მიყვარხარ!ამას ნუ მეკითხები (სრულად)
-შანსი არაა ლიკა.ვსო,ტყუილად ნუ ლაპარაკობ. -კარგი რა თაია,მეგობარს გასაჭირში ნუ მიატოვებ._დამიფახუნა თვალები ლიკამ და თხოვნის ნიშნად ორი თითით ყელი გამოიწია.-ამ ერთხელ. -პირველი და უკანასკნელი._ამხელა გოგომ ჩემს პასუხებზე ხტუნვა დაიყო და კისერზე ჩამომეკიდა.-კაი ლიკა ნუ მომატეხე კისერი._გავუცინე და მისი ხელები მოვიშორე. დახეული ჯინსები,სადა პერანგი,ბენსიმონები.თმა გავიშალე,ჩემი პროფესიონალი კისერზე ჩამოვიკიდე და წავედი.საინტერესოა სად.სად და ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახების ქორწილში.საიტერესოა რატომ.ფოტოგრაფად.არადა არ ვარ ფოტოგრაფი,უბრალოდ მოყვარული ვარ და ჩემი სიამოვნებისთვის ვიღებ ხოლმე ფოტოებს.ამ ქორწილში კი ჩემი საუკეთესო მეგობრის და ბიძაშვილის ლიკას თხოვნით მივდივარ.მას საკუთარი სტუდია აქვს,საიდანაც ფოტოგრაფებს აგზავნიან წვეულებებზე,ჩემ ბედად დღეს ყველა ფოტოგრაფი დაკავებულია,არადა გოგა უნდა წასული ქორწილში,მაგრამ გაცივდა და წევს ახლა სახლში.არა ამ შუა ზაფხულში რამ გააცია კი ვერ გავიგე,მაგრამ.ასე შეკვეთით ფოტოები პირველად უნდა გადავიღო და ძალიან ვნერვიულობ.რომ არ გამომივიდეს და ლიკასაც გავუფუჭო საქმე რა ვნა მერე მე.მართალია ლიკა გაფრთხილებული მყავს რომ მე პროფესიონალი ფოტოგრაფი არ ვარ და შედეგზე პასუხ არ ვაგებ,მაგრამ მაინც ვნერვიულობ. როგორც ლიკამ მითხრა პატარძლის სახლში უნდა მივსულიყავი და მზადების პროცესიც გადამღო,ამიტომ მანქანით ჭავჭავაძისკენ წავედი. ისეთი არეულობა იყო სახლში,ვერ გავიგე ვინ იყო პატარძალი და ვინ მეჯვარე.ბოლოს პატარძალი თვითონ გამეცნო და მეც შევუდექი ჩემს საქმეს.დასაწყისისთვის არაუშავდა.მაგრამ ასეთი პრეტენზიული პატარძალი პირველად ვნახე.ყველაფრის გადაღება უნდოდა,ყოველ წამს,მეც შეძლებისდაგვარად ვუსრულებდი ყველა მითითებას,მაგრამ სადამდე ავიტანდი არ ვიცი,აი ბოლოს უკვე რომ ვეღარ მოვითმინე ვუთხარი: -უკაცრავად ეკა,ფოტოგრაფი მე ვარ და ვიცი რა როგორ უნდა გადავიღო._წინადადება არ მქონდა დამთავრებული ოთახში ვიღაც რომ შემოვიდა. -გოგა სადაა._არა კითხვა აშკარად არ დაუსვამს,ხმისკენ მივტრიალდი.პირველი რეაქცია-ვაუ -გოგა ავადაა._ვუპასუხე და მისი გარეგნობის თვალიერება გავაგრძელე. -რას დამდგარხარ ფოტოგრაფო,გააგრძელე შენი საქმე._ასეთი გარეგნობის პატრონი ასეთი უხეში და ცივი.მენანება მისი გარეგნობა ასეთი ხეპრესთვის.მეც ავდექი და სურათი გადავუღე.ასეთი მაგარი სურათი მგონი მთელი დღის განმავლობაში არ გადამიღია.ისეთი შემომიბღვირა ცოტა შემეშინდა. -ჩემს საქმე ვაგრძელებ._ვუთხარი და გავუკრიჭე,მერე შევტრიალდი და პატარძალის კადრების დაფიქსირება დავიწყე,რომელიც მაკიაჟს იკეთებდა.როგორც შემდეგ გავარკვიე ეს მამაკაცი ეკას ძმა ყოფილა სანდრო. ჯვრისწერა ჯვარზე შედგა.ბევრი ლამაზი კადრი დავიჭირე და მეც კმაყოფილი ვაჩხაკუნებდი აპარატს.რამდენიმე სურათი ჩემთისაც გადავიღე,რომლის 80%-ს სანდროს პორტრეტები შეადგენდა.ისეთი სიმპატიური იყო,ისეთი...შემდეგ ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში წავედით.ერთი წუთი არ გავჩერებულვარ,ან ვინ გამაჩერებდა ყოველ წამს მაფიქსირებინებდა პატარძალი.ბოლოს ძალიან დავიღალე,ხუმრობა ხომ არაა ამდენი ხანი ფეხზე დგომა და სურათების გადაღება,ხოდა იქვე შემაღლებულ ადგილზე ჩამოვჯექი.5 წუთიც არ იყო გასული,რომ პატარძალმა ისევ დამიძახა.ნეტა ყველა პატარძალი ასეთია? -ეკა,ერთი და იგივე კადრები გამოდის,იგივე წეღან უკვე გადავიღე._ადგილიდან არ გავნძრეულვარ ისე ვუპასუხე. -თუ არ შეგიძლიათ,არც უნდა იმუშაოთ._ეს კაცი რა დაბარებულივით მოდის.ძალიან გამაღიზიანა მისმა რეპლიკამ. -რომ შემიძლია და ვიცი სწორედ მაგიტომ ვმუშაობ._ფეხზე წამოვდექი და საათზე დავიხედე.უკვე თორმეტის ნახევარი იყო. -თორმეტის ნახევარია,ჩემი მომსახურება კი თერთმეტ საათამდე იყო გათვალისწინებული,ამით დავამთავრებ და დაგემშვიდობებით_ვუთხარი და-ძმას და გასასვლელისკენ წავედი. -გადაცილებული ნახევარი საათისას დაგიმატებთ._ირონიულად მითხრა სანდრომ. -ჩავთვალოთ რომ ეს ნახევარი საათი ჩემი საქორწინო საჩუქარია._გავუღიმე და რესტორანი დავტოვე. *** სახლში ძალიან დაღლილი მივედი და ეგრევე საძინებლისკენ ავიღე გეზი.გრილი მატერიის შეხება ტანზე მესიამოვნა და კომფორტულად მოვკალათდი საწოლში.ნახევარი საათიც არ იყო გასული ჩემი დაძინების მცდელობიდან,როცა ტელეფონმა დარეკა.ბუზღუნით გადავწვდი იქვე დადებულ ტელეფონს და დაუხედავად ვუპასუხე. -გისმენთ. -თაია ლიკა ვარ,რა ქენი,გადაიღე ფოტოები? -ლიკა ამ შუა ღამეს რო არ დაგერეკა,ხვალამდე ვერ მოითმენდი,ან კიდევ გადავიღებდი აბა რას ვიზამდი,ისე დავიღალე გადახედვის თავი არ მქონდა,თუმცა ვფიქრობ ცუდი სურათები არ უნდა იყოს.ხვალ მოგიტან,ახლა კი დამაძინე. -კარგია,მაშინ ხვალამდე,ტკბილი ძილი. -შენც ლიკო. მეორე დღეს სურათები ლეპტოპში შევყარე და დათვალიერება დავიწყე,კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით,ასეთი კარგი სურათები მგონი ჯერ არც გადამიღია.ჩემთვის გადაღებულ სურათებსაც მივადექი და გადმოვწერე.სანდროს მოულოდნელი და ყველაზე კარგი სურათი „დესკტოპზე“დავაგდე.დანარჩენი მეხსიერების ბარათში ჩავწერე და ლიკასთან წავედი სტუდიაში. -შენ კიდევ მეუბნეოდი არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფიო,რით განსხვავდება თქვენი სურათები.თაია ძალიან მაგარია._ლიკა თან მელაპარაკებოდა,თან სურათებს ათვალიერებდა.მეც ღიმილით შევყურებდი ეკრანს როცა სანდროს სურათები გამოჩნდა.და აი აქ თითქოს დენმა დამარტყაო,იმ სურათების წაშლა დამავიწყდა ჩემთვის რომ გადავიღე. -გოგო ეს ვინაა?_მკითხა ლიკამ და სურათ დააკვირდა.-რა სიმპატიურია ნახე.უი დასაწყისშიც იყო ამის სურათი. -კაი ერთი._გამეცინა მის კომენტარზე.-სიმპატიური რომაა მაგიტომაც მოხვდა ჩემს ობიექტივში.პატარძლის ძმაა. -ვაა ნახე,არადა დიდი არაფერი გოგო ეკა არაა და რა ძმა ჰყოლია. -წაშალე ეგ სურათები არ მისცე ეკას. -რატომ,კაი სურათებია_გულუბრყვილოდ შემომხედა ლიკამ. -ჩემთვის გადავიღე და იმიტომ,დამავიწყდა წაშლა._ვუთხარი და თვითონ წავშალე ფოტოები.-აი ის სურათი კიდე დასაწყისში რომაა,ეგ პირველი ჩაწერე დისკზე._ჩემს თავზე გამეცინა -მოგეწონა?_წარბების თამაშით მკითხა მეგობარმა -ხუმრობ?ეს ვის არ მოეწონება? -ნუ მართალი ხარ._გაიცინა და სურათები ლეპტოპში გადაწერა.მალე მეც დავტოვე შენობა და მშობლების სახლში წავედი.მე დედისერთა ვარ,მაგრამ არასდროს არ ვყოფილვარ ტუტუცი ბავშვი,მართალი ყოველთვის მქონდა ის რაც მინდოდა,მაგრამ ამას ჩემზე ცუდად არ უმოქმედია.მშობლებიც ცდილობდნენ,რომ ძალიან არ გავეთამამებინე.ამისთვის მშობლების მადლიერი ვიქნები სულ,არ მიყვარს გათამამებული და უზრდელი ხალხი,მით უფრო როცა დედისერთები და ეგოისტები არიან. მშობლების სახლს მივადექი და მანქანიდან გადმოვედი.ეზო ლამაზად იყო მოვლილი,გამეღიმა.დედას სულ უყვარდა ბაღში ფუსფუსი და ყვავილები.მამაც სარგებლობდა ამით და თითქმის ყოველდღე ყვავილებს ჩუქნიდა.მათი შემხედვარე მეც ვბედნიერდებოდი,იმდენად უყვარდათ ერთმანეთი,რომ მათ თვალებშიც ადვილი იყო ამ გრძნობის დანახვა. -დედა შენ კიდევ არ ანებებ ხო ამ ბაღს თავს_ვუთხარი სიცილით ბაღში მოფუსფუსე დედას. -თაია,დეე მოხვედი?არ უნდა დაგერეკა რომ მოდიოდი?_ხელთათმანები იქნვე მიაწყო და ტანსაცმლის წმენდით ჩემსკენ წამოვიდა. -მოვედი,მოვედი,ძალიან მომენატრეთ._ხელები შმეოვხვიე დედას და თავი მის ყელში ჩავრგე. -ჩვენც მოგვენატრე.წამოდი სახლში შევიდეთ,მამაშენს სტუმარი ყავს,თავისი ფირმის მოწილე.ისეთი კაი ბიჭია._აი დაიწყო,21 წლის ვარ და ჯერ შეყვარებული არ მყოლია,არავინ მომწონებია და მით უფრო შემყვარებია,ამაზე ჩემები ძალიან წუხან,რატო ვერ გეტყვით.შენხელებს უკვე შვილები ყავთო.სულ მეცინება ხოლმე ამაზე.სულაც არ მაწუხებს ის ფაქტი რომ 21 წლის ვარ და შეყვარებული არ მყოლია.ბევრი თაყვანისმცემელი მყავს,შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრიც,მაგრამ არც ერთი ჩემი მოსაწონი არ არის. -დედა ნუ მაბრაზებ_ვუთხარი სიცილით და ჩახუტებულები სახლში შევედით. მისაღებიდან მამას ხმა გავიგონე,შემდეგ უცნობის ხმაც მოჰყვა.ძალიან სასიამოვნო და ცოტა მკაცრი ბარიტონი ჰქონდა,თითქოს ნაცნობიც. მისაღებში რომ შევედი სტუმარი ზურგით იჯდა.მამაჩემი რომ დავინახე მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია ეგრევე მისკენ წავედი. -მამიკოს გოგო მოსულა._სულ ასე მეძახის,მეც ბედნიერებისგან ვიღიმი ხოლმე. -მა ძალიან მომენატრე._ვუთხარი და ერთმანეთს ჩავეხუტეთ. -თაია მა,გაიცანი ჩემი ფირმის მოწილე სანდრო ბექაური.სანდრო ეს ჩემი ერთადერთი ქალიშვილი თაია სიხარულიძე._აი დამთხვევაც ასეთი უნდა,ეკას ძმა სანდრო მამაჩემის სახლში,მეგონა ასეთი რაღაცეები მარტო ფილმებში ხდებოდა.ისეთი სიმპატიური იყო დღესაც,ძალიან უხდებოდა კლასიკური სტილი.თეთრი პერანგი მკლავებზე აეკეცა,ერთი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლზე შემოედო,როგორც კი მამა ჩემი თავი წარუდგინა ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.მის დიდ ტორში ჩემი პაწაწინა ხელი სულ მთლად ჩაიკარგა.მისი ხელის შეხებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს._“წამოაყრანტალა“ სანდრომ. -მართლა?საიდან?_იკითხა მამაჩემმა და გვანიშნა დავმჯდარიყავით. -ჩემი დის ქორწილში ფოტოგრაფად გვყავდა მოწვეული. -ფოტოგრაფად?_გაოცდა მამაჩემი და მე შემომხედა. -ხო მამა,ლიკამ მთხოვა,ყველა ფოტოგრაფი დაკავებული იყო._წინადადება რომ დავამთავრე მერე მივხვდი რაც ვთქვი,ახლა სანდროს საყვედური რომ ეთქვა ლიკასთვის ჩემს გამო არაპროფესიონალი ფოტოგრაფი რომ გაგზავნა ქორწულში. -მართლა?ანუ შენ ფოტოგრაფი არ ხარ?_გაბრაზებულმა შემომხედა სანდრომ. -არა რა ფოტოგრაფი,იურიდიული დაამთავრა წელს._სიცილით უთხრა მამაჩემმა.დავიღუპე,და ვი ღუ პე.რა მალაპარაკებდა ან საერთოდ რას მოვდიოდი აქ. -გასაგებია._თქვა და შუბლშეკრულმა შემომხედა. *** -ეკას სურათები ძალიან მოეწონა._მახარა ლიკამ სურათების მიტანიდან ორი კვირის შემდეგ.ამ ორი კვირის მანძილზე,უშედეგოდ ვცდილობდი სანდროზე არ მეფიქრა,არ ვიცი რა მჭირდა,ასე არცერთ მამაკაცზე არ დამმართნია.ბოლო დროს თითქოს მოვახერხე კიდევაც მისი დავიწყება,მაგრამ ლიკას ზარმა ყველაფერი წყალში ჩამიყარა. -სანდრომ გაიგო რომ ფოტოგრაფი არ ვარ. -მართლა?საიდან გოგო -მამაჩემის ფირმის მოწილეა და მამაჩემმთან რომ მივედი იქ დამხვდა.იმედია საყვედური არ უთქვამთ ამის გამო შენთვის._ტუჩი მოვიკვნიტე და ლიკას პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. -არა გოგო,პირიქით ძალიან მოეწონათ.ეკამ მგონი არც იცის._გაიცინა ბიძაშვილმა. -ძალიან კარგი._დავემშვიდობე ლიკას და სამარძელში მოვკალათდი.დღეს სახლიდან გასვლას არ ვგეგმავ,ამიტომ რამე კარგ ფილმის ყურება გადავწყვიტე.ჩემი არჩევანით კმაყოფილმა გავიღიმე და ფილმი ჩავრთე.ფილმის ყურების დროს ჩამძინებია და კარზე ბრახუნის ხმამ გამაღვიძა. -ნუ ჩამოიღე კარი,მოვდივარ._კარზე ბრახუნი შეწყდა,მეც ავდექი სავარძლიდან და კარისკენ წავედი,თან ხელს მტკივან თეძოზე ვიდებდი. კარი რომ გავაღე,სულ დამავიწყდა მტკივანი თეძოც და ყველაფერი.კარში კლასიკურ სტილში გამოწყობილი სანდრო იდგა თავისი საფირმო ირონიული ღიმილით და ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა.ჩემს დანახვაზე უფრო გაეღიმა. -გეძინა? -არა,უფრო სწორად კი._მისმა დანახვამ ჩემს მეტყველებაზეც იმოქმედა.ხელით ნაზად ჩამომაშორა კარს,სახლში შემოვიდა,ლოყაზე მაკოცა და იმ სავარძლისკენ წავიდა სადაც 5 წუთის წინ მე მეძინა.მისი საქციელით უარესად დავიბენი,ვერ მივხვდი რისი ნიშანი იყო ეს კოცნა.დისორენტირებული წავედი მეორე სავარძლისკენ და დაბნეული დავჯექი.სანდრო ამ ხნის განმავლობაში ჩემს ბინას ათვალიერებდა. -ლამაზია -რა?_ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა -ბინა._მითხრა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ჩემს „სამეფოს“. -ჰოო._ამოვილუღლუღე და ზედმეტად მომხიბვლელ სანდრო შევხედე.-რომ არ დაგიმალო გაკვირვებული და დაბნეული ვარ. -გეტყობა._გამიცინა და თავისი ქათქათა კბილები დამანახა.რამის დავდნი მის სიცლიზე,სიცილიც როგორ ძალიან უხდება.ღმერთო შენ მიშველე.გაუცნობიერებლად ტუჩი მოვიკვნიტე. -რისთვის მოხვედი?_როგორც იქნა დავსვი ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვა და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შევიკავე. -ისუნთქე თაია,ეგრე გაიგუდები. -ვსუნთქავ._წარბაწეული გავხედე,სანდრომ კი ისევ გაიცინა.ვაიმე რა საყვარელია ეს უტიფარი კაცი. -ზედმეტი ნახევარი საათისთვის დამატებითი ჰონორარი მოგიტანე._მითხრა და გამომცდელად შემომხედა თვალებში.მე კიდევ საშინლად გავბრაზდი,მით უფრო ხომ იცის რომ მე ფოტოგრაფი არ ვარ. -მგონი მაგ ნახევარ საათზე ვილაპარაკეთ უკვე,თან ძალიან კარგად იცი რომ მე ფოტოგრაფი არ ვარ და თუ მაინც არ იშლი შენსას შეგიძლია სააგენტოში მიიტანო._გაბრაზება ხმაშიც მეტყობოდა.ხელები ძლიერად მოვუჭირე სავარძლის გვერდებს და სანდროს გაღიზიანებულმა გავხედე. -ეს უბრალოდ მიზეზი იყო აქ მოსასვლელად._წარბ აწეულმა გავხედე.-შენი ნახვა მინდოდა. -და რატომ?_მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,გულში ჩამეცინა -რამდენიმე საათში კორპორაციული საღამოა ჩემს კომპანიაში,მინდა ჩემი მეწყვილე იყო._მოსმენილით ჯერ კიდევ შოკში ვიყავი,მაინც და მაინც ჩემთან რატომ მოვიდა.სხვა ვერავინ ვერ ნახა. -კი მაგრამ სხვა არავინ არაა მე რომ არ ვიყო შენი მეწყვილე? -სხვა ძალიან ბევრია,მაგრამ მე მინდა რომ შენ იყო ჩემი მეწყვილე._ფეხზე წამოდგა.-გაემზადე და კაბის საყიდლად მივდივართ. -მე არსად არ მოვდივარ,და არც თანხმობა მითქვამს შენთვის -რომ მეკითხა მაშინ შეიძლება გეთქვა უარი,მაგრამ ახლა მე არაფერი მიკითხავს,მალე დრო არ გვაქ მაგდენი._კუშტი მზერით შემომხედა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო.მე ჯერ კიდევ აურკვევლობაში ვიყავი,ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა რას მთხოვდა ბექაური.ბოლოს დათანხმება გადავწყვიტე,როცა მივხვდი რომ უარს აზრი არ ქონდა,თანაც რატომ უნდა წავსულიყავი ჩემი თავის საწინააღმდეგოდ,როცა მეც მინდოდა წაყოლა. -მაქვს კაბა._წამოვექი და საძინებელში გავედი კაბის სანახავად,ნაბიჯების ხმაზე მივხვდი რომ სანდროც გამომყვა,უშველებელი კარადის კარი გავწიე და სასურველი კაბის ძებნა დავიწყე.მალე მივაგენი შავ გრძელ კაბას,რომელსაც კორსეტის მაგვარი წელი ჰქონდა და მკერდთან მთავრდებოდა.ძალიან ლამაზი იყო,არსად არ მქონდა ჩაცმული.კაბა კარადიდან გამოვიღე და სანდროს დავანახე შესაფასებლად. -კარგია,მაშინ ორ საათში გამოგივლი და მზად იყავი._კარგია და ვსო?კარგი,კარგი.ვნახოთ ერთი ორ საათში რას იტყვი,მაცდურად ჩამეღიმა და ოთახიდან გასულ ბექაურს დავეწიე. ვეცადე ორ საათში ჩავტეულიყავი და ყველაფერი მომესწრო.თმა ავიწიე და ლამაზად კოსა დავიმაგრე,მაკიაჟიც ჩემით გავიკეთე,აბა ახლა სად წავსულიყავი,სადა,მაგრამ მუქი ჩრდილით,კაბაც ჩავიცვი და საბოლოო შტრიხების შესატანად სარკესთან დავდექი. -მგონი ძალიან ვეცადე._აღმომხდა და კარგად დავაკვირდი ჩემს თავს.ძალიან მიხდებოდა კაბა,მაკიაჟი და თმა ხომ საერთოდ.ჩემი ნამუშევარი ცერა თითის აწევით შევაქე და კარადასთან მივედი ფეხსაცმლის გადმოსაღებად. *** სულ ტყუილად ვიმუქრებოდი.არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი შემიმჩნევია მის სახეზე.საერთოდ რაღატო წამომიყვანა ან მე რას გამოვყევი.ისევ ჩემს თავზე ვბრაზობდი.მანქანის კარი გამიღო და მანიშნა დავმჯდარიყავი.რომ ჩავჯექი ღვედისკენ გაიშვირა ხელი. -მეთვითონ._ვუთხარი და ვცადე ღვედი მე შემეკრა,მაგრამ ისეთი მზერით შემომხედა,ჩუმათ უკან წავიღე ხელი და ვაცადე თვითონ გაეკეთებინა.ისე ახლოს იყო ჩემთან და ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა,რამის დავდნი.ვიგრძენი როგორ გაიარა სისხლმა მთელი სხეული.არ ვიცი ჩემი დაბნეულობა თუ შემატყო სანდრომ,მაგრამ ერთი კი ჩაიცინა და წელში გასწორდა. გზაში ფანჯარაში ყურების მეტი არაფერი გამიკეთებია,სადღაც 15 წუთში მივედით მის კომპანიასთან,მანქანა გააჩერა და გადავიდა,ჩემს მხარეს მოვიდა და კარი გააღო.ღვედი გავიხსენი და მის გამოწვდილ ხელს ალმაცერად დავხედე.მანქანიდან დაუხმარებლად გადმოვედი და წელში გავსწორდი.სანდრომ წარბაწეულმა გამომხედა და დასახმარებლად გამოწვდილი ხელი წელზე შემომაჭდო. -მეტკინა._წამოვიყვირე,როგორც კი ხელი ძლიერად მომიჭირა გვერდებზე და თვალებ დაკვესებულმა შევხედე.ბექაურმა ერთი ჩაიღიმა და საპასუხოდ ისევ ხელი მომიჭირა. -ეეე,გეყოს. -შენი ხმა არ გავიგო ახლა._მითხრა როგორც კი დარბაზის კართან მივედით. ვერადროს ვიტანდი ადამიანების ზედმეტ ყურადღებას,მოშტერებას და მსგავს ქცევებს.ახლა კი ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვიყავი,უკლებლივ ყველა ჩვენ გვიყურებდა,ზოგი იღიმოდა ზოგიც არა.უხერხულობისგან შევიშმუშნე და სანდროს გავხედე. *** ვერანდაზე გამოვედი,უკვე აღარ შემეძლო დარბაზში ყოფნა,ზოგი ისეთი დაფარული ზიზღით მიყურებდა,რომ ჩემზე ცუდად იმოქმედა და იქაურობა რომ არ დამეტოვებინა არ ვიცი რა მომივიდოდა.ეს ზოგი რა თქმა უნდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ,შურით სკდებოდნენ სანდროს გვერდით რომ ვიდექი,მეც ზოგჯერ გამარჯვებულის იერით გავხედავდი ხოლმე.მეცინება ჩემს ქცევაზე,მაგრამ რომ მახსენდება ის ქერა ქალბატონი როგორ დაუგფარავად ეფლირტავებოდა ბექაურს სიცილის სურვილსაც ვკარგავ.უფრო ჩემს თავზე ვბრაზდები,სანდროზე და იმ ქალბატონზე რომ ვეჭვიანობ.მოაჯირს ხელებით დავეყრდენი და ღამის თბილისს გავხედე. -არადა მეგონა,რომ სანდროს კარგი გემოვნება ჰქონდა._ხმაში თითქოს იმედგაცურების ნოტებმა გაიჟღერეს.გვერძე გავიხედე და ერთ-ერთი იმ „ზოგთაგანი“ შემრჩა ხელში,რომლის მზერას უფრო ხშირად ვგრძნობდი.გამეცინა -მერედა რამ შეგიცვალა აზრი?_ისევ ღამის თბილისს გავუსწორე მზერა. -შენ._უხეშად მომახალა და სიგარეტს მოუკიდა.ისევ გამეცინა,ზოგჯერ ქალები რას აღარ კადრულობენ კაცის გამო.დანანებით გავიქნიე თავი. -ალბათ მიხვდი რომ იმაზე ბევრად კარგი გემოვნება აქვს ვიდრე გეგონა. -სანდრომ თქვა რომ მალე იქორწინებთ._ამან მგონი თავი რაღაცას მიარტყა,თავიდან დავიბენი,მაგრამ თამაში გავაგრძელე. -მერე? -მე და სანდრო საყვარლები ვართ. -მერე?_უდარდელად ავიჩეჩე მხრები და თვალებში შევხედე.ჩემს პასუხზე დაიბნა და ის კმაყოფილი ღიმილიც გაუქრა სახიდან. -ჯობია ახალი სამიზნე იპოვნო შენს შესანახად,რა თქმა უნდა თუ უკვე არ დაუმიზნე ვინმეს,ხომ ხედან ერთი დაკარგე_თვალი ჩავუკარი და კარში მდგომ ბექაურისკენ წავედი ხელები რომ მოემუშტა. -მგონი წასვლის დროა._ ჩავილაპარაკე და გასასვლელისკენ უკან მოუხედავად წავედი. *** -სახლში ამოყოლა საჭირო არ იყო სანდრო._გაბრაზებულმა დრევანდელ საღამოზე ფეხსაცმელები იქვე მივყარე და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი. -დარეჯანს რა უნდოდა?_ისე გადავიხარხარე,მგონი ამხელა კაცი შევახტუნე -დარეჯანი ვინაა?_ძლივს დავწყნარდი და ბექაურს მივაშტერდი,ისეთი სიმპატიური იყო ჩემი თავის მიკვირდა ასე მშვიდად როგორ ვიყავი. -ვერანდაზე რომ გელაპარაკებოდა. -აა მეთევზეზე მეუბნევი?_გაოცებუმა გამომხედა და როგორც ჩვევია ერთი ფეხის ტერფი მეორე ფეხის მუხლზე დადო.-მე და სანდრო საყვარლები ვართო.ხო კიდევ მითხრა რომ თურმე ჩვენ მალე ვიქორწინებთ._წარბაწეულმა გავხედე და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი. -რაც გითხრა არაფერია ტყუილი,უბრალოდ ერთი დეტალი გამორჩა-ყოფილი. -სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს ყოფილია თუ მომავალი.და რაც შეეხება მეორეს ვფიქრობ რომ ორივემ თავი რაღაცას მიარტყით.არავისზე ქორწინებას ვაპირებ,უახლოეს მომავალში მაინც და მით უფრო შენზე. -არავინ არ იცის უახლოეს მომავალში რა იქნება პატარა_თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა -მართალია,არც შენ._გავუღიმე და კარისკენ მიმავალს უკან გავყევი. *** -დედა ამ დილაადრიან რომ არ დაგერეკა არ შეიძლება?_ავბუზღუნდი როგორც ყოველთვის. -თაია არ გრცხვენია?საათს შეხედე ერთი. მითითებისამებრ შევხედე საათს,უპს ორი საათი ხდებოდა უკვე. -მერე რა მე ჯერ არ გამიღვიძია,ამიტომ ჩემთვის ჯერ დილაა._თავის გასამართლებელი არგუმენტი მოვიყვანე. -ეგ იმიტომ რომ უსაქმურად ხარ,ხოდა გელოდებით მე და მამაშენი სახლში,მამაშენს შემოთავაზება აქვს. -კარგი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წამოვიზლაზნე და ვანაში შევედი. ერთ საათში ჩემი მშობლების სახლში ვიყავი. -დედა,მამა მოვედი._დავიძახე როგორც კი სახლში შევედი.-დედა ჩემთვის არ გითქვამს სტუმარი თუ გყავდათ._დაბღვერილმა გავხედე ჯერ სანდროს,მერე მშობლებს,რომლებიც გაცისკროვნებული თვალებით მიყურებდნენ.“ესენი რაღაცას ხლართავენ“-გავიფიქრე მათი სახის დანახვაზე და დასაჯდომად სავარძელთან შევჩერდი. -თაია მა,შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს._დაიწყო მამაჩემმა.-სამ დღეში ბათუმში უნდა გავფრენილიყავი საქმიან შეხვედრაზე,მაგრამ ვეღარ მივდივარ,გერმანიაში უნდა გავფრინდე სასწრაფო ვიზიტზე,ვიფიქრე ბათუმში შენ წახვიდოდი ჩემს მაგივრად თან შეხვედრის მერე შეგიძლია დარჩე და დაისვენო,გაირუჯო.რას იტყვი? -აჰა,მაცდური შემოთავაზება,მაგრამ მე შენი ბიზნესის არაფერი გამეგება. -აჰ შენ მაგაზე არ ინერვიულო,შენ იქ იქნები უბრალოდ ჩემი წამომადგენელი,შენ არაფერი გევალება,ყველაფერს სანდრო მიხედავს._აი თურმე რა. -სანდროც მოდის?_ამრეზით გავხედე ჩუმად მყოფ სანდროს და ძლივს შევიკავე თავი ტუჩი რომ არ მომეკვნიტა,ისეთი მამაკაცური და სიმპატიურო იყო. -სანდრო-ც?_ჩაიცინა სანდრომ -კი თაია,რას იტყვი? -კაი თანახმა ვარ,ბათუმში დასვენებაზე არ ვიტყვი უარს._მით უფრო სანდროსთან ერთად. -ძალიან კარგი._ხელი შემოკრა დედაჩემმა.ეჭვის თვალით გავხედე ნანას და წარბები ავუწიე. *** -თუ გეძინება შეგიძლია ჩემს მხარზე გამოიძინო._ირონიულად მომღიმარი სანდრო თვალებში მიყურებს და თან ღვედს იკრავს. -თუ ძილი მომერია აუცილებლად._გავუღიმე და თავი გავატრიალე. ფრენა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა,თუმცა მაინც იმოქმედა ჩემზე და აეროპორტიდან გათიშული გამოვედი. -თაია მოვედით._გონს სანდროს ხმამ მომიყვანა. ულამაზეს ორსართულიან სახლთან გაჩერდა მანქანა სანაპიროსთან ახლოს. -ლამაზი სახლია. -ჰო,დედაჩემის დიზაინითაა აშენებული._გამიღიმა სანდრომ -შენი სახლია?მამას არ უთხქვამს რომ შენს სახლში ვიცხოვრებდი_აფოქიაქება ხმაშიც დამეტყო. -ალბათ დაავიწყდა,რამე პრობლემას წამოადგენს ეს?_ირონიულად შემომხედა და კარში პირველი შემატარა. -რა თქმა უნდა არა._მეც მომღიმარმა გავხედე და სახლის დათვალიერებას შევუდექი. *** -დედა მამა დამალაპარაკე -თაია დე როგორ ხარ? -ცუდად დედა და მალე მიეცი ყურმილი მამას._ისე ვბრაზობდი,რომ დამალვასაც არ ვცდილობდი -ხო თაია რა გჭირს?_მამას ხმა გაისმა ყურმილში -მამა ჯერ ერთი-რატომ არ ხარ გერმანიაში და მეორე სად არიან „საქმიანი შეხვედრის“მონაწილეები? -შეხვედრა ხვალაა თაია. -კი მართალია,შეხვედრა ხვალაა,მაგრამ მოგეხსენება რომ ყველაფრის გადამოწმება მიყვარს რაიმე ექსცესს რომ არ ჰქონდეს ადგილი,ხოდა დავრეკე იმ რესტორანში სადაც შეხვედრა გქონდა დაგეგმილი და მომახსენეს რომ არანაირი მაგიდა ჩვენს სახელზე არაა დაჯავშნილი.მამა რაებს ხლართავთ? უცბად ტელეფონი ვიღაცამ გამომაცალა ხელიდან,გაბრაზებულა და გაოცებულმა გავხედე სანდროს,რომელიც ჩემს ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. -რას აკეთებ?_შევუბღვირე და უკვე გათიშული ტელეფონი ხელებიდან გამოვგლიჯე. -სალაპარაკო გვაქვს._მითხრა და ჩვეულ პოზაში დაჯდა სავარძელში. -ალბათ იმაზე რომ არანაირი საქმიანი შეხვედრა არაა დაგეგმილი და აქ შენ და ჩემმა ოჯახმა მოტყუებით ჩამომიყვანეთ. -ზუსტად.შენი მშობლები არაფერ შუაში არიან,ეს ჩემი იდეა იყო. -ნეტა როგორ მოგაფიქრდა._ირონიულად ჩავილაპარაკე და ფანჯარაში გავიხედე.-მივდივარ._ვთქვი და ფეხზე ავდექი. -მიდიხარ?და სად?_სანდრომაც მე მომბაძა და ხელი დამიჭირა. -თბილისში. -აქ ტყუილად კი არ ჩამოგიყვანე._ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,მეც უკან-უკან მივდიოდი,მაგრამ უცბად კედელს შევეჯახე და ტკივილისგან ამოვიზმუვლე.-ნელა თაია. -სტოპ!არ მომიახლოვდე...სანდრო! -რა იყო?გეშინია რომ ჩემი სიახლოვე გაგყიდის_სარკასტულად ჩაიცინა და ზუსტად ჩემს პირდაპირ დადგა.ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო,ამიტომ თვალებით მის გულ-მკერდს მივშტერებოდი და თავს ზევით არ ვწევდი. -ახლა გაკოცებ._მიჩურჩულა და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა. -რაა?რას იზავ?_დაბნეული ავლუღლუღდი და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი სანდრომ მოქმედება დამასწრო და მაკოცა. მომეწონა?მარტო კი არ მომეწონა სიამოვნებისგან დავდნი,ყოველთვის ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩეი პირველი კოცნა,მაგრამ ასეთი კარგი,სასურველი და სასიამოვნო არასდროს არ წარმომედგინა.მუცელში მარტო პეპლბი კი არა დაფრინავდნენ,მთელი ფლორა და ფაუნა დაღოღავდა და დაცურავდა.მე კიდევ სადღაც ღრუბლებში დავფრინავდი სანდროსთან ერთად,რომ არა მისი ხელი წელზე ალბათ წონასწორობას ვერც შევინარჩუნებდი.გონს სანდროს ხმამ მომიყვანა. -კიდევ გავიმეორო?_თვალები გავახილე და მაცდურად მიყურებდა. -ახლავე!_ვუთხარი და ჩემსკენ მოვქაჩე,ჩემს პასუხზე ბექაურს ჩაეცინა და სურვილი ამისრულა. *** -თაია რას აკეთებ?_მკითხა ახალმა გაღვიძებულმა სანდრომ.მის უეცარი გაღვიძებით შეშინებულმა ფოტო აპარატი ზურგს უკან წავიღე და არაფერსთქო ვუთხარი. -აბა რას აჩხაკუნებ მანდ? -სანდრო ხომ გითხარი არაფერს თქო ,ალბათ სიზმარში დაგესიზმრა._იამიტი სახით მივაჩერდი. -ახლა შეგჩამ._დაიძახა უცბად და ერთი ხელით საწოლზე დამაგდო,ამასობაში ჩემი აპარატიც ძირს დავარდა. -თუ გამიტეხე არ გაპატიებ იცოდე._ტირილის პირას მისულმა ამოვიჩურჩულე და სანდრო დაბღვერილმა შევხედე. -ოღონდ შენ არ იტირო და მაგაზე უკეთესს გიყიდი._მითხრა და ჩემს ტუჩებს დაწვდა.-რა კარგი ხარ რომ იცოდე._თან მელაპარაკებოდა და თან მკოცნიდა. -არც შენ ხარ ურიგო._ამოვიბლუყუნე და თმებში ხელი შევუცურე. -რაც დაგინახე მას მერე მინდა ამ ტუჩების დაპატრონება._მის აღიარებაზე ჩამეცინა და ახლა მე დავწვდი მის ტუჩებს. *** სამი კვირა სამი დაუვიწყარი კვირა გავატარეთ ბათუმში,ამასობაში მე და სანდრომ ერთმანეთი უკეთ გავიცანით,ვგრძნობდი როგორ ეპატრონებოდა ეს ადამიანი ჩემს სულს,მის გარეშე ვეღარ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება,ამ ორ კვირაში მივხვდი რომ მთელი ცხოვრება მას ველოდებოდი,იმასაც ვხვდებოდი რომ სანდროსთვის მორიგი გასართობი გოგო არ ვიყავი,ამას მის თვალებში ვხედავდი.ყოველ დღე ჩუმათ ახალ-ახალ ფოტოებს ვუღებდი და ვაგროვებდი.თბილიში ჩამოსულები ეგრევე ჩემს მშობლებთან წავედით,იქ მისულებს მშობლები გაბრწყინებული თვალებით დამხვდნენ და მეც თითის ქნევით შევედი სახლში,მერე სანდრომ მამა ცალკე გაიყვანა სასაუბროდ,ამაც ცოტა ამაღელვა მაგრამ ვიფიქრე რომ კომპანიასთან დაკავშირებით ექნებოდათ სალაპარაკო და აღარ შემიწუხებია მეტი ამაზე ფიქრით თავი. -მინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად._მითხრა სანდრომ როცა სახლში მივყავდი,ცოტა დამაბნია ბექაურის სიტყვებმა,ჯერ არ ველოდი ამ შემოთავაზებას. -შენთან?_როგორც დაბნეულობისას მჩვევია თვალების ცეცება დავიწყე და ტუჩები გავბუსხე.სანდრომ უცბად მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. -ეგრე იცოდე აღარ გააკეთო_მითხრა და მაკოცა,მეც გავინაბე და ხელები კისერზე დავაწყვე.ოტა ხანსი სანდრო წელში გასწორდა და მანქანა დაქოქა. -ხო ჩემთან,არ მინდა პატარა ბიჭივით აქეთ-იქით სირბილი,როცა მომენატრები მინდა ჩემთან მყავდე და ღამე შენს სადარბაზოში არ გთხოვო ჩამოსვლა. -არ ვიცი სანდრო.. -მე ვიცი,დღესვე ჩაალაგე ბარგი და ჩემთან წავიდეთ._ცოტახანს ხმას არ ვირებდი,მოულოდნელი იყო ჩემთვის,არა კი ველოდი ამას მაგრამ ასე ადრე და ასე სპონტანურად არა. -კარგი._ბექაურმა ღიმილით მაკოცა ხელზე,რომელიც მთელი გზის განმავლობაში თავის მარჯვენაში მოექცია. *** როგორც კი სანდრომ ჩემს ოთახში გაკრული მისი დის ქორწილში გადაღებული თავისი ფოტო დაინახა,გაოცებულმა შემომხედა და მერე ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგეები. -ეს.. -ეს ფოტო ძალიან მომწონს._აღარ დავასრულებინე და მხრების ჩეჩვით ვუთხარი. -უბრალოდ მოგწონს?_თბილად მომღიმარი მიახლოვდებოდა -ხო,ფოტო უბრალოდ მომწონს,აი სიმპატიურ ახალგაზრდაზე კი რა მოგახსენო._გადავიკისკიდე და სანდროს ხელიბით კისერზე ჩამოვეკონწიალე. -მიყვარხარ._მნითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა.ახლა ავაფახუნე თვალები და ტუჩები გავბუსხე.ამას ნამდვილად არ მოველოდი,არა კი ვიცოდი რომ ვუყვარდი მაგრამ „მიყვარხარ“ ჯერ არ უთქვამს,ბოლოს როცა კარგად გავიაზრე რაც მითხრა,თვალებიდან ცრემლები დაუკითხავად გადმომცვივდა,სანდრო კი ისევ ღიმილით მიყურებდა. -შენ თაია?_მკითხა და ალბათ სუნთქვაც შეწყვიტა ისე ყურადღებიდ მაკვირდებოდა და ელოდა ჩემგან პასუხს. -მიყვარხარ!ამას ნუ მეკითხები._ხელები წელზე შემოვხვიე და გაღიმებულ ბექაურს გულზე დავადე თავი,რომელიც რამის იყო და საგულედან ამოვარდნილიყო. *** სანდროსთან საცხოვრებლად გადავედი კიდევაც და ხელიც მოვაწერეთ.გაგეცინებათ და ცოლობა არც უთხოვია,აი ასე უბრალოდე მოტყუებით მომაწერინა რაღაც საბუთზე ხელი,ვითომ შენი სამსახური თაობაზეო და როგორც კი ხელი მოვაწერე მერე მითხრა რომ უკვე ჩემი ცოლი ხარო,თავიდან კი გავებუსხე,როგორ შეიძლება ასე უთქმელად და მოტყუებით ცოლად რომ მომიყვანე თქო,მაგრამ მერე ისეთი ხერხებით შემომირიგა ხმა აღარ დამიძრავს და ბედნირი ვიყავი იმით რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი მეუღლე მერქვა. ამასობაში სანდროს დაბადებისდღეც მოახლოვდა და გადავწყვიტე ერთ დაუგეგმა სურპრიზს მეორე სურპრიზიც შემემატებინა და განსახორციელებლად ლიკას სტუდიაში წავედი.დღეს მთელი დღე მუშაობდა სანდრო,ამიტომ თავისუფლად შემეძლო ჩემი საქმის გაკეთება.უკვე 7 საათი იყო რომ მოვრჩით მე და ლიკას თანამშრომლები სიურპრიზის მომზადებას და მათი გაცილებიდან ნახევარ საათში სანდრომაც დამირეკა რამე ხომ არ გინდაო,თან ხმა ცოტა მოწყენილი ჰქონდა.არა თქო ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე რომ არ გამცინებოდა,მისთვის დაბადებისდღე ჯერ არ მიმელოცა და ალბათ ამიტომ ბრაზობდა.ამასობაში რომანტიული ვახშამიც გავაწყვე ოთახის შუაში ორ კაცზე.ამ დღისთვის სპეციალურად შეძენილი კაბა გადავიცვი და ბნელ ოთახში,სავარძელში მჯდომი სანდროს მოსვლას დაველოდე. დაახლოებით 5 წუთში საკეტის ხმაც გაისმა და ოთახიც განათდა. -გილოცავ დაბადების დღეს._ვუთხარი და მონატრებუს გემრიელად ვაკოცე. -მეგონა დაგავიწყდა._გამიცნია და ბედნიერმა შემომანათა თვალები. -შენთვის სურპრიზი მაქვს,თვალები დახუჭე. -თუ იმ რომანტიულ ვახშამს გულისხმობ,უკვე დავინახე._ხელი მაგიდისკე გაიშვირა და გამიცინა. -არა,წადი გამოიცვალე,ოთახი გამზადებული მაქვს ტანსაცმელი და მოდი._მაცდურად ჩავიღიმე და სანდროს ვუბიძგე ოთახისკენ. -და სურპრიზი?_საწყალი თვალებით შემომხედა -ჯერ გამოიცვალე._თვალების ბრიალით გავხედე.მან კი ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია და ოთახისკენ დაიძრა. -ისე მგონი ცოტა გაიზარდნენ შენი ბურთები._თან იცინოდა და თან ხელით ჩემი მკერდის მოხაზულობას აკეთებდა. -სანდრო!_დავუყვირე და მის ამ რეპლიკაზე ლოყები ამიწითლდა. -მიყვარს როცა წითლდები._თვალი ჩამიკრა და ოთახში გაუჩინარდა,მეც ღიმილით მივყევი სანდროს.ოთახში შესულს საოცარი სურათი დამხვდა.სანდრო იმ ერთ,ყველასგან განსხვავებულ და ცენტრში მოტავსებულ სურათს უყურებდა,რომელიც მის სხვა ფოტოებთან ერთან კედელზე იყო გაკრული.გაოცებულმა გამომხედა და მერე ისევ ფოტოს მიუახლოვდა და შუშას ხელი გადაუსვა,მერე თითქოს გონს მოეგოო და ჩემკენ დაიძრა. -თაია_მისი ხმა სითბოთი და სიყვარულით იყო გაჟღენთილი. -შენ მამა,მე დედა.ვუთხარი ღიმილით -მე მამა,შენ დედა._გაიმეორე მანაც და მუცელზე ნაზად მაკოცა.-ყველაზე მეტად თქვენ მიყვარხართ. ცოტახანში კი ერთად ვათვალიერებდით სანდროს იმ სურათებს რომელსაც ბათუმში ჩუმ-ჩუმად ვუღებდი.როცა მის თვალებს შევხედე,მივხვდი რომ მარტო ამად ღირდა ჩემი ცხოვრება,მეყურებინა ჩემი საყვარელი ადამიანის ბედნიერი თვალებისთვის,რომელშიც უსაზრვრო სიხარული,სიყვარული და ბედნიერება ერთმანეთში არეულიყო. -„უშენოდ მგონი მოვკვდები“_ვუთხარი ჩემი საყვარელი ფრაზა და თავი მის მხარზე ჩამოვდე. *** -თაია ის კაბა ჩაიცვი მე რომ გაჩუქე._მითხრა სანდრომ და იმ თეთრ კაბაზე მიმამინშნა გუშინ რომ მაჩუქა. -კაი საყვარელო._გავუცინე და კაბა საწოლზე დავდე.-სანდრო თომა სადაა?_ვკითხე მას შემდეგ,რაც ბავშვი თავის საწოლში ვერ ვნახე. -საბამ გაიყვანა,თვქენ გაემზადეთ და ჩვენ გარეთ დაგელოდებითო. -მაგას და თომას ერთი ჭკუა აქვთ._გადავიკისკისე და სანდროს ზურგით დავუდექი,რომკაბის ელვა შეეკრა. -ხომ არ ჯობს თომა ჯაბას მოვანათლინოთ?_საწყალი სახით შემომხედა სანდრომ.-არ მინდა საბამ თავისი უჭკუობა დაანათლოს._სიცილით მითხრა და მხარზე ცხელი კოცნა დამიტოვა. -ნუ ცუღლუტობ. -რატომაც არა?_მაცდურად აათამაშა წარბები -იმიტომ,რომ დღეს ჩვენი შვილის ნათლობაა და აგრეთ ხალხი გველოდება. -დღეს ორმაგად ამინასღაურებ._აბუზღუნდა ქმარი და ჩემგან ზუსრგით დადგა.მის საქციელზე გამეცინა და ზურგიდან ავეკარი -გპირდები_ვუთხარი და ყელში ხმამაღლა ვაკოცე. -დაპირება დაპირებაა. ჩვენი პატარა თომა ისეთი საყვარელი იყო ჩოხაში,რომ სიცილს ვერ ვიკავებდი.იმდენი ვკოცნე ბოლოს ტირილი დაიწყო და საბამ გამომართვა ნუ გადამირიე ბავშვი და ნუ ატირებ ჩემს სათლულსო.ეკლესიაში მისულს ხალხი უცნაური ღიმილით დამხვდა.მეც გაკვირვებული ავედევნე სანდროს და ხელი ჩავკიდე.ამასობაში მამაოც მოვიდა.სანდროს გვერძე საბა ამოუდგა,ოღომდა თომა ხელსი არ ეჭირა,მეც ჩურჩულით ვკითხე ბავშვი სადაა თქო და დედაშენთანო მანაც ჩუმათ მომიგო.მე კიდევ თათა ამომიდგა მხარში და ლაღად გამიცინა,რაღაც სიტუაცია მეუცხოვა,საბა და თათა ისე იდგნენ,თითქოს მეკვარეები ყოფილიყვნენ და ჩვენ ნეფე-პატარძალი და აქ რაღაცამ გამიელვა თავში,თან დღეს ისე მთხოვა სანდრომ ამ თეთრი კაბის ჩაცმა,როცა სანდროსთვის კითხვა დავაპირე რა ხდება თქო,მამაომ კითხვა დაგვისვა -აბა მზად ხართ,დავიწყოთ ჯვრისწერა?_და აი ჩემი ეჭვებიც გამართლდა და გაოცებულმა და ამავე დროს უსაზღვროდ ბედნიერმა გავხედე სანდროს რომელიც მალულად აკვირდებოდა ჩემს რეაქციას.ახლაც ჩემ უკითხავად გადაწყვიტა ყველაფერი,მაგრამ ამ შემთხვევაში გაბუტვას აღარ ვაპირებდი,მეც ძალიან მინდოდა კვირს დაწერა,მაგრამ სანდროსთვის არ მითქვამს.უკითხავად ჩამოგორებული ცრემლი ხელით მოვიწმინდე,სანდროს ლოყაზე ვაკოცე და ჩუმად ვუჩურჩულე -ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ. ესეც ერთი პატარა სიყარულის ისტორია,დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და ძალიან გამახარებთ თუ თქვენს აზრს კომენტარებში დააფიქსირებთ. იმედია ისიამოვნებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.