ცნობადი სახე და მექალთანე (1)
საყვარელი სანაყინედან ფავორიტი ნაყინი იყიდა და გამოვიდა. ქუჩას ფეხით დაუყვა. აბა, სანამ ნაყინს არ შეჭამდა, მანამ ვერ ავიდოდა სამარშუტო ტაქსში, ყველას ხომ არ აყურებინებდა როგორ ჭამდა ამ გემრიელობას. მიდიოდა ქუჩაში მარტო და პირს იტკბობდა. მის წინ მომავალი მამაკაცი შენიშნა, რომელმაც მოულოდნელად შეანელა მოძრაობა და მას დაუწყო თვალიერება. გაკვირვების ნიშნად ქალმა წარბები აწკიპა და როგორც მამაკაცთან მივიდა, შეჩერდა, თავადაც შეათვალიერა და შემდეგ ჰკითხა: –შემიძლია რამით დაგეხმაროთ? – იმდენად მომთხოვნი ტონი ქონდა, რომ მამაკაცი დაიბნა, თუმცა მერე თავისი განზრახვები ამოუტივტივდა გონების ფსკერიდან და მის წინ ასვეტილ იდეალურ ქალს წვერის ქვეშიდან გაუღიმა. –კი, შეგიძლიათ, – მომთხოვნი იყო მისი ტონიც. –ჰო? აბა გისმენთ, – ნაყინით რომ არ ქონოდა ხელები დაკავებული, აუცილებლად შემოირტყავდა დოინჯს და საყვარელ პოზას მიიღებდა, გაბრაზების ნიშნად. –მოდელისთვის იდეალური გაქვთ ყველაფერი, ჩემი სააგენტო შენნაირ მოდელებს ეძებს და მგონი ღირს დაფიქრება! – ქერა წვერის ქვეშიდან, ისევ იღიმოდა მამაკაცი. –მოდელობა ჩემთვის საოცნებო პროფესია არ არის! – ამრეზით ახედა მამაკაცს, კომპლიმენტით გაგულისებულმა. –შეიძლება არ არის, მაგრამ დაფიქრება ღირს, – თვალი ჩაუკრა და პატარა ფურცელი, რომელიც იბიდან ამოაცურა, გაუწოდა. – აქ წერია მისამართი, ნომერი და თუ გადაიფიქრე, მოძებნე ეს ბარათი! – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და გაოცებულ ქალს გაშორდა. ისე კი უღირს დაფიქრება... სამშაო მაგას არ აქვს და აწევს ასე მშობლებს კისერზე, მოდელობა კი მრავალი კარის გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს. გზა გააგრძელა. სახლში მისვლა ეჩქარებოდა. დღეს დედამისის, უსაყვარლესი მაოს დაბადების დღეა, საჩუქარი უკვე უყიდა, ტორტი დაქალებმა გამოუცხეს და სადარბაზოსთან ელოდებიან უკვე საათნახევარია. რა ქნას, ვერ მოასწრო საჩუქრის არჩევა მოკლე დროში. უკვე მეხუთედ აწრიალდა თავისი ტელეფონი. ნაყინის ცარიელ ქილაში ჩააგდო კოვზი და ნაგვისკენ მოისრიალა. არა, არც როდის არ ქონია კარგი მიზანი და არც ამ ჯერად არ გაუმართლა. მოსროლილი ქილა მრავალჯერ დაფრიალდა და სანაგვე ყუთს აცდა. მობეზრებულმა ამოიფშვინა და ასაღებად წავიდა. თავისი ადგილი რომ მიუჩინა, მხოლოდ ამის მერე უპასუხა ტელეფონს. –მოვდივარ, მაგდა, მოვდივარ! – ჩასძახა გაბრაზებულმა და ვინაიდან დრო არ ქონდა ავტობუსს დალოდებოდა, ტაქსის დაუქნია ხელი და სასწრაფოდ ჩახტა. მისამართი უკარნახა და ჩახუთული ჰაერის გასანეიტრალებლად საქარე მინა დაწია. რამდენიმე წუთში მივიდნენ კორპუსთან. ფული გადაუხადა და სწრაფად გადახტა მანქანიდან. როგორც კი დაქალის მანქანას მოჰკრა თვალი, შეამზადა თავი და მისკენ წავიდა. საქარე მინაზე დაუკაკუნა მაგდას, რომელიც გაცხარებით განიხილავდა რაღაცას და რომელიც იმ წამსვე ჰაერში ახტა და სავარძელს დაენარცხა. ისედაც ბრაზმორეული თვალები უფრო აუელვარა ბრაზმა და სასწრაფოდ გადმოხტა მანქანიდან. –გადაირიე შენ, ხო? – შეუღრინა მაშინვე. –პირველად მხედავდე გადარეულს ვითომ რა, – თვალები გადაატრიალა ანამ და ტორტიან მარიამს ღიმილით მიაჩერდა. –ბედი შენი, რომ ტორტი მე არ მეჭირა, – ღრენით დაამატა გაბრაზებულმა მაგდამ და ლიფტში შევიდა. კარზე დააკაკუნეს და სანამ კარს გააღებდა ადრესატი, შუშხუნებს მანამდე მოუკიდეს. გახარებულმა აიფარა მაომ პირზე ხელი და გოგოები სათითაოდ ჩაიკრა გულში. შვილის ნაჩუქარმა ძვირფასმა და ულამაზესმა საჩუქარმა ძალიან გაახარა, მაგრამ გოგოების ასეთი სიურპრიზით სულ გადაირია. არ ელოდა, არანაირად, მიუხედავად იმისა, რომ მაგდა და მარიამი ისე უყვარდა, როგორც თავისი ერთადერთი შვილი და მიუხედავად იმისა, რომ მეტი შვილი არ ჰყავდა, სულ გაიძახოდა: „სამი შვილი მყავს: ანა, მაგდა და მარიამიო“. –არავის არ ველოდი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის პაწია რაღაცეები გავაკეთე და მოდით! – მხიარულმა დაუქნია ხელი გოგოებს. –დე, მამა სადაა? – ჰკითხა იმის შემდეგ, რაც ვერ შენიშნა ალექსანდრე. –სამსახურშია, მაგას ხომ დასვენება არ ეღირსება, არასდროს! – გამოსძახა სამზარეულოდან. ანამ თვალები გადაატრიალა და ფანჯარასთან მივიდა. –მაო, არ გინდა რა, ნუ წუხდები, – მორიდებით გასძახა მარიამმა. –როდის იყო თქვენ გამო შევწუხებულიყავი, არ გრცხვენია?! – მოჩვენებით გაუბრაზდა ქალი და გამთბარი ხაჭაპურები შემოიტანა. სუფრას შემოუსხდნენ. სადღეგრძელოები დაუღალავად თქვეს გოგოებმა, თანაც ისეთები, რომ შეედაროს რომელიმე მამაკაცი! –ჰოდა, გოგოებო, რა უნდა გითხრათ! – გაახსენდა მოულოდნელად დღევანდელი ინციდენტი ანას, თეფში მაგიდაზე დადო და ფეხები აიკეცა. –გისმენთ, გოგო, აბა! – სიცილით მიაშტერდა შვილს მაო. –ჰოდა, რა ხდება ახლა... – დაიწყო. – დღეს რომ მოვდიოდი, გზაში ერთი ბიჭი შემეჩეხა. შემეჩეხა რა, უფრო მოდიოდა და თვალიერება დამიწყო. ხო მიცნობთ და ვკითხე: შემიძლია რამით დაგეხმაროთ–მეთქი, როგორც მივუახლოვდი და კიო, სამოდელო სააგენტოდან ვარო, იდეალური ხარ სამოდელოდო, ჩვენ ახალ მოდელებს ვეძებთო და აი, რა მომცა, სავიზიტო ბარათი, – ჯიბიდან ამოაცურა ის პატარა ფურცელი, მამაკაცმა რომ მისცა და მაგდას გაუწოდა. –კარგი ბიჭი იყო? – ინტერესით აათამაშა წარბები მარიამმა. –კარგად არ დავკვირვებივარ, მაგრამ ეტყობოდა კაი ტიპი იყო, – სიცილით აიქნია ხელი ანამ, – ქართველის სტილისგან აცელილი, სულ სხვანაირი შესახედაობის. –შენ თუ ამგვარად გაგეხსნა ბედი, რაღა მიჭირს მე, დე, – სიცილში გოგოებს აჰყვა მაო. –დაგვიბერდი, ანაუშკა, დაგვიბერდიი! – აღნიშნა მაგდამ. –რა დროს დაბერებაა, ჯერ ოცდახუთის ვარ, – დაუბღვირა გოგოებს და ტორტის კიდევ ერთი გემრიელი ნაჭერი მოათავსა თავის თეფშზე. ~~~~~~~~~~~~~~~~~ დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. აბა რა ეგონა, გუშინ რომ სვა და სვა კონიაკი. გაზმორვა მოინდომა, მაგრამ აქეთ–იქიდან ბარიერმა, გოგოებისგან შექმნილმა, შეუშალა ხელი. უნამუსოდ გაჰკრა გვერდი მარიამს, რათა გაჩოჩებულიყო და როგორც გოგომ გვერდი იცვალა და ანას ასპარეზზე მეტმა სივრცემ იჩინა თავი, მაშინვე ფეხზე წამოფრინდა. საათს დახედა, ტუმბოზე დადებულს, ჯერ კარგადაც არ გათენებულიყო. წყალი ყოველთვის შველის განტვირთვაში და, რა გასაკვირია, ახლაც სააბაზანოსკენ აიღო გეზი. ჭყუმპალაობა დიდხანს გაუგრძელდა. ერთად ისაუზმეს გოგოებმა და ბოლოს გაათავისუფლა მაომაც თავისი „მარწუხებიდან“ გოგოები და სახლში გაუშვა. წუხელ არაფრით გაიტეხა იხტიბარი ქალმა: „ნასმები ხართ, ასე სახლებში როგორ გაგიშვებთო“ და მაგდაც კი, რომელსაც ოჯახი ელოდა სახლში, დატოვა და თავის დედამთილთან მოაგვარა ტყუპების საქმე. გოგოების დაჟინებული თხოვნითა და თავისი შინაგანი „მე“–ს კარნახით გადაწყვიტა, რომ მართლაც უნდოდა სამოდელო სფეროში ეცადა თავისი თავი და როგორც გოგოები გაისტუმრა, მოცემულ ნომერზე დაურეკა. გაიგო, რომ შუარღის სამისთვის შესარჩევი ტურია და ისიც სასწრაფოდ შეძვრა გარდერობში. ბევრი მოიზომა, ბევრიც ნახა, რომ გადასაგდები ყოფილა, თურმე, ბევრი იტრიალა სარკის წინ და ბოლოს, როგორც იქნა, ტანზე მომჯდარი შავი, მოკლე კაბა მოირგო. ზოგადად, არ უყვარს ასეთი პრანჭიაობები და ვერც ერკვევა ისეთ საქმეებში, როგორიც, მაგალითად, სამოდელო სფეროა, თუმც თავისი ულამაზესი სხეული ხომ უნდა გამოკვეთოს რამით, ჰოდა, ასეთი კაბა ზედგამოჭრილია ამ საქმისთვის. საკუჭნაოში რომ გავიდა, მაოს ვანახებ ჩაცმულობასო, ქალმა კარგად დასცინა. –როდის გაიზრდები... – თვალები გადაატრიალა, – ეგ კაბა კი გშვენის, მაგრამ იქ თავიანთ ტანის სამოსს მოგარგებენ, ასე რომ, ნუ იწვალებ, – თვალი ჩაუკრა და ამით ანიშნა, რომ უნდა გამოეცვალა. –სერიოზულად? – თვალები ჭყიტა ანამ. –აბსოლუტურად, – თავი დაუქნია და გაზქურას მიუტრიალდა ისევ. –მერე აქამდე გეთქვა, თავი ამტკივდა ამდენი რაღაცის მორგებით, – ამოიფშვინა, მაცივრიდან გამოღებული წყალი გამოიღო და ჭიქაში დაისხა. ის იყო ჭიქა მოიყუდა და ერთი–მეორის მიყოლებით გადაუშვა სითხე მუცელში, ინსტიქტურად დაანარცხა მაგიდაზე ჭიქა და უკან გადმობრუნებას შეეცადა დალეულის, რომელმაც მთელი გულ–მუცელი აუწვა. ხველებაზე დაფეთებულმა შემოიხედა მაომ და როგორც კი ბოთლი შენიშნა, მაშინვე ბრაზმორეულს აუტყდა სიცილი. –გოგო, როდის უნდა გაიზარდო შენ! – სიცილს არ წყვეტდა მაო და თან შვილს მოჩვენებითად უბღვერდა. –მითხარი, რა უნდა ლიკანის ბოთლში არაყს? – იკითხა რამოდენიმე წუთის შემდეგ, როცა ცოტა გაინეიტრალა პირში საშინელი გემო. –მამაშენმა მოიტანა, იმას ჰკითხე, – მხრები აიჩეჩა ქალმა, სიცილისგან ატკიებულ კუჭზე ხელი მიიჭირა და შემდეგ შვილს ანიშნა საათზე, რომელიც ანიშნებდა, რომ აგვიანდებოდა. –ერ პირი კარგად უნდა გამოვიბანო, – ენა გამოყო ანამ და არეული ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსკენ. პრაქტიკული ჯინსი ჩაიცვა, კედები და საზაფხულო, გრილი მაისური, რომელზეც თხელი ჟაკეტი შემოიცვა, ვინაიდან და რადგანაც ჯერ მაისის შუა რიცხვები იყო და ასე თუ ისე, მაინც გრილოდა. სააგენტოში ათი წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც კონსულტანტმა უთხრა, გოგოები უკვე შესულები იყვნენ და ვერ ეტყოდა დაზუსტებით, შეუშვებდნენ თუ არა კიდევ ვინმეს, თუმცა მაინც ურჩია შესულიყო. თავი შეყო მხოლოდ და ამრეზით შეათვალიერა ნახევრად შიშველი, ჩამწკრივებული გოგონები. ის იყო უკან დაბრუნება გადაწყვიტა, რომ ჩამახსოვრებულმა ხმამ ჩასძახა ყურში და დაფეთებული აფრინდა ჰაერში. –საით? – იკითხა მამაკაცმა და იმის შემდეგ აწკიპა წარბები ინტერესით, რაც ქალმა შემოხედა. –რავიცი, მგონი გადავიფიქრე, – უხერხულობით, სასაცილოდ შეიშმუშნა და თავს რამოდენიმეჯერ ისეთი საყვედური ჩასძახა, რომ უარესად შერცხვა. –არ მითხრა ახლა, რომ იმ გოგოებისავით დადგომის გრცხვენია, – წვრილი თვალები ძალაუნებურად დაექაჩა გაკვირვებისგან მამაკაცს. –ნუ... ხო, – უხერხულად გაიღიმა და ტუჩზე იკბინა. მამაკაცს მცირედ მოშვებული ქერა წვერის ქვეშ ტუჩის ცალი მხარე ჩაეტეხა და რამოდენიმე წუთში ხარხარამდე ბევრი არ აკლდა. –შენ მოდელობას როგორ აპირებ? –ძაან ჩვეულებრივად! – გაბრაზდა ქალი, როცა მისკენ მომართული ირონია შენიშნა, – მაგრამ ვატყობ დამაგვიანდა, – თვალები გადაატრიალა და ის იყო თავისუფალი სივრცისკენ დაიძრა, მამაკაცმა იქით წაიწია და შეაჩერა. –არ გჭირდება გახდა, მონაცემები დაგვიტოვე და მე ვდებ პირობას, შეგეხმიანებით! – ღიმილით მიაჩერდა ქალს. –ეგ... როგორ? – დაბნეულმა წაიბორძიკა. –ჩვეულებრივ, რად გინდა შენ გახდა, ტანის სამოსის ქვეშაც ნათლად გეტყობა სექსუალურობა! – თვალი ჩაუკრა. –ჰო? – ბრაზისგან თვალები აუელვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ლოყებზე თავისდაუნებურად დაჰკრა სიწითლემ. –ჰო, – სიცილით დაუთანხმა მამაკაცმა. ~~~~~~~~~~~~~~~~~~~ მოკლედ, როგორც ხედავთ, ვერ გავძელი უთქვენოდ და ისტორია, რომლის სრულად დაწერა და დადებაც მინდოდა, თავებად წარმოგიდგინეთ.. დიდი და მოსაბეზრებელი არ იქნება, გპირდებით და იმედია წაიკითხავთ და წინა ისტორიის მსგავსად მოგეწონებათ, რადგან გუშინდელის მერე სიამაყითა და ბედნიერებით გაბღენძილი დავდივარ. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.