7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი
პროლოგი: სიყვარულზე ძალიან ბევრი სასიამოვნო სიტყვა მსმენია. ამ ყველაფერს სიცილ-ხარხარით ვუსმენდი, სანამ ეს უდიდესი გრძნობა არ მეწვია. ის ერთადერთი და განუმეორებელი უეცრად შემოიჭრა ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში და გახადა არაჩვეულებრივი. არც ცისფერთვალება იყო, არც ქერათმიანი და არც "მამიკოს ბიჭი," ყველასგან განსხვავებული იყო. იცით რატომ? ის "ჩემი" გახლდათ. პირველი თავი-"გაცნობა" ბებიას ორსართულიანი სახლი აქვს კახეთში. მოზრდილი ეზოთი, რომელსაც ატმის, ალუბლის და ვაშლის ხეები ავსებს. ზაფხულში ჩემი მეგობრები ჩამყავს. ჩვენი ჩასვლის შემდეგ ქუჩას მოსვენება არ აქვს . წუთით არ ვისვენებდით. 10 საათზე გადავიდოდით მდინარეზე და 2 საათზე ალუბლებით ხელდამშვენებულები ვბრუნდებოდით. წამოვწვებოდით ხის ძირას და გავაბამდით საუბარს. შუაღამემდე ჩვენი კისკისი ისმოდა. ასეთი მოუსვენარი სამეგობრო წრე მყავს. გასაკვირვი ის არის, რომ ორი "დასტოინი" ვაჟი ასე გვიგებს გადარეულ გოგონებს. წელს მათი მეგობრები-დიმიტრი და ვახტანგიც მოდიოდნენ. არ მიყვარს უცხო ხალხთან ერთად არდადეგების გატარება. ხშირად ვერ შევდივარ უცხო ადამიანებთან კონტაქტში. ამ ფიქრებიდან ვიკას(ვიქტორია ალვარიძე, ჩემი ბიოლოგიური და გახლავთ. მხოლოდ 5 წლით ვარ მასზე უფროსი და ერთმანეთს მაინც უხმოდ ვუგებთ. მე-11 კლასელია. გამოცდები მშვენივრად ჩააბარა და ახლა კახეთში წამოსასვლელად ემზადება.) ხმამ გამომიყვანა. -ლიკუ, მე ნივთები ჩავალაგე . ქვევით ჩავიდეთ და ბიჭებს დაველოდოთ. -კარგი ვიკული-წამოვფრინდი ჩანთას ხელი ჩავავლე და სახლი დავტოვეთ. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ჩვენს წინ ორი ავტომობილი გაჩერდა. (ტარიელ და ვატო გულბანები ძმები გახლავთ. ტატო 23 წლის არის, ხოლო ვატო 20-ის. ტარიელი ადვოკატია. ძალიან უყვარს თავისი პროფესია. რაზეც ვატოზე ვერ ვიტყვით. პროფესიით ბიზნესმენია, მაგრამ ამჟამად ფეხბურთელის სტატუსს ატარებს. ეს ორნი ჩემთვის ძმასავით არის. ყოველთვის მხარში გვიდგანან მე და ვიკულიას.) ტატო მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენი ჩანთები საბარგულში ჩადო. -თქვენ ჩვენთან დაჯექით, მარის გზაში გავუაროთ-გვითხრა მან და თავაზიანობისთვის მანქნის კარი გაგვიღო. ჩვენი სამეგობრო წრე ხუთი წევრისგან შემდგარ ოჯახს გავს. ხუთივენ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით: პროფესიით და გემოვნებით, მაგრამ ხმის ამოუღებლად ვუგებთ ერთმანეთს. ყველაზე პატარა ჩემი და ვიქტორია გახლავთ, მას მოყვება ვატო და მარი. 22 წლით მეოთხე პოზიციაზე გავდივარ მე და ყველაზე უფროს წევრად ითვლება ტარიელი. მგონი თვალსაჩინოდ გაგაცანით ჩემი მხიარული მეგობრები.ამასობაში მარიკოც შემოგვიერთდა. ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ქვეშ არის. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს მოდელია. საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით ულამაზეს კუთხეში.სახლს ვერ ნახავდით ისეთს, სადაც ვაზი არ იყო გაშენებული. ხეხილით სავსე ბაღები ულამაზეს გარემოს ხიბლს მატებდა. ტრიალ მინდვრებს თეთრი გვირილების ხალიჩა ჰქონდა გადაკრული. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ორსართულიან ქვითკირის სახლს და უფრო და უფრო გვესმოდა ბებიას თბილი ნოტები. -ჩემო საყვარელო ბებო, როგორ მომენატრე შენ, ხომ არ იცი!- ჩემი საყვარელი და ნაზი ბებია, როგორ მომნატრებია. თბილად და გემრიელად ჩავეხუტე . როცა ყველას მოეფერა რკინის ჭიშკარი ხმაურიანად შეაღო და ჩვენც მას გავყევით. ჩანთები მოვისროლეთ და მთელი სულით გაკეთებულ ქართულ სუფრას მადიანად შევექეცით. ახლა მივაქციე ყურადღება უცხო ბიჭებს. ორივე შავტუხა და ლამაზი იყო, მაგრამ უფრო დიმიტრის სახის ნაკვთები ჩამრჩა გონებაში. სხვა გამოხედვა და სხვა ღიმილი, რაღაც სხვას მაუწყებლობდა. ვაჟები ეზოში გავიდნენ, ქალბატონები კი სუფრის ალაგებას შევუდექით. საქმე თანაბრად გავინაწილეთ, ცოტაც წავიჭორავეთ და ჩვენც გარეთ გავედით. ხის ძირას იჯდნენ და ბაასობდნენ.ჩვენც შევუერთდით და ლაპარაკში ავყევით. გავიხსენეთ ტკბილი ბავშვობა და დროც უცებ გაგვეპარა. მზე დასავლეთს ჩაუყლაპავს და ცისფერი მუქ ლურჯ ფერს დაეფარა. სავსე მთვარე მზის სხივებს ლამაზად ირეკლავდა და ვერცხლისფრად კაშკაშებდა. ლურჯ ცას თავისუფლად შეადარებდი წინწკლებიან კაბას, რომელიც თვალს გემრიელად აგიჭრელებდა.ეს ულამაზესი ბუნება მხოლოდ იმის მიმანიშნებელი იყო, რომ უკვე ჩვენი ძილის დრო მოსულიყო. ამასობაში ბავშვები სახლში შეპარულიყვნენ და მხოლოდ მე და დიმიტრი დავეტოვებინეთ მოკაშკაშე მთვარესთან. ჩემს სხეულს ძილი არ ეკარებოდა, მაგრამ ადგომა დავაპირე, როდესაც მკაცრმა და ცივმა ბარიტონმა იქვე გამყინა. ♡♡♡♡♡♡♡ კეთილი იყოს ჩემი მობრძანება საიტზე ^_^ ვიცი, რომ პატარა თავია. აუცილებლად გავზრდი ნელ-ნელა, მთავარია თქვენ გამახაროთ მე თქვენივე მოკრძალებული კომენტარებით და მეც გპირდებით გაგახარებთ ^_^ ♡♡♡ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მოთხრობასთან დაკავშირებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.