ეშმაკს აცვია პრადა [2]
უბრალოდ დავაიგნორე ის მწვანეთვალება და ჩემი ადგილი დავიკავე. საჭირო ნივთები ამოვიღე და ხატვა დავიწყე. წარსულის აჩრდილი არ მასვენებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყველგან თან მსდევდა.. და აი, ისევ გამახსენდა! როგორც არ უნდა ვეცადო, როგორიც არ უნდა გავხდე.. მინდა.. მე მინდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის გამოსწორება. რომ შემეძლოს.. ეს ყველაფერი რომ შემეძლოს.. *მოგონება* -მე დედაშენი ვარ და შენზე ვზრუნავ! -ზრუნავ? ამას ზრუნვა ჰქვია? სიყვარულს მართმევ გესმის, სიყვარულს! -სიყვარული არ არსებობს! შეიგნე ეს! თავი დაანებე მას სანამ რამე ისეთი არ ჩავიდინე! -რა? რა სჭირს მას?? სად არის? -მან მიგატოვა, ხედავ? ბოლოს ყველა მიდის, ყველა გტოვებს! მან მიგატოვა, გამოგიყენა და მიგაგდო! -არა, შენ აიძულე ეს ყველაფერი, შენ! დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შენ მოაწყვე! -მე არაფერი ჩამიდენია, თვითონ მიგატოვა! მე გაფრთხილებდი, გეუბნებოდი მაგრამ არ მისმენდი! გეგონა ყველაფერი მარტივი იქნებოდა არა?? იქნებოდით ერთად, დაქორწინდებოდით და გეყოლებოდათ უამრავი შვილი.. ეს ყველაფერი ზღაპრებშია! -თავი დამანებე!- დავუყვირე მთელი ხმით და გარეთ გავვარდი. არ მაინტერესებდა არაფერი, სანდროს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, ვუთხარი რომ ჩვენს საყვარელ ადგილას მოსულიყო თან რაც შეიძლება სწრაფად. მე კი მანამდე სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. -სალომე..-მომესმა მისი ბოხი, ხრინწიანი ხმა -ეს.. ეს სიმართლეა? -რაზე ლაპარაკობ?? -ვითომ არ იცი! გამომიყენე არა? და შემდეგ ვიღაცაში გამცვალე.. მე გენდობოდი! გენდობოდი გესმის?! შენ კი ეს გამოიყენე და გული გამიტეხე.. მაგრამ რაში გჭირდებოდა ეს?? -მე არაფერი გამიკეთებია! ეგ ყველაფერი სიცრუეა, ხომ იცი რომ მიყვარხარ!! -გიყვარვარ? სასაცილოა! -ჯანდაბა რატომ არ გესმის?! -აჰჰ.. მე არ მესმის.. თურმე დამნაშავე მე ვყოფილვარ.. -უბრალოდ ერთი შანსი მომეცი- ჩემსკენ წამოვიდა და ჩახუტება სცადა მაგრამ უხეშად მოვიცილე მისი ხელები. -არ შემეხო! არასოდეს სცადო ჩემი შეხება!- ვუთხარი და წასვლა დავაპირე რომ გასროლის ხმა გაისმა, უკან მივტრიალდი და ვიგრძენი როგორ წამერთვა მოძრაობის უნარი. -სანდრო- დავიყვირე რაღაც არაადამიანური ხმით და ეგრევე მასთან მივედი. ზემოთ ავიხედე და.. არა! არა ეს.. ეს სიზმარია! ის ამას არ გააკეთებდა! ეს უბრალოდ შეუძლებელია.. -გიკვირს არა??- დავაიგნორე და სასწრაფოში დარეკვა დავაპირე მაგრამ ვერ ვიპოვე.. -მიპასუხე!! -შენ ამას არ გააკეთებდი! -რატომ?? იმიტომ რომ დედაშენი ვარ?? მისმინე საყვარელო, ან ახლავე წამოხვალ ჩემთან და დამემორჩილები, ან გავაგრძელებ შენთვის საყვარელი ადამიანების წართმევას -ამას რატომ აკეთებ? რამე დაგიშავე? -ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, წამოდი! -კი მაგრამ.. -არავითარი მაგრამ! წამოდი, მას ვეღარაფერს უშველი -არ წამოვალ!!- ჯიუტად ვუთხარი და სანდროს დავაშტერდი, რომელიც სულ გათეთრებულიყო, ტუჩები დალურჯებოდა და სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა.. -გინდა რომ შენი მეგობრებიც მოკვდნენ იმის გამო რომ არ წამომყევი?? -კარგი- დანებებული და განადგურებული გავყევი მას. მივხვდი, ამ წამიდან ყველაფერი შეიცვლებოდა, აღარ ვიქნებოდი მხიარული და ლაღი.. ვიქნებოდი დეპრესიული და ჩაკეტილი.. *ახლანდელი დრო* -ააააააააააააა!- ბოლო ხმაზე დავიყვირე და ყურებზე მივიჭირე -სალომე! სალომე!- ვიღაც გამწარებული იძახოდა ჩემს სახელს მაგრამ არ ვიცოდი ვინ. ნათელი ფერები შავად გადაიქცა, მე კი აზროვნება დავკარგე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.