შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გ უ ლ ი ს გავლით!


23-07-2015, 18:22
ავტორი SuN♥
ნანახია 1 726

-მარი მოდი ჩვენთან სად მიდიხარ?
-ახლავე მოვალ ბავშვებო. ცეკვისგან დაღლილი ხმით გავძახე სალის და კლუბის საპირფარეშოში შევედი. ტელეფონს დავხედე, უამრავი ზარი და შეტყობინება იყო მოსული. სასწრაფოდ დედაჩემს გადავურეკე, ჩემი ხმის გაგონებაზე ტირილი დაიწყო და ყოველ სიტყვაზე სულ უფრო უმატებდა სლუკუნს.
-დეე რა ხდება გამაგებინე...
-მარი, ახლავე მოდი სახლში, შვილო ძალიან დიდი უბედურებაა... ტელეფონი გამითიშა, ელდანაკრავივით გავვარდი კლუბიდან, ბავშვები შეშინებულები გამომყვნენ, ყველას თვალებში გაოცებული მზერა იგრძნობოდა, ყველა კითხვის თვალებით მიყურებდა.
-სად მიდიხარ გოგო, რამე ცუდი მოხდა? მაშინვე მიხვდა სალი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-უნდა წავიდე სასწრაფოდ, მგონი რაღაც მოხდა, დედამ დამირეკა. ვუყვიროდი და თან სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი, თვალწინ ყველაფერი მერეოდა, ოდნავ კონიაკით გაბრუებულს გზა მეკლაკნებოდა. მანქანა მომიჩერდა წინ,დაბინდული თვალებიდან მაინც შევნიშნე ნაცნობი სილუეტი. ნიკას მანქანაში სწრაფად ჩავჯექი . მანქანა ადგილს მოსწყდა, ნიკა თან მე მიყურებდა და თან მძიმედ ადგამდა გაზის პედალს ფეხს. მანქანა ერთ უშველებელ სახლთან გაჩერდა და ნიკამ დამასწრო თქმა ,,მოვედით-ო“. მანქანიდან როგორ გადავედი არ მახსოვს. ოთახის კარი შევხსენი და ხალხის სიჭრელემ თვალები მომჭრა, მაშინვე საბას დავუწყე ძებნა,ვერსად ვპოულობდი, აქამდე თუ პირველი ის მეგებებოდა, ახლა ძალიან გამიკვირდა, რომ არ დამხვდა.ისიც მიკვირდა ამდენ ხალხს აქ რა უნდოდა, აზრები მერეოდა თავში და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
ამდენი ხნის ძაბნის შემდეგ მძლივს წავაწყდი ზღვისფერ თვალებს, ცრემლებს მთელი სახე დაეტბორათ, ჩემს დანახვაზე უფრო აიშალნენ, ცრემლის ნაკადი არ ჩერდებოდა, მაშივე მივხვდი , რომ კარგი არაფერი ხდებოდა. დედაჩემს მივვარდი...
-რა ხდება დედა? ამდენი ხალხი რატოა აქ?ან შენ რა გატირეებს?
-დედამ მაგრად შემომხვია თავისი თბილი ხელები და გულთან მიმიკრა, გულის ძგერას ვგრძნობდი, საშინლად უცემდა.
-დედა ამოიღე ხმა... სადაა საბა?
საბას ხსენებაზე მთლად შეიშალაა, გამაბრუებლად მოსთქვამდა, მარიააამ.... საბას მანქანა დაეჯახა შვილოო...სავადმყოფოში წევს, კომაშია...
-რა? რომელ სავადმყოფოშია? ან როგორ დაეჯახა დეედა? მითხარით ყველაფერი რა გემართებათ ხალხო... ბოლო ხმაზე ვიყვირე და იატაკზე დავემხე. ამაოდ ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას, არავის ვუსმენდი. ახლა მივხვდი რატომ ვიყავი ასე ცუდად, მისი ასეთი მდგომარეობა ჩემზეც ისევე მოქმედებდა როგორც საბაზე,ჩვენ ხომ ერთნი ვიყავით, ჩემზე სულ რაღაც ერთი წუთით ადრე გაჩნდა, ჩემი სულის ნაწილი იყო და როგორც მას სტკიოდა, ისეთივე ტკივილით მტკიოდა მეც მისი ცუდად ყოფნა. ამ ყველაფერს რომ ვიაზრებდი გული მეფლითებოდა, ვიღაც უმიზეზოდ მართმევდა ჩემი გულის ერთ მთლიანობას. ძალა მოვიკრიბე, ფიქრები დავალაგე და ფეხზე ვცადე წამოდგომა, ვერაფრით ვახერხებდი, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა ფეხზე დავდექი. მანქანა მოვითხოვე რომ საბასთან წავეყვანე.
-დედა შენ რაღას ზიხარ აქ? წამოდი წავიდეთ იქნებ როგორ ვჭირდებით ახლაა? თუმცა მივხვდი დედას ადგომის თავიც არ ჰქონდა, თითქოს ერთიანად გამქრალიყო მისი მედიდურობა და ქარიზმა.
* * *
არ მახსოვს როგორ ავირბინე სავადმყოფოს კიბეები, დერეფანში მდგომი მამა დავინახე, რომელიც ნერვიულად დადიოდა და აქეთ-იქით იქნევდა ხელებს. მასთან არ მივსულვარ, მაშივე საბასთან შევედი. მთელ პალატაში წამლის სუნი იდგა, არ მესიამოვნა... ამაღლებულ საწოლზე მწოლიარე დავინახე. მუქი, ლურჯი თვალები, რომლებიც აქამდე ზღვასავით ღელავდა ახლა თითქოს ჩამქრალიყო, აღარ შემომხედეს ისეთივე ბრწყინვალებით როგორც აქამდე იცოდა,ცრემლები წამომცვივდა, საბა არასდროს მაძლევდა ნებას მის თვალწინ მეტირა, მაგრამ ახლა... ახლა თავს ვერ ვიკავებდი. მივუახლოვდი, ვთხოვე თვალები გაეხილა, ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის, კიდევ დავეტუქსე იმის გამო რომ როცა ვჭირდებოდი მის გვერდით არასდროს ვიყავი, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რომ ის დიდი იყო ჩემზე, თუნდაც ერთი წუთით და ამიტომ ყველაფერი უნდა დამეჯერებინა მისთვის, მაგრამ თითქოს არაფერი ესმოდა, თითქოს გაბრაზებული იყო ჩემზე და ხმას არ მცემდა. ტირილს ვუმატე... გახურებული ცრემლი მის გაყინულ ხელს ეცემოდა და მაშინვე ქრებოდა. მოწითალო ტუჩები გაცრეცოდა, თითქოს ისინიც ებუტებიანო ამ უბადრუკ ცხოვრებას. სახეზე ფრთხილად ავუსვი ხელი, კიდევ ერთხელ ვთხოვე შემოეხედა ჩემთვის, არ მივეტოვებინე ამ ცოდვებისაგან დამძიმებულ დედამიწაზე, ის ხომ ჩემი ნაწილი იყო, მის გარეშე მეც მოვკვდებოდი. თვალებთან სისველე შევნიშნე, ისიც ისევე ტიროდა როგორც მე, მივხვდი რომ ესმოდა ჩემი. ისევე სტკიოდა ამ წუთებში ჩემთან განშორება როგორც მე. სწრაფად წამოვხტი და გარეთ გავვარდი.
-მაამაა... სასოწარკვეთილი ხმა აღმომხდა. მამა სწრააფად ექიმს დაუძახე, საბა ტირიის.
ექიმების მთელი ჯგუფი შემოცვივდა ოთახში, გარშემო უვლიდნენ თუმცა ვერავინ ვერაფერს აკეთებდა. აპარატის გამაყრუებელი ხმა გაისმა, პალატაში შევვარდი, საბას გული გაუჩერდა, მინდოდა მასთან მივსულიყავი, მაგრამ სასწრაფოდ გარეთ გამომიყვანეს, მიახლოვების უფლებაცკი არ მომცეს. ფანჯრიდან ვხედავდი როგორ მეცლებოდა ადამიანი ხელიდან, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა და რომლისთვისაც სიცოცხლეს არ დავიშურებდი.
განადგურებული ჩავესვენე მამაჩემის მკლავებში. ალბათ ამ წუთებში მეც ისევე ვებძოდი სიკვდილს როგორც საბა. ალბათ ის ჩემს გადარჩენას ცდილობდა, მე კი მისას.

***
დღეები დღეებს მიჰყვებოდა.თურმე ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობ, გრძნობ რომ ერთი ადამიანის დაკარგვამ ყველაფერს დაუკარგა აზრი. ყველა შენი ოცნება და იმედი ჩაკლა. ის დღეები დავკარგეთ რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა. ერთი რამ გადაჭრით ვიცოდი, მისი მკვლელი რადაც უნდა დამჯდომოდა უნდა მეპოვა და ყველა ამ ტკივილისათვის მიმეზღო მისთვის . მასაც უნდა გამოეცადა, თუ რას ნიშნავდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
ყველაფერმა საბას გარეშე ჩაიარა, პირველმა დღემ უნივერსიტეტში. ყველაფერი მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ მე მხოლოდ ის ერთი მეკლდა გვერდით, რომელსაც ჩემი ნახევარი, ჩემი ტყუპისცალი ერქვა.მის გარეშე ჩემი ცხოვრება ერთი დიდი უაზრობა იყო.
ყველას და ყველაფერს მოვწყდი ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ სალი მყავდა, რომელიც არასდროს მტოვებდა, მუდამ ჩემს გვერდით იყო. უნივერსიტეტშიც კი ჩემთან ჩააბარა, რომ თავი მარტოდ არ მეგრძნო.

***
მამაჩემი არ წყვეტდა საბას მკვლელის ძებნას, მთელი თავისი გავლენა გამოიყენა რომ მის კვალს დასდგომოდა. ის ხომ გამოჩენილი და წარმატებული ბიზნესმენი ცოტნე მაყაშვილი იყო, ყველა მშვენივრად იცნობდა და ამიტომ არაფერი გაუჭირდებოდა. თუმცა ამდენი თვის შემდეგ მკვლელი ჯერ კიდევ არ ჰყავდა ნაპოვნი.
მძინარეს ყრუდ ჩამესმა წკრიალის ხმა, თვალების გახელა ვერ მოვასწარი, რომ ვიღაცამ კარზე დააბრახუნა. ხალათი შემოვიცვი და კიბეზე დავეშვი.გულში ვბრაზობდი , ნუთუ ჩემს გარდა არავინ იყო სახლში რომ კარი გაეღო. სწრაფად გამოვაღე კარი და ხელში პოლიციის თანამშრომელი შემრჩა.
-გამარჯობათ მარიამ, ბატონი ცოტნე სახლშია? სერიოზული საქმე მაქვს მასთან და თუ არ შეწუხდებით უთხარით , რომ სასწრაფოდ პოლიციაში მობრძანდეს
-რამე მოხდა? გაოცებულმა ვკითხე და პოლიციელს თვალებში მივაჩერდი.
-მაგ საკითხზე მამათქვენს დაველაპარაკებით, ახლა კი თუ ნებას დამრთავთ დაგტოვებთ.
კარი დავხურე, ფრთხილად ავედი ზედა სართულზე და მშობლების ოთახის კარი შევხსენი.
- მამა პოლიციაში გიბარებენ, სასწრაფოდ გამოცხადდესო და რამე ჩაიდინე თუ რა ხდება?
მამაჩემი ნამძნინარევი სახით წამოხტა და გაბრაზებულ სახეზე მომაჩერდა. უცებ თითქოს რაღაც გაახსენდა. ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. ყველაფრის უთქმელად ჩაჯდა მანქანაში და ეზოდან გავიდა.
ნეტავ რა ხდება? ჩემთვის ვფიქრობდი და აფორიაქებულ დედაჩემს უკან მივყვებოდი.


მითხარით გავაგრძლეო თუ არ ღირს?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent