შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად გამექცევი 28


22-07-2015, 16:59
ავტორი Psy_Cho_Path
ნანახია 3 442

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა, ბევრი წასულა, ბევრი მოსულა, ბევრიი რამ გადამიტანია .. ბევრი რამისთვის გამიძლია,მაგრამ საბას მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია ... ის ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩენაა რომელიც დღემდე ბოლომდე ვერ შევისწავლე... იცით რას მივხვდი? სიყვარული ის გრძნობა არაა რაც ჩვენ გვგონია... ბევრჯრ გვგონია გვიყვარს და ძალიან ვცდებით.. ზოგი ძალიან გვიან ხვდება მის შეცდომას .. ზოგი კი ცხოვრების ბოლომდე ვერ აანალიზებს ამ ყველაფერს და უწევს იმ ტყუილში ცხოვრება რომელიც საკუთარ თავს დააჯერა ...
ალბათ ყველა ჩვენგანს უნდა ვინმე უყვარდეს და ვინმეს უყვარდეს ის.. ყველას უნდა მასზე ვინმე ზრუნავდეს... ასე მოხდა რეზის დროსაც ... მინდოდა ვინმეს ვყვარებოდი.. ჯერ ეკე იყო.. ეკეს მერე რეზი... მეკი ჩემ თავს ვაჯერებდი რომ რეზი მიყვარდა .. თუმცა ყოველთვის მაკლდა რაღაც, რაღაც რომელზეც ჩემ თავთანაც არ მილაპარაკია აქამდე, არამარტო არ მილაპარაკია არამედ უბრალოდ არცკი ვფიქრობდი ამაზე ....
საბას წასვლიდან პირველი 5 წელი ვხვდებოდი რაც მჭირდებოდა, რა მინდოდა და რა მაკლდა... მერე? მერე განა დავივიწყე უბრალოდ დრო გადიოდა და მეც საბას გარეშე ცხოვრებას შევეჩვიე, თუმცა ყოველთვის ტკივილამდე მაკლდა ის.. როცა პირველი ბიჭი გამოჩნდა რომელიც მომეწონა საბა სადღაც გულის ერთ მხარეს გადავმალე და ის ტკივილიც თითქოს ჩაწყდა..იყო რაღაცის ნაკლებობა.. მაგრამ რისი? ამას ვერ ვხვდებოდი ! ან კარგად ვხვდებოდი და უბრალოდ ჩემ თავს არ ვუმხელდი ამ ყველაფერს... დღეს კი ტკივილი განახლდა..ისე მტკიოდა როგორც მისი წასვლის პირველ წლებში თუმცა ეხლა ის მტკიოდა რომ ამდენი წლის შემდეგ ესე ნაგლურად გამოჩნდა და ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა...
ძალიან მინდა. მინდა ვაპატიო და მასთან ვიყო მაგრამ იცით? ამდენი ტკივილის შემდეგ ესე ადგე და უბრალოდ აპატიო ადამიანს ეს ყველაზე რთულია მითუმეტეს ჩემთვის! გოგოსთვის რომელიც ძალიან პრინციპიანი და ჯიუტია .. გოგოსთვის რომელიც შეჩვეულია ყველას მის ჭკუაზე სიარულს... მას კი 9 წელი არცკი გავხსენებივარ.. თუ გონია ავდგები და ვააპატიებ ძალიან ცდება მითუმეტეს ჯერ არ ჩამოსულა და ვიღაც გაშპაკლურ გოგოს დასდევს კუდში ....
არაფრით არ მაძინებდა ფიქრები საბაზე და ვიღაც ნანუკაზე..... თითქმის გათეენებულზე როგორც იქნა ჩამეძინა.. დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა...ხელის ფათურით მოვძებბნე და ისე ვუპასუხეარც დამიხედავს ვინ იყო
– გისმენთ.... ძლივვს ავამოძრავე პირი რომ ხმა ამომეღო
– რა ხმა გაქ რაიყო გოგო? ...მკითხა შეშფოთებულმა ელიმ
– მეძინა და..
– პირველი საათია აწიე შენი ლამაზი საჯდომი და ჩვენთან გამოდი ... მკაცრი ტონით მითხრა
– აუ რამე ხდება? თუ არა დამაძინე ელი რაა
– კი ხდება ალექსის დაბადების დღეა და მომზადება არგინდა?
– აუუუ როდის არიის? დღესს?
- სულ გაგიჟდი ეგეც აღარ გახსოვს?ხო ხღესაა და კლუბში იხდის
- მოიცა საბას უკლუბში?
- ხო
- არმოვდივარ ცუდადვარ ... წამოვიყვირე
- 10 წუთში მაქ ვარ ... არც დაუგვიანებია 10 წუთში ჩემ კარებზე ზარის ხმა გაისმა ... ელი და ნატაშკა ერთად მოსულან.. ერთს კაი და ორივეს ნაგდად ვერ დავუძვრები.. ამოვიოხრე და კარები გავაღე
- ხო კაი მოვდივარ.. სიტყვის თქმა აღარ ვაცადე არცერთს... წყალი გადავივლე და სასწრაფოდ საყიდლებზე გავეშურეთ .....
უამრავი მაღაზია მოვიარეთ..უამრავი კაბა გავისინჯე და ჯერ კიდევ ვერ ავარჩიე ვერაფერი.. გოგოებმა კი იმდენი რამე იყიდეს უკვე ვეღარ ვატევდით მანქანაში .. უცბად ერთ თეთრ კაბასთან გავჩერდი წარბი მაღლა ავწიე და ეშმაკურად გავიღიმე ... გავიზომე კაბა საშინლად მოტკეცილი და მოკლე იყო.. ყველაფერი მომწონდა ერთირაღაცის გარდა... დეკოლტე არ ქონდა.. გადავწყვიტე ჩემს მკერავთან სასწრაფოდ წავსულიყავი ...
- აუ მაკაა რამე უნდა მოუხერხო რააა... დავიწყე წუწუნი
- რათქმაუნდა კუკლა ნახევარ საათში მზად იქნება...... ვიცოდი მაგარი გამოვიდოდა მაგრამ ესეთი მაგარიც არ მეგონა .. როცა გავიზომე გოგოებმა პირი დააღეს
- არ არსებობს .. ერთხმაში წამოიყვირეს
- არსებობს ! ... ვთქვი კმაყოფილმა და სარკეში ყურებით ვტკბებოდი
- ანკაა საბა გადაირევა ამ კაბაში რომ გნახოს... ატეხა სიცილი ნატაშკამ
- მეც ეგ მაწყობს ... ჩავიცინე
- ხოდა თუ ეგ გინდა ასიანში გაარტყი .. აყვა ელიც ... ვერ აგიხსნით როგორი კმაყოფილი ვიყავი ჩემი შენაძენით ... ყველა ჩემთან წავედით გამოსაწყობად ...
არვიცი რა მჭირდა დღეს მაგრამ გადავწყვიტ თმა გამეშალა დ დამეხვია.. მაკიაჟიც კარგად გავკეთე და არა ისე მსუბუქად როგორც ვიცი ხოლმე ... მოკლედ როცა გამოვეწყვეთ უკვე გვიანი იყო და ვაგვიანებდით ...
- წავედით დავაგვიანებთ ... ვთქვიდა კარებისკენ გავემართე... ტაქსი გავაჩერეთ და კლუბისკენ გავემართეთ..იქ სამივე დალევას ვაპირებდით და მანქანით წასვლას აზრიც არ ქონდდა.. როცა იქ მივედით წვეულება უკვე დაწყებული იიყო...კარი შევაღეთ და ჩვენ საყვარელ სამყაროში შევაბიჯეთ... კლუბი ზუსტად ისე იყო განათებული როგორც მიყვარდა...ძლივს გაარჩევდი ხალხს სახეზე... ბიჭებს ვეძებდით და აი ნიკას მოვკარით თვალი... იქით გავემართეთ
- ოჰ მოსულან პრინცესები (ნიკა)
- როგორ ხარ პრინცო? ... ვკითხე სიცილით
- სანამ თქვენ მოხვიდოდით კარგად ეხლა ვხვდები კუდში უნდა გზდიოთ რამე არ მოიწიოთ...ატეხა სიცილი..
- არა ტო ბავშვობიდან კლოუნია და მაინც რატო გვიყვარს დღემდე ესე ძალიან? ... გაისმა სანდროს ხმა რომელიც დათოს მიშტერებოდა მთელი სერიოზულობით და პასუხს უცდიდა
- არვიცი შე*ემა მეც ეგ არ მიკვირს? .. რამდენიმე წამი სიცილი შეიკავეს და მერე ერთხ ხმაში აკაკანდნენ
- არა რა მასხარები არიან (ნატაშკა)
- გეთანხმები დაო ..დაეთანხმა ელი
- თუმცა ეს მასხარა შენ მაინც გიყვარს ... უთხრა დათომ ნატაშკას წელზე ხელი შემოხვია და შუბლზე აკოცა ..
- რაპონტშია ეს სიყვარული ბრმა?... გადმომხედა ელიმ სიცილით
- ამათ კითხე მე რავიცი ... ავყევი სიცილით.. და სახეზე სიცილი მაშინ შემახმაროცა ალექსი დავინახე ჩვენსკენ მომავალი სააბასთან და ვიღაც გოგოსთან ერთად რომელსაც შორიდან ვერ ვცნობდი... როგორც იქნა მოგვიახლოვდნენ .. .. დავინახე საბას სახე როცა ესე ჩაცმული დამინახა... სახე აელეწა და ემოციები ვერ დამალა... თვალს არ მაშორებდა... ყველანაირად ვეცადე მისი მზერის არ შემჩნევას და ალექსისკენ გავემართე
- ალეექს გილოცაავვვ ...მოვეხვიე
- მადლობა კუკლა ... მოკლედ ყველამ მიულოცა და ბოლოს ყველა დაიშალა.. დავრჩი მარტო მე და ვერაფერი მოვიფიქრე გარდა ბართან მისვლისდა სასმელის დალევის ...
- ერთი ტეკილა რა... მოვთხოვე ბარმენს ... მოკლედ ერთი ჭიქა ორი ჭიქა და ხო ხვდებით როგორც იცის ხოლმე რა...ოდნავ მომეკიდა ...
- რატო ხარ ბართან მარტო?... გაისმა სანდროს ხმა... ესე არასდროს გამხარებია მისი ხმის გაგონება
- ცოტა დალევა მომინდა და
- ბევრი არ დალიო ... გამიმკაცრა ბიჭმა ტონი
- ვაჰ ახალი ძიძა მაკლდა რა
- ანკა თუ საჭიროა ძიძობასაც გაგიწევ ...
- სიგარეტი გაქ?... უცბად გამახსენდა რო არ წამომიღია... გამოვართვი და გასასვლელისკენ წავედი ... გარეეთ გასულს ცივმა ჰაერმა ცხელ სხეულზე სასიამოვნოდ დამიარა... სიგარეტს მოვუკიდე და ისედაც გაბრუებული უფრო გავბრუვდი ... იმდენად გაბრუებული ვიყავი ვერც კი დავინახე კედელზე მიყუდებული ამაშუკელი როგორ ეწეოდა სიგარეტს და თან თვალებით როგორ მწვავდა.. ვერც შევამჩნევდი რომ არა მისი სიტყვები
- მეტი აღარ დალიო ქერა !.... გაისმა სიჩუმეში მისი ბოხი ხმა... ნიავმა მისი სიგარეტის ბოლში არეული დუხის სუნი სახეში მტყორცნა და ამ ყველაფრით გაბრუებულმა კინაღამ წონასწორობა დავკარგე
- საბუკ კიდევ ერთი ძიძაარ მჭირდება საკმარისად არიან ... ვუთხარი ცინიკურად
- ნუ მეტლიკინები გგოგო ! შენთავს შეხედე მაინც სანამ სახლიდან გახვიდოდი? ისეთი კაბა გაცვია გინდ გცმია გინდ საცვლებით გივლია სასმელისგან ისე გალეშილხარ ფეხზე ვერ დგები და კიდე მეტლიკინები?... ტონს აუწია ამაშუკელმა აშკარად ვერ დამალა მისი გამწარება ..
- იცი რა საყვარელო შენ არ გეხება მე რას ჩავიცმევ და რამდენს დავლევ, ასე რომ შენ საქმეს მიხედე.... ეს ვთვი თუ არა საბა ჩემს წინ აესვეტა. ისე ახლოს იყო მისი სუნთქვა მესმოდა.... ძალიან დამაბნია მისმა სიახლოვემ.. მაქსიმალურად შევეცადე არ შეემემჩნია და თვალი თვალში გავუყარე ...
- რა გინდა სააბა? ... სიმკაცრე კარგად შეინიშნებოდა ჩემს ხმაში
- შენ !... მითხრა და უხტიბრად გამიღიმა
- დააგვიანე ... ვუთხარი და კარებისკენ გავემართე... უცბად კარებში ნანუკას შევეჯახე რომელიც აშკარად საბას საძებნად გამოსულიყო .. ისეთი სახით შევხედე მიხვდა რომ გამარჯობაა რო ეთქვა ან თუნდაც პირი გაეღო კარგ დღეს არ დავაყრიდი ..... კლუბში შევედი ... ვგრძნობდი კარგად არ ვიყავი ... ასე მეგონა მალეე გული წამივიდოდა.. სანდროს მოვკარი თვალი რომელიც ჩემ დანახვაზე მაშინვე მომმვარდა და ხელში ამიყვანა .. სადღაც ოთახში შემიყვანა
- რა გჭიირს?.. დაფეთთებული სანდრო კითხვებს მისვამდა... თან თავთან მეჯდა
- მეძინება სან .. მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი თავი მივადე და ჩამეძინა... ემოციებისგანგან დაცლილი გადავიწვი და სასმელმაც იმოქმედა...არვიცი რამდენიხანი მეძინა მაგრამ თვალები როცა გავახილე საბას კალთაში მედო თავი და მიყურებდა
- აქ რა გინდა? ... ელდა ნაცემივით წამოვხტი მაგრამ თავში ტკივილი ვიგრძენი და მოვიმანჭე
- რა მოგივიდა? ... შეშინებული საბას მზერამ უფრო დამაბნია
- არაფერი ... ვთქვი და ფეხზე წამოვდექიი..
- სად მიდიხარ? ...
- სახლში საბა ... ვუთხარი და ოთახიდან გამოვედი ... კლუბი სასწრაფოდ დავტოვე ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი ... ..
სახლში მისული ეგრევე საწოლზე დავემხე.. რატომღაც ვერ ვიძინებდი
- ფუ შენი ასათიანო 2 დღეში გამოცდები გეწყება ... ამ ნასვამზე ეს რატო გამახსენდა?.. ნაღდად არვიცი ..... მოკლედ როგორც იქნა ჩამეძინაა ...
მეორე დილით პახმელიაზე გამეღვიძა.. წყურვილი მკლავდა.. ყელი მტკიოდა ... გული აჩქარებული მქონდა და თავი მისკდებოდა... - არა რა მეხო ვერ ვისწავლე როარუნდა დავლიო ... ვბუზღუნებდი ჩემთვის... ცოტა მოვსულიერდი და გოგოებმაც დამირეკეს... ხვალინდელი გამოცდისთვის უნდა მოვმზადებულიყავით... სასწრაფოდ წყალი გადავივლე და მათთან გავემართე...



P.ს ვიცი რომ რამდენიმე ერთგული მკითხველი ყავდა ჩემს ისტორიას ვიცი როუნამუსოდ მოვიქეცი ესე რომ გავქრი მაგრამ იმედიმაქ ძველებს დაგიბრუნებთ და ბევრ ახლს შეგიძენთ ))))<3



№1  offline წევრი milangirl

აღარც კი მახსოვს კარგად ეს ისტორია. ასე აღარ დააგვიანო

 


№2  offline წევრი anaa

თუ შეძლებ თავიდან ბოლომდე დაწერეე სრულად უკვე აღც კი მახსოვს რა მოხდაა :( :)

 


№3  offline წევრი Psy_Cho_Path

anaa
თუ შეძლებ თავიდან ბოლომდე დაწერეე სრულად უკვე აღც კი მახსოვს რა მოხდაა :( :)

მაპატიე სიამოვნებით დავდებდი მაგრამ არ ვინახავ კომპიუტერში ეგრევე ვწერ და ვდებ... თუ გადახედავ ისე კარგი იქნება love

 


№4 სტუმარი mumu

ეს ბოლო თავია?

 


№5  offline წევრი khatia khatia

მალე დადე რა ახალიიი თავიი Dძააან კაია bowtie bowtie
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

აუუუუროდისს დადეეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent