შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გ უ ლ ი ს გავლით! (3)


30-07-2015, 15:21
ავტორი SuN♥
ნანახია 1 636

-მამა რატომ ხარ ასე? სიბრალულის თვალებით გავხედე და ოდნავ გავუღიმე
-არ ვიცი მარიამ, თითქოს რაღაც მაწუხებს, რაღაც მიღრღნის სულს, მგონია რომ ცუდად მოვიქეცი, რომ უდანაშაულოა ის ბიჭი, მე კი აღარაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ეს საქმე ბოლომდე გამოეძიათ და გაერკიათ მართლა ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული. იქნებ საბას მკვლელი ისევ ალხეინად დასეირნობს ქუჩაში, ჩვენ კი...
-მამა , ამას რატომ ამბობ? ის მკვლელი რომ არ იყოს ხომ არ დაიჭერდნენ?... ვიცი ძნელია მაგრამ მათაც ისე უნდა ეტკინოთ როგორც ჩვენ გვტკიოდა და ახლაც გვტკივა საბას გარეშე.
- კი მაგრამ შვილო მამამისი ჩემი უახლოესი პარტნიორია, ორ პროექტს მასთან ერთად ვხელმძღვანელობ. კაცმა დაიფიცა, რომ თავს დადებს, მისი შვილი უდანაშაულოა, ახლა როგორ შევხედო თვალებში?
- ის როგორც გიყურებს ისე მამა... მკაცრად ვთქვი და ფეხზე წამოვხტი. მათმა განებივრებულმა და მამის კალთას ამოფარებულმა ბიჭმა მე მეორე ,,მე“ წამართვა და შენ ასე მშვიდად ლაპარაკობ? შენ რა დაგავიწყდა საბა ჩემთვის რას ნიშნავდა?უკვე დაგავიწყდა ყველაფერი? მამა... შენ თუ დაგავიწყდა მე არასდროს დამავიწყდება ის დიდი ტკივილი, რომელიც ახლაც სულს მიწიოკებს, გულს მიმღვრევს. ეს იცოდე რომ ამას ვერავინ და ვერაფერი დამავიწყებს. ჩანთას ხელი დავავლე და კიბეები ავირბინე. მერე დიდხანს მესმოდა დედაჩემის ტირილი, თუმცა ვიცოდი რომ ჩემზე მეტად მაინც არავის სტკიოდა მისი დაკარგვა, ჩემს მშობლებსაც კი.
***
მდიდრულად მოწყობილ კაბინეტში ბოლთას სცემდა თეიმურაზი და არ იცოდა რა ექნა, ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.ნიკას საფეთქლებთან მიეჭირა თითები და ამაოდ ცდილობდა გაეხსენებინა მკვლელობის დღე.
-ბიძია თეიმურაზ ნუთუ გამოსავალი არ არსებობს?კი მაგრამ 6 წელი დიდი დროა, ამდენ ხანს იქ ვერ დავტოვებთ. უდანაშაულოა ვიცი და ამიტომაც ვღელავ ასე. ვიცი დემნა ძლიერია ყველაფერს გაუძლებს მაგრამ ცოდოა. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე და იქიდან გამოვიყვანოთ. ხვალვე წავალ მის სანახავად და ერთად მოვიფიქრებთ რისი გაკეთება შეიძლება.
-კარგი შვილო სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვიფიქროთ. მეც დაველაპარაკები ცოტნე მაყაშვილს. იქნებ რაიმე იღონოს.
***
დილით ადრე რაღაც ჩოჩქოლმა გამაღვიძა. სასწრაფოდ ხალათი შემოვიცვი და კიბეებზე დავეშვი. მამა ხელებს იქნევდა და რაღაცას უხსნიდა ჩემთვის უცხო, სანდომიანი შეხედულების კაცს. დედა სამზარეულოში იყო და ხმას არ იღებდა. ნელა მივუახლოვდი მამას და მხარზე ფრთხილად შევახე ხელი. თითქოს შეკრთა უცებ შემოტრიადა ჩემსკენ;
-მამა რა ხდება, ეს კაცი ვინ არის?
-მარიამ ზემოთ ადი , და აღარ დაგინახო ჩემს საქმეში ჩაერიო. მკაცრი ხმით მითხრა და ზურგი მაქცია.
-მამა რას ქვია ნუ ვერევი? ამიხსენი რატომ ჩხუბობ? მაინც არ ვჩერდებოდი და ისევ ჩემსას ვაგრძელებდი.
უცებ მკლავში ხელი მტაცა და ზემოთ ძალით ამიყვანა, საწოლზე დამსვა და ბრძანების კილოთი მითხრა გარეთ არ გავსულიყავი. მეც სხვა გზა არ მქონდა დავემორჩილე, იმის მიუხედავად რომ ძალიან მაინტერესებდა რა ხდებოდა და რაზე კამათობდა ეს ორი ადამიანი.
ფანჯრიდან დავინახე როგორ ჩაჯდა ის კაცი მანქანაში რომელიც სულ რაღაც ორი წუთის წინ დაჟინებით სთხოვდა რაღაცას მამაჩემს. მანქანა მაშინვე დაიძრა ადგილიდან და ეზო მალევე დატოვა.
მეც გარეთ გავედი რომ ახლა მაინც გამეგო რა ხდებოდა. მაგრამ ქვემოთ არავინ დამხვდა. მხოლოდ ნინა ფუსფუსებდა სამზარეულოში და რაღაც ძალიან გემრიელს აკეთებდა. ახლაღა ვიგრძენი თუ როგორ მშიოდა. მაგრამ ახლა ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა. ტელეფონს დავავლე ხელი და კარი ყრუდ გავიჯახუნე. მივდიოდი შუა ქუჩაში და არ ვიცოდი სად. მთავარი იყო სადმე წავსულიყავი და გავცლოდი ამ უბადრუკი ცხოვრებისაგან დაღლილ რეალობას, რეალობას რომელმაც უკვე თვითონ აღარ იცოდა რა იყო ნამდვილი და რა სიცრუე. ვიგრძენი როგორ მომიჩერდა გვერდით მანქანა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, გზა გავაგრძელე. ხელის ნაზი შეხება ვიგრძენი და ცოტა არ იყოს შემეშინდა, სწრაფად შემოვტრიალი და ნიკას წავაწყდი. ასე უეცრად აქ საიდან გაჩნდა ვერ მივხვდი. ტუჩის კუთხეში გამიღიმა;
-სად მიდიხარ მარიკო? ისეთივე ხავერდოვანი ხმით მკითხა როგორც მას სჩვეოდა და ცხვირზე ამისვა თითი.
-აქ საიდან გაჩნდი ნიკუშ? გაოცებულმა ვკითხე და გარემოს მოვავლე თვალი. თითქოს მეც მიკვირდა აქ რას ვაკეთებდი. მეუცხოვა არემარე. მაგრამ მერე მივხვდი რომ საბას საფლავისკენ მიმავალი გზა იყო და ყველაფერში გავერკვიე.
-რავიცი უბრალოდ ჩავიარე, დაგინახე რომ რაღაც ვერ იყავი კარგად და გადავწყვიტე მენახე. სად მიდიხარ გოგო?
-სალისთან, წამიყვან? უცებ მოვიტყუე რომ მასაც ენახა სალი. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი მაგრამ ერთმანეთს არ უტყდებოდნენ.
ნიკამ მანქანის კარი გამიღო და მეც ჩავჯექი. მალე სალის სახლთან ვიდექით და არცერთი არ ვიღედით ხმას. სალის დავურეკე და ვუთხარი გარეთ გამოსულიყო. მანაც მალევე გამოაღო ეზოს ჭიშკარი და გარეთ გამოვიდა.
-ჩაჯდები? ოდნავ ნაღვლიანი ხმით ვკითხე და ავხედე.
-რატომ? სადმე მივდივართ? წამოდი რა სახლში მირჩევნია დარჩენა. ნიკას მაცდური თვალებით გახედა. ალბათ აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა.
-არა სალ, საბას საფლავზე მივდიოდი და ნიკა შემხვდა მერე ვიფიქრე რომ შენც გამომყვებოდი და ამიტომ წამოვიყვანე აქ. წამოდი რაა...
სალი მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და მანქანაც წუთში მოსწყდა ადგილს.
ნიკა მალულად გახედავდა მის გვერდით მჯდომ სალის და თან ერიდებოდა მეც არ დამენახა. თუმცა მე ხომ ყველაზე კარგად ვიცოდი მათი გრძნობის შესახებ. ორივეს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობდი. ყოველთვის კარგად ვიყავით ერთად და სწორედ ამიტომ იყო, რომ ნიკა ვერაფერს ეუბნებოდა სალის, ეშინოდა ის მეგობრობაც არ გაეფუჭებინა რომელიც მასთან აკავშირებდა.
რამდენიმე წუთში უკვე სასაფლაოზე ვიყავით. დიდი, აყუდებული ქვიდან ისევ ის ლურჯი თვალები მიყურებდნენ რომლებსაც ამდენ ხაანს ვნატრობდი, უკვე ერთი კვირაა არ მენახა და ახლა ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებოდა. მისი ოდნავი ჩახუტებაც კი ახლა შვებას მომგვრიდა, მაგრამ ვიცოდი რომ შეუძლებელი იყო. ცრემლებმა როგორც იქნა იპოვეს გზაგასაყარი და პატარა რუსავით ჩამოგორდნენ ჩემს ლოყაზე. ყოველთვის როცა აქ მოვდიოდი უფრო და უფრო მიჭირდა მისი სახის დანახვა , მისი გამომეტყველების ყურება ამ ცივი და გაქვავებული ლოდიდან, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი ,რომ სურათიდან ისევ ის ძველი საბა მიყურებდა, რომ მას ისევე ძლიერ ვუყვარდი და ვწამდი როგორც ადრე. ამის გახსენებაზე გულში სითბო მეღვებოდა.
სახლში წამოვედით, ნიკამ სახლამდე მიმიყვანა, გზაში ათას რამეზე ლაპარაკობდნენ, უნდოდათ ცოტა ხასიათზე მოვეყვანე მაგრამ ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა. მანქანა სახლთან შეაჩერა და ისე მომაჩერდა თითქოს რაღაცის თქმა სურდა...
-რა ხდება ნიკუშ, რამის თქმა გინდა? თბილი ხმით ვუთხარი და ხელზე შევახე ხელი.
-მაარ, რაღაც უნდა გითხრა. მითხარი გჯერა რომ ის ბიჭი მართლა შენი ძმის მკვლელია? ოღონდ სიმართლე მითხარი მაარ, ხომ იცი კარგად გიცნობ, ჩვენ სულ ერთად ვიზრდებოდით, მე , შენ , საბა, სალო...
-ნიკუშ... ამას რატომ მეკითხები? გაოცებულმა ავხედე. გამიკვირდა ამ თემაზე არასდროს დაუწყია ლაპარაკი, ან საიდან იცოდა რომ საბას მკვლელი დააპატიმრეს. გაურკვევლობაში ვიყავი.
-მაარ. მე კარგად გიცნობ შენ, და მინდა გითხრა რომ არანაკლებ კარგად ვიცნობ დემნას, შენ თუ დად მიმაჩნიხარ, ის ჩემი ძმაა. მას არ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება. ის ბიზნესმენია, ყოველთვის ჰქონია ისეთი უკანონო შემოთავაზებები, რომლებისგანაც უამრავ ფულს იშოვიდა, მაგრამ ამას არასდროს თანხმდებოდა. მანაც დაკარგა საყვარელი ადამიანი, მასაც გადაუტანია ეს ტკივილი და სხვას არასდროს მიაყენებდა იგივე ტკივილს რაც თვითონ გადაიტანა.
-ნიკა შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? ან აქამდე რატომ არ ვიცოდი რომ მას ასე კარგად იცნობდი?
-ახლა ხომ იცი რომ ის არ არის ისეთი ადამიანი რომ...
- გაჩუმდი გთხოოვ, მეორედ აღარ დამელაპარაკო ადამიანზე, რომელმაც ჩემს ძმას სიცოცხლე მოუსწრაფა, როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის თქმაა? ვერ ხედავ როგორ მტკივა გულიი როდესაც საბას ვიხსენებ? გგონია ჩემთვის ადვილია იმის გაცნობიერება რომ საბა აღარ მყაავს? იცი როგორ მიყვარხარ და ძალიან გთხოვ ნუ გააფუჭებ ჩვენს მეგობრობას იმ ადამიანის გამო, რომელსაც არ შემიძლია ადამიანი ვუწოდო. ის დამნაშავეა, და ჩემთვის ყოველთვის ასე იქნება. გეფიცები პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ მთელი ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატაროს. ნურავინ შემეკამათება. მანქანიდან გადავედი, უკან არცკი მომიხედავს ისე შევაღე ჭიშკარი და სახლში აკანკალებული შევედი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent