შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [5]


31-07-2015, 00:10
ავტორი ann tichy
ნანახია 3 627

***
„იმედგაცრუება.
ყველაზე საშინელი გრძნობა გრძნობათა შორის.
როცა გრძნობ, რომ რაღაცამ
რასაც ძალიან,
გულით ელოდებოდი,
არ გაამართლა
უბრალოდ არ გამოვიდა…
არ შედგა.
ვატო.
იცი, 17 წლის მანძილზე პირველი იმედგაცრუება შენ იყავი.
აღფრთოვანებაც.
გაოცებაც.
ალბათ ყველა ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი,
როცა ცდილობ
მთელი არსებით
შეგნებით
ძალით
მაგრამ ამაოდ.
არაფერი გამოდის
და ნებდები.
ხვდები, რომ შენი გეგმები
იმედები
ოცნებები
მხოლოდ ილუზია იყო.
და აი,
სწორედ ამ დროს მივდივართ ჩემს საძულველ გრძნობასთან.
იმედგაცრუებასთან.
ყველას ჰყავს ცხოვრებაში ადამიანი, რომლის დამახსოვრებაც უწევს.
ძალაუნებურად.
ქვეცნობიერად
თუ შეგნებულად.
ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ცვლის.
თავიდან ბოლომდე.
სამუდამოდ...
იმდენი რამის თქმა მინდა.
მაგრამ ვერ ვამბობ.
აი ეხლაც,
მინდა ვუთხრა დათოს, რომ ვიღაც ქალი კი არა, მე დავეჯახე
მინდა ვეჩხუბო
ვუყვირო
ვუსაყვედურო
რადგან საკუთარი ცოლი ვერ იცნო.
მაგრამ
ამ საქციელს და ჩემს სიჩუმეს შორის სწორედ „მაგრამ“ დგას.
დიდი და უშველებელი.
„მაგრამ“-ს იქეთ კი ცნობისმოყვარეობა.
ინტერესი იმისა, თუ როდის მიხვდება.
ვატო,
იცი, მეშინია.
დაგვიანებული არ იყოს.
ჩემთვის ან მისთვის.
ჩვენთვის.
ვიცი, გათხოვილი ქალი ამას არ უნდა გწერდეს
მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილმა მაქსიმუმ ჩემს კარადამდე მიაღწიოს და ყუთში დაობდეს
მაინც არ უნდა გწერდე
მაგრამ რა ვქნა.
სულ მენატრები
თითქმის სულ.
განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ.
იცი, ძალიან ხშირად ვარ მარტო.
უკვე გითხარი, რომ ძილი ძალიან მიყვარს?
არ მახსოვს.
იქნებ არც მითქვამს.
ალბათ იფიქრებ, ძილი ვის არ უყვარსო
მაგრამ მე ჩემი მიზეზი მაქვს
ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შენ გნახულობ.
ჩემზე რომ იყოს სულ ვიძინებდი.
როცა მესიზმრები
იმ დილით ყოველთვის გაღიმებულს მეღვიძება.
აი, ხომ არის სულ მინიმუმ 5 წუთი გაღვიძების შემდეგ,
როცა სიზმარი რეალობა გგონია.
მე მაგას ბედნიერების 5 წუთს ვეძახი.
გუშინ 14 მაისი იყო.
ჩვენი პირველი შეხვედრის თარიღი.
მუხათწყაროში ავედი.
იმ სახლს მივაკითხე.
მოხუცი ცოლ-ქმრის ყოფილა.
2 შვილი ყავთ.
გოგოები 
გამოდის, რომ შენზე არაფერი ვიცი.
სახელიც კი.
უსამართლობაა ვატო.
უსამართლო ხარ.
ყველაზე ბოროტი ადამიანები იცი ვინ არიან?
ისინი კი არა, ვინც კლავენ, აუპატიურებენ და ათას საშინელებას სჩადიან,
ეგენი ნაძირლები და ავადმყოფები არიან.
აი ის, ვინც გაგაბედნიერებს,
დადებითი ემოციებით აგავსებს
გრძნობებს გაგიღვიძებს
მერე კი უბრალოდ გაქრება.
დაგტოვებს საბეჭდი მანქანასავით.
უსარგებლო
გამოუყენებელი ნივთივით.
აი ესაა ბოროტება.
მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი
„ძველმანების“ მოყვარული ადამიანებიც.
ისინი, ვინც თვლიან, რომ საბეჭდი მანქანა ანტიკვარია.
დათო მაგალითად.
თუმცა
მგონი ეგეც ახალმა,
„თანამედროვე კომპიუტერმა“ გაიტაცა. 
ჩემი საქციელით ვრისკავ.
მაინტერესებს სანამდე მივა.
მივალთ,
უფრო სწორად.
ზუსტად ვიცი,
შენ რომ ყოფილიყავი, არასდროს შეგამოწმებდი.
იმიტომ კი არა, რომ დარწმუნებული ვიქნებოდი შენში.
იმიტომ, რომ
დაკარგვის შემეშინდებოდა.
ისე ძალიან, რომ...
მგონი დათო მოდის.
ძილინებისა ვატო.
სიყვარულით
უმცროსი მელიქიძე  “
***
-თაკომ დარეკა, დღეს დაბადების დღე აქვს და დაგპატიჟა - ოთახში შეაკითხა დედამ ელენეს
-აუ მეზარება
-ელენე, მესმის რომ სტრესი გაქვს - საწოლზე ჩამოჯდა დედა - საშინელება გადაიტანე
-დე, ხო გელაპარაკე მაგაზე, თავიდან ნუ დაიწყებ რა
-ვიცი, მაგრამ მაინც არაა მიზანშეწონილი გამტაცებლის შეყვარება - სიცილი ვერ შეიკავა დედამ
-არ ვარ შეყვარებული, საიდან დაასკვენი
-კაი დე, არ გინდა. ჩემთან მაინც - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გასვლა დააპირა - მიდი ეხლა ადექი და მოემზადე, 7-ისთვის წაგიყვანს დათო
-დაიცა ვიინ? - ლამის ლოგინიდან წამოვარდა
-დათო ყიფიანი
-გამომძიებელი? - თვალები გაუფართოვდა ელენეს
-ჰო. ილო კარგი ბიჭია, მაგრამ თავისი საქმე ვერ შეასრულა
-ილო რა შუაშია, იმათი ბრალია!
-მამაშენმა ასე გადაწყვიტა, გამომძიებელს ელაპარაკა დილით და სანამ ახალ მძღოლს ავიყვანთ, ის გატარებს ყველგან.
-მაგას სხვა საქმე არ აქვს?
-იმდენი გადაუხადა ნიკომ, რაც ჰქონდა, ყველა გადადო.
-საყვარელი - ნაძალადევად გაიღიმა ელენემ და ჩაცმა დაიწყო.


***
-შესანიშნავი ხერხია გაბრაზება, სუფრის ალაგების თავიდან ასაცილებლად - მისაღებში გავიდა და ელენეს, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, გვერდით მიუჯდა
-აუ შემეშვი რაა - აგდებით უპასუხა. ვატო ადგა და ოთახიდან გავიდა. გოგონას გაუკვირდა, თუმცა ყურება განაგრძო. მოულოდნელად დაბნელდა. იგრძნო, რომ სახეზე უხეში ნაჭერი შემოხვიეს. ეგონა, გაგუდვას ცდილობდნენ. გამტაცებელმა ნაჭრით ახლა უკვე ხელები შეუკრა და ღიტინი დაუწყო
-აუ გეხვეწები რაა, ცუდად ვხდები - კისკისებდა ელენე და ფართხალებდა
-ეხლავე გასწავლი ჭკუას - მონდომებით აგრძელებდა ვატო ღიტინს. გოგონა ტელევიზორის პულტს ძლივს მიწვდა და მუცელში ჩაარტყა
მერე ფეხში
ზურგშიც
-უგრძნობი ხაარ? - კვლავ კისკისებდა და ხვანცალებდა ელენე
-მართლა გაჩერდი, გთხოოოოოვ - დივნიდან გადმოვარდა და ფართხალი იატაკზე განაგრძო - ვატო ცუდად ვარ
-არაუშავს, ისწავლი როგორ უნდა ელაპარაკო უფროსებს
-ვატო ფლუგენგეგენჰოლენი - აღმოხდა გოგონას. გამტაცებელი გაჩერდა და სიცილი დაიწყო - რამ გაგახსენა, ჰაჰ
-აუ ძაან ცუდად ვარ - ძლივს სუნთქავდა ელენე - დეგენერატო
-მე შენ რა გითხარი
-კაი ჰო, ჩუმად ვარ - მაინც ეცინებოდა- წყალი დამისხი
-„ვოლშებნოე სლოვო?“ - ეშმაკურად გახედა - ფლუგენგეგენჰოლენი არ გიშველის აქ
-მიდი რაა - თვალი ჩაუკრა გოგონამ
-ტყვე მე ვარ თუ ეს ვეღარ გავიგე რა - გაკვირვებისგან ხელებს შლიდა ვატო
-ჯიგარი ხარ - გაშლილი ხელი მაღლა აწია ელენემ - ჩაარტყი
-მაიმუნი ბავშვი ხარ მელიქიძე! - დაარტყა ვატომ და დივანზე მაგრად დაეხეთქა
-ელენე! - გაუსწორა მკაცრად
-გოო-გოოო - გაეცინა გამტაცებელს და თმა აუჩეჩა - ჩაიწიე, თავისუფლად ვერ ვზივარ
-ოოო - უკმაყოფილოდ ჩაიწია გოგონა და პროტესტის ნიშნად პულტი ხელიდან გამოგლიჯა
***
ზუსტად 7-ის 20 წუთზე დათო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, სასტუმროს პირდაპირ გაჩერებულ მანქანასთან ელოდებოდა.
-ჩემი ცოლი არასდროს იგვიანებს - ირონიულად შეეგება სასტუმროდან გამომავალ ტასოს
-გკითხე შენი ცოლი რაშვება თქო? -კარი გააღო ქალმა და უკმაყოფილოდ ჩაჯდა
-საით ქალბატონო ანასტასია? - გაღიმებულმა დაქოქა მანქანა
-ტასო - გაუსწორა ელენემ და ფეხი ფეხზე გადაიდო
-ფანჯარას რო ჩავუწიო წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
-არა, მაგრამ ამ სიცივეში?
-დაცხა - უპასუხა დათომ და მარჯვენა ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. ელენემ კაბა გაისწორა და ქმარს ამრეზით შეხედა.
-წითელ ფერს შავი უხდება
-ვერ გავიგე?
-ღვედი - ხელით ანიშნა და თვალებით პატრულის მანქანისკენ გაახედა
-ააჰ - სასწრაფოდ გაიკეთა და გასწორდა
*პატრული და საბუთებიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის*
-სად მივდივართ?
-ნახავ
„რედისონში“ შევიდნენ და ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ
*ერთი ამ დონ ჟუანს დამიხედეთ რა, როგორი გალანტურია*
-რას შეუკვეთავთ?
-იგივეს, რასაც მანდილოსანი
*შხამს* - გაიფიქრა ელენემ
-წითელ ღვინოს - თქვა და ოფიციანტს ნაძალადევად გაუღიმა. არადა ღვინის ატანა არ აქვს, ლუდის გარდა ალკოჰოლურს არაფერს სვამს
ელენე მოულოდნელად წამოდგა და გასასვლელისკენ მიმავალ მამაკაცს დაედევნა. ხელი მკლავზე მოკიდა და მოაბრუნა
-ვატო?
მამაკაცმა ელენე დაკვირვებით აათვალიერა
-არა - წარბებშეკრულმა კიდევ ერთხელ აათვალიერა ქალი
-მაპატიეთ - ელენე მაგიდასთან დაბრუნდა
-რა მოხდა?
-ძველ ნაცნობში ამერია
-ხო მშვიდობაა?
-კი, გავალ ტუალეტში, მაკიაჟს გავისწორებ
ელენე აკანკალებული ხელისგულებით ნიჟარას დაეყრდნო. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე იდგა, თავჩაღუნული.
-დამშვიდდი ელენე - თავს შემოუძახა და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორა. - რამდენი წელი გავიდა? რა გემართება? რით ვერ შეეგუე? რით ვერ გაუშვი?
-ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებთ? - ტუალეტიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა - მაპატიეთ, შემთხვევით მოვკარი ყური თქვენს...
-არაფერია
გოგონა ონკანს მიუახლოვდა და წყალი მოუშვა
-მასზე არასდროს ვლაპარაკობ
-ჰო, დიდ სიყვარულზე იშვიათად ყვებიან, თუკი ყველაფერი ფატალურად დასრულდა
ელენეს გაეცინა
-ეს არ იყო უბრალოდ სიყვარული... მან ჩემი ცხოვრება შეცვალა - არ იცოდა, ამ ყველაფერს სრულიად უცხო ადამიანს რატომ ეუბნებოდა - 7 წელია ყველა მამაკაცში მას ვეძებ
-მეც მიყვარდა ადრე, ძალიან.
-მერე?
-მერე გავთხოვდი
-არა, მე სიყვარულით გავთხოვდი - კვლავ გაეცინა ელენეს
-ბედნიერი ქალი ყოფილხარ - ხელები გაიმშრალა გოგონამ
-შენ კიდევ, ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი ცხოვრების შეცვლა
-ასეთ დროსაც? - თქვა და მუცელზე ხელი მოიკიდა
-არ ვიცი... დედობრივი ინსტიქტი ჩემში დაბლოკილია - კარი მძიმედ გაიხურა და თავის ადგილს დაუბრუნდა. თუმცა დათო მარტო არ დახვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent