შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის... (ნაწილი 6) უშენოდ ცხოვრება აუტანელია...


21-07-2015, 00:44
ავტორი nicol
ნანახია 14 751

რა ხდებოდა ლონდონში? ა რ ა ფ ე რ ი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა, სწორედ მაშინ შევიგრძენი სიცარიელე. ნისლიანი ალბიონი, მართლაც ბურუსის ფერი იყო ჩემთვის. ნისლში გახვეული ადამიანივით ვიყავი, მარტო ერთი ხელის გაწვდენაზე, რომ ახერხებს ორიენტაციას და უფრო შორს წასვლა არ შეუძლია. გაუსაძლისი იყო ყველაფერი. აზრი ეკარგებოდა ყველაფერს. ტყუპისცალებივით ჰგავდა დღეები ერთმანეთს.
ნიკა?
პირობა ვერ შეასრულა. ვერ შეძლო გაეწყვიტა ბოლომდე ურთიერთობა. გამუდმებით რეკავდა სკაიპით. არცერთხელ არ ვუპასუხე. ვერ ვუპასუხე.საკუთარი სისუსტის მეშინოდა. უამრავი წერილი მხვდებოდა ელექტრონულ ფოსტაში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ თავი ვაიძულე და არც ერთი არ წამიკითხავს.
მეე?
ყოველდღე ვკრეფდი ნიკას ნომერს მობილურით, მაგრამ არცერთხელ არ დამიჭერია დასტურის ღილაკისთვის თითი. თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა ეს ყველაფერი და მივიღე გადაწყვეტილება. – გავაუქმე სკაიპი, შევიცვალე მისამართი და ტელეფონის ნომერი, საერთოდ არ ვხსნიდი ელექტორნულ ფოსტას. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, დავურეკე ჩემს ადვოკატს და ახლიდან ვთხოვე განქორწინების საბუთების მომზადება. ყველანაირი კავშირი გავწყვიტე ნიკასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ნათიასთანაც აღარ ვრეკავდი. მეშინოდა... საკუთარი თავის მეშინოდა. ვგრძნობდი, როგორ ვკარგაბვდი გამბედაობას და რადიკალური ზომები მივიღე.
ვიცოდი ამ საქციელით, რომ კიდევ ერთხელ მივაყენებდი ტკივილს. კიდევ ერთხელ ვკრავდი ხელს. ალბათ, ამას უკვე აღარასოდეს მაპატიებდა, მაგრამ ასე სჯობდა. რატომ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი. საერთოდ ახლანდელი გადასახედიდან, ჩემს მაშინდელ ვერცერთ ნაბიჯს, ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი. არ იყო არანაირი ლოგიკა. იყო მხოლოდ გადატანილი გრძნობები.
მენატრებოდა თბილისი. არ იყო ჩემი ადგილი უცხო ქვეყანაში. ორი თვე გავუძელი ამ აპათიას. 69 დღე იყო მასზე არაფერი ვიცოდი. მეტი ვეღარ გავძელი. ვეღარ შევძელი. ელექტორნული ფოსტა გავხსენი და წერილების კითხვა დავიწყე. არ უნდა მექნა, მაგრამ ვეღარ შევძელი.


****
25 ივლისი
„თინი... წახვედი. ყველაზე ცუდ სიზმარშიც, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მართლა დამტოვებდი. ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვერ შეძლებდი, ასე არ გამწირავდი. ნუთუ ვერ გრძნობდი, როგორ მჭირდებოდი. არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა. ასე რთულია გაიგო? კინაღამ გული გამიჩერდა, აეროპორტში, რომ დავინახე, როგორ გაიარე რეგისტრაცია. დიახ, აეროპორტამდე გამოგყევი. ვიდექი იმხელა კაცი და არაფერი გავაკეთე, ვერაფერი გავაკეთე. არ უნდა გამეშვი. არაფრის ფასად არ უნდა დამეთმო. ძალით უნდა დამეტოვებინე.“

26 ივლისი
„უკვე მეორე დღეა. აუტანელი 2 დღე...
ერთს ვერ ვხვდები. ღმერთმა რატომ მაჩუქა შენი თავი, თუ ისევ უნდა დამეკარგე?!“

27 ივლისი
„გთხოვ, ტელეფონს უპასუხე, შენი ხმის გაგონება ძალიან მჭირდება. თუნდაც სულ ნუ ამოიღებ ხმას. შენი სუნთქვა გამაგონე და მეყოფა.“

28 ივლისი
„დღეს პირველად გავუგე მარიკოს. მივხვდი რამ აიძულა ასე მოქცეულიყო. არა, თვითმკვლელობას ნამდვილად არ ვაპრებ. ამაზე ბევრად ძლიერი ვარ. ვერ გაგიმეტებ ასეთი ტანჯვისთვის. უბრალოდ, აქამდე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ჩვენზე არ ეფიქრა. ახლა მე თვითონ ვგრძნობ იმას, რასაც მაშინ განიცდიდა... აუტანელია.“

29 ივლისი
„თინი გთხოვ, იმის იმედი მაინც მომეცი, რომ ოდესმე გნახავ. ვეღარ ვუძლებ ამდენს. რამე მითხარი, თუნდაც ყველაზე სტანდარტული „როგორ ხარ“. შენი სიჩუმე მაგიჟებს. როგორ ახერხებ, მითხარი. როგორ ახერხებ გაუძლო. არ მინდა ვიფიქრო, რომ არ გყვარებივარ. ვერც კი დავუშვებ ამას. ყოველდღე გიყურებდი თვალებში და ვგრძნობდი. შეუძლებელია ეს ყველაფერი უკვალოდ გაქრალიყო. ბევრი ტკივილი მოგაყენე, ვიცი, და ალბათ უარესსაც ვიმსახურებ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ წყენა სიყვარულზე ძლიერი იყოს. თინი მჭირდები...“

31 ივლისი
„გუშინ არაფერი მოგწერე. ასე მგონია არც კითხულობ.“

1 აგვისტო.
„დღეს შენს სახლთან ვიყავი. რაღაც უნდა მეგრძნო შენეული, თორემ უკვე ჭკუიდან გადავიდოდი. გამახსენდა, როგორ წამოგიყვანე იქიდან. აბაზანიდან ახალი გამოსული იყავი და რაღაც საოცარი სუნი დაგყვებოდა. რაღაცნაირი გრილი და სასიამოვნო. მაშინ მეგონა უბრალოდ პარფიუმი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, ეს შენი სუნი იყო. ამ არომატის წყალობით ყოველთვის ვგრძნობდი, როდის მიახლოვდებოდი. ყოველთვის თავბრუს მახვევდა. ჭკუიდან გადავყავდი. მაშინაც, მანქანაში რომ ჩაგსვით ეს სურნელი მაბრუებდა, თან ენას რომ არ აჩერებდი?! თავს ძლივს ვიკავებდი. ეზოში, თოვლში ფეხშიშველი, რომ გაგატარე შენთან ერთად მე გული მეყინებოდა. ისე მორჩილად მოგვყვებოდი. პატარა, უმწეო ბავშვს გავდი, რომელმაც იცის, რომ კუთხეში უნდა დააყენონ და თავისი ნებით მიჰყვება. ხანდახან ვფიქრობ, რომ არ გიმსახურებდი. მაგრამ, ხომ იცი, როგორი ეგოისტი ვარ? მაინც არ მინდა შენი დათმობა. არა და მორჩა!“

2 აგვისტო
„თინი, ეხოზე ვიყავი. გულისცემა მოვისმინე. შეიძლება ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ, ამას რომ გიყვები, მაგრამ კარგად გიცნობ და ზუსტად ვიცი, ახლა თვალებზე ცრემლმომდგარი იღიმები. როგორ მიყვარს შენი, ეს ღიმილიანი გამოხედვა. ჩემი ყველაზე გულკეთილი გოგო ხარ შენ. ზუსტად ასეთი გამომეტყველება გქონდა, დიმას დაბადების დღეზე, ნათიამ ახალი ამბავი, რომ ამცნო ყველას – გიხაროდა. თვალებზე გეტყობოდა, რომ უახლოესი ადამიანების სიხარულს იზიარებდი, მაგრამ რამხელა ტკივილი გქონდა გულში. როგორ მინდოდა მაშინ მენუგეშებინე. მხრებიდან მომეხსნა შენთვის ამხელა ტვირთი, მაგრამ შენ არ მოინდომე მცოდნოდა. ვერ წარმოიდგენ, როგორ ველოდი იმ საღამოს, რომ სიმართლეს მეტყოდი, მაგრამ გაჩუმდი. გული მწყდებოდა, რომ არ მენდობოდი. რატომ უნდა ცოდნოდა ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი სხვას და რატომ უნდა გამოეყენებინა ეს შენს დასამცირებლად? რატომ უნდა მოეხალა პირში, იმ იმედით, რომ მიგატოვებდი? მაშინ თავი შენი წყალობით გავაკონტროლე. შენს თავს ვფიცავარ არც დავფიქრდებოდი ისე მოვკლავდი. მზად ვიყავი კიდეც ამისთვის, მაგრამ შენი სიტყვები მიტრიალებდა თავში. არ დამავიწყდება შენი გამოხედვა და გააფთრებით ნათქვამი – „ცხოველი ხარ“. ვიქცეოდი კიდეც ხანდახან ცხოველივით. ეზოში კაბა, რომ დავწვი, აი მაშინ. იცი რატომ დავწვი ის კაბა? შენი სუნი ჰქონდა. ჯერ მაშინ დავკარგე თავი ნახევრად შიშველი, რომ დაგტოვე. კინაღამ გავგიჟდი. ვერ ავხსნი რა დამემართა. ეს არ იყო ვნება, რაღაც უფრო მეტი იყო. ბევრად მეტი. ის რაც აქამდე არასდროს განმეცადა. ძლივს მოგწყვიტე თვალი და ეზოში, რომ გავედი აზრზე მოსასვლელად, იქაც შენი სურნელი გამომყვა და დავწვი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.“

3 აგვისტო
„ნათიას შენი სახლის გასაღები ვთხოვე და შიგნით შევედი. წუხელ შენს ლოგინში ვიწექი. მენატრები, თინი, უსაშველოდ მენატრები. გთხოვ მასწავლე, როგორ ვიცხოვრო უშენოდ. შენ ხომ შეძელი?!“

4 აგვისტო
„დღეს იმ ბარში ვიყავი, შენს ბარში. თინი, ყველაფერი მიყვარს, სადაც კი ოდესმე ყოფილხარ და რასაც კი შეხებიხარ. შენს ნაკვალევს დავყვები. რას მიშვები ამხელა კაცს ხვდები? იმ ბარმენს ველაპარაკე. შენ წარმოიდგინე ახსოვდი. რა თქმა უნდა, შენი დავიწყება ძნელია. დიდხანს ველაპარაკე, ძალიან დიდხანს. შენზე ველაპარაკე. თითქოს შენ გელაპარაკებოდი. კმაყოფილი წამოვედი, რა მიხაროდა არ ვიცი. შენ მიხაროდი. ახლაც მიხარიხარ.“

5 აგვისტო
„დღეს ნათია იყო მოსული. სამზარეულოში ვიჯექით და იცი რა გამახსენდა? თითი რომ გაიჭერი. როგორი მონდომებით მალავდი ზურგს უკან, რომ არ დამენახა. თინი მაშინ უკვე თავდავიწყებით მიყვარდი.“

8 აგვისტო
„თინი დღეს ზუსტად 7 თვე შესრულდა, რაც გიცნობ. იუბილეს გილოცავ. მე აღვნიშნე. დავჯექი მანქანაში და სარფში წავედი. მთელი ის გზა გავიხსენე, რაც მაშინ ერთად გავიარეთ. იმ კაფეში დავჯექი, სადაც მაშინ ვისხედით. ზუსტად იმ მაგიდასთან. თინი, შენი სადღეგრძელო დავლიე და ჩემი თავი გისურვე. იმავე სასტუმროში მივედი. ჩვენი ოთახი მინდოდა, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ხანი ვემუდარე ჰოლანდიელ ცოლ-ქმარს, რომ ჩემთვის დაეთმოთ ის ოთახი. ჯერ უარზე იყვნენ, მაგრამ რომ არ მოვეშვი, იფიქრეს – ისედაც უჭირს ამ საცოდავსო და გადაბარგდნენ. უბედნიერესი ვიყავი. თითქოს შენ დაგიბრუნე. თინი, მთელ სიცოცხლეს გავცვლიდი შენთან გატარებულ ერთ საათში. არც კი დავფიქრდებოდი. ტკივილამდე მიყვარხარ.“

10 აგვისტო
„აუტანელია უკვე შენი ამდენი სიჩუმე.“

11 აგვისტო
„ტელეფონის ნომერი გამოცვალე? აღარც ჩემგან ირეკება და ვეღარც ნათია გიკავშირდება. არ მინდა ვიფიქრო, რომ...“

23 აგვისტო
„თინი, ლონდონში ვარ, იმ მისამართზე, რაც ნათიამ მომცა, უკვე აღარ ცხოვრობ. შემეხმიანე, უნდა ვილაპარაკოთ. არ მოგცემ ასე უსიტყვოდ გაუჩინარების უფლებას. ჯერ კიდევ შენი ქმარი ვარ და თუ დამჭირდა ყველა სახლის კარზე დავაკაკუნებ მთელ ლონდოდნში... მთელ ინგლისშიც. იცი გამკეთებელი ვარ. პოლიციასაც ჩავრთავ და ინტერპოლითაც დავიწყებ შენს ძებნას. ხუთი დღე დავრჩები!!!“

26 აგვისტო
„თინი, ჭკუიდან მშლი!“

28 აგვისტო
„გახსოვს, მაშინ რომ გითხარი, ჩემი გულისცემა თუ შეგაწუხებს, შევაჩერებ-თქო? აღარ ფეთქავს. მორჩა, გაქვავდა... თბილისში დაბრუნებულს, განქორწინების საბუთები დამხვდა. რის მიღწევას ცდილობ, ვერ ვხვდები. როდიდან გახდი ასეთი სასტიკი? რა გინდა ჩემგან? რატომ არ მინდობ? მორჩა, თინი, აქ მთავრდება ყველაფერი. თანახმა ვარ! გავწყვიტოთ ეს ბოლო ძაფიც. იქნებ დროთა განმავლობაში აღარ იყოს ასე მტკივნეული. ახლა უბრალოდ აუტანელია. მართლა ვერ ვხვდები, სად გაქრა ის გოგო, ჩემი თინი. მაგრამ ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მეც აღარ ვარსებობ. შენ მომკალი. გამანადგურე. მეტს აღარ მოგწერ. აღარ ვეცდები მოგძებნო. განთავისუფლებ. მშვიდობით.“


****
მეტი ვეღარ შევძელი. წარმოგიდგენიათ მე რას ვგრძნობდი, როცა ამას ვკითხულობდი? იქვე იატაკზე ჩავჯექი, პირქვე დავემხე და ავტირდი. ხმამაღლა, მთელი რაიონის გასაგონად. გამეტებით ვუშენდი მუშტებს იატაკს და ვყვიროდი.
– ჯანდაბაშიც წასულხარ, ნიკოლოზ წერეთელი. რატომ გიყვარვარ ასე? არ გაქვს უფლება. შენ არ უნდა გტკიოდეს. შენ შვილი გეყოლება. შენ ბედნიერი უნდა იყო. ვინ მოგცა ამის უფლება? ჩემს ტკივილს ავიტან, შენსას ვერ ვუძლებ.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ამ მდგომარეობაში. ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. ღმერთო ნუთუ შეცდომას ვუშვებ? სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. გავედი, მთელი დღე ვიარე ფეხით. ძალიან მტკიოდა ფეხისგულები, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო სულიერთან.
საღამოს შემოვედი სახლში. აღარ მინდოდა გამეგრძელებინა კითხვა. მეშინოდა, მაზოხიზმი იყო, მაგრამ მაინც გავაგრძელე. კარგი არაფერი მელოდა, შემდეგმა წერილებმა საერთოდ გამანადგურა.


13 სექტემბერი
„დამიჯერე, სიკვდილი მერჩივნა ახლა შენთვის მოწერას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მაროს გულისთვის ვაკეთებ ამას. ჩემთვის შენ დიდი ხანია აღარ არსებობ. მოკლედ, ცუდად არის მარო, წნევამ დაარტყა ოთხი დღის წინ, რეანიმაციაშია. დროდადრო შენს სახელს იძახის. თუ შენთვის ძნელი არ არის ჩამოდი, ინახულე. პირობას გაძლევ საერთოდ ვერ მნახავ. როცა შენ იქ იქნები, სართოდ არ მოვალ. თუ ჯერ კიდევ გაქვს გული, მოხუცისთვის გააკეთე ეს.“

კანკალმა ამიტანა. ორი კვირის წინანდელი იყო ეს წერილი. წამოვხტი და ოთახში წინ და უკან სიარულს მოვყევი. რა მექნა აღარ ვიცოდი. მეშინოდა გამეგო... ოღონდ მარო არა.
ძლივს ვაიძულე თავი, ტელეფონი ამეღო ხელში და ნათიასთან დამერეკა. რამდენიმე გაბმული ზარის შემდებ ყურმილში ნათიას ნამტირალევი და დატანჯული ხმა გავიგე. გული შემეკუმშა. წარმოუდგენლად ტკივილიანი იყო ეს ბოლო წელი ჩემთვის. კიდევ რამდენი უნდა გადამეტანა? ასეთი რა ცოდვა მქონდა, რომ ვერაფრით გამოვისყიდე. იცით რა გამახსენდა? ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერიაო, ერთხელ ექიმმა, რომ მითხრა – მშობლები შვილებმა უნდა დამარხონო. მიმიფურთხებია ასეთი კანონზომიერებისთვის. ერთი ბეწოთი არ ამსუბუქებდა ტკივილს ის, რომ მაროს სიკვდილი, ბუნების კანონზომიერება იყო. რამხელა სითბო დაკარგა დედამიწამ?! როგორ შეეძლო სამყაროს მის გარეშე არსებობა გაგრძელებინა? როგორ არ მუქდებოდა ყველაფერი? საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, ადრე რომ არ წავიკითხე ეს წერილები. ცოცხალისთვის უნდა ჩამესწრო. მისი სითბოს მარაგი უნდა დამეტოვებინა სამახსოვროდ. ნიკაზე შეგნებულად არ ვფიქრობდი. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, ახლა რას გრძნობდა. როგორ მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და მენუგშებინა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა. უკვე აღარ.
უნდა დავბრუნდე! ექოსავით იმეორებდა ჩემი გონება ამ ორ სიტყვას. მეშინოდა. სიკვდილივით მეშინოდა. რისი? იმის რასაც იქედან გამოვექეცი – ნიკას გუგრილობის. მის ერთ გამოხედვაშიც რომ მეგრძნო ზიზღი, ალბათ ვერ გადავიტანდი. არადა ამის ღირსი ვიყავი. სიძულვივლის ღირსი ვიყავი. იმიტომ რომ ასე ვატკინე. იმიტომ რომ არ ვიბრძოლე. იმიტომ რომ მშიშარა ვიყავი და ყველაზე დიდ ზიზღს მაროს გულისთვის ვიმსახურებდი. მითხარით, როგორ მეპატიებინა საკუთარი თავისთვის, ბოლო წუთებში მის გვერდით, რომ არ ვიყავი? ვჭირდებოდი, მე კიდევ? ზიზღის ღირსიც კი არ ვიყავი.


****
პირველ ოქტომბერს ჩამოვფრინდი, დასაფლავების წინა დღეს. აეროპორტში დიმა დამხვდა. სპეციალურად ჩამოვიდა სოფლიდან ჩემს დასახვედრად. გადამკოცნა და ჩამეხუტა. ვიგრძენი, როგორ მოგვნატრებოდა ერთმანეთი. ვიგრძენი როგორი ნაწყენი იყო ჩემზე. სახეზე ეტყობოდა.
აეროპრტიდან პირდაპირ სოფლისკენ ავიღეთ გეზი. გული მეკუმშებოდა, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ გულკეთილი მოხუცი აღარ შემომეგებებოდა.
ძალიან დიდხანს ვიარეთ ჩუმად.
– იცის? – გაუბედავად წამოვიწყე.
შემომხედა და თავი დამიქნია.
– თინი, დედას გეფიცები არ მესმის, სულ ვფიქრობ და ვერაფრით გაგიგე.
– ხანდახან მე თითონ არ მესმის ჩემი თავის. – ყელში მომდგარი ბურთი ძლივს გადავაგორე.
– როგორ შეძელი ასე მოქცეოდი? ის თინი, რომელსაც მე ვიცნობდი, ნიკათი ცხოვრობდა. მისით სუნთქავდა. მისით არსებობდა. სად გაქრა ის გოგო? – ასეთ დიმას პირელად ვხედავდი. ვიცოდი ესეც ჩემი ბრალი იყო.
– იცი, რა დღეში იყო? ცოცხალი თუ გადარჩებოდა არ მეგონა. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ უყვარდი. საერთოდ ამხელა სიყვარული თუ არსებობდა. თინი გაღმერთებდა. – გულში ეკალივით მესობოდა ამ სიტყვების წარსული დრო, მაგრამ ვიმსახურებდი. – ყველგან შენს კვალს ეძებდა. თინი ბოლო დროს საერთოდ შენს სახლში ცხოვრობდა. – ემოციებს ვეღარ იკავებდა. ხელი ჩაიქნია და გზას გაუშტერა თვალი. ვერაფერს ვპასუხობდი, გამართლება არ მქონდა, საკუთარ თავთანაც კი არ ვიყავი მართალი.
– ლონდონშიც კი ჩამოგაკითხა. მაშინ, ხომ მაინც შეგეძლო ადამიანურად მოქცეოდი და უბრალოდ გენახა? განადგურებული ჩამოვიდა იქიდან, ადამიანს აღარ ჰგავდა. ფოსტით განქორწინების საბუთები, რომ მიიღო, მასთან ერთად ვიყავი. დამიჯერე, პირველად მაშინ ვნახე, ცოცხლად როგორ კვდება ადამიანი. გაფითრებული უყურებდა ქაღალდებს, ვერაფრით იჯერებდა. მერე უსიტყვოდ შეტრიალდა და წავიდა. ვერ გავაჩერე. არ მინდოდა საჭესთნ ამ მდგომარეობაში დამჯდარიყო, მაგრამ არც კი მომისმინა. მე მგონი, მაშინ საერთოდ არაფერი ესმოდა, იმდენად უმეტყველო თვალები ჰქონდა. მთელი დღე წასული იყო. დღემდე არ ვიცი სად იყო. როგორც კი მოვიდა ოთახში შეიკეტა და დილამდე არ გამოსულა. მეგონა თავს მოიკლავდა. ნათიას თავს ვფიცავარ, მთელი ღამე ვდარაჯობდი. სამი დღე საერთოდ არ ამოუღია ხმა. შენ არ იცი რა გადავიტანეთ. აი, ასეთ ნიკას ვერ გაპატიებ. იცი, როგორ მიყვარხარ, მაგრამ ვერ გპატიობ და რა ვქნა.
ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა. მქონდა კი რამე სათქმელი? თითოეულ სიტყვას ვიმსახურებდი. მთელი გზა, აეროპრტიდან სახლამდე, ცრემლები ვერ შევიჩერე. ვგრძობდი, როგორ ვეცოდებოდი დიმას. ვეცოდებოდი, მაგრამ ვერ მპატიობდა.
უკვე ბინდდებოდა სოფელში, რომ შევედით. მთელი ტანით ვკანკალებდი. არ მინდოდა მისვლა, ფეხები უკან მრჩებოდა. როგორ უნდა გამეძლო იმ სახლში სადაც ჩემი ტკბილი ბებიკო აღარ იყო?!
მანქანის კარი დიმამ გამიღო. ჩემით ვერაფრით გავბედე. გადმოვედი და თვბრუ დამეხვა. შევბარბაცდი და დიმა, რომ არა წავიქცეოდი. გულზე მიმიხუტა. უკვე ხმამაღლა ვტიორდი.
– დამშვიდდი თინი, გეყოფა... – ამაოდ ცდილობდა ჩემს დამშვიდებას. – ჩემ თავს გაფიცებ, დამშვიდდი. მთელი ძალით მიკრავდა გულში.
ძალიან ცუდად გავხდი და გადაწყვიტა მანქანაში დავეტოვებინე, თვითონ ნათიას მოსაყვანად შევიდა. ვიჯექი მანქანაში და სუნთქვა მიჭირდა. ნათიასთან ერთად დაბრუნდა. ახლა უფრო მეტად ამიჩუყდა გული, მისი გაბერილი მუცელი, რომ დავინახე. აქედან, რომ წავედი, ოდნავ ემჩნეოდა. ახლა კიდე...
ძალინ ემოციური იყო ნათიაც. ხან მიბრაზდებოდა, ხან მეფერებოდა, ხან აქეთ მამშვიდებდა. როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და შევედი. უკვე კარგად დაბნელებულიყო. მივუყვებოდი ბილიკს სახლისკენ და გული ბაგაბუგს უფრო და უფრო უმატებდა. კარებთან ერთხელ კიდევ შვჩერდი. ღრმად ამოვისუნთქე და გადავაბიჯე ზღურბლს.


****
იქ იყო...
მარტო იჯდა. იდაყვებით მუხლებს დაყრდნობოდა და თავი ხელებში ჩაერგო. გავშეშდი, ერთ ადგილს მივეყინე. ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შევძელი. ასე ახლოს იყო, ორი ნაბიჯიც და შევძლებდი ხელით შევხებოდი, მაგრამ უფლება არ მქონდა.
თითქოს იგრძნო იქ რომ ვიყავი. თავი მძიმედ წამოწია და შემომხედა. თვალებში ჩავხედე. ის სხივი აღარ ჰქონდა მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა, ჩამქრალიყო. არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექით ასე. უსასრულოდ მომეჩვენა მაშინ. პირველი თვითონ დაიძრა. ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს. კარებში ვიყავი გახიდული და განძრევას ვერ ვახერხებდი. გვერდზე გამიარა. ძალიან ახლოს, ისე ახლოს, რომ ყელთან მისი სუნთქვა ვიგრძენი. სწორედ ისე, როგორც მაშინ, მის სახლში, პირველად რომ შევეჩეხე სამზარეულოში.
მარტო დავრჩი ოთახში. აუტანელი იყო ეს მარტოობა. დამტოვა. ისე დამტოვა, რომ სიტყვაც არ უთქვამს. გაუსაძლისად მტკიოდა, მარამ ვიმსახურებდი. იატაკზე ჩავჯექი და ავტირდი. ყველაფერს ერთად ვტიროდი. მარო ბებიას დაკარგვას, ნიკას არაფრისმთქმელ მზერას, ჩემს დაკარგულ მეს. ცრემლი გამიშრა. კიდევ დიდხანს ვიჯექი ასე იატაკზე. ნათია შემოვიდა. გაბერილი მუცელი უშლიდა ხელს, მაგრამ მაინც მოახერხა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. ზურგით კედელს მიეყუდა და ჩემი თავი გულზე მიიდო.
– რამდენი გადაიტანე, თინი. შენც გაქვს ალბათ შენი სიმართლე. ჩვენ არ გვესმის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია. მე ხომ მაინც ვიცი, როგორ გიყვარს?! ვინ იცის შენ როგორ გტკივა?! სწორედ ამიტომ უნდა იბრძოლო. შენც გაქვს ბედნიერების უფლება. დაიმახსოვრე, ამ ქვეყანაზე ყველა ადამინს აქვს თავისი წილი ბედნიერება. შენც იპოვე შენი. მანამ არ შეწყვიტო ძებნა, სანამ არ იპოვი.
ცოტა დავმშვიდდი. ყოველთვის მამშვიდებდა ნათია. თურმე როგორ მაკლდა მთელი ეს დრო. ცოტა გონს მოვედი. იატაკიდან ავდექი და ჭირისუფლის სკამზე ჩამოვჯექი. ნათიამ მარტო დამტოვა. მიხვდა გამომშვიდობება მინდოდა.
– ბე, როგორი ძნელია, რომ იცოდე, იმის გაცნობიერება, რომ აღარ ხარ. უფრო ძნელია, ის რომ მე შენს გვერდით არ ვიყავი, როცა ასე გჭირდებოდი. ოდესმე მაპატიე, ვიცი მაპატიებ. შენზე დიდსულოვანი, თუ დადიოდა ქვეყანაზე ვინმე, არ ვიცი. როგორ მინდა ჩაგეხუტო, რომ იცოდე. მაგრამ არ შემიძლია. არ მინდა ყინულივით ცივი დაგიმახსოვრო. შენ ჩემთვის ყოველთვის თბილი მარო ბებია იქნები. – ცრემლები მახრჩობდა. ძლივს ვახერხებდი ხმის ამღებას, მაგრამ მაინც ველაპარაკებოდი. რაც აქამდე არ მითქვამს ყველაფერი ვუთხარი. როგორ დამაკლდებოდა, როგორი აუტანელი იყო მის გარეშე ეს სახლი და როგორ მიყვარდა.
თითქოს დავიცალე. მაგრამ ტკივილი, მაინც გაუსაძლისი იყო. ვერაფერი შეავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც ჩემს გულში დატოვა, ეს მხოლოდ მისი ადგილი იყო. სუფთა ჰაერზე გამოვედი. კიბეებს დაბლა ჩავუყევი. სახლთან რამდენიმე ადამიანი იდგა, ალბათ მეზობლები. ორგანიზებას უკეთებდნენ ხვალინდენ დღეს. გაუსაძლისი იყო მათი მოსმენა. ეზოს სიღრმეში დაკიდებული ჰამაკისკენ წავედი და ჩავჯექი, ფეხები ავიკეცე მოხერხებულად მოვკალათდი. როგორ მიყვარდა აქ ჯდომა მაროსთან ერთად. ათას რამეზე ვლაპარაკობდით. თურმე რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. თვალები დავხუჭე.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე. მე მგონი დიდი ხანი. ვიგრძენი ვიღაც მიახლოვდებოდა. ის იყო, ნაცნობი სიმხურვალე ვიგრძენი. ღმერთო როგორ მაკლდა ეს სითბო. თვალები არ გამიხელია, არ მინდოდა წასულიყო. ახლოს მოვიდა. ძალიან ახლოს. ჰამაკთან ჩაიმუხლა. სიგიჟემდე მენატრებოდა მისი შეხება.
„ოღონდ ახლა არ იტირო, გეხვეწებ არ იტირო.“ – საკუთარ თავს ვამხნევებდი.
ჰამაკიდან გადმოგდებულ ხელზე ვიგრძენი მისი თითები. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რად დამიჯდა ამ დროს ემოციების შეკავება. მისი სიმხურვალე მთელ სხეულში მეღვრებოდა. გონება ლამის დავკარგე მისი ტუჩები, რომ ვიგრძენი თითებზე. მკოცნიდა ნაზად და ზუსტად ისე, მე რომ ჭკუას მაკარგვინებდა.
– რა უსაშველოდ მიყვარხარ, რომ იცოდე... – გავიგონე ჩურჩულით ნათქვამი.
მეტი ვეღარ შეძლო, წამოდგა და წავიდა. კიდევ კარგი, თორემ უკვე ვეღარ ვიკავებდი თვალებიდან წამოსულ ცრემლს და ავტირდი... უხმოდ.


****
ბოლო გაზაზე გავაცილეთ მარიამ ბებია.
ტკივილით სავსე იყო მთელი ეს პროცესია. საკუთარ შვილთან, სიძესთან, შვილიშვილთან და საყვარელ ქმართან ერთად სასაფლაოზე დაიმკვიდრა სამუდამო განსასვენებელი.
ნათელში იყოს შენი კეთილი სული.
მეორე დღეს ნიკა თითქმის არ მინახავს. თითქოს მე თვითონაც ვარიდებდი თავს. ვიცოდი, პირისპირ თუ შევხვდებოდი ისევ ისეთი ცივი იქნებოდა. მე კიდევ, მინდოდა ის თბილი სიტყვები დამმახსოვრებოდა.
ბინდდებოდა. მივდიოდი უმისამართოდ, გაუაზრებლად, უბრალოდ გზას მივუყვებოდი. გვიან მივხვდი სასაფლაოსკენ, რომ მივდიოდი. შორიდან დავინახე, ისიც იქ იყო. (ამ ბოლო დროს მისი სახელის წარმოთქმა ძალიან მიჭირდა.) უკან გამობრუნება მინდოდა. მინდოდა, მაგრამ არ გამოვბრუნდი. ჯიუტად მივიწევდი წინ. მისი სხეულის მოძრაობით მივხდი, რომ მანაც იგრძნო. ვერ ვხვდები, როგორ გავბედე მასთან ასე ახლოს მისვლა. წინ დავუდექი. ამომხედა. ტკივილით ჰქონდა სავსე თვალები.
– ნიკა... ძალიან ვწუხვარ. – ამდენი ხნის შემდეგ პირველად წარმოვთქვი მისი სახელი.
თავი ჩაღუნა. მოაჯირზე დაყრდნობილ მის ხელს გაუბედავად დავწვდი. შეცბა, არ ელოდა, მე აღარაფერი მაინტერესებდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად მივეცი გრძნობებს გასაქანი. პირველად ვაკეთებდი იმას რაც მართლა მინდოდა. თითები გავაშლევინე და ხელის გულზე ვაკოცე. ვგრძნობდი, როგორ ემატებოდა პულსაცია როგორ უთამაშებდა საფეთქელზე ძარღვი. თქვენ წარმოიდგინეთ და მის აკანკალებულ ხელსაც კი ვგრძნობდი. მაგრამ შეძლო, თავი ხელში აიყვანა და ხელი გამაშვებინა. ჯერ კიდევ გრძნობდა ტკივილს, ჩემგან მიყენებულ ტკივილს. დავინახე, როგორ მომუშტა ხელი. გული ჩამწყდა. ვერ მპატიობდა. ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებდი ის ძველი ნიკა დამებრუნებინა.
– რაზე წუხხარ? ჯერ კიდევ შეგიძლია წუხილი? როდის იყო მკვდარი რამეს გრძნობდა? თუნდაც წუხილს. თინი, შენ ჩემთვის მკვდარი ხარ. აღარ არსებობ. ჩემს გონებაში არსებობის უფლება აღარ გაქვს. მაშინ მოკვდი, ლონდონში რომ ჩამოვედი. მაშინ მოკვდი, განქორწინების საბუთები რომ გამომიგზავნე. მაშინ მოკვდი, მაროსთან რომ არ ჩამოხვედი. მაშინ მოკვდი, როცა ასე ძალიან მჭირდებოდი. მეც მომკალი, გესმის? აღარც მე აღარა ვარ ცოცხალი.
ძალიან სასტიკი იყო. აუტანელი იყო ამ სიტყვების მოსმენა. მაგრამ ვიმსახურებდი. შებრუნდა და წავიდა. ჩამოვჯექი. თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი. ცრემლიც აღარ მქონდა. ძლივს ავითრიე დამძიმებული სხეული და წავედი. ძლივს მივლასლასდი ეზომდე და გავშეშდი.ნიკას ვიღაც გოგოსთვის მოეხვია წელზე ხელი და კიბეზე ასვლაში ეხმარებოდა, მასაც საგრძნობლად წამოზრდოდა მუცელი.
ახლაც იტყვით, რომ აქ მე ზედმეტი არ ვიყავი?
ერთი კვირის მერე გავფრინდი. ისევ ლონდონი, ისევ აუტანელი მარტოობა, ისევ არანაირი ემოციები. გაუსაძლისი იყო, მაგრამ ვიმსახურებდი. დავრწმუნდი, რომ საბოლოოდ დავკარგე. ჩემი ბრალი იყო. ვხვდებოდი უკვე გვიანი იყო. მაშინ ჩემთვის დარჩენა რომ ეთხოვა, დავრჩებოდი, მაგრამ არ უთხოვია. ამაოდ ველოდი წერილებს. ამაოდ ველოდი ზარებს. იქ თბილისში მივხვდი როგორ მაკლდა, როგორ მჭირდებოდა. თან უნდა ვაღიარო, ეჭვიანობა მკლავდა. სულაც არ ვიყავი ისეთი კეთილი გოგო, როგორიც ვეგონე. ეჭვიანობისგან გონება მებინდებოდა. ყოველ ღამე მახსენდებოდა სხვის წელზე შემოხვეული მისი ხელი. ხელი, რომელიც მე მეკუთვნოდა.




**********
იმედია ძალიან მძიმე არ გამომივიდა ეს თავი... რაღაც სხვანაირია... ძალიან ვცდილობდი ოქროს შუალედი დამეცვა და არ გადამემლაშებინა ნიკას წერილებში... ცოტა ძნელია მამაკაცის გრძნობები გადმოსცე...
ამ თავის დაწერა ცოტა გამიჭირდა...
ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ...
პ.ს. ხვალ დასასრულს დავდებ.



№1  offline წევრი ნენე

pirvel! wavikitxav am wams ^_^
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№2  offline მოდერი nicol

ნენე
pirvel! wavikitxav am wams ^_^


აი ზუსტად ვიცოდი ამ კომენტარს, რომ ვნახავდი აქ.... ჩემი გიჟი გოგო ხარ tongue
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი milangirl

ძალიან ემოციური თავი იყო. ხვალ არ ამატირო რა

 


№4  offline წევრი Unnamed

Auh... ai martla yochag... rogor zustad gadmosc em am emociebs

 


№5  offline წევრი ნენე

me...
vitire ici...
martalia mxolod erti oboli cremli chamomivarda,magram vitire...
shemidzlia,davifico rom,mtkioda,mtkioda nikaze da tinize metad.
tinis saqciels,gamartleba ar aqvs,da rogorc ar unda shemacodo,ukve sastikad mdzuls. mdzuls,ver vitan,mezizgeba misnairebi...
maro bebos sikvdilma,mosalodnelzee metad damgruza.
mitumetes,tinis saqartveloshi dabrunebis momentma,saertod...
mesmis nikasi,da tavidan xom geubnebodi rom minda kargad dasruldes da ertad iyvnen metqi.
axla sastiki winaagnmdegi var.
ar imsaxurebs bednierebas araraoba tini.
ar imsaxurebs...
araa girsi nikasi...
ara..!
da ici,bolos londonshi rom dabrunda,sabolood vigrdzeni mis mimart zizgi.
---
shenze verafers vambob,sasTauli xar pirdapir...
mitumetes imitom,rom shedzeli chemi atireba.
atireba ra,erti cremli magram...
mgoni,rom davibade,mashinac ar mitiria me :d
mitumetes,istoriebze ar vtiri,da axla...
ar vici,seriozulad,gaognebuli var.
sityvebs vedzeb,rogorme avxsna is,rac ganvicade,magram dzalian dznelia.
michirs,vtqva,rom saocreba xar,rom shens garda ukve,sxvis nawarmoebs vegar vkitxulob,verafers vudeb guls,rom agtacebuli var shenit...
da mainc,ramdeni sheudzlia ert shecdomas...
sabediswero shecdomas...
susti da araraobaa tini,ar imsaxurebs bednierebas.
yvelaze metad,misi personaji shemezizga.
da shemecoda kidec.
shemecoda,aseti ugnuri romaa.

pativiscemit,sheni nene.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№6  offline მოდერი nicol

ნენე
me...
vitire ici...
martalia mxolod erti oboli cremli chamomivarda,magram vitire...
shemidzlia,davifico rom,mtkioda,mtkioda nikaze da tinize metad.
tinis saqciels,gamartleba ar aqvs,da rogorc ar unda shemacodo,ukve sastikad mdzuls. mdzuls,ver vitan,mezizgeba misnairebi...
maro bebos sikvdilma,mosalodnelzee metad damgruza.
mitumetes,tinis saqartveloshi dabrunebis momentma,saertod...
mesmis nikasi,da tavidan xom geubnebodi rom minda kargad dasruldes da ertad iyvnen metqi.
axla sastiki winaagnmdegi var.
ar imsaxurebs bednierebas araraoba tini.
ar imsaxurebs...
araa girsi nikasi...
ara..!
da ici,bolos londonshi rom dabrunda,sabolood vigrdzeni mis mimart zizgi.
---
shenze verafers vambob,sasTauli xar pirdapir...
mitumetes imitom,rom shedzeli chemi atireba.
atireba ra,erti cremli magram...
mgoni,rom davibade,mashinac ar mitiria me :d
mitumetes,istoriebze ar vtiri,da axla...
ar vici,seriozulad,gaognebuli var.
sityvebs vedzeb,rogorme avxsna is,rac ganvicade,magram dzalian dznelia.
michirs,vtqva,rom saocreba xar,rom shens garda ukve,sxvis nawarmoebs vegar vkitxulob,verafers vudeb guls,rom agtacebuli var shenit...
da mainc,ramdeni sheudzlia ert shecdomas...
sabediswero shecdomas...
susti da araraobaa tini,ar imsaxurebs bednierebas.
yvelaze metad,misi personaji shemezizga.
da shemecoda kidec.
shemecoda,aseti ugnuri romaa.

pativiscemit,sheni nene.


ეხლა მე ვარ ემოციებში... ვაღიარებ ყველაზე მეტად ამ თავის დაწერა გამიჭირდა... შენ წარმოიდგინე სიტყვებსაც კი ვეძებდი... რაღაცნაირი განსხვავებული გამოვიდა...
მადლობა ჩემი ნენე, როგორც ყოველთვის კომპეტენტური კომენტარისთვის...
მაგრამ მაინც მინდა თინი დავიცვა... განა თინიმ ცოტა გადაიტანა? რას აღარ გაუძლო ნიკასგან... ადვილი იყო ეს ყველაფერი მისთვის? ღალატიც კი აპატია..მერე რა, რომ აფექტის დროს ღალატი... მაინც ღალატი იყო... ბევრად მეტად ეტკინა, მაგრამ აპატია.
არ ვიძახი, რომ ბოლომდე მართალია, მაგრამ დაიბნა... საკუთარ გრძნობებში აიხლართა და სწორი გზა ვეღარ იპოვა... რაღაც დოზით თინისაც უნდა გავუგოთ.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი ნენე

nicol
ნენე
me...
vitire ici...
martalia mxolod erti oboli cremli chamomivarda,magram vitire...
shemidzlia,davifico rom,mtkioda,mtkioda nikaze da tinize metad.
tinis saqciels,gamartleba ar aqvs,da rogorc ar unda shemacodo,ukve sastikad mdzuls. mdzuls,ver vitan,mezizgeba misnairebi...
maro bebos sikvdilma,mosalodnelzee metad damgruza.
mitumetes,tinis saqartveloshi dabrunebis momentma,saertod...
mesmis nikasi,da tavidan xom geubnebodi rom minda kargad dasruldes da ertad iyvnen metqi.
axla sastiki winaagnmdegi var.
ar imsaxurebs bednierebas araraoba tini.
ar imsaxurebs...
araa girsi nikasi...
ara..!
da ici,bolos londonshi rom dabrunda,sabolood vigrdzeni mis mimart zizgi.
---
shenze verafers vambob,sasTauli xar pirdapir...
mitumetes imitom,rom shedzeli chemi atireba.
atireba ra,erti cremli magram...
mgoni,rom davibade,mashinac ar mitiria me :d
mitumetes,istoriebze ar vtiri,da axla...
ar vici,seriozulad,gaognebuli var.
sityvebs vedzeb,rogorme avxsna is,rac ganvicade,magram dzalian dznelia.
michirs,vtqva,rom saocreba xar,rom shens garda ukve,sxvis nawarmoebs vegar vkitxulob,verafers vudeb guls,rom agtacebuli var shenit...
da mainc,ramdeni sheudzlia ert shecdomas...
sabediswero shecdomas...
susti da araraobaa tini,ar imsaxurebs bednierebas.
yvelaze metad,misi personaji shemezizga.
da shemecoda kidec.
shemecoda,aseti ugnuri romaa.

pativiscemit,sheni nene.


ეხლა მე ვარ ემოციებში... ვაღიარებ ყველაზე მეტად ამ თავის დაწერა გამიჭირდა... შენ წარმოიდგინე სიტყვებსაც კი ვეძებდი... რაღაცნაირი განსხვავებული გამოვიდა...
მადლობა ჩემი ნენე, როგორც ყოველთვის კომპეტენტური კომენტარისთვის...
მაგრამ მაინც მინდა თინი დავიცვა... განა თინიმ ცოტა გადაიტანა? რას აღარ გაუძლო ნიკასგან... ადვილი იყო ეს ყველაფერი მისთვის? ღალატიც კი აპატია..მერე რა, რომ აფექტის დროს ღალატი... მაინც ღალატი იყო... ბევრად მეტად ეტკინა, მაგრამ აპატია.
არ ვიძახი, რომ ბოლომდე მართალია, მაგრამ დაიბნა... საკუთარ გრძნობებში აიხლართა და სწორი გზა ვეღარ იპოვა... რაღაც დოზით თინისაც უნდა გავუგოთ.

tu giyvars,patiob!
kaci mona ar aris,rom sul shentan iyos..
ertxel,sxviskenac gaeqceva tvali.
mxolod ertxel,mere ra..
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№8  offline წევრი eni

Auu es istoriaartla shemiwiravs vaxiareb:( <3 dzan rom miyvars da mabodebs am isoriaze es shenc ici <3 yvela sityvas da detals vaanalizeb da imdenad emociuria es yvelaferi chemtvis ai arvici erterti istoria romelic sashinlad shemiyvarda da gamagaija ukve imdenad miyvars tini da nika rom uertmanetot verwarmovidgen imdenad avseben ertmanets imden grdznobebs iteven rom mec raxac sxva samyaroshi vxvdebi mattan ertad am saitze davregistrirdi imitom rom imdenad axmafrtovana am motxrobam da sheni weris stilma raxac gansxvavebuli da gamorcheuli rom gaqvs komentari rom ar dametovebina arshemedzlo is emociebi ar gamomexata kidev bevrjer vityvi rom tini da nikA uertmanetod ara ra verwarmovidgen <3chemebi arian eseni da xval velodebi tavs ai isets ukagress shen rom ici ai sxvanairi isev rom gamoiwvios chemshi axfrtovaneba mokled geli <3

 


№9  offline მოდერი nicol

eni
Auu es istoriaartla shemiwiravs vaxiareb:( <3 dzan rom miyvars da mabodebs am isoriaze es shenc ici <3 yvela sityvas da detals vaanalizeb da imdenad emociuria es yvelaferi chemtvis ai arvici erterti istoria romelic sashinlad shemiyvarda da gamagaija ukve imdenad miyvars tini da nika rom uertmanetot verwarmovidgen imdenad avseben ertmanets imden grdznobebs iteven rom mec raxac sxva samyaroshi vxvdebi mattan ertad am saitze davregistrirdi imitom rom imdenad axmafrtovana am motxrobam da sheni weris stilma raxac gansxvavebuli da gamorcheuli rom gaqvs komentari rom ar dametovebina arshemedzlo is emociebi ar gamomexata kidev bevrjer vityvi rom tini da nikA uertmanetod ara ra verwarmovidgen <3chemebi arian eseni da xval velodebi tavs ai isets ukagress shen rom ici ai sxvanairi isev rom gamoiwvios chemshi axfrtovaneba mokled geli <3

უდიდესი მადლობა, შენ ასეთი კარგი და თბილი სიტყვებისთვის. ყველანაირად შევეცდები, ხვალ უკარგესი თავი დავდო... თან ხვალ დასასრულს ვდებ... ეხლა ვწერ... რა გამოვა ჯერ არ ვიცი... იმედია გავამართლებ თქვენს იმედებს.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№10  offline წევრი გვირილა ♡

მინდა რომ უსასრულოდ ვიკითხო.. ვიცი ყოველ ჯერზე ისე დავიტვირთები და ავივსები ემოციებით, როგორც პირველივე წაკითხვისას.. ♡
სიტყვები არმყოფნის უბრალოდ,რომ გამოვხატო რას ვგრძნობ..
მიყვარს ეს ისტორია უკვე პირველივე თავიდან და შემიყვარდი შენც. ♡
გული მწყდება ასე მალე, რომ მთავრდება(რადგან არასდროს არ მყოფნის ამოდენა თავებიც კი საკითხავად), მაგრამ იმედს ვიტოვებ ,რომ არ დაგვივიწყებ და კვლავ გაგვანებივრებ შენი ემოციური ისტორიებით..♡

 


№11  offline წევრი სტიქია

წუხელ ვერ მოხერხე წაკითხვა, საშინელი დღე მქონდა და ახლა მივხვდი, რომ კარგი ვქენი, როცა დილასთვის შემოვინახე... წუხელ რომ წამეკითხა გავაფრენდი ალბათ ამდენი ემოციისგან...

 


№12  offline წევრი Bero)))

არ ვიცი ამ ისტორიას როგორ უნდა ქონდეს ბედნიერი დასასრული, ამდენი ცრემლის შემდეგ გაღიმება, თანაც ბედნიერი ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელიც კია... როცა ვკითხულობ და თავს მათ ადგილას წარმოვიდგენ, რატომღაც გამოსავალს ყოველთვის თვითმკვლელობაში ვხედავ... მე მაშინებს ასეთი სიყვარული და არ მინდა ეს ჩემს თავზე გამოვცადო,რადგან რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის, მაინც ტკივილი მოაქვს.....აი ავტორზე კი არ ვიცი რა ვთქვა... დამწყები და თანაც ასეთი დამწყები მე არ ვიცი... იშვიათია, ხოლმე ავტორები, რომლებიც დაწყებაშივე ფურორს ახდენენ და ჩემი აზრით(და ალბათ არა მარტო ჩემით) შენც ზუსტად ამ კატეგორიაში ხარ... გისურვებ რომ შენი ნიჭი უფრო და უფრო განავრცო და სხვა კუთხითაც წარმოაჩინო...
პ.ს კიდევ ულევ მუზასაც გისურვებ:დ <3

 


№13  offline მოდერი nicol

გვირილა ♡
მინდა რომ უსასრულოდ ვიკითხო.. ვიცი ყოველ ჯერზე ისე დავიტვირთები და ავივსები ემოციებით, როგორც პირველივე წაკითხვისას.. ♡
სიტყვები არმყოფნის უბრალოდ,რომ გამოვხატო რას ვგრძნობ..
მიყვარს ეს ისტორია უკვე პირველივე თავიდან და შემიყვარდი შენც. ♡
გული მწყდება ასე მალე, რომ მთავრდება(რადგან არასდროს არ მყოფნის ამოდენა თავებიც კი საკითხავად), მაგრამ იმედს ვიტოვებ ,რომ არ დაგვივიწყებ და კვლავ გაგვანებივრებ შენი ემოციური ისტორიებით..♡



მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა... პირველივე თავიდან მომყვები და თბილ სიტყვებს არასდროს იშურებ... ვაფასებ...
ახალ ისტორიას რაც შეეხება, თუ გავბედე დადება, მინდა რომ ამ ისტორიაზე ნაკლები არ იყოს ემოციურად... თუ ვიგრძენი რომ შევძლებ, აუცილებლად დავდებ. სხვა შემთხვაში არ მინდა იმედები გაგიცრუოთ.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№14  offline წევრი გვირილა ♡

nicol
გვირილა ♡
მინდა რომ უსასრულოდ ვიკითხო.. ვიცი ყოველ ჯერზე ისე დავიტვირთები და ავივსები ემოციებით, როგორც პირველივე წაკითხვისას.. ♡
სიტყვები არმყოფნის უბრალოდ,რომ გამოვხატო რას ვგრძნობ..
მიყვარს ეს ისტორია უკვე პირველივე თავიდან და შემიყვარდი შენც. ♡
გული მწყდება ასე მალე, რომ მთავრდება(რადგან არასდროს არ მყოფნის ამოდენა თავებიც კი საკითხავად), მაგრამ იმედს ვიტოვებ ,რომ არ დაგვივიწყებ და კვლავ გაგვანებივრებ შენი ემოციური ისტორიებით..♡



მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა... პირველივე თავიდან მომყვები და თბილ სიტყვებს არასდროს იშურებ... ვაფასებ...
ახალ ისტორიას რაც შეეხება, თუ გავბედე დადება, მინდა რომ ამ ისტორიაზე ნაკლები არ იყოს ემოციურად... თუ ვიგრძენი რომ შევძლებ, აუცილებლად დავდებ. სხვა შემთხვაში არ მინდა იმედები გაგიცრუოთ.

მადლობა შენ,რომ ასე გვავსებ ემოციებით.. ♡
მე მჯერა შენი ! ვიცი შეძლებ და გაბედავ ♡ ასე რომ წარმატებები ♡

 


№15  offline წევრი gvichiani

აუ ეს რა იყო??? wassat love
სიმართლე გითხრა?თითოეული სიტყვა რაც კი წავიკითხე,იცი როგორ განვიცადე?გეგონებოდა მე ვესწრებოდი ამ ყველაფერს,ნათლად განვიცადე ისევ საყვარელი ადამიანის დაკარგვა...
სული ამიფორიაქა,გამახსენა ის განცდები და ტკივილი რაც გამოვიარე....
შეუდარებელი ხარ,აი ისეთი გულით და სულით რომ გრძნობს ყველაფერს,
განიცდის და სურს ეს განცდები მკითხველამდე მიიტანოს ზსტად ისე,როგორც თავად გრძნობს
მეგონა რომ ტირილი აღარ შემეძლო....მეგონა,რომ ქვეყნად აღარ შემრჩენოდა რაიმე გრძნობა,თურმე შევცდი და მადლობა ამისტვის შენ love
ჩასახუტებელო,გულის გამთბობელო ადამიანო...წარმომიდგენია პირადად როგორი თბილი და სხვანაირი იქნები love
მიხარია ახალი თავის დადება,ამ დროს არაფერი მახსოვს,არც სამსახური,არც საქმე....მთლიანად გადმოვერთვები ამ ისტორიაზე....
წარმატებებს გისურვებ ....ცუდად არ დაამთავრო და არ გამანადგურო love

 


№16  offline ადმინი შამანი

ნიქოლ,გუშინ ,რომ მომწერა ნენემ 'ნიქოლმა ახალი თავი დადოო',მაშინვე საიტზე შემოვედი.(სამწუხაროდ მობილურით კომენატრის დატოვება ვერ მოვახერხე.)კითხვის დროს ხელები მიკანკალებდა ნერვიულობისგან.მაინც, ვერ შევიკავე ცრემლები.თითოეული სიტყვა განვიცადე,თითოეული სიტყვა ეკალივით მესობოდა გულში.გული ხელით მიჭირავსო,რომ იტყვიან ზუსტად ეგრე ვიყავი. მე...მე არ ვიცი,რა გითხრა,კიდევ რა სიტყვებით შეგაქო,საერთოდ თუ არსებობს სენი შესაფერისი სიტყვები ეგეც საკითხავია...
მოუთმენლად ველი ამ ისტორიის დასასრულს,მე მჯერა,რომ ისინი იქნებიან ბედნიერები... და შენ,მოახერხებ ბოლო თავზე ჩვენს ცრემლებთან ერთად სასიამოვნო და ბედნიერი ღიმილით გაგვაღიმო... ♥ ♥ ♥
პ.ს.მე მჯერა შენი შესაძლებლობების!მჯერა!მჯერა!მჯერა!
პირობას ვდებ,შენ ტუ ახალი ისტორიით დაბრუნდები და ისიც ასეთი კარგი იქნება,პირადად დაველაპარაკები მფლობეს,შენს ახალბედა მწერლობაზე. შენ ამას იმსახურებ! ♥ ♥ ♥

სიყვარულით თეთრი ანგელოზი! ანუ მე,უბრალოდ ანინე!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№17  offline მოდერი ^paradise^

Yvela tavi wavikitxe exlaaa da agfrtovanebuli var .. Ar vici ratom magram mec metkina rogorc nikas mec vitire rogorc is tiroda .. Amitom nikas gamo mainc daubrune es gogooo <3 ver gadavitan geubnebi rom ertad ar iyvnen ..cxate cremlebit matire <3 nichierebis etaloni xaaaar <3 gtxoooov ai dzaaalian gtxov dges 12 is mere dade raaa <3 ai sityvebs ver vpoulob .. Isev exema chemi cremlebi telefonis ekraaans <3 yochaaaaaaaag

 


№18  offline წევრი dadeshqeliani

ცუდად ვარ ყველაფერს გეფიცები,ცუდად,დ sad ავიგრუზე გული მტკივა საშინლად

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

გული აღარ მაქვს

 


№20 სტუმარი სტუმარი უბრალოდ

Mapatie inglisuri shriftistvis , magram unda gitxra. Axla am istoriis wakitxva chemtvis sasikvdilo ganachenze xelis moweras nishnavda. Sulierad damdzimebuls kidev davimate sevda da dardi. Tan ucnaurad mixaria , albat imitom ,rom mec brbos nawili var romelic tavs imit imshvidebs rom mis garshemo bevria gacikebit mdzime problemebit. Ufro ki is maxarebs rom xshirad tkivils bedniereba mosdevs. Sheidzleba gijad chamtvalo ra shuashia sheni realuri tkivili , istoriastano magram yvela nawarmoebi realobas efudzvneba da chvebc ubralo xalxi nawerebidan bevr rames cswavlobt. Madloba tina am arachveulebrivi romanis daweristvis , romelic am wutas mxsnelad meqca . Momavlis imedi damibruna rom chemi tkivilic gamoidarebs . Tumca axla me tavisuflebasac vgrdznob . Chemi tkiviki im cremlebma gamoitana sxeuls garet , romelic am istoriis kitxvis dros gadmomcvivda tvalebidan da loyebi damisvelA . Sheudarebeli mwerali xar tina. Mudam sheni . Ubralod ###

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent