იმ კარებიდან.
დამინახა თუ არა შეცბა, თვალები ამარიდა და გზა გააგრძელა.
-არ დაგვეწვევი შვილო?!-კითხა ბებიამ.
-არა მადლობა, წავიდე უნდა-ისე უპასუხა ჩემთვის არც შემოუხედავს.
-დაგვეწვიე! არ შეგჭამ!-ბრძანების ინტონაციით ვუთხარი და თვალებში ჩავხედე. "თ" არ მითქვამს, ვიცოდი,რომ ნათქვამს მიმიხვდა.
-მადლობა, მაგრამ წავიდე უნდა-თვალი ამარიდა და წავიდა.
საჭმელს შევექცეოდი, როცა რატიმ საუბარი დაიწყო.
-აუ ციური გეუბნები რაა, შენზე მაგარ საჭმელს თუ ვინმე ამზადებდეს პროსტა!-შეაქო და ლოყაზე აკოცა.
-კატო შეაქე, მისი მომზადებულია ყველაფერი!-კმაყოფილმა გამოაცხადა ბებიამ.
-მოიცა მან გააკეტა?!-გაიკვირვა რატიმ.
-ხო, მოვიდა მოგეხმარებითო, მომეხმარა კი არა სულ გამომაძევა სამზარეულოდან-გაიღიმა-სულ მან გააკეთა ყველაფერი, ენაცვალოს მაგას ციური ბებო!
-მაშინ ის უნდა შევაქო და ლოყაზეც მას უნდა ვაკოცო!-გაიცინა რატიმ.
-გაკოცებ მე შენ! აქ დაეტიე!-დაუცაცხანა ციურიმ.
-ვგიჟდები შენზე ბებია!-გავიცინე და მეც ვაკოცე ლოყაზე.
-ცემი ბიჭები, რაფერ მომანატრეთ ბებია თავი ჰა?! თქვე გასაწყვეტლებო ერთსაც არ დარეკავდით არცერთი!-დაგვტუქსა ბებიამ.
-ვმუშაობდით ბებო-გავეკრიჭე.
-ნუ ბურტყუნებ რაცხას! ბებიასთვის ვერ ნახე დრო შე ამოსაწყვეტო?!
-არა ციური შენ ხო იცი მე როგორ მიყვარს ამას რო ლანძღავ, მარა მართლა არ გვეცალა-დამიცვა ძმაკაცმა.
როცა ჭამას მოვრჩით, ტყეში გადავწყვიტეთ წასვლა, კოცონი დავანთეთ, იქაური ახალგაზრდებიც იყვნენ, ჩემი ჭინკაც იქ იყო, წამით გულმა გაიფიქრა რომ თუ მოდიოდა გაგვეარა და წაოგვეყვანაო, მაგრამ ტვინმა იმწამსვე შეუტია, ნუ ბოდიალებ რაღაცას და ნუხვანცალებო.
სულ ახალგაზრდები იყვნენ, გიტარა, კოცონი, ღამე, მთვარე, ვარსკვლავები და უბრალოდ ცოტაოდენი ბედნიერება, აი რა სჭირდება ადამიანს დასამშვიდებლად.
ჩემი ჭინკა დაძაბული მეჩვენა, მოღუშული და შეწუხებული იჯდა, მეც ავდექი და მისკენ წავედი.
-სად მიდიხარ?!-მკითხა რატიმ როცა ფეხზე წამოვდექი.
-იქ!-ჩემს ჭინკაზე ვანიშნე.
-მაშინ კაი-გაიცინა და ისევ საუბარში ჩაერთო.
მივხვდი, რომ გაუკვირდა ჩემი საქციელი მარამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, მის გვერდით დავჯექი, ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, მის მზერას თვალი გავაყოლე და ერთ ბიჭზე შევაჩერე ყურადღება, თვალს არ აცილებდა ჩემსჭინკას, უცებ სისხლი ამიდუღდა ძარღვებში, მივხვდ რომ იმ ბიჭის გამო იჯდა დაძაბული.
-ვინაა?!!!-ვკითხე მკაცრი ტონით, ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
-ჰა?!-დაიბნა-ვისზე მეკითხებით?!-მისი ნათქვამი ჩურჩულს უფრო გავდა.
-თავს ნუ იდებილებ! ვინაა თქო!
-აქაურია ზემოთ ცხოვრობს-გაუბედავად გამცა პასუხი.
-იცნობ?!
-აქ ყველა ყველას იცნობს...
-ეგეთი ცბობა არმიგულისხმია!
-აბა?!-დაბნეულმა გამომხედა, მისი მწვანე თვალები უფრო ლამაზი მეჩვენებოდა მთვარის შუქზე...
-ანუ ისე იცნობ?! მასთან კონტაქტი გაქვს?!-ვცდილობდი ნერვები მომეთოკა და ისე ამეხსნა თუ რას ვგულისხმობდი, მინდოდა მივვარდნოდი იმ ნაბი****რს და კისერი გადამეგრიხა.
-არა...-ისევ გაუბედავად გამცა პასუხი.
-კაი...-მინდოდა მეთქვა შენთან ბოდიში წავალ იმას ვცემ და მოვალ თქო მაგრამ გაჩერება ვარჩიე, მისი შეშინებული სახე მაკავებდა რომ რამე სისლელე არ გამეკეთებინა.
-ჩემი გეშინია?!-უცებ ვკითხე.
-ცოტა...-გულახდილად მიპასუხა, რაზეც გამეღიმა.
-გულახდილი პასუხი იყო-ახლა მე გავხედე და გავუღიმა.
-აბა რატომ უნდა მომეტყუებინე?!-გაიცინა და კაბა შეისწორა.
მისი ამ მოქმედებით ერთი ციტატა გამახსენდა "ქალი მხოლოდ მაშინ არის ქალი, როცა მისი სულიერი სისპეტაკე აანთებს მამაკაცის თვალებში ცეცხლს" ამაზე გამეღიმა და ჩემს ჭინკას გავხედე.
-სახლში გინდა წავიდეთ?!
-არ მინდა შეგაწუხო...
-სახლში გინდა წავიდეთ?!-კითხვა გავუმეორე.
-კი...
-ჩვენ მივდივართ და წამოხვალ თუ დარჩები?!-სანამ წავიდოდით ვკითხე რატის.
-ეგეთი ბოროტიც არ ვარ ეხლა სასიყვარულო გასეირნებაში ჩავეკვეხო-გაიკრიჭა და მორცხვად მდგარ კატოს გახედა-მეც მალე მოვალ.
-კაი.
ულამაზესი ბუნება იყო, ყველაფერი რომ ერთმანეთს ავსებდა...
-არ მინდოდა შენი შეწუხება, თანაც შენი მეგობარი იქ დარჩა, შენ კიდევ მოგიწია ჩემთან ერთად წამოსვლა...-დაიჩურჩულა, ისე რომ არ გამოუხედავს ცემთვის.
-შენი გაუბედავი ხმა ნერვებს მიშლის!-მეც გულახდილად ვუპასუხე-მაგრამ ეგეც გიხდება შე ჭინკა.
-მოსაუბრეზეა დამოკიდებული მის პარტნიორს როგორი ხმის ტემბრი ექნება...
-ანუ ჩემი გეშინია!
-ცოტა თქო ხომ გითხარი.
-ეგ არაფერი-გავუცინე, მოსაცმელი გავიხადე და მას მივაფარე-იცოდი რომ სიცივე იქნებოდა და მაინც არ წამოიღე ჟაკეტი!-დამტუქსავი ხმით ვუთხარი.
-მადლობა...-თბილად გამიღიმა.
სახლის ჭიშკართან დავტოვე, უხმობ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, მე კიდევ ადგილიდან არ ვინძრეოდი, თითქოსდა ველოდი როდის შევიდოდა მშვიდობიანად სახლში, უცებ მოუბრუნდა, წინ დამიდგა, ნაზად მაკოცა მარჯვენა ლოყაზე.
-კარგი ბიჭი ხარ შენ... მადლობა რომ მომაცილე...-დაიჩურჩულა, გამიღიმა და სახლში შევიდა.
მეც რამოდენიმე წუთის შემდეგ შევედი სახლში და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, კმაყოფილმა გავიღიმე და მივხვდი რომ ის მხოლოდ "ჩემი ჭინკა" იყო!!!

- - - - -
ზდრასტი რაფრა ხართ?
წინა თავზე ვერ მოვახერხე მინაწერის გაკეთება, ყველაფერი კი ჩემი იდიოტი ბიძაშვილის ბრალია საერთოდ რომ დავწერე ისტორია ეგეც მიკვირს
ხო ისტორია ისე ამ ჩემ დეგენერატ ბიძაშვილს "მივუძღვენი" მთხოვა და... მეც ვეღარ გავუტეხე
მასაც ხვიჩა ქვია და გოგოს სახელიც მისი მოფიქრებულია, გაეთრა ახლა და აღარაა სახლში, გველი ეგ (არა მე პროსტა როგორ მიყვარს ჩემი ბიძაშვილი რაა )
თითოეულის კომენტარი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
კრიტიკა თქვენზეა ველოდები შეფასებას და კომენტარებს.
მიყვარხართ ძალიან ძალიან!



№1  offline წევრი anamaria11

Kargiadzaan. Gaagdzele maletan

 


№2  offline წევრი duckita

ახალ თავს ველოდები , თანაც საინტერესოს <3

 


№3  offline წევრი -tiko))

Ara shenze gabrazebuli ki var mara ro ar davwero exla komentari chem gasvenebaze ar minda ro mna,o da egec ar gamivaraa... nu moklet... magaria raaa... es xvichac kai tipia... chinka xo vafshe da ai am ratos nomeri mitrie raaa :D kide gimeoreb gabrazebuli var shenze mara mainc mikaqalo <3
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი llella

-tiko))
Ara shenze gabrazebuli ki var mara ro ar davwero exla komentari chem gasvenebaze ar minda ro mna,o da egec ar gamivaraa... nu moklet... magaria raaa... es xvichac kai tipia... chinka xo vafshe da ai am ratos nomeri mitrie raaa :D kide gimeoreb gabrazebuli var shenze mara mainc mikaqalo <3

mec dzalian dzaliano <3 ^_^

 


№5  offline წევრი milangirl

საინტერესო ისტორიაა და დიდი სიამუვნებით ვკითხულობ. ველოდები შემდეგ თავს.

 


№6  offline წევრი llella

milangirl
საინტერესო ისტორიაა და დიდი სიამუვნებით ვკითხულობ. ველოდები შემდეგ თავს.

mixaria ^_^ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

გავიგჟდები ისეთი საყვარელი გოგოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent