შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომყვები ცოლად! (თავი 3)


21-07-2015, 22:39
ავტორი llella
ნანახია 3 242

ეს ბიჭი იმ დონეზე თამაშობს მის ნერვებზე, რომ ხტუნაობენ უკვე ნერვები, მაგრამ მისი აღზრდა და ტრადიციები აიძულებემ, რომ წყნარად იყოს და არ შეეპასუხოს მამაკაცს...
ხვდება, რომ იმ უბედური შემთხვევის გამო მოხდა ყველაფერი და ეს "ქვის კაციც" მაგიტომ ექცევა ასე, ხვდება, რომ დააშავა და ვერც ვერაფერს ვერ ეტყვის კაცს მაგრამ მისი ბრალი ხო არაა?! უცებ გაუვარდა გეგონება და მას უნდოდა იმ მაგარ მანქანაზე კვერცხების დატყეპება... მაგრამ თავს არავის არ დააჩაგვრინებს, დაანახებს როგორია ეკატერინე ბერიძე!
მაგრამ ფაქტი ერთია... ეს ბიჭი რაღაცნაერად მოქმედებს მასზე, ცუდად თუ კარგად ეს არ იცის, მაგრამ რომ მოქმედებს ეს ფაქტია!!!
მისი თითოეული გამოხედვა თუ ბგერა აბნევს და მორცხვად დაბლა ხრის თვალებს, ესეც მისი აღზრდის ბრალია...! ალბათ...


კატოს ნაამბობი:


დილით ადრე გამეღვიძა, ნუ როგორც ყოველთვის, ფეხები საწოლიდან გამოვყავი და გავუყარე ოთახის ჩუსტებში, სარკეში საკუთარ ანარეკლს გავუღიმე და სააბაზანოში შევვარდი, მოვწესრიგდი თუ არა ქვემოთ ჩავედი, სადაც მთელ ოჯახს მოეყარა თავი.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის-თბილად გამიღიმა დედამ და მამას ჩაი დაუსხა.
-ჩაი დაგისხა?!-მკითხა როცა მაგიდას მივუჯექი.
-დამისხი-მეც გავუღიმე დედას.
-დღეს სტუმრები გვეყოლება-თქვა მამამ და ყველას შემოგვხედა.
-ვინ?!-კითხა ნანამ (დედაჩემმა)
-ჩემი თანამშრომელი მოვა მისი ოჯახით, რეზო თუ გახსოვს-გაუღიმა ნიკამ მეუღლეს.
-კი როგორ არა.
-ხოდა შენებურად დატრიალდ დღეს არ შემარცხვინო იცოდე-ვითომ დატუქსა ღიმილნარევი ხმით.
მაშინ როცა დედას და მამას ვუყურებ ვხვდები რომ დედამიწაზე მართლა არსებობს სიყვარული... ის დიადი სიყვარული რომლსაც დრო ვერაფერს უშავებს...! მათ შემყურე ღმერთს ვთხოვ რომ მეც მაპოვნინოს ჩემი წილი ბედნიერება...
-მარტო მან და მისი მეუღმე მოვლენ?!-ჩაეკითხა ბებიაც.
-არა, კატოზე 2 წლით უფროსი ვაჟი ყავთ, თუ განთავისუფლდა ისიც მოვა.
-და რა აქ გაუნთავისუფლებელი შვილო?!-საუბარში ბაბუაც ჩაერთო.
-მუშაობს მამა, მისი პატარა ბიზნესი აქვს ქალაქში.
მამაჩემს პატარა საწარმო ქონდა გახსნილი ქალაქში, ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენს ოჯახურ იდილიას ეგეც ყოფნიდა...! განა ფულია ბედნიერება?! რამდენის ისეთი ადამიანი რომელსაც ფულით აქვს გატენილი ჯიბეები მაგრამ სული აქვს ცარიელი. მე ესეც მყოფნიდა.
-ყოჩაღი ბიჭი ყოფილა!-მოეწონა ბებიას ჯერ არ ნანახი და გაცნობილი ბიჭი.
-ავთო კარგი ბიჭია ნამდვილად, ზრდილობიანი, ჭკვიანი, გამოსული, ნასწავლი, კარგი ოჯახისშვილი, რავიცი მისი ქებით ადამიანი არ დაიღლება.
-მე უკეთესი ვიქნები!-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა მამუკამ. (მამუკა ჩემი ძმაა)
-ჩემი ვაჟკაცი!-კმაყოფილმა გადაუსვა ვაჟს ხელი ნიკამ და თავზე აკოცა.
-ჩემი ბიჭი მთებს გადადგამს-გახარებულმა გამოაცხადა დედამ.
-კატო ხმას რატომ არ იღებ?!-მკითხა ბაბუამ.
-და რა ვთქვა ბაბუ?!-გავხედე და გავუღიმე.
-რაღაცა ჩუმად ზიხარ ბებიკო, ავად ხომ არ ხარ?!-საუბარში ნინელიც ჩაერთო.
-არა, არფერი არ მჭირს ხალხო, ნუ მიყურებთ დაშინებული სახეებით-მათ გამომეტყველებაზე გამეცინა.
-ჩემი საამაყო შვილები ხართ!-კმაყოფილმა გაიღიმა და რიგრიგობით გამოგვხედა ჯერ მე, მერე კიდევ ჩემს ძმას.
მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, ჩემი მშობლები ჩემთვის იდეალური ადამიანები იყვნენ, ვისგანაც ყოველთვის შემეძლო მაგალითის აღება, ყოველთვის ვამაყობდი რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე, რომ მე ვიყავი მე...
როცა ჭამაც მოვრჩით სახლის დალაგებას შევუდექი, მალევე მოვრჩი ლაგებას და გარეთ გავედი, ეზოს გავხედე ეს ფოთლები და ეს ქარი როგორ მიშლის ნერვებს უუხ! ყოველ დღე სულაც არ იყო სასიამოვნო ვეებერთელა ეზოს დახვეტვა და დალაგება.
როცა ამასაც მოვრჩი წელში გავსწორდი და ერთი ღრმად ჩავისუნთქე, როცა ვიღაცამ წყალი შემასხა, ერთი დავიკივლე და უკან სწრაფად მივბრუნდი, ხელში კი ჩემი უმცროსი ძმა შემრჩა, რომელიც ბოლო ხმაზე იცინოდა, მეც ამიყოლია ამ გაწრიპულმა და დავიწყეთ წუწაობა, არა უნდა ვაღიარო რომ ამ სიცხეში წუწაობა "ვ სამიი რაზ" იყო, ბოლო ხმაზე ვიცინოდით.
უცებ სიცილი სახეზე შემაშრა, ისევ დავწყევლე ჩემი თავი მოუხერხებლობის გამო და ვცადე გულის ცემა როგორმე დამეწყნარებინა, რაც არც თუ ისე კარგად გამომდიოდა.
ვეცადე მისთვის თვალი ამერიდებინა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვინძრეოდი ადგილიდან, "მთელი გულით" ველოდი მის ღრიალს, ან მკვლელ მზერას.
-იცი ახლა რა გააკეთე?!-მისი ზედმეტად ბოხი ხმა ცუდად მოხვდა ჩემს სმენას.
-მე... მე არ მინდოდა მართლა...
-იგივე სიტყვები!
-მართლა არ მინდოდა...-დავიჩურჩულე და სულ მთლად გაწუწულ მამაკაცს გავხედე.
-სულ პრობლემას მიქმნი და სულ თამაშობ ჩემს ნერვებზე!
-ძალით ხომ არ ვაკეთებ ამას...!-ხმა გამიმკაცრდა "არა კატო ისე კი მიკვირს საიდან აღმოგაჩნდა შენ ამდენი სითამამე"
-მაგრამ მაინც ნერვებს მიშლი!
-შენ ხვიჩა ხარ?!-უცებ ჩემი ძმის ხმა გავიგე.
-ჰა?!-გაუკვირდა მამაკას.
-შენ ხვიჩა ხომ ხარ?!
-კი-დაბნეულმა გასცა პასუხი.
-მეც შენსავით ძლიერი უნდა გამოვიდე! -მკაცრად გამოაცხადა.
-შენ რა გქვია?!-უცებ შეეცვალა ხმის ტემბრი, თითქოს და უფრო მშვიდი და თბილი ხმით ჰკითხა.
-მამუკა-ესღა თქვა, ბოროტულად ჩაიცინა და პირდაპირ სახეში შეასხა წყალი ხვიჩას
-ვაიმე!-წამოვიყვირე და ვცადე რომ სიცილი არ ამვარდნოდა.
-კი მინდა ვიყო შენნაერი, მაგრამ ჩემი დის შეშინებას ვერ გაპატიებდი-გაეკრიჭა და დოინჯი შემოირტყა.
მეგონა მე და ჩემ ძმას ერთმანეთზე დაგვაკლავდა, მაგრამ მისი წყნარი სახის ხილვისას გაკვირვებულმა ავათვალიერ-ჩავათვალიერე 2 მეტრიანი ახმახი.
-ვაჟკაცი იზრდები!-დადო განაჩენი და ჩემს ძმას თავზე ხელი გადაუსვა.
-მამაც მასე მეუბნება-დარცხვენილმა გაანდო საიდუმლო.
-შენი საქციელის გამო კი ხარ მისატყეპი-გაუცინა და მერე მე გამომხედა-მაგრამ ვაღიარებ... ღირსი ვიყავი!
აი ყბა ჩამომივარდაო რომ იტყვიან ეგ დამემართა! ნუთუ მან ეს აღიარა?! ნუთუ მან მის თავმოყვარეობას გადააბიჯა და მის ბაგეებს ეს სიტყვები წამოსცდათ?! ვერც ყურებს ვერ ვუჯერებდი და ვერც თვალებს!
-გეთანხმები-ისევ გაიკრიჭა მამუკა.
ხვიჩამ თბილად გაუღიმა მამუკას და ჭისკრისაკენ წავიდა.
-მოიცადე...-სიტყვა უკან დავაწიე, ისიც გაჩერდა და ჩემსკენ მობრუნდა.
-რა გინდა?!-ისევ ის ცივი ხმა! არაფერიც არ ეშველება ამას, ან ჩემზე აქვს ალერგია... ან... ან არ ვიცი...!
-არაფერი...-დავიჩურჩულე და უკან შევბრუნდი.
-ეი! მოიცა!-ახლა მან გამაჩერა.
-..............-ხმის ამოუღებლად შევბრუნდი მისკენ.
-ეს გამომართვი-ჭრელი ცელოფანი გამომიწოდა-ციურიმ გამომატანა, პერაშკები დააცხო და...
-მადლობა გადაეცი, რატომ შეწუხდა...
-"არა რის შეწუხებაო" დამაბარა-გაიცინა და ციური ბებიას ნათქვამი გადმომცა.
ესღა თქვა და სახლიდან გავიდა, მე და ჩემი ძმა კი სახლში შევედით. გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი, უკვე 8 სრულდებოდა მამას ხმა რომ გავიგე.
-კატო.
-ბატონო-გავძახე ჩემი ოთახიდან.
-მამა ჩამოდი ერთი წუთით.
-რა მოხდა-მის წინ დავდექი და ისე ვკითხე.
-სტუმრები მოვლენ ნახევარ საათში, წადი ჩაიცვი და გამოიპრანჭე.
-კარგი-თბილად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ!-ისევ მისი სიამაყით ნათქვამი "ნამდვილი" სიტყვები, რომლებიც მე გულს მიხარებდნენ.
კიბეები ავიარე და ჩემს ოთახში შევედი, უცებ გადავივლე და გარეთ გამოვედი, იქედან გამომდინარე რომ სულაც არ მიყვარს გამოპრანჭვა და ასეთი რაღაცეები, არც ახლა დამიშვია გამონაკლისი.
კარადასთან ვიდექი და ვერ გამერკვია რა ჩამეცვა, არჩევანი უბრალო და სადა კრემისფერ სარაფანზე შევაჩერე, ფეხზე ბალეტკები ჩავიცვი, თმები გავიშალე, სადა მაკიაჟი და მზად ვიყავი. ერთი დავტრიალდი სარკის წინ, კმაყოფილმა ჩემს თავს გავუღიმე, ამ დროს კი მამას ხმა გავიგე.
-კატო.
-ბატონო-გავძახე ოთახიდან.
-შვილო ჩამოდი.
-მოვდივარ მამა-ესღა ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი.
კიბეებზე ჩავირბინესავით და ოთახში მჯდომებს მოვავლე თვალი, მამას ასაკის მამაკაცი და 40 წლამდე ქალბატონი საყვარლად მიღიმოდნენ, მეც გავუღიმე და მამასკენ წავედი.
-გამარჯობა-მივესალმე სტუმრებს.
-გამარჯობა შვილო-გამიღიმა მამაკაცმა-ნიკა ულმაზესი შვილი გყოლია!
-მართლაც რომ ძალიან ლამაზი გოგოა!-დაეთანხმა მეუღლეს ჩემთვის უცნობი ქალი-ძალიან ლამაზი და საყვარელი!
-მადლობა.
-დედას გავს!-ამაყად გამოაცხადა მამამ და დედას გაუღიმა.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო.
-გამარჯობა-ოთახში მამუკა შემოვიდა.
-გაგიმარჯოს-გაუღიმა მამაკაცმა და ხელი ჩამოართვა, ქალსაც მიესალმა მაგრამ ამჯერად მას ხელზე ეამბორა.
-ვაიმე-ღიმილით წამოიძახა ქალმა და მამუკას გაუღიმა.
-ეს რა შვილები გყოლია ნიკა! სად გვიმალავდი ვიცოდე ერთი-დატუქსა მამაჩემი.
-ახლა ხომ გაიცანი რეზო?!
-მაინც არ გეპატიება.
-ხო მამა გაიცანით ესენი რეზო და ლიკა არიან.
-ძალიან სასიამოვნოა-წამოვიძახეთ ორივემ ერთხმათ.
მათ საუბარი გააგრძელეს მე კიდევ დედასთან გავედი სამზარეულოში მისახმარებლად.
ეხლაღა გამახსენდა ავთოს არსებობა, გამახსენდა რომ მამამ თქვა თუ ექნება დროო, ალბათ არაა ქვს და ამიტომ არ მოვიდა. ძალიანაც კარგი! ბოროტად გავიცინე და სუფრის გაშლა გავაგრძელე.
უცებ უცნობი ხმა მომესმა, რომელიც მამას ესალმებოდა.
-კატო.
-ბატონო-"უკვე ვაღარ ვიტან სტუმრებს!" გავიფიქრე და სამზარეულოდან გავედი.
-მამა გაიცანი ეს ავთოა-ჩემს წინ მდგარ ახმახზე მანიშნა.
ქერა თმა, ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი და წითელი ტუჩები,მამაკაცური სახის ნაკვთები, აი ეს იყო ავთო... არა რას ვლანძღავდი, არაჩვეულებრივი ბიჭია, ჩემს თავზე გამეცინა.
-სასიამოვმოა-ცავიბურტყუნე და ვცადე მისთვის თვალის არიდება, ის კი წამითაც არ მაშორებდა თვალებს, სახეზე ღიმილი აეკრა და ადგილიდან არ ექანებოდა.
-ჩემთვისა ეკატერინე-მისი ბოხი ხმა არასასიამოვნოდ მოხვდა ჩემს სმენას. "ააჰ, კიდევ ერთი ჯმუხი, ესეც დანამატი სრული ბედნიერებისთვის...!" გავიფიქრე და ჩემზე მაღალ სხეულს გავხედე.
-მე წავალ... დედას მივეხმარები.
-წადი შვილო-გამიღიმა ლიკამ.
მეც დედასთან შევედი.
-უუხ ჯმუხი!-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-ავთოზე ამბობ?!-გაეცინა დედას.
-ხო-მეც გავიცინე.
-რას ერჩი დედა, რა გინდა კარგი ბიჭია.
-იყოს მისთვის მე არ მომწონს ეგ ჯმუხი-გავეკრიჭე.
-შენ მე გადამრევ-გადაიხარხარა.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სტუმრები უკვე წასვლას აპირებდნენ, ეს ავთო კიდე მგონი წასვლას არ აპირებდა, გაკვირვებულმა გავხედე, ისიც მიყურებდა, როცა შეამჩნია, რომ გავხედე, ტუჩის კუთხეში ჩატეხა.
-აქ ვრჩები!-უცებ გავიგე არც თუ ისე სასიამოვნო ნაცნობი ხმა ზურგს უკან.
-...............-ხმა არ ამომიღია, არც გამბრუნებელი მე არ ვიყავი.
-არ მკითხავ რატომ?!
-.............
-სულ ესეთი ჩუმი ხარ?!-სიცილნარევი ხმით მკითხა და გვერდით ამომიდგა.
-თუ არ მინდა საუბარი ხო-"ოოოჰ ისევ ეს უცნობი სიმამაცე, შემითანხმდეს მაინც თუ ინდა მესტუმროს ამ სიმამაცემ" საკუთარ თავს დავცინე.
ესღა ვუთხარი, დედა და მამა გავაფრთხილე რომ დასაძინებლად მივდიოდი და ოთახში შევედი.
დაღლილ-დაქანცული პირდაპირ ლოგინზე დავემხე, უცებ ფიქრი დავიწყე 2 მეტრიან ახმახზე, დილის მერე არ მინახია, არა ისე ოგორ შეუძლია ასეთი ბოროტი და ჯმუხი იყოს არ ვიცი... ასეთი რა დავუშავე... ორივეჯერ შემთხვევით გავაბრაზე, განა მინდოდა?! არა! ისე მეორეჯერ რომ გავაბრაზე ღირსი იყო... სუფთა ჯმუხი. წამით ფიქრები ავთოსკენ წავიდნენ, ისე ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ღმერთმა ესეც გამომიგზავნა "იხარეო" ისევ დავცინე ჩემს თავს, საწოლზე გავიშოტე და ძილს მივეცი.


ავთოს ნაამბობი:



კატო... განა ასეთი სილამაზე სადმე მეორდება?! მე არ მინახავს! არც არსებობს! არ მეორდება! მისმა მწვანე თვალებმა თავიდანმე მოახდინეს შთაბეჭდილება ჩემზე და უკვე ვიცოდი რომ მისი თვალების გონებიდან ამოგდებას ვერაფერი ვერ შეძლებდა, ისიც მიხარია რომ ამ ზაფხულს მასთან გავატარებ, ამით მეტი შანსი მექნება დაახლოების, უკეთ გაცნობის, ჩემი თავის გაცნობის მისთვის...
ის ჩემი უნდა ყოფილიყო...!!!


ხვიჩას ნაამბობი!


დილის მერე კატო არ მინახავს, მომენატრა სასტიკად, მინდოდა მივსულიყავი და კიდევ ერთხელ შემეხედა მისთვის მაგრამ რა მიზეზი უნდა მომეფიქრებინა?!
-ხვალ წავიყვან მდინარეზე!-წამოვიძახე კმაყოფილმა და ასევე კმაყოფილს გამეღიმა.
ვხვდებოდი რომ ამ ჭინკამ დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში!
ის ჩემი უნდა ყოფილიყო!!!!!





- - - - - -
ხაი ევრივეან (ხო ვიცი ვერავარ მე! )
დღეს არ ვაპირებდი დადებას, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ხვალ მივდივარ თბილისში და არ ვიცი როდის დავბრუნდები სულ რომ არ დამედო ვერ შევძელი, და რა გამოვიდა მეც არ ვიცი
ხო ვინაიდან და რადგანაც მგონი მკითხველს ჩემი ისტორია არ მოწონს ვიფიქრე გავწყვეტ თქო და მგონი ასეც ვიზამ, მართლა ტყუილ უბრალოდ ვერ დავწერ, მითხარით ღირს გაგრძელება, თუ ნუღარ ვიკლავ თავს და ნუღარ ვჯღაბნი?!
ყოველ შემთხვევაში ველოდები შეფასებას და კომენტარებს.



№1  offline წევრი დადუ♥♥

Esegi dzalian kargia <3 xo DA mzia martali iyo es avto arasasiamovmod gamoxta -_- male Dade axali tavu<3 xvicha DA kato<3 ^_^ *_*

 


№2  offline წევრი llella

დადუ♥♥
Esegi dzalian kargia <3 xo DA mzia martali iyo es avto arasasiamovmod gamoxta -_- male Dade axali tavu<3 xvicha DA kato<3 ^_^ *_*

ცოტა უსიამოვნებაც ხომ უნდა ჩამოვარდეს არა?! :დდდ ვიფიქრე ჩამოვარდეს უნდა თქო და მეც ვისროლე :დ მიხარია რომ მოგეწონა... ^_^

 


№3  offline წევრი anaa

კარგია არრ გაწყვიტოო რა და მალე დადეე

 


№4  offline წევრი llella

anaa
კარგია არრ გაწყვიტოო რა და მალე დადეე

ra azri aqvs weras titqmis aravis ar moswons es istoria da me tyuil ubralod ver vbechdav... dgrs tbilisshi mivdivar da ar vici rodis davdeb...

 


№5  offline წევრი teke08

არ გადამრიო არ გამაგიჟო არ გაწყვიტო არ გაბედო

 


№6  offline წევრი llella

teke08
არ გადამრიო არ გამაგიჟო არ გაწყვიტო არ გაბედო

ვაი :დ ვეცდები ყველანაირად რო მალე დავდო ^_^

 


ჯანდაბა...
როგორ გამომეპარა შენი ისტორიები, წინა ისტორიაც არ წამიკითხავს, მაგრამ რადგან აგერ სულ-სულ ახალი მომხვდა თვალს წინასთვის დრო აღარ დამიხარჯავს, პირდაპირ აქეთკენ წამოვედი, სანამ შემდეგ თავს დადებ გადავხედავ იმ წინასაც...
ჰო, მომენატრე კიდომ.
მგელივით მშია შენი "ახალი თავები"...
არ შეწვიტო წერა, მენდე სიტყვაზე და არ დამაწყებიო ახსნა, რატომ და რისთვის.
მესმის რომ ისტორია სოფელში ვითარდება, მაგრამ ეს სოფლის რუტინაც მომაბეზრებელია, ცოტა მრავალფეროვნება მინდა.
რაც შეეხება კატოს...
მომკალი და ამ "პროვინციელი ანგელოზების" არ მჯერა, ზედმეტად გამაღიზიანებელია ჩემთვის...
ასე რომ კატოს ანგელოზობაზე საუბარი მგონი საკმარისია, ხვიჩას "ჭინკა" თუ არის, მაშინ "ჭინკებიც აუთამაშე".
თითქოსდა წერ, მაგრამ ამ დროს კატოზე არც არაფერი ვიცით, მისი წარსული, ოცნებები, მიზნები, (ან ის ბიჭი ვისაც შორიდან უცქერდა)
ვიღაცამ დაწერა კიდევაც ავთო არასასიამოვნოდ შემოვიდაო და ნაწილობრივ ვეთანხმები კიდევაც, მოკლედ იფიქრე, დაწერე, დაამუშავე...
შენი ისტორიაა, მოედანიც და ბურთიც შენია.
წარმატებები.

 


№8  offline წევრი llella

შოკოლადიანი კრუასანი
ჯანდაბა...
როგორ გამომეპარა შენი ისტორიები, წინა ისტორიაც არ წამიკითხავს, მაგრამ რადგან აგერ სულ-სულ ახალი მომხვდა თვალს წინასთვის დრო აღარ დამიხარჯავს, პირდაპირ აქეთკენ წამოვედი, სანამ შემდეგ თავს დადებ გადავხედავ იმ წინასაც...
ჰო, მომენატრე კიდომ.
მგელივით მშია შენი "ახალი თავები"...
არ შეწვიტო წერა, მენდე სიტყვაზე და არ დამაწყებიო ახსნა, რატომ და რისთვის.
მესმის რომ ისტორია სოფელში ვითარდება, მაგრამ ეს სოფლის რუტინაც მომაბეზრებელია, ცოტა მრავალფეროვნება მინდა.
რაც შეეხება კატოს...
მომკალი და ამ "პროვინციელი ანგელოზების" არ მჯერა, ზედმეტად გამაღიზიანებელია ჩემთვის...
ასე რომ კატოს ანგელოზობაზე საუბარი მგონი საკმარისია, ხვიჩას "ჭინკა" თუ არის, მაშინ "ჭინკებიც აუთამაშე".
თითქოსდა წერ, მაგრამ ამ დროს კატოზე არც არაფერი ვიცით, მისი წარსული, ოცნებები, მიზნები, (ან ის ბიჭი ვისაც შორიდან უცქერდა)
ვიღაცამ დაწერა კიდევაც ავთო არასასიამოვნოდ შემოვიდაო და ნაწილობრივ ვეთანხმები კიდევაც, მოკლედ იფიქრე, დაწერე, დაამუშავე...
შენი ისტორიაა, მოედანიც და ბურთიც შენია.
წარმატებები.

eg yvelaferi ho magram rogorc yvela istoriashi wina tavebs (anu dawyebit tavebs) daxasiatebebit viwyevdi es kide mindoda cota sxvanaeri gamomsvloda, iqneba eg chinkebic dakonkretebrbic da a.sh. eqimtan mivdiodi da amitomac nachqarevad daviwye wera da rom chamoval minda ufro gaxsnilad vwero, me tviton maqvs imis imedi rom tqvens imedebs gavamartleb :d

 


№9  offline წევრი Geek Girl

Male dade ra...... Velodebi axal tavs moutmenlad. Ert tveze metia ar dagidia da ukve davigale lodinit minda rom male dado.....

 


№10 სტუმარი qeti

Marto 3 tavi vnaxe...meotxe tavs agar migdebs...da iqneb damexmarot ramit :/

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

არა ეს ხვიჩა მაგარი კაციათქო ხომ ვტქვი sweat_smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent