შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (3)


24-07-2015, 00:25
ავტორი lisebeth
ნანახია 5 531

ბარბარე რაღაც წკრიალის მაგვარმა მოაფხიზლა. ისე ჩასთვლემია ვერც მიმხვდარა. მაშინვე წამოხტა საწოლში და ირგვლივ მიმოიხედა. ლექსომ ძლივს გაახილა ტვალები და ტელეფონი მოძებნა იატაკზე. ეკრანს დახედა და სახე ეცვალა. მერე პასუხის გაცემის გარეშე გაუთიშა.
-ვინ არის?_დაინტერესდა ბარბარე
- არავინ, შენ არ იცნობ ბარბი _თავზე ხელი გადაუსვა და ჩაცმა დაიწყო._წავალ სანამ მოსულა ის შენი შეყვარებული თუ რასაც ეძახი
-ხო ჩაგვძინებია და სულ დამავიწყდა მოსვლას ,რომ აპირებდა
-უნდა დაშორდე?
-ძალიან გაინტერესებს არა?
-სულაც არაა, დარწმუნებული ვარ ლოყაზე კოცნას ვერ გაცდებით ასე, რომ არ ვეჭვიანობ _გაეკრიჭა და კარისკენ წავიდა
-რამენაირად ისე წადი მსახურმა არ დაგინახოს ,არ მინდა მაგათი ჭორაობა
-დაგირეკავ, ჩემი ნომერი შენს ტელეფონში ჩავწერე _ტელეფონი დაანახა და წავიდა.
ბარბარე საწოლიდან გადმოხტა. სასწრაფოდ გადაასწორა და საშხაპეში შევიდა. მერე როგორც თავად სჩვეოდა გემოვნებით გამოეწყო და ქვემოთ ჩავიდა. მის და გასაკვირად ნიკა მისაღებში გაზეთს კითხულობდა.
-ნიკა აქ ხარ?
-ბარბი_მიეგება ბიჭი და ლოყაზე აკოცა. _ბარბარეს გაეცინა . გაახსენდა ალექსმა ,რომ უთხრა ლოყაზე კოცნას ვერ გასცდებითო
-როდის მოხვედი?რატომ არ მითხრეს?
-სიურპრიზი მინდოდა მომეწყო და შენს ოთახში დაძახების გარეშე ამოვედი ,მაგრამ საშხაპეში იყავი და აქ დალოდება გადავწყვიტე. არ მინდოდა თავი უხერხულად გეგრძნო _ბარბარე შეიშმუშნა და ამის გაგონებაზე ლამის გული გაუსკდა.ნიკას როგორ უყვარდა და რამხელა პატივს სცემდა .ის კი კახპასავით იქცეოდა.
-ნიკა მოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ. რამეს დალევ?
-ყავა დავლიე სანამ შენ წყლის ქვეშ ნებივრობდი_ხელი მოხვია წელზე და ჩაეხუტა ,მაგრამ ამაზე ბარბარეს ისეთი რეაქცია ქონდა როგორსაც ტავადაც არ ელოდა. იმ წამს პირველად ჩათვალა თავისი თავი მოღალატედ ოღონდ ისე იყო თითქოს ლექსოს ღალატობდა. ნეტა რა მჭირსო თავის თავს შეეკითხა . ნიკას კი შეეტყო ,რომ იწყინა
-დღითი დღე მშორდები ბარბი. ამ ბოლო დროს არც კი გინდა გინახულო.
-ნიკა მე უბრალოდ...
-მესმის ღელავ ,რომ ურთიერთობა არ გამოგვდის,მაგრამ არაუშავს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. იქნებ შენ არ ხარ მმზად. მე მესმის გესმის? მესმის რომ დრო გჭირდება და არც გსაყვედურობ
-გაჩუმდი. არ მინდა ამაზე საუბარი. არ მინდა ,რომ ჩემს მიმართ ასეთი შემწყნარებელი იყო. მინდა სხვანაირი იყო ,რომ ნაკლებად ვიგრძნო თავი დამნაშავედ. არ ვიმსახურებ ასეთ თანაგრზნობას და გაგებას.
-რა დაგემართა? დაწყნარდი ...არ მეგონა ასე თუ გაღიზიანდებოდი
-არ ვღიზიანდები. უბრალოდ მინდა ,რომ ერთმანეთისგან დავისვენოთ
-დავისვენოთ? ჩვენ არც კი ...
-იქნებ ერტმანეთს ,რომ დავშორდებით მერე ...არ ვიცი ჩემს თავს არ ვგავარ...ჩემს თავში დავიკარგე... მარტოობა მინდა...
-შეგეძლო აქამდე გეთქვვა და მაგ დროს მოგცემდი. ხომ იცი შენთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-სჯობს წახვიდე. ბიძაჩემიც წასულია და ჩემს თავთან უნდა გავარკვიო ყველაფერი. მარტო უნდა დავრჩე. სხვა დროს დაგირეკავ და ვისაუბროთ.
-ლევანი როდის ჩამოვა?
-არ ვიცი
-კარგი დამირეკე ...დაგელოდები

ბარბარემ საძინებლის კარი მიახეთქა და იატაკზე დაჯდა.
-ჯანდაბა შენს თავს ბარბარე . ეს რა შარში გაყავი თავი. ახლავე უნდა დაცილებოდი ამ ბიჭს თანაც საბოლოოდ. ხომ იცი ,რომ არ გჭირდება. ფუ რა იდიოტი ვარ_ ფეხი ძირს დაკრა ,მაგრამ ეტკინა და მეორედ აღარ გაიმეორა. ტელეფონი ჯიბეში აჟრიალდა. დახედა და სიბრაზისგან ლამის ჭკუიდან შეიშალა. ეკრანზე სამი სიტყვა ციმციმებდა ''ჩემი ნამდვილი ბიჭი''
-იდიოტი ჩაილაპარაკა და მესიჯი გახსნა
''-მოვიდა? ''
ბარბარემ პასუხი გაუგზავნა
''ჰო და ვისაუბრეთ
დავშორდით
დროებით...''

ბარბარეს ადგილი არ მოუცვლია და მესიჯმაც არ დააყოვნა.
''ვეჭვობ არ იქნება ეგ დროებით. ამ ღამით ჩემზე იფიქრე(ენაგადმოგდებული სმაილი)
ისე თუ გინდა მოვალ. ''
-ჯანდაბა ისევ ჩაილაპარაკა და ისევ მისწერა
''უკვე თავს მაბეზრებ.''
ტელეფონს ხმა გამოურთო და საწოლზე მოისროლა. უკვე ძალიან ეშლებოდა ნერვები. აღარ იცოდა რა ექნა ან ,როგორ მოქცეულიყო. ოთახში ნერვიულად სიარულს მოყვა. არც ახსოვდა რამდენი დრო დაკარგა აქეთ-იქეთ მოძრაობაში. მხოლოდ მსახურის შემოსვლაზე გაჩერდა,რომელმაც მოახსენა ვახშამი თუ გავაწყოო. ბარბარემ თავი გაუქნია და კარი მიუხურა. მაშინ დაინახა რომ დაღამებულიყო. ტელევიზორი ჩარტო და საწოლზე წამოგორდა,მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა. რაღაც იდიოტური გადაცემა გადიოდა ვერც იმას დაუდო გული. საწოლში გაირინდა და ძილის მორევას დაელოდა. მის და გასაკვირად დიდხანს არ დაუგვიანია და პირდაპირ ჩაცმულს დაეძინა. არც იყო გასაკვირი. მძიმე დღე ქონდა.
დილაუთენია რაღაც შიშმა გააღვიძა. არ ახსოვდა სიზმარი ნახა თუ რა მოხდა. წამოჯდა და სარკეში ჩაიხედა. საშინლად გამოიყურებოდა. უნდა მოვწესრიგდეო გაიფიქრა და თმის სწორება ხალით დაიწყო. ტელეფონმაც დარეკა. ბიძამისი იყო. აცნობა კარგად ვიმგზავრეთო და ლექციაც წაუკითხა კარგად მოქცევაზე. ყოველ წამს თვალი გაურბოდა ტელეფონზე. აშკარა იყო ვის დარეკვას ან წერილს ელოდა. მერე გაახსენდა წინა დღეს ხმა ,რომ ჩაუწია და სასწრაფოდ გამოასწორა ''შეცდომა''.
-კიდევ ერთი დღე,რომ გავატარო ასე მოვკვდები_გაიფიქრა და ნანატრი ზარიც გაჩნდა ეკრანზე. მაშინვე ტელეფონისკენ გაქანდა ,მაგრამ მერე გაჩერდა. ცოტა ხანს გაწვალდესო და ისე უპასუხა.
-გისმენ
-საცურაოდ მივდივარ წამოხვალ?
-ამ დილა უთენია?
-ვარჯიშია და კარგია
-არ გამოვა. გამორიცხულია მანდ ვინმე ნაცნობი არ შემეჩეხოს.
-ხო დასორდი იმ სულელს?
-მერე რა?და სულაც არაა სულელი
-ვინცაა...წამოდი აბა სადმე ბუნებაში გავიდეთ...მოხუცებივით... ბუნებასი სექსი გქონია? თუმცა რას გეკითხები ხომ ვიცი ,რომ არა
-როგორ ვერ გიტან _თვალებზე ხელი აიფარა ბარბარემ
-ხო როგორ არა დავიჯერე. მოკლედ მოდიხარ ?
-არა...
-კარგად დაფიქრდი...ვერავინ დაგვინახავს გპირდები
სიჩუმე ჩამოვარდა.
-ესეიგი კი ...გამოგივლი მიდი გაემზადე
ბარბარემ ტელეფონი გათიშა. ნერვები მოეშალა ,მაგრამ გულის სიღრმეში გაუხარდა ,რომ დაპატიჟა. მიუხედავად ამისა არ მოსწონდა ის აზრი,რომ მასზე დამოკიდებული გახდა. აზროვნება არ დაუტანებია ისე გამოეწყო და სახლთან ჩავიდა. ქუჩასი იდგა და იდიოტივით ელოდებოდა. მართალია დაიგვიანა ,მაგრამ ბოლოს მაინც მოვიდა.
-მაპატიე,საცობი იყო
-არაუშავს._მანქანაში ჩაჯდა და ღვედი გადაიკრა.
-არ მაკოცებ?
-გეყოფა
-მოდი აქ_წელზე მოხვია ხელი და აკოცა. ვერც კი ხსნიდა რატომ აგიჟებდა ასე ამ ბიჭის კოცნა. არა ნაკოცნი ,რომ არ ჰქონდა მაშინაც კი შეეძლო დაეფიცებინა ,რომ საუკეთესო იყო...არადა საიდან იცოდა.
-რატოომ ჩავდივარ ამხელა სისულელეს მე თვითონაც არ ვიცი
-იმიტომ ,რომ სისულელეების გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია_განუმარტა ისე ,რომ ხელი არ გაუშვია.
რაღაც სულელური გაიფიქრა თავში. ნეტავ არასდროს გამიშვებდდესო და მაშინვე მიხვდა ,რომ ოცნება არ აუსრულდებოდა. ლექსომ წელზე უშვა ხელი და მანქანა ელვის სისწრაფით დაქოქა. მთელს ტანში დაუარა შიშის ჟრუანტელმა. მოეჩვენა თითქოს სიკვდილს ჩახედა თვალებში
-რას აკეთებ...ხომ არ გააფრინე?
-სიჩქარის გეშინია?_გაუღიმა ლექსომ
-მოკეტე და წესიერად იარე ,თორემ გადავალ და მერე რაც გინდა ის ქენი
-კარგი ჰო ნუ იბღვირები.
-ყველანაირად არანორმალური ხარ
-ესეიგი მე თუ ცუდი ვარ გამოდის ცუდი ბიჭები მოგწონს
-მეც მაგარი ვინმე ვარ რა_ცხვირი აიბზუა ბარბარემ და მინა ჩამოსწია. თბილი ჰაერი დაეჯახა სახეზე. ცხელი დღე იქნებოდა ეტყობოდა. ლექსომ გზიდან გადაუხვია და მალევე გააჩერა მანქანა. რაღაც ბოტანიკური ბაღივით მწვანე და ლამაზი იყო.
-ესაა ბუნებაშიო?
-შამპანიურიც მაქვს_უკანა სავარძლიდან ბოთლი ამოაცურა ლექსომ და მანქანიდან გადმოვიდა. ბარბის კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.
-ცუდი არ ჩანს
-აი იმ ხის ძირას პლედი გავშალოთ და ეგაა
ბარბარემ პლედი ძირს დააფინა და ჩამოჯდა. მოდი სანამ ცივია მანამდე დავლიოთ.
-როგორც გინდა_მხრები აიჩეჩა გოგონამ და ხეს თავით მიეყრდნო. ლექსომ ერთჯერად ჭიქაში შამპანიური დაუსხა
-მაპატიე ფეხიანი ვერ ვიშოვე მაღაზიებში
-არაუშავს
ლექსო გვერდით მოუჯდა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ. არც ერთი არაფერს ამბობდა.
-სასინელებაა რაც ხდება_ამოილუღლუღა ბარბარემ და ცარიელ სივრცეს გაუსწორა თვალი
-რატომ?
-სულ ასე იქნება? ერთმანეთს შევხდებით...სექსი გვექნება და დავიშლებით?
-კარგი რა...ჯერ ორივე ძალიან ახალგაზრდები ვართ.
-ახალგაზრდა ვარ და არ მინდა ასეთი გამოუსწორებელი რამეები ჩავიდინო.ეს არ არის მარტივი ...
-მე შენ მომწონხარ...მართლა მომწონხარ და მინდიხარ. ამას არ ვუარვყოფ_მისკენ მოაჩოჩა გოგონა. კისერზე თმა გადაუწია და მოფერება დაუწყო.
-ესაა უბედურება. არ მინდა ამაზე დამოკიდებული გავხდე. არ მინდა შენზე დამოკიდებული გავხდე...ერთ მშვენიერ დღესაც შენ ადგე და უბრალოდ წახვიდე.
-გეშინია ,რომ მიგატოვებ?_ბარბარემ თავი დაუქნია და არაფერი უთქვამს. ლექსომ ამოიოხრა და ხეს მიეყუდა.
-აი ხომ ხედავ. ესაა განსხვავება შენსა და ნიკას შორის
-გული ნუ გამიწყალე მაგ ნიკათი. _ხელი აიქნია ლექსომ
- მგონი სჯობს წავიდეთ. ვგრძნობდი ,რომ შეცდომა იყო ეს ყველაფერი. როგორც იტყვიან ''მაგრად მივქარე''
- მოიცადე...კარგი რა...
ბარბარე ფეხზე წამოხტა და ის იყო მანქანისკენ წასვლას აპირებდა ,რომ წინ ვიღაც ბენდენაწაკრული ბიჭი აესვეტა. ბლანჟე და ნადვილი ბოროტმოქმედის სახე ჰქონდა. გოგონამ წამიერად დაიხია უკან და ლექსოს გახედა.
-აი სად მოუყრიათ თავი გვრიტებს.გამარჯობა ლექსო თუ ალექსანდრე
-აქ რას აკეთებ?_ანერვიულებული ხმით კითხა ლექსომ
-ჩემს ზარებს არ პასუხობ და იძულებული გავხდი პირადად მომეკითხა
ბარბარეს იმ წამსვე გაახსენდა წინა დღით ვიღაცამ ,რომ დაურეკა და ლექსომ გაუთიშა. მერე კი უთხრა ,რომ ის არ იცნობდა.
-ეს ვინ არის?_მოუბრუნდა ლექსოს
-მოდი ჩემთან_ხელი გაუწოდა ბიჭმა ,მაგრამ სანამ გოგონა მისკენ წამოვიდოდა მოსულმა წაავლო ხელი და მისკენ წაათრია. ეს ახალი ჩიტუნია ვინ არის? ბოლოს ,რომ გნახე სხვა გყავდა
-გაუშვი ხელი ის არაფერ შუაშია
-გავუშვებ ,როცა ჩემთან დალაპარაკებას ინებებ
ბარბარეს შიშისგან სახე გაუფითრდა და იგრძნო როგორ მოეკეცა მუხლები თუმცა გონება არ დაუკარგავს .მოსული ისე მაგრად უჭერდა ხელს ლამის იყო ძვალი მოემტვრია.



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

კარგია დამაინტერესა ველოდები შემდეგს ცოტა უფრო მალ-მალე რო დადო კარგი იქნება :****

 


№2  offline წევრი lamazmani

კაია საინტერესოა მალე დადე

 


№3  offline წევრი lisebeth

Just give me a Hand . . .
კარგია დამაინტერესა ველოდები შემდეგს ცოტა უფრო მალ-მალე რო დადო კარგი იქნება :****

დღეში ერთზე მეტის დადება საიტის წესებით აკრძალულია
მადლობა ,რომ კითხულობ
lamazmani
კაია საინტერესოა მალე დადე

დღეს ღამით დაიდება
გმადლობ love

 


№4  offline წევრი marisa

ახლახანდ დავიწყე ამის კითხვა და მომწონს, მოვლენების განვითარევას ველი. წინა რომანი, თუ ბალადა, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. დავიწყებ და დავყვები ცხრავე თავს და მერე მაგაზეც მოგახსენებ ჩემს აზრს :დდ ბარბი გულის სიღრმეში კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპია. ხომ არსებობენ ისეთები, რომლებსაც ყველაფერი კიდიათ და ვისთანაც უნდათ სექსი აქვთ, ამას ეგრეც არ გამოსდის და ეს ლექსო მატყუარა მგონია მე. თან ეს აზრი უფრო გამყარდა ჩემთვის, როცა სათაური ვნახე და ნიკასთან მიმართებაში ყველაფერი ვერ გავიგე. იმპოტენტია? მაინც არ მომწონს მე ლექსო. თუმცა, ის მომწონს, რომ იდეალურთან მიახლოებული არავინ გყავს და ყველას აქვს რაღაც გამოკვეთილი ნიშან-თვისება. გელი, გელი, მოგელი ♥♥

 


№5  offline წევრი lisebeth

marisa
ახლახანდ დავიწყე ამის კითხვა და მომწონს, მოვლენების განვითარევას ველი. წინა რომანი, თუ ბალადა, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს. დავიწყებ და დავყვები ცხრავე თავს და მერე მაგაზეც მოგახსენებ ჩემს აზრს :დდ ბარბი გულის სიღრმეში კარგი გოგოა, მაგრამ ძალიან ჩამოუყალიბებელი ტიპია. ხომ არსებობენ ისეთები, რომლებსაც ყველაფერი კიდიათ და ვისთანაც უნდათ სექსი აქვთ, ამას ეგრეც არ გამოსდის და ეს ლექსო მატყუარა მგონია მე. თან ეს აზრი უფრო გამყარდა ჩემთვის, როცა სათაური ვნახე და ნიკასთან მიმართებაში ყველაფერი ვერ გავიგე. იმპოტენტია? მაინც არ მომწონს მე ლექსო. თუმცა, ის მომწონს, რომ იდეალურთან მიახლოებული არავინ გყავს და ყველას აქვს რაღაც გამოკვეთილი ნიშან-თვისება. გელი, გელი, მოგელი ♥♥

იდეალური პერსონაჟებით სხვის ნაწარმოებსაც არ ვკითხულობ და მით უფრო მე არ დავწერ. მასეთი ტენდენცია დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა...ეგ უკვე ლიტერატურის გუშინდელი დღეა და ჩემი აზრით მსგავსად ბანალური ტექსტები აღარ უნდა იქმნებოდეს...
კავკასიური ბალადა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისაა რამაც მთლიანად დაიპყრო ჩემი ცხოვრება ამ რამდენიმე თვის მანძილზე...ეს ის ჟანრია რისთვისაც დავიბადე ალბათ...
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგ ნაწარმოებზე გამოთქმული თითოეული სიტყვა და შენც გელი რათქმაუნდა
ვიცი რომ ეგ ჯერ არ არის გამართული რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ...მაგრამ მაინც
მადლობა დიდი შეფასებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent