შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებისეული მათემატიკა (3)


20-07-2015, 14:56
ავტორი nefertiti
ნანახია 1 677

-სალომე,გილოცავ საყვარელო. რაც შეეძლო ხმამაღლა ჩაყვირა ტელეფონში და გაიცინა.
-ეკო! იქიდან მოესმა ქალის მხიარული ხმა. დღეს ხომ მოხვალ?
-იცი,არ მგონია რომ...
-არავითარ შემთხვევაში! გააწყვეტინა ქალმა. სამსახურის შემდეგ გელოდებით.
ცხვირი შეიჭმუხნა და სახე ხელებში ჩარგო. სალომე ლუკას და იყო,დღეს იუბილარი. ამდენი ხნის შემდეგ კი მათთან სახლში პურველად მიდიოდა. ნადვილად არ იქნებოდა ადვილი მაგრამ სალომეს ხათრი ვეღარ გაუტეხა. ლამაზად შეფუთული პოლაროიდი ხელში შეათამაშა და სასადილოდ კაფეტერიაში გავიდა. სალომე 5 წლიდან ეტლში იჯდა ამიტომ ხალხთან ურთიერთობის მწვავე დანაკლისს განიცდიდა. ახლა 23 წლის ხდებოდა ფაქტიურად ეკას თვალწინ გაიზარდა,რმ გაიცნო ჯერ მხოლოდ 8 წლის იყო მაგრამ ისეთი საყვარელი მაშინვე შეუყვარდა.
კაფეტერიაში ყავა და სენდვიჩი აიღო და განცალკევებით მაგიდასთან მოკალათდა მაგრამ გვერდით კონსტანტინე მოუჯდა.
-საღამოს რა გეგმები გაქვს? კითხა ღიმილით და ნაყინში კოვზი ჩაარჭო.
-ნაყინს ჭამ? გაეცინა ეკას და ყავა მოსვა. ხომ ვამბობ რომ ბავშვი ხარ
-მიყვარს ნაყინი. თვალები გაბრაზებულმა დააწვრილა კაცმა და თავი სხვა მხარეს გაატრიალა.
-კარგი ჰო ვიხუმრე. მის ქცევაზე გაეცინა ეკას. დღეს დამატებით ვერ დავრჩები პირადი საქმე მაქვს.
-რა საქმე?
-ეგ შენ არ გეხება. გაეღიმა ქალს და ხელუხლებელი სენდვიჩი ურნაში გადააგდო.
-ეკა,ასე რატომ იქცევი?
-შენ ჩემი უფროსი ხარ კონსტანტინე და ამით ყველაფერი ნათქვამია. გაეღიმა ქალს და მაგიდიდან ადგა.
-საოცარი ქალია. ჩაიბურტყუნა კონსტანტინემ და ნაყინის ჭამა ღიმილით გააგრძელა.
სახლში კარი მისმა აწ უკვე ყოფილმა დედამთილმა ნინამ გააღო მაგრად ჩაიკრა ქალი გულში. მისაღებში უკვე ყველა შეკრებილიყო მათ შორის ლუკაც. სალომემ ეტლი მისკენ გამოაგორა,ეკა ჩაიმუხლა და მაგრად შემოხვია ხელები.
-ეს შენ. ღიმილით გაუწოდა პოლაროიდის აპარატი რომელიც იცოდა ძალიან სურდა გოგონას და მამათილისკენ გაემართა.
-მამა! ღიმილით გადაეხვია ქალი და ლუკას დნავ გაუღიმა-გამარჯობა!
-დავსხდეთ არა? უჩვეულოდ ბედნიერი აქეთ-იქით ცმუკავდა სალომე.
ეკონომიკური კრიზისის საფრთეებს განიხილავდნენ ეკას ტელეფონი რომ აწკრიალდა..
-გისმენ სანდრო. ღიმილით თქვა და სუფრიდან ადგა. -არა სამწუხაროდ დღეს ვერ შეგხვდები. ესღა თქვა და ქალი თვალს მიეფარა,ბაღში გავიდა
-სამწუხაროა ეკატერინე. იქნებ ხვალ იყოს?
-დიდი სიამოვნებით,ოფისში მობრძანდი ნებისმიერ დროს მიგიღებ.
-კარგი,კარგი. იმედგაცრუება ეტყობდა კაცს ხმაში.
-დროებით სანდრო. ღიმილით დაემშვიდობა ქალი და სუფრასთან დაბრუნდა.
-ვინ არის სანდრო? თვალები სასაცილოდ აუფახულა სალომემ.
-კარგი რა სალო,გაეცინა ეკას. არქიტექტორია სანდრო ბოკუჩავა ჩვენი კომპანიის ფილიალი გვინდა რომ დავაპროექტებინოთ ბათუმში.
-ალექსანდრე ბოკუჩავა? საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა. თავი გადააქნია აკაკიმ და ჭამა განაგრძო.
-იცნობ მამა?
-კი რამდენჯერმე ჩემთან მუშაობდა. ბრწყინვალე არქიტექტორია.
-ჰო ჩვენ კი არაფრით არ გვთანხმდება. ბოსტონიდან აქვს მოწვევა და ჯიუტად იმეორებს რამე ხელჩასაჭიდი უნდა მქონდეს რომ აქ დავრჩეო. აღარ ვიცი რა შევთავაზო. გაეცინა ეკას და ღვინო მოსვა
-საკუთარი თავი შესთავაზე. ხმამაღლა და ცინიკური ღიმილით წარმოთქვა ლუკამ. ერთი სექსი და ბათუმის ფილიალს დაგიპროექტებს კი არა მთელი ცხოვრება შენი მონა იქნება.
-როგრ ბედავ! იღრიალა აკაკიმ და ეკას გადახედა რომელიც გაშეშებული და გაფუთრებული ჩაყურებდა თეფშს და თავის აწევას ვერაფრით ახერხებდა.
-მე უნდა წავიდე. ხმა ამოიღო ბოლოს და ადგა.
-ეკო გთხოვ. ცრემლიანი თვალებით ახედა სალომემ.
-ნუ მხთოვ სალო,ნუ მთხოვ. ძლივს უთხრა ეკამ და სახლი სწრაფად დატოვა. გაოგნებული მიდიოდა ქუჩაში და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ის სიტყვები მართლა საკუთარმა ქმარმა უთხრა,კაცმა რომელსაც ათი წლის განმავლობაში აღმერთებდა. მანქანა სავალ ნაწილზე გააჩერა და გადმოვიდა. უყურებდა ახლა მტკვარს და იმდენად ცუდად იყო დაუფიქრებლად შეეძლო მოაჯირზე ასვლა და საკუთარი სიცოცხლის დამთავრება. მოაჯირს თითებით ჩაფრენოდა და ძლივსღა ახერხებდა სუნთქვას.
-ეკა,რა გჭირს? ნაცნობი ხმის გაგონებაზე სწრაფად შემობრუნდა და კონსტანტინეს შეშინებულ თვალებს შეეფეთა.
-აქ რა გინდა? ნაწყვეტ-ნაწყვეტ უთხრა და ცრემლები მუშტით მოიწმინდა.
-შენს მანქანას გადავაყენებ და ამაზე მერე ვისაუბროთ ზედ ტრასაზე გყავს გაჩერებული.
ორ წუთში გააზრებაც ვერ მოასწრო ეკამ ისე აღმოჩნდა კონსტანტინეს მანქანაში.
-აღარ იტყვი რა მოხდა?
-დალევა მინდა. ხრინწიანი ხმით ამოთქვა ქალმა და ღვედი შეიკრა.
-ჩემთან წამოსვლა რომ შემოგთავაზო მეტისმეტი თავხედობა იქნება? ჩაიღიმა კაცმა. უბრალოდ ბარში ვერსად ვერ წავალთ თორემ ხვალ დილით ყველა გაზეთის მთავარ გვერდზე ჩვენ ვიქნებით გამოჭიმულები.
-როგორც შენ გინდა. ღრმად ამოისუნთქა ქალმა და საზურგეს მიეყრდნო.
-ეს ნამდვილად თანხმობას ნიშნავდა თავი გადააქნია კონსტანტინემ და მანქანა დაძრა.
-აბა,რას დალევ? სახლში შუქი აანთო კაცმა და ბარისკენ წავიდა.
-რამე მაგარს,ისეთს რომ ძალიან მალე გამთიშოს და ყველაფერი დამავიწყოს. მშვიდად უთხრა ეკამ,აღარ ტიროდა მაგრამ თვალები ჯერ კიდევ ეწვოდა. კონსტანტინეს გაეღიმა ბარიდან ორი ჭიქა და სასმელი წამოიღო და ჭიქებში გაანაწილა.
-აბა რას აღვნიშნავთ?
-იმას რომ ჩემი ქმარი არაკაცია. საოცარი ზიზღით წარმოთქვა ქალმა და დალევისას სახე დაემანჭა. არ იყო სასმელს მიჩვეული
დილით რომ გაიღვიძა თვალების გახელა საკუთარ თავს ვერაფრით აიძულა. თავი ისე ტკიოდა ეგონა საცაა შუაზე გადაეხსნებოდა. მერე თვალები ძლივ-ძლივობით გაახილა და ოთახი რომ არ ეცნო შეშფოთებული წამოჯდა ლოგინში. საკუთარ ნახევრად შიშველ სხეულს თვალი მოავლო და კარებში მდგომი კონსტანტინე დალანდა რომელსაც ხელში ნაბეღლავის ბოთლი ეჭირა და ქალს უღიმოდა.
-არაფერი არ მახსოვს. შიშით უთხრა კაცს და მკერდზე რომელსაც მხოლოდ ბიუსჰალტერი უფარავდა მჭიდროდ მიიკრა საბანი.
-საერთოდ არაფერი? იმედგაცრუება დაეტყო კაცს ხმაში. არადა მეგონა რომ გუშინდელი ღამე შენთვისაც ისეთივე დაუვიყწარი იქნებოდა როგორც ჩემთვის.
-ღმერთო ჩემო რა ჩავიდე? წამოიკივლა ეკამ და სახე აკანკალებულ ხელებში ჩარგო.
-----------------
ცოტა ინტრიგნული დასასრული გამოვიდა
ჰო ეს თავი გუშინ უნდა დამედო მაგრამ თორმეტამდე ვეღარ გავძელი ქათამივით ათზე დამეძინა
პ.ს ყველას მადლობა ვინც კითხულობს და იქნებ თქვენი აზრი გამოხატოთ რა,მაინტერესებს რას ფიქრობთ...



№1  offline წევრი nefertiti

პ.ს ბოლოს არის "ღმერთო ჩემო რა ჩავიდინე" და არა ჩავიდე. შეცდომაა უბრალოდ წერის დროს დაშვებული,რამე სხვა არ იფიქროთ :D

 


№2  offline წევრი zoi

ხოო მივხვდი შეცდომა როა :დ კაია მომწონს ძაან რაღაცნაირია უბრალოდ ცოტა დიდი თავები და დე თორე ძაან ცუდია აი ამ თავში არაფერი ისეთი არ იყო ნუ დასასრულის გარდა ცოტა გაზარდე და კაი იქნება

 


№3 სტუმარი Guest Liza

exla gadavawydi shemtxvevit da dzalian momewona da dzalian gamaxareb tu gagrdzelebas gadawyvitav^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent