შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ... მთვარის შუქზე...


31-07-2015, 12:12
ავტორი mariamabazidze
ნანახია 2 735

ოთახში მალე ავედი... ოთახში რომელიც უკვე მე მეკუთვნოდა... მართალია დროებოთ მაგრამ მაინც...
ტანსაცმელები საწოლზე დავყარე და კარადასთან მივედი... გამოღება და შოკი ერთი იყო... შიგ უამრავი კაბები, ზედები, შარვლები და ფეხსაცმელები იყო... ეს რათქმაუნდა ჩემი არ იყო... ალბათ ზურას დის იყო... ერთი შეხედვით ბევრი იყო თან ძალიან მაგარი ტანსაცმელები... სულ ფერად-ფერადი... სხვადასხვა ქსოვილებით იყო აჭრელებული კარადა... გამოღების თანავე რაღაც ნაცნობი სურნელი მომხვდა... ზურას სურნელი... თუმცა ლია ხომ ზურას და იყო... მსგავსი სურნელი ჰქონდა მასაც...
-მისი გარდაცვალების შემდეგ ხელი არ გვიხლია არაფერზე... თუმცა თუ არ მოგწონს შეგიძლია შეცვალო...-გავიგონე უკნიდან ხმა... მოულოდნელობისაგან შევხტი მაგრამ როცა ლალი დეიდა დავინახე დავწყნარდი...
-არა... იყოს მე ხელს არ მიშლის...-ვთქვი დაბნეულმა...
-არა ხელის შეშლა არ მიგულისხმია... მინდა ეს ყველაფერი ეხლა შენ გეკუთვნოდეს... მას აღარავინ იყენებს და მინდა ცოტა ხალისი დაუბრუნდეს ამ სახლს, ამ ოთახს, ამ გარემოს... ყველაფერს... და ამაში შენ უნდა დამეხმარო...
-მეე?
-ხო ეკა... მე ერთადერთი შილი დამრჩა... ზურა... მას უყვარხარ და ის შენით ბედნიერია... ლიას სიკვდილის შემდეგ ასეთი არასოდეს ყოფილა... შენ შეცვალე ასეთად...
-ასეთად როგორ?-დაბნეული ვიყავი თუმცა მაინც გასარკვევად ვგებულობდი ყველაფერს...
-ასეთი ხალისიანი... თითქოს ის აღსდგა... ლიას სიკვდილის შემდეგ ის აღარსად დადიოდა... ხალისი დაკარგული ჰქონდა... ერთ დღეს კი ის ხალისიანი მოვიდა სახლში... თუმცა მოვიდა არა... მოხვედით... გახსოვს? პირველად რომ მოხვდი აქ? ორივენი სველი იყავით... ზურას თვალები კი ამ მომენტში ბრწყინავდნენ... მაშინვე მივხვდი... მივხვდი რომ ძველი ზურა დაბრუნდა... შენ დააბრუნე... გესმის?
-კი...-ჩუმად ვიჩრჩულე მე... ლალი დეიდა საწოლზე ჩამოჯდა...-რა მოხდა მაშინ? ლიას რა მოუვიდა?-ვიცოდი მტკივნეული იყო მაგრამ მაინც ვიკითხე მე...
-დილას ჩვეულებრივი მხიარული იყო... ყოველთვის ლამაზად უყვარდა ჩაცმა... იმ დღეს კი ყველაზე გამორჩეულად ჩაიცვა... არ ვიცი ალბათ იგრძნო რომ ეს მისი ბოლო დღე იყო... და უნდოდა ლამაზი ყოფილიყო... ლინდასთან ერთად საყიდლებზე წავიდა... უკან კი მარტო ლინდა დაბრუნდა... ისიც ლიას ეძებდა... მან თქვა რომ სასაუზმეში დატოვა ლია და მერე სახლში უნდა დახვედროდა... მაშინვე ავფორიაქთი... ვხვდებოდი რაღაც არ უნდა ყოფილიყო კარგი ამბავი... თავსაც შეუძლოდ ვგრძნობდი... თითქოს ჩემი სხეული გრძნობდა მის ტკივილს... ის ხომ ჩემი მოვლენილი იყო ამ ქვეყნად... ყველა დედას აქვს კავშირი თავის შვილთან... შუადღე იქნებოდა 3 საათი სრულიად შეუძლოდ გავხი... ნახევარი საათი გაგრძელდა ჩემი ტანჯვაც და ამავდროულად მისიც... ნახევარ საათში კი ყველაფერმა გამიარა... ჩემს სხეულში ტკივილი შეწყდა... ამის მერე მთელი დღე ვეძებეთ და ბოლოს ლინდა დავინახე აცრემლებული თვალებით... ჩემთან მოვიდა და გადამეხვია... მივხვდი მაშნვე მივხვდი ყველაფერს... თავს მოვერიე და ვთვი წამიყვანეთ და მანეხეთთქო... სადღაც მიტოვებულ ადგილას იყო... უგონოდ ეგდო მიწაზე...-ლალი დეიდას ცრემლები მოადგა... მაგრამ მოყოლას მაინც აგრძელებდა... -როგორც დაადგინეს შადღისთვის იყო მოკლული... როცა მე ცუდად ვიყვი... როცა გამიარა ტკივილმა მაშინ განუტევა მანაც სული... მე ვიგრძენი გესმის? მისი ტკივილი ვიგრძენი... ის მოკლეს... ყელთან სისხლჩაქცევები ჰქონდა... არავინ იცის... ვერავინ დაადგინა რა მოხდა...-ლალი დეიდა გაჩუმდა... მეც ვდუმდი... იმ წუთას დამბურძგლა... მისი ტკივილი ვიგრძენი...-ეხლა შენ უნდა გააბედნიერო ზურა გესმის? მასაც და უკვე მეც დამიბრუნო სიცოცხლის ხალისი...-თქვა მოულოდნელად...
-მესმის...-მხოლოდ ამის თქმა შვძელი და გავჩუმდი... ლალი დეიდამ ცრემლები მოიწმინდა და თითქოსდა არც უტირიაო მალევე დაუბრუნდა ხასიათი...
-მოდი მოგეხმარები ტანსაცმელების შელაგებაში კარგი?-ეტყობოდა ამას ხალისით გააკეთბდა ამიტომაც მე დავთანხმდი...
-აბა რას აკეთებთ??-ოთახშ ზურა შემოვიდა...-რა დროს ლაგებაა 2 სრულდება...-თქვა და დაღლილი ჩამოჯდა საწოლზე...
-რა იყო ხომ არ გეძინება-სიცილით ვთქვი მე...
-კი თან მაგრად...
-ჰაა როგორია როცა გეძინება და არ გაძინებენ? მე ყავა მაქვს დალეული და არ მეძინება ამიტომ დღეს მე არ დაგაძინებ...-ვთქვი გამარჯვებულის ტონით... ზურამ გაიცინა და წამოდგა...
-შენ თუ არ გეძინება არც მე დავიძინებ და ვერავისაც ვერ შეაწუხებ...
-ხო ხო მასე იტყვი და 2 წუთში ჩაგეძინება...-უფრო ავხარხარდი მე...
-არაფერიც... ეხლა შენ ტრაბახობ და ბოლოს შენ ჩაგეძნება როგორც ვიცი...
-გინდა დავნიძლავდეთ-ხელი გავიშვირე მე...
-მოდი... რაზე? -გაიცინა და ხელი ჩამომართვა...
-მმმ... თუ ჩაგეძინება ხვალ ცივი წყლით გამოგაღვიძებ კაი??
-კაი და შენ თუ ჩაგეძინება მეც იგივეს ვიზამ ძალიან მომწონს ეგ იდეა-თქვა ზურამ და მერე ლალი დეიდას გახედა...-ერთხელ არაუშავს საწოლებს დავასველებთ და გპირდები ჩვენ გავასუფთავებთ და გავაშრობთ-სიცილით თქვა ზურამ...
-დასუფათავება გამიგია და ერთი ეს მაინტერესებს გაშრობას როგორ აპირებ-ლალი დეიდამაც გაიცინა...
-ჩვენ ჩვენი ხერხები გვაქვს ნუ დაინტერესდებით-თქვა სიცილით ზურამ
-არა არა ჩვენ არა შენ მე არც კი ვიცი რას გულისხმობ...-ეხლა თავის გამართლება დავიწყე...
-კარგი მე მივხედავ დასუფთავებასაც და გაშრობასაც... დედა მოდი ჩაჭერი...-ზურას თქმის თანავე ლალი დეიდამ ჩაგვიჭრა და მე და ზურა საწოლებზე ავხტით...
-ძილინებისა იმას ვისაც ჩაეძინება-თქვა ლალი დეიდამ და ოთახიდან გავიდა... მე და ზურას არცერთს არ გვითქვამ ძილინებისა რადგან არცერთი არ ვაპირებდით დაძინებას...
პირადად მე დიდი უპირატესობა მქონდა მოგების... მე ხომ ყავა დავლიე... თანაც ყავა ჩემზე იმ წუთას მოქმედებდა ახლაც თავს ძალიან ფხიზლად ვგრძნობდი და ერთი სული მქონდა ზურას როდის ჩაეძინებოდა...
-ჰა ხომ არ ჩაგეძინა??-იკითხა სიცილით ზურამ...
-არა... შენ?-სიცილითვე ვთქვი მეც...
-მძინარე თუ ასე ვლაპარაკობ მე ცუდად ყოფილა ჩემი საქმე-გაიცინა...
-მოდი ჯობია გავჩუმდეთ ასე უფრო ჩაგეძნება...
-კარგი მაგრამ ასე შენ უფრო ჩაგეძინება...-დამეჭყანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent