შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამი (თავი 3)


22-07-2015, 03:39
ავტორი nikanikusha
ნანახია 1 764

ისე დამთავრდა ის დღე მარიამი არ მინახავს.მთელი დღე ვიყავი საბას ფანჯარაში გადაკიდებული, იქნებ დავინახო თქო,მაგრამ მე ჩემი თავის ამბავი ვიცი ,მაგარი უიღბლო ვარ.პრინციპში,რაღა უიღბლო ,ასეთი გოგო რომ შეგხვდება,გვერდით დაგიჯდება და თვალსაც გამოაპარებს შენსკენ,აღარ არის ეგ უიღბლობა.საბა დამცინოდა, თავი შემოყე ბიჭო, ფანჯრიდან არ გადავარდეო.იმას ეცინებოდა,მე კი გული მეკუმშებოდა ,ისე ძალიან მინდოდა მარიამის ნახვა.მთელი ღამე სულ მაგის კურნოსა ცხირი მედგა თვალწინ და ცოტათი გათენდა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვვარდი.საბაჩკას კომპი ავიღე, იქნებ და fb ზე ვნახო თქო,თუ არადა რამდენი მარიამი არსებობდა ხო წარმოდგენაც არ მინდოდა.მაინც შევედი ორი წუთის მერე დავფიქრდი,რომ აზრი არ ქონდა ამგვარ მცდელობას.აივანზე გავედი მოსაწევად. ბიჭო მარიამი!!!....სპორტულ ფორმაში დაეშვა სარბენად. მეთქი ახლა რა ვქნა,როგორ გავეკიდო დილის 7 საათზე,იფიქრებს გუშინ უკან გამომყვაო და მაგრად დავგოიმდები.თუ არადა ლამის ფანჯრიდან გადავხტი ტრუსიკიანა.ეგრევე ავაგდე საბა, მალე ბოტასები და რამე შარვალი, თორე დამერხა თქო.ეს საქონელი ხო არ გაინძრა, ისევ მე დავიწყე ძებნა.გავიდა ბიჭო ამასობაში ეს გოგო გლდანამდე თქო.მოვძებნე როგორც იქნა საბაჩკას ბოტასები,კიდე ბედი მწყალობს ერთი ზომა ფეხი გვაქვს.მერე რაღაცა მიკუჭული შარვალი ვნახე,ძროხის ნაღეჭს რო გავდა . ამოვიცვი ეგენი და გავარდი გარეთ. ჩავედი დაბლა,ვიყურები ქათამივით და ეს გოგოც აღარ ჩანს.მეთქი ვსო,გამასწრო და ეგაა.მარა ტო,თავზე არ დამადგა ამ ვით ჩაცმულს? აუ თან მაგრად გამიტყდა ეგეთი ზმანით,მაგრამ რომ დავინახე იმის თვალები, ვაბშე დამავიწყდა საბაჩკას ნაცოხნი შარვალი რომ მეცვა. იცინოდა საყვარლად და როცა დამაკვირდა სახე შეეცვალა ეგრევე.ვიფიქრე ან ახლა ან არასდროს თქო და გავუბი.
-შენც დარბიხარ? - ტო მეტი ვერ მოვწვი,რა მეკითხა აბა.სახელი რო მეკითხა უფრო ბანალური იქნებოდა.
-კი. - მომიჭრა ცივად.
-ხოოო,კარგია... - ისევ იდიოტივით ვუპასუხე. - საით მიდიხარ? ერთად წავიდეთ. - ძლივს მოვაბი თავი ერთი სიტყვა მეთქვა „ერთად“.ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა.კი ვიფიქრე, უარს მეტყოდა ,მაგრამ მაინც მე ჩემი ვცადე.
-რავი,წამო. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ირბენ თუ არა.
-წავედით. - რა მწარე ენა ქონია,მეწყინასავით ასეთი პასუხი.მაგრამ,სიამოვნებისგან გამაჟრიალა.ამხელა წარმატება ზუსტად 2 წუთში ,დიდი მიღწევაა.წავედით ძუნძულით მე და მარიკო.ამ ჯერად აღარ მომრიდებია,მთელი გზა ვუყურებდი.მარიკოც შემომხედავდა ღიმილით და მერე ისევ წინ გაიხედავდა.იმდენი მარბენინა ცხოვრებაში არ მირბენია მაგდენი.სული ამომაძრო,ენა გადმომივარდა ძაღლივით.ცოტახნით დავისვენეთ,სკვერთან გავჩერდით.მარიამი საქანელაზე დაჯდა და ჯაჭვს დაეკიდა ხელებით.მეც უკნიდან მივეპარე,გამოვწიე უკან და ერთი მაგრად გავაქანე.ალბათ უკვე ვახსენე ჩემი ბედის ამბავი. მოკლედ, მარიამი გადმოვარდა საქანელიდან და თავი გაიტეხა.ვუყურებ მეც გაოცებული.მარიამი საქანელას დაეკიდა და ნელნელა ადგა.ერტი წუთიც არ გასულა და ტიპი არ დაეთხლიშა ძირს? აუუ ტო ლამის მეც მივყევი ,ისე შემეშინდა.მივედი ახლოს,ხელები ურტყი სახეში იქნებ გონზე მოვიდეს თქო,მაგრამ თვალსაც არ ახელდა.ძალიან შემეშინდა ცხოვრებაში პირველად. ხელში ავიყვანე.სკამზე წამოვაწვინე და თვალებიც გაახილა.სულ გალურჯდა ტიპი.ვერც ლაპარაკობდა და ამან ხო სულ დამბრიდა.რაღაცას მანიშნებდა მაგრამ ისე დავიბენი ვერ მივხვდი რა.ეგრევე დავრეკე სასწრაფოში.მალევე მოვიდნენ.ჩემი ხელით დავაწვინე საკაცეზე და გაოფლილი სველი მაიკით გავყევი საავარმყოფოში.მე გარეთ დავრჩი და მაგის ტელეც მე მქონდა.აუ მერე რო ატყდა ეს დედააფეთქებული აღარ გაჩერდა.დედამისი ურეკავდა. რომ ვუპასუხო და ავუხსნა, როდის მე რამეს გავაგებინებ თქო და ხელი არ მოვკიდე.აღარ გაჩერდა ბოლოს და მესიჯი გაუგზავნე „დე მალე მოვალ“.სხვა რა მიმეწერა.აღარ დაურეკავს.ამასობაში მარიამიც გამოვიდა.ფეხზე წამოვვარდი მაშინდელივით,ლექციის დროს რო შემოვიდა.მოვიდა ტიპი ახლოს და ჩამეხუტა.ჯერ განზე დამრჩა ხელები და მერე მეც მოვეხვიე. ლამის თავი მოვიკალი.გული ისე უცემდა,სულ კანკალებდა.გაუშვი,ორივე ხელით სახით მოვწიე ჩემსკენ და ცხვირზე ვაკოცე.ცრემლიანი თვალები რო დაუნახე გული ჩამეწვა და კიდე ჩავეხუტე.ცოტა დამშვიდდა და წამოვედით იქიდან.
-დედა გირეკავდა.ვერ ვუპასუხე,მაგრამ სმს გაუგზავნე.
-ახლა დარეკა? - ისეთი შეშინებული ხმით მკითხა,ეგრევე მოვწვი დედამისი რომ დაურხევდა დაგვიანების გამო.
-ხო ერთი 5 წუთია.მისმინე დაიცა და ძმაკაცს ვეტყვი ახლავე მიგიყვან.
-იყოს,არ მინდა მივალ მეც.
-ხო მაგრამ....არა მოიცა დავურეკო. - ბიჭო მიდი მალე ,გამო მანქანით და გამიყვანე შენთან.
საბაჩკაც ზუსტად 2 წუთში გამეჩითა.კი გამიკვირდა ასე მალე რომ მოვიდა.საბა ყოველთვის ყველგან აგვიანებს ხოლმე,ყველაზე ცოტა ნახევარი საათით დაიგვიანოს და ახლა მართლა დაბარებულივით არ მოვიდა ეს ჩემისა?.მარიამს კარი გავუღე და მეც მეორე მხრიდან დავუჯექი.
-ჰა აბა ? დაწვი ქონები? ეეე? შენ რა მოგივიდა გოგონი? - მეკითხება საბა ცინიკურად,როგორც იცის ხოლმე და წინა სარკიდან მარიამს გამოხედა.
-დავაი ახლა.გზას უყურე,რამეს არ შეასკდე.ჩემი ბრალია,თავი გავუტეხე.
-მაგარი ხარ ბრატ.ჩათვალე შენია ეგ გოგო.
-ბიჭო წინ იყურე და წესიერად მელაპარაკე.არ გიცნობ და ვაბშე ვინ ხარ. - წამოენთო მარიამი.საბამაც მაშინვე მოკეტა.
მივედით ბოლობოლო.მარიამი გადმოვიდა,ეტყობოდა სახეზე რო ვერ იყო კარგად.მეც ვგრძნობდი ბეჭების ტკივილს,ეს ოფლიანი მაიკა ზედ შემაშრა ამასობაში.მარიამს ავყევი სახლამდე.იტოგში საბა და მარიამი ერთ ეზოში ცხოვრობენ თურმე.
-მე დაგელოდო თუ დღეს არ აპირებ წასვლას არსად?
-არა,ვერ გავაცდენ.
-დაგელოდო?
-არაა საჭირო.თავი გამიტეხე და რავი,მეშინია მომავალში პირიქით არ მოხდეს.
-საბასთან ავალ მაშინ. - მე ჩემსას ვაგრძელებდი.
მარიამი შეტრიალდა.ადგილიდან ვერ დავიძარი.მინდოდა მარტო მარიამისათვის მეყურებინა,თუნდაც ზურგიდან.კარებთან რომ მივიდა შემოტრიალდა.
-კარგი,დამელოდე.ან ამო,მარტო ვარ.
არ ველოდი ტო.ხმა ვერ ამოვიღე.უფრო დავეჯაჭვე ადგილს.ამ დედააფეთქებულ ფეხებს ვერაფერი მოვუხერხე.
-დიდხანს გელოდო თუ მანდ უნდა იდგე სანამ გამოვალ?
-ნუ იკბინები ოღონდაც.
შემომიღრინა და შევედით.მაგრად გამისწორდა რო შევყევი,საკაიფო სახლი იყო.ზედგამოჭრილი მარიამისთვის,თუმცა ის უკეთესს იმსახურებდა.უბრალო, მარიამისნაირად საყვარელი სახლი იყო,საკაიფოდ რო ხარ რაა ეგეთ პონტში.
-გადავივლებ და გამოვალ...
-აუუ ტო რამე რო მაჭამო არაა? არ ვარ მიჩვეული დილით შიმშილს.
-ჭამე რასაც ნახავ..
-ეეე ტო შენ სახლში მე რა მოვძებნო?
-თაროზე კამფეტია და ის ჭამე.
-აუ არ მინდა ხო არაფერი,ოღონდაც გაჩუმდი და ნუ ხიპიშობ სულ..
15 წუთში მარიამიც გამოვიდა. მე კიდე ისე მშიოდა,მუცელმა ღმუილი დაიწყო.მიყურებს და უცბად სიცილი უვარდება.
-რა გაცინებს ტოო?
-ეგრე მოდიხარ შენ?
-აუუ სუ გამოვშტერდი ტოო...საბასთან ავალ გამოვიცვლი..
-აქამდე რო მოგეფიქრებინა ჯობდა...და მაინც რა გონებამახვილი ხარ.
საბასთან ავედი ჩემი ტანსაცმელი ავიღე,ჩავიცვი და გამოვედი.მარიამთან შევედი და სამზარეულოდან მეძახის ტიპი.რო შევედი ტოო პატარა სუფრა გაეშალა და ისე საყვარლად იჯდა სავარძელზე ფეხებმოკეცილი...ახლოს მივედი.
-მიყურე ახლა გაფართოებული თვალებით. - მეუბნევა და ეცინება. - გაცივდება,ჭამე.
-რავი საჭმელი კი გემრიელად გამოიყურება,მარა ტო პროსტა თეფში არ მაქვს ხო აზზე ხარ და ისე არ მძალმიძს ჭამა.
-უიი დამავიწყდაა.
ფეხზე ადგა.წინ გადავეღობე,თვალებში ვუყურებ,ვკოცნი......მეხუტება......
-ხო იცი ისე ჩემ ცოლს გავხარ.
მხია ხელი,მეგონა ვინმე ჯანიანმა ტიპმა მხია. - ნნაგავი.ფუუ...როგორ შევცდი...წადი აქედან.
-გოგო რო მილაწუნებ შენ ნებაზე ეგრე არაა ტოო..ცოლი არ მყავს ჯერ და იმის თქმა მინდოდა,რო შენ იქნები ჩემი ცოლი და შენ ტო ვაბშე არ გაქვს იუმორის შეგრძნება...
-უფრო ნაგავი ხარ... - იცინის...
ორივე დავსხედით და ხმაამოუღებლად დავიწყეთ ჭამა.ვგრძნობდი,რომ როგორც მე ,ისევე ფიქრობდა მარიამიც ჩემზე.ეს იყო მომენტი,როცა სიტყვები ზედმეტი იყო და ეს დუმილი მეტი სიყვარულისა და სითბოს მომცემი იყო.რაც მეტად ვაკვირდებოდი მარიამს,მით მეტად მიყვარდებოდა.მიყვარდებოდა მისი ქცევები,თვისებები,გამოხედვა და ყველაფერი, საერთოდ რაც ჩემთვის იყო განკუთვნილი და ის,რაც ჩემთვის არ იყო მომართული.მისი სიმშვიდე და შინაგანი სამყარო - მშვენიერებითა და სიყვარულიც აღსავსე,სრულიად მავიწყებდა ყველაფერს და რაღაც ამოუცნობისაკენ მივყავდი.მარიამთან ერთად შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერიც,უბედურიც,მხიარულიც და მოწყენილიც,იმიტომ რომ მასთან გატარებული ყოველი წამი გავიწყებდა ირგვლივ ყოველივეს.ყოველი დღე ჩვენი ერთად ყოფნისა,ჩემთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა და ვცდილობდი სხვა თვალით შემეხედა ისეთი რამისათვის,რაც მარიამის გაცნობამდე სრულიად უინტერესო და არაფრისმომცემი იყო.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ისევ ზღვა შეცდომებია გრამატიკული.არ დავიწყებ ჩამოთვლას,თვალს რომ გადაავლებ თვითონაც მიხვდები.ზოგი,ალბათ სიჩქარის ბრალია,თუმცა არაუშავს.

გოგო რომ კოცნის და ეხუტება,ეგ კარგი იყო.ბიჭის ნაწერი რომაა აქაც ეტყობა,გოგო ასე არ დაწერდა.

რომანტიკა საერთოდ არ არის,თუმცა ცუდად არ მიიღო.ყველა განსხვავებული.

ეს ტო ყველამ მიგითითა თითქმის,მაგრამ რახან გინდა და არ შეგიძLია სხვანაირად,მაშინ გქონდეს. ბრჭყალებში ჩასვი-მეთქი გითხარი,ბარბარიზმებსა დაჟარგონებზე,მაგრამ ეგ არაფერი,როგორც გეადვილება,ისე წერე.

წარმატებები.ნუარ არის ცუდიმართალია,მალე ხდება ყველაფერი,ძალიან სწრაფად,მაგრამ ჯერ ახლა დაიწყე წერა და მერე უფრო დაიხვეწები.

წარმატებები.

რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ რეალური ისტორიაა.მართლა ასეა ?

 


№2  offline წევრი Linna

აუ გააგრძელე რაა:((<3 ძაან მაგარი ბიჭი ხარ

 


№3  offline წევრი nikanikusha

drunkinlove
ისევ ზღვა შეცდომებია გრამატიკული.არ დავიწყებ ჩამოთვლას,თვალს რომ გადაავლებ თვითონაც მიხვდები.ზოგი,ალბათ სიჩქარის ბრალია,თუმცა არაუშავს.

გოგო რომ კოცნის და ეხუტება,ეგ კარგი იყო.ბიჭის ნაწერი რომაა აქაც ეტყობა,გოგო ასე არ დაწერდა.

რომანტიკა საერთოდ არ არის,თუმცა ცუდად არ მიიღო.ყველა განსხვავებული.

ეს ტო ყველამ მიგითითა თითქმის,მაგრამ რახან გინდა და არ შეგიძLია სხვანაირად,მაშინ გქონდეს. ბრჭყალებში ჩასვი-მეთქი გითხარი,ბარბარიზმებსა დაჟარგონებზე,მაგრამ ეგ არაფერი,როგორც გეადვილება,ისე წერე.

წარმატებები.ნუარ არის ცუდიმართალია,მალე ხდება ყველაფერი,ძალიან სწრაფად,მაგრამ ჯერ ახლა დაიწყე წერა და მერე უფრო დაიხვეწები.

წარმატებები.

რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ რეალური ისტორიაა.მართლა ასეა ?

დიახ,მართლა ასეაა

 


№4  offline წევრი yvavi

საკაიფოა :დდდ
გრამატკას მიხედე მხოლოდ.
ბოლოს და ბოლოს ყველა ერთნაირად ხომ არ დაწერს :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent