ნენსი, მე შენ გგრძნობ!
თავი 1 ანდანტეს ფხვნილი ჩემს წინ ქაღალდზეა. ცისფერ ნამცეცებს ვუყურებდი და მახსენდებოდა აქამდე ეს რამდენჯერ გამიკეთებია. ცხვირის ერთ მხარეს საჩვენებელი თითი მივიდე და მეორეთი შევიყნოსე ანდანტე. კიდევ და კიდევ, რამდენჯერმე გავაკეთე ეს. დარჩენილი ნამცეცები რომ მომეშორებინა სახიდან ხელი მოვისვი, წინ ჩამოყრილი მოკლე თმა ცალი ხელით უკან გადავწიე, სარკეში ჩავიხედე და ცალყბად მომღიმარი მიყურებდა, რომელსაც იმ მომენტში ყველა და ყველაფერი ეკიდა. მოქმედება მაშინვე დაიწყო მედიკამენტმა და მთელი სხეულით ვიგრძენი ეს. -ეე იდიოტო დროზე გამოეთრიე მივდივართ უკვე - ჩემი პატარა ძმა აბრახუნებდა აბაზანის კარებზე. -გაა*ვი რა. -დროზე მეთქი. -დააყენე. -გამოდი ბლიად. - ერთმანეთს ვუყვუროდით. უკვე წკიპზე ვიყავი ნერვები მეშლებოდა, არ შეგარგებს კაიფს. კარი გადაღე, მაიკაში მაიკაში ჩავავლე ხელი ხედლისკენ ვუბიძგე და ვუთხარი: -რა გინდა პედარასტო ჰაა? -თვალები რას გიგავს შეჩემისა. ერთი დღე რო არ გაგეკეთებინა არა? - ხელი ამიკრა ხელზე და სწრაფი ნაბიჯით გასასვლელისკენ წავიდა. -შენი საქმე არ არის ეგ. -ვაფშე იდი ნა ხუი. -სასი დვა ხუი. - მეც არ ჩამოვრჩი და მივაძახე. ყველა მანქანაში ჩავსხედით და ქორწინების სასახლეში წავედით. ჩვენს ნათესავს მოჰყავდა ცოლი. ადგილზე რომ მივედით, შესვლამდე პიჯაკი შევისწორე, ბოტასებს დავხედე სუფთად მქონდა, ჩემს ნათესავს ხელი ჩამოვართვი, მივულოცე დანიშვნა და შიგნით შევედი. ხალხს გადავავლე თავლი, ბევრი ნაცნობი დავინახე, მაგრამ არავისთან მისვლა არ მინდოდა. აქეთ-იქით ყურებაში ერთი გოგო შევნიშნე. ზურგით იდგა და სახეს ვერ ვხედავდი. თმა გრძელი მოწითალო ყავისფერი ჰქონდა და ჩაწნული, ლამაზი ცისფერი კაბა ეცვა, მოკლე მკლავებით და თეთრი ნაზი კანი უჩანდა. სანამ ხელს მოაწერდნენ ვუყურებდი, მინდოდა მოეხედა და სახე დამენახა, მაგრამ გაუნძრევლად იდგა და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა. ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა, გრძელი ფეხები და მშვენიერი უკანალი. ერთი სული მქონდა შევხებოდი. ხელის მოწერა დასრულდა თუ არა ჩვენც გამოვედით შენობიდან. ჩემს ძმას, კაგას დავანახე ის გოგო და ვკითხე ხომ არ ეცნობოდა. მან მითხრა რომ ჩვენი ახლობელი არ იყო და რაც იცნობდა. ვერცხლისფერ ნისან მაქსიმაში ჩაჯდა, ფანჯარას ბოლომდე ჩაუწია, როგორც კი მანქანა დაიძრა და ჩამიარა მანაც შემამჩნია. გაიღიმა და როდესაც გამცდა მანქანიდან გადმოიწია, თავი ჩემსკენ მოატრიალა და მიყურებდა. ჩვენც ჩავსხედით მანქანაში და იგივე მიმართულებით წავედით. სანამ არ მოსაღამოვდა იქმდე არ მივსულვარ მასთან. რამდენიმე წუთით მხედველობის არიდან გაქრა, შემდეგ კი დავინახე თმაგაშლილი როგორ გადიოდა გარეთ, მეც უკან გავყევი. ვერანდაზე იდგა და ვარსკვლავებს უყურებდა. ხელები ერთმანეთზე ჰქონდა შემოჭდობილი, მგონი სციოდა. -გცივა? დაიბნა, ვერ მიხვდა ვინ ვიყავი და შემოტრიალდა. ცისფერ თვალებში ვარსკვლავები უციმციმებდნენ. -ცოტა. ჩემი პიჯაკი გავიხადე და მას მოვაცვი. -მადლობა. მე პასუხად მხოლოდ გავუღიმე. -გიხდება გაშლილი თმა. -არ გამახსენო. ვიცი რომ საშინელებაა. თმა დამეშალა და იძულებული ვიყავი სამაგრებიც მომეხსნა. უარესად მქონდა და ახლა ალბათ გიჟს ვგავარ. - თან ეცინებოდა. -მე კი ვფიქრობ რომ ძალაინ გიხდება გაშლილი თმა. - ხელი წავავლე თმაზე, ნაზი და ფუმფულა ჰქონდა. შემდეგ უკან გადავუწიე. უხერხულად იგრძნო მგონი თავი და მივხვდი რაც სჭირდებოდა. -რა გქვია? - ვკითხე. -ნენსი. -ლამაზი სახელია ნენსი, მგონი ერთი-ორი ჭიქის დალევა არ გვაწყენდა. არ გინდა ბართან მივიდეთ? -მგონი არც ისე კარგი იდეაა. -კი, როგორ არა. წამოდი. - ხელი გახუწოდე - გთხოვთ მის. - მან ხელმკლავი გამიკეთა და არისტოკრატულად და მთელი გრაციით, მივედით ბართან. თან გვეცინებოდა შიგ და შიგ. -რას დალევ? - დაჯდომის შემდეგ ვკითხე. -არ ვიცი, იქნებ შენ შემომთავაზო რამე. -მაშინ ორი მარტინი დაგვისხით. -ეგ ძლიერია? -არ გაგისინჯავს? -არ ვსვავდი აქამდე. -ვაუ, მაგარია. არც ისე, თავიდან ცუდი დასალევია მაგრამ ერთი-ორი ჭიქის შემდეგ წყალივითაა. დამიჯერე. ჯერ მისი თვალების, შემდეგ თმის, შემდეგ ტუჩების სადღეგრძელოები დავლიეთ და თან ვიცინოდით, ბოლოს კი ყველა იმ ბედნიერი წუთის სადღეგრძელო დავლიეთ რაც კი ოდესმე განგვიცდია. -მე საკმაოდ ბევრი მაქვს ასეთი წუთები საბედნიეროდ. - მან მითხრა - როდესაც მოწყენილი ვარ ბავშვთა სახლში მივდივარ ხოლმე და საჩუქრები მიმაქვს მათთვის. ისინი ისეთი გახარებულები არიან ამ დროს რომ შეუძლებელია მათი ემოცია არ გადმოგეცეს. მე იქ ყველა მიცნობს უკვე და უპრობლემოდ მიშვებენ, ბავშვებსაც ძალიან ვუყვარვარ და მოთხრობებსაც ვუკითხავ ხოლმე. -კარგია. მიხარია რომ ბედნიერი ხარ. -და შენ? შენ რას აკეთებ როდეც მოწყენილი ხარ? -მნიშვნელობა არ აქვს შენ ამას არასდროს გააკეთებ. -რატომ? იქნებ ვცადო. მითხარი. -არა. არ ცდი. არ უნდა ცადო. არ შეიძლება შენთვის. - ცოტა მკაცრად მომივიდა. -ოუ, კარგი. -მაპატიე, არ მინდოდა უხეშად გამომსვლოდა, უბრალოდ არ მინდა რომ შენ ოდესმე რამე ცუდი გააკეთო გესმის? -და მაინც რატომ? შენთვის ხომ არავინ ვარ. -არ აქვს ამას მნიშვნელობა ახლა. რამდენიმე ჭიქა კიდევ დავლიეთ, ისევ კარგ ხასიათზე დავდექით. -გინდა გავისეირნოთ? - შევთავაზე. -კი, მინდა. მან თავისი ჩანთა აიღო, მე გარეთ ველოდებოდი. -მშობლებს რა უთხარი? -ჰაერზე გავდივართქო ცოტა ხნით. - მანაც მიპასუხა. მე გავუღიმე, ხელი გადავხვიე, თავზე ვაკოცე და მჭიდროდ მივიკარი. მივდიოდით, ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. -ნენსი, იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ? - გავჩერდით, ის ჩემს წინ იდგა, პატარა აპრეხილ ცხვირზე ხელი ჩამოვუსვი. -კაი, რა. არ გინდა. ლოყაზე მოვეფერე. კისერზე მოვკიდე ერთი ხელი, მეორე კი წელზე და ჩემსკენ მოვიზიდე. -მგონი არ ღირს. -ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. ნამდვილად არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ იმით ვისარგებლო რომ ნასვამია, მაგრამ მაშინ ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. -რამდენი წლის ხარ? -თვრამეტის. - აჭრილი ხმით მიპასუხა. -ძალიან კარგი. - მე ცხრამეტის ვიყავი მაშინ. ჩემთვის არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ იყო და რას წარმოადგენდა, უბრალოდ თავს ძალიან მანდომებდა. კიდევ უფრო მეტად მოვიზიდე ჩემსკენ, ჯერ ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ ცხვირზე და ბოლოს ტუჩებში. ისეთი დიდი და ამავდროულად უხეში ტუჩები ჰქონდა, რომ ძალიან მომწონდა მასთან შეხება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.