შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინიკო


20-07-2015, 21:03
ავტორი mari99
ნანახია 1 872

ქალაქში ხმა გავარდა ნინი ჯაფარიძე ბრუნდება ლონდონიდანო.ორი დღის შემდეგ იმასაც ამბობდნენ აკო არეშიძე ჩამოდის მოსკოვიდანო.მთელი ქალაქი მათზე ლაპარაკობდა,აინტერესბედათ ერთ დროს საუკეთესო წყვილის შეხვედრა.უკვე სამი წელია აკოს და ნინის ერთმანეთი აღარ უნახავთ.აკომ დაკრა ფეხი და ბიძამისთან გაემგზავრა მოსკოვში.ნინიმაც იმ დღესვე იყიდა ბილეთი და მეორე დღეს უკვე ლონდონში მიემგზავრებოდა ნათლიამისთან.ალბათ გაინტერესბეთ რატომ დაშორდნენ ერთმანეთს,ოო, აი ეს კი მართლაც არავინ იცოდა.რას არ ლაპარაკობდნენ,ზოგი ამბობდა აკომ უღალატა ნინისო,ზოგმა თქვა პირიქით-ნინიმ უღალატა აკოსო,ზოგმა ისიც კი თქვა მაგათ არც უჩხუბიათ და ერთად წავიდნენ საზღვარგარეთო.ათას ტყუილ-მართალს ამობდნენ.გაგიკვირდებათ და არც აკოს და ნინის მეგობრებმა იცოდნენ რამე,ჩათვალეს რომ რადგან არცერთმა მოისურვა ახსნა-განმარტების მიცემა ვინმესთვის,ასეც იყო საჭირო,ამიტომაც არცერთს ეკითხებოდნენ რამეს და აერც მეორეს.
ყველაზე გასაკვირი იცით რაიყო?-როგორ შეძლეს ამ სამი წლის განმავლობაში უეთმანეთოდ ყოფნა,როგორ შეძლეს მათი სიყვარულის ასე ადვილად დავიწყება?ალბათ იტყვით როგორც ჩანს ისე არუყვარდათ ერთმანეთი როგორც საჭირო იყოო,მაგრამ დამერწმუნეთ ამაზე მეტი სიყვარული წარმოუდგენელია.მაშინ რამოხდა ?ვფიქრობ სიმაყემ დაღუპა მათი სიყვარული,რადგნა ორივე საშინლად ამაყი იყო,არც ერთმა დათმო და არც მეორემ,და აი შედეგიც.
ერთ კვირაში ნინი მართლაც ჩამოვიდა. პირველად თავის ოჯახში შემდეგ, კი მეგობრებთან ერთად აღნიშნა მისი დაბრუნება.არც ერთი სიტყვა აკოზე,არავის უხსენებია.არადა როგორ აინტერესებდა ნინის სადიყო აკო,რას აკეთებდა,როგორ იყო მის გარეშე,მაგრამ თითქოს მის ჯინაზე ყველა დუმდა.
შუა ქეიფში იყვნენ ნიკუშა მაჩაიძემ(აკოს საუკეთესო მეგობარმა)ნინის ჩუმად რომ უჩეურჩულა ყურში-ვიცი რომ გენატრება, ვიცი რომ ისევ გიყვართ ერთმანეთი, ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ სულ აკოს ნინიკო იქნები, ვიცი როგორ გიჭირთ უერთმანეთოთ.მე ორივეს კარგად გიცნობთ და ვიცი რომ ვერასდროს დაივიწყებთ ერთმანეთს. ნინის არაფერი უპასუხია, მხოლოდ ნაღვლიანად გაუღიმა, და თავი ნიკუშას მხარზე ჩამოდო.
მერე ბვშვებმა ძველი დროის გახსენება დაიწყეს. ნინისაც გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა.
25 აგვისტო,თემო ჯაჭვლიანის დაბადების დღე იყო, თემო და მისი და დეაკო ნინის საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ამიტომაც ჯაჭვლიანის დაბადების დღეზე ნინიც მიდიოდა. ერთიანი ვარდისფერი ზურგზე ამოღებული კაბა ჩაიცვა.საოცრად გამოიყურებოდა ,მოკლე იკაბა ხაზს უსვამდა მის უნაკლო სხეულს,გრძელი ქერა თმა გაიშალა,მხოლოდ მცირე მაკიაჟი და მზად იყო წასასვლელად.რესტორანში იუბილარი შემოეგება,ნინიმ საჩუქარი გადასცა და მაგიდასთან შეკერებილ ახალგაზრდებს შეუერთდა.რამდენიმე უცხო პიროვნება შენიშნა,თემომ სათითაოდ გააცნო თითუეული-ნინ გაიცანი ეს ნიკუშა მაჩაიძეა,ეს დიტო იასჰვილი მეტსახელად იაშკა,ესკატო წერეთელი-შავთმიან გოგონაზე მიუთტა თემომ-ანუკა დოლაბერიძე,ეს კი აკო არეშიძე-თემომ მწვანე თვალება ბიჭზე მიანიშნა,რომელიც ნინის დაჟიინებით უყურებდა.მხოლოდ მცირე თავის დაკვრით შემოიპარგლა და ოდნავ გაუღიმა.თემომ აკოს პირდაპირ სკამზე მიუთიტა და ნინც თავისი ადგილისკენ დაიძრა.
მთელი საღამოს განმავლობაში ნინი მწველ მზერას გრძნობდა მოპირდაპირე მხრიდან,რამდნეჯერაც წინ გაიხედა იმდენჯერ ბიჭის თვალებს წააწყდა.აკოს ეღიმებოდა ნინის თვალებს რომხედავდა,როგორ აფახურებდა დაბნეული აქეთ-იქით.ცოტახანში გვერძე მაგიდიდან ვიღაც ბიჭი მოვიდა ნინისთან და ცეკვა შესთავაზა
-უკაცრავდ მაგრამ არ ვცეკვავ-მორიდებით უპასუხა გოგომ,არუნდოდა სიტუაცია გაემწვავებინა
მხოლოდ ერთი ცეკვა-თავისას არ იშლიდა უცნობი,რომელ ცეკვაზე მელაპარაკებით ფეხზე ძლივს იდგა
-იცით მე-დაიწო ნინიმ,თუმცა სიტყვა გაუწყდა რადგანაც ვიღაცამ შეაწყვეტინა
-ვერ გაიგე გოგომ რა თქვა?-ბიჭის უკან აკო იდგა რომელსაც აშკარად ეტყობოდა სიბრაზიგან როგორ დაბერვოდა ძარღგვები-შენთან ცეკვა არუნდა,ასე რომ მოშორდი აქედან,თანაც გოგონამ ჩემთან უნდა იცეკვოს.
ამის თქმა და აკომ ნინის ხელი ჩაკიდა და საცეკვაო ადგილისკენ წაიყვინა,ნინი ჯერ კიდევ გაოგნებული იყო და მანამ ვერ გაიგო რა მოხდა სანამ აკრული არ აღმოაჩინა თავი.მისგან თავის დაძვრენა სცდა თუმცა ბიჭმა მარჯვენა ხელი წელზე შემოხვია და კიდევ უფრო აიკრო კაფანდარა სხეული.
-იქნებ გამიშვა-საკმაოდ მკაცრი კილოთი წარმოთვა ნინიმ,ისედაც მთელი საღამოა შეაწუხა თავისი მზერით და აკოსთან ერთად ცეკვა ნამდვილად მეტისმეტი იყო.
-არა-ასევე მკაცრად წარმოსთქვა აკომაც,მაგრამ ნინიმ მაინც შეამჩნია როგორ ჩაეღიმა ბიჭს.
-მე არმინდა თქვენთან ცეკვა-არუნდოდა შეემჩნია თუმცა ნერევი ძალიან მოეშალა.
-სამაგიეროდ მე მინდა-უდარდელად თქვა ბიჭმა და და ნინისკენ უფრო ახლოს დაიხარა-და კიდევ იქნებ "შენობით" ფორმაზე გადავიდეთ-უთხრა და გაუღიმა ღმერთო ნამდვილად აბნევს ამ გოგოს აკოს ღიმილი,მერედა როგორ უხდება,მხოლოდ ღიმილით ჩაიგდებს ნებისმიერ გოგოს ხელში,რომ აღარაფერი ვთქვათ მის მწვანე თვალებზე,სწორ მაგრამ პატარა ცხვირზე,კუპრივით შავ თმებზე და ნავარჯიშებ სხეულზე.
-ჯანდაბას შენი თავი ერთ ცეკვას ავიტან-უთხრა და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.
-არადა როგორ მოგწონს ჩმთან ცეკვა-სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა აკოსაც,გოგოსკენ დაიხარა და ყურში ნაზად უჩურჩულა-ჯიუტი ხარ თუმცა ასეთიც მომწონხარ.
ო ახლა კი ნამდვილად გაბრზადა,არა იმაზე კი არ გაბრზებულია რომ უთხრა ჯიუტი ხარო,არამედ იმაზე რომ მიხვდა მოწონდა,არა უფრო სწორად რაღაცით იზიდავდა ეს ბიჭიი,მაგრამ ხომ არ აღიარებდა ამაყი და ჯიუტი ნინი ჯაფარიძე,ხოდა ამანაც ირინილი სახით უპასუხა-რაღაც გეშლება ჩემო კარგო,საერთოდ არმომწონხარ.
-კარგი-უემოციო სახით უთხრა აკომაც ხელის გაუშვა და შუა დარბაზში დატოვა.კაი სერიოზულად?რა ქნა ახლა ამან?ნინი გაოგნებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და ვერ გაგეო რამოხდა,თუმცა როცა გააცნობიერა თავისი ადგილისკენ დაიძრა თან სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა.ეს მხოლოდ გარეგნულად თუმცა რომ იცოდეთ როგორ იყო გაბრაზებული,უუჰ...მთელი დარჩენილი დრო აკოს მისკენ აღარ გამოუხედავს,თითქოს ნინი აც იყო იქ,ამაზე უერასაც გაბრაზდა,დიახ ნუ გაგიკვირდებათ,ყოველთვის მიჩვეული იყო ყურადღებას და ახლა ნამდვილად არ ესიამოვნა აკომ ასე უბრალოდ რომ დაამთავრა მათი "ურთიერთობა".ამ მოგონებეზე გაიღიმა,მერე ყურადღება ისე ბავშვებზე გადაიტანა რაღაცას რომ იხსენებდნენ
-აუ ის გახსოვთ სვანეთში რომ წავედით თემოსთან-ახლა ამ ამბის გახსენება დაიწყო იაშკამ.
აა სვანეთი,ესეც კარგად ახოსვ ნინის.
საღამოს დეაკომ დაურეკა გაემზადე ხვალ სვანეთში მივდივართო,ხოდა ამასაც მეტი რაუნდოა,რა ჯობია ზაფხულში მთას,ხოდა ნინიც დაბზრიალდა და ნახევარ საათში ჩაალაგა."ნეტავ კიდევ ვინ მოდის"თავისთვის გაიფირა ნინიმ.ისე რა სულელია ეს გოგო ამის კითხვა როგორ დაავიწყდა,მაგრამ არაუშავს ხვალ ხომ ნახვას.დილით ეზოში ჩასულს აკოს დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა თუმცა რას იზამდა.თემოს დაბადების დღის შემდეგ რამდენჯერმე "შემთხვევით" შეხვდა აკო,თუმცა მათი დიალოგი გამრჯობა-გაგიმარჯოს არ გამცდარა.სვანეთში ორი მანქანით მიდიოდნენ.ერთი აკოსი იყო.მეორე ნიკუშასი.ძალიან კი უნდოდა ნიკუ
შას მანქანაში ჩაჯდომა,მაგრამ მისდა სამწუხაროდ აკოს მანქანაში მოუწია დაჯდომა.ბევრს არ ლაპარაკობდა აკო მხოლოდ ახნდახან თუ გადმოხედავდა სარკის მეშვეობით ნინის და როდესაც მის თვალებს შეეჩეხებოდა სახეზე ღიმილი ესახებოდა.
სვანეთამდა მშვიდობიანათ ჩააღწიეს.რადგან იმ დღეს ვერაფრის ნახვას ვეღარ ასწრებდნენ გადაწყვიტეს იმ საღამოს კოცონი დაენთოთ,მწვადები შეეწვათ და დაელიათ.უკვე კარგად საკმაოდ ნავამები იყვნენ,ვიღაცამ რაღაც წყნარი მელოდია ჩართო.ბიჭებმა გოგოები დაინაწილეს,მხოლოდ აკო და ნინი დარჩა მეწყვილის გარეშე,ხოდა აკოც მივიდა და ღიმლით უთხრა
-აუ ახლა მაინც არ გამიტეხო რა,წამო ვიცეკვოთ-ხელი გაუწოდა,ნინისაც გაეღიმა და აკოს ხელს თავისი შეაგება.
აკომ ორივე ხელი წელზე მოხვია,ნინიმ კისერზე შემოხვია ხელები მასე ერთი თავით მაღალ ბიჭს.თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს თითქოს აკოს მწვანე თვალებში ჩაიძირა გოგო,ხოლო ბიჭი ნინის ნაცრიფერ თვალებში.მერე აკო მისკენ დაიხრა და თავისი ტუჩები ოდნავ შეახო გოგოსას.ნინი?ნინის ამ დროს თვალები ცრემლებით აევსო.ბიჭს მხოლოდ ცეკვაზე დათანხმდა იმან კიდე პირველი კოცნაც მოპარა.ხელები იმ წამსვე ჩამოიღო აკოს მხრებიდან და მის წინ დასჯილი ბავშვივით,თავჩაქინდრული დადგა.აკომ ამის შემხედვარემ ხმამაღლა გადაიხარხარა.არა სასაცლოა ახლა ეეს ?ნორმმალურია საერთოდ ეს ბიჭი?რა აცინებდა დღემდე ვერ ვხვდები.
-იცი,ახლა შენთვის რომ არ მეკოცნა თავს ვერასდროს ვაპატიებდი-ისევ იღიმოდა ბიჭი და კიდევ უფრო ნერვებს უშლიდა ნინის.
-შენ შენ...-სათქმელს თავი ვეღარ მოაბა გოგომ.
-დამშვიდი პატარა-პატარაო?ახლა პატარაც გახდა,მაგრამ უნდა ვაღიარო ისეთი თბილი ხმით უთხრა ნინნის წამით გულიც კი გაუთბა,თუმცა მერე ისევ გაახსენდა წუთის წინანდელი,და ერთი მაგრად გაარტყა სახეში სილა ბიჭს და იქაურობა წამის მეასედში დატვა.თავის ოთახში ავიდა.აივანზე დაჯდა,კარგა ხანს უყურებდა ვარსკვლავებით მოჭეილ ცას.მერე კარის ხმა გაიგო,იფირა დეაიკო იქნებაო და თავი აღარც მიუბრუნებია უკან.თუმცა დეაკოს მაგივრად აივანზე აკო გამოვიდა.
-რა გინდა?-ბიჭისთვის არც შეუხედავს ისე კითხა,სადღაც შორს იყირებოდა
-მაპატიე კარგი?-აკო უფრო ახლოს მიიწა მასთან.
-არუნდა გეკოცნა-მტკიცე იყო ნინის ხმა.
-ჩაგეხუტები რა-სრულიად მოულოდნელი რაღაც თქვა აკომ,ნინის გაოგნების თვალები გაუფართოვდა,გონს რომ მოვიდა ბიჭს უკვე ხელები ქონდა მასზე შემოხვეული.არა რას აკეთებს ეს ბიჭი?აქ ბოდიშის მოსახდელად ამოვიდა თუ იგივეს გასამაორებლად?!
-აკო რას...-თუმცა არარ აცადა ბიჭმა საუბრის გაგრძელება.
-ჩშშ.უბრალოდ გაჩუმდი კარგი?უბრალოდ ჩამეხუტე.
გოგონამაც გაუბედავად მოხვია ხელები და თავის მის კისერში ჩარგო.არვიცი რამდენ ხანს იდგნენ ასე ჩახუტებულიები ათი,თხუთმეტი თუ ოცი წუთი,შეიძლება ერთი საათიც,ასე უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთის სურნელს იმახსოვრებდნენ.
-იცი რამინდა?-კითხა აკომ,ნინიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია-მინდა რომ შენ მხოლოდ ჩემი ნინიკო იყო,ჩემი ნ ი ნ ი კ ო-დამარცვლით წარმოთქვა ბიჭმა,გოგოს არაფერი უპასუხია,აკომ ისევ განაგრძო-მითხარი იქნები ჩემი ნინიკო?-ნინიმ თავი ჯერ უარყოფის ნიშნად გააქნია,შემდეგ კი თავი მაღლა აწია და ბიჭს უთხრა
-არვიცი რაიქნება ხვალ,მაგრამ მე მინდა რომ დღს შენი ნინიკო ვიყო-უთხრა და გაუღიმა,აკოსაც გაეღიმა ნინის ნათქვამზე,უფრო აიკრო სხეულზე და შუბლზე კოცნოს კვალი დაუტოვა.არვიცი ალბათ გასაკვირია მათი ეს საქციელი,მაგრამ ზოგჯერ ხომ არის მომენტი როდესაც დაინახავ და ხვდები რომ შენია,შენთან უნდა იყოს,ალბათ აკოც და ნინიც მიხვდნენ ამას და დრო აღარ დაკარგეს ტყუილ-უბრალოდ.
ყველაზე დაუვიწყარი დღეები გაატარეს სვნაეთში.ქალაქში უკვე შეყვარებულების სტატუსით დაბრუნდნენ.
ნინის ამ მოგონებეზე მწარედ ჩაეცინა.ბავშვები კიდევ იხსენებდნენ რაღაცეებს.ნინისც გაახსენდა რა ბედნიერი დღეები აქვთ გატარებული ერთად.მერე რატომღაც ის გაახსენდა ერთ დღეს მან და აკომ რაღაც სისულელის გამო რომ დაწყეს კამათი,შემდეგ კი თავიანთი ჯიუტი ხასიათის გამო ეს კამათი ჩხუბში გადაეზარდთ,ხოდა ნინიც წამოხტა ფეხზე ,დატოვა აკო და სახლში წავიდა.არც იმ საღამოს დაურეკია აკოს მისთვის და არც შემდეგი ორი საღამო.სამი დღე ისე გავიდა ბიჭის ხმა არ გაუგია,უნივერიტეტშიც კი არ წასულა ის დღეები,მეოთხე დღეს გადაწყვიტა რომ ასე არ შეიძლებოდა,გარეთ უნდა გასულიყო თორემ ნამდვილად გაგიჟდებოდა.უნივერსიტეტიდან რომ გამოვიდა წვიმდა,თითქოს მის ხასიათს დაემთხვა ამინდიც.გადადგა თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, მანქანასთან მდგარი აკო დაინახა.აღარაფრისთვის მიუქცევია ყურადღება , მის გარდა ვეღარავის ხედავდა, გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა. აკომაც იმ წამსვე ჩაიკრა გულში.კარგა ხანს იდგნენ წვიმაში ჩახუტებულები.
-მომენატრე-ჩურჩულებდა ნინი თან ცრემლებს იწმენდდა.
-ნინიკო...-ამობდა აკო და მთელს სახეს უკოცნიდა.
ნინ-გონზე კატოს მუჯლუგუნმა მოიყვანა-შენს დაბადების დღეზე წყნეთში რომ "დავაწექით" გასოოვს?ეჰ ახსოვს აბა არ ახოოვს?აკომ წინა საღამოს უთხრა გვიან გამოგივლი და წაგიყვან,ჩემს გოგოს პირველა მა უნდა მივულოცო დაბადების დღე,ოცი წლის ხდება,გაიზარდა ჩემი პატარაო.თორმეტს ხუთი წუთი აკლდა წყნეთში რომ ავიდნენ,აკომ მანქანიდან გადმოიყვანა ნინი,ცოტახანს უყურა და შემდეგ დაიწყო-იცი,პირველად რომ დაგინახე მაშინ უკვე ვიცოდი რომ მიყვარდი,ვიცოდი რომ შენ ჩემი გოგო იქნებოდი,მაშინ დავგეგმე ჩვენი ბედი,ბევრჯერ მითქვამს და კიდევ მინდა უამრავჯერ გითხრა რომ მიყვარხარ,ჩემი სუნთქვა ჩემი სიცოცხლის აზრი,ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხარ,მინდა რომ ღრმა სიბერში შენთან ჩახუტებულ მეძინოს,მინდა ჩვენს შვილებს,შვილიშვილებს მოვუყვეთ ჩვენი სიყვარულის ამბავი,მინდა ყველამ გაიგოს რომ ყოველთვის ,რაც არუნდა მოხდეს,ყოველთვის მეყვარები,მინდა მთელმა მსოფლიომ გაიგოს რომ შენ ჩემი გოგო,ჩემი ნინიკო ხარ.გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პატარ-უთხრა და ყელში აკოცა ზედმეტი გრძნობებისგან ატირებულ გოგონას.აკომ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო,რომელშიც ულამაზესი ყელსაბამი იდო,თავისი ხელით გაუკეთა ყელზე გოგონას ,მერე ისევ განაგრძო-ერთ თხოვნას შემისრულებ?-ნინიმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია-არასდროს მოიხსნა,კარგი?-ნინიმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.მერე ბავშვები გამოცვივდნენ სახლიდან და ყველა ერთად ულოცვადა დაბადების დღეს.
აკოს დაბადების დღე იყო,ნინი მთელი დღე ფიქრობდა რა გაეკეთებინა,ბოლოს აკოს სახლთან მივიდა და სერენადა უმღერა.გგონიათ ვხუმროობ ?არა სერიოზულად,მთელი ორკესტრი დაიქირავა,დადგა და იმღერა.საათი აჩუქა აკოს მისი ინიციალებით და მანაც იგივე სთხოვა-რომ არასდროს მოეხსნა.
საოცარია მოგონებები...
საკმაოდ გვიან დაიშალენ,სახლში რომ მივიდა არაფერზე ფიქრის თავი არ ქონდა როგორ კი დაწვა დაეძინა.დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა
-ხო დეაკო-ნამძინარევი ხმით უპასუხა
-ნინ,იცი რაღაც უნდა გითხრა-აშკარად ეტყობოდა რომ სათქმელს აჭიანურებდა
-რამოხდა იტყვი?-კითხა ნინიმ
-იცი,არვიცი უნდა გითხრა თუ არა-ისევ შეჩერდა
-დეაკო დააღისრე!
-მოკლედ აკო ჩამოვიდა-უცებ მიაყარა სათქმელი,ცოტახანს ხმა არცერთს ამოუღია,.მერე ისევ ნინიმ განაგრძო
-მერე?-შეეცადა რაც შეიძლება უემოციოდ ეკითხა
-მერეე?რაღა მერე ნინი,აკო ჩამოვიდათქო,ვერ გაიგე?-აშკარად გაოცება დაეტყო ხმაში,მერე დაბნეულმა განაგრძო-მე ვიფიქრე რომ თქვენ ისევ....
-არავითარი "ჩვენ" დეაკო,"ჩვენ" სამი წლის წინ გაანადგურა აკომ როდესაც...მოკლედ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი,მერე დაგირეკავ-ტელეფონი გათიშა და მთელი ძალით მიანარცხა კედელს.ვინ იცი იმ წამს როგორ ტკიოდა გული.უიკვე სამი წელია თითქოს გულში რაღაც ხვრელი გაუჩნდა რომელიც შიგნიდან ჭამს და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.
შემდეგი ერთი კვირა სახლიდან არ გასულა,არ უნდოდა სადმე შემთხვევიტ შეჩეხებოდა აკოს.ერთი კვირის შემდეგ გადაწყვიტა ცოტა გული გადაეყოლებინა და შოპინგე წავიდა გოგონებტან ერთად.თეტრი სარაფანი ჩაიცვა წითელი ყვავილები ეხატა.ქერა თმა ამჯერადაც გაიშალა.არა მაინც როგორი ლამაზი იყო ეს გოგო,თვალს ვერ მოსწყვეტდა კაცი,მის ლამაზ სახეს,რაღაც საოცარ ნაცრისფერ თვალებს,კურნოსა ცხვირსა და დიდი წითელ ტუჩებს...იმ დღეს ძალიან ბევრი იარეს გოგონებმა,სადარბაზოსთან მისულმა ბიჭებს მოკრა თვალი.იცოდა აკოც მათთან ერთად რომ იქნებოდა ამიტომაც შორიდან მიესალმა,გოგონებს სწრაფად დაემშვიდობა და სახლში ავიდა.მართალი იყო ნინი,აკოც ბიჭებთანნ ერთად იყო,დაინახა მისი ნინიკო,თითქოს უფრო გაზრდლი,მაგრამ ისევ ისეთივე ბავშვური როგორიც ადრე.მის შემხედვარეს თითქოს რაღაც ჩაწყდა,ქალიან ეტკინა,იქ,იმ ადგილას,მარცხნოვ...
ისევ 25 აგვისტო,ისევ თემოს დაბადების დღე,ისევ იგივე "სასტავით" .არუნდოდა ნინის წასვლა იცოდა იქ აკოს რომ ნახავდა,თუმცა გოგოები გაგიჟდენ უნდა წამოხვიდეო და მასაც მეტი რა გზა ქონდა.ერთიანი წითელი მუხლამდე,გაშლილი კაბა ჩაიცვა,ფეხზე შავი მაღლები მოირგო,თმა ზევით აიწია,ცოტაოდენი მაკიაჟი და მზად იყო.თითქოს "დეჟავუს" შეგრძნება ქონდა.თავი მაღლა აწია და ამაყად შეაბიჯა რესტორანში.მათ მაგიდას დაუწყო ძებნა,მარჯვნივ გაიხედა და პირდაპირ აკოს შეეჩეხა თვალებით,თუმცა გვერძე არ გაუხედია,მტკიცე ნაბიჯით წავიდა წინ.ყველანი გადაკოცნა,აკოსთვის მხოლოდ მცირედი ღიმილი გაიმეტა და თავისი ადგილი დაიკავა.აკო აკო და ისევ აკო სხვას ვერაფერს ამჩნევდა გარშემო,არუნოდოდა შეემჩნია მაგრამ მათი თვალები სულ ერთმანეთს ხედავდნენ.თითქოს ახლა უფრო მოეწონა ნინის აკო,უფრო გაზრდილი,დაკაცებული ეჩვენეა.
ცოტახანში ისევ მოვიდა ვიღაც ტიპი და ცეკვა შესთავაზა ნინის,ისევ უარი განაცხადა სხვასთან ცეკვაზე.გაეცინა როდესაცა იმ ტიპის უკან აკო დაინახა,ისე როგორც ხუთი წლის წინ
-მაპატიე მაგრამ სხვასთან უნდა ვიცეკვო-ფეხზე წამოხტა,აკოს ხელი ჩაავლო და საცეკვაო ადგილისკენ წაიყვანა.ისევ ისე ცეკვავდნენ როგორც ადრე,ისევ ისე უყურებდნენ ერთმანეთს როგორც ადრე.
-ჩემ ნაჩუქარ ყელსაბამს ისევ ატარებ-ღიმილით შენიშნა აკომ
-როგორც ჩანს შენც ისევ ატარებ ჩემს ნაჩუქარ საათს-ღიმილით შენიშნა ნინიმაც
-უფრო გალამაზებულხარ პატარავ-ყურთან უჩურცულა აკომ
-მადლობა-ნინიც ოდნავ აიწია და მანაც ყურთან ჩაუჩურჩულა
-მომენატრე-უთხრა აკომ,თან ხელები წელზე მოხვია
-ვიცი-უთხრა ნინიმაც
-შენ არ მოგენატრე?-უთხრა თუ არა მის ყელს წაეტანა და ისევ ისე ვნებიანდ აკოცა როგორც წინათ.
-ხომ იცი რომ მომენატრე?რატომ გინდა ისევ მატკინო,რატომ მივამ ამ კითვებს,როცა პასუხი ისედაც კარგად იცი-ისევ ცრმლები მოადგა ნინის თვალებზე,აკოს თავისი ხელები მოაშორა,თითქოს ახლა გააცნობიერა რას აკეთებდნენ.გატრიალდა რომ წასულიყო,მაგრმ აკომ ისევ მოატრიალა მარჯვენა ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე ისე აიკრა რომ მათი სახეები ლამის ერთმანეთს ეხებოდნენ.
-მე აღარ მინდა ვიტანჯოთ.გვეყოს ის დრო რაც ჩვენი ბავშვური სისულელეების გამო დავკარგეთ.იცი რამინდა ? იცი რათქმაუნდა,მაშინ არ იცოდი მაგრამ ახლა იცი-ხელი ნიკაპ ქვეშ ამოდო და თავი მაღლა ააწევინა
-ვიცი,გინდა რომ ისევ შენი ნინიკო ვიყო-გაბუტული ბავშვივით უპასუხა ნინიმ და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა.
-მერე?მითხარი გინდა ღრმა სიბერეში შენთან ჩახუტებულს მეძინოს?გინდა ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვეთ ჩვენი სიყვარულის ამბავი?გინდა ისევ ყველამ გაიგოს რომ ერთმანეთი გვიყვაარს,მითხარი გინდა ისევ ჩემი ნინიკო გახდეე?
-მინდა-მხოლოდ ეს თვქა და მთელი გრძნობით.მთელი არსებით ჩაეხუტა მის ყველაზე საყვარელ ადამიანს.აკო კი მხოლოდ ერთს იმეორებდა-ნინიკო,ჩემი ნინიკო.....


მოგესალმებით,ეს ჩემი პირველი ისტორიაა რომელსაც ვაქვეყნებ,კომენტარებს ნუ დაიშურებთ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. შეცდომები მომიტევთ ;)



№1  offline წევრი nino(g)

me momewona ..boloshi cota naasrevad ganvitarda movlenebi magram saerto jamshi kargi iyoo

 


№2  offline წევრი sophi(e)

dzalian kargi istoriaa,imdenad kargi,rom shecdomebs yuradgeba ver mivaqcie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent