შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 12


23-07-2015, 01:36
ავტორი dona gedi
ნანახია 2 869

მაისი დადგა. ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა და ანდრია უფრო და უფრო ბევრ მიზეზს იგონებდა ბოლო დღეებში და არ მნახულობდა. ასე დადგა ჩემი დაბადებისდღე: 12საათზე ბევრი მოლოცა, მაგრამ არცერთი ანდრიასგან. სამი აზრი მქონდა: ან სიურპრიზს მიმზადებდა, ან არ ახსოვდა ეს დღე, რაც შეუძლებელი იყო, ან აღარ ვუყვარდი ძველებურად. მე პირველი ყველაზე მეტად მომწონდა და თავი არ დავითრგუნე. მაგრამ ღამის ორ საათამდე არაფერი მოხდა. ამიტომ შუქი გამოვრთე და დავწექი. მალევე ჩამეძინა. დილით ელის ხმამ გამაღვიძა. ტორტით ხელში დამადგა და საწოლიდან ამაგდო. ულამაზესი კაბა მომიტანა, სისხლისფერი წელში გამოყვანილი და მერე გაშვებული. მუხლს აცდენილიყო და მშვენიერ ფეხებს მიჩენდა. კაბა გავიხადე და ელის კიდევ ერთხელ მოვეხვიე.
_ამ საღამოს იცვამ ამ კაბას და ახლა გამომყევი სამზარეულოში.-კატეგორიული იყო.
_შენ ძალიან მიეჩვიე ბარძანებებს რაც მუცულა გამოგებერა, ხომ არ გავიწყდება რომ ჩემი დღეა დღეს?-ვუთხარი სიცილით და წარბები ავუწკიპე.
_იყოს არ გართმევ.-ენა გამომიყო და თეფში მომიდაგა წინ.
დილა გიჟობაში გავლიეთ მე და ელიმ. მერე გავაცილე რომ მოვმზადებულიყავით გართობისთვის. ბევრი ვიტრიალე სარკესთან. ახალი კაბა ძალიან მომწონდა. ყველა წვრილმანი რომ მოვამთავრე ჩანთა და ტელეფონი ავიღე და ფეხით გავუდექი გზას კლუბამდე. ნასვამის იქ დატოვება მომიწევდა მანქანის და არ მინდოდა. თორნიკეს მივანდე ჩემი სახლში დაბრუნება თუ ანდრია არ მოვიდოდა, რაშიც ძალინ მეპარებოდა ეჭვი. ისეთი სასიამოვნო იყო გაზაფხულის სუნი ლამის დავდნი. უცბად ვიგრძენი მკვეთრი დამუხრუჭება ჩემს უკან და სანამ რამეს მოვიაზრებდი თვალები მიმეხუჭა. როცა გავახილე და მიმოვიხედე მივხვდი რომ იმ მინდორზე ვიყავი, ჩემი და ანდრიას მინდორზე, მაგრამ ის არ იყო ასეთი ლამაზი მაშინ.. ახლა ყვავილებს დაეფარა მთელი მიდამო და მძაფრი სუნი იდგა ყვავილებისა და სუფთა ჰაერის.. წამოვჯექი და ჩემს წინ გაშლილი პლედი დავინახე, რომელიც რომანტიული ვახშმისთვის საჭირო ინგრედიენტებით გადაევსოთ. ფეხის ხმაზე უკან მივიხედე და ანდრიას სილუეტი დავლანდე, რომელმაც თავზე რაღაც დამამაგრა. წამომაყენა და მომეხვია.
_დაბადების დღეს გილოცავ.
_ძალინ მიყვარხარ.-ვაკოცე და უფრო მაგრად მოვეხვიე. მერე გამახსენდა თავზე რაღაც რომ მედგა. მოვიხსენი და მინდვრის ყვავილების გვირგვინი შევათვალიერე. ღიმილი არ მშორდებოდა ბაგიდან. მან პლედისკენ წამიყვანა და დამსვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა და თვალებში ჩამაჩერდა.
_დამაძინე?-უცბად გამახსენდა რომ არ მახსოვდა როგორ მოვედით აქამდე.
_მაპატიე.-შემომცინა.
_მიპატიებია.-ვუთხარი და გადავიკისკისე. ის კი აშკარად ნერვიულობდა რაღაცაზე.
_ანასტასია ჯერ ოცდაერთის გახდი და შენი ასაკი ძალინ მიშლის ხელს იმაში რომ გითხრა ის ყველაფერი, რაზეც ამდენი ვიფიქრე. თანაც შენი ხასიათი, ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებ ჩემთვის, თუნდაც ეს შენთვის იყოს საზიანო ან უბრალოდ არ გინდოდეს..მაგრამ ამავე დროს მამხნევებს შენი სიყვარული. ყველაფრის მიუხედავად მინდა რომ დაფიქრდე და ისე მიპასუხო, მხოლოდ შენ რა გინდა და არა მე..-სიტყვა გაუწყდა.
_მაშინებ ანდრია.- ჩაეღიმა, ჩემს წინ ჩაიჩოქა და თავისი მწვანე თავლები მომაპყრო. მერე ხელში რაღაც აამოძრავა და:
_გამომყვები ცოლად?-ერთი წამიც არ დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად.
_რა თქმაუნდა კი. წამოვიყვირე და მოვეხვიე. მთელი ძალით ვეხუტებოდი. როცა ნამდვილად გიყვარს, არაფერი არ გახსოვს, მხოლოდ შენ და ის ხართ. არ არსებობს დანარჩენი სამყარო, არც დრო. ყველაფერი ქრება. მისი თვალების გარდა... ახლა ასმაგად გამიძლიერდა სიყვარულის შეგრძნება. ახლა სხვანაირად ჩემიანად ვიგრძენი. ნელა მომიცილა თავისი სხეულიდან და ტუჩებზე დამაკვდა. თითქოს სხვანაირი იყო ის ახლა, მესაკუთრეებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, რადგან უკვე მას ვეკუთვნოდი, ის კი მე. გონს რომ მოვეგეთ ბეჭედი მომარგო ანდრიამ და იმდენხანს მეხუტებოდა სანამ გაჭყუნვის საშიშროება არ დამემუქრა. ბევრი ვისაუბრეთ მომავალზე. მას აშინებდა ის რომ შეიძლებოდა მენანა ასე ახალგაზრდა რომ ვიღებდი ამ გადაწყვეტილებას და რათქმაუნდა მთელი ძალით იდანაშაულებდა თავს. მაგრამ მე არ მადარდებდა ასაკი. უნივერსიტეტს ვამთავრებდი და მთავარი ეს იყო. სწავლაში ვერაფერი შემიშლიდა ხელს.მასაც ვამშვიდებდი და მხოლოდ მაშინ ჩუმდებოდა როცა ვეუბნებოდი, რომ ერთადერთი რაც ცხოვრებში მინდოდა მასთან ყოფნა იყო. ახლა თითქოს ეს დღე მეჩვენებოდა ბედნიერების პიკად...
***
ჯვრისწერა მაისის ბოლოსთვის დავნიშნეთ. ორივეს შობლებს ოსწონდათ ეს დრო და არანაირი პრობლეა არ შეგვქნია. ორგანიზატორობა რათქმაუნდა ელიმ ითავა და მთელი თავით გადაეშვა საქმეებში. მგონი ჩემზე მეტად უხაროდა ჩვენი ქორწილი. მთელი თვე წინ იყო ჯვირსწერამდე ამიტომ არ ვჩქარობდი, მეგონა ეს საკმაოდ ბევრი დრო იყო. ანდრიას შევუთანხმდი რომ არ იქნებოდა არავითარი სიურპრიზები და ყველაფერს ერთად დავგეგმავდით ქორწილიან-თაფლობისთვიანად. იტალიაში წასვლა გადავწყვიტეთ ერთი თვით. ერთი კვირის შემდეგ, რაც ანდრიას თანხმობა განვუცხადე, გადავწყვიტე ჩემ მშობლიურ სახლში დავბრუნებულიყავი და დამესვენა, მეფიქრა, გამეანალიზებინა რა მელოდა მომავალში. ანდრია მეუბნებოდა რომ ვერ გაძლებდა უჩემოდ დიდხანს და ბუზღუნ-ბუზღუნით გამაცილა. სახლში რომ მივედი და მშობლები მოვისიყვარულე ჩემ ოთახს მივშურე. ფანჯრის წინ მოვთავსდი სავარძელში და სიმწვანეს გადავხედე. ერთმა წელმა გაირბინა მას შემდეგ რაც ამ ფანჯარასთან ვიჯექი და ხმაური შემომესა. როცა ფარდის იქით ის ადამიანი იდგა, რომელიც ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყო. ყველაფერმა ფილმის კარდრებივით გაირბინეს. პირველი რბოლა, მთა, ჩვენი მინდორი, ზღვა და გიგასთან ჩხუბი, განშორება და მისი ნახატები, ელის ქორწილი და ანდრიას სიურპრიზები, ეჭვიანობა ფოტოგრაფზე, კრახით დამთავრებული რბოლა, ჩხუბის სიმწარე და შერიგების სიტკბო, კვლავ მთა და ჩვენი დაბადებისდღეები... ყველა მოგონება ჩხუბების ჩათვლით სასიამოვნოდ გადაიქცა. ყველაფერი კარგად მახსენდებოდა და ერთი წაიმთაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ანდრია იყო ის ვის გამოც დავიბადე. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მის სიყვარულში ეჭვი არ მეპარებოდა, მიუხედავად ჩემი ეჭვიანი ხასიათისა. ხშირად მაშინებდა კიდეც მისი იდეალურობა. მზად იყო ყველაფერზე უარი ეთქვა ჩემს გამო, ყველაფერი გაეკეთებინა ჩემთვის რასაც კი ვისურვებდი. ის ჩემი გულისა და გრძნობების გარშემო ტრიალებდა, ეგოიზმი თითქმის არ გააჩნდა. თუმცა ანალოგიურად ვიყავი მეც ყველაფერზე წამსვლელი მისთვის და ისიც კარგად ვიცოდი, რომ მის გარეშე ახლა ნამდვილად ვეღარ შევძლებდი არსებობას. ბევრი სვამს კითხვას, თუ რა არის სიყვარული. ეს ყოველთვის დიდ იდიოტიზმად მიმაჩნდა. სიყვარული გრძნობაა. რატომ არ ცდილობენ სხვა გრძნობების ახსნას? მონატრების, შიშის, სიხარულის და ა.შ. ისინი გრძნობებია და არ საჭიროებს სიტყვებით ახსნას. სიყვარული კი გრძნობების მეფეა, ის მოიცავს თავის თავში ყველა დანარჩენ გრძნობას და მისი ახსნა იმიტომაა შეუძლებელი, რომ ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის გრძნობას. იმდენი სიტყვის თქმა შეიძლება სიყვარულის შესახებ, რომ დედამიწაც ვერ დაიტევს მას, შედეგად კი ის მაინც აუხსნელი დარჩება ადამიანისთვის, რომელსაც არ გამოუცდია ეს გრძნობა. არასდროს ვეცდები გრძნობების სიტყვებით განმარტებას. დასკვნა გავუკეთე ჩემ ფიქრებს და კმაყოფილმა გავხედე ტყეს.
იმ საღამოს სავარძელში ჩამეძინა და ბუნდოვნად ვიგრძენი როგორ ამიყვანა მამამ ხელში და დამაწვინა. შუბლზე მაკოცა როგორც ბავშვობაში და მეც გავითიშე. დილით რომ გამახსენდა, კინაღამ ტირილი ამოვუშვი, იმდენად მომინდა დავბრუნებულიყავი უდარდელ ბავშვობაში. მშობლები წასულები დამხვდნენ. ორივე გვიან დაბრუნდებოდა სამსახურიდან. მე კი საქმე არ მქონდა. დილით ცხელი შოკოლადი მივირთვი ორცხობილებთან ერთად და ჩემი სახლის წინ მდებარე ამწვანებულ ბაღში გავხეტიალდი. გული ამიჩქარდა ამდენი სიმწვანის შემხედვარეს და იდიოტივით შევცინოდი ბუნების სილამაზეს. ხანდახან მინდოდა მოვხვეოდი, რომ შემძლებოდა ერთ მთლიანობად გავაერთიანებდი ამ ტყეებისა და მთების სიმწვანეს და მთელი ძალით ჩავიკრავდი გულში. საკუთარ ფიქრებზე გამეცინა. ბევრი ვიხეტიალე და უკვე გაბრუნებას ვააპირებდი, რადგან შიმშილმა შემაწუხა. ბუჩქებ შემოვლებულ ბაღში მანქანა შემოვარდა და იქიდან სამი ბიჭი გადმოქანდა. აზრზე ვერ მოვედი ისე მომვარდნენ და ხელები გამიკავეს. წინ ერთ-ერთი ამესვეტა და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა, როცა მივხვდი ვინ იდგა ჩემს წინ.
_გიგა?-აღმომხდა და მის თვალებზე გამაჟრჟოლა.
_ვეღარ მიცანი არა? ჩემი დრო მოვიდა ანასტასია. - მომმართა ნიშნისმოგებით, მე კი ვერაფერს ვერ მივხვდი.
_რა შენი დრო?
_მოთმინება ჩემო კარგო, მოთმინება. მე დიდხანს ვითმენდი გისოსებს მიღმა. ახლა შენ გასწავლი როგორ უნდა მოთმინება. შენ და შენ ნაბიჭვარ ანდრიას. შენით ვაზღვევინებ ყველაფერს. - ანდრიას ხსენებისას სისხლი ისეთი ძალით მომაწვა თავში, მეგონა შადრევანივით ამოხეთქავდა. ის ძალიან ახლოს მედგა და თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ შანსი არ მქონდა, მაგრამ ანდრიას ყველა დარიგება და ილეთი გავიხსენე და შეტევაზე გადავედი. წიხლი ვუთავაზე გიგას ფეხებშუა და ერთ-ერთ ბიჭს თავი ჩავარტყი. მგონი მე უფრო მეტკინა თავი. არა აშკარად სწორად ჩავარტყი. მას უფრო ეტკინა, თუკი გავითვალისწინებთ როგორ შეტორტმანდა და წიხლი მოვუქნიე რომ დაბლა დამეცა, მაგრამ ფეხი დამიჭირა და აქეთ დამცა დაბლა. მოვაჩვენე თითქოს დავნებდი და როგორც კი მომიახლოვდა, კატასავით ვეცი და სახე ჩამოვფხაჭნე. გულში ვლოცულობდა პოლიციას გამოევლო კიდევ ერთხელ, რადგან რაც აქ დავხეტიალობდი ცხრაჯერ ჩამიარეს მანქანით. არავინ ჩანდა მშველელი. კვლავ ვეძიძგილავებოდი ბიჭებს და მათ გამწარებულ ღრიალს და გინებას ვბლოკავდი რომ გამოსავალი მეპოვნა. მარტო აქედან ვერ გავექცეოდი. უკვე მანქანისკენ მიმათრევდნენ. გამახსენდა ანდრიას დარიგება, სასოწარკვეთამ და საკუთარი თავის ურწმუნოებამ თუ გძლია, იქ ვერ გაიმარჯვებო და უცბად გამოვცოცხლდი. ფეხზე რომელზეც მეჭიდებოდნენ და მიმათრევდნენ ფეხსაცმელი გავიხადე და წამოვხტი. გიგას ქვა გავუქანე და მართალია ვერ მოვარტყი მაგრამ დავაბნიე. ორი სალტო გავაკეთე უკან და რადგან ტელეფონის ამოღება ვერ მოვასწარი, ისევ თავდაცვაზე გადავედი. უკვე დაღლილი ვიყავი და ვერაფერს გავხდი. მხოლოდ მთელი ძალით ვღრიალებდი და პრიზე ხელს თუ ამაფარებდნენ ვკბენდი. მანქანის კართან მიმათრიეს და გავიფიქრე რომ ვეღარაფერს გავაწყობდი. ალბათ სიკვდილი მელოდა გიგას ხელში, რომელსაც შურისძიება სწყუროდა. იმედი მქონდა მხოლოდ სიკვდილს მაკმარებდა.


მუზა დამიბრუნდა :დ მოუთმენლად ველოდები ხოლმე თქვენს აზრს, არ აქვს მნიშვნელობა დადებითია თუ უარყოფითი. მიყვარს როცა კონკრეტულად მეუბნებით რა არ მოგწონთ ან პირიქით. ძალინ ემოციური ვხდები რაც უფრო მივდივარ ისტორიის დასასრულისკენ, რადგან წარმოდგენა არ მაქვს რა რეაქცია გექნებათ. იმედია ისიამოვნეთ და თუ ვერა მეტყვით რატომ.. ^^ <3



№1  offline წევრი dona gedi

ვაი რომ ვერ ვშველი :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent