შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... (მერვე თავი)


28-07-2015, 17:30
ავტორი ნენე
ნანახია 2 243

მერვე თავი

"2008 წელი.
10 იანვარი.
გამარჯობა დღიურო.
საშინლად ვგრძნობ თავს,აქამდე არ გწერდი,მაგრამ ახლა მტკივა.
ბაბუა გარდამეცვალა...
დედა ბევრს ტიროდა.
მგონი,მამაც ტიროდა,მაგრამ მგონი,ნამდვილად არა.
მინდა ბაბუა დამიბრუნდეს,და ყოველ დღე შოკოლა'ტები მომიტანოს.
ოთახში ჩავიკეტე და არავის ველაპარაკები.
დღიურო,ბაბუასთან მინდა..."

დღიურის პირველი ფურცელი შეავსო ისეთი კალიგრაფიით,როგორიც 14 წლის ბავშვს შეეფერება,რაღაც სტიკერებიც ჩააკრა,და მომდევნო ფურცელის წერა დაიწყო...
წერდა ნელა,ლაკონურად,და დაწვრილებით.
წერდა,და თან წარსულის კადრებს იხსენებდა.
წერდა,და თან ფანტაზიას იხმარებდა.
მამაზე,ყველა ნაწერში გაკვრით დაწერა,როგორ იცვლებოდა მამამისი ბაბუას გარდაცვალების მერე. როგორ უყვარდა პატარა გოგონას მამა,და ბოროტი კაცი,ნელ-ნელა როგორ ცუდად ექცეოდა მას.
ზოგი რამ დაამატა,დღიურში ისეთი რაღაცეები ეწერა,რაც მამამისს არ ჩაუდენია,მაგრამ როცა იქნებოდა,გამოადგებოდა...

" 2009წელი.
13 ნოემბერი.
ოჰ დღიურო,დღეს ჩემი დაბადების დღეა.
დედამ ყველაფერი მომიყვა,და დღეს,გარდაიცვალა...
დღიურო,ახლა რასაც გეტყვი,საშინელება იქნება.
დედამ მითხრა,რომ გარდაცვლილმა ბაბუამ,კომპანია მე დამიტოვა,და როცა 18-ის გავხდები,ყველაფერი კანონიერად გადმომიფორმდება...
მამას წილი,გამოისყიდია,და ისიც ჩემთვის მოუცია თურმე.
დღიურო,მივხვდი,მამას რატომ ვძულვარ.
ვიცი,მას სურდა,"საყვარელ მამამთილს" ყველაფერი მისთვის დაეტოვებინა.
მაგრამ ასე არ მოხდა.
დედა მომიკლა მემგონი.
ბოლომდე არ მჯერა,რომ დამნაშავე მამაჩემია,მაგრამ...
მეშინია დღიურო.
დღეს რაღაც ფურცლებზე ხელის მოწერას მაძალებდა,მემგონი გავაბრაზე...
შეიძლება ამ კაცმა მომკლას.
დღიურო,კარზე ბრახუნია.
უკაცრავად მაგრამ,ეს არ არის სასაცილო!!"

დღიური აქ წყდებოდა...
ხო,საკუთარმა მამამ,ავთანდილ ბურდულმა,შვილზე დედის გარდაცვალების თანავე,მეურვეობა მოიპოვა,მერე ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი და ექიმები მოისყიდა,და გოგონა წაიყვანეს... დაწერეს ცნობა,რომ ის ავადაა,რომ ფსიქოპატიური გამოხტომები აქვს,რომ სახლს წვავდა,და დედა მოკლა... ასე და ამგვარად,გოგონას ქონება,მეურვეს გადაუფორმეს,და ნაძირალა ავთანდილ ბურდულმა,თავისი მიაღწია.
დაიბენით არა?!
დედა მოუკლა,ფსიქიატრიულში გაამწესა,და კომპანია წაართვა.
საკუთარი შვილი,ფულის გულისთვის,ჩაძირა...
ვერა განადგურებული იყო.
ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
15 წლის საბრალო გოგონა იყო,რომელსაც ცრემლიც კი დაუშრა.
შემდეგ დღეებში...
არა,ამჯერად,არ სურს გაიხსენოს როგორ ექცეოდნენ ფსიქიატრიულში და როგორ დააღწია თავი იქაურობას.
სხვა დროს...
^^^
დღიურის წერას მორჩა თუარა,რამდენიმე დღიანი დასვენება გადაწყვიტა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი,იმ კაცს დაურეკავდა...
მოიცა,რა ერქვა... ხო,ლევან აბულაძე.
ნეტავ ცოცხალი თუ იყო?
დედამ უთხრა,სანდო ადამიანი,ვიცი მისი დახმარება ოდესმე დაგჭირდებაო...
მაშინ ვერ ხვდებოდა,რას გულისხმობდა ეკატერინე,მერე კი,როცა ფსიქიატრიულის თეთრ კედლებს შორის,საწოლზე ჯაჭვებით იყო დაბმული და შურისძიების გეგმას ხატავდა გონებაში,მიხვდა.
თავი გააქნია,დღიური სანდო ადგილას შეინახა,და ქვემოთ ჩავიდა.
-მაკუ,ძაან მომეწყინა,რა გავაკეთოთ?-მაიკოს მსგავსად,თავადაც მოიმარჯვა ტელეფონი და ქალს დაბალ ხმაზე მიმართა.
-კიდევ კარგი ოთახიდან გამოხვედი! დემეტრემ დარეკა,ათ საათზე,ზურას სასტუმროს გახსნააო,და იქ მივდივართ. წამო ზემოთ,ჩავიცვათ,და წავიდეთ-ღიმილიანი სახით ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში და წამოდგა
-ზურა?-დაიბნა ვერა-ეგ რომელია...
-აუუ,დემეტრეს ვეტყვი,და გაგაცნობს მაგის ძმაკაცებს რაა! ზურა მის კომპანიაში რომ მუშაობს,კაი ბიჭია სხვათაშორის...-ბოლო სიტყვები,თავისით ჩაიბურტყუნა,და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ოპაა-გაეცინა ვერას-დაგევასა ზუკიტოო?
-გოგო!-შეყვირა აწითლებულმა მაკუნამ
-ხო კაი მაკუ,რა დაგემართა-ლოყაზე ხმაურინად აკოცა "მულს" და მასთან ერთად შეიჭყიტა გარდერობში.
-აი ეს წითელი კაბა,წავაა?-საკიდიანად აუფრიალა გოგონას კაბა
-მე შავი მინდა,ელეგანტურია,თან ტანში გამოყვანილი,ნუ კაბის სიმოკლეზე,არასდროს უწუწუნია დემეტრეს,ასე რომ,ამას ჩავიცვამ...
1 საათში,ძლივს მოემზადნენ,მაუბუქი მაკიაჟი გაიკეთეს,თმები აიწიეს,და დემეტრეს მითითებულ მისამართზე წავიდნენ...
სასტუმრო,რომ დიდი და გრანდიოზული იყო,მანქნიდან ჩამოსვლამდე შენიშნა ვერამ.
ხუთსართულიან,უზარმაზარ სასტუმროს,წითელი ლენტი ეკრა,და უამრავი კოსტიუმში გამოწკეპილ ჯეელსა და ვულგარულად გამოწყობილ მათ საყვარლებს მოეყარათ თავი.
დემეტრეს დაუწყო თვალებით ძებნა,და აი იპოვა კიდეც...
მაგრამ რად გინდა!
გვერდით კეიტი ედგა,და თვალებს უჟუჟუნებდა!
დასამშვიდებლად რამდენჯერმე ჩაისუნთქა,ჩანთას ხელი ჩასჭიდა და მაკუნასთან ერთად დაიძრა დემეტრესკენ.
-გამარჯობა-ღიმილით წარმოთქვა,როგორც კი ობიექტს მიუახლოვდა,და გვერდში ამოუდგა
-მოგწონს აქაურობა?-როგორც კი ვერა შენიშნა,სწრაფად გაუკეთა ხელკავი და კეიტს გაეცალა
-ისე რა-მხრები აიჩეჩა გოგონამ
-ისე რა? სხვათაშორის,ჩემი იდეა იყო-წარბები შეკრა დემეტრემ
-მერე რა!-შეეწინააღნმდეგა ვერა-დიდია,უზარმაზარიც კი,ძაან მდიდრული,მაგრამ რაღაც აკლია...
-ოხ ვერა! აი ისინიც,გაგაცნობ ახლავე-როგორც კი მაგიდასთან მდგომი თავისი მეგობრები დაინახა,გაიღიმა და გოგონა მათკენ წაიყვანა...
6-ნი იყვნენ...
ერთი ქერა,ორი შავგრემანი მამაკაცი.
და სამი ლამაზი ქალი,რომელიც გურწფელი ღიმილით უყურებდა ვერას.
-ეს ვერაა,ჩემი ცოლი,აქამდე ვერ გაგაცანით...-მათ გვერდით დადგა და მიესალმა
-ხო ხო! არ ეცალა ბიჭს-თვალებმოჭუტულმა გააქნია თავი ქერამ-მე ზურა ვარ
-სასიამოვნოა-ღიმილით შეაგება ზურას ხელს თავისი...
-მე მაგდა,ზურას საცოლე,ეს ლუკაა,ეს ლუკას ცოლი ნინი,ეს კი ლაშაა,და ეს... ეს კიდევ,მე რავიცი ვინ!-ცოტა გაბრაზებული ჩანდა ზურას საცოლე მაგდა,ალბათ ქერა გოგომ მოუშალა ნერვები,ლაშას რომ უმშვენებდა გვერდს.
დაახლოებით სამი-ოთხი წუთი დაჭირდა,კარგად გაეაზრებინა,ვინ-ვინ იყო,მერე კი გაიღიმა და დემეტრეს აეკრა.
-მე ვინ ვარ?! ლაშას გირფრენდი მეთქი,ვერ გაიგე?-შეუტია ქერამაც,და წარბები შეკრა.
ყველას გაეცინა.
-ამხელა კაცს,უკვე ოცდაექვსის ხდება,და რა ეგირლფრენდება გამაგებინებთ?!!-გაკაპასებულმა დოინჯი შემოკრა და ქერასკენ წაიწია
-მერე რა,ასაკს რაა მნიშვნელობა აქვს!-არ დაუთმო გოგონამაც
-ლანუშკა,დიდი მნიშვნელობა აქვს!!
-კარგით კარგით-სიცილისგან მუცელატკიებულმა ლაშამ,ხელი გაჩერების ნიშნად აუწია ქალებს.
-ვერა,რამდენის ხარ?-ამჯერად,გაჩუმებული ლუკა დააკვირდა ვერას
-ოცდაერთის-უხერხულად გაუღიმა გოგონამ
-აუ რა მორცხვი ყოფილხარ-ნინიმ მეგობრულად გაუცინა ვერას.
-ნახეთ ვინ მოდიის-უსიამოვნოდ ჩაიცინა დემეტრემ,და მზერა წინ მიაპყრო.
-ვინ?-წარბები აწკიპა ვერამ,და უცებ,მიიყინა...
დაინახა მათკენ წამოსული ავთანდილ ბურდული,ბოროტი ღიმილით,და გაქვავდა.
ახლა,ამ სიტუაციაში,მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად უნდოდა...
ღმერთო,ოღონდ ახლა არა.
-დემეტრე,რაღაც,ცუდად ვარ,შეიძლება წავიდე? მაკუნას მივაკითხავ,წყალს დავლევ-ამოიბლუყუნა გოგონამ,და ავთანდილისკენ ზურგით დადგა
-მოიცა,ცოტა ხანი იყავი...
-არა დემეტრე!-ხმაში ისტერიკა შეპარვოდა... მთელი ტანით ცახცახებდა
-რა მოგიგიდა?! კარგად ხარ? ვერა,წამოდუ,მე წაგიყვან-ქალს ხელი მოკიდა,და უთქმელად დაუქნია თავი ზურას,ზურამაც თვალი ჩაუკრა,და მალე გაეცალნენ იქაურობას...
მანქანაში ჩამსხდართ,ვერამ თავი ხელებში ჩარგო,და ამოისუნთქა...
-ამიხსნი?-უცებ,გადმოიწია მისკენ დემეტრე
-არ შემიძლია... გთხოვ..-დაბალ ხმაზე,შეეხვეწა ვერა და თავი მინას მიადო
-როგორც გინდა. მერე,არ ინანო-სიჩქარე აკრიფა დემეტრემ,და საქარე მინა ჩამოწია...
^^^
^^^
ვაიმე ბავშვებო,დროში შეზღუდული ვწერ,შეცდომებს თვალი ვერ გადავავლე,ძალიან მრცხვენია,ვიცი საშინელება იქნება,მაგრამ არ ვიცი კიდევ როდის დავდებ,ამიტომ ვაქვეყნებ ახლა.
ძალიან მიყვარხართ,და თუ შეაფასებთ,ამ თავზე მაინც,დიდად მადლობელი დაგრჩებით.
თქვენი ნენე.



№1  offline წევრი ფორთოხალი

ამბავი კარგია. პატარა რომ იყო, არაუშავს. ხო რაღაც შეცდომები გქონდა (აი სიმამრია ცოლის მამა და არა მამამთილი მაგალითად) მარა 'ნიჩიო'

 


№2  offline ადმინი შამანი

მემგონია,რომ დემეტრეს მალე გაანდობს სიმართლეს.ალბათ,ასე ჯობია კიდევაც. ♥
შენ ძალიან ნიჭიერი ხარ ნენუც! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent