შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება (დასასრული)


25-07-2015, 10:15
ავტორი busa123
ნანახია 2 601

ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იქნებოდა, სწორედ ხვალ გადაწყდებოდა გავაგრძელებდი თუ არა ცხოვრებას. მთელი ღამე ვნერვიულობდი, ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი, დარწმუნებული ვარ რომ დემეტრეც ჩემსავით იქნებოდა. გამთენიისასა ჩამეძინა, ძალების მოკრება ნამდვილად მჭირდებოდა ამ რთულ სიტუაციაში. საღამოს დემეტრე მარტო მოვიდა ისე მოიქცა, როგორც შევთანხმდით, მცველებს ყავაში დამაძინებელი აბები ჩაუყარა, სხვა გზა არ გვკონდა ვუცდიდით როდის იმოქმედებდა დამაძინებელი აბები. მალე მართლაც ჩაეძინათ.
- მზად ხარ? - მკითხა დემეტრემ
- კი მზად ვარ, ცოტას ვნერვიულობ
- ჩემს გვერდით ნურაფრის ნუ გეშინია. მთავარია რომ დროზე მოვასწროთ გაპარვა.
- მამაშენი ხომ არაფერს ეჭვოს.
- არამგონია, პირიქით გახარებულია, ქალაქში ყველა შენს გატაცებაზე საუბრობს ეჭვი მამაჩემზეც ქონდათ, მაგარმ როგორღაც მოახერხა გადაერწმუნებია შენები რომ უდანაშაულოა.
- წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იქნებიან, სამი დღეა არავინ იცის ჩემი აგილსამყოფელი _
- ტელევიზიითაც გადმოცეს სიუჟეტი .
ხელები გამინთავისუფლა, ქარხნის კარები უხმოდ გავაღეთ და ეზოში გავედით , ირგვლივ უზარმაზარი ვრცელი მინდორი იყო გარშემო ღობე ქონდა შემრტყმული. ჩვენ ფანრებით მივრბოდით , მეშინოდა ფეხი რამე საგნისთვის არ წამომეკრა და ხმაური არ ამტყდარიყო. უცებ ირგვლივ ყველაფერი მანქანამ გაანათა ვიღაც „დაუპატიჟებელი სტუმარი“ იყო , ჩვენი გეგმა ამას ნამდვილად არ ითვალისწინებდა .
- ხელი მომკიდე ჩქარა ჩემ მანქანამდე, როგორმე უნდა მივასწროთ სანამ დაგვინახა.
- მამაშენია?
- ხო მამაჩემის მანქანა. აქ რა უდნა? ხომ ვუთხარი შენ არ ინერვიულო მე მივხედავთქო.
- როგორც ჩანს მამა ჯერ ეგრე ძაანაც არ გენდობა.
მთელი სისწრაფით მივრბოდი, უცებ ფეხი რკინის კონსტრუქციას წამოვკარი ფეხი გადამიბრუნდა ძალიან მტკიოდა, სიარულის გაგრძელებაც მიჭირდა, ხმაურის გაგონებისას მამამისმა ჩვენსკენ გამოიხედა დაგვინახა იარაღი ამოიღო, სროლა დაიწყო ძალიან მეშინოდა დემეტრემ ხელში ამიყვანა. ერათად გავრბოდით მანკანისკენ. სროლას არ წყვეტდა დემეტრეს დიდ დაკუნთულ მკლავებში თავს დაცულად ვგრძნობდი მეგონა, რომ სიკვდილი ვერცერთ ვერ დაგვამარცხებდა, როგორც იქნა მანქანასთან მივედით დემეტრემ მანქანა ჩქარა დაქოქა და მთელი სისწრაფით მივდიოდით .
- აუუ პოლიციაში დავრეკაავ რა იქნება მათ მაინც გვიშველონ - ხელები მიკანკალებდა, თავი ძვლივს ავიყვანე ხელში
- მიდიი დარეკე.
- ვაიმე დემეტრეე ჩქარა ჩქარა დაგვეწია.
- ფუუ ამისს სროლაა როგორ გაბედა - გაბრაზებული და აღელვებუყლი დემე საჭეს მუშტებს ურტყამდა.
პოლიციაში დავრეკე, ადგილ სამყოფელი ძვლივს ავუხსენით.
- აუუ ნანიკო აიი ეხაა მეც ძაან დაძაბული ვარ არვიცი გადავრჩებით თუ არა მაგრამ იცოდე რომ ...
ამ დროს მამაისის მანქანა ჩვენსას გაუსწორდა ფანჯარა ჩამოწეული ქონდა და იქიდან გვიყვიროდაა
- დროზე მანქანა გააჩერე არცერთს არ გაცოცხლებთ.
რადონემდე უნდა იყოს ადამიანი შურისძიებით შეპყრობილი, რომ საკუთარ შვილს მოკვლით დაემუქროს.
- არ გავაჩერებ ჩვენი მოკვლა მოგიწევს შე არაკაცო.
- დემეტრეე შვილო ამას შენ საკეთილდღეოდ ვაკეთებ, დემეტრე გააჩერე
დემეტრემ სიჩქარეს მოუმატა მამამისიც სწრაფად აგვედევნა. გამტაცებელი ეხლა ჩემი ფანჯრის მხრიდან მოვიდა და იარაღი დამიმიზნა.
- დემე იცოდე მოვკლავ გააჩერე მანქანა. დროზე გააჩერეთქო!
- არ გაბედოო და რამე არ დაუშავო
- დემე დროზეე გავასწროთ - ძალიან მეშინოდა ტყვის გავარდნის, პოლიცია სადარის ამდენი ხანი. 
იარაღი გავარდა. ტყვია, რომელიც მე უნდა მომხვედროდა დემეტრეს მოხვდა...
- დემე ხმა გამეციი რაა ყველაფერი კარგად იქნება გთხოვ გთხოვ არ დამტოვო დემე. - სახეზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი.
- ნანიკო ვიბრძოლებ შენთვის ვიბრძოლებ, ნეტავ ამ ვითარებაში არ გამეცანი.
- გთხოვ ნუ ლაპარაკობ მალე მოვლენ და გვიშველიან
- ნანიკო აქამდე ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, მაგრამ შენი ნახვის შემდეგ მივხვდი რომ ჩემთვის იყავი გაჩენილი. შეიძლება შეუძლებლად მიგაჩნია მაგრამ ამ სამ დღეში შემიყვარდი....
- დემეე მეც მიყვარხარ, ჩემ გმირი ხარ , არ დამტოვოო , არ დამტოვოო . - ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია. ძალიან მტკიოდა სული , სული მტკიოდა ჩემ გამო მოკვდა, ჩემი ბრალია. ვაცნობიერებდი რომ მეც ძალიან მიყვარდა. ხმამაღლა ვყიროდი ,
- გთხოვ არ დამტოვოო გთხოვ მჭირდები, უშენოდ მოვკვდები, შენ ხარ ჩემი იმედი, დემე მიყვარხარ იბრძოლე, ჩვენთვის იბრძოლე.
დემეტრეს მამა მანქანა სწრაფად გააჩერა, ჩემთდნ მოვარდა და ყვირილი დამიწყო:
- რა უქენი შენ მოკალი. დემეტრე შვილო ადექიი თვალები გაახილე დემეტრეე.
- ხედავთ შურისძებამ სადამდე მიგიყვანათ? თქვენი ტყვია რომლითაც ჩემი მოკვლა გინდოდათ დემეს მოხვდა რატომ გააკეთეთ ესს ამდენად გიღირდათ ეს წყეული შურისძიება? - ვყვირო გამტაცებლის აღარ მეშინოდა, ზურზე ხელებს ვურტყამდი მინდოდა მომეკლა. დემეტრეს სიკვდილმა გამაძლიერა, ვირწმუნე სიყვარულის დემეტრე ყაზბეგი ჩემი გმირი და ჩემი მფარველი ანგელოზი გახლდათ.

წლები გავიდა დემეტრეს მამამ თავი საგიჟეში ამოყო . ნანიკოს კი დრომ ჭრილობები ბოლომდე ვერ მოუშუშა, ამ დიდ ტკივილს დემეტრე ერქვა, ის ეხლა ცდილობდა რომ თავისი ბიჭი დემეტრე ავალიანი, თვისი გმირის და მფარველი ანგელოზის მსგავსი გაეზარდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent