შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[5]


28-07-2015, 00:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 190

ჰაერის ასეთი სისუფთავე,ასეთი გემო და ასეთი არომატი..ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო.თითქოს ცაში ვიყავი,სწორედ იმ სპეტაკ ღრუბლებში ბავშვობაში,რომ ვუცქერდი შიშველი გარემოდან.გავიდოდი გარეთ,ვიჯექი ან სრულად ფეხზე ვიდექი და თვალს ვადევნებდი ამ ყველაფერს,ასე რომ მგვრიდა სიმშვიდეს.
„ნუთუ,ეს მართლა ხდება?“-ეს იყო კითხვა,რომელსაც მუდამ ვუსვამდი თავს,თუმცა რა მუდამ ეს დღეები,როცა მასთან მეღვიძებოდა,სიზმარი მეგონა..მეგონა გავიღვიძებდი და დასრულდებოდა.
ისევ თვალ წინ მიდგებოდა ბავშვობის წლები.როცა დედას მამა უყვარდა და მის სიყვარულს ქმარი ქმედითი გრძნობით პასუხობდა,მაგრამ არა ცემითა და გინებით,არამედ ალერსითა და ამბორით,ტკბილი სიტყვებით და ოჯახის მზრუნველობით.
იქნებ სრული აფექტი იყო ეს.დიახ,აფექტი,მაგრამ რამდენად იყო არც კი ვიცოდი.უბრალოდ მიხაროდა,რომ ძონძებში გამოხვეული არ ვიდექი და გათოშილი ხელებით არ ვაწვდიდი მყიდველებს იმ ნივთებს,ნივთებს,რომლებიც ცოტა ხნის წინ გადავყარე.არ მინდოდა მას,წარსულის გადმონაშთს,ბინა დაედო ჩემს ახალ გარემოში.
წარსული ყოველ მომდვნო წამს უფრო და უფრო მძულდებოდა.რა იყო მასში?მხოლოდ ტანჯვა და ბორგვა,მხოლოდ ტირილი და კანკალი.
ოხ,როგორ მძაგდა მისი გახსენება..წარსული,რომლის დავიწყებაც შეუძლებელია,მაგრამ იმასთან შეგუება,რომ მან ჩაიარა და აღარაა ჩვენი ნაწილი-შესაძლებელი.როგორ მეშინოდა იმის გაფიქრებაც კი,რომ ახლა სხვაგან უნდა ვყოფილიყავი.
არა,ეს ყველაფერი საშინლად მითრთოლებდა ბაგეებს,გულს...საერთოდ ყველაფერს..მთელ სხეულსა და მთელ არსებას.
ფიქრებში დავფრინავდი,როცა მამუკას ხმა მომესმა:-მოვედი.
და ბრახ! თითქოს აიბნა ჩემი ფიქრები,თუმცა ყელსაბამივით არც იყო ძაფზე განლაგებული.მაგრამ მაინც სულ დაიშალა..თითქოს მეოთხე აიბნა,მაგრამ მანაც მიწისკენ იბრუნა პირი.
-ასე მალე?-რა მალე?-გაიკვირვა მამაკაცმა.
მამის სითბო არასდროს მიგრძვნია..ნუ,თითქმის არასდროს..თუ არ ჩავთვლით ადრეულ ბავშვობას,როცა იგი არ სვამდა,როც ამოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო..მართალია,ცოტა რამ შემორჩა ჩემს მეხსიერებას იმ წლებისგან,მაგრამ მაინც გულში თბილად მაქვს ის სურათი..ის სურათი,რომელიც ჯერ კიდევ წარუშლელად შთამბეჭდია..დედა და მამა და მე...მე! ისინი ერთმანეთს თბილად უყურებენ,ტკბილად..მერე მე შმომხედავენ და მიღიმიან...2 წლის ვიყავი იმ დროს,მგონი...ისევ ჩავფიქრდი..დიახ,ეს იყო ჩემი ყველაზე ახლო,უახლოესი მოგონება.
გამახსენდა,როგორ მიმღეროდა „იანვანას“ და ხელში მარწევდა,როცა დედას ეძინა.მთელი ღამეები არ აძინებდიო,იხსენებდა ნანი.შუბლზე მკცნიდა ხოლმე და მეუბნებოდა,განსაკუთრებული გოგონა ხარო.ეს ხომ მეხსიერებიდან ვერასდროს წამეშლება,მაგრამ იმის გაფიქრება,რომ ის არის კაცი,რომელმაც მომდევნო წლები გაგვიმწარა,ყველაფერს აუფერულებს და უაზრობად აქცევს.
საბარგული გახსნა.ყველაეფრი ამოალაგა და სასტუმროში შევიდა...მეცნობა ეს ადგილი..უფრო სწორედ არასდროს დამისვენია,არც არასდროს დავრჩენილვარ სასტუმროში,მაგრამ,ერთხელ,დედას გავყევი,როცა გარეცხილი ტანსაცმელი მიჰქონდა..მახსოვს,რა მითხრა,აქ ბიზნესმენები და ძალიან გავლენიანი ხალხი ისვენებსო.
როგორ დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები,როცა მათზე საუბრობდა...როგორ უნდოდა,ყოველ დღე ერთსა და იმავეზე არ ეფიქრა,არ ეფიქრა,რომ შიმშილით ამოგვხდებოდა სული,მაგრამ სხვანაირად როგორ შეეძლო? არა,არ შეეძლო...მუდამ წელზე იდგამდა ფეხს..მერე მამამ შეტოპა და შეტოპა...და მერე მთლად ორივე ფეხს იდგამდა..საცოდავი ამბობდა,კიდევ მესამე და მეოთხე არ მაქვს,თორემ მათაც დავიწყობდიო.რას არ იტყოდა ნანი.მუდამ სახე ჩამოსტიროდა.ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მინახავს მის სახეზე ბედნიერება.თენგო უყვარდა და ამას ვამჩნევდი.თუმცა რაც დრო გადიოდა მამაკაცი უფრო უხეში და მიუკარებელი ხდებოდა,უფრო უარესად გვისწორდებოდა და მისი „დღესასწაულები“ დროსთან ერთად ხშირდებოა.
იმის წარმოდგენაც კი მზარავდა,რომ ახლა უარეს დღეში ჰყავდა დედა და თან მე რომ წამოვედი,ალბათ,უფრო გაგულისდებოდა.ახლა ხომ მხოლოდ ერთი მსხვერპლი ეყოლებოდა ახლოს,მტაცებელს კი ეს ყველაზემეტად აღიზიანებს.განა რამით განსხვავდებოდა თენგო ჩვეულებრივი მტაცებლისგან?
-აქ ხარ?-მამუკამ გამომხედა.როგორი კაცია ზოგჯერ თბილი,მაგრამ ზოგჯერ ისეთი მზერა აქვს,რომ შეგაშინებს..ისე ოფიციალურად მოგმართავს..მის ხმაზე მყიდველები მახსენდება ზოგჯერ აგდებულად,რომ შემომხედავდნენ და ერთ-ორ სიტყვას მომაძახებდნენ.მეგოა,რომ მათი ვალი მქონდა,მაგრამ რა ჩემი ბრალია,რომ ასე ვიყავი,რომ მუდამ მიჭირდა და სული მძვრებოდა გარეთ დგომისგან..
ხალხს ხომ არ უყვარს მათზე დაბლა მდგომის ყურება,მითუმეტეს მისი,ვისაც სული ძვრება,ეშინიათ,რომ მათ მდგომარეობაში თავად არ ამოყონ თავი და,ამიტომ მუდამ ზურგს აქცევენ,დახმარებაზე საუბარიც კი უბრალოდ ზედმეტია.
სიცხე,სიცივე..ჩემთვის განა მნიშვნელობა ჰქონდა ამინდს? არა,სხვა გამოსვალი არ მქონდა...ნელ-თბილი გარემოს შექმნა,ალბათ,შეუძლებელი იყო.
-კი,აქ ვარ-ავყევი კიბეებს და თავს ისევ ზედმეტად ვგრძნობდი...უხერხულად მივაბიჯებდი წინ და თვალები გამფართოვებოდა..მზერა უფრო დავძაბე და ნივთებს გაშტერებით დავუწყე ყურება.სამზერად უფრო სასიამოვნო მომეჩვენა ნახატი,რომელიც დივნის ზემოთ აკრულიყო.მგონი,ზეთით უნდა ყოფილიყო შესრულებული.გამახსენდა,რომ ხელოვნება ერთ დროს ჩემი საყვარელი სფერო იყო და უფრო დავქაჩე თვალები.ქალი დივანზე იწვა და წითური თმა ინტიმურ ადგილებს ძლივს უფარავდა,ცალი მკერდი უჩანდა.ფარდოთ გადმოღეღილი გულ-მკერდი მთასავით აემართა ზემოთ და ამაყად იყურებოდა.მის გარშემო კენტავრები რაღაცას მიშტერებოდნენ.თითქოს რაღაც ცხადყოფდა,რომ ამ არსებიბენს წითურთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ.„რა მინდა აქ?“-რაღაც ხმამ ამომძახა,მაგრამ მამუკამ მაგეები კვლავ აათამაშა.
-ეს შენი ოთახი იქნება.-ისევ მამაკაცის ხმამ გამომაფხიზლა.
ვერაფერი ვუპასუხე და თვალებით შევათვალიერე გარემო,მერე მხრები ავიჩეჩე და აშტერებული თვალებით შევხედე:
-ჩემი?!-ჰო,შენი..-დაუყოვნებლივ მიპასუხა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.ჩანთა შემომიტანა და გავიდა,მაგრამ მალევე მობრუნდა და თბილად მითხრა:-ჩემი ოთახი გვერდითა..თუ რამე დაგჭირდეს..
-მადლობთ-ჩავილაპარაკე და ნომრის კარი მივხურე.„რა ლამაზია ყველაფერი“-ლოგინზე წამოვიშოტე და გარემო მივათვალიერე.
კარადა,რამდენიმე ტუმბო,ლოგინი,მაგიდა და ორი სკამი იდგა...მაგიდაზე ვაზა და რამდენიმე ხილი..ოღონდ ნამდვილი არა,მაგრამ მისგან ვერც კი გაარჩევდი.მაგალითად,რომ შემოვედი მწვანე ვაშვლის ჩაკბეჩა მომინდა.
ნატურმოტი გამომესახა თვალ წინ.ასევე თიხის ნაკეთობები გადმომიხტა ჰორიზონტზე.გამახსენდა,როგორ აღფრთოვანებაში მოვყავდი ხელოვნების იმ ნიმუშებს,რომლებიც ქაღალდზე ნამდვილი ნივთის შთაბეჭდილებას ტოვებდა,თვით ხელის მოკიდებაც კი მოგინდებოა კაცს მათთვის.ისინი რეალობაში კი არასდროს მენახა,მაგრამ წიგნის ფურცლებიდამ მომზირალნი მაინც შემოდიოდნენ ჩემს გულში.
მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ,უფრო მეტიც,მასზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი,თუმცაღა ერთხელ,სიზმარში,რაღაც ზღაპრულ ადგილას ვხედავდი ხელოვნების მრავალ ნიმუშს.ძილში ვერ დავასკვენი სად ვიყავი,მაგრამ,როცა გამოვიღვიძე,მივხვდი,რომ სწორედ ის ადგილი იყო მუზეუმი.
გული არ უნდა გამსკდომოდა,როცა ამას ვუყურებდი...ყველაფერი ასეთი სასწაულად კარგი...არც მჯეროდა,რომ რეალობა იყო...
სააბაზანოში შევედი,ტანსაცმელი მაშინვე გავიძვრე და დუში მივიღე,რაც ისე მესიამოვნა,როგორც არასდროს.პირსახოცით სველი სხეული შევიმშრალე და ხალათით გარეთ გამოვტანტალდი.„მშვენიერია ცხორვრება“-გავიფიქრე და ტელევიზორი ჩავრთე...
„რა დიდია“-პირი ღია მქონდა და ძლეირად ვსუნთქავდი..დედას როგორ მოეწონებოდა,მაგრამ ...დედას გახსენებამ გული შემიტოკა ძლიერად...
„ანი,შენ ძლიერი ხარ“-მომესმა შინაგანი ხმა,რომელმაც გამაძლიერა...პატარა კალათა შევნიშნე,საიდანაც გემრიელობები მეჭყიტებოდა.. მაშინვე ვტაცე ხელი და ლოგინზე წამოვწექი.ფეხები ბალიშისკენ მქონდა და ტელევიზორს ვუყურებდი..კალათა გავხსენი და ცალი თვალით ჩავიჭყიტე.
პაკეტებს ვხსნიდი და ვხსნიდი..ისტერიულად დავიწყე ჭამა..ჩიფსები,შოკოლადის ათასი სახეოდა,თხილი...მთელი ამოვათავე..ბოლოს ბოთლი დამრჩა ხელში.რაღაც ალკოჰოლური სასმელი იყო.ისიც გავხსენი და წრუპვა დავუწყე,მერე გვერდზე გადავსდე და ბურბუშელებს დავეტაკე.“ლოთი ხარ?“-ისევ მკითხვა შინაგანმა ხმამ,მაგრამ მისთვის ნამდვილად არ მეცალა.
„ორი შეკვრა“-ბავშვივით წამოვიძახე და მაშინვე გავხსნები.ლოგინზე ხტუნვა დავიწყე.ასე ვთქვათ,საკუთარი წვეულება მოვიწყვე..ბოთლი ავიღე და ბოლომდე ჩავთალე...სახე,ალბათ,ისევ გამწითლდებოდა..თუმცა სარკეში რატომ უნდა ჩამეხედა ეს ხომ ჩემი წვეულება იყო,მხოლოდ ჩემი...
გამახსენდა,როცა 4-5 წლის ვიყავი,ახალ წელს,დედაჩემი ნაყიდი ტკბილეული როგორ გადავჭამე,ბამბარენკებსაც რომ მივაგენი.იმ საღამოს მშობლები სტუმრად იყვნენ წასული,მე კი ისეთი მსუნაგი და ცრუპენტელა ვიყავი,რომ თურმე დედისთვის მეთვალთვალა და ახლა ლოგინზე წამოგორებული პირს ტკბილად ვაცმაცუნებდი.ყველაფერი გამესინჯა და განსაკუთრებით რაღაც თეთრი რგოლები მოწონებია,მართალია,ძლივს გამვხსენი,მაგრამ ამან უფრო გააძლიერა მითი დატკბობდა.ცხოვრებაშიც ასეა,რასაც ძნელად იღებ,უფრო გიყვარდება.არ ვიცი,ეს რამდენად მართებულია,მაგრამ ცხოვრებას,თუ დაუდგები პირისპირ,შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.ამ ტკბილეულის სახელი მერე გავიგე,თურმე „რაფაელო“ ყოფილა და ამ დღის მერე სულ მის ყიდვას ვთხოვდი მშობლებს.
მახსოვს,როცა დედა მოვიდა გამიჯავრდა,მაგრამ მერე გულში ჩამიკრა და საუარი გამიბა.ცოტა კი დამტუქსა,ასე ჩუმი მოქმედება არშეიძლებაო,მაგრამ მაინც მალევე დაივიწყა,ხვალ ვიყიდიო და ლამაზი კაბა მიჩვენა,მე და მამამ გიყიდეთ,მოიზომე თუ მოგიხდებაო.
ახლა კი, უაზროდ წამოგორებული, რაღაცებს ვიძახდიდი.ალბათ,ხმა გარეთაც გადიოდა.იქნებ მამუკასაც ესმოდა?“-მაგრამ რაში მანაღვლებდა...
ოდნავ მაინც დავივიწყებდი რეალობას.არა,სასმელი,მართლაც,გენიალური რამაა.მერე და როგორ მძაბავს,გულს როგორ მიჩქარებს..“ბევრი არაფრით განსხვავდება ნარკოტიკისგან“-ერთი ყლუპი მოვსვი და ძლივს გადავაგორე.
„ჰედონიზმი არის ცხოვრება“-ამ წამებში მეტი არ მომდიოდა თავში..მამუკასი მადლიერი ვიყავი.არ ვიცოდი,მისგან მოდიოდა თუ არა მამობრიივი სითბო,მაგრამ განა მისი ბრალი იყო? ყველას ხომ არ აქვს მამობრივი ინსტიქტი.როგორ მინდოდა ეს ადრე,მაგრამ იმ წამს,ყველაფერი „დამეკიდა“..
მერე,მგონი,ჩამეძინა..უგონოდ დავეცი..მაგრამ,საბედნიეროდ,არაფერი დამსიზმრებია.გვიან გავიღვიძე...საათს,რომ დავხედე ცხრა ხდებოდა.მერე გამახსენდა,რასაც ვაკეთებდი და გამეღინა.ქაღალდები გადავყარე,ივალაგე,როგორც შევძელი..მთვრალი არ ვიყავი,რაც დაწრმუნებით ვიცოდი,ამიტომ მამუკას ოთახში დავაკაკუნე.
-შემოდი-შევედი.ის,როგორც ყოველთვის ფეხბურთს უყურებდა.
-კარს არ აღებდი-უკმაყოფილოდ შემომხედა.
-უი,მეძინა-დამნაშავე ბავშვივით დავხარე თავი.
-კაი,ნუ ხარ ასე,არაუშავს-მასთანაც შევამჩნიე კალათა და მივაშტერდი.
-რა იყო?-გაკვირვებით მკითხა და ტელევიზორი გამორთო.
-ჩემი კალათა გავაათავე,ბურბუშელაც.
-სასმელიცო არ მითხრა.-კი,სასმელიც,მაგრამ არ ვარ მთვრალი-თითქოს სიმორცვე სადღაც დამეტოვებინა.მამუკამ სასმელზეც მკითხა,მოგეწონაო,რაზედაც თავი დავუქნიე.
მის სახეზე კმაყოფილების ღიმილმა წამიერად გადაირბინა-მადლობა მე-ხუმრობით წარმოთქვა.
„არა,ზუმრობაც რომ სცოდნია..არაა უჟმური“-კმაყოილებით ამევსო გული...არა,მართლაც,რომ კარგი ადამიანია...-აი,დასკვნაც..გავუღიმე..
-გინდა თხილამურებით სრიალი გასწავლო?-ამათვალიერა და ცალყბად გაიღიმა,როგორც ჩვეოდა ხოლმე.
-იცით?-აბა,არა-გამიღიმა,მომიახლოვდა და თმაზე წამეთამაშა.როგორც ჩანდა,ჩემმა გულუბრყვილო კითხვამ ასიამოვნა.
ამაზე ოდნავ შევხტი.ადრე მსგავსი რამ არ გაუკეთებია...მაგრამ არ შევიმჩნიე..და კიდევ კარგი,რომ არა.
-კარგი,გამოვიცვლი-ფიქრებში წავედი და ამავდროულად ნომერში შევედი...
„განა მამები არ ეთამაშებიან ასე ქალიშვილებს?“-ვუსაყვედურე საკუთარ თავს და გამოწკეპილი გავედი გარეთ.მამუკაც გამოსულიყო და მიღიმიდა...ეს პირველად მოხდა..ადრე არსდროს შემოუხედავს ასე თბილად,ტკბილად...მოკლედ,კიდე რა ეპითეტი ვიპოვო,არ ვიცი.
ლამის იყო ყურებამდე მიეღწია მის პირს...არა,კარგი კაცია,მართლაც...გარეთ გავედით..ფეხი თოვლში რომ ჩავდე,ტანში ჟრუანტელმა დამიარა..მამუკამ ეს შენიშნა და ხელი შემახო ხელზე..ჩამჭიდა კიდეც..არა,ამას არ მოველოდი..
შევხედა და გავუღიმე.
-თოვლი გყვარებია?-თითქოს ღიმილში ირონა შერეოდა,მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ ჩემი მოჩვენება იყო..განა მუდამ სწორად აღვიქვამთ რეალობას? მითუმეტეს, მე,გოგო,რომელიც ასეთი დაბნეული ვარ,დარცხვენილიც..აბა,რა მინდა აქ?გადავწყვიტე,ეს ფიქრები უკუმეგდო....
„წარსულის დედაც“-მეორე „მემ“ ამომძახა...არა,ის როგორაა ჰედონიზმით გაჟღენთილი...ის პირველი კიდევ როგორი დარცხვენილია,როგორ ეშინია სიამოვნების...ოხ,როგორი პედანტია..„პედანტი..“-ჩუმად თითქმის ხმამაღლა მომივიდა.
-აი,ასე -მამუკამ თხილმაურებზე დამაყენა და გამიღიმა...ეტყობოდა,რომ ჩემს დაძაბულობას ვერ ამჩნევდა ან იქნებ სპეციალურად იღებდა ასეთ სახეს.
აი,რას ნიშნავს იყო ადამიანი..განა ყველა კაცი არაკაცია? ნამდვილი მამაკაცია,,რა კარგი მამა იქნებოდა...მართლაც,რომ ....ღმერთო,რა კარგი ადამიანია....ამიხსნა,როგორ უნდა მოვქცეულიყავი
-მგონი,გამომივა-უხერხულად ჩავილაპარაკე და წინ წავედი..ცოტა წავბარბაცდი,მაგრამ მალევე ავითვისე.ისე მიხაროდა,დაბლა რომ ავდიოდი,მერე ამოვდიოდი...ადრენალინი მასხამდა..ეს უკანასკნელი უკანსკნელ დონემდე მსიამოვნებდა და სახეს ლამაზად მიფაკლავდა.
„ანა,როგორი მოუხერხებელი ხარ“-გავიფიქრე ხმამაღლა.
-რა იყო ხმამაღლა დაიწყე ფიქრი?-მამუკამ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა...გრძელი თითები რომ ჰქონდა მხოლოდ ახლა შევნიშნე...ან იქნებ ადრე ისე მეშინოდა მისი,რომ ვერაფერს ვამჩნევდი..იქნებ ეს პედანტმა „მემ“ აღმოაჩინა...
არა,ეს ჭიდილი „მეებს“ შორის როგორი სასტიკია...თ“თანაც ამაღელვებელია“-ამომძახა პირველმა თუ მეორემ ვეღარ მივხვდი..ზოგჯერ როგორ ირევიან ერთმანეთში.
ხელი მივაგებე,აიწია წინ და წამომაყენა.
-მოდი,გვეყოფა დღეისთვის-შემატყო,რომ დაღლილი ვიყავი..შუბლზე ოფლი მასხამდა..გამიკვირდა,როცა ხელის გულით მომწმინდა..ვეღარ მოვითმინე და თვალებში ჩავხედე..
-ნეტავ,მამაჩემი ყოფილიყო ასეთი თბილი...-კიდევ მინდოდა რამე მეთქვა,მაგრამ შევჩერდი..ზედმეტი ემოცია,რომ არაა საჭირო,ერთეერთმა „მემ“ შემახსენა..ალბათ,ისევ პედანტმა..
ნომერში შევედი და გამოვიცვალე...მოხერხებულად გამოვეწყე ,სპორტულები მოვირგე და ის-ის წამოწოლას ვაპირებდი,როცა მამუკამ შემომიღო კარი.
-დაკეტვა დამვიწყებია-ჩავილუღლუღე ჩემთვის.
-რა საჭიროა,როცა ასეთი თბილი ვარ...
„ჩემი სიტყვები გაიმეორა“-გამაჟრჟოლა.კიდევ კარგი მთელი სხეული დაფარული მქონდა,თორემ შეამჩნევდა,როგორ დავიხორკლე...ოჰ,ეს ისეთი ხშირია...თუმცა რა გასაკვირია,როცა ამდენი რამ გამოვიარე..არც არაფერი...
უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო ჩვენ ორს შორის,მერე მამუკას სახე გაებადრა,თითქოს დავიწყებული სათქმელი გაახსენდა და მომმართა:
-ანი,მოდი გავისეირნოთ..ისეთი ლამაზია აქაურობა,განსაკუთრებით,ღამით..
უკან გავყევი და თან გული სასიამოვნოდ მიტოკავდა..სხეულსაც შეეცვალა რეაქციები..
-ნახე,რა ლამაზია მთვარე..
-მთვარე?!_მხრები ავიჩეჩე..-კი,მთვარე..
-მაგრამ ბუნება..ეს მთვარე,ხომ ყველაგნაა-ბავშვივით გულუბრყვილოდ ავხედე და ჩემს ნათქვამზე თავად გამეცინა...
გამახსენდა ჩემი ოთახის ფანჯრიდან,როგორ ვადევნებდი მას თვალს.ვარსკვლავებიც მიყვარდა.მჯეროდა,როცა ერთ-ერთი მათჰანი ჩამოვარდება სურვილი ამიხდებაო და ხშირად ჩამიფიქრების კიდეც.ჩემი სოროდან არ მოჩანდა ლამაზი ხედი,მაგრამ,როცა ვერ ვიძინებდი,გარემოს სულ სხვაგვარად აღვიქვამდი.ღამის წყვდიადს ლამპიონები ანათებდა და თითქოს მინდოდა ამ ნათელის ნაწილი გავმხდარიყავი.
-მერე რა-ხელი გადამხვია.„ეს რას ნიშნავს?“-ორი მე ისევ შეერკინა ერთმანეთს..არა,მესამე რომ ყავდეთ რა ეშველებოდათ...ვრჩენოდი ნეიტრალურ პოზიციაზე,მაგრამ სიტყვები კი აღარ მქონდა,თითქოს მიმლეოდა და სადღაც ღრუბლებსავით გაუჩინარებულიყო...
ცა ისევ ცისფერი,მაგრამ რაღაც სხვა...განსახვავებულად მომეჩვენა...ისეთი სუფთა იყო,სუფთა და სპეტაკი...მამუკას სახეს ავხედე..ჩაფიქრებულიყო..ნეტავ,რაზე ფიქრობდა? მაგრამ განა ძალუძს ადამიანს სხვის გულისთქმას ჩასწვდეს? არა,ის ხომ ხშირად ისეთი უსუსურია,რომ საკუთარსაც ვერ იგებს...
-ანი,თქვენობით,ნუ მომმართავ,კარგი?-ვედრებით შემომხედა მამაკაცმა.
თავი დავუქნიე,მაგრამ ეს მოქმედება მექანიკური რომ იყო თავადაც ვიცოდი.აბა,სხვანაირად შემეძლო? რატომ მკითხა,რატომ მთხოვა,აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი...
-თავი მოხუცი მგონია-ამიხსნა მშვიდად და ისევ გამიღიმა.
კვლავ უპასუხოდ დავტოვე.სასრუმრომდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია,მაგრამ შესასვლელში სიჩუმე მან დაარღვია.
-მაგრამ იცოდე გული არ ბერდება..ცხოვრების მშვენიერების უნარიც არ წყვეტს ახალგაზრდობის შეგრძნებით ტკბობას...განაგრძობს ცხოვრებას...ის მუდამ ახალგაზრდა...-სიტყვები ებნეოდა...
_____
ძალიან,ძალიან დიდი მადლობა.
მიყვარხართ და გელით..



როგორც ყოველთვის შესანიშნავია.

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

პირველიი ვარ წავალ წავიკითხავ❤❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი lisebeth

კარგია და მამუკა მაეჭვებს ძალიან
ყოჩაღ გეტყობა რომ სიტყვების მარაგი გაქვს

ო.ს. მოვლენები არ აურიო ერთმანეთში.. უკვე გერევა და იმიტო გეუბნები
ადრე ანიმ თქვა მამაჩემი უნიკალური არასდროს ყოფილა მაგრამ აეც ასეთიო...პირველ წლებზე თქვა დაახლოებით ასეთი რაღაც.. ანუ კარგი არ ყოფილაო
და ამ თავმა პირველ წლებში მამამისი სხვანაირად გვიჩვენა.

 


№4  offline წევრი lamazi gogona

Mormons Margie veli shemdegs

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
კარგია და მამუკა მაეჭვებს ძალიან
ყოჩაღ გეტყობა რომ სიტყვების მარაგი გაქვს

ო.ს. მოვლენები არ აურიო ერთმანეთში.. უკვე გერევა და იმიტო გეუბნები
ადრე ანიმ თქვა მამაჩემი უნიკალური არასდროს ყოფილა მაგრამ აეც ასეთიო...პირველ წლებზე თქვა დაახლოებით ასეთი რაღაც.. ანუ კარგი არ ყოფილაო
და ამ თავმა პირველ წლებში მამამისი სხვანაირად გვიჩვენა.

უნიკალური არ ყოფილაო,რომ მეწერა იმაში ვიგულისხმე,რომ ცუდი სამეგობრო წრე ჰყავდა,სვამდა და ა.შ. ხოლო პირვე-ლ წლებზე,რაც მეწერა სხვა იყპ.ანუ თავიდან ცდილობდა,რომ ოჯახისთვის ყოფილიყო კარგი ქმარი და მამა.
პ.ს მადლობა ყველსას.

 


№6  offline წევრი თათა

Vaaaa ra magariiiii iyoooo auuu ai vgijdebi am istoriaze.sul ufro da ufro saintereso xdeba.warmatebebi kidev da kidev chemo kargooo ♥♥♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

თათა
Vaaaa ra magariiiii iyoooo auuu ai vgijdebi am istoriaze.sul ufro da ufro saintereso xdeba.warmatebebi kidev da kidev chemo kargooo ♥♥♥♥♥

თათა,დიდი მადლობა.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent