შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (2)


21-07-2015, 12:22
ავტორი luna
ნანახია 5 125

ოოჰ,იმ დღემ საშინლად ჩაიარა. თითქმის არავის არ გავხსენებივარ,ჩემი ბებოს გარდა(ეტყობა დედაჩემი სტუმრებით არის დაკავებული). ბებომ თავისი მომზადებული წამალი დამალევინა,რომლის წყალობითაც თანდათან გამოვკეთდი. ჩვენი სახლი საკმაოდ დიდია,ულამაზესი ბაღითა და ტერასით.ტერასაზე გასვლა გადავწყვიტე სუფთა ჰაერისთვის,ამიტომ იქამდე სანამ მივიდოდი მომიწია გრძელი დერეფნის გავლა სადაც ჩვენი სტუმრების ოთახები იყო. ეტყობოდა სახლში არ იყვნენ. ალბათ უჩემოდ წაბრძანდნენ ქალაქში გასართობად.მივდიოდი.როდესაც ჩემი უცნობის(ცოტნეს)ხმა მომესმა ოთახიდან,ვიღაცას ელაპარაკებოდა. –ნინუც,ჩემო ლამაზო როგორ ხარ? –ძალიან ძალიან მომენატრე.–ჰმ,ყველაფერ სიკეთესთან ერთად შეყვარებულიც ყოლია,თუმცა რა გამიკვირდა ის ხომ თბილისელი ძველი ბიჭია.ოო,შემდეგ ისეთი რამ გავიგე რაც ნამდვილად არ უნდ აგამეგო. –რავი ნინუც არი რა,ერთი ძველი და უინტერესო ქალაქია.ერთი სული მაქ როდის ჩამოვალ.–ოპაა, ცოტნიკოო ახლა შენ ჩემში "მხეცი" გააღვიძე. ძალიან გავბრაზდი და მისი იქვე მიხრჩობა მომინდა(მიუხედავად მისი მომაჯადოვებელი ღიმილისა).თავი რომ შემეკავებინა ტერასაზე გავედი.რომ იცოდეთ როგორ მიყვარს აქ ყოფნა.ცოტა დავმშვიდდი,უამრავი ყვავილის სურნელი და დილის საამური სიო შევისუნთქე და უქვე ჩამოვჯექი.ჯერ კიდევ ჩემი სპანჩბობის პიჟამო მეცვა,თმები კი ბუნებრივად აწეული მქონდა. –დილამშვიდობისა ნუკა–ესღა მაკლდა,თავისი ფეხით მოვიდა "სამსხვერპლოზე".არა ისე უნდა ვაღიარო საოცრად სიმპატიურია ეს ბიჭი რა.მისი სიარული,მისი გამოხედვა არავისას არ გავს და ღიმილი,ნამდვილად მომაჯადოებელი. მზერა ჩემზე გადმოიტანა და ალბათ ჩემი ჩაცმულობაც შენიშნა. –სპანჩი ძალიან გიხდება–(იცინის) მეც ყველანიირი ირონიით გავუღიმე. –როგორ ხარ,გამოკეთდი? –კი,დღეს უკეთესად ვარ –იქნები რათქმაუნდა,ჩემმა მოტანილმა ჩაიმ გიშველა–ნახეთ რა როგორ დამცინის.არც მე არ დავაკელი. –სულაც არა,ის ჩაი არ დამილევია,ცივი იყო და გადავასხი–ვიცრუე,სხვა გზა არ მქონდა,რამით უნდა გამოვმძვრალიყავი. –აჰა,ძალიან სამწუხაროა–ჩაიღიმა–მაგრამ შენ მაგაზე არ იდარდო,კიდევ მოგიტან–თავხედიი –არ არის საჭირო–მთელი ირონიით ვუპასუხე.ნუ ეს ირონია რომ არ იყოს რა გვეშველებოდა. –შენ რატომ არ წაყევი შენს ნათესავებს ქალაქში?–ვკითხე დაუფიქრებლად –ისინი ჩემი ნათესავები არ არიან და იმიტომ არ წავყევი,რომ შემეზარა–ჰმ,შეეზარა.ნეტა გამაგებია საერთოდ,ეს ვის დაეკარგა. –მოიცა აბა შენ დაქირავებული ზედამხედველი ხარ თუ ეგ როგორ გავიგო–გაეცინა,ოჰ ეს ღიმილი. –მე კი მეგონა უკვე ყველაფერი გარკვეული გექნებოდა,როგორც ჩანს შევცდი–კიდევ და კიდევ ღიმილი–ის თუ გაინტერესებს მე შენი ნათესავი არ ვარ და არც ზედამხედველი–თვალი ჩამიკრა და ტერასიდან გავიდა. –თავხედი–ჩავილაპარაკე ჩუმად.არვიცი თუ გაიგო მაგრამ სულაც არ მაინტერესებს. ცოტა შემცივდა და ოთახში შევედი.მგონი ბებოს წამალი მართლაც სასწაულმოქმედი იყო,მშვენივრად ვგრძნობდი თავს.ჩავიცვი მაღალყელიანი შარვალი,მოკლე,თეთრი ზედა,თეთრი ბენსიმონები და შევუდექი თმების დავარცხნას.მოვწესრიგდი და ქვევით ჩავედი ჩემი სახლის გრძელი,მოხვეული კიბეებით.როგორც ბავშვობიდან მჩვევია კიბის სახელურს მოვაჯექი და ჩავსრიალდი.უკვე ბოლოში ვიყავი როდესაც დედჩემის ყვირილი გავიგე. –ნუკაა, რას აკეთებ გაგიჟდი?!ვერ ხედავ რამხელა კიბეებია!იქნებ გადმოვარდე–ოჰო ესენიც დაბრუნებულან.ძალიან შეეშინდა დედას.სულ ასე იცის,მაგრამ მართალიცაა.ერთხელ ხელიც კი მოვიტეხე,მაგრამ ეგ არაფერი ამის მიუხედავად მაინც ჩემსას ვისოწრებდი. –კარგი რა დედა,პირველად ხომ არ ვაკეთებ. –ჩემი ლამაზი და ჯიუტი გოგოც ჩამობრძანებულა–ეს ბიძაჩემია,დიტო.როგორ მიყვარს.ყველაზე თბილი,საყვარელი და ახალგაზრდა ბიძა მყავს.გავიქეცი და შევახტი. –დიიტ,როგორ მომენატრეე–ამდროს,მდივანზე მჯდომი ცოტნეს მზერაც არ გამომპარვია რომელიც ვითომდა ტელეფონში იყურებოდა.ჩაეღიმა და შემდეგ ტელეფონს მიუბრუნდა.სტუმრები გადავკოცნე და საჩუქრებიც მივიღე. მიუხედავად იმისა რომ თავს კარგად ვგრძნობდი,გარეთ მაინც არ მიშვებდნენ,არადა სიგიჟემდე მენატრებოდნენ ჩემი ბავშვები,ყველაზე მეტად ლიკა,ჩემი საუკეთესო მეგობარი.ლიკადან ვიცოდი,რომ სანახავად აპირებდნენ მოსვლას(ეს ჩვენი ტრადიციაა),მაგრამ როდის ეგ ნამდვილად არა. საღამოს დიდი სუფრა გავაწყვეთ და როგორც იქნა დედაჩემთან სამზარეულოში მარტო დავრჩი.



№1  offline წევრი nino(g)

sainteresoa..da kargi chans..male dade da didi tavebi es dz pataaraaa

 


№2  offline წევრი luna

nino(g)
sainteresoa..da kargi chans..male dade da didi tavebi es dz pataaraaa

დიდი მადლობა.აუცილებლად შევეცდები love

 


№3  offline წევრი tikuna1999

მართლა პატარააა ცოტა გააგრძელე თორე მოვკვდი იეტერსეით და ეგაა :D :D :D

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

აუ ძან ნიჭიერი ხარ როგორც ჩანს .შენი თხრობის მანერაა ძალიან მომწონს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent