შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვილები ერთნაირი ნიშნით [1]


21-07-2015, 19:56
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 085

-ნენე მომენატრები - ვუთხარი მეგობარს და გულში მაგრად ჩავიკარი
-მეც ჩემო გოგო იცოდე არ დამივიწყო - მითხრა თვალები მოჭუტა და ცერა თითი ყელთან მიიტანა იმის მისანიშნებლად რომ თუ დავივიწყებდი მომკლავდა
-კარგი რა ნენე - გავუღიმე და როგორც კი ხმა გავიგე რომ ჩასხდომა იწყებოდა ხალხს შევერიე
დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ დავდგი ფეხი ლონდონის მიწაზე სასწავლებლად გამომიშვეს ჩემმა მშობლებმა ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ ბოლო სამ წელს აქ გავატარებ და სკოლასაც აქ დავამთავრებ ნენე ჩემი საუკეთესო მეგობარია დამხვდა ვიღაც კაცი და სასწავლებლამდეც თვითონ მიმიყვანა. სასწავლებელსაც ჰქონდა თავისი წესები მოკლედ იქ ვიცხოვრებდი და პარალელურად იქ ვისწავლიდი დიდად არ მხიბლავდა ეს მაგრამ რას გავაწყობდი ბავშვები სხვადასხვა კატეგორიად იყოფოდნენ მაგრამ არა წლოვანების მიხედვით არა ისინი იყოფოდნენ მათი ხასიათების მიხედვით
პირველი კატეგორია იყო ლინიკელები ისინი ძალიან ლმობიერები იყვნენ და ასევე სიკეთით გამოირჩეოდნენ
მეორე კატეგორია იყო მაგდანელები ისინი ბოროტები და გულცივები იყვნენ ან უბრალოდ გარედან ჩანდნენ ასეთებად და სულაც არ იყვნენ ასეთები
ორივე კატეგორიას მხოლოდ ერთი რაღაც ქონდათ საერთო ორივე კატეგორიაში ბავშვები კარგად სწავლობდნენ მე ჯერ არ ვიცოდი რომელ კატეგორიაში ვიქნებოდი და ძალიან ვღელავდი რათქმაუნდა ლინიკელებში მოვხვდი და დიდი სიხარულით შემხვდნენ ბავშვები როგორც ყველგან ორივე კატეგორიას ყავდა ერთი გამორჩეული ლინიკიელებს ანუ ჩვენ ნათანი ხოლო მაგდანელებს დანიელი ის ყველაზე ცივი მაგრამ ამავდროულად სიმპატიური ბიჭი იყო მთელ სასწავლებელში თუმცა ნამდვილად არ მომწონებია მითუმეტეს მასთან ხომ საერთო ენას ვერავინ ვერ ნახულობდა მეც როგორც კი ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე თვალი თვალში გავუყარე უკვე მეათე კლასელი ვარ მე და კარმენი მალევე დავახლოვდით რადგან საერთო ოთახი გვქონდა მითუმეტეს ისიც ლინიკიელებში იყო ჩვეულებრივ საგნებს გვასწავლიდნენ ის დღე გართობაში გავატარეთ მეორე დღიდან კი სწავლება დაიწყო პირველი გაკვეთილი უცხო ენა იყო დანიელსაც ამ კლასში უტარდებოდა პირველი გაკვეთილი კლასში პირველი მე შევედი მეგონა ცარიელი იყო მაგრამ ის იქ დამხვდა გულზე ხელი მივიდე იმის მისანიშნებლად რომ ცოტა შემეშინდა თუმცა გონს მალე მოვეგე და მისგან ყველაზე მოშორებით მდგარ მერხთან მივედი წიგნები მაგიდაზე დავალაგე და სკამზე ჩამოვჯექი ის კი სწრაფად წამოდგა ჩემს მერხთან მოვიდა მკლავში ხელი ძლიერად მომკიდა ამაყენა და თვალი თვალში გამიყარა შემდეგ კი მითხრა
-მომისმინე ანამარია შენ მე ვერასოდეს მაჯობებ მე ყოველთვის პირველი ვიყავი და ვიქნები წესით ლინიკელებში კი არა მაგდანელებში უნდა იყო თუმცა არ ხარ მაინც ვერ ვხვდები თუ ისინი ყველაფერს ამჩნევენ ეს რატომ ვერ შეამჩნიეს თუმცა ალბათ გაიგებენ.. ყველაფერს გაიგებენ...
-რა გინდა დანიელ?! სხვათაშორის შენი არ მეშინია არც შენი ნიშნის რომელსაც ასეთ დიდ ყურადღებას აქცევენ რატომღაც
-მართლა? ამასაც ვნახავთ მახინჯო - თქვა მაგიდაზე ხელი დაარტყა და კლასიდან გიჟივით გავარდა მეც მისი საქციელით ცოტა გაოცებული მაგრამ ჩემი პასუხებით არც თუ ისე უკაყოფილომ დავიკავე ჩემი ადგილი და ბავშვების მოსვლას დაველოდე გაკვეთილები რომ დამთავრდა გეზი ბიბლიოთეკისკენ ავიღე თუმცა მალევე გადავიფიქრე და გადავწყვიტე ოთახში მემეცადინა კიბეებზე სწრაფად ავირბინე და გოგოების საპირფარეშო უნდა გამევლო ოდნავ ღია კარში რომ შევამჩნიე დანიელი და ვიღაც გოგო გარკვევით ჩანდა ყველაფერი მათ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი ფანჯარა გავაღე და ოდნავ კარიც რადგან ნიავს ემოძრავა მე კი საწოლზე დავჯექი ერთი ფეხი მოვკეცე და მეცადინეობას შევუდექი
დანიელი
ახალი გოგო გადმოვიდა არც თუ ისე გამიხარდა მაგრამ რაღაც ვიგრძენი არა ეს არ ყოფილა ის გრძნობა თქვენ რომ გაიფიქრეთ არც მოწონება ყოფილა და სიყვარულზე ხომ ზედმეტია საუბარი უბრალოდ ლავიწთან რაღაც ამეწვა მაისური ოდნავ გამოვწიე და დავინახე ნიშანი რომელიც დიდი ხანია უკვე გამქრალიყო ეხლა კი ანუ ვიღაც არის ვისაც ეს ნიშანი აქვს ხო?! მოვძებნი და მერე ვნახოთ რაც მოხდება ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ გამოაცხადეს ის გოგო ლინიკიელებში მოხვდა ანუ ერთი გამოირიცხა თუმცა არა მე ის დავინახე ის ნიშანი სწორედ ის იყო ჩემნაირი მაგრამ რატომ მოხვდა ის ლინიკიელებში თუ კი ეს ნიშანი ქონდა? პასუხები ჯერ-ჯერობით გაურკვეველი იყო თუმცა მალე გავარკვევდი ყველაფერს მეორე დღეს ვნახე საკლასო ოთახში და დავემუქრე მერე კი კლასი დავტოვე მას შემდეგ გაკვეთილები ერთად არ გვქონია გაკვეთილს არც დავსწრებივარ მაშინვე საიდუმლო ოთახში წავედი და იქ ვიყავი დიდი ხანი რომ გამოვედი გამახსენდა ბრიჯიტი გოგო რომელსაც დიდი ხანია მოვწონდი გოგოების ტუალეტში დამიბარა და კოცნა დამიწყო მეგონა რამე სერიოზულზე უნდოდა ლაპარაკი თუმცა ასე არ აღმოჩნდა მოვშორდი თუმცა გვიანი იყო ვიგრძენი ის სანამ მკოცნიდა რამოდენიმე წამი ვიღაცამ გაიარა ალბათ დაგვინახა მას მოვშორდი და ვუთხარი
-მეორედ ასეთი რამ აღარ გაბედო უზრდელი და თავხედი გოგო ხარ იცოდე მომშორდი თორემ იცი რაც მოგივა - მას მოვშორდი და ბიბლიოთეკაში მივედი ცოტა ვიმეცადინე შემდეგ კი ვარჯიშზე წავედი ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და კარგად ვთამაშობდი ლინიკიელები და მაგდანელები ერთმანეთს ვეჯიბრებით ხოლმე რათქმაუნდა უფრო ბევრჯერ მაგდანელებს გვაქვს მოგებული ვიდრე მათ ვარჯიშიდან გავიპარე და გარეთ სასწავლებლისგან მოშორებით ტბასთან ბალახზე დავწექი ვარსკვლავების ყურება მამშვიდებდა თუმცა სიმშვიდე მალე დამერღვა როგორც კი ვიგრძენი ვიღაცის სიახლოვე და ამ დროს ისევ ნიშანმა დამწვა ლავიწი.

მოკლედ ძალიან მომწონს ჰარი პოტერი და შეიძლება რაღაცით მიამსგავსოთ კიდევაც მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ არ გამოვიდეს მთლად ისეთი როგორიცაა ჰარი პოტერი და დავწერო სულ სხვანაირად ნუ ბევრ რაღაცას შევცვლი ცოტა ფანტაზიაცაა მომწონს ასეთი სიყვარული იმედია მოგეწონებათ თქვენც და გამოხატავთ თქვენს აზრს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent