შეუსრულებელი პირობა [სრულად]
მაღვიძარას უწყვეტი წივილი. ხელის ფათურით გამორთო და წამოჯდა. უმალ იგრძნო ოთახში გამეფებული სიცივე, რომელიც გამთბარ სხეულზე მოელამუნა და წამსვე დაბურძგლა. ხელები რამდენჯერმე აისვ-ჩაისვა მკლავებზე. საათს დახედა, თუმცა მშვენივრად იცოდა რომ ექვსი იქნებოდა, არც შემცდარა. თვალები მოისრისა და სააბაზანოში მოსაწესრიგებლად შევიდა. ტანსაცმლის არჩევა არ დასჭირდა, ჯინსი და უბრალო, თბილი მაიკა. ყავა მოიდუღა და სამსახურში გავიდა. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოიარა სასურველი ნომრის ტრანსპორტმა. სიცივისგან ცხვირი გაწითლებოდა და ფეხებს განუწყვეტლივ აბაკუნებდა. მძღოლს თანხა გადაუხადა და უზარმაზარ სასტუმროში შეაბიჯა. ფორმა გადაიცვა და საქმეს შეუდგა. ჯერ ერთი ოთახი მიალაგა, შემდეგ მეორე.. მესამე.. მეითხე.. ერთ-ერთი იმდენად არეული და ბინძური იყო, ლამის იქვე აირია გული. ვერ მიმხვდარიყო, რატომ უნდა დააქციო სასმელი, მიყარო ცარიელი, ან ნახევრად სავსე ბოთლები, საჭმლის ნარჩენები, ბალიშები, საბანი.. ნუთუ ამ ხალხმა ყველანაირი დადებითი თვისება დაკარგა, თუმცა არც უკვირს, პირველი შემთხვევა ხომ არაა ბოლოს და ბოლოს. იმდენად იყო მიჩვეული სიბინძურეს, სისუფთავე უკვირს ხოლმე. ოთახიდან გამოდიოდა, როდესაც ვიღაცას დაეჯახა. დისორიენტაციებული კედელს მიეყუდა. მის წინ მდგარ სილუეტს შუბლშეკრულმა ახედა. მომღიმარი, ოციოდე წლის ბიჭი უყურებდა ნაცრისფერ, უგრძნობ თვალებში. - უკაცრავად. - ხმადაბლა მიუგო და გზის გაგრძელება დააპირა. - თქვენი სახელი? - ჰკითხა ბიჭმა და გაუღიმა. ახლაღა დაუკვირდა მის გარეგნობას. საყვარლად ჩაჩხვლეტილი ლოყები, ოდნავ კეხიანი, თხელო ცხვირი, ასევე თხელი ტუჩები, თაფლისფერი, თბილი და ემოციებით სავსე თვალები, გადახოტრილი თმა. - მაშო. - მოკლედ უპასუხა. - მე ვოვა, სასიამოვნოა. - ხელი გაუწოდა. გოგონამ მისთითებს დახედა, რომლებიც მამაკაცისთვის შეუფერებლად სწორი და თლილი იყო. მიუჩვეველია სხვებთან ლაპარაკს, კონტაკტს და ფიზკურ, უბრალო შეხებებს. უსიტყვოდ გატრიალდა და საქმე განაგრძო. ბიჭის ჩაცინება გაიგო, თუმცა უყურადღებოდ დატოვა. სახლში მივიდა თუ არა სავარძელში ჩაეშვა. თვალებდახუჭული იჯდა და გონებას ასვენებდა. უნებურად ამოუტივტივდა გონებაში დღევანდელი ინციტენტი. - რამდენი ხანია არ მილაპარაკია. - თავისთვის ჩაილაპარაკა. ფეხებზე რბილი ზედაპირის შეხება იგრძნო. დაიხარა და ფუმფულა კატა ხელში აიტაცა. - არა მიმი? - ჰკითხა კატას და ცხვირი ცხვურზე გაუხახუნა. - წამო ვჭამოთ. - წამოდგა. ივახშმა. სამზარეულოს მილაგების შემდეგ წყალი გადაივლო და ლოგინში შეწვა. მეორე წუთს კი უდარდელად ფშვინავდა. რამდენი წელია რაც მარტო ცხოვრობს, მიუხედავად პატარა ასაკისა, გადასარევად გამოსდის დამოუკიდებლად ცხოვრება. მშობლების გარდაცვალების შემდეგ არაფრის დიდებით დარჩა მამიდამისთან. სამსახური იშოვა და ცხოვრება გააგრძელა. უფერული დღეები, ისე მობეზრდა, ზოგჯერ სიკვდილსაც ნატრობს, ეს გრძნიბა უფრო მძაფრდება მშობლების მონატრება რომ უტევს. სამი წელია არავისთვის გაუცია ხმა. უმეგობროა, არც ნათესავებს იკარებს. მარტოა. მარტოა და ზოგჯერ სუნთქვას უკრძალავს ეს მარტოობა, სიჩუმე. მიუხედავად გადაწეული ფარდებისა და განათებული ოთახის, ყოველთვის ბნელა მის გარშემო. ერთადერთი "მეგობარი" მიმი ჰყავს. დღევანდელი დიალოგი კი იმდენად ეუცხოვ და.. ესიამოვნა. არ იყო ხალხს მიჩვეული, მათი ეშინიდა კიდეც. იცის, რამდენი ტკივილი მოაქვს მათ და არ სურს, ნამდვილად არ სურს კიდევ ერთხელ შეიგრძნოს სულისმხუთავი ტკივილი. მშობლების დაკარგვაც ეყოფა. სამსახურში ხშირად ხედავდა მომღიმარ ბიჭს, რომელიც თვალს არ აშორებდა, თუმცა არ გამოლაპარაკებია. შორიდან უცქერდა. გოგონას არ ესმოდა მისი საქციელის და თვალებს მუდამ არიდებდა, თუმცა არ შორდება ის მწველი გრძნიბა, ბიჭის მზერისგან რომ არის გამოწვეული. მხარზე შეხება იგრძნო და მოტრიალდა. გაკვირვებულმა ახედა მომღიმარ ვოვას. - გამომყევი. - თქვა და ხელში წვდა. გოგონას ხმის ამოღება არ აცადა ისე შეაჩეჩა დიდი პარკი ხელში და რომელოღაც ოთახში შეიყვანა. - გამოიცვალე. - თვალი ჩაუკრა და კარი გაიკეტა. გაოგნებული გონს კარგა ხანს ვერ მოვიდა. პარკში ჩაიხედა და შავ, რბილ და ნაზ ნაჭერს წააწყდა. ამოიღო. შავი, ბრეტელებიანი, ფრიალა კაბა, ასევე შავი, წითელყვავილებიანი მოსაცმელი და შავი, დაბალყელიანი კეტები. აშკარად შავი ფერი უყვარს ბიჭს. გამოეწყო და გარეთ გავიდა. ვოვამ ერთი შეათვალიერა და ღიმილით უთხრა: - ლამაზი ხარ. - გოგონას ლოყები აუწითლდა და მორცხვად გადაუხადა მადლობა. მის ბავშვურ ქცევაზე, რომელმაც უკვე მოხიბლა, ჩაეცინა. ხელი ჩასჭიდა მის თხელ, თლილ თითებს და შენობიდან გააბიჯა. - სად მივდივართ? - ჰკითხა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და ინტერესით სავსე თვალები მიანათა. - ნახავ. - ყოყმანით უპასუხა და ცალყბა ღიმილით გახედა. ალბათ, სიგიჟე იყო, სრულიად უცხოს მიჰყვებოდა, თუმცა გოგონას ეგონა, რომ არა უცხოს, არამედ წლების მეგობარს ეჯდა გვერდით. უხმოდ ისხდნენ და გზას გაჰყურებდნენ. ბინდდებოდა. - მთაწმინდა? - გაოგნებული გადმოვიდა მანქანიდან და ბიჭს ახედა, რომელიც თბილი ღიმილით ჩაშტერებოდა თვალებში. - ხო, მთაწმინდა. - ხელკავი გამოდო და პარკში შეიყვანა. ათასი სისულელე გააკეთეს, მთელი გრძნობით გაერთნენ და ბოლოს ქანცგაწყვეტილები სკამზე ჩამოსხდნენ. - წამოდი. - მოულოდნელად წამოხტა ფეხზე ვოვა და გოგონაც წამოაყენა. - რა იყო? - სიცილით ჰკითხა. - ლამაზი ადგილი უნდა განახო. - უცებ უპასუხა. - თვალები დახუჭე. - გააჩერა. - ოო, კარგი რა. - აწუწუნდა და გულწრფელად გაუღიმა. ბიჭი მის სახეს მიაშტერდა, როგორი ლამაზი იყო, ბუნებრივი, ბავშვური და საყვარელი. ნელა დაიხარა გოგონასკენ, რომელიც მისი ქმედებისგან გაქვავებულიყო და ნაზად, ფრთხილად აკოცა ცხვირის წვერზე და სიცილით უჩქმიტა ლოყაზე. მაშოს ვერ გაერკვია რა მოხდა. ერთ ხანს გაშტერებული უყურებდა და გაიცინა. თვალები დახუჭა. წინ უამრავი პატარა მოყვითალო წერტილი, მაღალი, ლამაზი შენობები გადაეშალა, როგორც კი თვალები გაახილა. თბილისი. რა ლამაზი იყო ღამის წყნარი და ამავედროულად ცოცხალი ქალაქი. მოხიბლული ათვალიერებდა თავის ქალაქს და გული სითბოთი ევსებოდა. - ულამაზესია. - წამოიჩურჩულა აღფრთოვანებულმა. - გგავს. - მიუგო და გოგონას ჩაეცინა, ბიჭს მკერდზე აეკრო და ხელები მოხვია. - მადლობა. - ბედნიერებით აღსავსე ხმით, რომელშიც სიყვარულის ნოტები გარეულიყო, მიუგო და სახე მის განიერ, ძლიერ გულ-მკერდში ჩამალა. დაბნეული უცებ მოვიდა გონს, მკლავები სუსტ წელს მოხვია და თმაზე ეამბორა. ხმა არ ამოუღიათ, ასე იდგნენ. - ცივა წავიდეთ. - ბოლოს ვოვა მოშორდა თბილი ღიმილით და გოგონაც დათანხმდა. სახლამდე მიაცილა და კარამდე გაჰყვა. - მადლობა, ვოვა, მართლა ძალიან კარგი დრო გავატარე. - ლუყებშეფარკლულმა უთხრა და თვალები დახარა. ბიჭი გადაეხვია და მაშომ ხელები მოხვია. - გპირდები კოდევ გნახავ, - დაიწყო ჩუმად. - უბრალოდ, დამელოდე. - გოგოს მოშორდა და თვალებში ჩააშტერდა. - გპირდები, დაგელოდები სიცოცხლის ბოლომდე. - ღიმილით მიუგო და მისთვის საყვარელ თაფლისფერებს ააშტერდა, რომლებშიც სიყვარულის სხივი სუფევდა. ბიჭმა მზერა ქვევით, ტუჩებზე გადაიტანა და ისევ თვალებში შეხედა. დაიწია და უნაზესად, ფრთხილად შეეხო ალუბლისფერ ბაგეებს. ნეტარებისგან თვალები მიენება მაშოს. - შენი პირობა შეასრულე, პატარავ. - მოშორებისას უთხრა და წავიდა. . - ანასტასია, დე, ფრთხილად. - დაუყვირა საქანელაზე მჯდარ, სამი წლის გოგონას, რომელსაც თაფლისფერი თმები ლამაზად დაყროდა მხრებზე. თბილი დღე იყო, ღრუბლები ალაგალაგ იფანტებდნენ და მზის სხივებს უფლებას აძლევდნენ, მიწას შეხებოდნენ და გაეთბოთ ერთიანად გაყინული. მაშომ თბილი მზერა მოავლო ერთადერთ შვილს და პარკის თვალიერება განაგრძო. თვალს მოლაპარაკე მოხუცები ხვდებოდა, მორბენალი ბავშვები, ტელეფონზე მოსაუბრე ქალები და.. გაშრა, გაიყინა. მიწის გახლეჩვა არ გაუკვირდებოდა ისე, როგორც ჩამქვრალი თაფლისფერების, რომლებიც წლებია არ ენახა. გაახსენდა მოლოდინით სავსე დღეები, ტირილით გათენებული ღამეები და.. შეუსრულებელი პირობა, თუმცა არა ბიჭის, არამედ თავისი. შერცხვა, საკუთარი თავი შეძულდა და იმდენად ძლიერი იყო განცდილი ემოციები, თვალის არიდებაც ვერ მოახერხა. ვოვა მისკენ წამოვიდა გაყინული საზით, რომელზეც ოდნავ შესამჩნევი იყო ტკივილი. გვერდით ჩამოუჯდა. - როგორ ხარ? - უჩვეულოდ სევდიანი, ბოხი ხმით ჰკითხა. შეიცვალა, აღარ იყო ის მომღიმარი ბიჭი, რომლის თაფლისფერები გათბობდნენ. იგი გაყინულიყო და მისი თვალები სუსხიან ზამთარს მოგაგონებდათ. - გავიგე გათხოვილხარ. გილოცავ. - გაუღიმა, ძალით. - მე, - აკანკალებული ხმით დაიწყო. - მადლობა. - თავი ჩახარა. - რა იყო? - ჰკითხა უინტერესოდ. - თვალებში ვერ მიყურებ? - გოგონამ გაკვირვებულმა ამოხედა. - არა, უბრალოდ.. - ვერ მოეფიქრა რა ეთქვა. - შეიცვალე. - ხო, - ამოისუნთქა. - ასე ხდება, როცა საყვარელი ადამიანი იმედგაცრუებულს გტოვებს. - მაშომ არ იცოდა სად წასულიყო. - მე პირობა შეგისრულე, თუმცა შენ არა. - სუნთქვა გაუხშირდა და ფეხზე წამოდგა. გოგონამაც მას მიბაძა. - ვოვა, - დაიწყო ახსნა, თუმცა რისი? რომ იმედი გაუცრუა? რომ მისი ერთგული ვერ დარჩა და სხვაზე გათხოვდა? რომ სიყვარულის ლოდინმა დაღალა? თვალები აუწყლიანდა. - კარგად, მაშო, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, - ისევ ძალით გაუღიმა. აღარ ჰქონდა მის ღიმილს ხიბლი. - ანასტასია მომიკითხე. - თითქოს ძალით ამოიგლიჯა ყელიდანო ისე უთხრა და სწრაფად გატრიალდა, რათა არ შეემჩნია ცრემლმომდგარი თაფლისფერები. გატრიალდა და წავიდა, ამჯერად სამუდამოდ. უკან კი ატირებული გოგონა დატოვა, რომელიც მისი ცხოვრების ბედნიერება და ამავედროულად უდიდესი ტკივილი არის. —•— არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა, თუმცა ვიმედოვნებ რომ კარგია ^_^ გამიხარდება თუ თქვენს აზრს, კრიტიკას დამიწერთ და გამანდობთ. მადლობა წინასწარ ყველას ვინც შეწუხდა და წაიკითხა ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.