ეშმაკს აცვია პრადა [1]
კარგი მაისური, შარვალი, კაბა, ფეხსაცმელი, აქსესუარი.. ეს ყველაფერი საჭიროა ბედნიერებისთვის!! ზოგი ფიქრობს რომ უგულო ვარ.. ზოგიც კი სულელს მეძახის.. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა! ესაა ჩემთვის ბედნიერება.. სიყვარული არ კი არსებობს!! სისულელეა, ერთმანეთს ეუბნებიან რომ სიცოცხლეზე მეტად უყვართ, ხოლო როცა იმას მიიღებენ რაც უნდათ თავიანთ პარტნიორს ხელს ჰკრავენ, ამით კი მხოლოდ ტკივილს იღებენ. ამ ყველაფერს კი, ჯობია გაერთო სანამ ამის საშუალება გაქვს. ზოგი არ დამეთანხმებით, ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ტყუილია მაგრამ სულ ბოლოს, ატირებული იჯდებით სახლში. ჯობს რეალობას თვალი გაუსწოროთ და არ იცხოვროთ თქვენს გამოგონილ სამყაროში, თქვენს პრინცთან ერთად, ცხოვრება იმაზე მწარეა ვიდრე რომელიმე თქვენგანს წარმოუდგენია. ამ სამყაროში მხოლოდ ისეთებს უმართლებს, როგორებიც თავიანთი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ, როგორც მე. - წერა დავასრულე და ლეპტოპი დავხურე. ფუმფულა ხალათში გახვეული კარადისკენ გავემართე, წითელი, მოკლე კაბა და მასთან ერთად შავი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოვიღე. კაბა საწოლზე დავდე, ფეხსაცმელები კი იატაკზე მოვათავსე, მე კი სააბაზანოსკენ გავემართე და გზა და გზა ჩემს სხეულს ქსოვილს ვაშორებდი. სააბაზანოში როგორც კი შევედი ეგრევე ავანთე შუქი და კარი დავკეტე. არც ისე დიდი ჯაკუზისკენ გავემართე, ცხელი წყლით ავავსე და შიგნით ჩავწექი. ცხელი წყალი სწრაფად მოედო ჩემს სხეულს და სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა. -სალომე!- სიჩუმე დედაჩემის წკრიალა ხმამ დამირღვია. -რა იყო?- უცნაური ხმით გავსძახე და ჩემთვის ნებივრობა გავაგრძელე. -სწრაფად ჩამოდი, გაგვიანდება- ქვემოდან დამიყვირა, მე კი ჩემთვის რაღაც ამოვიბუზღუნე და ნებივრობა შევწყვიტე. ოთახში დავბრუნდი და მაკიაჟი გავიკეთე. საწოლისკენ გავემართე, ჩემი არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი. -შენ რა, სკოლაში ეგრე მიდიხარ?- გაისმა დედაჩემის გაოცებული და ამავდროულად გაბრაზებული ხმა. -დიახ, დამიშლი?- მობეზრებული ხმით ვკითხე და მზერა მასზე გადავიტანე. -ჯერ ერთი როგორ მელაპარაკები და მეორე, ზემოთ ადი და რაიმე ნორმალური ჩაიცვი!- თითქმის ყვირილით მითხრა და მაგიდას ხელი დაარტყა. -რადგან დედაჩემი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ თავი მომაბეზრო მაგ შენი ვითომ ზრუნვით!! რასაც მინდა იმას ჩავიცვამ და ამას შენ სულაც არ შეგეკითხები გასაგებია?!!- მეც არ დავაკელი ყვირილში. -სალომე!! უფლებას არ მოგცემ რომ ჩემთან ასე ილაპარაკო, ახლა კი მომშორდი და რაც გინდა ის გააკეთე, ნეტავ საერთოდ არ გამეჩინე! -ჰო, ეგრე ჯობდა რომ არ გაგეჩინე, ბოლოს და ბოლოს ჩემამდე ხომ იდეალური ცხოვრება გქონდა! -დროზე გაეთრიე ჩემი სახლიდან! -მეც ეგ მინდა!- დავუყვირე ბოლო ხმაზე და სახლიდან სწრაფად გავედი. რატომ არ შეიძლება რომ მარტო ვცხოვრობდე?! მის გარეშე.. საერთოდ მარტო, ყველასგან შორს.. იქ სადაც არავინ იქნება და შემეძლება დასვენება ამ ყველაფრისაგან.. ფიქრებიდან შეჯახებამ გამომაფხიზლა. -მაპატიეთ -წინ იყურე იდიოტო!- უხეშად ვუთხარი და ავტობუსში ავედი. რამოდენიმე წუთი ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი შემდეგ კი ავტობუსიდან გადმოვედი და სკოლაში შევედი. ვხედავდი როგორ მჭამდა ასობით ბიჭის თვალი, მაგრამ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. დიდი ტანჯვით გავიარე გზა მათემატიკის კლასისკენ, შიგნით შევედი და აქაც გაოცებული თვალები დამხვდა. -ახლავე დაიკავეთ თქვენი ადგილი!-გაბრაზებულმა მითხრა მასწავლებელმა, მე კი ჩემი ადგილისკენ წავედი მაგრამ ისევ ვიღაცას დავეჯახე. -დღეს უკვე ორი დაჯახება ლამაზო, მგონი ეს რაღაცას ნიშნავს, არა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.