შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატანჯი ცხოვრება 2 თავი


25-07-2015, 08:51
ავტორი უცნობი მეეე
ნანახია 1 942

- ვიცი, ვიცი ჩემო პატარა, მაგრამ გეფიცები იმ ღამეების თენებას, რაც კი მითენებია შენზე ფიქრით, ჩემს კაცობას გეფიცები, რომ არასოდეს გატკენ გულს დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან რამაც შეიძლება გულს გატკენს.
ამ დროს ახლოს მოვიდა ვარდები ძირს დადო, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, სახე ახლოს მოიტანა და მითხრა:
- მიყვარხარ ნუცი, შენნაირი ადამიანები დედამიწაზე არ იბადებიან შენ ქალღმერთი ხარ, შეიძლება ეგოისტიც ვარ იმიტომ რომ შენთან შედარებით მე დემონი ვიყავი მაგრამ მიყვარხარ და შენმა სიყვარულმა დემონი რომელიც 18 წელი ჩემში არსებობდა სადღაც გააქრო, უკეთესს მხდი გესმისს? ხელი არ მკრა გთხოვ ნუც მჭირდები? მენდე, უბრალოდ მენდე გთხოვ.(ამ დროს შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა)
თავი ვეღარ მოვთოკე უცბად მაგრად მოვხვიე ხელები და მეც ჩავეხუტე. ეს იყო ერთერთი ბედნიერი დღე რომელიც დამამახსოვრდა. ამ დღიდან მოყოლებული ვხედავდი რამხელა პატივს მცემდა, ვუყვარდი და მაფასებდა. ყოველ წამს ცდილობდა გავებედნიერებინე. ზოგჯელ ისე მექცეოდა ისედაც პატარას თავი უფრო პატარა მეგონა და მწყინდა, რატის თქმით გავებუსხებოდი ხოლმე და ის სიცილით კვდებოდა. არ მპატიობდა გაკვეთილის და მითუმეტეს სკოლის გაცდენას უმიზეზოდ. ამბობდა ნასწავლი უნდა გამოხვიდე რომ შენი თავით და შენი მიღწევებით იამაყოვო. გადიოდა დრო და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს რატიმაც თავისი გაიყვანა და უსაზღვროდ შემაყვარა თავი. შეყვარელულობის 1 წლის თავზე ოქროს ყელსაბამი მაჩუქა წარწერით ნუცა, ეს ყელსაბამი დღემდე მაქვს შენახული. ასე გადიოდა დროც რატისთან ერთად ბედნიერი წუთებით. ოჯახურ პრობლემებს რათქმაუნდა არასოდეს არ ვიმჩნევდი, მაგრამ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებდა და ხასიათს მიფუჭებდა. დედიკოს ძალიან უხაროდა ჩემი ბედნიერი სახის დანახვა და რატით ამაყობდა რატომღაც ძალიან ენდობოდა. ალბათ იმიტომ რომ არცერთი ღამე სახლში არ დამიგვიანია, ზაფხულში მაქსიმუმ 11-ზე სახლში მაცილებდა თან დამრიგებლურად მიხსნიდა, რომ გვიანია და გარეთ აღარ უნდა იყო არავის მივცემ უფლებას შენზე ზედმეტი თქვასო. სამაგიეროთ სანამ არ დავიძინები ყოველ წამს ამ მწერდა ან მელაპარაკებოდა.
გადიოდა თვეები და ვგრძნობდი რომ რატი ჩემი ჰაერი გახდა. მისგანაც იგივეს ვგრძნობდი რაც უზომოდ მაბედნიერებდა. ჩემი და რატიას ერთად ყოფნიდან დაახლოებით წელიწად ნახევრის ან ცოტა მეტი დროის შემდეგ ოჯახში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ერთერთი ჩხუბის დროს დედას წნევამ იმდენად აუწია როცა გაიგო, რომ მამა ჩვენგან წასვლას აპირებდა საყვარლის გამო, გულმა უმტყუნა. ეს იყო დღე როდესაც ჩემ ცხოვრებაში ერთდროულად იმდენი შავი ფერი შემოიჭრა, რომ ვატყობდი ვგიჟდებოდი. სწავლაზე ხელი ავიღე, აგრესიული გავხდი, სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი, რატი ცდილობდა წამით არ დავეტოვე, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი სახლიდან გავაგდე, კიდევ მოვიდა 2 დღის შემდეგ და წყნარად ავიხსენი, დრო მჭირდება რომ ჩემი გონება დალაგდესთქო. ისიც წავიდა... ეს იყო ყველაზე სულელური ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმ საშინელ მოვლენებზე რასაც ასეთ ასაკში მშობლის დაკარგვა ჰქვია, მოკლედ გეტყვით რომ ნერვოპათოლოგის დახმარება დამჭირდა, ძალიან მალე მამამ დამისვა და მითხრა რომ მას უყვარდა ქალი, რომელიც სახლში უნდა მოეყვანა და უნდა მიმეღო, რადგან მასაც ქონდა ბედნიერების უფლება. მე გავშრი ვერაფერი ვერ ვუთხარი უბრალოდ ოთახში შევიკეტე და ყველაფერი დავამტვრიე იქამდე სანამ მამამ კარი არ შემოამტვრია. მამამ ერთი გამარტყა, მომაძახა რამდენის უფლებას აძლევ თავსო და გავიდა, 1 კვირაში იმდენად დავიკელი წონაში, რომ სიმახინჯე გავხდი. ის ეშხიანი და ლამაზი ბავშვი სადღაც ჯანდაბაში მყავდა მოსროლილი და სულ არ ედარდებოდა ეს მამას. ნანა სახლში მოიყვანა დედიკოს სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში რატიმ ბევჯელ სცადა დამლაპარაკებოდა მაგრამ მე არ ველაპარაკებოდი. როცა ჩემი დაქალი მომიგზავნა მაშინ ვილაპარაკე პირველად ასე რატომ ვიქცეოდი. ახლაც მახსოვს ჩვენი საუბარი:
- ნუც ასე არ შეიძლება ჩემო ძვირფასო ნახე რას დაემსგავსე ადამიანად აღარ ვარგიხარ, რატიმ რა დაგიშავა? ამით შენს თავს სჯი თუ რა ხდება? გთხოვ მითხარი რამე, ნუ ხარ სულ ჩუმად გთხოვ, ხომ გითხრა ექიმმა რომ გარეთ გასასვლელად თავს ძალა უნდა დაატანო, უნდა ეცადო ვინმეს მაინც დაელაპარაკო, ასე ხომ ლაპარაკიც დაგავიწყდება?
- არ მინდა სალომე, არც გარეთ გასვლა და არც ლაპარაკი. შენ რაიცი რას ნიშნავს დედის დაკარგვასთან ერთად უახლოესი მეგობრის დაკარგვა? რომ იცი რომ ვეღარასოდეს ნახავ, ვეღარ ჩაგეხუტება და ვეღარ გაგიღებს კარს. შენ რაიცი რა სიმწარეა ასეთი დედის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ სახლში გველი დედინაცვალი? რაიცი რას ნიშნავს ეს ტანჯვა და ტკივილი? რატომ არავის გესმით ჩემი რატომ?
ოთხად მოვიკეცე და ისეთი ტირილი დავიწყე გულს ვეღარ ვიბრუნებდი, თეო მოვიდა ჩამეხუტა ჩემთან ერთად ატირდა და მითხრა:
- მართალი ხარ ნუც, არ ვიცი რა ტკივილს განიცდი, მაგრამ გულს მიკლავს შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, არ ვიცი რითი დაგეხმარო და რა გავაკეთო რომ ონდავ მაინც შეგიმსუბუქო ის ტკივილი რაც შენს გულში და სულშია, რომ ვიცოდე რამით შევძლებ დაგეხმარო თავს არ დავზოგავდი, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა ნუც.
- არაფერი არ ქნა თეო, უბრალოდ შეეგუეთ რომ გვამი ვარ და თუ მოგბეზრდებათ გვამის ატანა არც მაგაზე მექნება პრობლემა.
- ნუ ამბობ მაგას გთხოვ დამეხმარე რომ მეც დაგეხმარო.... წამო ჩემთან წავიდეს სოფელში გემუდარები ცოტახანს ნელი ბებოსაც გავახარებთ.
- არ მინდა თე არსად წასვლა აქ დედას სუნი ასდის ყველაფერს.
- კარგი, როცა შენ გენდომება აქედან წასვლა, მაშინ წავიდეთ ოღონდ უნდა დამპირდე რო მაგის დროც დადგება.
- გპირდები თეო გპირდები. მადლობა რო მიტან ასეთ აუტანელს
- ჩემი გადარეული ხარ ნუც და ბოთე გოგო მყავხარ რა აზრები გაწუხებს? ისე იცი რატის როგორ ენატრები? ვერც წარმოიდგენ რამდენ რამეს უძლებს შენი სიყვარულითვის
- მეც ძალიან მენატრება თეო მაგრამ ეხლა მარტო ყოფნა მინდა. მოიცა რას გულისხმობ ატანაში?
ცოტახანი გაჩუმდა და მერე უცემ მომაყარა
- რას უნდა ვგულისხმობდე ენატრები და შენ ახლოს არ უშვებ.
- ცოტახანს დრო მჭირდება თეო ყველა კაცი მამაჩემის ასლი მგონია და არ შემიძლია მასთან ურთიერთობა, იქამდე სანამ ჩემს თავს არ მოვრევი.
- რაა?? რა სისულელეს ლაპარაკობ ნუცი თავად მაინც ხვდები? არ გეწყინოს, მაგრამ სად მამაშენი და სად რატი?
- ხოდა მაგიტომ არ მინდა რატის ნახვა, ვიცი გულს ვატკენ ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდები და მერე ვინანებ, უბრალოდ დრო მჭირდება
- კარგი ჩემო გოგო მაგრამ ეგ რომ რატიმ გაიგოს გულს მართლა ატკენ.
ჩემი და თეოს ლაპარაკიდან 2 დღის მერე ნანამ დამიძახა საქმე მაქვსო იმდენად მეზიზღებოდა ნანა ვერ ავღწერ არაფერი დაუშავებია ჩემთვის რაც სახლში შემოდგა ფეხი ხმაც არ გაუცია ჩემთვის, ალბათ იმიტომ რომ ვერც მხედავდა, მაგრამ მაინც გველად მივიჩნევდი, მისი ბრალი იყო რაც ჩემს თავს მოხდა, რაც დედას დაემართა და საერთოდ მამას გაგიჟება, მაგრამ რომ ვიცოდი რა მოყვებოდა ნანას დაუმორჩილებლობად დათოსგან ანუ მამაჩემისგან გავედი, მანაც არც აცია არც აცხელა და პირდაპირ დაიწყო სისინი:
_________
შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, შეიძლება რამე მოვლენა არ მოგეწონოთ, მაგრამ ეს რეალური ისტორიაა. მადლობა ყველას რომ კითხულობთ



№1  offline წევრი Drama Queen

მომწონს. გრამატიკა გამოსწორებული გაქვს და კარგია, აბა შენ იცი, მალე დადე ❤️

 


№2  offline წევრი უცნობი მეეე

მიხარია :) 24საათზე მალე ვერ ვდებ თორე დილა საღამოს დავდებდი.

 


№3  offline მოდერი sopiko

" ერთერთი ჩხუბის დროს დედას
წნევამ იმდენად აუწია როცა
გაიგო, რომ მამა ჩვენგან წასვლას
აპირებდა საყვარლის გამო,
გულმა უმტყუნა. " აი ეს ადგილი გრამატიკულად არის შესასწორებელი სხვა რა ვიცი გამოგისწორებია. ისტორია საინტერესოა, ველოდები შემდეგს...

 


№4  offline წევრი უცნობი მეეე

სოფიკო გეთანხმები უბრალოდ გადაკითხვა ვერ მოვასწარი და გამომრჩა რომ დავდე ისტორია მერე ვნახე მაგრამ რატომღაც ვიფიქრე მაპატიებემთქო :D გამოვასწორებ აუცილებლად :) ;)

 


№5  offline წევრი teke08

ძალიან კარგია გააგრძელე და არ გაწყვიტო

 


№6  offline წევრი უცნობი მეეე

teke08
ძალიან კარგია გააგრძელე და არ გაწყვიტო

აუცილებლად დავამთავრებ ნახევარზე მეტი დაწერილი მაქვს უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent