შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "1"


21-07-2015, 18:50
ავტორი ჯია
ნანახია 7 781

"როგორ არ მიყვარს ცვლილებები.. მაგრამ ალბათ ასე უკეთესია" - ფიქრებიდან მისი ახალი სახლის წინ გაჩერებულმა ტაქსიმ გამოიყვანა.
-მოვედით. -გადმოხედა მძღოლმა და მანქანიდან გადმოვიდა ბარგის გადმოსატანად, ოთხი დიდი ჩემოდანი გადმოიღო საბარგულიდან და გოგონას გაუღიმა. -აგატანინებთ.
-ძალიან დიდი მადლობა! -გაუღიმა გოგონამ და ორ შედარებით პატარა ჩემოდანს თვითონ დასწვდა, გაჭირვებით აიტანეს მესამე სართულზე და დაღლილები კიბის საფეხურებზე მიესვენეს.
-მე წავალ. -წამოდგა ტაქსის მძღოლი, გოგონამ ფული გადაუხადა და ისიც წამოდგა. კარი გააღო და სახლი მოათვალიერა. ძალიან მოსწონდა მისი გემოვნებით გაკეთებული რემონტი და პატარა მყუდრო სახლი. არ უნდოდა ცალკე გადასვლა, არც არასდროს უფიქრია მარტო ცხოვრებაზე. ზოგადად, ვერ იტანს მარტოობას... მაგრამ ერთ დღეს მშობლები დაუსხდნენ და აუხსნეს, რომ 25 წლის გოგო, როგორმე უნდა მიჩვეულიყო დამოუკიდებლობას. ერთ თვიანი ლექციების შემდეგ, როგორც იქნა დაითანხმეს შვილი და სასწრაფოდ უყიდეს ახალი ბინა.
ნელ-ნელა შეალაგა ჩემოდნები სახლში, კარი გადაკეტა და დივანში ჩაესვენა, ფეხები წინ მდგომ პატარა მაგიდაზე შემოაწყო და დედას დაურეკა.
-დე, რას შვებით?
-დარჩენილ ნივთებს გილაგებ მია, შენ მიხვედი?
-ხო, მივედი. ხვალ ხომ დამეხმარები ამოლაგებაში?
-კი დედი, აბა რას ვიზამ. დილით გამოვალ.
-კარგი დე. -უთხრა და დივანზე მიწვა. რა ქნას, თეთრეულის გადაკვრაც არ ეხერხება, დღეს ალბათ აქ მოუწევს დაძინება.
რა მიას ბრალია? მთელი ცხოვრება მშობლები ხელს არ ანძრევინებდნენ, რაც თავი ახსოვს მოახლე ყავდათ. 25 წლის მერე მიხვდნენ, რომ თურმე შვილის ასე გაზრდა არ შეიძლება და გამოუშვეს მარტო. ახლა კი, ყველაფერი ერთიანად უნდა ისწავლოს, რომ არსებობა შეძლოს. მართალია, ყოველთვის ათამამებდნენ, მაგრამ ხალხში არასდროს სარგებლობდა "ფულიანი მამიკოს" შვილის სახელით. ხასიათებით ბულკი და მურაბა გოგო არ არის, მაგრამ ვერც სწერვას დაუძახებდით. ცოტა უცნაურია, არა ძალიან უცნაურია და ხანდახან თვითონაც უკვირდა მისი არაადეკვატური ხასიათის.
დილით ლიკას ზარმა გააღვიძა, მოვდივარ და მზად დამხვდიო. მთელი ღამე მოუხერხებლად ეძინა, რომ ადგა, მერე იგრძნო წელის ტკივილი. თავი მოიწესრიგა და დედის მოსვლას დაელოდა.
-ჩამოდი, მია, მოვედი. - დაურეკა ლიკამ და არაფრის თქმა არ აცადა ყურმილი გაუთიშა. მია ნაზად დაეშვა კიბეზე და სადარბაზოდან გავიდა.
-მომენატრე, დე. - გაუღიმა მიამ დედას.
-მეც ძალიან. იცი როგორი ცარიელია სახლი უშენოდ? -მოეხვია ლიკა შვილს.
-სახლიდან გამომაგდეთ და ახლა ნუ წუწუნებ. -მაინც წაკბინა დედას მიამ.
-აი, ეგ ცუდი ლაპარაკი, რომ არ იცოდე რა! - ჩაეცინა ლიკას და საბარგული გააღო.
-ლიფტი გაფუჭებულია, ესენი მარტო ჩვენ როგორ უნდა ავიტანოთ?
-ავიტანთ, როგორმე.შენ მართლა ნუ წუწუნებ სულ, მია!
3ჯერ დასჭირდათ ჩასვლა ამოსვლა..
-ამოლაგების თავი აღარ მაქვს.. - დივანზე მიესვენა მია და დედას გახედა. -წამოგეყვანა მარტაც.
-მარტას ჩვენი სახლის საქმეებიც ჰყოფნის, ცოდოა. -უთხრა დედამ და ტანსაცმელების ჩემოდნები მიას საძინებელში გაიტანა. -წამოდი ტანსაცმლის მოწესრიგება გასწავლო.
საღამოს უკვე ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ.
-წამოდი პროდუქტებზე გავიდეთ. -უთხრა დედამ საწოლზე წამოკოტრიალებულ მიას.
-კარგი რა, დედაა... დავიღალე. ხვალ წავიდეთ.
-ხვალ არ მცალია, მია, თან მთელი დღეა მშიერი ხარ.
-რამეს გამოვიძახებ და ხვალ მარტო წავალ.
-შენი ნერვები აღარ მაქვს რა! წავედი მე.
-კარგად. -მიაძახა ოთახიდან გასულ დედას და თვალები დახუჭა.
-დე, ჩამოდი რა.. წიგნების ყუთის ატანა დაგვვიწყებია. -5 წუთიც არ იყო გასული ლიკამ, რომ დაურეკა.
-აუუუ.... -წაიწუწუნა მიამ და ტელეფონი საწოლზე მიაგდო. საშინლად ეზარებოდა ქვემოთ ჩასვლა, წიგნები რომ არა, ალბათ ამასაც სხვა დროისთვის გადადებდა.
-დანარჩენი წიგნებიც ნელ-ნელა გამომიტანე, გთხოვ. - შეევედრა დედას და მანქანის კარები ფეხით მიუხურა. მძიმე იყო ყუთი, ძლივს ერეოდა. უკვე თავისი სართულის ბოლო საფეხურებზე მიაბიჯებდა, როდესაც მისი მოპირდაპირე კარიდან ვიღაც ბიჭი გამოვარდა და კიბეზე ჩაირბინა, შემთხვევით მიასაც გაკრა ბეჭი. მიას ყუთი ხელებიდან გაუვარდა და მისი საყვარელი წიგნები აქა-იქ მიმოიფანტა.
-თავხედო! -მიაძახა ნერვებმოშლილმა ალბათ უკვე სადარბაზოდან გასულ ბიჭს.
ყვირილზე სახლიდან ორი ბიჭი გამოვიდა.
-დანი დაგეტაკა ხომ? -იკითხა ერთ-ერთმა ჩაცინებით და წიგნების ალაგებაში მიეხმარა.
-სახელი არ ვიცი ვინც დამეტაკა, მაგრამ ფაქტია უზრდელი და ტუტუცი ბიჭია! -სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა მია.
ამაზე ბიჭებს სიცილი აუტყდათ, მიას ვერ გაეგო რა იყო სასაცილო და კიდევ უფრო მოეშალა ნერვები.
-შენ ჩვენი ახალი მეზობელი ხარ? - კითხა მეორე ქერა ბიჭმა და ყუთს დასწვდა.
-ხო. - უპასუხარ მიამ და კარები გააღო. -აქ დადგი. -მიუთითა თაროებიან წიგნების კარადაზე მიამ.
-მე ალექსანდრე ვარ, შეგიძლია სანდრო დამიძახო. - უთხრა მიას ქერამ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-მია. -გაუღიმა სანდროს და საპასუხოდ ხელი ჩამოართვა.
-მე გეგა მქვია, ის თავხედი, უზრდელი და ტუტუცი ბიჭი კი დანიელია, ჩვენი ძმაკაცი. -გაეცინა შავგრემანს.
-თქვენი გაცნობა სასიამოვნოა და ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. -გაუღიმა მიამ. -ყავას შემოგთავაზებდით, მაგრამ არ მაქვს.
-მოიცა, მე გამოვიტან. -უთხრა სანდრომ და სახლში გავიდა.
-მოდი აქ დავსხდეთ. -გაუღიმა მიამ და ბარზე მიუთითა. -ყველანი აქ ცხოვრობთ?
-არა, მხოლოდ მე და სანდრო. ის თავხედი, უზრდელი და ტუტუცი ბიჭი კი, პარალელურ ქუჩაზე. -დემონსტრაციოლუად ისევ გაუმეორე მისი სიტყვები მიას და გაეცინა. ახლა მიასაც გაეცინა, ბრაზი ამ ორი საყვარელი ბიჭის თავაზიანობამ გაუფანტა.
-მიხარია, ის თავხედი რომ არ არის ჩემი მეზობელი. -ჩაილაპარაკა მიამ.
-აუ, შენ ეგ არ გაგიგოს დანიმ. -სიცილით შემოვიდა ყავით ხელში სანდრო და მათ გვერდით დაჯდა.
-თორემ რა? -წარბი აუწია ბიჭს მიამ, თან ადგა და ელექტრო ჩაიდანი დაადგა. ყავის მოდუღება იცის, ამიტომ დაპატიჟა ასე თამამად ბიჭები.
-თორემ გაგიბრაზდებაა. -პატარა ბავშვს რომ ეტყვიან, მსგავსიკილოთი უთხრა გეგამ და ბიჭებს ისევ სიცილი აუტყდა.
-თქვენ სულ იცინით?
-ხო, ცანცარა ბიჭები ვართ. -სიცილით უპასუხა სანდრომ.
-არ გშიათ? -უცებ გაახსენდა, რომ ძალიან შიოდა.
-კი,მაგრამ როგორც ვატყობ საჭმელიც არაფერი გექნება. -უთხრა გეგამ და ტელწფონი მოიმარჯვა. -რა გვშია?
-პიცა! -წამოიძახა სანდრომ.
-ერთი ვეგეტარიანელური უთხარი რა. -შეევედრა მია და ბიჭების გაოცებული მზერა იგრძნო.
-ხორცს როგორ არ ჭამ? -გაოცება ვეღარ დამალა სანდრომ.
-იმიტომაც ტყდება წელში. -აათვალიერა გეგამ და გაეცინა.
-დარეკე ახლა მალე, თორემ გული წამივა. -თვალები დაუბრილა მიამ.

მარტო ყოფნის მეორე საღამომ შედარებით უკეთ ჩაიარა. ძალიან მხიარულები აღმოჩნდნენ ბიჭები. გემრიელად ჭამეს, ბევრი იცინეს და 11 საათისთვის დაიშალნენ. დარჩა ისევ მარტო, როგორღაც უნდა დაძლიოს ეს მარტოობის შიში. ტოლსტოის "ანა კარენინა" აიღო და საძინებელში გავიდა.

-------------
დღეს ახალი მოთხრობის მუზებმა შემომიტიეს.. იმედია მოგეწონებათ.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!



№1  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
ჯია მე ხო შენი ჭია ვარ :დ მოკლედ მომწონს ჯერჯერობით ♥ იმედია შემდეგშიც ასეთი კარგი იქნება საყვარრლო ★★★★

მე ყველანაირად შევეცდები, კუსკუს ❤️

 


№2  offline მოდერი ^paradise^

კაააააააააააი ახლა არ მითხრა,რომ შენც revenge-ს უყურეეებ <3 wink მაგარიი ხააარ

 


№3  offline მოდერი ჯია

^paradise^
კაააააააააააი ახლა არ მითხრა,რომ შენც revenge-ს უყურეეებ <3 wink მაგარიი ხააარ


კი ვუყურებდი :დდ

 


№4 სტუმარი Sia

Chkviani gogo xar ❤️Bravo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent