სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[2]
მკერდი ჩამიდ-ჩამოდიოდა..ისე შესამჩნევლად,რომ ეს აღელვება ტანსაცმლიდანაც კი აშკარად გამოიხატებოდა.საშინლად უხერხულად ვიყავი.მგონი,პირველად ცხოვრებაში მგრძნობდი ასეთ რამეს...ეს ჩემთვის ძალზედ უცნაური იყო.უცხო ადამიანი და მამაკაცი,რომელიც თითქოს მზრუნველობას მპირდებოდა.ვგრძნობდი,როგორ მიოფლიანდებოდა ხელის გულები,ლოყები მთლად ამწითლებოდა.მართალია,საკუთარ თავს ვერ ვხედავდი,მაგრამ ყოველივე ეს ადრეც განმეცადა.ასე რომ,ჩემთვის უცნობი შეგრძნება არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ ასეთი უხერხულება,აშკარად,არ მახსენდებოდა.ან იქნებ ამის ფონზე მეგონა დანარჩენი სხვა არაფერი. მამაკაცმა მზერა ჩემკენ წამოიღო.მის სახეზე ირონიას ვამჩნევდი.ვინ იყო აზრზე ვერ მოვდიოდი,რა უნდოდა და ან რატომ დამეხმარა.გამახსენდა ბავშობისას დედა,რომ მიყვებოდა წმინდა ნიკოლოზზე,გრძელი თეთრი წვერი აქვს,ბავშვები უყვარს და ყოველ ახალ წელს საჩუქრებს ჩუქნისო.თუმცა მაშინ სულ სხვა რამეს განვიცდიდი.აღელვებას,რომელიც სიამაყითა და ბავშვური გულუბრყვილობით იყო გამოწვეული,მაგრამ დღევანდელ აღელვებას სულ სხვა რამეს თუ მიაწერდი.მორიდება,სირცხვილი და უკმარისობის გრძნობა დამუფლებოდა და გასაქანს არ მაძლევდა.თითები საქსოვი ჩხირებივით ერთმანეთში მეხვეოდა,ვერ ვჩერდებოდი.როგორ მინდოდა მალე გათენებულიყო,თუმცა მერე რაღა იქნებოდა წარმოდგენაც კი არ მქონდა.ვატყობდი,რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა.თავში ათასი აზრი გავივლე. -რა გქვია?-დაბალი ბარიტონით მკითხა და თან ჩანგალი მაგიდაზე დადო.ცოტა ხანს გავიაზრე კითხვა ისე,თითქოს მათემატიკის რთული ამოცანა ყოფილიყო და დამძიმებული ხმით ძლივს გავბედე პასუხის გაცემა. ჩემი სახელი გაიმეორა და მომეჩვენა,მისი ხმიდან თითქოს რაღაც მჟავე გამოდიოდა.რა იყო ეს? იქნებ ირონია,რომელსაც გრძნობდა ჩემს მიმართ.იქნებ ყველას ამ გრძნობას აღვუძრავდი? მე,ერთი შეხედვით ახალი სიცოცხლე,მაგრამ სიცოცხლე,რომელსაც ასპარესი არ ეძლეოდა. სხვანაირად ვერც შემომხედავდა.განა ყველას მსგავს გრძნობას არ აღვუძრავდი? მე გოგონა,რომელსაც არც სახლი მქონდა,არც კარი,არც მზრუნველი და უკანასკნელი მეგობარიც კი გამქცეოდა. -მე მამუკა ვარ.-ამაყად მიპასუხა და ნაბიჯი გვერდით გადადგა.მისი მოქმედება ვერ ავხსენი,თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა. -მადლობთ,ყველაფრისთვის..თუ ნებას მომცემთ,ჭურჭელს დავრეცხავ მორცხვად მივმართე მამაკაცს ისე,რომ არც კი შემიხედავს.არ მინდოდა ჩემი დამფრთხალი თვალები შეემჩნია.განა მინდოდა ყველას ცოდნოდა,რომ უსუსური ვარ.მრავალჯერ მიფიქრია ძალაზე,სიძლიერეზე,რომელიც არასდროს მქონია.მინდოდა,ხალხში პატივისცემის გრძნობა გამომეწვია,მინდოდა სიყვარული მომეპოვებინა და მინდოდა,რომ თავი ადამიანად მეგრძნო. განა ბევრს მოვითხოვდი? არა,სრულიად არა.სამწუხაროდ,გარემო ჩემთვის ამასაც კი იშურებდა.ხშირად გავნაწყენებულვარ მასზე,გული მომსვლია,ზოგჯერ სასოც კი დამიკარგავს,მაგრამ მაინც გამიგრძლეებია ცხოვრება..დღემდე ასე მოვედი,იმის იმედით,რომ ყველაფერი იცვლება.ცხოვრება ჩანაცვლებადიაუბედურებას ბედნიერება სდევს,ის მისი განუყრელი თანამგზავრია.ამ იმედით,ვდეგებოდი ყოველ დილას და მივდიოდი ბაზარში.სწორედ ამაზე ვფიქრობდი,როცა მამა სასტიკად მისწორდებოდა ,როცა მე და დედას უკანასკნელ ხმაზე დედას გვაგინებდა.განა ადვილი იყო ამ ყველაფრის შემდეგ გარეთ გასვლა და მეზობლებისთვის თვალის გასწორება? ეს იყო ყველაზე საშინელება..ტკივილს კი აიტანდა კაცი,მაგრამ დამცირება და ადამიანთა თვალში დაცემა ყველაზე ძნელია.საშინელი შეგრძნებაა,როცა შენსა და შენს ოჯახზე ჭორაობენ და საჯაროდ ლაფს გასხამენ. რამდენჯერ მომისმენია როგორ ჭორაობდნენ მეზობელი ქალები ჩემს ოჯახზე და გული მრავალჯერ ჩამწყვეტია.ზოგჯერ მტკვრიდან გადახტომაზეც კი ვფიქრობდი,მაგრამ ჩემში ყოველთვის ვპოულობდი ძალას,რომელიც ცხოვრების სირთულეებს მაძლევინებდა.ეს უკანასკნელი ხომ გლობალური სიტყვაა და ბრძოლას ნიშნავს,ამიტომ მუდამ ვუმეორებდი საკუთარ თავს,რომ,რაც არ უნდა მომხდარიყო,არ უნდა დამეყარა ფარ-ხმალი,არ უნდა დავნებებულიყავი. -არა,იყოს..ხვალ თავად მივხედავ-მიპასუხა მამუკამ.ამ პასუხს,ნამდვილად,არ ველოდი,მაგრამ მაინც არ გამხარებია.იქნებ ეს არ იყო სწორი რეაქცია?მე ხომ შეჩვეული ვიყავი მუშაობას...და განა ვინ მაფასებდა? ყველას ზემოდან მიყურებდა...იქნებ არც ვიყავი ამის ღირსი. -კარგით..-თავდახრილმა ვუპასუხე.-წამოდი,ოთახს განახებწინ გამიძღვა აჩქარებული ნაბიჯით.შევატყვე,რომ დაწოლა ეჩქარებოდა.სახეზეც ეტყობოდა დაღლა.ოდნავ დატოვებული წვერის მიმდებარე ადგილები შეწითლებოდა. დიდ დერეფანს გავყევით.ძლივს დასრულდა.სახლი,მართლაც,მდიდრული იყო.ათასი ნივთი ელაგა.თავიდან ვიფიქრე,მუზეუმში ხომ არ ცხოვრობსო.ასეთ სახლში მართლაც პირველად ვიყავი.გული გაცხარებით მიტოკავდა.რა იყო ეს? რად უნდოდა ამდენი რამ ერთ ადამიანს.„არავინ არ ჰყავს და რად უნდა ამხელა სახლი?“-ისევ ეს აზრი ამეკვიატებინა.მივიწევდი წინ და კვლავ ამ აზრის გარშემო ვბრუნავდი. მაგრამ განა ეს ჩემი საქმე იყო?არასდიდებით.ვინ ეკითხება ჩემნაირ გოგოს აზრს?არც არავინ.ვინ ვიყავი? ერთი უბრალო და უფრო დაბლა მდებარე გოგონა.დაბალი ფენა,ბიდონვილების ფენა და,შესაძლოა,უფრო დაბლა მდებარე ფენა..მე და ჩემიანები-ხალხი,რომლებსაც გამარჯობასაც არ ეუბნებოდა.ყველა ამრეზით გვიცქერდა. მაშინვე თვალ წინ დამიდგა მეზობელი,რომელიც მუდამ ირონით ჩაგვივლიდა.მაღალ ქუსლებზე მიბაკუნებდა და ზემოდან დაგვცქეროდა,თითქოს უნდოდა ეთქვა შიანგანადაც და გარეგანადაც თქვენზე მაღლა ვარო.განა ასეც არ იყო? -აი,აქ დაიძინებ-მითხრა და ოდნავ გამიღიმა,რაც ძალიან გამიკვირდა.მალევე გავიდა ოთახიდან და კარი მიხურა,თუმცა ორიოდე წუთში ისევ შემობრუნდა:-ანი,რამე თუ დაგჭირდეს,არ მოგერიდოს.-მადლობთ-ჩუმად ჩავილაპარაკე და მადლიანად შევხედე.ეს ღიმილი იყო გადარჩენილი ადამიანის სამადლობო. ასეთი ოთახი ჩემთვის უცხო იყო.დიდი ლოგინი,კედელში ჩაშენებული კარადა,სარკე და მაგიდა,რომელზეც ტელევოზორი იდგა.. „ძილის წინ,ალბათ,რამე სასიამოვნოს უყურებენ“-გავიფიქრე და ლოგინზე გავიშხლართე,თუმცა მალევე გამახსენდა ჭუჭყიანი ფეხსაცმელები,წამოვხტი და გავიძვრე.მერე ტანზეც გავიხადე,ლოგინს გადავხადე და შევძვერი.თანდაან უფრო ღრმად მივცურავდი,ცხვირიც კი არ მიჩანდა. უეცრად,გამახსენდა მდინარეში როგორ ვბანაობდით ხოლმე ბავშვები.მაშინ პატარა ვიყავი,სულ რაღაც 5 წლის.ბედნიერი ბავშვი ვჩანდი.ალბათ,მაშინაც არ მქონდა იდეალური ოჯახი,მაგრამ არც ვთაკილობდი ამით.შესაძლოა,ბევრი რამ არ მესმოდა,მაგრამ მუდამ დაკრიჭული დავდიოდი. სოფელში ყოველ ზაფხულ ჩავდიოდით ხოლმე.დედაჩემს მეგრელი იყო.მის სოფელში ჩასვლა ჩემთვის დიდი დღესასწაული იყო.მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით ვიყავით,ვერთობოდით,ვსაუბრობდით,საღამოს მეზობელი ბავშვები კონცერტებს ვმართავდით,ბილეთებს საკბილო რამე-რუმეებში ვუცვლიდით უფროსებს და თვეები წამებივით გადიოდა. „ღმერთო,როგორი თბილია..ჩვენ კი ისე ვიყინებოდით...უიმე,რას ვიფარებდით?“-ამ ფიქრებში ვიყარი,როცა ჩამეძინა. დილას გვიან გამეღვიძა.თავიდან მეუცხოა ყველაფერი,ხოლო შემდეგ გოს მოვედი და მაშინვე ავდექი,ტანსაცმელი მალევე გადავიცვი,მივალაგე ლოგინი და გარეთ გავედი.ისევ მორცხვად გადავდგი ნაბიჯები,მაგრამ საკუთარ თავში ახალ ძალას ვგრძნობდი და ეს უფრო ამყარებდა იმედს,რომელიც მუდამ ჩემს გულში ცოცხლობდა,იზრდებოდა,ზოგჯერ პაწაწინაც კი ხდებოდა,მაგრა,რაც მთავარია,არ ქრებოდა..აი,ეს იყო მთავარი.. მამუკა უკვე ამდგვარიყო.რაღაცას ეძებდა და თან ჩუმად ბუტბუტებდა ისე,თითქოს რაიმეზე ღელავდა. -რამდენს ხანს გეძინა-გამიღიმა,რაც მისგან გამიკვირდა.თითქოს ეს უკანასკნელი ჩემთვის უცხო რამ იყო.დავიბენი და პატარა დამნაშავესავით ავიტუზე,თუმცა შემდეგ ენა გავააქტივე და მამუკას ვუპასუხე:-დიახ,ჩამეძინა-არადა რა კარგად მეძინა.მგონი,ასე მშვიდად პირველად ვგრძნობდი ღამის ძალას.სიზმარი არ მინახავს.ამ უკანასკნელს იშვიათად ვნახულობდი.ასე რომ,ჩემს სანუკვარ საათებს ვერავინ მართმევდა..იმ დღეს მეგონა,რომ ახლადდავიბადე.გამოძინების ძალა შევიგრძენი და ჩუმად ჩავიღიმე.ალბათ,მამაკაცმაც შენიშნა ჩემი კმაყოფილება,ცალყბად გამიღიმა და ისევ საქმეს ჩახედა,თუმცა მეყსეულად ამომხედა და ჩუმად ჩაულუღლუღა:-სააბაზანო აქეთკენაა-მარცხნივ მიმითითა და თავი ისევ ჩარგო. სხვის სახლში ისედაც მორიდებულად ვიყავი და ახლა უფრო გავშტერდი.მრცხვენოდა სხვისი პირადი ნივთების ყურება.საპირფარეშოში შევედი და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,რომ ამდენი ხნის მანძილზე აღელვებას ჩემთვის ყველაფერი დაევიწყებინა,შემდეგ შხაპით მივიღე,ერთდჯერადი პირსხოცით გავიმშრალე სხეული,მოვწესრიგდი და გარეთ გავედი. -სამაზარეულო ხომ იცი საითკენაა,მოვამზადე და ისაუზმე-თვალი ჩამიკრა და დივანზე ნახევრად მიწვა.-მადლობთ -არც კი შემიხედავს ისე ვუპასუხე და სწრაფი ნაბიჯით წავედი. მაშინვე ყავის სუნი მეცა,რაზეც დედას სიტყვები გამახსენდა,ასეთს ფულიანები სვამენო.განა ეს სურნელი ის არ იყო,რომლის დაგემოვნებაც ამდენი ხნის მანძილზე მინდოდა? ნასაუზმევს ტელევიზორს უყურებდა,მეც შევედი და უაზროდ დავუქყე ეკრანს ცქერა.-დაჯექი-მიმითითა დივანზე.თავიდან არ ვაპირებდი,მაგრამ შემდეგ,მართალია,უხერხულად,მაგრამ მაინც მივუჯექი გვერდით. მამუკა ხარხარებდა,მაგრამ რაზე ვერ მივხვდი.მეც კი ვუყურებდი იგივე ფილმს,მაგრამ ჩემამდე ვერ მოდიოდა,ალბათ,სხვაგან ვიყავი.თუმცა როგორ შემეძლო ფილმში ჩართვა და,მითუმეტეს, სიცილი,როცა არ ვიცოდი საკუთარი ცხოვრების ასავალ-დასავალიც კი. „დედა რას შვერება,ნეტა? მამამ ხომ არ ცემა?“საკუთარ ოჯახზე ფიქრს ვერ ვეშვებოდი.მახსენდებოდა,დედის ცრემლნარევი თვალები და თავს დამნაშავედ ვთვლიდი,მე რომ თბილად ვიჯექი,ის კი ახლა სიცივეში დადიოდა და სარეცხს დაატარებდა.თუმცა თავი მაშინვე დავიმშვიდე,რადგან ეს ხომ დროებითი იყო და არც შეიძლებოდა,სხვა სახე მიეღო. ფილმი როგორც იქნა დასრულდა.ტიტრები არც კი შემიმნევია,რადგან ფიქრების პიკში ვიყავი,მაგრამ მამუკას მოძრაობიდან მივხვდი,რომ ის დასრულდა.მამაკაცს სახეზე კმაყოფილება დასთამაშებდა. -რა ლამაზი ქალიშვილი ხარ..-მისი სიტყვები უცნაურად მომეჩვენა.არაფერი მიპასუხია.მან განაგრძო-მაგრამ ჩაცმა გესაჭიროება-ამის გაგონებაზე უხერხულად შევიმშუშნე-მე?!-უცნაბათ,დავიბენი და გაშტერებული სახე მივიღე.-ჰო,შენ.წამოდი,რამე ახალი შეიძინე. -კი,მაგრამ მე ფული არ მაქვს-მხრები ავიჩეჩე და საკუთარ დაძონძილ სამოს დავუწყე ცქერა,მერე ფეხზე დავიხედე და საშინალდ შემრცხვა. -მე მაქვს-მოკლედ მომიჭრა,მეც აღარ შევპასუხებივარ.ბოლოს და ბოლოს,უცხო ადამიანი იყო,მეხმარებოდა და მე ასე უნამუსოდ,ნამდვილად,ვერ ვუპასუხებდი. მანქანაში უსიტყვოდ ჩავუჯექი,მაგრამ მაინც არ მესმოდა,რატომ მექცეოდა ეს კაცი ასე კარგად,რატომ ზრუნავდა ჩემზე..ამ ყველაფერს ჩემთან ჯერ ვერ მოეღწია. იმ წამს ბებიას სიტყვები გამახსენდა.ამასწინათ,რომ ჩამოვიდა და ატიებულ დედას ამშვიდებდა,ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანებიო.თუმცა,იმ მომენტში,მის სიტყვებს ვერ ჩავწვდი.“კი,არსებობენ,მაგრამ ჩვენ რას გვარგებს.“ მანქნა გააჩერა,ფული მომცა და მითხრა,აქ მოგიცდიო.დაბნეულად შევხედე და გარეთ გავედი.მაღაზიები რომ დავინახე,ლამის იყო გული გამსხკდომოდა,აქ ხომ მდიდარი ხალხი დადის,მე კი..მე კი ვინ ვიყავი? ფულს მხოლოდ მაშინ დავხედე...„500 დოლარი?!“-სახტად დავრჩი.ამდენი როგორ მომცა? ან რაც არ უნდა ყოფილიყო ტანსაცმელში ამდენის დახარჯვა,სრული უსამართლობა იქნებოდა? დედას რომ თავი დავანებოთ,მერე,დღეს ან ხვალ,როცა მამუკას გამიშვებდა,ეს ფული ხომ გამომადგებოდა? ვიფიქრე,მივბრუნდები და ვეტყვი ამასო,მაგრამ ვეღარ გავბედე. ლამაზად მორთულ მაღაზიაში შევედი.დარცხვენა მეტყობოდა,მე ხომ ასე საშინლად მეცვა.აქ კი ყველაფერი მშვენიერი იყო.დავიწყე გაზომვა.შევახამე რაღაც-რაღაცები ერთმანეთთან.აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.ეს გასაოცარი იყო. „მან ტანსაცმლისთვის მომცა ფული და..თუ არ დავხარჯავ გამომართმევს..ამიტომ ვიყიდი,რასაც მინდა“-ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე,რომ მთლიანად დამეხარდა მოცემული თანხა. შოპინკს დიდ ხანს მოვუნდი,მაგრამ ბოლოს ლამაზად გამოწყობილი გამოვედი.შავი მოკლე იუბკა,ჩულქი,სადა მაიკა და შავი მოკლე მანტო მეცვა.თავს აღარ ვგავდი..ძველი ანი თითქოს სადღაც წასულიყო. მამუკას თვალები გაუშტერდა.-ეს შენ ხარ?პასუხად მხოლოდ უხერხულად გავუღიმე.-ჩაჯექი.ულამაზესი ხარ.წამოდი,სადმე გავიდეთ. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,მაგრამ არც მათ მიეცა გასაქანი,-მოვედით-კარები გამიღო.ვხვდებოდი,რომ სხვაგვარად მეპყრობოდა. ტანსაცმელი,მართლაც,რომ ქმნის ხალხის თვალში პირველ აზრს...როცა კარგად გამოიუყურები,უფრო გაფასებენ..რაც არ უნდა იყოს,ასეა...ლამაზ გარეგნობაში ლამაზი სულია-აი,როგორ მსჯელობს ხალხი.კი მაღიზიანებდა ეს ფრაზა,მაგრამ განა ეს არ იყო რეალობა? შესაძლოა,მწარე,მაგრამ მაინც რეალობა.ეს უკანასკნელი კი განა როდისაა ბედნიერებით აღსავსე? რაღაც ძვირადღირებულ რესტორანში მომიყვანა.უხერხულად კი ვიყავი,მაგრამ ვდუმდი,როგორც დამნაშავე,რომელსაც არ უნდა თავი გასცეს. ვათვალიერებდი გარემოს და სახტად ვრჩებოდი.“ამდენი მორთულობა რაშია საჭირო?“-ლამის იყო ხმამაღლა გამომეხატა საყვედური თუ გაკვირვება. გამახსენდა,როგორ ვიპარავდი ბავშვობაში ქლიავს მეზობლის ხიდან,მაგრამ ეს უარესი შემთხვევა იყო.სრულიად მარტო ვიყავი...უცხო გარემოში,მიჭირდა. -ანი-მიმითითა,შედიო.როგორც ჩანდა,ეს შუა ხნის მამაკაცი,ჯელტმენობას იცემებდა,თუმცა,უნდა ვაღიარო,რომ კარგად გამოსდიოდა. მშვენიერი მაგიდა დაეჯავშნა..ხედი,რომელიც მოსჩანდა,უბრალოდ თვალისმომჭრელად მეჩვენა.თვალები დავძაფე და უნებურად გამიფართოვდა გუგები.“ნუთუ,ეს რეალობა იყო?’ -ლამაზი ხედია..-ესეც ძლივს ვთქვი..მგონი,ამდენი ხნის განმვალობაში პირველად ვიღებდი ხმას.ლამაზიო,რაღაც მოვჩმახე,მაგრამ ეს ლამაზზე ბევრად მეტი იყო.-გასაოცრად,მაგრამ შენ თავს შეხედე ჯერ...-სახე,აშკარად,შემეფაკლა.ეს მისგან მორიგი კომპლიმენტი იყო,მაგრამ რატომ? რაში იყო საჭირო?თავში თითქოს პატარა ჭნკები დამიდიოდნენ,არ შემეძლო მისი კომპლიმენტების დათვლა.“რა,ანი,უკვე სათვალავიც აგერია?’-რაღაც ხმამ ამოძახა და უფრო დამძაბა.თითები მაგიდაზე უნებურად ავათამაშე ისე,რომ მამაკაცისთვის არც კი შემიხედავს. ათასნაირი კერძით იყო ჩემს წინ.ბევრი მათგანი არასდროს გამესინჯა,მაგრამ არ ვიმნევდი.-შესანიშნავია-მხოლოდ ამის თქმა შევძელი. მამაკაცმა მხოლოდ გამიღიმა და ისევ თავის თეფშს დახედა,თითქოს ხვდებოდა,რომ თავს დაძაბულად ვგრძნობდი.ისე არც თვითონ ჩანდა საკმარისად ლაღი და თავისუფალი. „რა უნდა ჩემთან ერთად? რატომ ვახშმობს?“-თითქოს რაღაც ჯაჭვის გახსნას ვცდილობდი,მაგრამ ვერა და ვერ ვპოულობდი . შავი ღვინო მედგა წინ,მაგრამ ზედაც არ შემიხედავს.-არ დალევ?-მამუკამ დამისხა და აკვირვებით ამათვალიერა. -არ ვსვამ-თავი გავუქნიე და ჩანგალი ხელში უხერხულად წავათამაშე.ჩემს ქმედებებს მეორე „მე“ მიკიცხავდა და,ალბათ,დასცინოდა კიდეც. -ახლა დალიეშემრცხვა და ჭიქა გამოვართვი.თავიდან გამიჭირდასავით,მაგრამ მერე რამდენიმე კიდევ დავაყოლე.ადრენალივს ვგრძნობდი ისე,ალბათ,როგორც არასდროს.პირველივე ჭიქაზე ლოყები ამიწითლდა,შემრცხვა და ბავშვივით დაბლა დავხარე თავი.“როგორი მორცხვი ხარ“-მეორე მე ისევ ბობოქრობდა.“არა,ეს ორი როგორ აქაფდება ხოლმე“-გავიფიქრე და ზემოთ ავიხედე. ვუყურებდი შეძლებული ხალხის ცხოვრებას.გარშემო მრავალი ადამიანი იჯდა..ისეთი ჩვენსავით კი არ იყვნენ.მოღიმარი სახეები სასმლისგან შეფაკლოდან...მათი გამომეტყველებიდან ჩანდა,რომ მსგავს რაღაცებზე თავის ატკივება არც კი სჭირდებოდათ.“ან რატომ დასჭიდებათ?“-საკუთარი თავი გავკიცხე. ისე ლამაზად ეცვათ,თავით შესაბამისად ეჭირათ..უბრალოდ ამ ყველაფერს სიტყვებითაც კი ვერ აღვწერდი...როგორ მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი,მაგრამ ადრე ეს ოცნებაშიც კი არ წამოტივტივდებოდა... გამახსენდა,ბავშვობის ფიქრები..თითქოს ბედის არსებობას ვგრძნობდი..მეგონა,რომ რაღაც მახრჩობდა..თითქოს ვიღაც მომსდევდა და არ მაძლევდა თავისუფლად სუნთქვის უფლებას..თითქოს ცოცხლად მმარხავდნენ..ამაზე ბერწყვი ხარბად გადავუშვი და მამუკას საუბარში ავყევი. -ამბობდი,წასასვლელი არ მაქვსო..-თითქოს გამომცდელად მკითხა,თუმცა არც სჭირდებოდა დაეჭვება,ეს ასეც იყო. -ჰო,მამაჩემი ბოლო დროს სულ სვამს..-ხმა ამინკანკალდა თენგოს გახსენებაზე.ის ხომ ასე ურცხვად გვინგრევდა ცხორვებას.დიახ და ახლაც აგრძელებს დედას გამწარებას.-გაჭირვებამ იცის..პრობლემებმა..-უსიამოვნოდ გადმომხედა მამუკამ და სასმელი მოსვა. -დედას და მე საშინელ დღეში გვაგდებდა..იმ,დღეს,გუშინ,სახლში როცა დავბრუნდი,კარებს არ აღებდა..ამომეცალა მოთმინების ფიალა და დედას ვთხოვე,ერთად წავსულიყავით.ის უარზე იყო,მე კი წამოვედი-დავიწეყ მოყოლა,ყელში გაჩხერილ ბურთს ვგრძნობდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი. -უბრალოდ წამოხვედი?-მამაკაცს სახე შეეცვალა.ეტყობოდა,რომ ეს ყველაფერი მისთვისაც კი უცხო რამ იყო.პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და მომდევნო კითხვის ლოდინში სკამზე მოძრაობა დავიწყე. -ახლა რას აპირებ?-მის ხმაში თანათგრძნობას ვკითხულობდი..ან იქნებ ეს სასმელის ბრალი იყო.ალკოჰოლი,რომ ამძაფრებს ყველაფერს,თუმცა ამ ფიქრებზე ისევ ბებიაჩემის აჩემებული ფრაზა ამომიტივტივდა და პასუხის გასაცემად მოვემზადე,წელში გავსწორდი და შემართებით დავიწყე:-დედა რეცხავდა,მე კი ვყიდდი რაღაც წვრილმანებს..ახლა კი,ალბათ,მოვახარხებ რამეს.კიდევ დამრჩა გასაყიდი რაღაცები თან მომაქვს და... -ასეთ კარგ გოგოს და ნაზს..-ისიც დაიბნა.სახეზე კმაყოფილება დაეკარგა,ბედნიერების კვალი თითქოს სადღაც დამავულიყო.-ასეთია ცხოვრება..-ლამის იყო მეტირა,მაგრამ არ მინდოდა ამდენ ხალხში.მამუკას რომ თავი დავანებოთ,რამდენი წყვილი იჯდა გარშემო.იქნებ გვიყურებდნენ კიდეც და ამჩნევდნენ,ჩვენს ორმხრივ აღშფოთებას.ის ახლა ისმენდა ამ ყველაფერს,მე კი მეორეჯერ კი არა მეათასეჯერ ვკარგავდი სიმშვიდის შეგრძნებას.სწორედ იმ გრძნობას,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში საოცნებოდ გამხდომოდა. -მისმინე,არ შეიძლება,რომ ამ სიცივეში იდგე და ყიდდე..-ენისბორძიკით დაიწყო მამაკაცმა. -სხვა გამოსავალი როცა არ გაქვს?-ცრემლები მომაგდა-ამის გამო სკოლაც დავტოვე...რაღაცას ვიშოვიდი და,როცა მამაჩემს არ აკმაყოფილებდა..ნუ,არასდროს,მაგრამ როცა განსაკუთრებით ცოტა იყო,გიჟდებოდა..-მეგონა სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე ვიჯექი და რაღაც დაზუთხულ წლებს მასწავლებელს ვაბარებდი. -მესმის შენი..ასეთ ადრეულ ასაკში და ამდენი გაჭირვება.-ვდუმდი და ჭიქას მივშტერებოდი,თან თვალს კარებისკენ ვაპარებდი..ვაკვირდებოდი ხალხს და გული ჩაწყვეტაზე მქონდა. -მისმინე,მოევლება,ყველაფერს ეშველება...-ამის გაგონება იყო და ცრემლები წამსკდა.“განა ამას არ ამბობს ყველა,მაგრამ ეს ხომ უბრალოდ გაცვეთილი ტრივიალურობაა..“ -ნუ ტირი-მკერდზე მიიდო ჩემი თავი...გამიკვირდა,მაგრამ არ შევეწინააღმდეგე..რაღაც სითბოს ვგრძნობდი და რატომ უნდა მეთქვა უარი? მე ხომ არავინ მყავდა..ეს უცნობი კი,კაფის მეპატრონე,როგორი კეთილი ჩანდა...ალბათ,ასეთი იყო მისი ბუნება....„ზოგი ადამიანი როგორია და ზოგი როგორი“-გამოვიტანე დასკვნა და ტირილი შევწყვიტე. -წამოდი,სახლში წავიდეთ-მის სიტყვებზე უფრო გავშტერდი.გამახსენდა,როგორ ვტიროდი რამდენიმე წამის წინ და უფრო გავწითლდი. -კარგი-ფეხზე წამოვდექი,მაგრამ ამჯერად უფრო მსუბუქად..აშკარად,სასმელის დამსახურება იყო..თითქოს უფრო თამამად მივაბიჯებდი..თითქოს წარსული წამეშალა...მაგრამ იმ მომენტში განა მასზე ვფიქრობდი? იმ მომეტში ჩემ თვალ წინ იყო მდიდარი ხალხი,ლამაზი ხედი და მრავალფეროვანი სამზარეულო...შავი ღვინოც არ მშორდებოდა..პირში ისევ მძაფრად ჩამრჩენოდა მისი გემო...არომატს კი თითქოს კვლავ ვგრძნობდი.. -კარგად ხარ?-კი-დაუფიქრებლად ვუპასუხე. მანქანის კარები გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა.მაგრამ ეს რაში მჭირდებოდა? ალბათ,გრძნობდა,რომ ღვინო საშნლად მომკიდებოდა..თვითონ სიმთვრალის არაფერი ეტყობოდა. ___________ მადლობა დიდი ჩემს თითოეულ მკითხველს.. თქვენი ერთი თბილი სიტყვაც კი მახარებს და ყველანი ძალიან მიყვარხართ. და ბოლოს,უბრალოდ გთხოვთ,რომ კომენტარი არ დაიშუროთ,მხოლოდ ორი წამის ამბავია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.