შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

blue sparrow


29-07-2015, 00:55
ავტორი nano 1525
ნანახია 1 626

Blue Sparrow
ლურჯი ბეღურა

პროლოგი
„დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან ტუარო“. ეს გამოთქმა მართლაც რომ ჩემზეა ნათქვამი. ვინ იცის ავარდნილი და თავხედი ბავშვი რომ არ ვყოფილიყავი ეხლა რა გზაზე ვიდგობოდი. რას ვნახავდი ცხოვრებაში და რას არა. არც მშობლებს არ ჩამოვშოდებოდი ერთადერთი შვილი.. უმეცარი ვიყავი, ჩემი სული თავგადასავლებისკენ მიისწრაფოდა და არ შემეძლო სხვისი მითითებების ატანა! მაგრამ არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე! მიუხედავად ამ უამრავი ტკივილისა და განსაცდელისა, მე ის ვიპოვე..


1.
ავტობუსი მასში მჯდომ მგზავრებს აჯანჯღარებდა. მე თავი მინაზე მიმედო და ვიხსენებდი იმ მიზეზებს რამაც ჩემი ამ წამს, ამ მოძველებულ ავტობუსში ჩაჯდომა განაპირობა.
როგორც ყველა თინეიჯერს, მეც მქონდა ჩემ მშობლებთან კონფლიკთები. თავიდან ვიტანდი. მათი შენიშვნები და ჭკუის სწავლებები ერთგვარად დამცირებად მიმაჩნდა. ასე მეგონა ჩემ პიროვნულობას ამცირებდნენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც დედაჩემი ჩემ რომელიმე თანაკლასელთან მადარებდა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიზღს და ბრაზს იწვევდა. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც ცამეტი წლის გავხდი და გრძელდებოდა გუშინდელ დღემდე. ეს მართლაც საშინელი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში. ნელ-ნელა მოთმინების ფიალა უფრო და უფრო მევსებოდა. ბოლოს სურვილი გამიჩნდა რომ ყველაფერში შევწინააღმდეგებოდი დედას და მამას. ყოველ ნათქვამ სიტყვაში. ერთგვარი პროტესტი გამიჩნდა. ეს პროტესტი კი, იმ ცეცხლის ნაპერწკალს რომელიც ჩვენს შორის იყო, უფრო და უფრო აღვივებდა. ბოლოს მოხდა ისე რომ დედასთან ერთად მამამაც დამიყვირა. დედის ხელისდარტყმას მამისიც მოჰყვა, რადგან სულ „გავუტიე“ და ყველაფერ ცუდს ვაკეთებდი! მოწევა დავიწყე. აი რის გაგებაზე აწია მამამ ჩემზე პირველად ხელი. არადა ვერც კი ხვდებოდა რომ ამით უფრო და უფრო ცუდის გაკეთებისკენ მაქეზებდა. მაგრამ მოწევას მალევე დავანებე თავი რადგან მის სუნზეც კი გული მერეოდა და მოწევა ხომ საერთოდ. ამით ასე ვტქვათ იმედი ბავუცრუვე ჩემ ყოფილს. მეისონს და დამშორდა.
კარგა ხანია სახლიდან გაქცევაზე ვფიქრობდი და აი წამოვედი კიდეც. ბოლო ნაპერწკალი კი რომელიც უკვე ცეცხლად იქცა და ყველაფერი დაფერფლა ის იყო რომ უკვე თვრამეტწელს შესრულებული დედაჩემმა წვეულებაზე არ გამიშვა. მამამ გაპარვაში გამომიჭირა და სასტიკად მეჩხუბა. მეორე დილას კი ჩემი ტანისამოსი დაიწუნეს. მამამ ჩაცმულობის გამო ხახპაც კი მიწოდა.

-ეგრე კა**ებს აცვიათ! - გონებაში მამაჩემის ხმა ცხადად განმიმეორდა.
-მე კა**ა არ ვარ!..
-იცოდე უფროსს როგორ ელაპარაკო ლაწირაკო! - მიყვირა დედაჩემმა მას შემდეგ რაც ის წავკბინე.
-ლაწირაკი არ ვარ!
-გაუზრდელი! - დაიბუბუნა მამაჩემმა.
-რაც გამზარდეთ ის ვარ!
-ტუტცი გოგო! გაეთრიე ამ სახლიდან და მეორედ აქ მოსულიც არ დაგინახო!
ექოდ გაისმა ჩვენი ბოლო „საუბარი“ ჩემ გონებაში. თვალზე ცრემლი მომადგა, მაგრამ ტირილს არ ვაპირებდი. ამიტომ თვალები დავახამხამე და ვაიძულე თავი ასეთ ამბებზე აღარ მეფიქრა. უკევა გვიანია. ცხელი ტექსასიდან უკვე ძალზედ შორს ვარ. ყველაფერი მორჩა, დამტავრდა მაგრამ ეს ახლის დასაწყისია. მომწონს აქაურობა, ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული. გრილი სიო უბერავს შეღებული ფანჯრიდან. არსად არაა კაკტუსები და მზისგან დამსკდარი მიწა.
ბუნების პეიზაჟის ცქერამ სულ გადამავიწყა წამისწინანდელი საშინელი ფიქრები და სამშობლოსა და ოჯახისადმი ნოსტალგია. ავტობუსში მჯდომ მგზავრებს გადავხედე რომელთა ნაწილიც,ოთხი ქალი, ჩემზე შედარებით დიდები, სანამ დიდი ბრიტანეთისკენ გამოვფრინდებოდით, კაცმა რომელმაც თავი ჩვენ ზედამხედველად გაგვაცნო.
„მე სააგენტოს წარმომადგენელი ვარ რომელიც თქვენზე იზრუნებს მანამ სანამ დიდ ბრიტანეთში არ ჩაფრინდებით და იქაურ ზედამხედველს არ გადავაბარებთ თქვენ თავს“ გამახსენდა მისი ნათქვამი. მაგრამ არც გამკვირვებია რადგან მე წინდაწინ შევუთანხმდი ამ სააგენტოს სამუშაოს დაწყებაზე დიდ ბრიტანეთში და სწორედაც ამ კაცს უნდა გადავეცით წესიერ ხელში რომელიც სამუსაოს დაგვაწყებინებდა.
დანარჩენებს კი აქ, დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლისას შევხვდი. ზოგი ესპანელი, ზოგი ირლანდიელი, პორტუგალიელი და ასშ. ეხლა ერთიანად შევეკრიბეთ და ერთ მოძველებულ ავტობუსში ჩავესვით.
თავიდან მეგონა ავტობუსი წითელი, დიდი და ორსართულიანი იქნებოდა. მაგრამ ეს მწვანედ იყო შეღებილი. ფერიც გადასცლოდა და დაჟანგული ადგილებიც მოსჩანდა. რამაც ყველაზე მეტად დამწყვიტა გული ის იყო რომ ავტობუსი ორსართულიანი არ იყო. არადა როგორ მინდოდა მისით სგასეირნება. ჩვიდმეტ ქალს რომელიც აქ იჯდა ზოგს ჩასთვლემოდა. ზოგიც წიგნს კითხულობდა. ზოგიც კი ჩემსავით უსაქმოდ იჯდა.
მუსიკების მოსმენა მომინდა მაგრამ, გამახენდა სახლიდან რომ გამოვიპარე სიჩქარეში ჩემი აიპოდი იქ დამრჩენოდა. ო, ისევ ეს სახლი. ცხადად წარმომიდგა ჩემი გაქცევის სურათები. მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი რამაც გამბედაობა შემმატა. ისევ გული მეტკინა რადგან მშბლებს არ დავმშვიდობებივარ და ჩვენი ბოლო საუბარი ყვირილით დასრულდა, ჩემი კარის მიჯახუნების შემდეგ კი მამის შეკურთხებებით. გული ჩამეწვა, მაგრამ ვიცოდი რომ ეხლა მათ ტკიოდათ ამის გამო. რამაც ამდენი ხნის დაგროვილი ბრაზისგან გული მომფხანა და სახეზე ღმილი მომეფინა.
ავტობუსი შეჩერდა და მგზავრები შეგვაჯანჯღარა. ფანჯრიდან გავიხედე. მთის ქვეშ ვიყავით რომელიც სულ მწვანე ხეებს დაეფარათ. ქვემოთ კი ძველი ბეზინ გასამართი სადგური იდგა. „British Petroleum“ ძველი, გაცვეთილი, გაჟღენთილი ასოებით ეწერა. ამოვიოხრე. არ მეგონა ამენად მოძველებულიც თუ იქნებოდა ბრიტანეთი.
-შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ სანამ ბენზინით გავავსებ მანქანას და გაისეირნოთ. თუ გშათ რამე იყიდოთ.
ამის თქმა იყო და ყველანი მოთენთილად წამოვიშალეთ. კიბეებზე ჩავედი. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი, წელში გავიშალე და თვალებმოჭუტულმა ხარბად ჩავისუნთგე გრილი ჰაერი რომელიც სწვადასხვა ყვავილის სურნელით იყო გაჟღენთლი. ისე მესიამოვნა. პირველად ვგრძნობდი თავს ასე კარგად, რაგდან ცხელ, გადამწვარ და კაკტუსის სამშობლო ტექსასში ამის ფუფუნება არ მქონდა. ჩემი სახე ბედნიერების ღიმილმა მოიცვა. თვალები გავახილე და კარგად მოვავლე თვალი არემარეს. სადგურთან რამოდენიმე მანქანა და ჩვენი ავტობუსი იდგა. წინ ერთი მსუბუქი მანქანის მძღოლი ივსებდა ბენზინის მარაგს, შემდეგ ერთ სამარშრუტო ტაქსი, ბოლოში კი ჩვენი დაჟანგული ავტობუსი ელოდებოდა თავის რიგს. წინ გავიხედე, ლამაზი მდელო მოჩანდა, აქა-იქ ხეების ჯარი იყო, მაგრამ ტყეში არ გადადიოდა. მდელოზე ყვავილები იყო, ზოგიერთ მცენარე ჩემზე მაღალზეც გაზრდილიყო. უცებ მომლოდინე მანქანათა რიგს შავი range rover-იც შეემატა. მოსვლისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება მან. ამ ღარიბულ ფონზე ზედმეტად მდიდრულად გამოიყურებოდა.
ინერესიტ მივჩერებოდი. კარი რომ გაიღო არ მეგონა ამდენად ახალგაზრდა მძღოლი თ გადმოვიდოდა. შავი ray ban-ებით, გრძელი კულული წაბლისფერი თმებით რომეცლი თავზე ქუდივით ეხურა და ერთ მხარეს გადაევარცხნა. ლამაზად და სექსუალურად ტანზე მომდგარი შავი შარვლით, თეთრი კონვერსებით, იმავე ფერის გულამოჭრილი მაიკით და ზედმოზმული შავი კოსტუმით. ძალიან ცხლად მოჩანდა! მანამ ვერ შევამჩნიე რომ მიყურებდა სანამ სათვალეები არ მოიხსნა და თავისი მწვანე თვალებით ინტერესიტ არ ჩამაშტერდა სახეში, შემდეგ კი შემი ტანის თვალიერებას მოყვა და სახეზე ეტყობოდა რომ ჩემ შესაძლებლობებს აფასებდა. წამსვე ავხურდი და რაც შეიძლება სწრაფად გავეცალე იქაურობას. პიდაპირ მდელოსკენ წავედი და უშიშრად შევაბიჯე დიდ ბალახებში. ყვავილების კრეფას მოვყევი, თავში კი სულ იმ ბიჭის გამოსახულება დამტრიალებდა. ასე ვტქვათ ერთი შემოხედვით მოინადირა ჩემი გული. დამაინტერესა ვინ იყო. ნეტა იმ პატარა ქალაქში ცხოვრობს სადაც ეხლა მე დამაბინავებენ? ნეტავ.. ათწუთიანი ყვავილების კრეფის შემდეგ ხელი დამეღალა და იქვე მდელოზე ჩამოვჯექი. თან ცას გავყურებდი, მზე უკვე დაისს მიახლოვებოდა და მთებში დამალვას ლამობდა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ მომახლოვდა ვიღაც და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
-ლამაზია არა? - დაბალი ტონით დაილაპარაკა ვიღაცამ. მე მოულოდნელობისგან შევხტი და უცნობს გავხედე. როდესაც ავღვითქვი გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ეს ის მწვანეთვალება ბიჭი იყო. ახლა კი მწვანე ბალახის და სხვადასხვა ფერის ყვავილების ფონზე მისი თვალები ცისფერ ელფერს იძენდნონ.
-ჰო.. - თვალი ვეღარ გავუსწორე და ლოყებშეფაკლულმა თავი ჩავხარე. მან ჩიახითხითა. ამან უფრო ამახურა და დამძაბა.
-ახალი ხარ? - ამ კითხვამ გამაკვირვა, მაგრამ შემდეგ მოვტვინე რასაც გულისხმობდა. მას გავხედე, ის შეჭმუხნული მომჩერებოდა.
-კკი.. ეხლახანს ჩამოვედი.
-იცი რატომაც?
-ჰა? - უფრო და უფრო მაბნევდა მისი კითხვები. მან კი უბრალოდ თავი გააქნია და ჩაღუნა.
-რამდენი წლის ხარ?
-ერთი კვირის წინ შევსრულდი თვრამეტის. - ამაყად ვუთხარი გახარებუმა. რადგან მსიამოვნებდა რომ უკვე სრულწლოვანი ვიყავი და უკვე შემეძლო ჩემიტ დამოუკიდებლად მემართა ცხოვრება. ის მოიღუშა და კოპები კიდევ უფრო შეკრა., - შენ?
-ოცის. - ხმა უფრო დაბოხებული და ჰქონდა. - რატომ წამოხვედი?
-ახალი ცხოვრების დაწყება მინდოდა, - ღმილით მივუგე. მან კი უფრო კოპებშეკრულმა ტავისქნებით ჩაღუნა თავი. მაკვირვებდა ეს ბიჭი. რა სჭირდა?
-წამოდი. - გამომხედა, მან. თავიდან მეგონა უკან, მანქანებისკენ დაბრუნებას მთავაზობდა, - ჩემთან ერთად წამოდი! ცოდო ხარ მათთან! - მშვიდი ტონით მითრა. მე კი მაშინვე დავფრთხი და ფეხზე წამოვხტი. ისიც წამოდგა და ჩემი აცახცახებული ხელები თავისაში მოიქცია, - თუ საფრთხეში არ გინდა გაეხვა მე წამომყევი! სწრაფად და თანაც ახლავე! - სწრაფად მელაპარაკებოდა და თანაც მწვანე თვალებით მოშტერებული ცდილობდა დამაჯერებლად ესაუბრა. მაგრამ თავისი ამ გამოხტომებით უფრო და უფრო მაშნებდა. ღმერთო ეს ვინ ფსიქოპატი ყოფილა. ვიგრიხებოდი, მისგან განთავისუფლება მინდოდა მაგრამ მიისი გრძელი თითები ძლიერად მიჭერდნენ.
-დამანებე თავი! - მინდოდა ომახიანად მეთქვა მაგრამ ძლივს ამოვიხავლე.
-არა, შენ ვერ ხვდები! წამოდი! - მაჯაში ჩამავლო ხელი, ის ის იყო რომ უნდა წავეყვანე რომ ჩვენი მძღოლის ხმა მომესმა და შვებით ამოვისუნთქე.
-რას აკეთებ სტაილსს?! - ბიჭმა რომელსაც სთაილსით მიმართეს ხელები მოადუნა მაგრამ მაინც ჩაეჭიდა ჩემთვის.
-არაფერს.. გოილ!
-ხელი შეუშვი! და ამიერიდან ჩვენი ბეღურებისთვის თითის მიკარება გეკრძალება! -გაბრაზებულმა მიმართა და მისი მკლავიდან გამომგლიჯა. - მანამ სანამ საიმედოდ არ დავაბინავებთ! - გოილს იმდენად მაგრად ვეჭირე მაჯაში რომ მეტკინა. მას შემდეგ რაც საკმაოდ მოვშორდით იმ ბიჭს - მადლობ - წავიჩრჩლე. მას არაფერი უთქვამს ჩემთვის. უბრალოდ ავტობუსში შემსვა.
ძრავა ჩაირთო. ყველანი თავის ადგილებზე მოთავსდნენ. ფანჯრიდან ვიცქირებოდი და დავინახე როგორ შემომჯდარიყო მანქანის კაპოტზე სტაილსი, ფეხის ტერფები ერთმანეთისთვის გადაეჯვარედინებინა და დაჟინებული მზერით მიცქერდა. წამსვე ხმა მხარეს გავიხედე და ტავი ჩავმალე. მანქანამ კი აღამრთზე გააგრძელა სვლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent