მხსნელი (1)
ყოველთვის ვფიქრობდი რომ ოჯახი ადამიანისთვის მთავარი მონაპოვარია. არ ვიცი ჯერ კიდევ ბავშვობიდან რატომ ვოცნებობდი მოსიყვარულე ქმარზე და შვილებზე,ალბათ იმიტომ რომ ჩემს ოჯახში სიყვარული არასოდეს ყოფილა. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა,ანუ როგორც მამა ამბობდა მე საკუთარი დედის მკვლელი ვიყავი. ამის გგამო მამაჩემი სულ ორ ემოციას გამოხატავდა-ან ზიზღს ანდაც საერთოდ არაფერს. დღეები ისე გადიოდა რომ საერთოდ ვერ მამჩნევდა,ხანდახან თვითონაც დავეჭვდებოდი და სარკესთან მივირბენდი ხოლმე იმაში დასარწმუნებლად რომ ცოცხალი ვიყავი. მაგრამ ისევ ეგ არ შემნევა მერჩივნა იმ დღეებს, როცა მამჩნევდა და სიკვდილამდე მცემდა. 17 წლის ვიყავი როცა სახლიდან გამოვიქეცი და სოფლიდან თბილისში წამოვედი თუმცა უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულს არც აქ გამიმართლა-მოგეხსენებათ 90-იან წლებში ხშირი იყო ძარცვა ხალხის გატაცება,ჰოდა ჩვენი ავტობუსიც ცეცხლის ალში გაახვიეს ქურდებმა. ვისაც რა ჰქონდა-ხელჩანთა ფული შინაური ფრინველები,ყველაფერი წაართვეს. ერთი მე ვიყავი უქონელი და ამიტომ გადახდა სხვაგვარად მომიწია-4 კაცმა,თუმცა ძნელად შეიძლება იმ პირუტყვებს კაცი უწოდო, გამაუპატიურა. საბოლოოდ ნაცცემი და ღირსება შელახული იქ მოვხვდი სადაც ახლა ვარ-აგერ უკვე მერვე წელია საროსკიპოში ვცხოვრობ და საკუთარი თავი მძულს იმის გამო რასაც ვაკეთებ. ხანდახან ისე მინდა რომ გავიქცე მაგრამ კარგად ვიცი რომ ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩემი პატრონი აუცილებლად მიპოვის და საკადრისად დამსჯის მერე კიდევ საზოგადოება ჩემნაირ ქალებს არ სწყალობს. ერთხელ თუ ფეხი დაგიცდა მერე სულ რომ წმინდანივთ იცხოვრო მაინც შენზე იჭორავებენ, არ გაგახარებენ. -ნანი გამოდი კლიენტი მოვიდა! დამჭყივის თავზე ქალბატონი. სინამდვილეში მე ნანი არ მქვია მაგრამ აქ შენი ნამდვილი სახელი არავის აინტერესებს. ყოველთვის როცა მეძხიან გულში ჩემს ნამდვილ სახელს სწრაფ-სწრაფად ვიმეორებ. მეშინია არ დამავიწყდეს. ამ რვა წლის განმავლობაში ყველა ჩემი კლიენტი მახსოვს ოღონდ არა იმიტომ რომ მე ეს მინდა-ბავშვობიდან ასე ვიყავი ერთხელ ნანახ სახესაც ადვილად ვიმახსოვრებდი. ეს სახეები განსაკუთრებით ღამით მაწუხებენ თუ მუშაობა არ არის და რამდენიმე საათით ძილის საშუალება მაქვს. ისე კი ძირითადად დღე გვძინავს. თუმცა, მე სხვებზე უფრო გამიმართლა-ჩემი ქალბატონი გულისხმიერი ქალია,ნებას მრთავს რომ წიგნები ვიკითხო ანდაც დღიურები ვწერო,ზოგს ამის ფუფუნებაც არა აქვს. ეს კაცი,ჩვენი მუდმივი კლიენტია. ქალაქის მერია და სახლში ცოლი და 3 შვილი ელოდება, რომლებსაც ალბათ გონიათ რომ კაცს მეტისმეტად ბევრი საქმე აქვს და გვიანობამდე შემორჩა სამსახურში,ის კი ამაღამ ჩვენთან გაერთობა,მერე სახლში მივა ცოლს აკოცებს და გასარეცხად წინდებს დაუყრის. შეიძლება ის ქალი ამჩევს კიდეც მისი ქმრის უჩვეულოდ ხალისიან სახეს ან მის მხრებზე კოცნის კვალს მაგრამ თვალს ხუჭავს-ისევე როგორც ქალების 80%. ოთახის კარს ვაღებ და პატივცემულ სტუმარს შიგნით ვუძღვები -ამჯერად რას ისურვებდით? ვეკითხები ხმაწართმეული. კლიენტებს ისე უნდა ველაპარაკოთ როგორც მსახურები-მეფეებს ,ეს მეძვებისთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი წესია. -დღეს მხოლოდ ხელები,ჩიტო. მაცდურად იღიმის და უშველებელ ღიპზე შემოჭერილ ქამარს იხსნის. მე მარტივად ვხვდები რას გულისხმობს „მხოლოდ ხელებში“ მორჩილად ვიხდი ატლასის ხალათს და სრულიად შიშველი, კაცს ორ წყვილ ხელოვნური ბეწვით დაფარულ ბორკილს ვაწვდი. მერე მშვიდად ვწვები უშველებეს საწოლზე და თვალებს ვხუჭავ-არ მინდა მის სახეს ვხედავდე. გონზე ბატონი მერის ღრიალლ მოვყავარ რომელიც გამეტებით მირტყამს სახეში, თავადაც ვერ გამიგია რა დავაშავე-მერე მივხვდი რომ გავითიშე,რამაც აშკარად მის თავმოყვარეობაზე იმოქმედა. დაწოლა გაძლიერდა და ვიგრძენი როგორ დაეშვა კიდევ ერთხელ მისი მძიმე ხელი ჩემს სახეზე. ტკივილმა მთელი ჩემი გონება მოიცვა, წვა გონებას მიბინდავდა და ხმის ამოღების საშუალებასაც არ მაძლევდა,მეტი აღარ შემეძლო-ისევ გავითიშე. გონზე რომ მოვედი პირველი რაც ვიგრძენი ფუნთუშების სუნი იყო. ადვილად მივხხვდი რომ მელანდებოდა-აბა ჩვენთან კარგა ხანია რაც ფუნთუშებს აღარ აცხობდნენ. თვალები გაჭირვებით გავახილე და აშკარად უცხო გარემოში აღვმოჩნდი. შემეშინდა და ძლიერად ჩავიბღუჯე ხელში საბანი. გაუცნობიერებლად მოვრთე ღრიალი და ოთახში სწრაფად შემოიჭრა შუახნის დაფეთებული ქალი -ნუ,ნუ ტირი გენაცვალე. ჩვენ არაფერს დაგიშავებთ. ტკბილი ხმით მითხრა ქალმა და საწოლზე ჩამოჯდა. „გენაცვალე“ იმდენი ხანი იყო ეს სიტყვა არ გამეგო რომ გული უფრო ამომიჯდა და უარესად ავტირდი. -მომისმინე გენაცვალე,ვიცი რომ გეშინია მაგრამ თუ გაჩუმდები გეტყვი აქ როგორც მოხვდი კარგი? თუ მანამდე ფუნთუშები გესიამვნება? მშიერი იქნები... -აქ რა მინდა? ძლივს ამოვთქვი ქსუტუნით და ქალს დავაკვირდი. -გუშინ მე და ჩემი მეუღლე მანქანით სახლში მივდიოდით,გზაზე გიპოვეთ გენაცვალე ამ ყინვაში ხალათის ამარა ტროტუარზე იჯექი და უაზროდ ბოდავდი-ხელი არ მახლოთ-ო. სახლში წამოგიყვანეთ,მაღალი სიცხე გქონდა და ცხვირიდან სისხლი გდიოდა-ვიღაცას ძალიან გაუმეტებიხარ შვილო. დანანებით გააქნია თავი ქალმა და ხელზე ელი მომკიდა. ციებიანივით გამოვწიე ხელი უკან და სწრაფად ავდექი. -უნდა წავიდე,მადლობა მაგრამ თქვენთან ვერ დავრჩები მე ბბინძური ვარ,ბინძური გესმით? აქ ყოფნით თქვენც დაგაბინძურებთ. სწრაფ-სწრაფად ვამბობდი სათქმელს და ნაბიჯის გადადგმას ამაოდ ვცდილობდი. -დაწყნარდი გენაცვალე,მშვიდად მომმართა ქალმა. აბა რას ამბობ? ასეთ დღეში სად გაგიშვებ? დარჩი ჩვენთან ეს შენი ოთახი იქნება,არავინ შეგაწუხებს,დღისით სახლში მხოლოდ მე ვარ საღამოს კი ჩემი ქმარ-შვილიც მოდიან. შენ თუ არ გენდომება ამ ოთახიდან სულ ნუ გამხვალ,ტანსაცმელსაც მოგცემ გენაცვალე. ქალი თმაზე მეფერებოდა და თან ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. -თქვენი ასე შეწუხება არ შემიძლია. ამოვიხრიალ საცოდავად და საწოლზე ჩამოვჯექი -შვილო,შეიძლება გიჟად ჩამთვალო მაგრამ 5 წლის წინ შვილი დავკარგე-ნინა, არ იცი,არ იცი როგორ გავხარ. შენც ისეთივე ლამაზი თმა და ისეთივე თვალები გაქვს. შენი თავი ნინამ გამომიგზავნა,მხსნელად გამომიგზავნა. ჩურჩულებდა ქალი და თან ცრემლიანი თვალების დამალვას ცდილობდა ყველაფერს მივხვდი,თავის გარდაცვლილ შვილს მიმამსგავსა და ამიტომ მებღაუჭებოდა ასე, მაგრამ ვიღაცის მხსნელი ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. ამხელა მისიას ვერასდროს ვიტვირთავდი საკუთარ თავზე. ნეტავ გუშინ რა მოხდა? თუმცა,არც ისეთი ძნელი გამოსაცნობია ალბათ ქალბატონმა გამომაგდო-მისი ყველაზე პატივსაცემი კლიენტი რომ შევურაცხყავი. -ნატა,მე ნატა ვარ. მშვიდად ვუთხარი ქალს და ამოვისუნთქე რომ ამ რვა წლის განვალობაში პირველად შემეძლებოდა საკუთარი თავი ვყოფილიყავი და არა ნანი. -ია გენაცვალე,სასიამოვნოა. ქალმა ხელი ხელზე მომითათუნა და ოთახში არსებული კარადა გამოაღო. -დაათვალიერე და რაც შენ მოგეწონება ჩაიცვი შვილო,ნინას ტანსაცმელია,უნდა მოგერგოს. მერე კი ჩაი და ფუნთუშები მიირთვი. ნაღვლიანად გაიღიმა იამ და ოთახი საჩქაროდ დატოვა. როგორც ჩანდა ქალი მეტისმეტად განიცდიდა შვილის დაკარგვას-თუმცა,რა სისულელეს ვბოდავ,სხვანაირად არც არის შესაძლებელი. ნინას კარადა ხელუხლებელი იყო და ცოტა მომერიდა,მისი ლამაზი ტანისსამოსი ჩემს ბინძურ სხეულზე რომ უნდა ჩამეცვა. ოთახი მკოვათვალიერე,სადა და ლამაზი ოთახი იყო,კუთხეში საწერი მაგიდა და უშველებელი წიგნების თარო იდგა რამაც ყველაზე მეტად გამახარა. სამზარეულოც,ისევე როგორც მთელი სახლი იმ ოთახივით სადა და ლამაზი იყო. იამ ყავა დამისხა და არომატული ფუნთუშები წინ დამილაგა. -ვაიმე,ზეთი გამთავებია! უცებ ლოყაზე იტკიცა ხელი და სწრაფად დაფაცურდა. აქვე მაღაზიაში ჩავალ გენაცვალე,შენ არ მოიწყინო კარგი? მალე დავბრუნდები. გაიღიმა ქალმა და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან. გამეღიმა-საკუთარი თავი ამ ასაკში სწორედ ასეთი წარმომედგინა,ცოტა წონაში მომატებული,დილით საუზმეს ხალისიანად რომ მოუმზადებდა ქმარ-შვილს,მერე ყველას სამსახურში გაუშვებდა თვითონ კი ყვავილებს მორწყავდა ანდაც ტელევიზორს მიუჯდებოდა გასართობად. თუმცა, ზედმეტად რეალისტი ვიყავი იმისთვის რომ ოჯახზე მეოცნება. -ნინა! ჩაილაპარაკა ვიღაცამ და შიშისგან შევხტი. არც კი მეგონა აქ ჩემს გარდა ვინმე თუ იყო. ნელა მივატრიალე თავი კარისსკენ და კაცს შევხედე რომელიც გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა. -ნინა! კიდევ ერთხელ გაიმეორა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ -მე არ ვარ ნინა! ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება და მაგიდას მთელი ძალით ჩავაფრინდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.