შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 16 (დასასრული)

28-07-2015, 17:10
ავტორი dona gedi
ნანახია 3 194

ძალიან რთული იყო დასრულება, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, ამ ისტორიასაც მათ შორის)) ძალიან დიდი მადლობა ყველა მკითხველს ვინც მამხნევებდა, მე ყველა მახსოვხართ<3 და მათაც ვინც არ მამხნევებდა, მაგრამ ბოლომდე მომყვა.. იმდეია ისიამოვნებთ...

ერთ ტყვიას გიგამ დაასწრო, მეორეს კი ანდრიამ. მხოლოდ ჩემი უბადრუკი სიცოცხლის გადასარჩენად.
რა ჯანდაბად მინდოდა ასეთი სიცოცხლე?
ის დაჭრილი იყო. მე კი პანიკაში ვიყავი და არც კი ვიფიქრე, როგორ იყო ანდრია.
სისხლისგან იცლებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა მაინც.
რა სისულელეა იყო ასეთი? კვდებოდე და მაინც სხვაზე ზრუნავდე...
იმხელა ხმაზე ვიღრიალე, ერთი წამიც არ დასჭირდა, რომ გარშემო მოფუსფუსე პოლიცია და სასწრეფო ჩვენთან გაჩენილიყო.
ისეთი მობილიზებული გავხდი თითქოს წეღან შოკში არც ვყოფილვარ. საერთოდ გადამეკეტა გონება, რაც მახსოვდა იყო მხოლოდ ანდრია. ანდრია და მისი სიცოცხლე. რაც პარალელურად ჩემს სიცოცხლეს ნიშნავდა. სასწრაფოს ექიმებს საშუალებას არ ვაძლევდი, რომ მათ ეკეთებინათ საქმე. ყველაფერი ხელიდან გამოვგლიჯე და არ მოვისვენე, სანამ მეთვითონ არ გადავუხვიე ჭრილობა.
მერე იყო სასწრაფოს მანქანა და ის გამაყრუებელი ხმა რომელსაც ტრადიციულად გამოსცემენ, მაგრამ გამოვართვევინე მათი წინააღმდეგობის მიუხედავად.
არ მინდოდა ანდრია რამეს შეეწუხებინა.
მთელი გზა გონზე იყო და თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. ხელები ისე მაგრად ჩაგვეკიდა ერთმანეთისთვის, თითქოს ვიღაც გგვლეჯდა.
თუმცა ასეც იყო.
სიკვდილი მგლეჯდა მის თავს.
მაგრამ არ ვაპირებდი მისთვის დამეთმო.
_ჩემთან იქნები. ხომ გესმის ჩემი?-მან თვალები დახუჭა და გაახილა თანხმობის ნიშნად.
_არ გაბედო ჩემი მიტოვება. გასაგებია? არ გაბედო... ყველაფერს გაპატიებ, მხოლოდ სიკვდილს ვერა. არ შემიძლია უშენოდ.-ანდრიას თვალებს ცრემლები სწყდებოდა. იცით, რას გავდა ეს? მწვანე ტყეს, მწვანე მშვიდი ტყე, რომლშიც წვიმს... მაგრამ მაინც თბილა.
ორივე თვალზე ვკოცნიდი და ექიმმა რომელმაც ეს დამიშალა, ისეთი მკვლელი თვალებით გავხედე, წამსვე ჩაყუჩდა და წამლების ჩანთაში ჩარგო თავი. საავადმყოფოს რომ მივაღწიეთ ახალი მიზანი დავისახე.
ოპერაციას უნდა დავსწრებოდი.
_ანდრია მე იქ ვიქნები გესმის? შიგნით ვიქნები და არ მივცემ სიკვდილს შენთან მოახლოვების უფლებას.-მან გამიღიმა. თვალები ეხუჭებოდა და ნერვებს მიწიწკნიდა ეს ფაქტი.
_შენ დაგეძინება, მერე გაიღვიძებ და მე დამინახავ. ვერაფერს გაიგებ. მხოლოდ იფიქრე რომ წასვლის უფლება არ გაქვს. ხომ დამიჯერებ?
-მან კვლავ დახუჭა თვალები თანხმობის ნიშნად.
_მიყვარხარ ანდრია.-ვუთხარი და გავუღიმე.
მას თვალები დაეხუჭა. ხელი მის მაჯაზე მედო რომ მუდმივად მეგრძნო პულსი. ვიღაც დედაჩემის მოსაძებნად გავგზავნე. იმ საავადმყოფოში ვიყავით სადაც დედა მუშაობდა და მინდოდა მას გაეკეთებინა ოპერაცია. სხვას ვერ ვანდობდი...
დედას რომ მოვეხვიე, ვიგრძენი რომ ღმერთმა ის მფრველ ანგელოზად მომივლინა.
ოპერაციაზე დასწრების უფლება მომცა ბევრი ხვეწნისა და ჩემი მუქარის შემდეგ, მაგრამ ისეთი ადვილი არ აღმოჩნდა იქ ყოფნა, როგორიც მეგონა. კინაღამ თითები დავიჭამე სანამ ორი ტყვია ამოუღეს. როგორც დედამ მითხრა, გულს მილიმეტრებით ასცდა ერთი, მეორე კი ფილტვში მოხვდა. რაღაც მომენტში პულსი დაიკარგა და ვხვდებოდი, რომ თუ ის არ აღდგებოდა,იქვე დამთავრდებოდა ჩემი ცხოვრებაც. პულსი რომ აღუდგინეს დაძაბულობისა და ნერვიულობისგან თავი ვეღარ შევიკავე და უგონოდ დავეცი იატაკზე.
გონს რომ მოვედი ოპერაცია თითქმის დასრულებული იყო. ვიცოდი რომ ეს არ იყო ყველაფრის დასასრული და კიდევ წინ მქონდა ამაზე დიდი სანერვიულო_კრიზისული დღეები.
თავისუფლად შეიძლებოდა რომ ვერ გადაეტანა რომელიმე დღე.
პირველმა და მეორე დღემ კარგად ჩაიარა. მესამე დღე იყო ყველაზე საშიში.
დედამ ნელ-ნელა შემომაპარა, რომ 10%-იც არ იყო მისი გადარჩენის შანსი. მაგრამ მე არ ვეყრდნობოდი ამ დაწყევლი პროცენტებს.
მესამე დღეს გონს მოვიდა და დიდი ძალისხმევის შედეგად ანდრიას დედას დავუთმე, რომ პირველი შესულიყო. ეს დღე ან გამოსამშვიდობებლად დარჩებოდა, ან ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა.
მე რომ შევედი თვალები ეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. ფეხაკრეფით მივეპარე.
თვალები გაახილა და მივხვდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა. სასუნთქი აპარატი ცოტახნით მოვხსენი და ხელები ჩაცვენილ ლოყებზე შევახე. ოდნავ გამიღიმა.
მის მისუსტებულ, მწვანე თვალებს ჩავხედე. ისინი კვლავ თბილი იყო და სიყვარულით მიყურებდნენ.
მანიშნა რომ დავმჯდარიყავი მის გვერდით. დავმორჩილდი.
ხელი ჩავჭიდე. ჯერ-ჯერობით შემეძლო პანიკის შეკავება, მაგრამ არ ვიცოდი როდემდე.
_მომეცი უფლება მშვიდად მოვკვდე.-მითხრა და ჩემს მზერას რომ ვერ გაუძლო თვალი ამარიდა.
_როგორ შეგიძლია ამის თხოვნა? გგონია უშენოდ ცხოვრებას ვაპირებ?-შევუბრუნე ნაწყენმა.
_მეც მაგას ვამბობ. დამპირდი, რომ მშვიდად გამიშვებ და როგორღაც გადაიტან ამ ტკივილს.
_გადავიტან? დაუფიქრდი ამ სიტყვას! შენ ყოველთვის იცოდი, რომ ამისთვის ძალინ სუსტი ვარ. გახსოვს, ერთხელ დამპირდი, სანამ ჩემი თავი ცოცხალი გყავს, ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდესო. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო.-ცმრემლები ჩამომიგორდა თვალებზე და ხმა საშინლად მიკანკალებდა. ვეღარ გავაგრძელე.
_შენ კი მითხარი, რომ უიმედოდ ვერ ვიცოცხლებო, თუ ჩემს გვერდით არ იქნები აღარც მე ვიარსებებო.-ჩემი სათქმელი დაამთავრა თავისი გადაღლილი ხმით._მაშინ მომწონდა ამის მოსმენა, მაგრამ ახლა გთხოვ, გააგრძელე ცხოვრება. შეგიძლია კვლავ გქონდეს იმედი, იმიტომ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დაგიცავ.
_შენ მატყუარა ხარ. იმისგან ვერ დამიცავი, რაც ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის. მე გითხარი, რომ მხოლოდ უშენობის გადატანა არ შემეძლო, შენ კი გინდა რომ მაინცდამაინც უშენობას შემაგუო. ეს არ მოხდება გესმის? სადაც არ უნდა წახიდე ყველაგან გამოგყვები!-ცრემლების ნაკადი მოვიშორე თვალებიდან რომ მისი თვალების სიმწვანე შემესრუტა. მისი თვალები იყო ჩემი გულის მაცოცხლებელი, თუ ისინი აღარ შემომხედავდნენ, ჩემი გულიც მოკვდებოდა.
_გთხოვ ძვირფასო, ეს ჩემი ბოლო თხოვნაა. ყველას უსრულებენ ბოლო თხოვნას.
გთხოვ ანასტასია. შენ იცი რომ ეს შენი სულის სიკვდილსაც ნიშნავს. მე არ მითხოვია შენთვის, რომ სული შემოგეწირა. ნურაფერს დაუშავებ თავს გევედრები.- გამიკვირდა, რომ ის ვერ მიმხვდარა ჩემი სიყვარულის სიღრმეს, მის ძალას და მიჯაჭვულობას. თვალებში ვუყურებდი და ის უცბად შეკრთა, ჩემი ხელი უფრო მაგრად ჩაბღუჯა. დაინახა ჩემ თვალებში რასაც ვგრძნობდი, დაინახა და გაოცებლს აღმოხდა:
_შენ... არ აპირებ ს?! შენ ფიქრობ, რომ....-ხმა გაუწყდა.-ფიქრობ რომ... შენი გული... ჯანდაბა.-ამოიგმინა მან.
_ეს მაინც თვითმკვლელობაა, რადგან შენ არ ეძებ ძალას საკუთარ თავში. უნდა მოინდომო ანა. ხვდები რას მიკეთებ? ერთი წამით მაინც გიფიქრია რას მიკეთებ?
მეგონა გიხსენი სიკვდილისგან და შენ წყალში მიყრი ყველაფერს.
_შენ იცი, რომ რამდენიც არ უნდა ვეცადო, ღმერთი არ დამტოვებს ცოცხალს. ვერ დამტოვებს, იმიტომ რომ მე გული აღარ მექნება. ერთი ადამიანი უკვე მოკვდა ჩემთვის, მაგრამ შენ.. მაპატიე ანდრია. ვერ შევძლებ.
გადაარჩინე საკუთარი თავი და ამით მეც გადამარჩენ.-ვიცოდი ვტკენდი, მაგრამ უნდა მიმიეცა მისთვის ბრძოლის მიზეზი, სიცოცხლისთვის ბრძოლის მიზეზი. თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
_მე ხომ მხოლოდ შენს გადარჩენას ვცდილობდი, შენ კი.. გამოდის რომ გადაგარჩინე სხვისი ხელით სიკვდილს, ახლა კი მე თვითონ გკლავ?!
_მორჩი! შეგიძლია მშვიდად იყო.-მისი სახე ხელებში მოვიქციე და ფრთხილად ვაკოცე._მე გპირდები, რომ თავს არ მოვიკლავ, მაგრამ ვერ დაგპირდები რომ ამ ტკივილს გავუძლებ. ამიტომ უნდა იცოცხლო. ჩემთვის. კიდევ ერთხელ იყავი ჩემი მხსნელი. იყავი გთხოვ, მხოლოდ ერთხელღა.
_აღარ მაქვს ძალა. რატომ მტანჯავ ასე? აღარ მაქვს ძალა რომ სიცოცხლეს მოვებღაუჭო. მთავარია შენ მოინდომო ეს. გთხოვ ძვირფასო.
_ჩუუ, აღარ მინდა შენი ტანჯვა. მე იმაზე მეტი ბენიერება მივიღე, ვიდრე ამას რომელიმე ადამიანი დაიმსახურებდა მთელი ცხოვრების მანძილზე. შენ სიყვარული მომეცი, სიცოცხლე მომეცი და ბედნიერება.-ვბუტბუტებდი და უფრო მეტად მისისტებულ სახეზე ვეფერებოდი._გახსოვს პირველად რომ დაგეჯახე? შენ კი თითები რომ ამაკარი ტუჩებზე, რომ არ მეკივლა. მაშინ რომ შემოგხედე თვალებში... ოჰ ყველაფერს ნუ მათქმევინებ.-ვუთხარი სიცილით და გავწითლდი. ისიც ამყვა.
_როგორ მიყვარს ყველაფერზე რომ წითლდები. როგორ მინდოდა კიდევ დიდხანს მეყურებინა შენი თვალებისთვის, როგორ დანაოჭდებოდნენ ისინი... ფანჯრიდან რომ არ ხტებოდი და მაინც რომ დაგარწმუნე. -გაეღიმა.
ნაღველი გაუქრა თვალებიდან. მეც ძალა მომეცა.
_მთაში რომ წამიყვანე, ჩვენ მინდორზე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. არა, ნახატები რომ მანახე მაშინ.. არა ერთმანეთს არ უნდა ვადარებდე. ყველა მომენტი ერთმანეთზე კარგი იყო. მგონი არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შენზე კარგი სიურპრიზების მომზადება შეუძლია.
_მგონი?-მაიმუნურად ჩამიცინა ანდრიამ და ტკივილისგან სახე დაეპრანჭა.
_წყნარად. გინდა გამაყუჩებელი დავამატებინო?
_არა არაფერია, უბრალოდ გავტოკდი და..-ლაპარაკი ძალინ უჭირდა.
_მე ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ვგრძნობდი რომ სიყვარულით მიყურებდი. და ეს ყოველდღე უფრო მეტად გემჩნეოდა. მაგრამ მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი, დრიფტის გამო რომ მეჩხუბე და მივხვდი, რომ ვერანაირი საფრთხისთვის ვერ მიმეტებდი. რომ ძალინ გეშინოდა უჩემობის. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი და ახლაც იგივე მეორდება, მაგრამ ახლა მე აღარ შემიძლია რამის გადაწყვეტა.-ხმა ჩაუწყდა. ვაჩუმებდი, რომ დაესვენა. ვეუბნებოდი არ გააგრძელო მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა.
_მალე წავალ. მაპატიე.-ამოთქვა და თვალები მაგრად დახუჭა. მალევე გაახილა და გამიღიმა. მე ცრემლებისგან კარგად ვეღარ ვხედავდი მის სახეს.
უკვე პანიკამ მომიცა. როცა გინდა რომ კიდევ ბევრი რამ მოასწრო, მაგრამ დრო არ ჩერდება, არაფერს გაცდის.
არაფერს...
მაგრად ვაკოცე და ისევ თვალებში ჩავხედე.
_მიყვარხარ ანა, ეს იმაზე.. ღრმა სიტყყვა ყოფილა... თავის მნიშვნელობით, ვიდრე ოდესმე მიფიქრია..-წყვეტილ-წყვეტილად ლაპარაკობდა. თავს შემოვუძახე რომ ცრემლები დამეოკებინა.
_მოდი ჩემთან.- მითხრა და ხელები მომხვია. ისევ მის ტუჩებს ავეკარი. პულსი შეუნელდა. შემეშინდა და წამოვდექი. დედა თავს დაგვდგომოდა, ახლაღა მივხვდი, როცა მის გამოძახებას ვაპირებდი.
_დაემშვოდობე ანა, მე მოგატყუე როცა იმედი მოგეცი. სინამდვილეში მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მაპატიე რომ ამისგან ვერ დაგიცავი. დაემშვიდობე. მე გავალ.-დედაჩემის თვალები დასიებოდა, ტირილისგან... რა ადვილად დავუჯერე, რადგან მინდოდა მისი ტყუილი მართალი ყოფილიყო და ანდრიას 1%მაინც ჰქონოდა გადარჩენის შანსი.
_არა რამე გზა უნდა იყოს! უნდა იყოს.. ანდრია, ანდრია გესმის ჩემი?-მან ოდნავ გაახილა თვალები._მიყვარხარ გესმის? დარჩი გთხოვ. დარჩი... შენ ხომ სულ მზად იყავი ჩემი ხსნისთვის. მიხსენი ამ წყეული ტკივილისგან. დარჩი ანდრია...-აზრი არ ჰქონდა. ხმას ვერ მცემდა. არც ამის უფლება მქონდა, მშვიდად არ ვუშვებდი ჩემგან.
_ანდრია, თუ გესმის ხელი მომიჭირე.-მან მომიჭირა._მიყვარხარ და ამ გრძნობის გარდა არაფერია ჩემში. მოხლოდ სიყვარულია. არც სევდას და არც ტკივილს აღარ ვგრძნობ. მოხლოდ სიყვარულს.
_შენთან ვარ, აქ ვარ.
_ყველაფერი კარგადაა.-ვბუტბუტებდი უაზროდ.
_შენი მწვანე თვალები მთლად დაიხუჭა, მაგრამ შენ ისევ აქ ხარ.
_ჩემთან....

***
ანდრიას გულისცემა ნელ-ნელა შენელდა.
12საათი იცოცხლა, მაგრამ უგონოდ იყო.
მთელი ეს დრო ანასტასიას მისთვის ხელი არ გაუშვია.
თავი მის გულზე დაედო და ამშვიდებდა. ანდრიას ამშვიდებდა.
როცა მისი გული საბოლოოდ გაჩერდა სავადმოყოფოში გამძვინვარებული ღრიალის ხმა გაისმა. ეს არც ადამიანის ხმას გავდა და არც ცხოველის.
ეს ტკივილის ხმა იყო.
ტკივილის, რომელიც გულის დაკარგვით იყო გამოწვეული.
ანასტასიამ არსებოის აზრი დაკარგა.
ის დარწმუნებული იყო, რომ არაფერი აკავებდა დედამიწაზე.
და მადლობელი იყო ღმერთის, რომ ასეთი სიყვარული იპოვა.
როცა პალატაში შევარდნენ ღრიალის ხმაზე, უკვე გვიანი იყო.
საწოლზე უსულოდ ესვენა ანდრია, მის გაჩერებულ გულზე კი ანასტასია დამხობილიყო, რომელმაც ანდრიას უკანასკნელი თხოვნა ვერ შეუსრულა და ტკივილისაგან გული გაუსკდა.
მას ხომ არ შეეძლო თავისი მხსნელის გარეშე არსებობა...
ორივეს დამშვიდებოდა სახე, თითქოს იღიმოდნენ... თითქოს ერთმანეთი ეპოვათ..
თითქოს...

მაპატიეთ მათ, ვისაც ასეთი დასასრულები გძულთ, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო.. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვისაც რთული იყო და ბევრი ვებრძოლე თავს რომ ჩვეულებრივი "ჰეფი ენდით" არ დამემთავრებინა)) მინდა გითხრათ, რომ გოგო, რომელსაც ანასტასია ვუწოდე, არსებობს. მისი პიროვნება ნამდვილია, თუმცა ისტორია არა..))) <3

№1  offline წევრი gvichiani

ეეჰ,მეწყინა ძალიან :( ამას არ ველოდი:(

კარგი ხარ,იმდენად კარგი რომ ამატირე love წარმატებებს გისურვებ...

№2  offline წევრი dona gedi

ძალიან დიდი მადლობა :* შიშით ვკითხულობდი შენ კომენტარს :დ რომ გეთქვა საშინელება იყოო გული გამისკდებოდა :დ <3

№3  offline წევრი tskvito

გავბრაზდი.... recourse

№4  offline წევრი dona gedi

ცქვიტო, არ მინდოდა შენი გაბრაზება :დ თუ ჩემი მომავალი მუზა განვახორციელე აღარ გაგაბრაზებ :* winked love

ქეთი მიხარია თუ ასეა love

№5  offline წევრი tawka_tamunia_tako

როგორი მოლოდინით ვკითხულიბდი ამ ისტორიას მიუხედავად იმისა რომ კომენტარი არასოდეს დანიწერია. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია და თითოეული თავის კითხვა ძალიან დიდ სიამოვნებას მანჭებდა იმ ბუნების აღწერა ანდრიასი და ანასტასიას სიყვარულის აღწერა მათი ბესნიერება ძალიან დიდ სიამივნებას მანიჭებდა. და გული დამწყდა რიმ ასე დამთავტდა თუმცა რას ვიზამთ ყველა ისტორია არ მთავტდება ჰეფი ენდით რეალყრი ისტორიები. თუმცა აფსოლიტურად ყველა სიყვარულში თავის დროზე სიცოცხლე კვდება ან ერთის ან მეორესი. თუმცა სიყვარული გრძლედება მათივე ზეცაში. მე ამის მჯერა მე ამის მწამს და მე ვფიქრიბ რკმ მათი ისყვარულიც გაგრძელდება. <3

№6  offline წევრი dona gedi

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, ბედნიერი ვარ რომ მიგებდი და მოგწონდა^^
მეც ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არასოდეს არ მთავრდება... <3

№7  offline წევრი migro

რასს მერჩოდიიი recourse ამდენი არცერთ ისტორიაზე არ მიტირიააა recourse არაჩვეულებრივი ისტორია იყოო love ველოდები შენს მომდევნო ისტორიას მოუთმენლად love

№8  offline წევრი dona gedi

მადლობა ჩემო კარგო love მუზებს მოვიკრებ და დაგიბრუნდებით wink

№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

dona gedi
მადლობა ჩემო კარგო love მუზებს მოვიკრებ და დაგიბრუნდებით wink

არის ისტორიები რომელთა განმეორებით კითხვაც შემიძლია რამდენჯერმე... ეს არის ისტორია რომელიც შეუდარებელია... არის რაღაც საოცრება... ისტორია რომელიც ერთდროულად გულს მალამოსავით ედება და ჭრილობასაც აყენებს... მიუხედავად ამისა ვერ შევძელი ეს ისტორია მეორედ წამეკითხა რადგან იმდენად გრძნობით არის დაწერილი რომ ვიცი იგივე ტკივილს მეორედ ვეღარ გადავიტან რაც ამ ისტორიის ბოლო ნაწილის წაკითხვის დროს მივიღე... იმდენად შევითვისე და შევიყვარე ეს პერსონაჟები რომ მათი სიკვდილით მეგონა ჩემი ოჯახის წევრები დავკარგე... ასეთი საოცარი, ამაღელვებელი და სრულყოფილი ისტორია ჯერ არ წამიკითხავს არსად... თითოეულ თავში იგრძნობოდა უდიდესი უღრმესი და დაუსაბამო სიყვარული მართალია ამ ისტორიის გმირები ბოლოს ვეღარ გადარჩნენ მაგრამ მათმა სიყვარულმა დაამარცხა სიკვდილი გაუძლო დროს და ქარტეხილებს და შეუერთდა უსასრულობას... დაიწყო სიცოცხლეში და გაგრძელდა სიკვდილის შემდეგაც...

№10  offline წევრი dona gedi

უცნობი ქ

ჩემო კარგო^^ ვერც წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავს შენი სიტყვები.. მიხარია რომ ასე იმოქმედა შენზე და განსაკუთრებით ის, რომ კარგად დაინახე რას გრძნობდნენ ისინი)) შენ კი არა, მეც არ წამიკითხავს მას შემდეგ რაც დავამთავრე წერა))ჩემთვისაც რთული იყო დასასრული მაგრამ ჩემ პირვანდელ ჩანაფიქრს ვერ ვუღალატე..
ახალ ისტორიას ვწერ და ახლა მათ სამყაროში ვარ)) იმედია უკეთესი გამომივა და არა უარესი..რომ დავამთავრებ ალბათ ავტვირთავ)) კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი გახარებისთვის <3

№11  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ერთი სული მაქვს როდის ატვირთავ ახალ ისტორიას მე მჯერა შენი და ვიცი ახალი ისტორიაც ისეთივე საოცრება იქნება როგორც ეს ისტორია... მხოლოდ ერთს გთხოვ ახალ ოსტორიას ბედნიერი დასასრული ქონდეს თორემ ჩემი გული ნამდვილად ვერ გადაიტანს ამას... მოუთმენლად გელოდები..

№12  offline წევრი enana

ძალიან მიხარია ამდენი ნიჭიერი თანედროვე რომ მყავს. იშვიათად ვკითხულობ მიმდინარე ისტორიებს (ჩემი მოუთმენლობიდან გამომდინარე), ამიტომ ჩემ კომენტარებს წერის პარალელურად ვერ ნახავ ძირითადად. რომელიღაცა თავში მოვკარი თვალი შენს თხოვნას, თუ რამე შენიშვნა გაქვთ შემისწორეთო. გეტყვი რომ საკმაოდ კარგად წერ, ამიტომ შესაძლო შენიშვნებზე არ იფიქრო. და საერთოდაც, რომ გადევნებთ თვალს, ავტორების უმეტესობას შეგაქვთ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებსა და ნიჭში და გამუდმებით "წუწუნებთ", რომ რაღაც ვერ არის კარგად თქვენს ნამუშევარში.
ნუ რამდენიმეს რაღაცები გამოსასწორებელი აქვს, მაგრამ უმეტესობა გამართულად წერთ შინაარსობ
რივად, ალაგ-ალაგ გრამატიკულ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით. პირველ რიგში თქვენ უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების :) თავმდაბლობა კარგია მაგრამ ზომიერი.

რაც შეეხება შინაარსს ძალიან მომეწონა. ნუ მე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ. მიყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ წერის კონკრეტულ სტილზე არ ვარ ჩაციკლული. მართალია რეალურად ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება ცხოვრებაში , მაგრამ პრაქტიკულად რომ გვწყდება და გვტკივა გული, თეორიულად მაინც უნდა შევქმნათ ბედნიერი სამყარო. ძალიან მოქმედებს ჩემზე ლიტერატურა და წარმოიდგინე ახლა რა განვიცადე ამ დასასრულით. უდაოა, რომ ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიის წაკითხვით და დასასრულზეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამთ. ილუზია რეალობის შეგრძნებას დაგვაკარგვინებს და მოგვადუნებს. წარმატებებს გისურვებ ცხოვრების ყველანაირ ასპარეზე :* :)

№13  offline წევრი dona gedi

enana

ახლაღა ვნახე შენი კომენტარი და ძალინ გამიხარდა ამხელა ტექსტი winked მადლობა ყველაფრისთვის და მომწონს, რომ დავინახე განსხვავებული ადამიანი ხარ.. არ ვიცი რა მხრივ გაიგებ, შენს განსხვავებულობას, მაგრამ არც ის ვიცი მე როგორ აგიხსნა.. მოკლედ რომ გითხრა სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვე winked კარგად აზროვნებ და ეს გეტყობა love საინტერესოა ჩემს მეორე მოთხრობასაც თუ გადახედავ, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩება))) ვიზრდები თუ არა, ისე მინდა შევხედო სხვისი თვალით... მადლობა კიდევ ერთხელ და შენც ასევე წარმატებები ყოველთვის love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent