შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 14


25-07-2015, 22:24
ავტორი dona gedi
ნანახია 2 897

მეგონა რაღაც ჯურღმულში წამიყვანდნენ და დამაბავდნენ, მაგრამ შევცდი. ჩვეულებრივი სახლი იყო, ალბათ გარეუბანში. ერთ ოთახში შემიყვანა გიგამ და თვითონაც შემომყვა. ბიჭები გარეთ დატოვა. ერთს იარაღი შევამჩნიე. მეორეს ვერა. მთლიანად ვკანკალებდი. გიგამ საწოლზე მიმითითა და მეც დავჯექი.
უამრავი კითხვის დასმა მინდოდა, ასევე მინდოდა კარგად გამელანძღა, მაგრამ ვიცოდი უარესი იქნებოდა.
ჩემს წინ ჩამოჯდა სავარძელში და მომაჩერდა. თვალებში შევხედე და ჩემდა გასაკვირად სინანული დავინახე, თუ სასოწარკვეთა... ყოველშემთხვევაში რაღაც ისეთი, რამაც შიში მომიხსნა და უცბად შემეცოდა. ძალიან შემეცოდა გიგა. ვეღარ მოვითმინე და ლაპარაკი დავიწყე.
_რამ მიგიყვანა აქამდე? გიყურებ და ვხედავ, რომ არ გინდა ის რასაც აკეთებ.-ჩემი ხმა აღარ კანკალებდა, მხოლოდ სევდანარევი იყო. მეთვითონაც გამიკვირდა.
_ჰაჰ, შენ იმიტომ შემიყვარდი. შენ შეგეძლო ისეთი რამე დაგენახა, ჩემნაირ ადამიანშიც კი, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.-ნაღვლიანად აეწია ტუჩის კუთხეები.
_ მაგრამ შენ ის შეგიყვარდა.
_კარგი რა გიგა.-შეკრთა როცა მისი სახელი ვახსენე.-სიყვარული.. ხვდები საერთოდ რას ნიშნავს სიყვარული? შენ რომ მართლა გყვარებოდი, სულ სხვანაირად იცხოვრებდი და შეიძლება მოგეხერხებინა კიდეც და შემყვარებოდი. მაგრამ ცუდი გზა არჩიე. ესეთი ცხოვრება გერჩივნა შენ სიყვარულს. ეგ კი ჩემთვის სიყვარული არაა, ეს უბრალოდ აკვიატებაა.
_ანსტასია, შენ არაფერი იცი ჩემი ცხოვრებისა და ჩემი სიყვარულის შესახებ, და არც გაქვს უფლება, რომ ის განიხილო. მე ჩემი ნებით არ ამირჩევია ეს გზა.
_ვერავინ გაიძულებს იმის გაკეთებას რაც არ გინდა. ახლა ვინმე გაიძულებს იმას რასაც აკეთებ?
_ახლა უკვე აღარ, მაგრამ როცა მაიძულებდნენ ისიც საკმარი იყო. -ცოტახანს დადუმდა, ვხვდებოდი რომ რაღაც ისეთი არ ვიცოდი მის შესახებ, რაღაც ძალიან დიდი. უნდა მეთქვა მომიყევი მეთქი, მაგრამ თავისით დაიწყო. პირველად ვხედავდი ასეთ გიგას. იმდენი ტკივილი ჰქონდა...
_გახსოვს? ყველა ფიქრობდა რომ დედაჩემი გაგიჟდა და თავი მოიკლა. ასე არ იყო.-ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან._მაშინ ათი წლისები ვიყავით. მამაჩემი ყოველ ღამე ძალადობდა მასზე, მე კი ყოველ ღამე მესმოდა ხმები და ვერაფერს ვაკეთებდი.-ცოტახანს გაჩუმდა, მაგრამ შევატყე რომ გაგრძელებას აპირებდა.
_ყოველ კვირა ერთი ცხოველი ან ფრინველი მოყავდა და მაიძულებდა, რომ მეწამებინა. თუ ამას არ გავაკეთებდი, მაშინ მე მხვდებოდა. არ ვაკეთებდი და მხვდებოდა კიდეც. მერე მოიფიქრა როგორც უნდა დავეყოლიებინე. ახლა მე კი არა, დედაჩემს აწამებდა თუ იმას არ გავაკეთებდი რასაც მიბრძანებდა. ვეღარ გავუძელი და ცხოველების წამება დავიწყე.-გიგას სახე წაშლოდა, მე კი ცრემლები გამდიოდა და ხმას არ ვიღებდი.
_ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა როცა მან თეთრი მტრედი მოიყვანა. არ დავემორჩილე. არ შემეძლო მისთვის ხელის ხლება. იმ საღამოს დედაჩემი ხელიდან დაუსხლტა მამას და დანით სცადა მისი მოკვლა.
მამა მოერია. მაგრად სცემა, სახეზე არ ეხებოდა, იმ ნაბიჭვარმა იცოდა რომ ხალხს არ უნდა ენახა ნაცემი დედა. მესამე სართულზე აათრია და გადმოაგდო. დედა უკვე მართლა შეშლილი იყო. სიკვდილი ალბათ ნეტარება იქნებოდა მისთვის.
იცი რა გრძნობაა, როცა მამაშინის შავ თვალებს უყურებ და ფიქრობ, რომ სატანას ზუსტად ასეთი თვალები ექნება? იცი რა გრძნობაა როცა დედაშენზე ძალადობენ, კლავენ და შენ უსუსური ხარ? არ იცი-თვითონვე გასცა პასუხი თავის კითხვას და თავი ჩახარა, არ უნდოდა მისი ცრემლები დამენახა.
_ორი წელი ვცდილობდი მისგან გამოქცევას, დედა რომ მოკვდა.
ორი წელი ვერ ვახერხებდი. იმ კაცმა მაინც მოახერხა ამ დროში ჩემი გაბოროტება. ვრც კი დავითვლი რამდენჯერ ვცადე მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შევძელი. ყოველთის დედას მშვიდი სახე მიდგებოდა წინ.
ერთ დღეს სკოლის დერეფანში შემეჯახე. იმის მერე შენი თვალები აღარ გამქრალა ჩემიდან. შენზე ფიქრმა ძალა მომცა, რომ გავქცეულიყავი სახლიდან და დავიკარგე. ყოვლდღე გითვალთვალებდი.
რომ წამოვიზარდეთ, მამას ისევ შევხვდი. ის წრე , რომელშიც ახლა ვტრიალებ, მაშინდელიდან მომდევს. იცოდნენ ვისი შვილიც ვიყავი და ჯერ მოტყუებით დამასაქმეს, მეც ეს მინდოდა, თავს ვერ ვირჩენდი, მერე კი ეს ტყუილი ნათელი გახდა ჩემთვის. უკვე ღრმად ვიყავი ჩათრეული ნარკოტიკების საქმეში და როცა სიმართლე გავიგე წამოსვლა მოვინდომე. არ გამოვიდოდა ეგ საქმე. მაშინ დავჭერი პირველად ადამიანი. გახსოვს რომ დამიჭირეს? -მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, მან კი ნაღვლიანად ჩაიღიმა სულ ოდნავ.
_ციხე იმაზე უარესი იყო ვიდრე წარმომედგინა, ციხის ძალადობა სულ სხვაა, თუ თავის დაცვა გინდა მაშინ ვინმე გჭირდება რომ დაგიცვას. ისევ იმ წრის ხალხი დამეხმარა. გამოვედი და ჩემი წარსულის მქონემ, ვერაფერი გავაწყე. ისევ იგივეს დავუბრუნდი. დროთა განომავლობაში გავაცნობიერე, რომ უკვე თავისთავად ვიყავი ის, რაც მამაჩემს უნდოდა. ცივსისხლიანი.
ერთადერთი ადამიანი მაგრძნობინებდა, რომ გული და გრძნობა კიდევ შემრჩენოდა. ეს შენ იყავი. მაგრამ მერე ის გამოჩნდა. ყველაფერი ჩამომემსხვრა თავზე.
ვიცოდი, რომ ჩემნაირი ადამიანი არასდროს არ შეგიყვარდებოდა და ყოველთვის უკეთესისკენ გაიხედავდი, მაგრამ არავისთვის არ მემეტებოდი, არც ეხლა მემეტები.
უბრალოდ იმდენად მიყვარდი, ბავშობიდან მეგონა რომ მხოლოდ შენ მიხსნიდი, შენ იყავი ჩემი მხსნელი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. შენ ისეთი მრისხანება გააღვიძე ჩემში, რომელიც არასდროს არ მიგრძვნია. ვიცი რომ არ ვარ ისეთი, როგორსაც იმსახურებ, მაგრამ არ შემიძლია გაგიშვა. მე ეგოისტურად მიყვარხარ. არ მემეტები არავისთვის, თუნდაც ვიცოდე რომ სხვასთან უფრო ბედნიერი იქნები, მაინც არ მემეტები.
გაოცებული ვისმენდი ამ ყველაფერს და თავი ვერ შევიკავე რომ არ მეთქვა ის რაც გავიფიქრე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ცუდ რეაქციას გამოვიწვევდი.
_მეც ასეთი ვარ, შენნაირი.-ვუთხარი მე. მან გაოცებით ამომხედა._მეც ეგოისტურად მიყვარს.-სახე ტკივილისგან მოეღმანჭა. მაგრამ მაინც ვაგრძელებდი._მაპატიე რომ ამას გეუბნები მაგრამ მეც უნდა გითრა სიმართლე. იმდენად ეგოისტურად შემიყვარდა, რომ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე სხვის გვერდით ვნახო. თუნდაც უფრო ბედნიერი. არ შემიძლია ვიარსებო ცალკე, მისგან მოშორებით.-ხელები მოემუშტა და აუკანკალდა._დამაცადე, ბოლომდე მომისმინე და ნუ მიბრაზდები.-შეკრთა, არ ელოდა რომ ამას ვეტყოდი და ისევ მომაშტერდა._ზუსტად მესმის შენი, მაგრამ ანდრიას, ანდრიას ასე არ ვუყვარვარ.-თვალები გაუფართოვდა და ხელები მაინც მოემუშტა._მას იმაზე მეტად შევუყვარდი ვიდრე მე. მისთვის თითქმის აღარ არსებობს თავისი თავი. მე ცენტრი ვარ, ის კი ჩემს გარშემო მოძრაობს. ყველაფერი დათმო ჩემთვის და ვიცი რომ მომავალშიც დათმობს ყველაფერს. ახლა რომ აქ იყოს და დავარწმუნო, რომ შენთან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ვიდრე მასთან, გამიშვებდა. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. გიგა, შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ გჭირდებოდა მხსნელი, რადგან ასეთი ცხოვრების, ამას ცხოვრებაც არ ჰქვია, ჯოჯოხეთის გამოვლა მოგიწია. მაგრამ მხსნელი მეც მჭირდებოდა, და ახლაც მჭირდება. ჩემი მხსნელი კი ის არის.-ხელები უცახცახებდა. ახლა ალბათ იფეთქებდა მაგრამ უნდა დამემთავრებინა._ვიცი რომ არ შეგიძლია ასე შემიყვარო, იმიტომ რომ არც მე შემიძლია ასეთი სიძლიერით მიყვარდეს. მაგრამ შენ შეგიძლია საკუთარი თავის მხსნელი იყო. შენ არ მოგწონს შენი ახლანდელი მე. შეცვალე ის, დაუბრუნდი იმ ბავშვს რომელმაც მტრედი ვერ გაიმეტა.-ხმა მიკანკალებდა, ის კი შედრკა. უცბად დაიძაბა.
_ანასტასია შენ არ გესმის,-იღრიალა მან._მე არ შემიძლია იმ ურჩხულის გაძევება, რომელიც მამაჩემმა გამხადა. ეს ისე ადვილი არაა შენ რომ გეჩვენება. მე ასეთად ჩამოვყალიბდი. ადამიანი კი ვერ იცვლება, მაინც ის რჩება რაც არის.
_თუ მიგაჩნია, რომ მართლა ვარ შენი მხსნელი, ახლა გელაპარაკები მისი თვალთახედვიდან, შენ თვითონ არ გინდა საკუთარი თავი იხსნა. შენ თუ არ მოინდომებ ამას, სხვა ვერ გიშველის. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. და გეთანხემბი, ადამიანი ვერ შეიცვლება. შენ არ ხარ ურჩხული. შენ ის ბავშვი ხარ, რომელსაც არავის წამება და წვალება არ უნდოდა, მაგრამ აიძულეს. შენ არ შეცვლილხარ. ისევ ის ხარ, ისევ ათი წლის ბავშვი, მაგრამ საკუთარი თავი დაარწმუნე, რომ მამაშენმა შეგცვალა. შენივე აზრებს ეწინააღმდეგები და ამას ვერ ხვდები. უნდა შეძლო და აპატიო მამაშენს. უნდა დაივიწყო მისი ქცევა. სანამ ამას არ გააკეთებ, ის ყოველთვის მოგაწვდენს ხელს და ჩაგებღაუჭება, რომ ძველ გიგას არ დაუბრუნდე. რომ კვლავ იქით იარო საითაც ის გიბიძგებდა. გაანთავისუფლე გრძნობები რომლებიც მაშინ ჩაკეტე. გააკეთე ეს და ნახავ, რომ განთავისფლდები.-ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა ამხელა კაცი და თავს მაინც უარყოფის ნიშნად აქნევდა. იცოდა რომ მართალი ვიყავი მაგრამ რაღაცაში მაინც მეწინააღმდეგებოდა. მის წინ ჩავიჩოქე და ხელი ჩავჭიდე. თან მეშინოდა, მაგრამ არ შემეძლო ამის ასე ყურება. ის კვალავ მამამისის სისასტიკეში იყო გამომწყვდეული. უნდა გამენთავისუფლებინა. დანებებას არ ვაპირებდი. ხელი უფრო ძლიერად ჩამჭიდა და ცოტა დაწყნარდა.
_ანასტასია, შენ მხოლოდ თეორიულად აღწერ ყველაფერს, მაგრამ ასე ადვილი არაა. საქმე იმაშია, რომ...-სიტყვა გაუწყდა და თვალებში ჩამხედა. ოდნავ ვინანე რომ ხელი ჩავჭიდე. თვალები ამღვრეოდა და ჩემი ტუჩებისკენ გაურბოდა, რომელიც ალბათ ტრადიციულად დამიწითლდებოდა ტირილისას.
_შენს გარეშე ამას ვერ შევძლებ. შენ ახლა სწორ გზას მიჩვენებ, მაგრამ რომ გაგიშვა, მერე? მერე ვინღა მეტყვის ამ სიტყვებს? არავინ!-უცბად წამოიყვირა და შევხტი._არავინ! შენ გინდა რომ თავიდან მომიშორო, რომ მარტო დამტოვო ამ ყველაფერთან. მაგრამ ვერ ხვდები, რომ მარტო ამას ვერ გავუმკლავდები. შენს გარეშე ვერა. _ხელი გავუშვი და შეშინებული შევაცქერდი. ინსტიქტურად დავიხიე უკან, რამაც უფრო გააღიზიანა. ის მაინც ისე აბრუნებდა ყველაფერს, როგორც უნდოდა. ამიკვიატა და ამას ვერ გადავათქმევინებდი. შეიძლება არც იყო აკვიატება და მართლა ვუყვარდი, მაგრამ მე არაფერი შემეძლო. ტირილი ამივარდა.
_მართალი იყავი,_უცბად წამოხტა ის._მე არ მიყვარხარ იმისნაირად, ამიტომაც არსად არ გაგიშვებ!-კარები გამოაღო და სანამ გაიჯახუნებდა მას მივვარდი.
_შეიძლება მე არსად გამიშვა, მაგრამ მას თუ დაუშავებ რამეს, შენდამი გაჩენი ყველა კარგი გრძნობა ზიზღად და სიძულვილად მექცევა. დაიმახსოვრე ეს!-თან ვტიროდი და თან ვუყვიროდი. ჩემმა სიტყვებმა შეაცბუნა. მაგრამ უკან არ დაიხია ხელით მომიშორა და კარები მაგრად მოიჯახუნა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ეს თავი არის მართლაც საოცარი... მონეწონა ისტორია და არ მინდა გიგა დაიღუპოს ვიბმე ისეთი მინდა იპოვოს ვინც მისი ცენტრი გახდება და შეცვლის ოღონდ ნამდვილად

 


№2  offline წევრი dona gedi

ახალი თავიც მზადაა :დ ავტვირთავ ეხლა მალე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent