შენთან მინდა(სრულად)
-შეგიძლია ერთხელ მაინც გაიღვიძო თავის დროზე?მელანდება ეს ხმა თუ მართლა დემე მადგას თავზე.თვალების გახელას ვცდილობ,მაგრამ აშკარად ძილი არ მიშვებს. -გოგო ვის ველაპარაკები მე?აშკარად რეალობაა,რომ დემეს ხმა მესმის.როგორ მინდოდა რაღაც ჩამერტყა მისთის თავში.თვალები გავახილე და ეგრევე მუცელში მივარტყი ხელი.სიცილი დაიწყო და თავზე მაკოცა -დღეს მარტო წახვალ ფეხით სკოლაში მე მანქანის გასაკეთებლად მივდივარ.მითხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა -აუ საერთოდ რომ არ წავიდე რა აზრის ხარ ამაზე?ტუჩები წინ გამოვწიე და საწყალი ბავშვის სახე მივიღე -საერთოდ უჩემოდ რამის გაკეთება შეგიძლია?მკაცრად მკითა დემემ და შუბლზე ხელი მიიდო.იცოდე ბოლოა ამის მერე გაცდენას დაემშვიდობე.დაბღვერილმა მითხრა და ოთახიდან გავიდა.გამარჯვებულის მზერა გავაყოლე და ბოროტულად ჩავიცინე. *** მე ლენკა დევდარიანი ვარ 16 წლის.საერთოდ ვერასდროს ვლაპარაკობ ჩემთავზე და ახლა რამდენად გამომივა არ ვიცი.თავისუფალ დროს ან წიგნს ვკითხულობ ან მეგობრებთან ერთად ვატარებ გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.ვგიჟდები ბოდიალზე და იმდენს დავდივარ ნუთუ არასდროს მექნება იმის პატივი რომ უბანი ჩემი სახელობის იყოს?საერთოდ დედის ერთობა ჯობია,მაგრამ არც ჩემი ძმის არსებობით ვარ უკმაყოფილო.ყველაზე მეტად მიყვარს დემე(21 წლისაა,უცოლო,საკმაოდ კარგი აღნაგობის ახალგაზრდა ყმაწვილი:დდ)მამა 8 წლის ვიყავი ავარიით რომ დამეღუპა დედა კი საზღვარგარეთ წავიდა და დღემდე იქაა,ამიტომ დემეს ხელში ვარ გაზრდილი.მაღალი ვარ 1.78,მუქი წაბლისფერი თმით და თაფლისფერი თვალებით.არასდროს არავინ მყვარებია და ამიტომ სიყვარულზე არასდროს ვლაპარაკობ. ძალიან ბევრი მეგობარი,დაქალი და ძამაკაცი მყავს. *** -სულ როგორ უნდა გეძინოს?ყურმილში იყვირა მარიანამ -რა იცი რო მეძინა?ვანგა ხარ?ვკითხე გაკვირვებულმა და გამეცინა -ასეთ დროს აბა რატო არ უნდა პასუხობდე ნეტა თან სკოლაშიც არ იყავი.ადამიანი რო ბოლო დღეს სკოლაში არ მოვა.გამოცდები რო 18 ში იწყება იმედია იცი და იმასაც არ გააცდენ.აშკარად გაბრაზებული იყო -გოგო რამე ხოარ მოგხვდა თავში?შეგიძლია ერთხელ მაინც რომ არ იყო რაღაცით უკმაყოფილო?შეგიძლია ერთი დღე მაინც არ იწუწუნო?გავბრაზდი რომ მისაყვედურა -კაი.მითხრა და გამითიშა.რა კატასტროფაა ეს გოგო.გავიფიქრე და თავზე საბანი გადავიფარე ძილის გაგრძელებისთვის,მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა უნდა დარეკოს ყველამ,ახლა უნდა აბრახუნონ კარებზე და ახლა უნდა მოუნდეთ ლენკა. -გისმენთ.ვუპასუხე ტელეფონს გაბრაზებული ხმით და დავიბღვირე. -ლენკა ანიკა ვარ დღეს წამოხვალ კაფეში?საქმე მაქვს შენთან.დაამატა ბოლოს -ვეცდები წამოვიდე.ვუთხარი და დაველოდე როდის გათიშავდა და მაცდიდა ძილს. -კარგ ნახვამდის და გელოდები გამაგებინე პასუხი.მითხრა და გათიშა როაღარაფერი ვუთხარი. ტელეფონს ხმა გამოვურთე და კედლისკენ გადავტრიალდი.დაე აფეთქდით რეკვით.გავიფიქრე გამეცინა და თვალები დავხუჭე. რომ გავიღვიძე უკვე 5 ხდებოდა,თვალები დავაჭყიტე და დენდარტყმულივით წამოვხტი,წყალი გადავივლე,თმა დავისწორე გრძელი კაბა ჩავიცვი,ფეხზე თეთრი კედები და პირველ სართულზე ჩავედი.ახლაღა მივხვდი რომ ტელეფონი ისევ ბალიშის ქვეშ იდო და ისევ უკან ავბრუნდი. 17 გამოტოვებული ზარი და 20 შეტყობინება სულ ერთი და იმავე შინაარსით:"სად ხარ გოგო?გელოდები გამაგებინე პასუხი" -რატო შემიკიკინე?რატო?რატო?რატო?თან კიბეებზე ჩავდიოდი.ისე ვსვავდი ამ შეკითხვას თითქოს ესმოდა,თან ვიჭყანებოდი -ლენკა ვის ელაპარაკები?მკითხა გაკვირვებულმა დემემ.შემრცხვა ცოდა,გავწითლდი და სიცილით ვუპასუხე -ისე ჩემთვის კაცო-და სავარძელში ჩავეშვი.აუ ისე ვინმე რო ტვინს გიჩამს პორკეეე სახე არ გაკვს?ვკითხე სიცილით და თავში წამოვარტყი.გაკვირვებულმა შემომხედა და ვერ ხარო ხელით მანიშნა. -ვაიმეე აი რატო მაქვს პორკე სახე.ვუთხარი და ტელეფონი ვანახე.ანიკა ისევ რეკავდა.რა დავუშავე ასეთი ამ გოგოს ახალგაღვიძებულზე რომ მირეკავს.გავიფიქრე და ვუპასუხე -პრონტო. -გოგო სად ხარ? -კე?კე ვოი? -გოგო წესიერად დამელაპარაკე-აშკარად ვგრძნობდი მის გამწარებულ მზერას-მე სერიოზული საქმე მაქვს ლამისაა ჭკუიდან გადავიდე და შენ ტაკი მასხარაობ.არ ჩერდებოდა -ვახ რა არც გამახუმროთ ეხლა ხოიცით რომ როცა მირეკავთ იმასაც უნდა შეეგუოთ რომ ვიხუმრებ.შევუტიე მეც და სერიოზული სახე მივიღე.ახლა კი გისმენთ ქალბატონო ანიკა -მანქანით გამოგივლი და luca polare-ში წავიდეთ.მითრა და როგორც კი ვუთხარი კარგი-მეთქი ეგრევე გათიშა.რა კოშმარი გოგოა.გავიფიქრე და თმა გადავივარცხნე. არ იყო გასული 10 წუთი უკვე ასიგნალებდა.ჩანთას დავავლე ხელი,დემეს ლოყაზე ვაკოცე,დავემშვიდობე და გიჟივით გამოვვარდი სახლიდან. -რომ მაწუხებ იქნებ ბოდიში მოგეხადა.ვუთხარი და გავუცინე.კაი ვხუმრობ ხო იცი,გადავკოცნე და ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე.მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია და რატომღაც დავაკვირდი,რომ სულ ერთი და იმავე მუსიკას უსმენდა.აშკარად დეპრესიაშია გავიფიქრე და ჩამეცინა. *** -აუუ გოგო ძალიან ცუდ დღეში ვარ.დავსხედით თუარა ეგრევე მომახალა.ჯერ გაკვირვებულმა შევხედე მერე ვთხოვე გაეგრძელებინა -აუ ორსულად ვარ.მითხრა და სახეზე ხელები აიფარა.სახეზე ღიმილი შემეყინა,გავოგნდი."სად მოასწრო ამ ჩემისამ სულ ერთად ვიყავით."თან მეცინებოდა თან გაკვირვებული ვუყურებდი და ვცდილობდი არ შემემჩნია. -ღადაობ ხო?სად მოასწარი გოგო? -შენ სახუმაროდ გაქვს საქმე და აბა მე მკითხე.იმ დღეს წვეულებიდან რომ მოვდიოდით საშკამ წამომიყვანა და როგორც ხდება ხოლმე.აღარ გააგრძელა და ცრემლი ჩამოუგორდა -და ახლა რას აპირებ?ვკითხე და ცერა თითით ცრემლი მოვწმინდე. -ხომ იცი რო არ მოვიშორებ უნდა გავაჩინო,მაგრამ საშკას როგორ ვუთხრა შენგან ორსულად ვარ-მეთქი. -გოგო დაწყნარდი.რამეს მოვახერხებთ ერთად ხომ იცი რო ასე არ დაგტოვებ.მიუხედავად იმისა რომ სულ ვლანძღავდით ერთმანეთს,სულ ვკამათობდით,სულ ვაწვალებდი და ნერვებს ვუშლიდი მაინც ძალიან მიყვარდა ანიკა და ასე ვერ დავტოვებდი.მართლა ისეთი უგულო და ჭკუა მხიარულიც არ ვარ როგორის შტაბეჭდილებაც დაგიტოვეთ.მაგრად ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე -დღეს ჩემთან დარჩი.ვუთხარი და ჩემი ნაყინი გავუწოდე,რომლისთვისაც პირის დაკარება ვერც მოვასწარი ვინ მაცადე.კიდევ კარგი არ ვჭამდი თორე აქამდე მიქელა წამიყვანდა თან დავუმატე-ორნი ხართ მეტი მოთხოვნილებაა.ერთი გემრიელი ჩარტყმაც მივიღე. -ვაიმე მეფსია.ვთქვი და ანიკას გავხედე.სიცილი აიტყდა და ლამის ნაყინი გადასცდა. -ცოტა ჩუმათ გოგო რა გაყვირებს.სიცილით მითხრა და კოვზით ნაყინი ჩაიტენა პირში -მაგას ვჩივივარ?ლამის ორი ადამიანი ვიმსხვერპლე ორი სიტყვით.ვთქვი და გავიკრიჭე.კიდე ერთი გემრილად ჩამარტყა და მიყვარხარო მითხრა.ძალიან ეტყობა ჩემ დაქალს,არა საერთოდ მთელ სადაქალო საძმაკაცოს გვეტყობა ერთურთის სიყვარული,რომელსაც ლანძღვით ცემა-ტყეპით,გინებით გამოვხატავთ.ყველაზე დიდ დროს ერთმანეთთან ვატარებდით და საკუთარი დაძმებივით ვიყავით.არ არსებობდა ერთმანეთის გარეშე დასასვენებლად წავსულიყავით ან თუნდაც ერთმანეთისთვის რამე დაგვემალა,ჩვენში საიდუმლო არ არსებობდა.ერთის პრობლემა ყველას პრობლემაა და ყველა ერთად ვაგვარებთ ამას. *** -გოგო მგონი გული მერევა.მაღვიძებს ღამე ანიკა -მერე გოგო მე შუბლის დამჭერი მნახე?ვუთხარი სიცილით და საპირფარეშოში გავყევი. -არა ასეც არ უნდა მიგექარა.რისთვის არსებობს თავდაცვის საშუალებები.ნუ არ ვიცი რა კატეგორიის ხარ რა.ვთქვი ჩემი დამრიგებელივით და ხელები შუბლზე მოვიჭირე.ამაზე ორივეს გაგვეცინა და მაგრად ჩავეხუტე ანიკას. *** -დევდარიანო დღეს რა დღეა ვაბშე იცი?ჩაყვირა ყურმილში აბულაძე ოთიკომ.თვალები დავაჭყიტე,სიკვდილი არ აგცდება დევდარიანო გავიფიქრე და ვეცადე ხმა უფრო მოსიყვარულე გამეხადა. -აუ ოთიკო მახსოვს და 15 წუთში შენთან ვარ.ვუთხარი და თავლები დავხუჭე მისი ჩხუბის მოლოდინში -არა გამოცდებს როგორ ჩავაბარებთ არ ვიცი. -ნუ გეშინია მეთერთმეტეში არავინ ჩაგვტოვებს.ვუთხარი სიცილით და ტელეფონი გავთიშე.სწრაფად გავემზადე,ანიკას ვაკოცე და დავუბარე მალე მოვალ თქო და ოთიკოსკენ ავიღე გეზი სადაც კიდევ მთელი ჩვენი სასტავის მეთერთმეტე კლასელები მელოდებოდნენ... *** ლარებზე დავაკაკუნე,სრული სიწყნარე იყო რამაც ძალიან გამაკვირვა,ფეხის ხმა მოესმა და ჩემთვის ჩავილაპარაკე -ოღონდ ეხლა გადავრჩე და აღარასდროს დავაგვიანებ სადმე.არადა მეთვითონაც ვიყავი ცრუ ლაპარაკი იყო.ჩავიცინე და სახლში შევედი... -აუ გეუბნებით ვიცი რომ ესაა ტიბეტის მთები.ვეუბნები ბავშვებს და თან რუქაზე ფანქრით ვაჩვენებ.ჩემი ოცნებაა ტიბეტში წავიდე და თქვენ მასწავლით სადაა?გაბრაზებულმა შევხედე. -ხო კაი კაი ნუ დაიქოქე იყოს ეს ტიბეტი ოღონდ შენ დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ.მითხრა სიცილით სანდრო ავალიანმა და ფურცელი მესროლა -იყოს არა ეს არის.ვუთხარი დაბღვერილმა და ყველას გადავხედე.დღეს 10 საათზე ჩემთან მოდით რაღაც საქმე გვაქვს მე და ანიკას ძალიან სერიოზულია,ოღონდ პირობა უნდა მომცეთ რო იქ სცენებს არ მოაწყობთ და სერიოზულად მოეკიდებით ამ საქმეს.ხომ იცით ერთს პრობლემა ყველა დანარჩენის პრობლემაა და ყვირილის გარეშე უნდა მოვაგვაროთ -შენ თუ სერიოზულად ლაპარაკობ და არა ღადაობით ესეიგი მართლაც ძალიან სერიოზულადაა საქმე.(ანდრია ავალიანი) -ავალიანებო ამოგბუგავთ ახლა.ვუთხარი და ქვევიდან ავხედე ანდრიას. ყველა ერთად წამოვედით ჩემთან მანამდე ვმეცადინეობდით და ვნატრობდით ნეტა ისევ მეათე კლასში ვიყოთო.გავიხსენეთ სკოლის ამბები თუ როგორ გადავარდა ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი სკამიდან,როგორ წაიქცა ბიოლოგიის მასწავლებლები და რა თქმა უნდა ჩვენს თავპირის გადამტვრევას არ ვიხსენებდით. *** -მოკლეთ მომისმინეთ.ანიკა კიბეებზე ავიდა და ყველა რო დაენახა იქიდან გველაპარაკებოდა.ვიცი რომ ჩემზე წარმოდგენა შეგეცვლებათ,მაგრამ ნამდვილად არ მინდა დაგიმალოთ.უბრალოდ შეცდომა დავუშვი მე ორსულად ვარ საშკასგან.თქვა და სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.1 წუთით ყველა დუმდა მერე ფეხზე ჩვენი ყველაზე უფროსი წევრი ლუკა წამოდგა და ანიკასკენ წავიდა -იცი ანიკა შეცდომა არ არსებობს.ყველა ადამიანი ვაკეთებთ იმას რისი გაკეთებაც გვინდა და როდესაც შედეგი არ არის ისეთი როგორიც ჩვენ გვეგონა რომ იქნებოდა შემდეგ ამას შეცდომას ვარქმევთ.შენ გააკეთე რაც გინდოდა და რომ არ დაორსულებულიყავი ამას შეცდომად არ ჩათვლიდი შეიძლება არც ახლა თვლი უბრალოდ შენ გგონია ამით შემასუბუქებ ჩვენ წინაშე ამ ყველაფერს. -ლუკა ის ნასვამ მდგომარეობაში იყო და თავს ვერ გააკონტროლედა.ანიკას დაცვა ვცადე -ეს თუ ნასვამ მდგომარეობაში იყო ამის პრობლემაა და არა ჩვენი.როცა გოგო ხარ წვეულებაზე არ უნდა დათვრე ისე რომ ვიღაცამ ლოგინში შეგითრიოს.ახლლა უკვე ყვიროდა წულუკიძე. -რატო შენ არ იყავი ეგეთი მთვრალი?რატო ანასტასია არ იყო ეგეთი მთვრალი ლენკა?იმიტომ რომ იცით თავის შეკავება მაგრამ ახლა ჩხუბით ვერაფერს ვიზავთ.თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა. -იცით?თქვენ საერთოდ არ გესმით ამ სიტუაციაში ანიკასი.გინდაც გააკეთა ის რაც უნდოდა ეს მაგისი ცხოვრებაა და არა ჩვენი.ყველა ერთხელ მოვდივართ და უნდა ვაკეთოთ ის რაც გვინდა.ანიკა ხმა ამოუღებლად იდგა. -ხოდა თვითონ მიხედოს თავის ცხოვრებას.თქვა ლუკამ და სავარძელში მოკალათდა -ჩვენ როდესაც პრობლემები გვაქვს ერთმანეთს ვეხმარებით და მაშინ ყველას ცხოვრება ერთმანეთისაა.გოგო ორსულადაა და რახან ბიჭთან იწვა უნდა გავრიყოთ და გვერდში არ დავუდგეთ.თქვენ ცალ-ცალკე რომ ყველამ ასეთი სიტუაცია გამოიაროთ და ხელი გკრათ მაშინ რას იზავთ?ვერც ვერაფერს და ნეხვში ამოსვილებს დაემსგავსებით.დაფიქრდით რაღაცრაღაცეებზე არავინ ვიცით რა გველოდება წინ და ჩვენ თუ ერთმანეთს არ დავუდექით გვერდში ვინ დაგვიდგება?მეზობელი?უბრალოდ მეგობარი?ჩვენ თუ ერთმანეთ ფეხებზე დავიკიდეთ სხვას რა მოვთხოვოთ. -მართალია.დამეთანხმა ყველა და ერთხმად გადავწყვიტეთ რომ საშკას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ.ანიკა საშკას კორპუსთან დავტოვეთ და ჩვენ დაბლა დაველოდეთ.ხმა არცერთს ამოგვიღია სანამ ანიკას ტირილის ხმა არ შემოგვესმა *** -,*ირო გოგოს ხელი უნდა კრა?დააორსულე მიიღე სიამოვნება შენი გაინაღდე და ახლა ეუბნები რომ არ გჭირდება და მოიშოროს?გამწარებულები ყვიროდნენ და ურტყავდნენ საშკას. -დაანებეთ თავი ასე მოკვდება და სულ რომ ნაგავი იყოს ბავშვს ჭირდება მამა.ვცდილობდი გამომეყვანა ბიჭები -ლენკა მშვიდობის მტრედივით ნუ იქცევი შეგვეშვი.ვიცით რასაც ვაკეთებთ.დამიყვირა დემემ და მანიშნა გადი გარეთო -დემე დემე სიმართლეს ამბობს.ლუკამ ცადა გამოეყვანა.ერთი კიდე მიარტყა ფეხი და წამოვედით. *** -მე დავურეკავ ახლა ერთ ადვოკატს მოვა და ამ საქმეს გაარკვევს.მაგ არაკაცს ციხეში ჩავასმევინებ -არ ღირს ყველაზე უარესია ეგ რასაც გავაკეთებთ.თქვა ავალიანმა. -აბა ასე დავტოვოთ ეგ ? -ახლა საქმეს ასე სჭირდება. *** -გამოცდებს რომ ჩავაბარებთ ყველა მოვხევთ სვანეთში.არ მაინტერესებს გინდათ თუარა ჩემთან მივდივართ ყველა.თქვა ჟორჟოლიანმა ნინიმ და მკაცრი სახე მიიღო. -არა უარს ვინ ამბობს?ვკითხე და ყველამ გავიცინეთ.კაი ბიჭები არიან?ვკითხე და წამწამები დავაფახუნე. -ბიჭებს განახებ შენ.მითხრა დემემ და თავში ხელი წამომარტყა -აუ რა წესია?ავალიანებს ყავთ აგერ ნინისაც ყავს ანიკა ორსულადაა მარის და კატოსაც ყავს და მე არ მინდა?ვიკითხე გაბუსხულმა -გოგო სწავლას მიხედე თორე შპალერის მაგივრობას გაუწევ ამ კედელს.დემეტრე სიცილით ამბობდა და თან თავზე მკოცნიდა. *** -ლაჩრებოო არ მეშინია გამოცდების.ყვირილით შევვარდით სკოლაში.მაშინ როცა ერთმანეთს ასე დავუახლოვდით ცალ-ცალკე ყოფნა არავის გვინდოდა და ერთ სკოლაში გადავედით ყველა,ზოგი მეათეშია,ზოგი მეთერთმეტეში,ზოგი აბიტურიანტია სასტავში,მაგრამ რაც მთავარია ყველა ერთად ვართ. -აუღებელი ციხესიმაგრეები მოვიდნენ.თქვა ლალიმ -დრაგუნთა პოლკი.დაამათა თამთამ 4 გამოცდას დედა ვუტირეთ,დავაჩმოეთ,დავაჩოქეთ... შემდეგ იყო ღამისთევები,ღამის თბილისი,საათობით ლაპარაკი,ლაპარაკში ჩაძინებები,კამათიც იყო,გაბუტვები... -არ ვაპირებთ სადმე წასვლას?ვიკითხე სიცხისგან ენერგია წართმეულმა და კონდიციონერის წინ დავდექი.აღარ შემიძლია მე აქ გაჩერება ადამიანები არ ხართ?თუ სიკვდილი მიწერია დაე აღვესრულო სვანეთში.ვთქვი სიცილით და ლოგინზე დავეხეთქე.არაფერი სჯობია დაღლილზე წამოწოლას.ვთქვი და თვალები დავხუჭე. -აუ ახლავე წავიდეთ რა.ამყვა წუწუნში მარიამი. -დაე წავიდეთ.დაგვეთანხმა ლუკა და რადგანაც ჯერ მხოლოდ დილის 12 საათი იყო ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ რომ 1 საათში ისევ ჩემთან შევკრებილიყავით გამზადებულები. ჩავალაგე ყველაფერი რაც მჭირდებოდა,გავავსე ჩანთა თითქოს მთელი 1 თვით მივდიოდით.იმაზე შეთანხმებულები ვიყავით რომ მარტო ჩვენი სასტავი მივდიოდით და არავინ ზედმეტი არც შეყვარებულები,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ვისაც კი ყავდა ყველა ეჭვიანობდა და ეგოისტობდა,თუმცა ყველამ კარგად იცოდა მაინც წამოვიდონენ რაც არ უნდა ეთქვათ,ამიტომ ვერცერთი ვერ ბედავდა თქმას "არ წახვიდე." მთელი გზა ფანჯარასთან ვიჯექი და ვჭიხვინებდი სიმღერებს რაც კი ჩაირთვებოდა ვიცოდი არ ვიცოდი მაინც ვმღეროდი,ზოგზე მარტო ნანანას ან მელოდიას წარმოვთქვავდი,ასეც ხდება ხოლმე ყველგან თითო გიჟია საგიჟეთის გარეთ. მივალაგეთ ყველაფერი და რადგან უკვე გვიანი იყო მხოლოდ იმით დავკმაყოფილდით რომ ჩვენს ეზოში კოცონი დავანთეთ და სიმინდები შევწვით. -არაფერი სჯობია ასეთ ადგილას დასვენებას.ვთქვი და მინდორში გავწექი,ჯერ მართო რამდენი ვარსკვლავია თბილისში კი თითოოროლას თუ მოკრავს თვალს,სოფელი მაინც სულ სხვა თემაა. -ლენკა რა აზრის ხარ სიყვარულზე?ჩვენში პირველად დატრიალდა სიყვარულის თემა და ისიც ჩემდა გასაკვირად სანდრექსამ წამოიწყო.ჯერ გაკვირვებულმა შევხედე შემდეგ თავი ჩავხარე და ჩუმათ ოდნავ გასაგებად ვთქვი -არ მჯერა მე სიყვარულის. -რატო ლენკა?გაგიტეხეს გული?აშკარა ცინიზმი იგრძნობოდა დაჩი გოგოლაძეს სიტყვებში. -არა დაჩიკო უბრალოდ არ მჯერა.შენთვითონაც კარგად იცი რომ არავინ მყვარებია და არც მომწონებია შესაბამისად გულგატეხილიც არ ვარ. -აბა რატომ არ გჯერა?ალბათ რო არასდროს გამოგიცდია იმიტომ.დაამატა ლუკამ და ქვევიდან ამომხედა.მხოლოდ დემემ იცოდა და მხოლოდ დემესთან მილაპარაკია ამ თემაზე -უბრალოდ გინდაც თქვენ რომ გიყურებთ არასდროს გყვარებიათ და გოგოებს ეუბნებით რომ გიყვართ.ახლანდელი ბიჭები მარტო იმაზე ფიქრობენ ვინ რამდენი გოგო დაკერა,ვინ როგორ მიაგდო გოგო გოგოები კი იმაზე ფიქრობენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს ვის რამდენი ყავდა,რამდენს აკოცეს,რამდენთან იწვნენ.საერთოდ აღარ არსებობს სივარული და უბრალოდ რაგჰაც გატაცებას ან მიჩვევას არქმევენ და გაუფასურდა ყველა ნამდვილი გრძნობა -რაღაც მხრივ მართალიც ხარ,მაგრამ აი ცოლი რო მოყავს კაცს ეგ ნამდვილი სიყვარული არაა?(გაგა) -თუ ნამდვილი სიყვარულია ზოგიერთ მამაკაცს რატომ უჩნდება იმის სურვილი რომ ცოლს უღალატოს?ამ კითხვაზე ყველა გაჩუმდა -არიან ისეთები რომლებიც ბოლო წუთებამდე ერთად არიან და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ.(ლუკა) -მაგრამ ათაშიერთთან თუა ისევ გრძნობა შემორჩენილი.ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.ღამემშვიდობისათ.ვუთხარი და სახლში შევედი. *** -ლენკა მდინარეზე მოდიხარ?მკითხა ანიკამ და ხელით შემანჯღრია -აუ შორსაა მეზარება.ვუთხარი და თავზე საბანი გადავიმხე -ყველა მოდის და მარტო იქნები და დამავოი წაგიყვანს.ანიკამ იცოდა რო დამავოის მეშინოდა ყველაზე ძალიან ამიტომ მაზოლზე დამადგა ფეხი.უცებ წამოვხტი მოკლე შორტი და ტოპი მაიკა,ფეხზე ჩუსტები ჩავიცვი და მდინარისკენ წავედით ყველა ერთად -არა წინააღმდეგი არ ვარ ახლა დამავოი რო გამოჩნდეს და მდინარემდე მიმიყვანოს.ვთქვი და დავამთქნარე -მოდი ჩემთან.მითხრა დემემ,ხელში ამიყვანა მდინარემდე მიმიყვანა,მაგრამ არც ისეთი კეთილია როგორიც ჩანს,ეგრევე მდინარეში გადამიშვა,აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე გავითიშე მდინარის ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო,თითქოს გაყინულ წყალში ჩამაგდეს *** -ლენკა გაახილე რა თვალები,ლენკაა.მეხვეწებოდა დემე და სახეში ხელს მირტყავდა.თვალები გავახილე და აშკარად უცნობი სახეები დავინახე.წამოვჯექი და დემეს ჩავეხუტე -ბოდიში რა ლენკა.თავზე მაკოცა და ხელები წელზე მაგრად შემომხვია -არაუშავს ყველაფერი ხდება.ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.წამოდგომაში დამეხმარა დემეს გვერდით რომ უცნობი ბიჭი იდგა,მაღალი,დაკუნთული,მწვანე თვალებით და ქერა თმით,პატარა ცხვირი ქონდა მაგრამ არა კურნოსა,ნუ შეთვალიერება მოვასწარი გავუღიმე და გზა გავაგრძელე. *** -არა ის ბიჭი როგორ გიყუებდა.არ გამოპარვია ანასტასიას -შევაშინე და როგორ უნდა გამოეხედა?ვკითხე სიცილით-არა მაინც როგორ მიყურებდა?გავეკრიჭე ტასოს -აუ სასწაულად.მოეწონე გოგო მაგან ამოგიყვანა წყლიდან და სახეზე სულ თეთრი ფერი ედო. -ნამდვილი ჯელტმენია.ვთქვი სიცილით და სამზარეულოში გავედი -აუ იმიტომ არ გჯერა სიყვარულის სერიოზულად რო არავის და არაფერს უყურებ.გამებუსხა ტასო -მიყვარხარ.ვუთხარი ლოყაზე ვაკოცე და ყავის გაკეთება დავიწყე -ვის უნდა ცივი ყავა?გავძახე გვერძე ოთახში ბავშვებს -მე მე მე მე .წამოცვლივდა ყველა ფეხზე -მე სამი კოვზი ჩამიყარე,მე ერთი,მე არ მინდა შაქრიანი -აუ იცით რა?ყველამ თავისთვის გააკეთოს მე ვიკითხე ვის უნდა თქო და არა შეკვეთა მომეცით თქო.ჩაო,ვუთხარი და ყავის ჭიქით ხელში მისაღებში დივანზე მოვკალათდი. -საქათმეში შეპარულა მელა,ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა,შენ მამალო გააჩუმე ენა,შენ დედალო წამომყევი ნელა.კარებში სიმღერით შემოვიდა ანდრო და უკან ნიაკო შემოყვა.რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა ის იყო რომ მელიის და ქათმის ფორმა ეცვათ. -უჩემოთ მოწიეთ ხო?გაკვირვებულმა შევხედე და სიცილი ამიტყდა -შემიშვით.შენს გადასარჩენათ მოვდივარ შენი სპაიდერმენი.ახლა დემე შემოვარდა სპაიდერმენის პორმით. -ხომ ჯანმრთელები დაიბადეთ?დაახვიეთ ჩემი ოთახიდან და ჩამოვალ მეც პრინცესის ფორმით.ვუთარი სიცილ;ით და ძლივს გავყარე ოთახიდან. არა ხოარ დამაძინეს ეს ერთი ამ კვაზემოდოს ფორმებით რაღას შემოვარდნენ.ერთი დღე გავა ისე რომ არ გამაღვიძოს ვინმემ და მეძინოს რამდენი ხანიც მინდა? *** -გამოდი გოგო დაენახე მზეს მოდი ახალი ბავშვები გაიცანი სულ სახლში რო ხარ.დამიყვირა ანდრომ ეზოდან."ახალი ბავშვები" აუ ისიც იქნება ნეტა?აუ რო შემიყვარდეს?ვის არ შეყვარებია ლენკა რა გჭირს?აუუ ძაან რომ შემიყვარდეს და გული მატკინოს?სულ როგორ უნდა გეშინოდეს.ჩემში ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება არ ვიცი რა ვქნა.საერთოდ ღირს ჯერ კიდევ სერიოზული ურთიერთობა ვინმესთან?არა ლენკა შინაბერა დარჩი.ხო ხო კარგი.გავიფიქრე და ეზოში გავედი ბავშვებთან. -გამარჯობათ.ვთქვი და ანდრიას გვერდით მოვკალათდი -ეს ჩვენი ყველაზე მხიარული,ასევე ყველაზე დახვეწილი,ყველაზე ლამაზი წევრია ლენკა.ყველაზე გამორჩეულია ვაბშე და ძალიან უცნაურია,მაგრამ ძალიან ჭკვიანია.იმდენი იცი რომ თეთრზე დაგიმტკიცებს რომ შავია.თქვა ანდრომ და თავზე მაკოცა -კბილებიც კი გამიწითლდა ანდრია.ვუთარი და ჩავიცინე.არა აშკარად იმ ბიჭს ვერ ვხედავ სად ჯანდაბაშია ნეტა.ქალი გამოვედი გავიცნო შევხვდე ჩემს მიჯნურს და ეს დახეტიალობს სადღაც.ვის გაუგია პრინცი ტოვებდეს პრინცესას.არა გადამრევს რა ეს ხალხი. -მე მიშკა ვარ.თქვა ერთმა და ფეხზე წამოდგა.არა ეს ამხელა აწოწილი ბიჭი სად იმალებოდა რომ ვერ დავინახე.გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა. ყველა გავიცანი,მაგრამ მიშკას გაცნობა რომ გამიხარდა ისე არავის გაცნობა გამხარებია.გადავიწვი ისე დამცხა,გული ამჩქარდა,სისხლი მომაწვა და ემოციებისგან ცრემლი ჩამომიგორდა.განსაკუთრებული გრძნობა იყო ყველაზე განსხვავებული და მე ეს 16 წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი.1 წამში ყველაფფერი სხვანაირად შემოტრიალდა,ყველაფერი შეიცვალა ჩემს გარშემო,სხვანაირად შევხედე სამყაროს და 1 წუთის წინ რომ ყვავი ლამაზად მეჩვენებოდა ახლა ულამაზესად აღვიქვამ.რა ქვია ამ გრძნობას?არ ვიცი,ვერ გეტყვით... -აუ წამოდით რა რამე ვითამაშოთ სახლში ან იქსბოქსი ან დომინო ან კარტი რა უაზროდ ვზივართ უკვე აქ.აწუწუნდა ანიკა.ახლა ორსულ ადამიანს უარს როგორ გავუბედავდით და სახლში შევედით.სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ მინდოდა შესვლა,ამიტომ აივანზე მალევე გამოვედი და დივანზე მოვკალათდი.რა ჯობია ბუნებაში ფიქრს,ყავით ხელში,სიწყნარეში არც არაფერი... -მარტო რატომ ხარ აქ?მომესმა მიშკას ხმა და ერთიანად გავიყინე,გავშეშდი,გული ამიჩქარდა და ხმის ამოღება ვერ გავბედე,ენა დამება,დავიბენი -სახლში არ მინდა.ვუთხარი ბოლოს როგორც იქნა.გვერძე მომიჯდა და გამიცინა.ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.არც ის ამბობდა რამეს არც მე -საღამოს წამოხვალ ჩემთან ერთად სასეირნოთ?ხმაში დაძაბულობა ეტყობოდა და მესიამოვნა კიდეც.თავი იმ გოგოდ არ მომეჩვენა ბიჭი რომ გასართობად იყენებს და არ უჭირს სასეირნოდ წასვლის შეთავაზება. -არ ვიცი ვიფიქრებ.ვუთხარი და შევხედე თვალებში.მის მწვანე თვალებს კიდევ ერთხელ შევხედე და ავწითლდი.თავი ჩავხარე და პატარა ბავშვივით შემრცხვა ჩემი ახლანდელი მდგომარეობის -კარგი.როცა გადაწყვიტავ ამ ნომერზე მომწერე და ეგრევე აქ გავჩნდები.მითხრა ლოყაზე მაკოცა და სახლში შევიდა.ფეხები მომეკვეთა,სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი.ბედნიერების ცრემლებმა ერთიანად იხეთქა და თავი მთელი სამყაროს დედოფალი მეგონა.მიყვარდებოდა,ბიჭი რომელიც სულ რაღაც ორჯერ ვნახე მიყვარდებოდა და ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა შემოდიოდა.ან შეიძლება არც იყო ეს სიყვარული მე ხომ არასდროს განმიცდია თუნდაც მოწონება ან თუნდაც მიჩვევა რა დარწმუნებული ვარ რომ მიყვარდება?მე ხომ სიყვარულის არც კი მჯერა.ნუთუ შეიძლება 2 ჯერ ნახო და შეგიყვარდეს?ჩემს თავს კითხვებს ვუსვამდი,მაგრამ პასუხებს ვერსად ვპოულობდი. *** "მოხვალ?" "გადაწყვიტე ჩემთან ერთად გასეირნება?" "კი რატომაც არა" პასუხი აღარ დამიბრუნა და გავბრაზდი.ჩემთავს შევპირდი რო პირველი აღარ მივწერდი და აღარც პირელი წამოვიწყებდი საუბარს.გაბრაზებული ვიჯექი დივანზე და თავი ჩახრილი მქონდა -ასე აპირებ ჯდომას?მომესმა მიშკას ხმა და მივაშტერი მის თვალებს -მეგონა არ მოხვიდოდი პასუხი რომ არ დამიბრუნე.ვუთხარი გაბუსხულმა და ფეხზე წაოვდექი -ეკონომიას ვაკეთებ.მითხრა სიცილით-კაი გეხუმრები ასე ხო უფრო გაგიხარდა არა?თანხმობის ნიშნნად თავი დავუქნიე.ხო და ამიტომაც აღარ მოგწერე,მიყვარს მოულოდნელი სიტუაციები.თავზე მაკოცა სიბნელეში მივდიოდით მე და მიშკა.მიშკა და მე.მხოლოდ მთვარის უქი ანათებდა გარშემო.მე მიშკა და მთვარე ვიყავით,მხოლოდ ჩვენ. არ ვიცი რატომ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ არც კრიმინალი იყო,არც ბავშვების ქურდი არავინ და ამიტომ არ მეშინოდა მასთან ერთად ყოფნის,პირიქით თავს დაცულად ვგრძნობდი და მსიამოვნებდა.შეიძლება ვინმემ იფიქროს ეს გოგო სულელია ვის მიყვება ორი დღის გაცნობილი ყავს იქნებ 2 წამში აღარც კი იყოსო,მაგრამ არ მეშინია.უბრალოდ გულის ხმას მიენდეთ. -ოდესმე გყვარებია? -არასდროს!შენ? -არასდროს!ჩემსკენ შემოტრიალდა და უცებ ჩამეხუტა.ეს ბიჭი მიჩალიჩებს რა მიჩალიჩებს.რა დავუშავე?სადაცაა გული გამისკდება.მეც მაგრად შემოვხვიე ხელები და გულზე თავი მივადე.გულამდე ვწვდებოდი იმ სიმაღლე იყო და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი ამის გამო,მაგრამ როცა გრძნობა გაქვს სიმაღლე მეორე ხარისხოვანი კიარა საერთოდ ქრება ხსენებიდან. -აუ მე ძალიან დაბალი ვარ.ვუთხარი და გავიცინე -სამაგიეროდ ყველაზე მაგარ ადგილას მწვდები და მადებ თავს.აღარაფერი ვუთხარი უბრალოდ გავუღიმე და სახლისკენ წავედით.გზაში ხმას არც ის ირებდა და არც მე. -ტკბილი ძილი,ხვალამდე.მითხრა და შუბლზე მაკოცა -ტკბილი ძილი,ხვალამდე.ვუთხარი გავუღმე და სახლში შევედი.იმ ღამეს ძილი არც მომკარებია ან რა დამაძინებდა როცა სამყარო ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა და მიყვარდებოდა მიშკა.ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა ეს რა გრძნობაც არსებობს,როცა ვიღაცა შენი ცხოვრების აზრი ხდება და შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი... შემიყვარდა... არაფერი სჯობია იმას როცა იღვიძებ ახალი იმედებით,ახალი გრძნობებით,ახალი ემოციებით,როცა ოთახიც სხვანაირი გეჩვენება,ხალხიც და საერთოდ მთლიანი სამყარო იცვლება შენს თვალწინ.როცა შენ თავს იმაზე მეტ დროს უთმობ ვიდრე უთმობდი.ვიღაცას რომ შენ თავზე წინ აყენებ და მთელ სამყაროს რომ გირჩევნია ის ერთი. გადიოდა დღეები ძალიან სწრაფად და ზოგადად ასეა როცა არ გინდა მაშინ გადის სწრაფად ხოლო როცა გინდა საშინლად იწელება დრო,მიზოზინებს და ნერვის თითო ღერი გიწყდება.იყო ღამისთევები კოცონის გარშემო,იყო მონატრება მიუხედავდ იმისა რომ ალბათ 1 საათის წინ ვნახეთ ერთმანეთი,ყოველღამით მისი ნათქვამი ტკბილი ძილი და უფრო მშვიდი ძილი ვიდრე აქამდე,ყოველ დილით მისი დილამშვიდობისა და წარმატებული დღე,ყველაფერი იყო,გასეირნებაც,ამბების მოყოლაც,უფრო დაახლოებაც,მაგრამ არ იყო მიყვარხარ!არ იყო გრძნობებზე ლაპარაკი,არც მომენატრე არც შენთან მინდა არაფერი საერთოდ და ეს მაწუხებდა ყველაზე მეტად. ხანდახან ძილის წინ იმაზეც კი მიფიქრია რა იქნებოდა მე და მიშკას რომ უფრო სერიოზული ურთიერთობა გვქონოდა,უფრო გამოგვეხატა,მაგრამ არაა საჭირო გრძნობების გამოსახატავად ყოველ წუთს მიყვარხარს თქმა,ყოველ წუთას სიყვარულის ახსნები მოსაბეზრებელია და მეტი არაფერი. რაც უფრო მეტად გიყვარს უფრო ნაკლებად გამოხატავ ამას უბრალოდ გიჭის ზუსტად გადმოსცე ის რასაც რეალურად გრძნობ და ამიტომ სიჩუმეს ამჯობინებ,გირჩევნია არ ცადო აუხსნა როგორ გიყვარს რადგან ვერასდროს გაიგებს და შენც ვერასდროს გაიგებ.სიყვარული ჰორიზონტივითაა,მიდიხარ მიდიხარ გგონია რომ მიხვედი და უკვე ზუსტაც იცი რასაც გრძნობ,მაგრამ იმ წუთასვე უფრო გიყვარდება და საბოლოოდ რჩები ასე გაურკვეველ მდგომარეობაში. მიყვარხარ,შენთან მინდა,მენატრები და მსგავსი სიტყვები ვერასდროს გადმოცემენ იმ გრძნობას რასაც სინამდვილეში განიცდი. ერთხელ გაბუსხულმა ვკითხე მიშკას სახლში რო მარტოები დავრჩით -ჩვენ რეალურად ერთად ვართ,მაგრამ რატომ არასდროს მეუბნები იმას რომ გიყვარვარ? -და რას შეცვლის ეს სიტყვა?რეალურად მიყვარხარ უბრალოდ სიტყვაა და მე შენს მიმართ უფრო მეტს განვიცდი და ამას ჩემი თვალები არ გეუბნება?არაა საჭირო გამოსახატავად გითხრა რომ მიყვარხარ. -ხო მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა როცა ეუბნებიან მიყვარხარ. -ამით დაიჯერებ რომ მიყვარხარ?შეიძლება ნებისმიერს უთხრა რომ გიყვარს მაგრამ მის მიმართ გრძნობის ნამცეციც არ გქონდეს.დღეს სიტყვა მიყვარხარ იმდენად გაუფასურდა რომ ყველა გრძნობას სიყვარულს ეძახიან და ვინც მოწონთ თუ უბრალოდ გატაცებაა ან ეჩვევიან ყველას ეუბნებიან რომ უყვართ.ჩვენ განსხვავებულები უნდა ვიყოთ და ქცევებით უნდა ვანახოთ ერთმანეთს რომ გვიყვარს. -ჩემთვის მთავარია ის რომ მე და შენ ამ მომენტში ვარსებობთ.ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე.იმედია თბილისი არაფერს შეცვლის ხო?ვკითე და მოწყენილმა შევხედე -სულელო როგორ ფიქრობ თბილისი გადამაყვარებს შენ თავს?გამიცინა და გულში ჩამიკრა.თუ გიყვარს თბილისი კი არა ვერავინ გადაგაყვარებს იმისთავს და მეორედ ეგ სისულელე აღარ თქვა.როდის მიდიხართ თქვენ? -ხვალ.ვუთხარი მოწყენილმა და თავი ფანჯრისკენ გავატრიალე ჩემი ცრემლები რომ არ დაენახა -არაუშავს მალე ჩამოვალ მეც და სულ ერთად ვიქნებით გპირდები. -შენ ყველას პირდები? -არა მარტო შენ.აღარაფერი მითქვამს.ისე საჭმელი ძალიან გემრიელია არ მომიწევს მსახურების მოყვანა ხოლმე სახლში. -უკაცრავად ვერ მივხვდი.სიცილით ვუთხარი.არადა ძალიან კარგადაც მივხვდი რასაც გულისხმობდა... -შენ რომ ჩემი ცოლი იქნები ყველაზე მაგარი ოჯახი გვექნება.ლამის გავიგუდე ამის გაგონებაზე და ხმამაღლა გამეცინა რაზეც მიშკა გაბრაზდა -დევდარიანო რა გესროლო?რას ხედავ ამაში სასაცილოს?გაბუსხული მეკითხებოდა და ეძებდა რამეს რასაც მესროდა -აბა რადროს ცოლი და რადროს ქმარია მიქავა.ჯერ გულაობა მერე ოჯახი. -გაგულავებ კისერს რო მოგაჭრი.მითხრა სიცილით და ლოყებზე ხელები მაგრად მომიჭირა.ვგიჟდები შენს ლოყებზე.ჩემი ლოყება გოგო ხარ. *** -აუ კარგი რა დავრჩეთ ცოტახანიც რა 1 კვირაც.ვეხვეწებოდი ბავშვებს -შენ დარჩი.მითხრა ანიკამ.გაბრაზებულმა გავხედე და თვალებით ვანიშნე მოეკეტა -ვიღაცამ ვიღაცის გული მოიგო.სიცილით მითხრა ანდრომ და დამაბზრიალა -ხო ტოიბოქსში მოვიგე ბიჭო.გაბრაზებული ვიყავი რომ არავინ მიჯერებდა და უფრო უარესი არავინ ითვალისწინებდა ჩემს აზრს -გოგო ეგ შენი რაინდი ჩამოვა თბილისში და ნახავ შენ 1 კვირა ვერ ძლებ და 2 თვით რომ ჯარში წაიყვანონ ალბათ გადაგვდგავ ყველას.თან ახლა მიწერაც შეგიძლია მერე ვერც მიწერ ვერაფერი და დაკმაყოფილდი რა მდგომარეობაშიც ხარ რა,ყველაფრით უკმაყოფილება არ შეიძლება დააფასე ახლა რაც გაქვს რა იცი რა ხდება.სერიოზულობაში გადავიდა უკვე ჩვენი ლაპარაკი და ვხვდებოდი რომ კამათის მეტს არაფერს მოიტანდა ამიტომ გავჩუმდი და ჩემ ოთახში ავედი ბარგის ჩასალაგებლად.გული ძალიან მწყდებოდა მიშკას დატოვება რომ მიწევდა მარტო,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ანდრია მართალი იყო უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა.არაფრის დაფასება არ ვიცი სანამ არ დავკარგავ. *** -მიშკა არ მინდა რა წასვლა და არ მტოვებენ.ვუთხარი ბუზღუნით და მთელი ძალით ჩავეხუტე.მისი სურნელი ყველაზე ძალიან რომ მიყვარდა,მისი სუნამოს სუნი."საროჩკა" გაიხადა და მომცა. -მე სულ შენთან ვიქნები.მითხრა შუბლზე მაკოცა და ხელები კისერზე შემომხვია. -ხო მალე ჩამოხვალ? -გპირდები.მითხრა კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე და მანქანაში ჩავჯექი.მთელი გული და სული იქ დავტოვე.ცრემლები წამომივიდა და თავი მიშკას პერანგში ჩავრგე.ხმა მთელი გზა არ ამომიღია,მხოლოდ ვფიქრობდი მიშკაზე. მიშკა,მიშკა,მიშკა,მიშკა..... აი რა ხდებოდა ჩემში... *** "ჩავედი მიშკა არ ინერვიულო" "ჭკვიანად იყავი იცოდე,არ მანერვიულო და თავს მიხედე.გკოცნი" "მალე ჩამოდი" "კარგი ჩემო პატარავ" -გოგო ახლა როდემდე უნდა იჯდე ეგრე გაქვავებული ჭამე მაინც.უარის ნიშნად თავი გავუქნიე.არაფერი მინდა მართლა -აუ ისე იქცევი გეგონება ვინმე დაკარგე.რა გჭირს მოსაწყენი?1 კვირაში ნახავ.დეპრესიაში ჩავარდნილს გავხარ და ვიღაცა ისე არ უნდა შეიყვარო რომ ფეხებზე როცა დაგიკიდებს შენ მაგის გამო მოიწყინო,ან არარაობად იქცე.ერთად ხართ ამაზე მეტი რა გინდა?სულ გვერძე ვერ გეყოლება ლენკა და ამას უნდა შეეგუო.ხელი გადამხვია დემემ და ლოყაზე მაკოცა -ვიცი დემე მაგრამ 2 კვირა ყოველ დღე რომ ერთად ვიყავოთ ასე ერთ დღეში მიჭირს იმის გაზრება,რომ კარებში აღარავინ შემოვა ყვირილით,რომ არავინ მეტყვის მისნაირად "ნერვებს ნუ მიშლი გოგო" და ვეღარ ვიგრძნობ მის სურნელს,მის შეხებას. -იგრძნობ.მითხრა და ხელებში მისი პერანგი ჩამიდო.მაგრად ჩავიხუტე გულში და დემეს ვაკოცე. -საუკეთესო ძმა ხარ. *** "აბა ჩემი გოგო რას შვება" "იძინებს ჩემი ბიჭი რას შვება?" მივწერე თუარა ტელეფონმა ეგრევე დარეკა.ვუპასუხე და დავიბენი,ზუსტად ისე როცა პირველად დავინახე. -ლენკა ისე იძინებდი რომ ტკბილი ძილი არ გეთქვა?აშკარად ნაწყენი იყო და ვეცადე რომ სიტუაცია გამენეიტრალებინა -არა მიშკა მოგწერდი და დავიძინებდი.ამის სათქმელად დამირეკე? -არა არ მინდოდა ტკბილი ძილი ისე მესურვებინა რომ შენი ხმა არ გამეგო.როგორ მიყვარს და როგორ მინდა ახლა აქ მყავდეს. -ტკბილი ძილი მიშკა. -ტკბილი ძილი ლენკა.მითხრა და გათიშა... რა ვქნა რომ ასე მიყვარს და მენატრება ეს იდიოტი არსება?ტიპმა 2 კვირაში ისე შემაყვარა თავი რომ უიმისოდ ვერაფერი წარმომიდგენია.თურმე ყველაფერი ხდება.გავიფიქრე და თვალები დავხუჭე... -გისმენთ.ტელეფონს ისე ვუპასუხე არც დამიხედავს. დილამშვიდობისა პატარავ.მითხრა და ჩაიცინა.თვალები დავაჭყიტე გაკვირვებისგან და გამეღიმა,გამიხარდა,ერთიანად დამიარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელნა,ავწითლდი და ძლივს ვუპასუხე -დილამშვიდობისა მიშკა.როგორ ხარ? -კარგად პატარავ შენ?ხო კარგად ხარ?გაგაღვიძე ხო ვიცი ვიცი უბრალოდ რაღაც უნდა მეთქვა.უშენოდ აქ ვეღარ ვძლებ,ამიტომ დღესვე ჩამოვალ და გნახავ.გკოცნი -ვაიმეე მეხუმრები ხო მიშკა.მეხუმრები?ვყვიროდი ყურმილში -არა ლენკა მართლა გეუბნები. -ვაიმეე რა მაგარია.გკოცნი.ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.ეგრევე ჩავიცვი,მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე და ლოგინზე ხტუნაობა დავიწყე,რამაგარია ჩემი ბიჭი ჩამოვა.თან ვმღეროდი მკვლელი ხმით -გოგო რა ხდება?შემოვარდა ოთახში დემე -მიშკა ჩამოდის დღეს,აი პროსტა შენ არც კი იცი რა მაგარ ხასიათზე ვარ,ვაიმე გავგიჟდები -ოღონდ შენ არ გაგიჟდე და.მითხრა სიცილით და ოთახიდან გავიდა. "მწვანე თვალები და ქერა თმები, მე შენ მიყვარხარ და მენატრები" სადღაც მქონდა წაკითხული და რატომღაც ახლა გამახსენდა.ჩემი მწვანეთვალება.გავიფიქრე და დათუნიას ჩავეხუტე,რომელიც ჩემი ლოგინის გვერძე იდო.დემემ მაჩუქა 12 წლის რომ გავხდი. ოთახიდან გავვარდი და მეოთხე კიბიდან გადავხტი სიტყვებით I BELIVE I CAN FLY ზუსტად ამ დროს დემე გამოდიოდა და პირდაპირ შევასკდი.ორივეს სიცილი აგვიტყდა და იატაკზე გავიშხლართეთ. *** -ლენკა რას შვები? -არაფერს მიშკა ოთახში ვარ -შეგიძლია შენ ბიჭს ჩაეხუტო შენი სახლის წინ ვდგავარ.მითხრა თუარა გავთისე ტელეფონი და კისრის ტეხით გავვარდი გარეტ,კარები გავაღე და ეგრევე შევაფრინდი.ხელები მაგრად შემოვხვიე კისერზე და ყელში ვაკოცე -ძალიან მომენატრე პატარავ -აუ მეც უზომოდ მიშკა.ვუთხარი და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.ეს იყო პირველი კოცნა,პირველი ჯრუანტელის დავლა.თვალები დავაჭყიტე და სასაცილო მდგომარეობაში გავქვავდი.ჩემი ტუჩები რომ მისას შეეხო,მაშინ ვიგრძენი ყველაფერი სასწაული არ ვიცი საოცრება იყო. *** -აუ გახსოვს პირველად რომ დაგინახე რა სახე გქონდა?სიცილით მკითხა მიშკამ და ჩემს წინ დასკუპდა -სხვათაშორის ვირო ლამის გავიგუდე და აღარ გეყოლებოდა ჩემნაირი შეყვარებული.ენა გამოვუყავი -ხო და ნერვებიც ადგილზე მეკნებოდა.თქვა სიცილით და შუბლზე მაკოცა.შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო ვაბშე და ყველაზე ძალიან მიყვარხარ.ეს იყო მიშკას ნათქვამი პირველი მიყვარხარ 1 წლის განმავლობაში და გაკვირვებულმა შევხედე.მიშკას ოდნავ ჩაეღიმა და თავი ჩახარა -ვიცი რომ ცუდი შეყვარებული ვარ თბილ სიტყვებს არ გეუბნები და მარტო ჩემო პატარათი ან ჩემო სულელოთი ემოვიფარგლები ხოლმე ან მომენატრეთი,მაგრამ არ შემიძლია გამოვხატო ეს ყველაფერი.დამნაშავესავით მელაპარაკებოდა -მიშკა გახსოვს პირველად რომ გკითხე რატომ არ მეუბნები რომ გიყვარვარ თქო რა მიპასუხე?მთავარია ქცევები და არა სიტყვებიო.ვუთხარი და ტუჩებში ვაკოცე.ეს სულ უნდა გახსოვდეს. -ყველაზე მეტად იცი რა დამამახსოვრდა?პირველად რომ გაკოცე.ისევ შემომხედა თავისი მწვანე თვალებით.არა მართალია რა,მწვანე თვალები რომ გიცქერს სიყვარულით მაინც სულ სხვა თემაა. -მე კიდევ შენი მწვანე თვალები დამამხსოვრდა პირველივე დღიდან.ვუთხარი და მის გვერდით მოვკალათდი თავი კალთაში ჩავუდე და თვალები დავხუჭე ,მიშკა კი თმაზე მეფერებოდა. *** ცხოვრებაში არაფერია იმაზე მაგარი როცა გიყვარს და უყვარხარ,გყავს და ყავხარ.მთლიანად რომ შენია,შენ გეკუთვნის და იცი რომ სულ შენ გეყოლება,მაგრამ დარწმუნებული საერთოდ არაფერში უნდა იყოთ.ყველაფერი ხდება და ბედი როგორ შემოგიტრიალდება არავინ იცის.აქამდე რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იყო ახლა აღარაფერია კარგად უბრალოდ გვიყვარს ერთმანეთი,სულ მუდმივი კამათია,მაგრამ ყველაზე გასაკვირი კი ისაა რომ სიგიჟემდე გვიყვარდება ერთმანეთი. -მიშკა სად ხარ?სახლში შევედი ყვირილით -ვბანაობ.გამომძახა სააბაზანოდან,ამიტომ მეც დივანზე მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე.სპანჯბობს ვუყურებდი მიშკას ტელეფონზე რომ შეტყობინება მოუვიდა.არ ვიცი რატომ მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მცოდნოდა ვის წერდა,მაგრამ ძმაკაცი ან ბიჭი მეგობარი რომ ყოფილიყო არ გავხსნიდი მოწერილს. "გახსოვს ერთად რა კარგად ვიყავით?" "მახსოვს თამო" "მერე არ გენატრება ის დრო?" "არ ვიცი" "მნახავ?" "როდის და სად?" "დღეს 5 საათზე ჩვენს ადგილას" გავმწარდი,ცრემლები წამომივიდა,ტანში სიბრაზემ დამიარა ერთიანად,გავშრი,ქამელეონი გავხდი -ლენკა რა გჭირს? -გაწიე შენი ხელები ნუ მეხები საერთოდ დაივიწყე რაც იყო დამივიწყე,არარაობა ხარ ვაბშე არარაობა. -რა მოხდა გოგო?ყვირილზე გადადიოდა მიშკა -ვინაა თამუნა?ვინ უნდა ნახო?ხომ მითხარი რომ შეყვარებული არ გყოლია?თურმე არ იცის ენატრება თუარა ბიჭს და ადგილს უნიშნავს სადაც უნდა ნახოს.დამივიწყე შემეშვი. *** -წამოვედი.წამოვედი და წამოვედი იმის მერე იქ აღარ დავბრუნებულვარ.სულ წამოვედი საქართველოდან. -მერე რა მოხდა?გაკვირვებული მიყურებდა ანიკა,რომელიც უკვე დიდი ხანი იყო რაც საქართველოდან წამოვიდა ამერიკაში თავის პატარასთან ერთად და აქ აიწყო ცხოვრება.ჩვენ ყველა დავიშალეთ და ვეღარასდროს ვიკნებით ისევ ის სასტავი და ვეღარასდროს ვივლით ერთად.დამთავრდა ყველაფერი -ზუსტად ერთი წლის მერე ჩავედი საქართველოში ისევ.თოვდა,ძალიან თოვდა.ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და გაგრძელება მიჭირდა. -დაწყნარდი და ისე გააგრძელე. -ისევ ისე თოვდა,როგორც მაშინ ჩვენს ადგილას რომ მივდიოდით ლიანდაგებზე.საბჭოს ქუჩებს მივუყვებოდი ნელა,აუჩქარებლად,და გული რაღაცას მიგრძნობდა.თან მახსენდებოდა ჩვენი დიალოგი "-შენ იქნები ჩემი ცოლი.მითხრა და თავზე მაკოცა -რომ არ ვიყო?ვკითხე და ენა გამოვუყავი -მაშინ ცოლის ტიტულს ვერასდროს მიიღებ.გამიღიმა და მაკოცა" -მერე რა მოხდა?მეხმარებოდა მოყოლაში ანიკა -მერე ზუსტად იმ ასახვევში გავჩერდი სადაც ლიანდაგების გზა მიდის და რაღაცამ მითხრა რომ უნდა წავსულიყავი ამდენი ხნის მერე და ის ადგილი მენახა.ავდექი და წავედი.თან ყველაფერი გამახსენდა ამ 5 წუთის განმავლობაში სანამ ავიდოდი.ჯერ კიდევ შორიდან დავინახე ვიღაცის სილუეტი,მაგრამ არ მივაქციე ყურადღება რადგან ჩვეულებრივი დასახლებაა და სხვა ვინმე იქნება-მეთქი გავიფიქრე.ზუსტად იმ ადგილას შევჩერდი სადაც ის უცნობი ზურგით იდგა და თბილისს გადავხედე,ცრემლები წამომივიდა და ხმადაბლა ავტირდი -მერე? -მერე უცნობმა მითხრა "-ლამაზია არა?მაგრამ შენ ულამაზესი ხარ" -ნაცნობი ხმის გაგონებაზე ერთიანად გავიყინე ადგილას,ცრემლებმა უფრო იხეთქა და ახლა უკვე მისკენ შევტრიალდი.თვალებში ვუყურებდი,მწვანე თვალებში მე რომ დღემდე მიყვარს და იცი რა გამახსენდა? "მწვანე თვალები და ქერა თმები მე შენ მიყვარხარ და მეყვარები" -მერე არ მითხრა რომ... -მერე ხელებიგაშალა,არ ვიცი რატომ ეგონა რომ თავეხუტებოდი თუ ეგონა რომ ვაპატიე,მაგრამ ხელებგაშლილი დიდხანს იდგა მე კი არც განვძრეულვარ.მერე წამოვედი,უკან არც მომიხედავს ისე წამოვედი,გადაუღებლად თოვდა და მე უკან მოუხედავად მივდიოდი,ვიცოდი რომ ვინანებდი,ვიცოდი რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე მემახსოვრებოდა მისი გამოხედვა,მისი აცრემლიანებული თვალები,მაგრამ წამოვედი. ანიკა ხმას არ იღებდა,გაშტერებული იყურებოდა და თვალებით მანიშნებდა დებილი ხარ ლენკაო -მერე? -მერე ვნანობ.ვნანობ რომ არ ჩავეხუტე,ხომ შემეძლო უბრალოდ რომ ჩავხუტებოდი,მაგრამ მერე იკნებ ის ჩახუტება მენანა?არ ვიცი ანიკა არ ვიცი.ცრემლები მომდიოდა და ვერ ვჩერდებოდი -ამით დამთავრდა ყველაფერი? -არა!ერთი კვირის წინ სანამ ჩამოვიდოდი ამერიკაში,პარკში მივსეირნობდით მე და ანასტასია და სვანეთის ამბებს ვიხსენებდით.ჩემს წინ პატარა ბავშვი წაიქცა ავაყენე და ცრემლიანი თვალები შევუმშრალე. -ლენკა მოდი აქ ხომ გითხარი რომ არ უნდა ირბინო იქ სადაც ბევრი ქვაა.აშკარად არ მელანდებოდა ეს მიშკას ხმა იყო,ნელა ავდექი ფეხზე და მის წინ გავშეშდი.არც მე ვამბობდი რამეს არც ის -გამარჯობა ლენკა.მითხრა ბოლოს.მე ხმაც ვერ ამოვირე უბრალოდ თავი დავუკარი და წამოსვლა დავაპირე,მაგრამ შევჩერდი შევტრიალდი მისკენ და ხმადაბლა ვუთხარი -იცი მიშკა?მე არასდროს დამვიწკებიხარ და მთელი 1 წელი ზეპირად მახსოვს ის ნახვაც ზეპირად მახსოვს ბოლოს რომ გნახე ჩემი ჩახუტების მოლოდინში რო იდექი ხელგაშლილი.არის რაღაცრაღაცეები რასაც არ კიარა ვერ ვპატიობთ და მე ეს ვერ გაპატიე შენ,მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ არ მიიყვარხარ.ვუთხარი და იქაურობას გავშორდი.დავამთავრე თუარა მოყოლა ცრემლები წამომივიდა და ავტირდი,მწარედ ავტირდი,სინანულის ცრემლები წამომივიდა და თავი არარაობად ვიგრძენი... *** -დედა მიყვებოდა ხოლმე ლენკას ამბებს,სულ ამბობდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე იმას ამბობდა რომ ლენკას ყველაფრის მიუხედავად უყვარდა მიშკა ბოლომდე უყვარდა,იცოდა რომ ვერასდროს იქნებოდა მიშკას გვერდით იცოდა რომ დაიტანჯებოდა,მაგრამ მაინც უყვარდა,უბრალოდ ვერ აპატია.თქვა ცრემლ მორეულმა ნინიმ და ლენკას და მიშკას სურათი მაგიდაზე დადო. მადლობთ რომ წაიკითხეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.