შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონება (სრულად)


26-07-2015, 20:03
ავტორი sofie
ნანახია 5 535

ახლა, რომ მახსენდება კვლავ თრთოლვა მიტანს. როგორ შემეძლო ასეთი სულელი ვყოფილიყავი? სულელი ბავშვი. საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო და თავგადასავლების მოყვარული ბავშვი. როგორ მენანება, რომ იმ დროს, როგორც 14 წლის მოზარდი ისე არ ვიქცეოდი. მენანება ის დაკრგული წლები და ოჯახში დაღვეული ჰარმონიულობა.
_ჩვენი შემარცხვენელი ხარ!_მახსენდება დედაჩემის ისარივით გამოტყორცნილი, გულის დამფლეთავი სიტყვები. მახსენდება ჩემი ძმის ყვირილი, გინება და მამაჩემის არაფრისმთქმელი გამომეტყველება. სამი სრულ სისულელეში გასული წელი მენანება. ყოველი ჩემი მტკივნეული სიტყვის მრცხვენია, რაც კი მეგობრისთვის მითქვამს. თითოეული თვითმკვლელობის მცდელობის მრცხვენია და გული მტკივა, რომ ასეთი ვიყავი.
თითქოს არც არაფერი მომხდარა უცნაური. მე ხომ ჩვეულებრივი თინეიჯერობის ხანა მქონდა. მე ვიყავი გოგონა, რომელსაც გარდატეხის ასაკში ქარაფშუტობა მოუნდა. საერთოდ არასრულფასოვნების კომპლექსით სავსე გახლდით. არასდროს არაფრით კმაყოფილი გოგო. მუდამ იმის მცდელობაში ვიყავი, რომ საკუთარი თავი წინ წამომეწია და ყურადღების ცენტრში აღმოვჩენილიყავი. უბრალოდ მსურდა 14 წლის გოგო სასურველ ქალად აღვექვით.
ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო, როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეც უნდა მყოლოდა შეყვარებული. აბა, როდემდე უნდა ვყოფილიყავი ჩემი მეგობრის გარდა კლასში გოგო, რომელსაც ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ? სესილის ეს ამბავი სულაც არ ადარდებდა, პირიქით მაქსიმალურად ცდილობდა ბიჭებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ მე-არა. ბოლოსდაბოლოს ერთფეროვნება ყელში მქონდა ამოსული. ცხოვრების სხვა მხრივაც შეგრძნობა მინდოდა. ამ ყველაფერს კი ბედს ვერ მივანდობდი. უკვე დრო იყო ჩემი ძალებით ჩავრეულიყავი.
მე-11 კლასელი სანდრო მომწონდა . მაღალი, ცისფერთვალება, წამოზრდილი ჩალისფერი თმით, ქალაქელი სანდრო. სხვათაშორის პოეტი იყო. უფრო სწორად, რომ ვთქვათ თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს პოეტს. ახლა მისი ლექსები, რომ მახსენდება ამაში ეჭვი შემაქვს, არადა მაშინ ჭკუა მეკეტებოდა. ჩემზე 3 წლით უფროსი იყო და ყურადღებას არ მაქცევდა, ამიტომაც ჩემი კიდევ ერთი მეგობრის, ნინოს დახმარებით წერილი დავწერე. სასიყვარულო წერილი სანდროსთვის. დიდი ომის გადატანა მომიხდა სესილისთან ამ წერილის გამო, მაგრამ როგორც ყოველთვის მაინც ჩემი გავიტანე.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ დავუდარაჯდით. კლასელ ბიჭებთან ერთად ეზოში გასულს, ნინო მივუგზავნე წერილის გადასაცემად. ვხედავდი რა გაკვირვებული სახით ჩაჰყურებდა ფურცელს და მხოლოდ სიხარულს ვგრძნობდი, ბავშვურ სიხარულს, ახლა კი სირცხვილს ვგრძნობ. როგორც კი კითხვა დაასრულა, ჩემკენ მომავალ ნინოს გამოედევნა. მე კი გაქცევის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. მივრბოდი დაფეთებული, შეშინებული და მგონი მთელი 3 კილომეტრის გავლას სახლამდე, სწორედ ასე ვაპირებდი. სანდრო ძმაკაცებითურთ ფეხდაფეხ მოგვყვებოდა, გვეძახდა, გაჩერებას გვთხოვდა, მაგრამ მე და ნინო ჯიუტად მივიწევდით წინ. მან არც სახელები იცოდა და არც ის, თუ რომელი ჩვენგანი იყო მასზე ასე უგონოდ შეყვარებული. მიკვირს, როგორ გზაშივე არ ჩავიკეცე ამდენი სირბილისაგან. ახლა, რომ იგივე გავაკეთი ალბათ იქვე განვუტევებ სულს. მაშინ კი რაღაც არაამქვეყნიურ ენერგიას ვგრძნობდი. ჩემი გონება მხოლოდ გაქცევაზე იყო მომართული, სხვა რამეზე მე ვერ ვფიქრობდი.
ბოლოს ბიჭებს დევნა მობეზრდათ და ჩამოგვშორდნენ. მე სახლში მისვლამდე მაინც არ გავჩერებულვარ. რა სასაცილო ვიყავი არა? სახლში მისულს მთელმა დაქანცულობამ, რომ შემომიტია, თავი ბალიშიდან ვეღარ ავიღე. არ ვნანობდი, არც მრცხვენოდა. ხომ ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს მაინც მომიწევდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მერე რა? თუ წერილის დაწერა გავბედე, დალაპარაკებასაც გავბედავდი. ვგრძნობდი, როგორ იღვიძებდა ჩემში ახალი, სიცოცხლით სავსე ადამიანი და მე ეს მომწონდა.
მეორე დღეს სანდრომ გაკვეთილების შემდეგ, სპორტდარბაზის წინ შეხვედრა დამითქვა. მეც რაღა მინდოდა? ლამის იყო ფრთები შემსხმოდა. აღარც გაკვეთილები მაინტერესებდა და აღარც უკმაყოფილო სახიანი სესილი, რომელსაც ჩემი ქმედებები საშინლად არ მოსწონდა. ვის აინტერესებდა? პირიქით მეგონა ჩემი ბედნიერება არ უხაროდა. მე ხომ შეყვარებული ვიყავი ან მეგონა, რომ ასე იყო. ახლა ხომ კარგად მომეხსენება, თუ რაოდენ ვიტყუებდი თავს.
მეგობრები შორს გავყარე და მოუთმენლად დაველოდე ჩემი პრინცის გამოჩენას.
_სანდრო_გამეცნო და ლამაზად გამიღიმა.
_კარინა_გავინაზე და წინასწარ მომზადებული სიყვარულის ამხსნელი ტექსტი სულმოუთქმელად ჩამოვურაკრაკე. ნასიამოვნები ჩანდა ბიჭი. აბა როგორ? ეს სიტყვები მე მაკლდებოდა, მას კი ემატებოდა. იმ დღეს ურთიერთობის მცდელობა შემომთავაზა, მე კი სიხარულისგან ლამის იყო ღრუბლებში ანგელოზებთან ერთად მეფრინა. ნომრები გავცვალეთ და შეყვარებულების სტატუსიც მოვირგეთ.
თვითონ ლექსებით მანებივრებდა, მე კი საჩუქრებით. თითქმის ყოველ დღე, დასვენებებზე მისთვის სიგარეტს ვყიდულობდი. სანდროსთვის სიამოვნების მინიჭება უზომო სიხარულით მავსებდა. მხოლოდ ახლა ვხვდები, თუ რაოდენ ვიმცირებდი თავს, რამდენად ვილახავდი თავმოყვარეობას.
მახსოვს მისმა ძმაკაცმა და ჩემმა კლასელმა ნოემ, მთელ სკოლას მოსდო ჩემი და სანდროს ამბავი და ინგლისურის გაკვეთილზეც ისე დამამცირა, რომ მისკენ ხელის გასარტყმელადაც კი გავიწიე.
ჩემ ცხოვრება შეიცვალა. შემეძლო შეყვარებულით დამეკვეხნა, მაგრამ აბა იმას როგორ ვიტყოდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი პირიქით ხდებოდა? რომ მე ვირგებდი ბიჭის როლს და სანდროს ყველა სურვილს უყოყმანოდ ვასრულებდი? მთელი დღეები ტელეფონზე ვესაუბრებოდა და მისგან პოეზიის უფასო კურსებს გავდიოდი. ვიღას ახსოვდა სწავლა და პრინციპები? მე უბრალოდ ჩემი ახალი რეალობა მომწონდა. ქალაქში სიარულსაც მოვუხშირე. საათობით ვისხედით ბულვარში და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვიჭ....ტდით ტვინს. ფეხებზე მეკიდა, რომ მის ძმაკაცებს არ მოვწონდი, რომ სანდროს გემოვნებას უწუნებდნენ. სესილის კი, რომელიც ტვინს უაზრო დარიგებებით მიბურღავდა, გულში ათასი სალანძღავი სიტყვით ვამკობდი.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ერთ დღეს სანდროს ნომერზე მისმა ერთ-ერთმა ძმაკაცმა მიპასუხა და მთხოვა იქ აღარ დამერეკა. იცით რა ვქენი? ვაგინე. უკანასკნელად ვაგინე და სანდროც დავკარგე.
_მე არ მჭირდება გოგო, რომელიც ასე ურცხვად იგინება_აი, ამ სიტყვებით დამემშვიდობა ვაჟბატონი. არ ვიყავი ღირსი? არა მხოლოდ ამის, უარესის ღირსიც ვიყავი.
სწორედ მაშინ ვცადე პირველად თვითმკვლელობა. ბაბუაჩემის საძილე აბები ჩავიყარე პირში. სიკვდილი მქონდა გადაწყვეტილი. მაშინ, რომ გეკითხათ მიზეზი, აუცილებლად ჩემს დანგრეულ სიყვარულს დაგისახელებდით, ახლა კი ბავშვურ სისულელეს. სიკვდილის წინ კლასელებთან გამომშვიდობება მინდოდა, მაგრამ არ დამცალდა. ოთახშივე ჩავიკეცე. ბოლოს მახსოვს ჩემი ძმის სასოწარკვეთილი ყვირილი და უკუნითი სიბნელე...სიბნელე...სიბნელე...გადავრჩი! მაინც გადავრჩი, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას. ამდენმა წამლებმა ჯანმრთელობაც შემირყია და ოჯახში სიმშვიდეც.
ორი კვირის შემდეგ უკვე ერთად რამდენიმე ბიჭს ველაპარაკებოდი. ერთ-ერთი იყო დიტო. რატომ დამამახსოვრდა? იმიტომ, რომ ის გახდა მიზეზი ჩემი თვითმკვლელობის მეორე მცდელობისა.
_შენი სურათი დედაჩემს ვაჩვენე და არ მოეწონე_მომახალა ბატონმა დიტომ და გაუჩინარდა. რა მომივიდა? არვიცი, ცუდად გავხდი. სიკვდილი მომინდა, კიდევ ერთხელ. კვლავ აბები გადავყლაპე, მაგრამ კვლავ ოჯახმა მიხსნა. საავადმყოფოში აღარ მიგვესვლებოდა. პირველ ჯერზე პოლიციელები ძლივსღა დავარწმუნეთ, რომ წამლები შემთხვევით დავლიე, ახლა კი არგვეგონა ეგ გამოგვსვლოდა. ვიღაც ექიმთან მიმიყვანეს სახლში, წამლებისგან ერთიანად დასიებული. ის საშინელი ღამეც გადავაგორე.
რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე ახალი შეყვარებული მყავდა. სახელი არც კი მახსოვს. არაფერს აღარ ვდარდობდი, გადავწყვიტე არც სანდრო მყვარებია და არც დიტო-მეთქი. ცხოვრება ჩვეული რიტმით განვაგრძე. ერთად სამი-ოთხი ბიჭიც კი მყავდა. სამი ფულის ჩასარიცხად, ის ერთი კი უბრალო დაინტერესების გამო.
მახსოვს ერთ-ერთმა სკოლაშიც კი მომაკითხა. მაშინ მე-9 კლასის გამოცდები მქონდა. ჩემზე დაბალი, უკბილო, გაუნათლებელი, შეუხედავი ბიჭი იყო. მომწონდა არა კვახი. კარგი ჩამრიცხავი იყო ტელეფონზე და მეც ვიყენებდი. როცა მეტყოდა ჩარიცხული ფული სად მიგაქვს მე, რომ არ მახარჯავო, უმალ დავთბებოდი, დავდნებოდი, თაფლად ვიქცეოდი და ვაწყნარებდი. იმ დღეს სესილი იყო ჩემს გვერდით. ახლა, რომ მახსენდება როგორი სახით იდგა ხელებგადაჯვარედინებული და რა შემფასებლურ-დამცინავი მზერით ათვალიერებდა ჩემს დაბალ, მახინჯ „მომმარაგებელს“ სიცილით მუცელი მტკივდება, მაშინ კი ვბრაზობდი.
_რა იყო სესილი?_ვკითხე, რომ ოდნავ მაინც დამეშოშმინებინა.
_არაფერი_მიპასუხა ირონიული ღიმილით.
ახლა ვხვდები, რომ სესილი ბიჭს კი არა მე დამცინოდა. მის შეგონებებს არ ვისმენდი და ახლა დაცინვით ცდილობდა ჩემს გონზე მოყვანას. მართლაც, რომ დასაცინი ვიყავი. ყოველთვის იმ ბიჭებს ვირჩევდი, რომლებსაც სხვები „სანაგვეზე“ მოისვრიდნენ.
კიდევ ერთი წელი გავიდა, უკვე 15-ს ვიყავი და სათვალავი მერეოდა იმდენი შეყვარებული მყავდა გამოცვლილი.
ერთხელ ნინოს დედამისთან ერთად შეყვარებულის სანახავად გავყევი. კოკა ძმაკაცთან ერთად იყო მოსული. მთლად გულის ამრევიც არ ყოფილა კაკი, მაგრამ ყურებაც არ გესიამოვნებოდათ. აშკარად მოვეწონე. მთელი დრო ჩემსკენ აპარებდა მზერას და გამოლაპარაკებას ცდილობდა. მეც ცბიერი ღიმილი გადამეფინა სახეზე. ბიჭების გაღადავებაში უკვე კარგად გამოცდილი ვიყავი და კიდევ ერთი მსხვერპლი არ მაწყენდა. ფულს ჩამირიცხავდა, ცოტას გავეკაიფებოდი და მერე მოვისვრიდი აწ უკვე ჩემზე შეყვარებულს. თუმცა აბა მაშინ რა ვიცოდი, რომ საქმე ბევრად უფრო შორს წავიდოდა? დავუახლოვდი, ვგრძნობდი, რომ უკვე ვუყვარდი, მაგრამ აი, დარდი. მაინც რა უგულო ვიყავი მაშინ უგრძნობი, დაუნდობელი. კაკის გარდა ცალკე ცხრა ბიჭი მყავდა და ყველას ვატყუებდი, რომ ერთადერთები იყვნენ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ კაკისავით დიდი გული არცერთს არ ჰქონია. ძალიან განსხვავებული იყო, კეთილი გუნების. უსაზღვრო სიყვარული შეეძლო და ვგრძნობდი, რომ სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულით ვუყვარდი. თუმცა ვიყავი კი მისი ღირსი? მივეჩვიე, ძალიან მივეჩვიე. სასიამოვნო მოსაუბრე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვატყუებდი დასაკარგავად მაინც არ მემეტებოდა. მეგობრობას მიწევდა და ზოგჯერ, როცა უთბილეს სიტყვებს მეუბნებოდა, სადღაც მიძინებული სინდისი იღვიძებდა.
_ხომ გიყვარვარ გური?_მკითხავდა ხოლმე.
_მიყვარხარ კაკი მიყვარხარ_ვატყუებდი უსირცხვილოდ.
რამდენიმე თვე გავიდა ასე, შემდეგ შეხვედრა მთხოვა. შევხვდი. ბულვარში ვისხედით. მეშინოდა, ვინმეს არ დავენახეთ, სოფელში უმალ გავრცელდებოდა ხმა და ჩემი მშობლებიც გაიგებდნენ. ამას ყველაფერი მერჩივნა, მაგრამ იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი კაკის მკლავებში თავს, რომ დიდ ხანს ფიქრი ამ საკითხზე, აღარ მიგრძელდებოდა. კაკის ხელი ჩემს მხრებზე მოეხვია და გულში ვყავდი ჩაკრული. გატრუნული ვიყავი, სამყარო ჩემი მეგონა. ის სითბო, რომელიც ამ ბიჭისგან მოდიოდა, უბრალოდ მალღობდა. ახლა ვუფიქრდები, შეიძლება მიყვარდა კიდეც. არ ვაღიარებდი ან ვერ ვაღიარებდი, მაგრამ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. მასთან თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობდი.
უცებ თავი ამაწევინა, ცისფერი თვალებით ჩემს თაფლისფერებში ჩამაჩერდა და სრულიად მოულოდნელად ჩემს ჯერ არშეხებულ ტუჩებზე დამეწაფა. იმდენად არ მოველოდი, რომ დავიბენი, ვერაფრის გააზრება ვერ მოვახერხე. თვალები უნებურად მიმელულა და შეგრძნებებს ავყევი. არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ ხალხმრავალ ბულვარში ასეთი საქციელი უმსგავსობა იყო. საერთოდ როგორღა შემეძლო ეიფორიაში მყოფს ფიქრი?
...ესეც ჩემი პირველი კოცნა
იმ დღის შემდეგ აღარ შევხვედრილვართ. კაკი ჯარში წაიყვანეს და ერთმანეთს იშვიათად ვუკავშირდებოდით. როგორი უსინდისო ვიყავი მაშინ. კაკი მალულად მელაპარაკებოდა, რომ არ დაეჭირათ და კარცერში არ ჩაესვათ, მე კი გვიან ღამამდე კომპიუტერს ვეჯექი და სკაიპით უცხო ბიჭებს ველაპარაკებოდი. რამდენჯერ შემოუსწრია მამაჩემს, მე კი დაფეთებული მაშინვე ვთიშავდი, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი. მახსოვს ერთხელ ადნაკლასნიკებში ვიღაც ბიჭმა დამირეკა. აღებას არ ვაპირებდი, მითუმეტეს ოთახში დედაჩემი იყო, მაგრამ შემეშალა და გამორთვის ნაცვლად ჩართვის ღილაკს დავაჭირე. ვიდეოს ჩართვა და თავის დაწყევლა ერთი იყო. იმ ბიჭმა სკაიპში თავისი სასქესო ორგანო გამოაჩინა. ერთი კარგად შევუკურთხე. მაგის შემდეგ მხოლოს SMS -ით ვიფარგლებოდი.
ერთ დღეს კაკის რძალმა დამირეკა. თურმე კაკი ჯარში ცუდად გამხდარა და სასწრაფოდ ზუგდიდში გადმოუყვანიათ ბრმა ნაწლავის ოპერაციის გასაკეთებლად. როგორც კი დრო გამოვნახე, მაშინვე ნინოსთან ერთად ჭითაწყარის საავადმყოფოში მივაკითხე. პალატაში მარტო ავედი, ნინო არ ამოუშვეს. კაკი, რომ ვნახე ვიფიქრე ამას ავადმყოფობის რა ეტყობა-მეთქი. ლოგინზე იწვა და მთელი მონდომებით მიღიმოდა. დაბნეული ჩამოვჯექი მის წინ და მოვიკითხე.
_კარგად ვარ გური, მომენატრე_მითხრა თბილი ხმით.
_მეც_ოდნავ გავუღიმე.
_ცოლად უნდა გამომყვე_მაჯახა უცებ.
_რა? გაგიჟდი?_შევიცხადე და ხელები გავასავსავე.
_მართლა გეუბნები.
_არა!_მკაცრად გამოვუცხადე და ტუჩები გაბუტვის ნიშნად დავბუშტე.
უცებ ხელები გადამიგრიხა და მის გასალანძღად მომზადებული, ტუჩებით დამადუმა.
...ესეც მეორე კოცნა.
ამჯერად თვალების მილულვას აღარ დავლოდებივარ, გონზე მოვედი და დროზე მოვიცილე. ცოტახანში წამოვედი კიდეც. ჩაცილება შემომთავაზა. კიბეებზე ერთად ჩამოვედით. აქაც იხელთა დრო, კედელს ამაკრა და ბაგეები დამიკოცნა. მაინც როგორ შეეძლო ამდენი ამ ნაოპერაცევ ბიჭს?
ჰაჰ აი, ესეც მესამე კოცნა.
იმ დღეს პირდაპირ სესილის მივადექით სახლში. მისი რექცია უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც მოვუყევი. რატომღაც თავს ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობდი, როცა ამ გოგოს რამეს ვუმალავდი. რეაქციას არ დაუყოვნებია, უმალ იფეთქა. მოლოდინი გამიმართლდა. გაცოფდა, გაგიჟდა, თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. მაშინ არ ვეთანხმებოდი. მაგრად ვიჩხუბეთ, ნინოც მე ამყვა, ბიჭია და რა ქნასო. სესილი კი ქვეყანას თავზე იმხობდა.
_რას ნიშნავს ბიჭია? თუ შენი პატივისცემა აქვს მასგავსი რამ არ უნდა გაკადროს. მითუმეტეს ხალხით გადაჭედილ ბულვარში, პალატაში თუ სად ჯანდაბაშიც. ჩვენ ზუგდიდში ვცხოვრობთ და ამგვარი საქციელები აქ მიუღებელია._ქოთქოთებდა აჭარხლებული. მე კი სიბრაზისგან ლამის იყო დავმხრჩვალიყავი.
_ზედმეტი მოგდის_დავუყვირე და გავეცალე.
ახლა ვხვდები რაოდენ მართალიც ყოფილა. ზედმეტი მას კი არა მე მომდიოდა.
კაკი კვალავ ჯარში წაიყვანეს, მე კი ზაფხულის გასატარებლად დეიდაჩემთან წავედი. ყველაფერი სწორედ იქ აირია. კაკისთან ლაპარაკის დროს გამომიჭირეს და ტელეფონი ამაცალეს. ყველაფერი გაიგეს. თურმე ჩემს ნათესავს დავუნახივართ ბულვარში მოკოცნავე და ეს ამბავი ახლა დაუფქვავს. მშობლები წამომადგნენ თავზე და ზუგდიდში წამათრიეს. აქ დაიწყო სრული კოშმარი. ჩემმა ოჯახმა მთელი სოფელი აიკლო. ისე მთათხავდნენ, თითქოს კაცის მკვლელი ვყოფილიყავი. არც მაშინ მესმოდა მათი და არც ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შეცდომებს დიდი ხნის წინ მივხვდი, მათი რეაქცია მაინც ზედმეტად მაძაფრი მეჩვენება. მაგრამ სხვანაირად ალბათ მათაც არ შეეძლოთ. ძველი ყაიდისანი იყვნენ და მათთვის უბრალოდ შეყვარებულის ყოლაც კი სამარცხვინო იყო. თვითონ დედაჩემს შეყვარებულობის პერიოდი, არც კი ჰქონია. მამაჩემს არც კი იცნობდა, როცა მოიტაცა. არც მისი სახელი იცოდა და არც არასოდეს ენახა მისი სახე. ის კი არა, ასე მითხრა მამაშენის უცნაურ სახელს ერთი კვირა ვსწავლობდიო. მაინც ყველაზე მეტად მისგან მეტკინა. ხომ შეეძლო უბრალოდ გაჩუმებულიყო? არა! ყველაზე მეტად სწორედ ის ილანძღებოდა.
საშინელი დღეები გადავიტანე. ყველაფერი თავზე მექცეოდა, საკუთარ თავს აღარ ვგავდი. მთელ სანათესაოს ჩემს სახლში მოეყარა თავი. მიყვიროდნენ და მლანძღავდნენ. დამარტყეს კიდეც. მაგრამ გარტყმას ვინ ჩიოდა? მე მათი სიტყვები მკლავდა. სიტყვები, რომელთაც უკანასკნელ გოგოდ გამოვყავდით.
სახლში ვიყავი გამოკეტილი, დამლაპარაკებელი არავინ მყავდა, არც მქონდა უფლება მეგობრებისთვის დამერეკა ან მათი ზარებისთვის მეპასუხა. ახსნას არავინ მაცდიდა. ყოველი დღე ყვირილითა და ლანძღვით იწყებოდა და ასევე მიილეოდა. ის რამდენიმე დღე სულ ტირილში გავატარე, ბოლოს ცრემლიც აღარ მდიოდა. არ ვჭამდი, არ ვსვამდი მეგონა ვერ გავუძლებდი. კვლავ თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი, ორჯერ ნაცადი მესამედ მაინც გამომივიდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. სწორედ იმ დღეს, როდესაც სიცოცხლესთან საბოლოოდ გადავწყვიტე გამომშვიდობება, კიდევ ერთი უბედურება დამატყდა თავს.
თავზე პოლიციელები და სამხედრო დაგვადგა. თურმე კაკის ჩემი ამბავი გაუგია და ჯარიდან გამოქცეულა. როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო კაკი. მთელი დღე და ღამე ფეხით უვლია სენაკიდან ზუგდიდამდე. შეუჩერებლივ, ჩემს გამო. ლეიტენანტი ჩემგან ითხოვდა პასუხს, რადგან მის შეყვარებულად მიცნობდა. მე კი წარმოდგენაც არ მქონდა რაზე მესაუბრებოდნენ. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ჩემს სიმართლეში დამერწმუნებინა. ისედაც დახშულ გონებას, ახლა სინდისის ქენჯნა მიხშობდა. ცოდვებმა მიწიეს. ცხოვრება სხვისი გამწარებისთვის, ჩემგან პასუხს ითხოვდა. ნამდვილად არ ვიყავი კაკის თავდადებული სიყვარულის ღირსი.
ჩემს თავს უკვე საბოლოოდ ვეღარ ვცნობდი, მშობლები კი ჩვეული რიტმით აგრძელებდნენ ჩემს გამწარებას. კაკისთან შეხვედრის შემდეგ სულ გადაირივნენ. ეს რა მახინჯი ყოფილაო. მამაჩემმა დანა მომიგდო აი, რა ლაჩარი ბიჭი გყვარებიაო. კაკი დანების კოლექციას აგროვებდა, ესეც ერთ-ერთი იმათგანი იყო. ამის დანახვისას მასზეც საბოლოოდ ამიცრუვდა გული. ნერვიულობისგან მამაჩემს გული ცუდად უხდებოდა, რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოგვიწია მისი წაყვანა. უკვე ფსიქიკურად შევირყი. ყველაფერს გადავიტანდი, მაგრამ ჩემს მშობლებს, რომ რამე დამართნოდათ და მიზეზი მე ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს.
ყველაფერი გაიგეს. ჩემი შეხვედრები კაკისთან, კოცნა ბულვარში, ჩემი ტყუილები. სანდროს ამბავიც კი იცოდნენ. ტელეფონი ნაფშვნევებად მიქციეს და ოთახში გამომკეტეს. ყოველდღე ჩხუბი უკვე დამღლელად იქცა. აღარაფერი მინდოდა. თუ მარტო ჩემთვის ვიჯექი ხოლმე, მიყვიროდნენ და კაკიზე ფიქრს მაბრალებდნენ, თუ მათთან ერთად ვიყავი, ასეთი რამ გააკეთე და ჩვენთან ერთად ჯდომას როგორ ბედავო, მეუბნებოდნენ. ყველაფერს აზრი დაეკარგა, ხმის გამცემი არ მყავდა. აღარ ვარსებობდი. ბოლო წვეთი ის იყო, როდესაც სახლიდან გავიპარე და კაკის შევხვდი. მისი სიტყვები ახლაც მიტრიალებს თავში და შიშის ზარს მცემს.
_შენს სისხლს დავლევ!
მესამე მცდელობის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე. კვლავ აბებით გამოვიტენე პირი, მაგრამ ეტყობა ღმერთს ჯერ კიდევ არ უნდოდა ჩემი წაყვანა. მაინც გადავრჩი. დედაჩემმა უამრავი წყალი მაყლაპინა კუჭის ამოსარეცხად. საბოლოოდ სახლის პირობებში ვიმკურნალე და მიზნად დავისახე, შევცვლილიყავი.
რამდენიმე დღეში გავიგე, რომ კაკი დაუჭერიათ. თურმე ერთი კვირა კარცერში უნდა გაეტარებინა. დედა არ ჰყავდა და სწორედ იმ პერიოდში მამაც გარდაეცვალა. მეცოდებოდა, როგორც ადამიანი, მაგრამ უმალ მისი საშინელი სახე და სიტყვები მახსენდებოდა და მის მიმართ ზიზღით ვივსებოდი.
სექტემბერში, სკოლაში მისულმა გავიგე ნინო გათხოვილა. ქორწილში არ დამპატიჟა, რადგან მეჯვარეობაზე უარი განვუცხადე. ჰაჰ...სასაცილოა არა? ამას ჰქვია ნამდვილი მეგობრობა. ადამინმა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობდა და შეიძლება ითქვას სწორედ მის გამო მივეცი თავი ქარფშუტულ ცხოვრებას, დამივიწყა. ერთადერთი სესილი მრჩებოდა. მის მიმართაც შევიცვალე. ვიგრძენი, მისი მძიმე ხასიათის მიუხედავად, რაოდენ ძვირფასი ყოფილა ჩემთვის და დღემდე ასეა. ერთად დავიწყეთ ჩემი თავის გამოსწორება. ბიჭებს არ ვეკარებოდი, ტელეფონი აღარ მქონდა, სწავლასაც უფრო მოვკიდე ხელი. მასწავლებლებთან დავდიოდი, რომ გამოცდები ჩამებარებინა. უფრო მხიარული და ლაღი გავხდი. ეკლესიაში სიარულს მოვუხშირე, ჩემს ცოდვებს ვინანიებდი და მოძღვარს ველაპარაკებოდი. ვმარხულობდი, წირვებს ვესწრებოდი. მე შევიცვალე და მიხაროდა. ოჯახშიც თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ძველი ჰარმონიულობა თუ არა, მისი რაღაც ნაწილი მაინც დავიბრუნე. დედაჩემი სესილის ენდობოდა, უფრო სერიოზულ ბავშვად თვლიდა და მისი იმედით ქალაქში ქიმიის მეცადინეობაზეც დამთანხმდა.
ერთხელ ნაცნობ გამყიდველთან მივედი. ჩემი შორეული ნათესავი იყო და ფეხსაცმელებს ხშირად, სწორედ მისგან ვყიდულობდი. მითხრა ვიღაც ბიჭი უნდა გაგაცნოო. გავხევდი. არავინ მჭირდებოდა. ყველაფრის თავიდან დაწყება არ მინდოდა, მაგრამ დამიყოლია. ალბათ ცნობისმოყვარეობამ მძლია, თუ წარსულს ჩაბარებულმა ქარაფშუტობამ, მაგრამ გავყევი.
ბულვარში შევხვდით. მაღალი, ჩაფსკვნილი, ქერა, სიმპატიური ბიჭი იყო. მომეწონა, ოღონდ ისე არა, როგორც ჩემი სხვა შეყვარებულები. რაღაც სხვანაირად მოვიხიბლე მისით. შეიძლება მიტომაც, რომ მასავით სიმპატიურ ბიჭთან ჯერ ურთიერთობა არ მქონოდა. გამუდმებით მათვალიერებდა. დისკომფორტს მიქმნიდა, მისი მწველი მზერა, მაგრამ ცოცხაალი თავით არ ვიმჩნევდი. ძლივს დაწყობილი ცხოვრების არევას არ ვაპირებდი.
_კარო დღეს ნინოს დედას გადავეყარე. იცი ვინ გამაცნო? კაკი. თვითონ მიცნო იმ ბიჭმა, საიდან არ ვიცი. თურმე ცოლი მოუყვანია და შვილსაც ელოდებიან_ფრთილი ტონით მამცნო სესილიმ. უბრალოდ იცოდა, რომ ეს აუცილებლად უნდა მცოდნოდა. კარგად მიცნობდა და მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ამის გაგონებისას აუცილებლად დავმშვიდდებოდი.
გამეღიმა და შვება ვიგრძენი. მივხვდი, რომ კაკი აშკარად ჩაბარდა წარსულს. ჩემი მშობლებიც დაწყნარდებოდნენ და მეც. მაგრამ ყველაფერი კვლავ აირ-დაირია. ახალგაცნობილი ლერი ჩემით სერიოზულად დაინტერესდა. პირველი და ბოლო შეხვედრის შემდეგ, არც ერთხელ არ გამხსენებია. აბა, რას წარმოვიდგენდი თუ ჩემზე იფიქრებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი ახალგადმოსული მეზობელი მეწვია და თავისთან, სახლში მიმიპატიჟა. ცუდი არაფერი მიფიქრია, ან რა უნდა მეფიქრა? მეზობლურად მიწვევდა ყავაზე. როგორც კი ოთახში ფეხი შევდგი, ჩემი თავიც დავწყევლე, მეზობელიც და ჩემს გონებაში ათას გაუცემელ კიტხვასაც ერთად მოვუძებნე პასუხი. ლერიმ ცალკე გამიყვანა და დაეჭვებული გამომეტყველებით დამიდგა წინ.
_ყველაფერი ვიცი!_განმიცხადა წარბებშეკრულმადა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
_რა იცი?_გაკვირვებულმა ვკითხე.
_მე შენ სხვანაირი მეგონე.
ტვინში სისხლმა ამასხა და ხმას მკვეთრად ავუწია.
_რა სისულელეს ბოდავ?!
_ყველაფერი გავარკვიე, ვიცი იმ კაკისთან რა ურთიერთობაც გქონდა.
_კაკიზე შენ, როგორ გაიგე?_გაოცებისგან ხმა ჩამიწყდა.
-რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ დაველაპარაკე და ვცემე კიდეც.
_რა?_შევიცხადე და ვიგრძენი, როგორ ამიხურდა ლოყები სიბრაზისგან.
_შენ ვინ ყოფილხარ, მე სულ განსხვავებული მეგონე.
_ფეხებზე, შენ როგორი გეგონე. რა უფლებით მიდიხარ და ჩემს შესახებ კითხულობ?
_სრული უფლებით!_უტიფრად მომიგო.
_თავი დამანებე!_გამოვცერი კბილებსშორის.
_არ გაინტერესებს მაინც, რა მითხრა?
_ღმერთმა იცის სიმართლე გითხრა, თუ რაღაც გამოგონილი, ამიტომ ნერვების მოშლას არ ვაპირებ.
_არც ის გაინტერესებს, რატომ ვცემე?
-არ მაინტერესებს! შენ, თუ ამ საქციელით შენი კაცობის დამტკიცება გინდოდა, ძალიან შემცდარხარ.
_ჩემს წინაშე შეურაწყოფა მოგაყენა_დამიღრინა ლერიმ.
_რატომ მოხვედი? შენი გმირობის სათქმელად? ხომ შეგეძლო ჩემთვის გეკითხა? არ მინდა ყველაფრის თავიდან დაწყება. არ მინდა, რომ კარდაკარ დადიოდე და ჩემს წარსულზე კითხულობდე. თავი დამანებე.
_ვერ დაგანებებ_ჯიუტად გადააქნია თავი.
_ჯანდაბაშიც წასულხარ, თვალით აღარ დამენახო!_დავუყვირე და უკანმოუხედავად გამოვედი მეზობლის ეზოდან. ვერაფერი გამეგო. ერთხელ ნანახი ბიჭი, თუ ჩემით ასე დაინტერესდებოდა რას წარმოვიდგენდი? ვაღიარებ საშინლად მომწონდა. განსაკუთრებული და კარგი ადამიანი ჩანდა, მაგრამ ვერ გავრისკავდი. ოჯახში სიმშვიდის მეორედ დარღვევად არ მიღირდა. ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი თავს არ დამანებებდა, თვითონ კი ვერ გავუმკლავდებოდი. ჩემს ძმასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი. არასოდეს დამავიწყდება, მისი შეცვლილი სახე, გადაირია. რაც ვიცოდი ყველაფერი დამაფქვევინა და სახლიდან ელვის სისწრაფით გავარდა. იმ ღამით არ მიძინია. გაგა გვიან ღამით დაბრუნდა, ჩემთვის არ უყვირია, უბრალოდ ერთი რამ მითხრა.
_ვხედავ გემოვნება გამოგსწორებია დაიკო.
რაღაცნაირად დავმშვიდდი, ესე იგი მოეწონა.
შაბათს ქიმიაზე მივდიოდი, ხიდზე გადასვლისას უეცრად გვერდზე ამომიდგა, ხელი მკლავზე წამავლო და ჩამჩურჩულა:
_ხმა არ ამოიღო და გამომყევი.
თავისი ვერცხლისფერი მერსედესისკენ მივყავდი. მივხვდი, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ხელზე დავეჯაჯგურე, რომ გაეშვა, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ახლა მეცინება. ნეტა იმხელა აყლაყს მე რას დავაკლებდი? ცოტაც და კივილს მოვრთავდი. მაგრამ უეცრად ჩემი მეზობლის დაძახების ხმა გავიგონე. ლერიც გაჩერდა, სხვა გზა არ ჰქონდა.
_რამე პრობლემაა?_მკითხა ჩემმა მხსნელმა და ლერის წარბაწევით შეავლო მზერა. გადაფითრებული სახით შევხედე, ლერისგან თავი გავითავისუფლე და გავიქეცი. იმ დღეს გადავრჩი, მაგრამ ძალიან შემეშინდა. კვლავ მოვუყევი გაგას, ისიც წინანდელივით გავარდა. ახლა უფრო მწარედ უცემია, მაგრამ ღმერთმა იცის უშველიდა კი?
პარასკევს ინგლისურიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდი, ცოტახანში კი მეცადინეობიდან მომავალ ჩემს დედიდაშვილს უნდა დავხვედროდი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ჩემთან რჩებოდა. კომბინატში მეცადინეობდა და მარტო სიარულის ეშინოდა მე-12კლასელ გოგოს. საღამოხანი შემოპარულიყო, როცა გზას დავადექი. ლიანდაგის გასწვრივ მივდიოდი, ცოტაც და მოსახლება დაიწყებოდა, ამიტომაც უშიშრად მივიწევდი წინ. არ ვიცი რატომ, მაგრამ უნებურად უკან მივიხედე. ვერცხლისფერი მერსედესი დავლანდე. ცოტა გამიკვირდა, ამ ადგილას მანქანები ძალიან იშვიათად დადიოდნენ. მაგრამ, როცა კიდევ ერთხელ შევხედე გამახსენდა...გახსენება და მანქანის გაჩერება ერთი იყო. მძღოლის კარი გაიღო და ჩემსკენ მომღიმარი ლერი წამოვიდა. მანქანის უკანა სავარძლებზე ორი ბიჭი შევნიშნე და მივხვდი...იმ საქმის დასასრულებლად იყო მოსული, რომელიც შაბათს არ გამოუვიდა.
პანიკური კანკალი ამიტყდა, ხელისგულები გამეყინა და ოფლით დამეცვარა. მთელი სხეული მითრთოდა და ვერ ვმშვიდდებოდი. გამახსენდა, რომ გამოწერილი დამამშვიდებელი დალეული არ მქონდა და აი, შედეგიც.
_კარინა_ხმადაბლა წარმოთქვა ჩემი სახელი და ძალიან ახლოს მოვიდა. სახეზე ჩალურჯებები ეტყობოდა, ტუჩი და წარბი გაჰხეთქვოდა. ნამდვილად ემჩნეოდა, ჩემი ძმის ხელი.
_გეხვეწები...არ მომეკარო...გთხოვ დამანებე თავი, გემუდარები_ვსლუკუნებდი და წინადადებას წესიერად ვერ ვასრულებდი. შევნიშნე როგორ შეეცვალა სახე , ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვისას.
_არ მომეკარო...არ მომიახლოვდე_ისტერიკულად გავყვიროდი და უკან-უკან ვიხევდი. უკვე კარგად მქონდა გააზრებული, რაც უნდოდა. ჩემი წაყვანა უნდოდა, ამას ვერ დავუშვებდი.
_დამშვიდდი კარინა, დამშვიდდი_მაწყნარებდა შეშფოთებული.
_რატომ არ მანებებ თავს?
_კარინა...
_გემუდარები, გევედრები ძლივს მოპოვებულ სიმშვიდეს ნუ დამირღვევ, ყველაფრის თავიდან გადატანა არ მინდა, გთხოვ.
_მე შენი სიმშვიდის დარღვევას არ ვცდილობ_ჩამწყდარი, თუმცა მაინც მტკიცე ხმით დამარწმუნდა.
_არ გეყო, რაც ჩემმა ძმამ გიქნა? ორჯერ გცემა ადამიანო ორჯერ, ეს საკმარისი არ არის, რომ თავი დამანებო?
_თუნდაც მთელმა შენმა საგვარეულომ მცემოს, თავს მაინც არ დაგანებებ კარინა_დამიღრიალა, მე კი ცრემლების საბურველი იმდენად გადამკვროდა თვალებზე, რომ მის სახეს წესიერად ვეღარ ვარჩევდი.
_გინდა დაგიჩოქო?_ამოვიტირე და გაუცნობიერებლად მუხლებზე დავეშვი.
თვალები გაუფართოვდა, სახეზე ტკივილი შეეპარა. არანაკლებ მტკიოდა მეც. ხლივს გამთელებული თავმოყვარეობა, კვლავ დამემსხვრა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ თავს ასე დავიმცირებდი და კაცს დავუჩოქებდი. ყოველთვის პირიქით ხდებოდა, მე ჩემგან მიტოვებული ბიჭების ხვეწნის მოსმენა მიწევდა.
_გეხვეწები თავი დამანებე_ კიდევ ერთხელ ვცადე აკანკალებულმა. ლერი ჩემს წინ მუხლებზე დაეცა, ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ტკივილიანი მზერით შემომხედა.
_მითხარი როგორ და დაგანებებ.
_გთხოვ...
_რა ვქნა კარინა რა? მე რა გავაკეთო?
რამედენიმე წამით გავჩუმდით, მე ასფალტს ვუყურებდი ლერი-მე. ვფიქრობდი, თავის დაღწევის გეგმას ვსახავდი. დარწმუნებით ვიცოდი, რომ თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი, წამიყვანდა. ნამდვილად წამიყვანდა.
_ერთი წელი მაცადე_ძლივს გასაგონადდ დავიჩურჩულე და თვალი თვალში გავუყარე.
გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, დაიბნა ჩემგან არ მოელოდა.
_ერთი წელი მაცადე, რომ სკოლა მაინც დავამთავრო, მერე ჩემი ფეხით წამოგყვები.
თვალები სიხარულისგან აენთო. რაღაც მომენტში შემეცოდა. დაძაბული შუბლი უმალ გაეხსნა, სახე გაუცისკროვნდა. მივხვდი, რომ ძალიან ვუყვარდი. არ ვიცი ამ მცირე ხანში როგორ მოახერხა, მაგრამ შევუყვარდი.
_ვიცი რასაც ფიქრობ, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე ამ დროის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ ზუსტად ერთი წლის თავზე ჩემი ცოლი იქნები_გამტკიცებული ხმით მომიგო, ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა.
_წამოდი გაგიყვან_შემომთავაზა და თავისი მანქანისკენ გაიწია.
_არა!_დავიყვირე შეშინებულმა. მის მანქანაში ჩაჯდომას ვერ გავრისკავდი.
_სიტყვა მოგეცი კარინა, მე კი სიტყვის კაცი ვარ_ცოტა ნაწყენი ხმა ჰქონდა ლერის.
_დამპირდი, რომ უბრალოდ მიმიყვან_დაფრთხალმა ჩამოვართვი პირობა.
_გპირდები_აუღელვებლად წარმოთქვა და პასუხის დაულოდებლად წამიყვანა მანქანისკენ.
წინა სავარძელზე მოვთავსდი. ბიჭებიც გამაცნო, მაგრამ იმდენად არეული ვიყავი, რომ არც სახელები დამმახსოვრებია და არც ის, თუ რაზე საუბრობდნენ ჩემს გადმოსვლამდე.
იმ დღის შემდეგ, ჩვენი შეხვედრები გახშირდა. რა თქმა უნდა შიშის ქვეშ ვიყავი, ვაიდა ვინმემ მოსეირნე დაგვინახოს-მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ლერის ჩემს მშობლებთან უნდოდა დალაპარაკება და ყველაფრის ახსნა, მაგრამ მათი მძაფრი რეაქციის შიშით, უფლებას არ ვაძლევდი. ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და მხიარული იყო, სულ რაღაცებს მჩუქნიდა. მე კი იმ მიზეზით, რომ სახლში ვერ წავიღებდი, სესილის ვაძლევდი შესანახადა. აღმოჩნდა, რომ ლერის რამდენიმე თვის წინ ვუნახივარ. ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრა, იმ ქალის შვილი ვარ ვისთანაც შენი დედიდაშვილი გეოგრაფიას მეცადინეობსო და რადგანაც ყოველ შაბათ-კვირას, სწორედ მათი სახლის ეზოში ვიჯექი, მთელი ორი საათი და ველოდი ჩემს დედაშვილს, გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, რომ დავენახე.
დრო სწრაფად მიქროდა, მე-11 კლასის გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და თავს უკვე მართლა დიდ გოგოდ ვთვლიდი. მშობლები ჩემით ამაყობდნენ, ამან ოჯახში ჯერ არნახული სიმშვიდის დამყარებაც განაპირობა. ბედნიერი ვიყავი წარმატებითაც და იმ უცხო გრძნობითაც, რომელიც თანდათანობით ჩემს გულში იყრიდა თავს.
ლერი სასწაულად ძვირფასი გახდა ჩემთვის. მომწონდა, რომ პატივს მცემდა და ზედმეტად არ მეკარებოდა. მხოლოდ დამშვიდობებისას რამდენიმეწამიანი ჩახუტებით და ლოყაზე კოცნით ვიფარგლებოდით. არც ხელის გადახვევა და მითუმეტეს კაკივით ჩემთვის ტუჩებში დაკვდომა არ ყოფილა.
ის ერთი წელი ისე მიიწურა ვერც გავიაზრე. მე-12 კლასის გამოცდებიც ჩავაბარე და უკვე კლასელებთან ერთად ბანკეტისთვის ვემზადებოდი. სიმართლე ვთქვა ლერისთვის მიცემული პირობა, რომ ერთი წლის თავზე უნდა გავყოლოდი, არც კი მახსოვდა. რა თქმა უნდა, სანამ თვითონ არ შემახსენა, ერთობ ორიგინალური ხერხით.
ბანკეტი ანაკლიაში გადავიხადეთ. „ოქროს საწმისიდან“ გვიან ღამით გამოვედით, საშინლად დაღლილები, მაგრამ ტრადიციას არ ვღალატობდით და მაინც ვმხიარულობდით. ჩემი თხუთმეტსანტიმეტრიანებით ფეხზე დგომა უკვე მიჭირდა, რადგან კარგა ნასვამიც გახლდით. ბულვარიდან გამოსულებს, სრულიად მოულოდნელად გზა ნაცნობმა, ვერცხლისფერმა მერსედესმა გადამიჭრა.
_ჩაჯექი-გადმომძახა მომღიმარმა ლერიმ.
_რა?_თვალით ვანიშნე აქედან დამეკარგე-მეთქი და აწითლებულმა გაკვირვებულ კლასელებს გადავხედე.
_დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა_მამცნო ეშმაკური ღიმილით და მეც ყველაფერს მივხვდი. წამიც არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად. კარგად ვიცოდი, რომ თუ ახლა არ გავყვებოდი, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებოდა, მე კი ამჯერად ასეთ მწარე ტკივილს ვეღარ გადავიტანდი.
ჩემს გვერდზე მდგომ დაბნეულ სესილის გადავხედე, გავუღიმე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.
_მეჯვარე ხარ_ვუჩურჩულე და შემდეგ ენაჩავარდნილ კლასელებს მივუბრუნდი.
_ყურადღება! ყველანი დაპატიჟებული ხართ ჩემს ქორწილში. დროს და ადგილს, შემდეგ შეგატყობინებთ_გამოვაცხადე საზეიმოდ, ნაჩქარევად ჩავეხუტე სესილის, პირდაღებულ კლასელებს ზურგი ვაქციე და ჩემს მომავალ ქმარს ჩავუსკუპდი მანქანაში.
_სესი_გავძახე ფანჯრიდან_ჩემი ოჯახისთვის ამ ამბის „ხარებას“ შენ გაბარებ.
_გინდა მომკლან?_დაიყვირა თვალებგაფართოებულმა. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ისიც მალევე დანებდა. უცებ კარს მოუახლოვდა და მკაცრ-გამაფრთხილებელი მზერა შეავლო ლერის.
_ჰეი ბიჭი! იცოდე ჩემს დაქალს არაფერი აწყენინო, თორემ სიფათს აღახევ.
ამაზე სიცილი ამიტყდა, ლერისაც გაეცინა. სესილი გამწარებით იკავებდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაუკრთა ტუჩის კუთხეში ძლივს შეკავებული ღიმილი. აი, ჩემი კლასელები კი ლამის დახოცილიყვნენ სიცილისგან.
_გპირდები, რომ შენი დაქალი ჩემთან ბედნიერი იქნება_სერიოზული ტონით დაჰპირდა ლერი, სესილიც მოეშვა.
_ჰო და ეგრე_გაიცინა და უკან დაიხია.
_აბა საით?_ალმაცერი ღიმილით მივუტრიალდი ლერის.
_ჯერ რაღაცაზე უნდა მიპასუხო.
უცებ დავიბენი, მაგრამ მალევე გამინათდა გონება. არასოდეს მეთქვა ჩემი გძნობების შესახებ, არ მეთქვა, რომ მიყვარდა, მიუხედავად იმისია, რომ თვითონ თითქმის ყოველი პაემნის შემდეგ ა,აში მიტყდებოდა.
_მიყვარხარ_დავიჩურჩულე და ვიგრძენი, რომ პირველად ვთქვი ეს სიტყვა ასე გულწრფელად.
_ჰო და ეგრე_გამოიყენა სესილის რეპლიკა და გაიცინა.
_წავედით?
_წავედით_მიპასუხა, უცებ ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა, ცემს დაბნეულ დარცხვენილ სახეზე ჩაიღიმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

დასასრული.
---------------------------------------------------
გამარჯობა, ესეც მორიგი სრული ისტორია. მინდა ვთქვა, რომ ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეალური ამბავია და ჩემს უახლოეს დაქალს შეემთხვა. ვცადე ის ტკივილი აღმეწერა, რაც ჩემმა მეგობარმა და მის შემხედვარე მეც გადავიტანე. იმედია მოგეწონებათ, შეფასება თქვენთვის მომინდია.



№1  offline წევრი roza1996

Dges namdvilad xdeba ase, tan igive asakshi. momewona. dasafiqrebelia tu ra shedegi moaqvs chvens gadawyvetilebas.

 


№2  offline წევრი sofie

roza1996
Dges namdvilad xdeba ase, tan igive asakshi. momewona. dasafiqrebelia tu ra shedegi moaqvs chvens gadawyvetilebas.

Getanxmebi, asetebi dzalian xshiria. Mixaria, tu mogewona.

 


№3  offline წევრი zoi

ჩვენდა სამწუხაროდ აქ მარტო შენი მეგობარი არაა დახატული ძალიან ბევრი დაინახავს საკუთარ თავს...დოა ასეთი რას ვიზამთ....მიუხედავად იმისა რომ დიდი მხატვრულობით არ გამოირჩეოდა ჩანახატი რეალობა იყო და დასაფიქრებელი ცოტა ასე რომ კარგია

 


№4  offline წევრი sofie

zoi
ჩვენდა სამწუხაროდ აქ მარტო შენი მეგობარი არაა დახატული ძალიან ბევრი დაინახავს საკუთარ თავს...დოა ასეთი რას ვიზამთ....მიუხედავად იმისა რომ დიდი მხატვრულობით არ გამოირჩეოდა ჩანახატი რეალობა იყო და დასაფიქრებელი ცოტა ასე რომ კარგია


ნამდვილად, ეს ამ დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.ვიცი, რომ დიდი მხატვრულობით არ არის გამორჩეული, მაგრამ მე მაინც ვცადე. ალბათ მომავალში უკეთ გამომივა. გმადლობ, რომ წაიკითხე.

 


№5  offline წევრი მეგრელ-სვანი

ძალიან მეცნობა ეს ისტორია wink

 


№6  offline წევრი sofie

[quote=მეგრელ-სვანი]ძალიან მეცნობა ეს ისტორია wink[/quot

საიდან გეცნობა?

 


№7  offline წევრი მეგრელ-სვანი

[quote=sofie][quote=მეგრელ-სვანი]ძალიან მეცნობა ეს ისტორია wink[/quot

საიდან გეცნობა?[/quote]
ჰოო, ვიცნობ შენს დაქალს

 


№8  offline წევრი sofie

[quote=მეგრელ-სვანი][quote=sofie][quote=მეგრელ-სვანი]ძალიან მეცნობა ეს ისტორია wink[/quot

საიდან გეცნობა?[/quote]
ჰოო, ვიცნობ შენს დაქალს[/quote]

აჰაა wink მაშინვე მივხვდი ვინც იყავი.

 


№9  offline წევრი მეგრელ-სვანი

[quote=sofie][quote=მეგრელ-სვანი][quote=sofie][quote=მეგრელ-სვანი]ძალიან მეცნობა ეს ისტორია wink[/quot

საიდან გეცნობა?[/quote]
ჰოო, ვიცნობ შენს დაქალს[/quote]

აჰაა wink მაშინვე მივხვდი ვინც იყავი.[/quote]
ხოო, wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent