შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (2)


23-07-2015, 00:44
ავტორი lisebeth
ნანახია 6 339

ბარბარე გონს ,რომ მოვიდა უკვე ძალიან გვიანი იყო. ლექსოს მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და იქედან გამოქცევა დააპირა,მაგრამ ბიწმა მკლავით დაიჭირა და ისევ მისკენ მიიზიდა
-ასე უცებ მიდიხარ?
-შეცდომაა ეს ყველაფერი, მე ასეთი არ ვარ...
-როგორი არ ხარ? ერთმანეთი მოგვსწონს და...
-ნიკა...ალბათ უკვე მეძებს_ნაბიჯი აებნა გოგონას დასახლის კიბესთან ძლივს მივიდა.მიხვდა,რომ შიგნით შესვლა არ შეეძლოდა ბიძამისის მძღოლს დაურეკა. რომ არ შეემჩნიათ ქუჩაში გამოვიდა და თვალს მიეფარა. ცოტა ხანში მანქანამ პირდაპირ ფეხებთან გაუჩერა. ჩამჯდარიც არ იყო ტელეფონზე ნიკას ზარი ,რომ გაისმა
-ბარბარე სად ხარ?
-მძღოლს დავურეკე და სახლში წავედი
-რაა? და აქ ასე უსიტყვოდ დამტოვე?
-არ მინდოდა ჩემს გამო წამოსულიყავი. თავი ძალიან მტკივა და...
-მე წაგიყვანდი რა პრობლემაა
-მოდი ხვალ გნახავ კარგი?
-დარწმუნებული ხარ ,რომ კარგად ხარ?
-რათქმაუნდა...დაგირეკავ მერე.
ბარბარემ ის იყო სახლის კარი შეაღო,რომ მსახურმაც დაასრულა მისაღების დალაგება.
-საღამო მშვიდობის_გაუღიმა არც ისე ხნიერმა ქალმა
-ბიძაჩემი სახლშია?
-იყო და ცოტა ხნის წინ ქალბატონი ლელა გააცილა
-ღმერთო ჩემო ისევ ის ქალი . დაუჯერებელი_თავი გადააქნია ბარბარემ
-უხდებიან ერთმანეთს _გულწრფელად გაიღიმა ქალმა
-წავალ დავწვები არ მინდა მაგაზე საუბარი
-როგორც ინებებთ
საწოლში ჩაწვა ,მაგრამ იმ დღეს მომხდარზე ფირს ვერა და ვერ წყვეტდა. თავს ისე გრძნობდა თითქოს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი დიდი რამ მომხდარიყოს. თუმცა შეიძლება მართლაც ასე იყო. მერე იმაზე დაფიქრდა რას გრძნობდა ან ნიკას ან ლექსოს მიმართ ,მაგრამ ვერც ამჯერად მიხვდა ვერაფერს. გათენებამდე იწრიალა საწოლში და ვერა და ვერ დაეძინა. გადაქანცულმა ეს მხოლოდ შვიდი საათისთვის შეძლო. ის იყო თვალები მილულა,რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა
-შემოდით_დაიყვირა
-ბარბი გღვიძავს?
-საერთოდ არ მძინებია ბიძია
-კარგად ხარ?_ შეშფოთდა კაცი
-ისე რა...მოხდა რამე?
-მე და ლელა საფრანგეთში მივდივართ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა. მინდოდა დაგმშვიდობებოდი
-ის ქალიც მოდის?
-ბარბი კარგი რა
-კარგი ხო არაფერს ვამბობ . ბიძია მართლა ძალიან მეძინება ... წუხელ წვეულებიდანაც კი წამოვედი
-რატომ ავად ხარ?
-არა უბრალოდ ..._ცხვირი ჩამოუშვა გოგონამ
-ნიკასთან გაქვს პრობლემა?
-პრობლემა ჩემშია . უბრალოდ ძალიან დაბნეული და ჩემს თავში დაკარგული ვარ. არ ვიცი რა მინდა და რას ვაკეთებ. ხომ მიცნობ არა?
-მე ვიცი რაც გაგამხიარულებს
-რა_აიბუზა ბარბარე
-წამოდი შენც წაგიყვან და ყველაფერს გიყიდი რასაც მთხოვ. შენ ხომ გიჟდები საფრანგეთში შოპინგზე
-არ მინდა. შენ და ლელა წადით.
-ვიცი ,დედა გჭირდება ისითვის ,რომ გაგიგოს და ისე დაელაპარაკო როგორც ქალი ქალს. უკვე დიდი გოგო ხარ და მესმის ჩემთან არ ხარ ბოლომდე გულახდილი
-დედა რომ ცოცხალი იყოს_თვალზე ცრემლი მოადგა ბარბარეს და მშობლების სურათს გახედა ,რომელიც ტუმბოზე იდო.
-მე ყველაფერს გაძლევ ,მაგრამ შენი მშობლების შეცვლა არ შემიძლია.
-ასე არ არის ბიძია. შენ საუკეთესო ხარ . ხომ იცი როგორ მიყვარხარ. _კალთაში ჩაუსკუპდა ლევანის და კისერზე მოეხვია
-გინდა ლელას ვთხოვო და დაგელაპარაკოს? მაინც ქალია
-არა არ მინდა_გადაჭრით თქვვა გოგონამ_ხომ იცი არ მომწონს ეგ ქალი
-ის კარგი ქალია
-შესაზლოა ,მაგრამ შენ არ შეგეფერება. შენ უფრო დახვეწილი,ჭკვიანი ,ლამაზი და ქალური ქალი შეგეფერება
-რამდენჯერ უნდა გითხრა ,რომ ადამიანები ჩაცმა დახურვით არ ფასდებიან
-ეგ არც მიგულისხმია
-შენ უბრალოდ ეჭვიანობ ,მაგრამ ამის საბაბი არ გაქვს. რაც არ უნდა მოხდეს შენ ყოველთვის იმად დარჩები ჩემთვის რაც ახლა ხარ.
-ვიცი რომ ეგოისტი ვარ ,მაგრამ ისე მივეჩვიე ,რომ მე და შენ მარტონი ვართ... უფლება გაქვს ცოლი და შენი შვილები გყავდეს
- მოდი ჩაგეხუტო და წავედი ...იცოდე ჭკვიანად იყავი და აქაურობას ნუ დაიმხობ თავზე როგორც გჩვევია...არანაირი წვეულებები იცოდე .
-გპირდები . დამირეკე ,რომ ჩახვალ
-მიდი დაიძინე .აუცილებლად დაგირეკავ
ბარბარე ისევ საწოლში შეწვა და ღამენათევს მკვდარივით დაეძინა. შუადღემდე არც კი გარყეულა. ალბათ დაბნელებამდე გააგრძელებდა ასე ვიღაცის შეჯანჯღარებას ,რომ არ გაეღვიძებინა. ნახევრად არ ჰქონდა თვალები გახელილი მისი დაქალის ანიტას ქერა თმა ,
რომ დალანდა.
-ვერ ხედავ ,რომ მძინავს?
-საბანი წაიფარა თავზე
-რაღაც მოგიტანე
-და აუცილებელია ამწუთას მომცე?
- შენი ყელსაბამი .
-რომელი ყელსაბამი?_თავი წამოსწია ბარბარემ და რომ დაინახა თვალი გაუშტერდა
-სად იყო?
-სადაც იყავი წუხელ
-არც შემიმჩნევია თუ დავკარგე
-დაფნებთან ვიპოვე
-ეტყობა სეირნობისას....
-ნუ მატყუებ ვიცი ,რომ იქ ლექსოსთან ერთად იყავი
-შენ რა იცი ვისთან ერთად ვიყავი_ხელიდან გამოგლიჯა ყელსაბამი და ტუმბოზე დაახეთქა
-ჩემ მსახურს თვალები ,რომ დავუბრიალი რაც ვერ დაინახა ისიც კი მოყვა
-ჭორიკანა დედაკაცი . ჰო მერე რა რომ ლექსოსთან ერთად ვიყავი?
-შენ და ნიკა ერთად ხართ და ლექსოსთან სექსი გქონდა? რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება?
ბარბარეს თვალები დაუფართოვდა სიბრაზისგან .არ ეგონა თუ ესეც იცოდა.
-რას ვიფიქრებდი თუ ასეთი იყავი
-როგორი ?
-მოღალატე. სხვა სიტყვა შეგეფერება?
-ყელში ამომივიდა უკვე ეს სპექტაკლი. ნუთუ ვერ ხედავ ,რომ არაფერი გამოგვდის. ორი წელია ერთად ვართ და ჩვენ ...ჩვენ უბრალოდ არ გამოგვდის. არ მაღელვებს,არ მიზიდავს , ვერაფერს ვგრშნობ როცა მეხება , ორი წლის მანძილზე სექსი არ გვქონია ეს არაფერს გეუბნება ? ლექსოს გვერდით კი ყველაფერი სხვაგვარადაა...ის...
-სულელი ხარ....ნამდვილი სულელი. რას ელი მისგან ? გგონია შენი სიყვარულით დაიწვება? მაგისთვის გოგონები მხოლოდ გასართობია. აგრძნობინე ,რომ მასთან ყოფნა გინდოდა, აგრზნობინე რომ ჭირდებოდი და ისე დაგიმორცილა როგორც უნდოდა. ნამდვილი სულელი ხარ. ნიკას ვისში ცვლი ვიღაც ჩამოუყალიბებელ მექალთანეში? იცოდე კისერს წაიმტვრევ. მანამდე გაჩერდი სანამ დროა . ჯერ 19 წლის ხარ ქვეყანა არ იქცევა იმით თუ შენ და ნიკას არ გამოგდით . დრო მოვა და გამოგივათ.
-უნდა ვუთხრა ,რომ სხვასთან ვიწექი . ვერ მოვატყუებ მეტჯერ. ვიცი ,რომ არ იმსახურებს ამას
-მე გაგაფრთხილე ბარბი. სისულელეს მეტჯერ ნუ ჩაიდენ . მე წავედი სხვა დროს გნახავ , მაგრამ დაიმხასოვრე,რომ ლექსოს ნდობა არ შეიძლება_ბარბარემ გასავლელ კარამდე ჩამოყვა მეგობარს და თან გზადაგზა რაღაცეებს უმტკიცებდა,მაგრამ გოგონამ ყურიც არ ათხოვა ისე წავიდა.
-ჯანდაბა...ჯანდაბა..ჯანდაბა...ჭორიკანა მსახური როგორ გამიბედა თვალთვალი_სწრაფად გაირბინა დერეფანში და ვიღაცამ ხელი სტაცა .
-გამარჯობა გაქცეულო ბარბი
-ლექსო ? როგორ შემოხვედი
-დილით შემოვედი ბიძაშენი ,რომ გადიოდა. თავად შემომიშვა
-და მაგის მერე აქ ხარ? და ...
-ძალიან ლამაზი ხარ როცა გძინავს
-იდიოტო
-წუხელ სხვანაირად მელაპარაკებოდი. ყელსაბამი დაგივარდა შემთხვევის ადგილზე? დამნაშავე ყოველთვის ტოვებს კვალს.
-რა დამნაშავე შენ ხომ არ გაგიჟდი . ვინ გითხრა,რომ თავს დამნაშავედ ვთვლი ? და საერთოდ როგორ ბედავ ჩემს თვალთვალს?
-მოდი შენს ოთახში შევიდეთ თორემ მსახურები გაიგებენ_ბარბარე მორჩილად შეყვა შიგნით.
-რა გინდა?
-ესეიგი შენ და ნიკას სექსი არ გამოგდიოდათ?
-ყველაფერი მოისმინე?_აღშფოთდა გოგონა
-აივანზე ვიდექი...შენი ოთახის აივანზე
-მართლა როგორ გავცვალე შენში ნიკა_ამოიოხრა ბარბარემ
-კარგი იყო,ცოტა კი შეგეშინდა ,მაგრამ მაინც ... ალბათ დიდი ხანია ამაზე ოცნებობდი
-არ გაბედო და ვინმეს არ უთხრა,რომ შენთან ვიწექი და თან პირველად თორემ გეფიცები ბიძაჩემს შენს თავს ავაკუწინებ .
-არც ვაპირებ ვუთხრა. მომწონხარ , საყვარელი და ლამაზი გოგო ხარ. _ლექსომ ლოყაზე მიეფერა ბარბარეს. გოგონას ზუსტად ისევე დაუარა ჟრუანტელმა, როგორც წინა ღამით. მიუხედავად ამისა თავის შეკავება შეძლო და ხელიდან გამოუსხლტა
-ეს აღარ მოხდება. წადი აქედან და დაივიწყე რაც მოხდა . _გაბედულად წარმოთქვა მან
-რატომ იტყუები სულაც არ გინდა ,რომ წავიდე
-მოძალადე ხარ.
-გინდა მითხრა ,რომ შენზე ძალა ვიხმარე? იქნებ ექსპერტიზაც მოიწვიო_დასცინა ლექსომ . ტუმბოზე ტელეფონი აწკრიალდა. ბიწმა დაინახა ეკრანზე მოციმციმე ‘’ნიკა’’
-უნდა ვუპასუხო. გიკრძალავ ხმის გაღებას. იცოდე თვალებს ამოგკაწრავ_თითი დაუტრიალა თვალწინ ბარბარემ
-უნდა ვარიარო ველურობა არ გიხდება. უფრო ...
-მოკეტე მეთქი ... გისმენ ნიკა
-დღეს როგორ ხარ?
-დღეს უკეთ ვარ_ხმა დაებლუკა ბარბის
-წუხელ ცუდად იყავი ? _ჩასჩურჩულა ყურსი ლექსომ და კისერზე აკოცა. ბარბარემ თვალები დაუბრიალა და მიანიშნა გაეთრიეო
-შენთან გამოვლას ვაპირებ ,მაგრამ ჯერ ჩემი და უნდა წამოვიყვანო ბებიასგან. ერთ-ორ საათში ამოვალ
-დაგელოდები. ბიძია წვიდა და მარტო ვარ
-მე არ ვითვლები ?_ისევ წასჩურჩულა ლექსომ და ისევ აკოცა _ბარბარემ ტელეფონი გათიშა და სახეში გაარტყა
-თავი სად გგონია? ეს ჩემი სახლია და ეს ჩემი ოთახია .
-დარტყმა აღარასდროს გამიბედო_იდაყვში წაავლო ხელი ლექსომ და საწოლზე დააგდო.
-გამიშვი თორემ ვიყვირებ
-რამდენიც გინდა იმდენი იყვირე. თუ გინდა იმ შენს ვითომ შეყვარებულსაც დაუძაე . თუმცა რად გინდა მაინც არაფერში გარგია_ჩაისისინა ლექსომ
-გამიშვი მეთქი_ცრემლი მოერია ბარბარეს
- კარგი ჰო,შენზე ძალადობას არ ვაპირებ ხელი უშვა ბიჭმა.
-ანიტა მართალია. შეცდომა დავუშვი ...შენ არ ხარ ის ვისაც შეიძლება ჩემი მომავალი შევწირო
-კარგი რა ახლა არ გინდა ტირილი. ვერ ვიტან როცა ქალები ტირიან
-მსობლები დამეღუპა, მალე ბიძაჩემი დაქორწინდება და თავისი შვილები ეყოლება. ნიკას ვერ დავკარგავ. არ მინდა მარტო დავრჩე. რომ გაიგოს რაც მოხდა იმ წამსვე მიმატოვებს.
-არ გინდა ეგ სულელი ნიკა. მოდი ჩემთან. გგონია გული მართლა არ მაქვს? იმ დღიდან მომწონხარ როცა პირველად მოვედი აქ. მართლა მომწონხარ გესმის?
-მატყუარა და ცინიკოსი ხარ. იცი ,რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ და მაგ სიტყვებით მაბრუებ
-ტყუილის რა მოგახსენო ,მაგრამ შენს გაბრუებას ნამდვილად ვცდილობ .
-გამიშვი და წადი
-მარტლა გინდა ,რომ წავიდე? მერე აქ საწოლში ჩაემხო და იტირო მანამ სანამ ნიკა არ მოვა ყვავილებით ხელში და და-ძმანივით არ წაიჭორავებთ?_ლექსომ თვალებში ჩახედა ბარბარეს და ალერსი განაგრძო.
-ძალიან მინდა შენთან ყოფნა. სულ შენზე ვფიქრობ. მაშინაც კი როცა ნიკასთან ვარ.განა შეიძლება ეს აფსურდი გაგრძელდეს ?
-არ უნდა გაგრძელდეს.
ლექსომ ხელში აიტაცა ბარბარე და საწოლისკენ წაიყვანა. ერთმანეთს ეფერებოდნენ და საერთოდ არ ახსოვდათ სად იყვნენ ან ნიკა რომ არსებობდა.
-უთხარი იმ იდიოტს გვერდით აღარ გაგეკაროს თორემ მე თვიტონ ვეტყვი და კარგად არ ვეტყვი იცოდე
-თავი დაანებე იმას მე დაველაპარაკები და ავუხსნი ყველაფერს
-რას ეტყვი?
-ვეტყვი ,რომ არ მიზიდავს და არ მინდა მასთან ყოფნა. ვეტყვი ,რომ...მოკლედ მოვიფიქრებ რამეს...ორონდ მე მაცადე და გიკრზალავ ამ ურთიერთობაზე საუბარს ვინმესთან
-შენი დაქალი მაგარი ვინმეა. გამასწორა მიწასთან რასაც ქვია
-იმედია სიმართლეს არ ამბობს_ჩაილაპარაკა ბარბარემ და თავი შიშველ მკერდზე დაადო ლექსოს.



_
ესეც ახალი თავი
იმედია მოგეწონებათ
ველოდებითქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

ველოდები შემდეგ თავს უფრო დიდს თორე არ მყოფნის

 


№2  offline წევრი lamazmani

კაია მომწონს ველი ახალ თავს

 


№3  offline წევრი lisebeth

Just give me a Hand . . .
ველოდები შემდეგ თავს უფრო დიდს თორე არ მყოფნის

lamazmani
კაია მომწონს ველი ახალ თავს

მადლობა ყველას <3
დღეს დაიდება უფრო დიდი თავი

 


№4  offline წევრი სალია

თან მომწონს , თან მაღიზიანებს

 


№5  offline მოდერი malena

მეორე ისტორიის გაგრძელება მინდა მეე... :(

 


№6  offline წევრი lisebeth

დავწერე უკვე ,რომ მეორე ისტორიას ვერ გავაგრძელებ სანამ ლეპტოპს არ გავაკეთებ
იქ მაქვს შენახული ფაილი
მადლობა ყველას კიდევ ერთხელ

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

დღეს დადებ ახალ თავს?

 


№8  offline წევრი lisebeth

გამოგზავნილია და მალე გამოქვეყნდება ალბათ love
გმადლობ რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent