შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გ უ ლ ი ს გავლით! (2)


27-07-2015, 15:00
ავტორი SuN♥
ნანახია 1 603

მამაჩემი მალევე მიადგა პოლიციის შენობას, მანქანის კარები დიდი სიძლიერით მიაჯახუნა და პოლიიციის უფროსის კაბინეტში დაუკითხავად შევიდა. თითქოს ყველა ელოდა, მთელი ჯგუფი იქ იყო შეკრებილი. მის დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ.
-რა ხდება ლევან, რატომ გამომიძახეთ, იპოვეთ?
-ბატონო ცოტნე, დავაპატიმრეთ ის ადამიანი რომელიც თქვენს შვილს დაეჯახა, ახლა დაკითხვაზე ჰყავთ შეყვანილი, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მანქანა კი ზუსტად ის არის, რომელიც იმ დღისით კამერებმა დააფიქსირეს.
ცოტნეს სახეზე ნათელი მოეფინა, როგორც იქნა თვალებში ჩახედავდა საკუთარი შვილის მკვლელს. რამდენი ხანი ელოდა ამ დღეს.
- ლევან,შეიძლება მისი ნახვა?
- დიახ , რა თქმა უნდა, წამობრძანდით.
კამერებით გარშემორტყმულ ოთახში, სადაც უკუნი სიბნელე იდგა, მსჯავრდებულს თვალები მკაფიო შუქმა მოსჭრა. ცოტნე მაგიდასთან დაჯდა და ნერვიულად აათამაშა თითები. თვალებში ცრემლმა გაიკიაფა, გაახსენდა გადატანილი ტკივილი. ის მწარე დღეები როდესაც კაცს აღარ გავდა. ერთადერთი ვაჟის დაკარგვა იოლი როდი იყო.
-რისთვის ჩაიდინე ეს? ტუჩებმა უნებურად წარმოსთქვეს სათქმელი, კითხვის თვალებით მიაჩერდა შვილის მკვლელს ცოტნე მაყაშვილი.
მის წინ სანდომიანი, ახოვანი და მეტად სიმპათიური ყმაწვილი იჯდა. მთელი ღამის ნათევს თეთრი საროჩკა სულ დაკუნჭოდა, თვალები ამღვრეოდა და ოდნავ დაძაბული მაგრად იჭერდა საფეთქლებთან თითებს.
-ეს მე არ ჩამიდენია, რაღაც გეშლებათ ნამდვილად, ჩემს ადვოკატს დაველოდოთ და მიხვდებით რომ მართლაც შეცდომაა. დინჯი ,ოდნავ აღელვებული ხმით წარმოსთქვა და თავი დაბლა დახარა.
-როგორ შეგიძლია ასე უსირცხვილოდ იტყუებოდე? გაცხარდა ცოტნე, თვალებში ნაპერწკლებმა გაიელვა.
-მართლა ცდებით ბატონო, არაფერ შუაში ვარ- ამაოდ იმეორებდა დემნა, რადგან მისი მოსმენა არავის სურდა.
***
-აუცილებლად უნდა დააპატიმროთ,ის ჩემი შვილის მკვლელია, პოლიციის უფროსის კაბინეტში ბოლთას სცემდა ცოტნე და თან ხმამაღლა ყვიროდა.
-რა თქმა უნდა, ასეც მოხდება ბატონო ცოტნე,მკვლელი უნდა დაისაჯოს.
სახლში დამშვიდებული მოვიდა მამაჩემი, მაშინვე ყველაფერი გამოვკითხე როგორც მჩვეოდა. მისი მკვლელის დაჭერამ ხელახლა განმიახლა ტკივილი, ტკივილი რომელიც საბას დაკარგვით იყო გამოწვეული. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ძალიან მომინდა მისთვის თალებში ჩამეხედა და მეკითა მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე. პოლიციაში გადავწყვიტე წასვლა, თუმცა მამაჩემმა მტკიცე უარი განმიცხადა. ცრემლმორეული ავედი ოთახში და სალის დავურეკე, მინდოდა მისთვის მაინც მომეყოლა ყველაფერი, რომ გულიდან მძიმე ლოდი ჩამომეშორებინა. დიდხანს ვილაპარაკეთ, მას კარგად ესმოდა ჩემი. საათს რომ გავხედე უკვე პირველი ხდებოდა. სალის დავემშვიდობე და საწოლზე ენერგია გამოცლილი დავეცი, აღარც ფიქრის თავი მქონდა, რატომღაც მიმძიმდა დღევანდელი დღე. ოთახში შუქი ჩავაქრე და ნელა შევცურდი საბნის ქვეშ...
***
სასამართლო პროცესი მშვიდ რეჟიმში დაიწყო. ყველა მოსამართლის შემოსვლას ელოდა.დემნას მამა მოუსვენრად იმტვრევდა თითებს და ცოლს ამაოდ ამშვიდებდა. მოწინააღმდეგე მხარე ჯერ არსად ჩანდა,თუმცა ბატონი თეიმურაზი მოუთმენლად ელოდა მათ გამოჩენას. იცოდა, რომ მისი შვილი ამის ჩამდენი არ იყო, ამიტომაც ეშინოდა უდანაშაულოდ არ მოხვედრილიყო ციხეში. ამ ფიქრებში გართული თეიმურაზ დადიანის თვალენმა ნაცნობი სახე იპოვეს სასამართლო დარბაზში;
-ცოტნე... აქ რას აკეთებ? გაოცებულმა ჰკითხა დარბაზში ახლად შემოსულ პარტნიორს და კითხვის თვალებით მიაჩერდა მის შეკრულ წარბებს.
-შენ თვითონ რას აკეთებს აქ? კითხვაზე კითხვით უპასუხა ცოტნემ. დარბაზს თვალი მოავლო და მსჯავრდებულის დანახვაზე სახე ეცვალა.
-ჩემი შვილის სასამართლოა, ტყუილად აბრალებენ ვიღაც ბიჭის მკვლელობას, არ ვიცი რა ვქნა ცოტნე. იქნებ შენ მაინც დამეხმარო თუ შეგიძლია რამე. შენც ხომ იცი დიდი გავლენა მაქვს მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი შემიძლია.
-ცოტნე ფიქრებიდან გამოერკვა და გაოცებული გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე. რას ამბობ თეიმურაზ, ჩემი ბიჭის მკვლელი შენი შვილია? ეს მსჯავრდებული შენი შვილია?
-კი მაგრამ მე არაფერი ვიცოდი ცოტნე, ეს როგორ მოხდა? ის რატომ დააპატიმრეს ამასაც ვერ ვხვდები. დემნა უდანაშაულოა, თავს დავდებ რომ ჩემს შვილს არ ჩაუდენია ეს საშინელება, მას არავითარი ბრალი არ აქვს ამ საქმეში ცოტნე.
- მაშინ რატომ დააპატიმრეს? თეიმურაზ მგონი ჯობია დავიცადოთ და სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს. სამართალი იზეიმებს!

მოსამართლე შემოვიდა, ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. მამას საშინელი გამომეტყველება ჰქონდა, მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა მოუთმენლად ელოდა განაჩენს. მხოლოდ დემნა იჯდა გაქვავებული, სახეზე ნერვიც არ უტოკავდა, თვალები ჩასისხლოდა უძილობისგან,სახის კანი გაცრეცოდა. უნებლიედ გავაპარე მისკენ თვალი, თითქოს იგრძნო შეხედვა და მანაც მესროლა მზერა. წმინდა მზერა ჰქონდა, თუმცა ვიცოდი რომ ის ჩემი ძმის მკვლელი იყო და არ უნდა შემცოდებოდა.
დარბაზში ჩაქუჩის დარტყმის ხმა გაისმა, ყველა შეაძრწუნა ამ მჭახე ხმამ. მოსამართლემ დაიწყო განაჩენის კითხვა.დარბაზში მყოფნი გაფაციცებით უსმენდნენ მის თითოეულ სიტყვას და ცდილობდნენ აზრი გამოეტანათ. ყველას ერთ პიროვნებაზე შეჰყინვოდა მზერა.
- ბრალდებულო , ფეხზე აბრძანდით. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოგესაჯათ პატიმრობა, 6 წლის ვადით.
დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა, მოსამართლემ მალევე დატოვა დარბაზი თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. ყველა დემნას შემოხვეოდა, დედამისი გულში იკრავდა საყვარელ შვილს და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
დემნა არაფერს იმჩნევდა , მხოლოდ გახევებული იდგა და ელოდა როდის წაიყვანდნენ, როდის მოაქცევდნენ გისოსებს მიღმა.
მამაჩემს გავხედე, სახეზე შავი ფერი გადაჰკრავდა,მივხვდი ცუდად იყო,ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვიყვანე.მანქანაში უხმოდ ჩავსხედით, დედა ცრემლმორეული იჯდა, ალბათ ძველმა ტკივილმა იჩინა მის გულში თავი.
სახლში მისული, ძალაგამოცლილი და გადაღლილი უხმოდ ჩავეშვი სავარძელში და თავი უკან გადავაგდე, არ ვიცოდი ალბათ უნდა გამხარებოდა რომ საბას მკვლელი როგორც იქნა დაიჭირეს. მამა გვერდით მომიჯდა და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი. თავი გადმოვწიე და თვალები მივანათე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent