შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ... (2 თავი)


28-07-2015, 16:43
ავტორი anuchiaaaa
ნანახია 2 123

-ინა რაღაც მინდა გთხოვო მაგრამ ჯერ შემპირდი რომ უარს არ მეტყვი. კარგი? ძალიან გთხოვ.
-ხო კარგი გპირდები. მითხარი რა გინდა.
-ინა შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს ტელეფონით ვერ გეტყვი, ამიტომ მინდა რომ დღეს საღამოს 8 საათზე რესტორანში შემხვდე. გთხოვ უარი არ მითხრა.
-ნუ დღეს სხვა საქმეები მქონდა გასაკეთებელი, მაგრამ თუ ასეთი სერიოზული საქმეა წამოვალ. სად და რომელ საათზე?
-8საათზე გამოგივლი მანქანით და წავიდეთ.
-კარგი. შეხვედრამდე ნიკა.
-დროებით ინა და მადლობა რომ დანმთანხმდი.
ინა გაკვირვებული იყო, ნეტა რა საქმე უნდა ჰქონდეს ნიკას ჩემთნ, თან სერიოზულიო. ეზარებოდა წასვლა, მაგრამ რადგან შეპირებული იყო უარი ვეღარ უთხრა. კარადიდან ყველა ტანსაცმელი გამოიღო და ისინჯავდა, ვერ გაიგო რა ჩაეცვა, ამიტომ ლიკას დაურეკა ყველაფერი მოუყვა რაც ნიკამ უთხრა და სთხოვა მასთან მისულიყო და ტანსაცმლის არჩევაში მიხმარებოდა. ლიკაც 5 წუთში მასთან გაჩნდა.
-ვაიმე ლიკა ტვინი მტკივა უკვე რა, არ ვიცი რა ჩავიცვა.
-აუ კაი რა. რად უნდა მაგას ამდენი ფიქრი? გუშინ რის ჩაცმასაც აპირებდი ის ჩაიცვი.
-აუ ჯიგარი ხარ. ეგ სულ არ გამხსენებია. და თმებს რა ვუყო?
-რა უნდა უყო და უნდა დაიხვიო. ეგრე მოსწონს ნიკას.
-ვაიმე ლიკა ეხლა გაგლახავ. რაიცი რომ ვუყვარვარ? იქნებ სულ სხვა საქმეზე მიბარებს?
-რესტორანში გიბარებს სხვა საქმეზე ხო? რაზე? ბიზნესზე უნდა გელაპარაკოს? ცოტა მოტვინე ინა რა.
-ხო კაი არ ვჩივი რაზე უნდა მელაპარაკოს. ეხლა დავიწყე მომზადება თორე ნიკა 3 საათში მოვა.
-ჯერ რა გეჩქარება მერე 3 საათში თუ მოვა?
-თმების დახვევას დრო არ უნდა შენი აზრით.
ინა ძალიან ლამაზად გამოეწყო. უხდებოდა ლურჯი კაბა, მაღალქუსლიანები, დახვეული თმები და მსუბუქი მაკიაჟი. დრომაც მალე გაირბინა და აი, დადგა 8 საათიც. ინას ნიკამ დაურეკა, ჩამოდი შენს სახლთან ვარო. ინამ ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები და ნიკას შეხვდა. ისე ლამაზი იყო ნიკას პირი დარჩა ღია. ჩასხდნენ მანქანაში და რესტორნისკენ წავიდნენ. გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. ინამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ნიკა კიდე ისე ნერვიულობდა საუბრის თავიც კი არ ჰქონდა. მხოლოდ უღიმოდნენ ერთმანეთს.
მანქანა ქალაქის ყველაზე დიდ რესტორანთან გაჩერდა. ნიკამ ინა რესტორანში მიიპატიჟა და ყველაზე კარგ ადგილზე დასხდნენ. ნიკა ძალიან ნერვიულობდა. კომპლიმენტებით ავსებდა ინას. ბოლოს ძალა მოიკრიბა და საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა.
-ინა მოდი ეხლა საქმეზე გადავალ, ოღონდ არ შემაწყვეტინო კარგი?
-კარგი ნიკა, აპა გისმენ.
-ინა, გაცნობის დღიდანვე შემიყვარდი, 5 წელია მიყვარხარ. ეს უფრო ადრეც უნდა გცოდნოდა, მაგრამ მე ვარ დამნაშავე, არ გეუბნებოდი. გუშინ კიდე ჩემს გამო რომ არ მოდი ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე სიმართლე არ დამემალა. ინა, სიგიჟემდე მიყვარხარ. არვიცი როგორია შენი რეაქცია ამაზე, მაგრამვფიქრობ, რომ ეს ჩემი მხრიდან საუკეთესო ქცევაა. ინა, გიყვარვარ?
-ნუ ნიკა... იცი?...
-გთხოვ ინა სიმართლე მითხარი. არ დამიმალო.
-ნიკა მაპატიე, მაგრამ მე არ მიყვარხარ. ვიცი ეს ალბათ ძნელი მოსასმენია, მაგრამ... როგორც მეგობარი ისე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ როგორც შეყვარებული, ნამდვილად არა. მაპატიე.
-ინა მართლა არ გიყვარვარ? რატომ? სხვა გიყვარს? თუ ცუდი ბიჭი ვარ? გპირდები, გპირდები რომ გამოვსწორდები. აუცილებლად შევიცვლები.
-არა ნიკა, შენ ცუდი ბიჭი ნამდვილად არ ხარ, მაგრამ უბრალოდ ჩემი გემოვნების არ ხარ. და ნუ ნერვიულობ, არავინ მიყვარს, თავისუფალი ვარ. უბრალოდ არ მიყვარხარ და ეგ არის. ეხლა კი წამიყვანე სახლში თორე გვიანია უკვე.
-კარგი ინა, მჯერა შენი, ისე მე დაგელოდები მთელი ცხოვრება თუ...
-ჰეი ნიკა.. შენ რა.. ტირიხარ?
-არა ინა, უბრალოდ. არაფერია. ძალიან მიყვარხარ და სულ მეყვარები. ეხლა კი წამო წაგიყვან სახლში ოღონდ ერთი პირობით.
-რაა? რა პირობით ნიკა?
-რა პირობით დაროცა მოგიახლოვდები დასალაპარაკებლად, სადაც არ უნდა ვიყოთ, შემპირდი რომ არ გაიქცევი. კარგი?
-ხო კარგი ნიკა. წავედით.
-და მპირდები რომ არ გაიქცევი?
-კი ნიკა. გპირდები.
ინა სახლში ცოტათი ანერვიულებული დაბრუნდა. არ ელოდა იმას რომ ნიკას მისადმი გრძნობა მართლა ექნებოდა. თავის თავშიც ვერაფერს არკვევდა. უნდოდა რომ თუ ნიკა სიყვარულს აუხსნიდა წაჩხუბებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, წყნარად ესაუბრა და იმაზეც კი დათანხმდა რომ მის მიახლოებაზე არ გაქცეულიყო, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. ამ ფიქრებში გართულს კარზე ზარის ხმა შემოესმა.
-ვაა, ლიკა? შემო. რა გახარებული ხარ. მოხდა რამე?
-მე მეკითხები მოხდა რამეო? ეხლა ადექი და სიტყვა სიტყვით მომიყევი რა გითხრა ნიკამ დღეს.
-ბიზნესის საქმეებზე მელაპარაკა. smile emoticon
-ბიზნესს მოგცემ მე შენ. ჰე ამოღერღე ეხლა სად იყავით და რა გითხრა.
-რესტორანში ვიყავით, ნუ მოკლედ სიყვარული ამიხსნა რა.
-ვაიმე რა მაგარია. ასეც ვიცოდი. ხომ გითხარი უყვარხარ და ალბათ მალე გეტყვისთქო? და გითხრა კიდეც. შენ რა უთხარი? მეც მიყვარხარო ხო?
-შენ გოგო ხო არ გადაირიე? რა მეც მიყვარხართქო? ვუთხარი რომ არ მიყვარს. მითხრა მე სამუდამოდ მეყვარები და დაგელოდებიო. თან შევპირდი რომ მისგან აღარ გავიქცევი ხოლმე. მთხოვა ეს სურვილი შემისრულეო და მეც ვუსრულებ.
-ვაიმე ინა, მართლა ძალიან უყვარხარ და შენც დადებითად უპასუხე თორე ჩემი ხე;ლიტ მოგკლავ. ცოდვაა ბოლოს და ბოლოს.
-აუ კაი რა ლიკა. ცოდვაა არა ის კიდე. არაა ჩემი სტილის ბიჭი, არ მიყვარს და ძალით შევიყვარო თუ რა ვქნა?
-თუ რამეს არ გრძნობ მის მიმართ, მაშინ რატო დათანხმდი იმაზე რომ მის მოახლებაზე არ გაქცეულიყავი?
-ნუი ეხლა, იცი რა ლიკა?.. მოიცა ტელეფონი მირეკავს. ნიკაა.
-გისმენთ, დიახ ნიკა.
-როგორ ხარ ინა? რაშვრები?
-რავიცი არამიშავს. შენ როგორ ხარ? ხომ მშვიდობაა?
-მეც არმიშავს. ვარ რა. კი მშვიდობაა. უბრალოდ ზეგ მეგობრები ჩემთან ვიკრიბებით, ისე როგორც გუშინ ანისთან და მინდა რომ შენც წამოხვიდე. იცოდე უარი არ მიიღება.
-არც ვაპირებ უარის თქმას. რათქმაუნდა წამოვალ.
-აუ რა მაგარია. ძალიან კარგი, ოღონდ ადრინდელივიტ ნუ გაიქცევი ჩემგან კარგი? ეხლა ხომ იცი რომ მიყვარხარ?
-არა ნიკა არ გავიქცევი. ხომ შეგპირდი?
-უი მაპატიე, დავიბენი და ეგ სულ აღარ გამხსენებია. აპა მომავალ შეხვედრამდე. მიყვარხარ ინა.
-მომავალ შეხვედრამდე ნიკა. მეც მიყვარხარ.
-რათქვი ინა? მიყვარხარო?
-არა. არაფერი არ მითქვამს. მოგესმა ალბათ.
-კარგი აპა დროებით. ტკბილი ძილი.
-ინა რა უთხარი ნიკას? მიყვარხარო? ვიცოდი ვიცოდი.
-აუ ლიკა საიდან მოიტანე რომ მიყვარს? უბრალოდ უცებ წამომცდა და გადამაყოლე ეხლა ერთი სიტყვა რა.
-უბრალოდ წამოგცდა თუ ბრალიანად ეგ არ ვიცი მე მარა ის ვიცი რომ ნიკას უთხარი მიყვარხარო.
-ლიკა წამომცდა უბრალოდ. მართლა გეუბნები. იცი რაზე დამირეკა? ზეგ მეგობრები ჩემთან ვიკრიბებით დაწამოდიო.
-აუ რა მაგარია, ესიგი ზეგ გავერთობი. აუ ინა რაღაც უნდა გკითხო და გულახდილად მიპასუხე, მართლა არაფერს გრძნობ ნიკას მიმართ?
-იცი ლიკა, აქამდე ნიაკ ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, მაგრამ დავრწმუნდი რომ მართლა ვყვარებივარ, თან მისი ცრემლიანი თვალები რომ დავინახე გული დამეწვა. შენთან რაარის დასამალი და მგონი მართლა მომწონს ნიკა.
-აუ რა მაგარია. ვიცოდი. ხომ გეუბნებოდი მე შენ? აუ იცოდე მაგას ზეგ თუარ ეტყვი მე ვეტყვი.
-რაა? აუფ შანსი არაა. როგრო ვუთხრა ბიჭს მიყვარხართქო? ოუუ. არა რა.
-აუ. შენ გადამრევ რა. შენ კი არ უხსნი სიყვარულს, შენ აგიხსნეს და ეხლა შენგან პასუხს ელიან. შენთუ არ ეტყვი მე ვეტყვი.
-აუ არ გაბედო ლიკა თორე მაგრად მეწყინება.
-კარგი მაშინ შენ გაბედე და მე ხმას არ ამოვიღებ.
-აუ ლიკა, არ შემიძლია რომ ვუთხრა რა.
-ინა მომისინე, ნიკას ძალიან უყვარხარ და მასაც რცხვენოდა თქმა, მაგრამ შეძლო. მართლა ძალიან უყვარხარ და ნუ ტანჯავ. ცოდვაა. იცოდე მართლა უთხარი თორე მე ვეტყვი.
-შენ რომ უთხრა გადარევ ისე ეტყვი. ხო კარგი ჯანდავას ჩემს თავს. მე ვეტყვი.
-ინა დამიჯერე ეგ შენი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ნიკას მართლა კარგი ბიჭია. მარტლა უყვარხარ და ზრუნავს შენზე. მასთან კარგად იქნები. აუ მიდი ყავა მოადუღე რა.
-ხო კარგი ვეტყვი ზეგ, ოღონდ მანამდე სიტყვა არ დაგცდეს. რად გინდა ამ შუაღამეზე ყავა? არ დაგაძინებს გოგო.
-მეც ეგ მინდა, დავჯდეთ კინოებს ვუყუროთ და ვიჭOრავოთ.
გოგონებმა კინოებს უყურეს და ერთმანეთშ აჩუმებდნენ იმხელა ხმაზე იცინოდნენ. 3 საათზე დაიძინეს. და რაც მარტალია მაღტალია, გვიან ადგომაც მოუწიათ. ლიკამ ინა საყიდლებზე წაიყვანა. სახლში გვიან დაბრუნდნენ და ტკბილად დაეძინათ.
მეორე დღეს ორივემ დილაადრიან დაიწყეს მზადება. ლიკა ერთ სულზე იყო როდის ნახავდა გიგას, ინა კი მთელი დღE დაძაბული იყო, რადგან იცოდსა რომ ნიკასთვის ყველაფერი უნდა ეთქვა. ყველაფერს დაძაბულილ აკეთებდა. ხელები უკანკალებდა. ნერვიულობამ კიდევ უფრო იმატა, როდესაც ნიკასთან მივიდნენ. ნიკა სიმპატიურად გამოიყურებოდა, ამიტომ ინა თვალს ვერ აშორებდა. ნიკას კი არ სურდა ინა კიდევ უფრო გაეღიზიანებინა, ამიტომ არ უყურება, რის გამოც ინამ მოიწყინა. ცოტა ხნით გაიარ გამოიარა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და მალევე დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ნიკა მოძებნა. ბეჭზე ხელი დაადო და მოატრიალა.
-პრივეტ ნიკა როგორ ხარ?
-კარგად ინა შენ როგორ ხარ?
-რავი მეც არამიშAვს. შენთან საქმე მაქვს და შეგიძლია ერთი წუთით წამოხვიდე?
-კარგი ინა რა პრობლემაა.

---------------
ესეც მეორე თავი აბა როგორ მოგწონთ?
გავაგრძელო?
დიდი სიყვარულით თქსენი anuchiaaaa



№1  offline წევრი Anano Garsidze

ძალიან სასიამოვნოა<333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent