შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება (1 ნაწილი)


25-07-2015, 14:12
ავტორი -ფიფქია)))
ნანახია 2 207

მოვდივარ და ვფიქრობ მომხდარ ამბებზე.. ზაფხულის საღამოა მაგრამ მე ტაო მაყრის, მცივა.. თიკას დავემშვიდობე და გავუყევი აღმართს ჩემი სახლისკენ. რა რთულია იმასთან შეგუება რომ დროს ვერ დააბრუნებ. გაინტერესებთ რაზე ვლაპარაკობ არა?!
ზაფხულის ცხელი დღე იყო, ივნისის ბოლო.. ძალიან ცხელოდა.. შიმშილმა შემაწუხა და სამაზრეულოსკენ წავედი საჭმელს ვიღებდი მარი რომ შემოვარდა
-ფიფქია! რადროს ჭამაა გოგო წავედით ჩაიცვი! მარი რამდენიმე კვირით იყო ჩამოსული სოფელში და ბებიამისს მდინარეზე დავყავდით თითქმის ყოველ დღე მე, თიკა, მარი და მარის ძმა.. მეც მყადა ძმა მაგრამ დედაჩემი მარტოს არ უშვებდა, ჩემი და კი გამოცდებისთვის ემზადებოდა.
-უიმეეეე ჭამასაც რო არ გაცდიან, ხოო ჩავიცვამ ჩავიცვამ.. თეფშზე ამოღებული საჭმელი მაგიდაზე დავდგი და კიბეებისკენ წავედი თან დედაჩემს გავძავე რომ წასვლას ვაპირებდი
-ჭამე საჭმელი? მკითხა დედაჩემმა რადგან იცოდა რომ ჩემი ახირებული დიეტის გამო საჭმელი არ მქონდა ნაჭამი..
-აღარ მინდა
-თუ არ შეჭამ ვერ წახვალ
-აუუუ კარგი რაააა..
-ნუ გეშინია დაგელოდებიან
-არ მინდააა ვთქვი და კიბეებზე ავედი.. მოკლე ჯინსის შორტი ჩავიცვი და ლამაზი გრილი ზედა რომელიც ძალიან მიყვარდა.. თმა გავიშალე და დაბლა ჩამოვედი.. ჩემდა სამწუხაროდ მაინც მომიწია ჭამა რადგან ჩემი თმის დაწვნა კარგად არ გამომდიდა.. დედა კი ისე არ დამიწნავდა.. დედაჩემი ყველაზე მეტად მიყვარს რადგან ძალიან კარგად მიგებს და მეც ყველაფეწრს ვუყვები..
-წავედით გოგოოო.. ისევ მარი შემოვიდა
-ხო მაცადეეეეე
-ვაა ფიფქია რა კარგათ გაქ თმა
-ხო? მადლობა სიხარულო.. წავედი დეეე მე გავძახე დედაჩემს და მარისთან ერთად გარეთ გავედი სადაც ბავშვები გველოდებდნენ..
გზაში მე და გოგოებმა ბევრი ვიჭორავეთ და მდინარეზეც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.. იქ როგორც ყოველთვის ბევრი ბიჭები იყვნენ მაგრამ ეს მარის და თიკას არ უქმნიდათ დისკომფორტს ხოლოო მე ცოტა უხერხუად ვიყავი.. ზოგადად მე სადაქალოში ერთადერთი ვიყავი რადგან არ მყავდა შეყვარებული და მათსავით თავდაჯერებული და გაბედული არ ვიყავი.. ვთვლიდი რომ ბიჭს უნდა გამოეხატა ყურადღება პირველად.. ხოდა ასე ვიყავი მარტო როგორც ისინი ამბობდნენ, მაგრამ ეს მე არ მაწუხებდა. მერე რა რომ 13 წლის ვიყავი ჩემს გარშემო ჩემზე პატარებსაც კი ყავდათ შეყვარებულები.. საკმაოდ კარგი შეხედულება მქონდა, ჩემს ასაკთან შედარებით დიდი ვჩანდი, მსუქანი არ ვიყავი მაგრამ ოდნავ პუტკუნა ვიყავი რაც ძალიან მაწუხებდა, წითური ვიყავი გრძელი თმით და თაფლისფერი თვალებით.. ჩემს თავში ყველაზე ძალიან ჩემი გამოხედვა მომწონდა რატომღაც.. მაგრამ არასდროს მითქვამს რომ ლამაზი ვიყავი რაზეც დედაჩემი ძალიან ბრაზდებოდა.. მოკლედ იქ ორი უცხო ბიჭი ვნახეთ რომლებიც აქამდე არასდროს გვყავდა ნანახი.. ერთერთმა ცისფერთვალებამ დიდი ყურადღება გამოიჩინა და მე და თიკას გამოგველაპარაკა, თიკას ძალიან მოეწონა მაგრამ ჩემი ყურადღება რატომღაც მეორე ბიჭმა მიიქცია რომელიც ხმას არ იღებდა უბრალოდ უცნაურად მათვარიელებდა.. წამოვედით.. რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა მაგრამ არაფერი მითქვამს..
მეორე დღესაც ისევ კარგი ამინდი იყო, დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა.. ავდექი ვივარჯიშე და ჩავიცვი.. შუადღისას ისევ წავედით მდინარეზე.. ის ბიჭი ისევ იქ დამხვდა რომელიც თიკამ და მარიმ "ტატუებიანით" მოიხსენიეს.. ხო ეს ის ბიჭი იყო რომელიც წინა დღეს დებილივით მათვალიერებდა ხოლო მეორე ვერ ვნახეთ.. მე არ მადარდებდა მაგრამ თიკას ძალიან ეწყინა. მე მარი და თიკა მდინარის შუაგულში ვიყავით მოქუჩებულები და რაღაცას ვყვებოდი
-ფიფქია გაიწიე რააა უცებ თიკამ გამაწყვეტინა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა სანამ უკნიდან არ გავიგე ხმა
-ფიფქი გაეიწიე თუ შეიძლება! უცებ შევხტი და ისე რომ უკან არც გამიხედავს კლდესთან მივედი სადაც მარი იჯდა
-მარი რა დამიძახა? ვკითხე გადასამოწმებლად.. ვიფიქრე ხომ არ მომესმათქო რადგან მივხვდი ვინც დამიძახებდა
-ფიფქიო მითხრა მარიმ არხეინად და წყალში მოადინა ტყაპანი.. მე კიდე ვიჯექი გაშეშებული და არ ვიცოდი რა მექნა ცოტა უცნაურად მეჩვენა..
გზაში გოგოებს არ ვუსმენდი ფიქრებში ვიყავი გართული სანამ თიკამ არ მითხრა
-ფიფქი მგონი იმ ბიჭს მოეწონე არა?!
-რომელს? ვუთხარი ისე თითქოს ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა
-იმ "ტატუებიანს".. ამის გაგონებაზე ვეღარ დავმალე ჩემი ფიქრები და მეც დავეთანხმე რაზეც მარი გაბრაზდა
-კარი რა მერე რა რომ სახელი დააგიძახაო დაიწყო ჩხუბი რასაც მე და თიკამ ყურედღება არ მივაქციეთ.. ის სულ ასეთი იყო რეალისტი.. არ აგებდა ოცნების კოშკებს და არ აქცევდა შემოხედვას და მსგავს ქცევებს დიდ ყურადღებას.. იმ საღამოს გადავწყვიტეთ პარკში წასვლა სადაც ბევრი ხალხი იყო ხოლმე საღამოობით.. სიმართლე გითხრათ იმ საღამოს არ ვიყავი კარგ ფორმაში.. უფრო სწორად თმა ვერ ავიწიე კარგათ და ბევრჯერ მომიწია დაშლა.. იქ ჩემი კლასელი და მეგობარი ვნახე რომელთანაც სალაპარაკო მქონდა ამიტომ ცალკე გავედით.. ის ლაპარაკობდა მე ვუსმენდი.. უცებ ჩემთვის კარგად ნაცნობი სახე რომ დავლანდე, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და მანამდე ვუყურებდით ერთმანეთს სანამ არ ვიცანი ის "ტატუებიანი" რომ იყო, სწრაფოდ ავარიდე მზერა და სხვა მხარეს დავიწყე ყურება.. ის ცოტა ხანს კიდევ მიყურებდა, მერე კი ძმაკაცებთან ერთად სკამზე დაბრძანდა.. მე და ლანაც მოვრცით საუბარს და გოგებთან მივედით.. სამწუხაროდ ისე მოხდა რომ მათ წინ მოგვიწია დაჯდომა და თვალებში ვუყურებდით ერთამანეთს.. ვგრძობდი როგორ მიყურებდა და ყველაფერი მიკანკალებდა.. მერე ვიღაცეები მოვიდნენ და გვერდით სკამზე გადაინაცვლეს. მე და ნინა რაღაცას ვლაპარაკობდით გვერდიდან ხმა რომ გავიგე.. არ მიმიქცევია ყურადღება სანამ ძახილი არ განმეორდა, ინსტიქტურად გავიხედე გვერდზე და წინ წამოწეულ იმ ბიჭს მოვკარი თვალი, მიყურებდა და მანიშნებდა როგორ ხარო.. ვერ ავღწერ რა დამემართა, ახლაც ვერ ვხვდები მაგრამ ფაქტია რომ ხმას ვერ ვიღებდი წამი ყველაფერი დამავიწყდა და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა..ალბათ იმიტომ რომ ამას არ ველოდი.. ნინოს ლაპარაკმა გამომარკვია მაგრამ უკვე გვიანი იყო გაკვირვებული ვუყურებდი თვალებში და რომ მივხვდი აზრი აღარ ქონდა სასწრაფოდ ავარიდე თვალი და ისევ საუბარი გავაგრძელე.. ვხვდებოდი რომ სისულელე გავაკეთე, მაგრამ მაშინ სხვა გზა არ მქონდა.. ისე წამოვედით ერთხელაც არ გამიხედავს მისკენ მაგრამ ძალიანვბრაზობდი ჩემს თავზე.. გზაში მოვუყევი გოგოებს რაც მოხდა თიკამ მითხრა ვაკო ქვიაო მაგრამ მაშინ მაგისთვის არ მეცალა ისეთი გაბრაზებული ვიყავი და ისიც ვთქვი რომ აღარ მინდოდა მისი ნახვა.. განა მართლა არ მინდოდა მაგრამ ძალიან მრცხვენოდა იმის რაც გავაკეთე და ვფიქრობდი რომ მის თვალში დებილი გამოვედი.. მეორე დღეს ისევ წავედით საბანაოდ.. ხიდიდან შევნიშნეთ რომ ბევრი ხალხი იყო მაგრამ ის ბიჭი ვერ დავინახე.. გულზე მომეშვა ცოტა.. დედაჩემიც იქ იყო ჩემი ძმა წამოიყვანა.. ფეხზე გავიხადეთ და წყალში ჩასვლას ვაპირებდით მარიმ რო ჩამჩურჩულა იქით გაიხედეო.. აი აქ კი მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე ვაკო რომ დავინახე.. ქვაზე იჯდა და მიყურებდა მისი შავი თვალებით, რომელიც ჩემში ასეთ ხიბლს იწვევდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent