ცოდვები აბნელებს სულს... 2
თვალებში შევყურებდი და ვფიქრობდი როგორ დაივიწყა მან ეს ზიზღიანი თვალები, რომლითაც იმ ღამით შევცქეროდი. როგორ შეეძლო თავისი დანაშაული დაევიწყებინა. მე კი ვერ დავივიწყე... სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება მისი დამცინავი და ირონული მზერა... მერე ის საზიზღარი გადახარხარება... მე თავი გავწირე მაგრამ რის გამო? ეს ხომ არ იცოდა... ეგონა სხვა ქალებს ვგავდი, ან კი რისგან განვსხვავდებოდი, მეც ხომ ფულზე გავყიდე ჩემი სხეული... სინდისი და ყველაფერი წმინდა რაც კი გამაჩნდა. სიძულვილი_მხოლოდ ეს გრძნობა გამაჩნდა ერეკლე მესხის მიმართ. ცნობილი ბიზნესმენი და არქიტექტორი_აი ასე გავიცანი მე ეს საზიზღარი, ქალთმოძულე ადამიანი. რას წარმოვიდგენდი რომ ის ჩემს გულშიც დაიკავებდა ადგილს, ოღონდ როგორც ყველაზე საშინელი პიროვნება. ვიცოდი... ვიცოდი მის დავიწყებას ვერასდროს შევძლებდი, ის გამოხედვა ყოველთვის თვალწინ მედგა... რა მწარეა როცა ქალი ვარ.. შეიძლება, ჩემი ნებით არ მინდა, მაგრამ ასეა... მე ისიც კი ვიცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ... მე ქალი ვარ... სუსტი ქალი... ტკივილამდე სუსტი..მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედი ვარ... მე, ვიღაცის ბედი ვარ... ვიბრძოლებ თუ არა, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია...მთავარია, რომ... მე ქალი ვარ... არადა, რა ძნელია ვიყო უხეში, როცა მე, თავად ნაზი არსება ვარ, ჰაეროვანი, მაგრამ მახსენდება, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ხანდახან მიწევს ვიყო უხეში... მე ქალი ვარ... არადა, ძნელია სუსტი ვიყო, თუკი შემიძლია ვიყო ძლიერი... არადა ვიცი, რომ მე ვარ ულამაზესი, უსაზღვრო ბრწყინვალება... სიძლიერე და სიმდიდრე ამ დროს უშედეგოა და არაფრის მომტანი, მაგრამ ისიც არ მავიწყდება, რომ კეთილი გული და ზოგადად სიკეთე, ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე... ამის გათვალისწინება მიწევს და ვერ ვივიწყებ რომ ცხოვრება მწარეა, თუ წაიქეცი ხალხი გადაქქოლავს, არავინ არ აგაყენებს ფეხზე, სწორედ ამიტომ... სწორედ ამიტომ ამაყად ავწიე თავი და ვუთხარი: -შესაძლებელია იყოს კიდეც.... მე ხომ შვილი მყავს-გავიღიმე ძვლივსძვლივობით-ის ახლა კარგადაა, მეც ბედნიერი ვარ... -მე შვილი არ მყავს-მოიწყინა ერეკლემ, ახლა ისე ბოროტად აღარ უელავდა თვალები, ვინმეს რომ ენახა რას წარმოიდგენდა ამ მშვიდი ადამიანის შიგნით, რა ურჩხული იმალებოდა. ვითომ კეთილია, მოვიდა, უნდა დამეხმაროს, სინამდვილეში კი ვინ იცის რა მიზანი ამოძრავებს. -გინდათ შვილი გყავდეთ?-ვკითხე მე. -ძალიან, ძალიან მინდა, მაგრამ მეშინია რომ არ ვიქნები კარგი მამა, იმდენი ცოდვა მადევს ზურგზე, რომ მეშინია ჩემი შვილი არ დავაზიანო, რამე არ დავუშავო ამ ჭუჭყიანი ხელებით...-ხელები დამანახა მან და იმ წუთას ძალიან მომინდა ხმამაღლა გამეცინა, მეტირა, მეყვირა და მეთქვა თუ რატომ მომექცა ასე. რატომ დაინანა ის 30000 რომელიც მისთვის ორ ლარს უდრიდა. ისიც კი ვუთხარი ფულს დაგიბრუნებთ_მეთქი, მაგრამ მითხრა ვინ იცის როგორ მოიპოვებთ ამ ფულს, ბარემ ჩემთან გაატარეთ ერთი ღამეო. ხომ გესმით ეს ჩემთვის რა რთული იქნებოდა, მაგრამ ხელი გავისვარე მისივე ცოდვებში... -ამის ფიქრის საბაბს რა გაძლევთ?-ძვლივს ამოვილაპარაკე მე და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს. -ყველა ჩემი დანაშაული,-მომიგო მან-შენ ვერ გამიგებ... მსგავსი რამე ალბათ არ გამოგიცდია. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და მწარედ ჩავიცინე. -ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებთ ბატონო ერეკლე. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, ორივეს ცოდდვები გვაკავშირებს ერთმანეთთან... -ბატონი ერეკლე? ჩემი სახელი საიდან იცით?-გაოგნდა ის. -თქვენ ვინ არ გიცნობთ, ცნობილი ბიზნესმენი და არქიტექტორი არა?-ღიმილით ვუთხარი მე. -გიყურებთ და ასე მგონია სადღაც მინახავს თქვენი ცისფერი თვალები, ვცდები? იმ წუთას მინდოდა პირში მიმეხალა ყველაფერი, მაგრამ არა! გულში გეგმა ჩავისახე და ჩანაფიქრს აუცილებლად მივიყვანდი ბოლომდე. -გეცნობით? არა, რას ამბობთ. მე კი დღეს პირველად გნახეთ, ნუ პირდაპირ ეთერში-გადავიკისკისე მე და ამ გადაკისკისებას წლების შემდეგ უდიდესი ძალა მოვახმარე. -მგონი ჩვენ...-ყოყმანით ამათვალიერ-ჩამათვალიერა მან და ჩემი ხალი დაინახა ყელზე, ეცნო, ნამდვილად ეცნო... მივხვდი რომ ყველაფერი ჩამეშლებოდა საუბარს თუ არ შევწყვეტდი. -ახლა უნდა წავიდე... მეჩქარება-ფეხზე წამოვდექი მე და თან გულში ვლოცულობდი, მინდოდა სხვა დროს შეხვედრა შემოეთავაზებინა. -ამ ბულვარში ხშირად სეირნობთ ხოლმე?? -დიახ, თითქმის ყოველდღე... -მართლა? მეც ასე ვარ, იმედია ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს...-სიხარული ვერ დამალა და საზარლად გაიცინა. მე ნერწყვი ძვლივს გადავყლაპე. -იმედია... სახლის გზას გავუდექი და ფიქრები მომერია. რა უნდა მექნა ხვალ, როგორ გადამედგა პირველი ნაბიჯი. ერთი წუთით ისიც კი გავიხსენე როგორი ქალური, კეთილი და სათნო ვიყავი ადრე... ახლა კი გაბოროტებული, დაბოღმილი... მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი... შურისძიებაზე და... კიდევ ერთზე... შვილზე... მე ის მენატრებოდა... ძალიან მენატრებოდა... ამდენი ხნის მერე პირველად მივეცი თავს მასზე ფიქრის უფლება... სახლში მივედი თუ არა მაგიდას მივუჯექი. უჯრიდან ჩემი ბავშვობის დღიური ამოვიღე. ბოლო ფურცელზე გადავშალე და დავიწყე... ''მენატრები შვილო... ვცდილობ, და აი უკვე მერამდენედ წავშალე დაწერილი, მხოლოდ იმიტომ რომ არ მინდა იცოდე დედაშენი რა საშინელი ადამიანია. შეიძლება კი იმაზე დიდი სიყვარული მოიძებნოს სამყაროში ვიდრე დედის გულს შეუძლია?! უკვე მერამდენე წელია ვებრძვი უშენობას, ვებრძვი და ის სულ მამარცხებს. მაპატიე შვილო... ისე მენატრები, ისე მჭირდები... შენსავით ხომ ვერავინ შემიყვარებს,ვერავინ მომეფერება და ვერ მეტყვის მიყვარხარ დედაო... როგორ მინდა ახლა თავი ჩემ კალთაში გედოს და იტირო,იტირო იმ იმედით რომ თავზე ხელს გადაგისმევ და ჩაგიხუტებ, მოგეფერები და თბილი სიტყვებით დაგამშვიდებ... ძალიან გთხოვ შვილო სიზმარში მაინც მოდი ჩემთან, დამესიზმრე, დამესიზმრე თორემ მეშინია, ძალიან მეშინია... ხუთი წელია არ მინახიხარ დე, სიზმარშიც არ მინახიხარ... მენატრები ნია... დამავიწყე ის კოშმარი გთხოვ... ვიცი ამ წერილსაც ვერ მიიღებ... დაივიწყებ რომ ამ ქვეყნად არსებობს შენი ცოდვილი დედა რომელსაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარხარ. მე არ დაგანადაშაულებ... შენ ალბათ ფიქრობ რომ ცუდი დედა ვარ... ერთხელაც არ მომიკითხიხარ მაგრამ არ შემიძლია ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა. სწორედ ამიტომ ამ წერილსაც ცეცხლში დავწვავ ისევ, როგორც სხვა ათასს...'' წერა დავამთავრე და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს ''ნაჯღაბნს'', რომელიც დედაშვილური სიყვარულით იყო სავსე, ისიც ისევე დაიწვა ცეცხლის ალში როგორც სხვა წინამორბედები. ღიმილით ვადევნებდი თვალს როგორ იქცა ჩემი წერილი ფერფლად, მერე ლოგინში წამოვწექი და თვალები დავხუჭე... იქნებ ჩამეძინოს... იქნებ ჩამეძინოს... კისერზე ცივი ხელი ვიგრძენი და ციებიანივით წამოვხტი ფეხზე. იონა იყო... დაელია... ფეხზე წამოვდექი და ლოგინი გავუშალე. გამომხედა და თავისკენ მიმიზიდა... ეს უკვე ზედმეტი იყო, ხელი ვკარი და გარეთ გამოვვარდი. მე არავის სათამაშო არ ვიყავი. ძალები უკვე დავიბრუნე და აღარავის შეეძლო ჩემი დამორჩილება. მე დინა ნადიბაიძე ვიყავი. მორჩა! დამთავრდა ჩემში გლოვა. ახლა შურისძიებაზე უნდა ვიფიქრო. არ უნდა დავივიწყო რა გამიკეთა იმ არაკაცმა. ყველაფერი ცხვირში უნდა ამოვადინო. მან არ იცის მე ვინ ვარ და მანამ რამეს გაარკვევს, ჩემი ჩანაფიქრი ძალაში უნდა მოვიყვანო. მე ქალი ვარ... ძლიერი ქალი რომელსაც ყველაფერი შეუძლია. როგორ უნდა ვაპატიო ის რაც გამიკეთა... შვილთან დამაშორა... ოჯახთან დამაშორა... მათ არაფერი არ იციან, მაგრამ ტყუილში ვერ ვაცხოვრებ... ჯერ ერეკლესაც ისე გავტანჯავ, როგორც მე დავიტანჯე, აი, მერე კი... სიმართლეს ყველა გაიგებს! ..................................................... ესეც შემდეგი თავი. იმედია მოგწონთ. დიდი მადლობა ვინც კითხულობს. ამ ისტორიას რეალობასთან უამრავი ძაფი აკავშირებს. მინდა ყველამ დაინახოს რომ ქალი ძლიერია, მას ყველაფერი შეუძლია თუ მოინდომებს. ველოდები თქვენს კომენტარებს... სიყვარულით სოფიკო პ.ს. შეცდომები მომიტევეთ, თვალის გადავლება ვერ მოვასწარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.