ნატანჯი ცხოვრება 5 თავი
ჩემი კაბინეტიდან გამოვედი და გარეთ გავედი, მეორე სართულის ვერანდაზე ის სამი ბიჭი იჯდა და ლუდს სვამდნენ, საუბრობდნენ, გიტარას ჩამოკრავდა ხოლმე ის მესამე და წაიმღერებდა ხოლმე. სანამ ამას ვაკვირდებოდი წამიერად გავითიშე, გონებაზე ამ ბიჭებიდან ერთერთმა მომიყვანა როცა დამიძახა, შემრცხვა ასე გაშტერებული რომ ვიდექი, ეს ის ბიჭი იყო პირადობაზე რომ უთხრა იმ მესამეს მიეციო. - შენ ის გოგო არ ხარ ოთახში ვინც დაგვაბინავა? - დიახ მე ვარ - მანდ რატომ დგახარ? ნახე რა მშვენიერი საღამოა, ცოტახნით ვერანდაზე რომ ამოხვიდე არაა? - არა. და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ სახლში მივდიოდი, გიტარის ხმა გავიგე და ამოგხედეთ უბრალოდ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ძილინებისა. - მოიცა, ცუდ პონტში არ მიიღო რაა აქ ამოსვლა რომ გთხოვე, უბრალოდ აქაურ ტრადიციებზე და სილამაზეზე ვლაპარაკობდით ბიჭები და ვფიქრობ შენ ჩვენზე მეტი უნდა იცოდე, როგორც დამსვენებლებს ისე გაგვესაუბრე და შატილზე მოგვიყევი რამე. - გიდს ხვალ შეგახვედრებთ რახან ასე ხართ დაინტერესებულები შატილით (გაბრუნებას ვაპირებდი ის მესამე რომ წამოდგა ფეხზე და გადმომძახა) - მე აკო მქვია და შენ როგორ მოგმართო? - ნუცა - სასიამოვნოა ნუცა, ესენი ჩემი გადარეული ძმაკაცები არიან, მიშო და ილია. (მიშო ის ბიჭია რომელიც აქამდე მელაპარაკებოდა) ბოდიში მინდა მოგიხადო ამათ მაგივრად, დღეს ცუდი შემოსვლა ჰქონიათ და მგონი ცოტა გაგაბრაზეს კიდეც - როგორც ვხედავ მარტო შატილზე არ გილაპარაკიათ მიშო - ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა, კაი მიდი რა მართლა შემოგვიერთდი ცოტახანს, (ამის თქმაზე აკო ისევ დაჯდა მაგრამ ჩემსკენ იყურებოდა, მიშო და ილია კიდე მოაჯირზე ისე იწეოდნენ ცოტაც და გადმოცვივდებოდნენ.) ასვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე ახალი ნაცნობების გაცნობა არ მაწყენსთქო, ისედაც ვცდილობ ყველა დამსვენებელს გავეცნო რადგან კიდევ ჰქონდეთ უკან დაბრუნების სურვილი. ნუცა - კარგით ცოტახნით ამოვალ, მიშო - აი ხო ვთქვი ჯიგარი გოგო ჩანსმეთქი ნუცა - რა თქვიი? ილია - რო ამოხვალ მაგაზე მერე გეტყვით ( მითხრა სიცილით და იქვე მდგარ ეგრეთწოდებულ კაჩალკაზე ანუ საქანელაზე დაჯდა, ასვლისას ვთქვი სასიამოვნოა თქვენი გაცნობათქო და რადგან ილია საქანელიდან ადგა და სავარძელში ჩაჯდა მე მისი ადგილი დავიკავე. გამახსენდა ნინო და ირაკლი რომ ინერვიულებდნენ ტელეფონი ავიღე ბოდიში მოვიხადე და სმს მივწერე მაგვიანდება არ იდარდოთ სასტუმროში ვართქო) მიშო - შენ შეყვარებულს მიწერეე? (ამაზე გაიცინა მე კიდევ ისეთი სერიოზული სახით გავხედე სიცილი შეწყვიტა) ნუცა - უკაცრავად? მიშო - ცუდი შუტკა იყო აშკარად აკო - იმიტომ რომ ვერ ტვინავ ვისთან რა ილაპარაკო ნუცა - არაუშავს ეს ერთხელ, სხვა დროს გაითვალისწინებს მჯერა, ეხლა ის მითხარი რა მომესმა წეღან? მიშო - რავი წეღან რო გნახე აშკარად ჯიგრული შეხედულება დატოვე ჩვენზე, რაღაცნაირი გაწონასწორებული ჩანხარ. ნუცა - კაი გასაგებია მადლობა დადებითი შეფასებისთვის. (აკო აქამდე ჩუმად იჯდა მერე ბიჭებმა ლუდი შემომთავაზეს რაზეც უარი მიიღეს და გაცნობა გავაგრძელეთ ერთმანეთის მიშო და ილია 24 წლისები ყოფილან აკო კი 25 ალბათ ამიტომ იჯდა ასე მშვიდად რომ უკვე დიდი ყოფილა, გიტარა აიღო და მკითხა) - გიტარა გიყვარს როგორც მივხვდი ხო? - გიტარა ვის არ უყვარს? - არიან მასეთებიც, სიმღერა შეგიძლია? - დიდად არ მიყვარს ჩემი ხმა მირჩევნია ვუსმინო - რა დავუკრა მაშინ მითხარი და მისმინე, ისეთი მითხარი შენ რომ იცი და შენც ამყევი თუ გენდომება - არა შანსი არაა, მე ვერ ვიმღერებ რაც გინდა დაუკარი, სიამოვნებით მოგისმენ - კარგი მაშინ მე ვიცი (გიტარას ჩამოკრა და საკმაოდ ძველი სიმღერა დაიწყო მე საიდულმოს შენახვა ვიცი) ,,ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა“ ამ სიტყვებით დაასრულა სიმღერა რაზეც ბიჭების ტაში მოყვა, სანამ მღეროდა თავს უცნაურად ვგრძნობდი, იმიტომ რომ მთელი სიმღერის განმავლობაში მიყურებდა, იმდენად ტკბილად მღეროდა ეკალი მაყრიდა. ყველაზე ცუდი კი ის შეგრძნება იყო რატის მონატრებამ რომ იჩინა თავი ამ სიმღერაზე, თავი დამნაშავედ ვიგრძენი მაგრამ მისი ოჯახი გამახსენდა, გამახსენდა როგორ გამომიყენა და მიმატოვა, ტირილი მომინდა მაგრამ ახლა რას ვიზავდი, უბრალოდ შევუქე ნამღერი - სასიამოვნო მოსასმენი იყო, კარგადაც უკრავ და კარგადაც მღერი, ბიჭებო თქვენ არ მღერით? - მე და ილიაც ვმღერივართ მაგრამ ეს ისეთი სიმღერა იყო ვერ ჩავერეოდით. (აქ უკვე აშკარა ფლირტი ვიგრძენი აკოსგან რამაც უხერხულში ჩამაგდო და არ მესიამოვნა, ფეხზე ავდექი და ვთქვი) - კარგით ბიჭებო ჩემი წასვლის დროა, გამიხარდა თქვენი გაცნობა კარგად. - ბიჭებს ყურადღებას ნუ მიაქცებ ლუდი ბევრი მოუვიდათ. გაგაცილო? - იმხელა კაცი ყოფილხარ წესით უნდა მიმხვდარიყავი, როომ ეგ კითხვა არ უნდა დაგესვა. კარგად - ბოდიში ცუდად არ მითქვამს, ხვალამდე. ისე გავბრაზდი მის ბოლო სიტყვებზე ცოფებს ვყრიდი, ვფიქრობდი: ,,თავხედი და უზრდელი კაცია, თავში ტვინი არ აქვს? რა ეგონა რახან გავუღიმე და მათთან ერთად დავჯექი ავარდნილი გოგო ვარ? დავხამდებოდი თუ რა ეგონა მაგ იდიოტს? ხვალ ვანახებ ვინ ვარ.“ დილით ჩვეულებრივ სამსახურის საქმეებს შევუდექი, 1 საათამდე არცერთი გამოჩენილა, ვიცოდი როგორც უნდა მოვქცეულიყავი ჩემზე აზროვნება რომ შეესწორებინათ ამიტომ ველოდებოდი როდის ვნახავდი რომელიმეს. 1 საათზე აკო დაბლა ჩამოვიდა და რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა - დილამშვიდობისა ნუცა - დილამშვიდობისა - ძალიან ბევრი ვიფიქრე წუხელ, ბოდიში მინდა მოგიხადი რაღაც ისე არ გამოვიდა - ნამდვილად არ გამოვიდა რაღაც ისე მაგრამ არ მცალია ამ თემაზე სალაპარაკოდ, სამუშაოს საათებში მენეჯერი ვარ და მორჩა, გიდი გჭირდებათ? - აუ მასე ცივად რატო მელაპარაკები? ცუდად არ მითქვამს არაფერი მართლა ვამბობ ბოდიში რაა - მიღებულია ბოდიში. გიდი გინდათ? - რო გთხოვო ჩვენთან ერთად წამოდი და ვინმე წამოიყვანე მეთქი გაბრაზდები? - რა გინდა ალეკო? პირდაპირ თქვი - მინდა რომ ახლო გაგიცნო - ისიც საკმარისზე მეტია რამდენად ახლოსაც გამიცანი, ამაზე მეტად ახლოს გაცნობის სურვილი არ მაქვს, ეხლა მაცადეთ საქმე მაქვს. - კაი არ დაგაძალებ დღეს. წამოვედი აღარაფერი მითქვამს, დავინახე სალაშქროდ გამზადებულები რომ ჩამოვიდნენ დაბლა, მე ჩემს ოთახსი შევედი და ბუღალტერიის საბუთებს გადავხედე, კარზე კაკუნი იყო და ჩემი თანხმობის შემდეგ მიშომ შემოყო თავი ოთახში რასაც ჩემი გაოცება მოყვა - რა ხდება? - ნუცა როგორ ხარ? მე ცუდად ვარ წუხანდელი ზედმეტობის მერე - ეხლა ესე ყველამ სათითაოდ უნდა მიხადოთ ბოდიშები? - შენ ისეთი ჯიგარი და განსაკუთრებული გოგო ჩანხარ რომ შენს შემოსარიგებლად მზად ვართ მე და ბიჭები მთელი შატილი შვყაროთ და ბოდიშები გიხადონ - ვაიმე მიშო ეგეთ აზრებთან ერთად რატო მოძრაობ 24 წლის კაცი? - აი ხომ ხედავ კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული გოგო ხარ, მართლა მეგობრობა მინდა შენთან ცუდად რატო მიგებ? დავიჯერო მასე გაქვს ხალხის ნდობა დაკარგული? - კი მაქვს და თან ძალიან ამიტომ ვინც როგორ იქცევა იმის მიხედვით ვექცევი მეც - მაშინ მოგვეცი კიდე ერთი შანსი რომ დაგანახოთ ჩვენი ნდობა შეიძლება თუ არა - და მაგისთვის რა არის საჭირო შენი ბრძენი წკუით? ლაშქრობაზე გამოგყვეთ? - აუ რა მიხვედრილი გოგო ხარ ნუციი? ხო წამოხვალ? - არა ლაშქრობაზე თქვენთან ერთად არ წამოვალ - კაი მაშინ ჩვენც დავრჩებით და სასტუმროს ეზოში მოვაწყოთ ლაშქრობა - რატო გადამეკიდეთ? მასე უფრო მეტ ეჭვს მიჩენთ და უარესს აკეთებთ, წადით რაა რისთვისაც ჩამოხვედით შეირგეთ. კარი გაიკეტე - აუ რატო ხარ მასეთი? კაი რაა - კარგი დროის ტარებას გისურვებთ მიშო, ნახვამდის აღარაფერი უთქვამს ისე გავიდა. საღამომდე აღარ გამოჩენილნან. საღამოს 10ის ნახევარი იყო რომ დამიძახა ქეთიმ საქმე გვაქვსო. გარეთ გავედი და რას ვხედავ? სამივე შეშლილი ეზოში იყო ცეცხლი აუნთიათ, გარშემო იჯდნენ და როგორცკი დამინახეს მიშომ და აკომ გიტარაზე დაკვრა დაიწყეს ილია უბრალოდ მღეროდა მათთან ერთად სიმღერას ,,როდისმე“ სანამ არ დაამთავრეს ვუყურებდი და მეღიმებოდა მათ გადარეულ საქციელზე, რომ დაამთავრეს გვაპატიეო მითხრეს და ილიამ დააყოლა - არაფერი თქვა უბრალოდ თუ მოგვცემ შანსს რომ კარგად გაგეცნოთ ჩვენთან ერთად დაჯექი, თქვენც შემოგვიერთდი რაა - და მე არ მეკითხები ვჯდები თუ არა? (მიშომ დაიწყო წუწუნი) - კაი შენ კიდე, რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი ამხელა მენეჯერი გოგო? (გამეცინა და წავედი მათკენ ქეთიც წავიყვანე და ჩვეენთან ერთად დავსვი, სასიამოვნო საღამო გავატარეთ, მღეროდნენ, იცინოდნენ, გვაცინებდნენ, მოკლედ ერთმანეთს უკეთ ვეცნობოდით, მართლა კარგი ბიჭები ყოფილან მეგობრულები და მხიარულები ) 1 კვირა გავიდა ყოველ საღამოს ერთად ვჯდებოდით ქეთის გარეშე და ვერთობოდით ირაკლი და ნინოს უხაროდათ მეგობრები რომ შევიძინე და გახარებული დავდიოდი. მათი წასვლის წინა დღეს აკომ დამიძახა საქმე მაქვს და თუ შეგიძლია გამომყვეო. ცოტა დავიძაბე ისეთი სერიოზული იყო კარგი მეთქი ვუთხარი და გავყევი. მდინარესთან ჩამიყვანა დაჯდა და მოულოდნელად მითხრა - არ მინდა წასვლა - არ წახვიდე მერე - შენ გინდა რომ დავრჩე? - მე რა შუაში ვარ? შენ თუ გინდა დარჩი, მე რატო მეკითხები? - იცი რატოც გეკითხები - რო ვიცოდე არ გკითხავდი - ვიცი რომ 5 წელი ცოტა არაა - რა 5 წელი? - გემუდარები ბოლომდე მათქმევინე და არ გამაწყვეტინო რაა - კაი გისმენ - მოკლედ, ვიცი რომ 5 წელი ცოტა არაა, მაგრამ ისიც ვიცი მე ვინ ვარ და რა შემიძლია, ამასთან ერთად მე რა მინდა ეგეც ვიცი, გახსოვს ჩვენი ჩამოსვლის დღე? ბიჭები რო მეკაიფებოდნენ? იცი რაზე დამცინოდნენ? შენ დაგინახე და გავშტერდი, თვალი არ მომიცილებია იქამდე სანამ არ შემოხვედი და არ ვიგრძენი როგორ გავსრიალდი, შენს ყურებაში ფეხი ცხენის მოსაქმებულში ჩავდგი და გამისრიალდა რაზეც ბიჭები სიცილით გაიგუდნენ და კაიფი დაიწყეს თავისთავად ჩემი რეაქციაც დაინახეს შენ რომ გიყურებდი და ვეღარ დაწყნარდნენ, მერე შენ გამოელაპარაკე მათ და მითხრეს რომ ძალიან ჯიგარი და ჩამოყალიბებული გოგო ჩანდი მერე გიმღერე მართლა გულით და შეგამჩნიე როგორ დაგიმძიმდა თვალები, მივხვდი რომ აშკარად გული გაქ მოკლული ვიღაცის გამო მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება არაა? შენნაირი გოგოები არ არსებობენ თბილისი გაიხრწნა და მხოლოდ სისაძაგლეები ხდება, აქ სამოთხეში მოვხვდი შენი დანახვით ნუცა, ნაკლს ვეძებდი ეს დღეები და ვერ გიპოვე, შენ ქალღმერთს გავხარ. (რა დამემართა ჯერ მის ყველა სიტყვაზე ვერ ავგწერ, მაგრამ ბოლო სამი სიტყვა რაც მან თქვა როგორცკი გავიაზრე ვუთხარი: _________ იმედი მაქვს სასიამოვნოდ კითხულობთ და ელოდებით შემდეგ თავებს. შეცდომებს თუ მიპოვით ბოდიშით, დრო არ მაქვს რომ შეცდომების გარეშე ვწერო. მადლობა ყველას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.