კომა - გართულებები
ტანზე მხოლოდ ნიკას თეთრი პერანგი მეცვა და თვალებს მორცხვად ვმალავდი. დიდი ხანი ვვარჯიშობდი. -რატომ დაწანწალებ ასეთ ფორმაში?- გაღიზიანებული ხმით მკითხა ჯაბამ. -სხვა არჩევანი არ მაქვს. საჭმლის გამზადებისას სოუსი გადავისხი და მხოლოდ 2 ხელი ტანსაცმელი მაქვს. მეორე გარეცხილი იყო...- დავხარე თვალები მე. კარგი მსახიობი ვარ, ვაღიარებ. -მშვენიერი ფორმაა,- როგორც იქნა ამოიღო ხმა ნიკამ. ჯაბამ გაბრაზებულმა შეხედა ჯერ თავის უფროსს, მერე კი მე. ვახშმისას არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუ ეშმაკივით გაცეცხლებულ ჯაბას არ ჩავთვლით, რომელიც ისეთი სახით გვიყურებდა, თითქოს მზად იყო ჩავეკალით ორივენი ადგილზევე. ვახშმის შემდეგ ნიკა დივანზე დაჯდა სტუდია-ოთახში და საინფორმაციო ჩართო. ჯაბამ უარი განაცხადა თავის სახლში გასვლაზე და ნიკას მიუჯდა გვერდით. ჰაჰ, სულელი! ნუთუ ჰგონია, რომ მისი იქ ყოფნა შემიშლის ხელს? იოცნებე, კრეტინო. ნიკას წინ, იატაკზე დავჯექი და ფეხები თურქულ მანერაზე დავაწყვე. ასეთ მანერაზე ჯდომით მშვენივრად ხედავდა, ჩემს ფეხებს და იმას, რომ საცვალი არ მეცვა. მეც არ ვიცი საიდან მოვიტანე ამდენი სითამამე და სითავხედე ასეთი საქციელისათვის, მაგრამ ჩემს გეგმას ასე სჭირდება. არ ვაპირებ კიდევ დიდხანს ვიყო ამ საზიზღარი ადამიანის სათამაშო. ჰიჰი, საინფორმაციოს უყურებს ბიჭი, როგორ არა. თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. არც ნიკას და სხვათა შორის არც ჯაბას. უბრალოდ თუ ნიკას მზერაში აშკარა ინტერესი, და არა მხოლოდ, იკითხებოდა, ჯაბა ალბათ მეათასედ მკლავდა თავის გუნებაში. -თაგუნია,- დამიძახა ხმადაბლა ნიკამ. მე შევხედე და თვალები ავახამხამე. ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა, ჩაახველა რათა ხმა დაეწმინდა და ისე მითხრა,- გთხოვ ჩაი მომიტანე,- თავად კი გაზეთი აიღო და კითხვა დაიწყო. -ახლავე,- ვუთხარი მე და წამოვდექი. როდესაც დავბრუნდი, ჯაბა ოთახში არ დამხვდა. ძალიან კარგი. ზუსტად ეს მინდოდა მეც. ჩაის ჭიქა ტელევიზორთან დავდგი და ბიჭთან მივედი. გაზეთი გავაწევინე, ჩავუჯექი ნიკას კალთაში და ინტერესით დავიწყე იმ სტატიის კითხვა, რომელსაც ბიჭი კითხულობდა. თავიდან ნიკა გაშტერდა, მერე კი მოხერებულად ჩამისვა კალთაში და განაგრძო კითხვა. მე ხელში ვაშლი მეკავა და გემრიელად ჩავკბიჩე. მერე კი ნიკასაც გავუწოდე. ბიჭმა დაუფიქრებლად ჩაკბიჩა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო. როგორც მივხვდი ეს მისი ჟესტების ენაზე მადლობას ნიშნავდა. ასე ვიჯექით დაახლოებით რამდენიმე წუთი. -უკვე გვიანია, სჯობს დავიძინო,- ვუთხარი ბიჭს და წამოდგომა ვცადე. -მე არ მომიცია წასვლის ნება,- ჩაიცინა ბიჭმა, ხელი დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. ისე დავჯექი, რომ სახით მისკენ აღმოვჩნდი. სანამ გაოცებას ან გაბრაზებას მოვასწრებდი, ჩემსკენ დაიხარა და ნაზად შეეხო ჩემს ბაგეებს. სულ რამდენიმე წამით და მაშინვე მომშორდა. -ახლა შეგიძლია წახვიდე,- მითხრა და ხელი გამიშვა. -ტკბილი ძილი,- ავტომატურად ვუთხარი და ოთახში გავედი. თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ როგორც კი ოთახში აღმოვჩნდი, მაშინვე რამდენჯერმე ავხტი სიხარულისაგან. ჩემმა გეგმამ გაამართლა. ნიკას კაბინეტის გასაღები მე მაქვს. დიდი ხანია შევამჩნიე, რომ ამ გასაღებს ყოველთვის ცალკე იდებს მარცხენა ჯიბეში. მის კალთაში ჯდომისას კი საერთოდ არ გამჭირვებია ამ გასაღების პატრონისაგან შეუმჩნევლად ამოღება. ახლა სულ ცოტა დარჩა: დაველოდო სანამ დასაძნებლად დაწვება და დავათვალიერო მისი კაბინეტი. დარწმუნებული ვარ რაიმე კომპრომატს მაინც ვნახავ. ამის შემდეგ კი მშვიდი სინდისით დავტოვებ ამ სახლსაც და აუტანელ ხარზიანს არა ნაკლებად აუტანელ დამხმარესთან ერთად. და ჯანდაბას თუკი გრძნობები მაქვს ამ არანორმალურის მიმართ. ადრე თუ გვიან გამივლის. ეს კომპრომატი კი დამეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში. დავემუქრები, რომ თუკი რაიმე მომივა, კომპრომატს მაშინვე ნახავს პრესა და პოლიცია... თუნდაც. ფილმებში გასდით ასეთი მუქარა, მე რატომ არ გამივა? ნიკაც თითქმის მაშინვე შევიდა თავის ოთახში. 12 საათამდე ვუგდებდი ყურს ხმაურს, მაგრამ არავინ გამოსულა. მშვენიერია. ჩუმად გავედი ოთახიდან და შევიპარე ნიკას კაბინეტში და ჩუმად მივიხურე კარი. მხოლოდ პატარა ბრა ავანთე და კაბინეტს თვალი მოვავლე. ნეტავ სად შეიძლება ინახავდეს მნიშვნელოვან დოკუმენტებს? კარგი, მაგიდის უჯრებით დავიწყოთ. ყველაფერს ფრთხილად ვაკეთებდი, რათა კვალი არ დამეტოვებინა. მესამე უჯრაში საკმაოდ საინტერესო საქაღალდე ვნახე. ხარზიანისთვის სასიკვდილო არ იქნებოდა, მაგრამ რეპუტაციას გაუფუჭებდა. საქაღალდე ავიღე და ოთახში გავედი. პლედში გავეხვიე და მაშინვე ჩამეძნა. დილას ადრე ავდექი და სამზარეულოში გავედი. ნიკას მისი საყვარელი ბლინები გავუკეთე და ჩემთვის წვენი დავისხი. რამდენიმე წუთში ნიკაც გამოვიდა. ბიჭი მაგიდას მიუჯდა და ჭამა დაიწყო. -შენი აზრით პერანგი მეორედაც ისეთივე ეფექტს იქონიებს?- მკითხა სავსე პირით. -რა თქმა უნდა. დილით, მზის შუქზე სულ სხვა ეფექტი აქვს,- გავუღიმე მე. წამოვდექი და მის წინ დავტრიალდი. -მართალია, დღეს საცვალი გაცვია. -ზუსტადაც,- ვუთხარი მე და სამზარეულო დავტოვე. სასწრაფოდ ავედი ნიკას ოთახში და გასაღები მის საწოლთან დავაგდე. დაე იფიქროს, რომ საღამოს გადმოუვარდა. ნიკამ ჭამა და ოთახში გავიდა. მალე ჩაიცვა და გამოვიდა. სახლიდან გასვლის წინ თავზე ხელი დამადო და გაიცინა. -ამის მერე ასე აღარ გააკეთო. -რა?- დავიბენი მე. -პუნქტებად დაგიყო?- მკითხა ღიმილით. -შეგიძლია ამის გარეშეც. -1. მომპარე გასაღები. 2. შეიპარე ჩემს კაბინეტში. 3. მოიპარე საქაღალდე, განვაგრძო?- მკითხა სერიოზულად. -როგორ გაიგე? -გასაღები თავისით არ გადაადგილდება სახლში. -როგორი ჭკვიანები ვყოფილვართ,- ავიბზუე ცხვირი. -აბა, აბა,- გამიღიმა ნიკამ და სახლიდან გავიდა. ამჯერად კარი გარედან ჩაკეტა. ესეც ასე, ჩემი გალია ჩაიკეტა. ზუსტად 2 საათში კარი გაიღო და სახლში ჯაბა შემოვიდა. -ვირთხა, შენთან საქმე მაქვს. -რა გინდა?- გაზი გამოვრთე და მაგიდას მივუჯექი. -ნიკა დაჭრეს. -რა თქვი?- გამიფართოვდა თვალები,- როგორ თუ დაჭრეს? როგორაა ეხლა? -ეხლა ნორმალურად. -უნდა ვნახო, სადაა?- ვერც მივხვდი ისე ავუწიე ხმას. -ვირთხა, დამშვიდდი,- დამიბრიალა თვალები ჯაბამ. ვირთხა? ვირთხა? ნეტავ სიცოცხლე ხომ არ მობეზრდა ამ გათავხედებულ არსებას? ალბათ სახეზე დამეტყო აზრები, ამიტომაც ბიჭმა გამაჩერა. -სანამ ჩემს მოკვლას გადაწყვეტ, იქამდე რაღაცას გეტყვი. -რას?- დამაინტერესა მისმა ტონმა. -ის იაპონელმა დაჭრა,- ამ სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა. -რაზე მიმანიშნებ და საიდან გაიგე? -გავიგე ელემენტარულად, სათვალთვალო კამერები. მიგანიშნებ იმაზე, რომ მისი მოკვლა ალბათ ტანაკას უნდა. -ტანაკას? რაში სჭირდება მას ნიკას სიკვდილი? -კატო...- პირველად მომმართა სახელით ჯაბამ,- ალბათ ამ დროის განმავლობაში მიხვდი, რომ ჩვენი ყოველდღიურობა და თქვენი, ჩვეულებრივი მოქალაქეების, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნიკას აქვს ის, რაც ბევრს სჭირდება. ის აკონტროლებს გზებს და ეს არის ის, რისი ხელში ჩაგდებაც უნდა თქვენს მიერ ჩამოყვანილ ნაბ... -საკმარისია!- ვიყვირე მე. ჯაბა შეკრთა,- ჩვენი ჩამოყვანილი? ზუსტადაც, ჩვენ ჩამოვიყვანეთ. ჩამოვიყვანეთ იმისათვის, რომ ჩემი და გადაგვერჩინა, რადგან მან საკუთარ თავზე მიიღო ბედი, რომელიც მე უნდა მრგებოდა. იცის კი შენმა უფროსმა რატომ დავსდევდი მას? რა მინდოდა მისგან? რატომ მაინც და მაინც ის? -მე...- დაიწყო ბიჭმა, მაგრამ გავაჩერე. -აუცილებელი არ არის იცოდე, ვალდებული არ ხარ. მაგრამ როდესაც გაიგებ, დარწმუნებული ვარ ძალიან შეგრცხვება. ახლა კი გაიწიე, უნდა წავიდე. ნიკას ჩემი დახმარება სჭირდება. სახლი დავტოვე და მობილურზე ჰარუს ნომერი ავკრიფე. -ოპა, ვის გავახსენდი,- აიღო სიცილით ყურმილი ბიჭმა. -ჰარუ, ტანაკა თბილისშია?- სამწუხაროდ ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი. -რა ხდება, კატო?- უცებ შეეცვალა ხმა ჰარუსაც. -ნიკა დაჭრეს და ტანაკას აბრალებენ. ამიტომ მაინტერესებს თბილისშია თუ არა. -დავრეკავ და გეტყვი,- მითხრა და მომენტალურად გამითიშა ტელეფონი. არაფერი უკითხავს და არც აღშფოთებულა. ანუ ჯაბა მაინც და მაინც არ ტყუოდა. ანუ შეიძლება, რომ ქალაქში გარჩევები დაიწყოს ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იქნება. დღეიდან გარჩევებისას მოკლული თითოეული ადამიანის სისხლი ჩემს სინდისზე იქნება... შურისძიება მოიცდის... ამჯერად შეიძლება უფრო დიდი პრობლემა მაქვს... ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ხელის კანალით ვუპასუხე ტელეფონს. -კატო, ტანაკა თბილისშია,- თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა ამ სიტყვებით ჰარუმ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.