'ქალბატონო გრძელთმიანო,მე თქვენ მიყვარხართ'(სრულად)
***ავტორი*** გამარჯობაა.. მოკლედ არ ვაპირებ ჩვეული ისტორიებივით გადმოვცე ეს ისტორიაც.. ეს არაა ჩვეულებრივი love story ჰეპი ენდით დამთავრებული,სადაც ბიჭი და გოგო ხვდება ერთმანეთს უყვარდებათ..არიან ერთად ბლაბლაბლაა ცხოვრების ბოლომდე ბედნიერად.. არა ხალხნოო არა.. არ შეიძლება ამ ცხოვრებაში იყოს ყველაფერი მხოლოდ კარგი.. რათქნაუნდა საჭიროა პოზიტივიც.. მაგრამ რეალობას თვალი გაუსწორეთ.. ყველა სიყვარული ჰეფი ენდით არ მრთავდება.. არა როგორც ჩემი.. ავტორის აზრით სიყვარულს არ აქვს დასასრული და ეს ჩემს ერთ ისტორიაშიც მაქვს ნახსენები.. თუ სიყვარული ნამდვილია ის არ მთავრდება თუნდაც იყოს ჰეფი ენდი...მას დასასრულს ვერ უპოვი.. იცით ხშირად მიფიქრია რა იყო ცხოვრება.. უფროსწორად როგორია ცხოვრება სიყვარულით.. მაგრამ არის ერთი კითხვა.. თუ ცხოვრება სიყვარულით არის შესანიშნავი.. მაშ რა იქნებოდა ცხოვრება უსიყვარულოდ?.. აქ მახსენდება ჩემი საყვარელი ლექსის ამონარიდი "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,სიო არ დაჰქრის ტყე არ კრთება სასიხარულოდ".. ალბათ სწორედ ასეა.. უსიყვარულოდ ხომ ჩვენ ვერ შევძლებდით დაგვენახა ჩვენი ნამდვილი სახე.. ჩვენ ხომ 'მასთან' სწორედ 'ნამდვილები' და უსაზღვროები ვართ.. ჩვნეში რომ არ არსებობდეს ეს ძალიან მაგარი გრძნობა ალბათ არც ადამიანობა შეგვრჩებოდა და არც რაიმე იერი ადამიანობისა.. სიყვარული გაძლევინებს ყველა ტკივილს.. მას შეუძლია შენს სახეზე ღიმილიც მოიტანოს და დიდკ სევდაც.. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შენეულია რომ გინდა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდეს.. მხოლოდ ის გრძნობდეს რომ შენ მთელი არსებით ხარ შეყვარებული.. ჯობია ახლა მოვრჩე სიყვარულზე ლაპარაკს თორემ ეს იმდენად დიდი ცნებაა რომ მთელი დღე თავს შეგაწყენთ სიყვარულზე ლაპარაკით.. მოდით დავიწყებ.. ერთი 'არაჩვეულებრივი' სიყვარულის ისტორიის მოყოლას.. *** მარიამი*** იცით სად ვნახე პირველად?.. ქუჩაში.. მივაბიჯებდი ხილიანზე და ვფიქრობდი თქვენ წამოიდგინეთ და სიყვარულზე.. რა სიმბოლურია.. ჩემი გადმოსახედიდან.. მისი თვალები შემეჩეხა.. ვერ ავღწერ იმდენათ სასწაული გრძნობდა იყო.. გიგრძვნიათ ოდესმე ვინმესთან უხილავი კავშირი? მე ამ დროს ვიგრძენი.. ალბათ ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა მაგრამ დიახ.. მე ვიგრძენი უხილავი კავშირი მასთან.. უცნობთან რომელიც მხოლოდ ახლა ვნახე.. პირველად ვნახე.. თან კიარ 'ვნახე' უბრალოდ გვერდით ჩამიარა.. უცბად რეალობაში ტელეფონის გაბმულმა ზარმა დამაბრუნა.. -აუუ მარუუუუუუუუსს-- გაწელა გვანცამ -ხო ლიზუუუუუ--ვუპასუხე იგივე ტონით და გავიცინე.. -კაი ნუ დამცინი გოგო.. მისმინე ესეიგიი გეგის ბავშვობის ძმაკაცი უნდა გავიცნოოოთ. და ეხლა მე და გეგი გამოგივლით და ჩვენკორპუსთან იყავი 2 წუთში გაიგეე?? ხოდა დაგველოდეე --ჩამკივლა ყურში და გათიშა.. -ღმერთო სულ გაგიჟდა ეს გოგო.. ისევ შენ თუ უშველი.. --ვთქვი მოხუცი ქალივით და ჩემს თავზე გამეცინა.. ზუსტად 2 წუთში ჩემს კორპუსთან ვიყავი.. მალევე მოვიდნენ 'გვრიტები' და მანქანაში ჩავხტი.. გზა მეცნო.. მივხვდი რომ სვანეთში მივდიოდით.. გეგის სახლში.. იქ სამივეს ჩვენი ოთახები გვაქვს და ჩვენს ნივთებსაც იქ ვტოვებთ ხოლმე ასერომ ტანსაცმელზე არ მინერვიულია.. თითქმის მისულები ვიყავით ამ აუტანელმა სიჩუმემ რომ შემაწუხა და -ვააა'სიძეე'.. მეორე შენნაირის გასაცნობად მივდივართ?--სიჩუმე დავარღვიე და დავეჯღანე გეგის და უკანა სავარძელზე გავწექი.. -არაა ის უარესიაა..--მითხრა სიცილით გეგიმ და გზასგახედა.. -აუუ დაიფიცეე.. --წამოვხტი და გეგისკენ გადავიწიე რაც შემეძლო.. -შენი დაქალის თავს ვფიცავარ..:დ--მითხრა სიცილით და მომღიმარ ლიზას გახედა.. -იი როგგორ იცი ხოლმეე... შე მაიმუნოო..--ვუთხარი ისევ და ისევ ჩემი ჩვეული 'მოხუცის' ტონით და თავში წამოვარტყი... რამაც სამივეს ბოლო ხმაზე ხარხარი გამოიწვია.. -იცოდე მაგ ხელებს მოგატეხავ.. --მითხრა სიცილით გეგიმ და გზას გახედა.. -უფფ ეგრე ქენი.. 'სიძეე' შე ძველო..--ახლა მხარზე წამოვარტყი ხელი და ისევ გადავწექი უკანა სავარძელზე.. -მივედით უკვე.--ძლივს ამოიღო ხმა ლიზამ და გვანიშნა გაჩერდითო.. გადმოვლაგდით მანქანიდან,მიმოვიხედე და მივხვდი ერთი წელია აქ არ ვყოფილვარ და არაფერი შეცვლილა.. პირველი მე შევვარდი სახლში და იქ ნანახმა გამაოცა.. თავს დავდებ გეგის ძმაკაცი ის უცნობი იყო.. ისევ გადავეყარე მის თვალებს.. ესაც მეორე შეხვედრა.. ღმერთო რა სიურპრიზებითაა ჩემი ცხოვრება სავსე.. ვერგეტყვით რას ვგრძნობდი.. ერთდროულად გახარებულიც და გაოცებულიც ვიყავი.. მაგრამა რაფერს არ ვიმჩნევდით.. -მარიიამ გაიცანი ეს ჩემი ბავშვობის ძმაკაცია გიორგი ლომჟარია.. გიო გაიცანი ეს ჩემი მომავალი ცოლის--გაიცინა-- საუკეთესო მეგობარი მარიამ ბრეგვაძეა.. -სასიამოვნოა--მითხრა საოცარი ბარიტონით და ხელი გამომიწოდა მეც სხარტად მივაგებე მის ხელს ჩემი და ვუთხარი.. -ჩემთვისაც სასიამოვნოა..--და გავუღიმე.. საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა გიორგი.. ისე ჩვენში რომ დარჩეს გიორგის და გეგის ისტორიებიდან გამომდინარე გიო უფრო გიჟი ყოფილა.. მე კიდევ გეგის ვეუბნები შენზე გიჟი არავინაამეთქმი მაგრამ ჰა.. გამოჩნდა გეგი ავალიანზე უარესი.:დ მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ.. და სვანეთში 2 კვირით დარჩენა გადავეყვიტეთ.. ეს იქნებოდა საუკეთესო 2 კვირა ჩემს ცხოვრებაში!! ოთახებში გადავნაწილდით.. ვინაიდან სახლში სამი ოთახი იყო გვრიტები ერთ ოთახში იყვნენ.. მე და გეგი კი გვერდიგვერდ ოთახებში მოვთავსდით.. მთელი ღამე ვერ დავიძინე ვფიქრობდი მის თვალებზე.. ღმერთო რა დამმართა ამ ბიჭმაა... დღეს გავიცანი და უკვე მოსვენებას არ მაძლევს.. ალბათ ბევრი გამკიცხავს ასე ერთი დღის გაცნობილზე როგორ ფიქრობო მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია სხვანაირად.. მისი თვალები.. ნაცრისფერი თითქოს უგრძნობი მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი გრძნობის მატარებელია.. ახლაც თვალწინ მიდგას მისი გამოხედვა.. ოღმერთო რა სასწაული გამოხედვა აქვს.. მთელი გრძნობით იღიმის.. და მის ნაცრისფერ მოელვარე თვალებს განათებს.. ალბათ ისინი ვინ გამკიცხავენ ამ უსახელო გრძნობებისთვის ჩემს ადგილას რომ იყვნენ იგივეს გააკეთებდნენ.. მთელი ღამე მასზე ფიქრში გაათევდნენ.. მოკლედ როგორც იქნა გათენდა.. ეს ღამე.. ისე გაიწელა მეგონა ქვეყანა წყვიადს მოეცვა და აღარც გათენდებოდა.. გარეთ გასულს არავინ დამხვდა.. ალბათ ისევ სძინავს ყველას.. ძალიან მშიოდა და გადავწყვიტე რაიმე მომემზადებინა მაგრამ შენც არ მომიკვდეე.. როგორც კი ტაფა გაზქურაზე შევდგი ცეცხლზე ხელი დავიწვი.. გამაგიჟა ტკივილმა..იმხელა ვიკივლე მგონი მთელმა სვანეთმა გაიგო.. ვერც გავიაზრე ისე მომიახლოვდა ვიღაც და რომ ავიხედე ისევ იმ თვალებს შევეჩეხე.. -რა დაგემართა მარრ--მკითხა გიომ და თბილად გამიღიმა.. -აუუ მწევისს..-- მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.. ჩემი ხელი მისაში მოაქცია და მაცივრიდან ამ წამს გამოღებული ყინული დამადო.. ახლაც საცოდავი კატასავით ამოვიკნავლე და სკამზე უღონოდ დავეშვი.. ხელი ისე მტკიოდა მთელი დღე ყინული არ მომიშორებია.. -მეტი სიფრთხილე გმართებს მარიამ..!--თვალებში შემომხედა გიომ და თითი გაიქნია.. -მადლობა დახმარებისთვის.. -კაი რა ღადაობ? რისი მადლობა..--მითხრა და გაიცინა.. გაზქურას მიუბრუნდა და ჩემი წამოწყებული საქმე გააგრძელა.. 1 საათში უკვე ჭურჭელს რეცხავდა ლიზა.. ვუთხარი მე ვერ მოგეხმარები ხელი მტკივათქო და გამოვედი.. დივანზე ტელევიზორთან მოვკალათდი და მულტფილმის ყურება დავიწყე.. -ბავშვოოო...რაა მულტფილმს უყურებ ტოო... --თავისი ჭკუით დამცინა სამზარეულოდან გამოსულმა გეგიმ.. -აუუ დავაი რაა.. შე მართლა ბავშვო.. ვინიყო ის ჩემთან რო ამოვიდა ღამის 12 საათზე მულტფილმს ვუყუროთ ერთადო?? --გავხედე ნიშნისმოგებით და სიცილით ვკვდებოდი მის წითელ სახეზე.. -ეს გააჩუმეთ ვინმემ რაა.. თორე გააქტიურდაა..--იღრიალა და გაბრაზებულმა შემოგვხედა ახარხარებულს სამეულს.. -ხო და მულტფილმის ყურების დროს ისე იყურებოდი მეგონა გვერდით 23 წლის ბიჭი კიარა 3 წლის ბავშვი მეჯდა.. --უფრო ავხარხარდი მე და ცოტახანში ჩემს ბედს ვწყევლიდი გეგიმ ჰაერში რომ ამიტაცა და მთელი სახლი მარბენინა.. -ვაიმეე გეგიი გაგიჟდიი? დამსვი შეე არანორმალუროო... აუუ დამსვიი იცოდე ამას არ შეგარჩეენნ.. დამსვიიი რააა.. აუუ გეგიიიი აჰაჰაჰა გეეგიიიი დამსვი მეთქიი..-- ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ვიცინოდი თან რასაც ჰქვია სიცილით ძილს მხოხავ ლიზას და გიოს ვუყურებდი..--აუ თქვენმაინც უთხარით რაა.. ჯერ აქედან ჩამოვიდე ნახავთ რა მოგივათთ სამივეს.. --ვყიროდი ბოლო ხმაზე და გეგის მუშტებს ვურტყამდი.. როგორც იქნა დამსვა და მეც გაბუტული შევცქეროდი მოცინარ ბავშვებს.. აი რა არის ბედნიერება.. უყურებ შენს საყვარელ ადამიანებს-ბედნიერებს... აი ნამდვილი ბედნიერება ის არის რომ დაინახო შენი საყვარლეი ადამიანი ბედნიერი.. ამაში დღეს დავრწმუნდი.. -გადაგიხდით სამაგიეროს..--ვთქვი ჩუმად მაგრამ გასაგონად.. -ეე ჩვენ არაფერი დაგვიშავებია.. მე და ლიზა უბრალოდ ვიცინოდით ლამაზო..--მითხრა სიცილით გიომ.. -გიორგი ლომჟარიააა შენ არავინ გეკითხება.. მე მაინც შურს ვიძიეებბ..--ვუთხარი ვითომ მკაცრად მაგრამ მაინც გამეღიმა.. -ოჰოჰო პატარა გრძელთმიანი ქალბატონი შურს იძიებს..--გამაჯავრა გიომ და გაიცინა.. შემდეგი ორი დღე საკმაოდ უინტერესო იყო.. წვიმდა და გარეთ გასვლა ვერ მოვახერხეთ.. ჩემი საყვარელი ამინდი იყო ორი დღე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. წვიმა რაღაც ძალიან სევდიან და წყნარ ნოსტალგიურ განწყობას მიქმნის.. მხოლოდ ამდროს შემიძლია გამოვეთიშო სამყაროს და უბრალოდ გადავიდე სხვა განზომილებაში სადაც არანაირი პრობლემა თავს არ შემაწყენს და უბრალოდ განვიტვირთები.. სწორედ ასე ვიქცეოდი.. ფანჯარაზე შემოსკუპებული მივირთმევდი ფინჯან ჩაის და გარეთ ვიყურებოდი.. მთვარე ისეთი ნათელი და სავსე იყო.. წვიმდა.. სწორედ რომ ნოსტალგიური განწყობა მეუფლებოდა.. ამ დროს კარის გაღების ხმა გავიგე.. -შეიძლება?--გავიგე ნაცნობი ბარიტონი..და მასში გიო ლომჟარიას ხმა ამოვიცანი.. -შემოდი..--ვუთხარი მშვიდად და ცოტა არიყოს დავიბენი.. -მიყვარს წვიმა..--მითხრა ჩემს წინ ფანჯარაზე მჯდარმა.. გამიკვირრდა. -ვაუ.. სულ მეგონა შენნაირ "გიჟებს" არ უყვარდათ მოწყენილობა.. წვიმა.. და ნოსტალგია..--ვუთხარი ცოტა გაკვირვებულმა.. -სხვების არვიცი მაგრამ მე რატომღაც ძალიან მიყვარს წვიმა.. იცი ყველა "გიჟი" ადამიანის უკან იმალება ნამდვილი 'მე'..ადამიანი რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი ლაღი როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.. იცი ჯერ შენ არცისე დიდი ხარ რომ გესმოდეს ეს.. ყველას თვალებში არის მოელვარე სხივი.. მაგრამ ზუსტად ამ მოელვარე სხივის უკან დგას ის დიდი სევდა.. აი მაგალითად შენს თვალებში.. ვიყურები და ვატყობ რომ ძალიან დიდი ბედნიერება დგას.. მხოლოდ შენი თვალები მეტყველებენ შენს შინაგან ნამდვილ მეზე..--გაჩუმდა..ცოტახნის შემდეგ კი განაგრძო..-- მგონი თემას ავცდი.. უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ყველა "გიჟი" არ არის ნამდვილად გიჟი..ლაღი და ხალისიანიი.. ისინი უბრალოდ ამით ცდილობენ რომ ყალბი ღიმილი აიკრან სახეზე და ხალხს დანახონ რომ ყველაზე ლაღები არიან.. გავჩუმდი.. არა ან რაუნდა მეპასუხა.. ცოტა ხანი ასე ვიჯექით ვფიქრობდი მის სიტყვებზე შემდეგ კი ხელზე ხელი მოვუჭირე და თვალებში ჩავხედე.. -არვიცი შენ რა გჭირს.. რა სევდა იმალება შენი მოელვარე ნაცრისფერი თვალების უკან მაგრამ მე ვგრძნობრომ შენ განსაკუთრებულიხარ.. საუკეთესო.. მართალია სულ 3 დღეა გიცნობ მაგრამ.. სეგისწავლე.. გაგიცანი და გავიგე შენი ნამდვილი სახე.. --გავჩუმდი..უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი და ეს სიტყვები წარმოვთქვი..--ხელზე ხელს რომ გიჭერ.. ნუ ნერვიულობ,გგრძნობ მეთქი.. გამიღიმა..ნამდვილი გულწრფელი ღიმილი მაჩუქა.. და და ჩამიხუტა.. -მიყვარხარ...--მითხრა..გავშეშტი.. ვერ გავიაზრე რა თქვა.. -რ..რაა?--ვკითხე დაბნეულმა.. -დიახ..! ქალბატონო გრძელთმიანო,მე თქვენ მიყვარხართ..--მითხრა და გაიცინა.. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე უბრალოდ ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტე.. და ეს იყო ყველაფრის პასუხი.. მე ის მიყვარდა.. დიახ მიყვარდა.. ოჰ ღმერთო..გაგიჟებით მიყვარდა.. ეს არიყო უბრალოდ სიყვარული.. ჩვენ ვავსებდით ერთმანეთს.. ეს იყო ერთი გულის ფეთქვა ორ სხეულში.. ალბათ გაგიკვირდებათ ასე მალე როგორ შემიყვარდა.. და მკითხავთ ასე მალე როგორ? თვალებით.. ო დიახ.. თვალები.. მისი თვალები ღმერთო რა მეტყველია.. გაინტერესებთ რა იყო შემდეგ? ბედნიერება.. მხოლოდ მე და ის ჩვენ!! და არავინ ზედმეტი.. "ვუყურებდი თვალებში და ვხვდებოდი ვერასდროს ვერ შევძლებდი ასე შემეხედა სხვისთვის".. ***ავტორი*** მაგრამ ცხოვრება? რაარის ცხოვრება ისე თუ თავისი ბინძური ბრჭყალები არ დაატყო შენს სიყვარულს.. დააშორა ისინი დააშორა ერთმანეთს.. მაგრამ სიკვდილი?? ეს რაღა იყოო.. ეს რაიყო ღმერთო.. უბრალოდ სიკვდილით დააშორა ისინი ბედმა... იმ საბედისწერო ღამეს როცა რესტორანში მიდიოდნენ იმისთვის რომ გიორგი ლომჟარიას..თავისი საყვარელი მარიამ ბრეგვაძისთვის ხელი ეთხოვა და სიურპრიზი გაეკეთებინა.. ავარია მოხდა.. მანქანა ხრამში გადაიჩეხა.. მათი ბოლო სიტყვები ჯერ კიდევ ჩართული ტელეფონის ყურმილიდან გაიგო გეგი ავალიანმა.. ბოლო ხმაზე ღრიალებდა მაგრამ მათი ბოლო სიტყვების მეტი გამოხმაურება წყვილისგან არ იყო.. გარდაიცვალა ბედნიერება.. გარდაიცვალა ორი საყვარელი ადამიანი რომლებიც ჯერკიდევ ახლა იწყებდნენ ცხოვრებას.. გაინტერესებთ მათი ბოლო სიტყვები?? -ქალბატონო..გრ..ძელ..თმიანო.. მე თქვენ მმ.მიყვარ..ხართ!--როგორც შეძლო ბოლო ძალები მოიკრიბა გიორგი ლომჟარიამ და მარიამ ბრეგვაძეს ხელი მაგრამ ჩაჰკიდა.. -მეც..ხელლ...ზე.. ხ..ხელს რომ გიჭერ.. ნნ..უუ ნ..ერვიუ..ლლობბ.. გ.გგრძნობ მ..მეთქი...--თქვა ჩუმად მარიამ ბრეგვაძემ და მათ ჩაკიდებულ ხელებს დაჰხედა.. ბოლოჯერ შეხედეს ერთმანეთს თვალებში და გაითიშა.. ორივე გული გაითიშა.. ვერ გადაარჩინეს.. წლების შემდეგ კი ნახავდით წყვილს რონელიც თავიანთ პატარებთან გიორგი ავალიანთან და მარიამ ავალიანთან ერთად მიდიოდა სასაფლაოზე სადაც ეგულებოდათ ორი სიყვარულისთვის მებრძოლი ადამიანის საფლავი.... --------------------- ბავშვებო ძალიან გთხოვთ რა თქვენი აზრი კომენტარებში გამოხატოთ.. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე.. დღეს უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი და მინდოდა რამე დამეწერა რაც არ დამთავრდებოდა უბრალოდ ჰეფი ენდით.. არ მიწყინოთ თუ თქვენი იმედები ვერ გავამართლე.. მიყვარხართ.. <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.