შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hospital-ჰოსპიტალი (5)


31-07-2015, 18:55
ავტორი Maritaa
ნანახია 1 921

ცხოვრება რაღაცით წიგნს გავს.არსებობს რომანები,დეტექტიური,სამედიცინო,სასწავლო წიგნები.ჩემი ცხოვრებაც ერთგვარი წიგნია.რომელიც თუ ადრე მხოლოდ სამედიცინო იყო,მასში შეერია მელოდრამა,სიყვარული,და ბიზნესი.ზოგის წიგნი სქელია,ზოგის კიდევ თხელი.სანდროს გარეშე,მინდა ჩემი წიგნიც თხელი იყოს,სანდროსთან ერთად კი სქელი.ყოველი წიგნი სრულდება,როგორც სიცოცხლე.ცხოვრებასა და წიგნს შორის ერთი გამსხვავებაა.როცა წიგნს დაამთავრებ,შეგიძლია ხელახლა წაიკითხო,ხოლო ცხოვრებაში თუ მოკვდი მეტჯერ ვეღარ დაბრუნდები.
-თერთმეტი საათია და შენ რათქმაუნდა ჯიუტობ და არ გძინავს - შუბლშეკრულმა შევხედე სანდროს.
-ჩემი ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ-ჩაისისინა სანდრომ დს დაეტყო კიდეც როგორ არ ესიამოვნა მათი მოსვლა
-ეს საზიზღრობა იყო არა?
-აფერისტების ხროვა რომელიც წუხან ჩემზე.არადა მაშინ ვახსენდები როცა ფული უნდათ,ამიტომაც მყავს მხოლოდ ერთი მეგობარი
-მეგობრების სიმრავლით არცმე გამოვირჩევი,ზედმეტად უჟმური ვარ.
-ხო გეტყობა-გაიცინა სანდრომ.რაღაც უნდა მეთქვა როცა პალატაში არჩილი შემოვიდა.თვალი მოგვავლო ორივეს და შემდეგ სანდროს მიუახლოვდა
-რამე მოხდა?-შუბლშეკრულმა ვკითხე "მამიკოს"
-უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყო პაციენტი
-კარგი იქნებოდა სხვებზეც რო ესე ღელავდე-ყურში ჩავჩურჩულე არჩილს.მანაც გაბრაზებულმა შემომხედა.
-ჩემს კაბინეტში ახლავე -გაბრაზებულმა კბილები ერთმანეთს გაუსვა და პალატიდან გავარდა.მრ სანდროსკენ შევბრუნდი და გავიცინე
-ეს რაიყო?-მკითხა ნამდვილად გაკვირვებულმა- პრობლემები გაქვს ამკაცთან.თან როგორცჩანს ორივე ჩარკვიანი ხართ.-სანდრო ცოტა ხანი დამაკვირდა- მამაშენია? ხოო მამაშენია
-სამწუხაროდ მართალიხარ.წავედი ომი იწყება -დავემშვიდობე სანდროს და არჩილის კაბინეტისკენ წავედი
-ერთდღეს მოგკლავს ეგკაცი- ესეთი "გამხნევება" იცის ირაკლიმ.
-სანდროსთან შედი და მოგიყვები ცხელცხელ ამბებს-თვალი ჩავუკარი მეგობარს და არჩილის კაბინეტის კარი შევაღე.
-რაგინდა ნინაკა?- გაბრაზებულმა თქვა არჩილმა
-მინდა რომ პაციენტებს ერთმანეთისგან არ ანსხვავებდე!
-იცი რომ შემიძლია აქედან გაგაგდო? - დაიყვირა არჩილმა და მაგიდას ხელი დაარტყა
-ჰაჰ მართლა? და ჩემს ნაცვლად ვის მოიყვან? ლიკაჩკას შვილს? ნაკერის დადებაც რო არიცის?-არჩილს მივუახლოვდი.-აქედან ვერ გამაგდებ,ან თუ გამაგდებ,მინისტრი გაგანადგურებს- მივალახე და ზურგი ვაქციე
-მინისტრის იმედზე ხარ ნინაკა? მოგწონს მამას როგორ ექცევი?
-არჩილ, დიდი ხანია ჩვენი მამაშვილური სიყვარული დაიმარხა.
-სახლში რატომ არ მიდიხარ? - უცებ დასვა ისეთი კითხვა რომელმაც გამაშეშა.ყველაფერი ერთიანად ამომიტივტივდა გონებაში.ყველა დეტალმა დაიწყო ზედაპირზე ამოტივტივება.
-ეგ შენ არ გეხება - ძლივს რაღაც ვთქვი და კაბინეტიდან გამოვარდი.სანდროს პალატაში შევედი.ირაკლი და ის რაღაცაზე იცინოდნენ,ჩემს დანახვაზე სასწრაფოდ გაჩუმდნენ.
-ირაკლი სანდროს მიხედე ცოტა ხნით უნდა გავიდე
-სად მიდიხარ?
-ფსიქოლოგთან.ზედმეტი კითხვების გარეშე.-შემდეგ კი სანდროს მივუბრუნდი- ადგომაზე არც იფიქრო.-უცნაურის არა? ყველაფერი როცა გახსენდება.გინდა ვინმეს მოუყვე და ირგვლივ რომ არავინ არის.საბედნიეროდ მე ვიპოვე ადამიანი რომეთან საუბარიც ყველაფერზე მეტად მჭირდება.ფსიქოლოგის ოთახის კარი დაუკითხავად შევაღე,დივანზე დავჯექი და ტირილი მოვრთე.ასე არასდროს მიტირია.ჩემი თავიც კი შემეცოდა.
-საიდან დავიწყო? -აკანკალებული ხმით შევეკითხე ფსიქოლოგ მირიანს.
-თავიდან -მოკლედ მომიჭრა და ჩემს წინ დაჯდა.საათი ხმამაღლა წიკწიკებდა,ისერომ პირდაპირ ტვინში მირტყავდა და მაღიზიანებდამ
-შეიძლება ეს საათი გააჩუმოთ?-მირიანმა საათი ჩამოიღო და ელემენტები ამოუღო
-28წლისვარ. 23 წლის ვიყავი როცა...როცა დედა გარდაიცვალა.სახლის კარი შევაღედა...-ისევ ტირილი ამივარდა და სახე ხელებში ჩავრგე.
-ნინაკა თავი ხელში აიყვანე.-გამყინავი ხმა ქონდა მირიანს.და ამ ხმამ მაიძულა ტირილი შემეწყვიტა და საუბარი დამეწყო.
-დედა სწორედ მაშინ დაეცა როცა სახლის კარი შევაღე...მას...გულის შეტევა ჰქონდა...ჩემს სახლში..მის შემდეგ სახლში არ მივსულვარ.ბინებს ვიცვლი და ერთი წელია აქვარ.მამასთან ურთიერთობა მასშემდეგ გამიფუჭდა რაც ცოლად ის...-მირიანს ავხედე რომ მეკითხა შეიძლებოდა თუ არა უწმაწური სიტყვა გამომეყენებინა.მანაც თვალები დაახამხამა თანხმობის ნიშნად-ის ბ*ზი მოიყვანა ცოლად.სამივე ქმარი გაშორდა იმიტორო ეს ლიკაჩკა ღალატობდა სამივრს,სხვადასხვა კაცთან.მამას ვძულვარ.ისე მექცევა..
მაიძულებს აქედან წავიდე...
-რატომ არ მიდიხარ? -გამაწყვეტინა მირიანმა და თვალებში მიყურებდა,არცკი დაუხამხამებია თვალი
-აქ დედა მუშა..
-ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი.ნინაკა...პაციენტი გიყვარს არა?- გაიცინა მირიანმა და "ხომ გამოგიჭირე"-ს სახით შემომხედა.-რათქმაუნდა.შენ მომაკვდავი პაციენტი გიყვარს,და საშინლად გეშინია მისი დაკარგვის,ამან გამოიწვია შენი მოგონებების წამოშლა,ყველა სიტყვას თუ ადამიანს შენს ტკივილთან აიგივებ.შენ გეშინია ნინაკა.
-მადლობა, უნდა წავიდე მირიან-დავემშვიდობე და წამოვედი.მე ექიმი ვარ,ამას ვახსენებს ჩემს თავს,იმას რომ სხვებისგან განვსხვავდები,არა მარტო ჰიპოკრატეს ფიცით და თეთრი ხალათით,არამედ მე სხვებზე ბევრად მეტი მავალია: სიცოცხლის შენარჩუნება.ამიტომაც გადავწყვიტე სიყვარული ცოტახნით შემენახა და მეფიქრა მხოლოდ სანდროს ჯანმრთელობაზე,ამ გრძნობას ხელი არუნდა შეეშალა ჩემი საქმისთვის
-მადლობა ირაკლი,შეგიძლია დაისვენო...-ვუთხარი მკაცრი ხმით და დავამატე- დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებთ-ირაკლიმ უხმოდ დატოვ პალატა.სანდრო მიყურებდა.ალბათ უნდოდა გაეგო რამოხდა.
-დაიძინე სანდრო,მეც წავალ და მორიგე ექიმები მოვლენ ხვალ დილიდან ოპერაციები მაქვს.
-ნინაკა...კარგად ხარ?
-კარგად ვარ. ძილინებისა
-ნინაკა...
-ხოო
-ვიცი რომ იტირე.და შენი თვალები ზღვას გავს...-უბრალოდ გავიღიმე და გამოვედი.დაღლილს მალე ჩამეძინა.დილიდან ოპერაციები მაქვს დაგეგმილი.
საათს დავხედე 15:00.შუადღის სამი საათია და ჯერკიდევ არ მინახავს სანდრო.ყავის ჭიქით ხელში შევედი პალატაში...ყავა ხელიდან გამივარდა.სანდროს მივვარდი.
-არმოკვდე, ჩემთან დარჩი- ესიყო ყველაზე საშინელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.კინაღამ მოკვდა...რომ არ მოვსულიყავი...შეტევა მოუვიდა..სანდრო ფაქტიურად მოკვდა და გაცოცხლდა.შევძელი და შეტევა ძლივს ჩავაცხრე.სანდრომ მწარედ გაიღიმა
-რაგაგაფრთხილე არ იტიროთქო!- დავარდნილი ხმით თქვა და შუბლი შეკრა
-რა გაგაფრთხილე არ მოკვდეთქო!-აკანკალებული ხმით ვუსაყვედურე სანდროს.ამდროს კი ოთახში სამი ექთანი შემოვიდა,გამიხარდა რომ ანა დღეს არ მუშაობდა
-ჩემს წინ დადექით -საშინლად გაბრაზებული ხმით ვუთხარი და ისინიც ფერგადასულები დაემორჩილნენ ბრძანებას.სანდროს გავხედე და "ხმა არამოიღოს" სახით გადავხედე.მანაც მტკინვეულად გაიცინა და თავი დამიკრა
-სად იყავით? -მშვიდად მივუგე მათ,მათაც ეგონათ არ ბრაზდებაო და ოდნავ ფერი მოუვიდათ.
-თქვენ იცით თქვენი პროფესიის დანიშნულება?
-გვაპატიეთ...შეგვეშალა-ამოილუღლუღა ერთერთმა
-შეგეშალათ? თქვენ თავი სად გგონიათ? თქვენი შეცდომის გამო მოკვდებოდა პაციენტი და მერე მე სათითაოდ ამოგაჭრიდით ყველას გულებს ! მერამდენე შემთხვევაა უკვე?ახლავე თქვენი საბუთები მაგიდაზე სამსახურიდან წასვლის თაობაზე...ახლავე-დავიყვირე მე
-გვაპატიეთ...
-ახლავეთქო !-ისინი გავიდნენ.შუბლი ნერვიულად მოვისრისე და სანდროსკენ შევბრუნდი
-ესუკვე მესამე შემთხვევა იყო, ყელში ამოვიდნენ-ზიზღით ამოვილაპარაკე და მის გასინჯვას შევუდექი.მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი.რომ არ მომესწრო შეიძლება სანდრო მომკვდარიყო.მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.
-გამარჯობათ-მომესმა უმან ნაცნობი ხმა,შევტრიალდი და კარის ზღურბლზე ბატონი მინისტრი დგას.ისედაც გაფითრებულს ფერი კიდევ გადამივიდა.
-როგორ არის პაციენტი?-გამიღიმა ალექსიმ.
-შეტევა ქონდა,ეხლა კარგად არის- შევეცადე ხმა დამემორჩილებინა.დავინახე როგორ გადაუვიდა ალექსის სახეზე ფერი,მაგრამ მალე მიმიკები დაალაგა და შემომხედა.
-შესაძლოა იგივე განმეორდეს? -იკითხა დაეჭვებულმა
-შესაძლოა, მაგრამ ამას აწი აღარ დავუშვებ- ვუპასუხე ალექსის და შევეცადე ნერვიულობა დამეფარა.
-აქამდეც არუნდა დაგეშვათ - გაბრაზებულმა შემიბღვირა ალექსიმ
-მისი ბრალი არარის ბაბუა,და ძალიან გთხოვ წესიერად ელაპარაკო,ოპერაციები ქონდა და როგორც ჩანს სამი ექთანი არუვარგოდა და ისინი გაყარა! მეტჯერ არც ცადო ეგეთი ტონით მიმართო ამ ადამიანს!-გაღიზიანება ეტყობოდა სანდროს ხმაში
-ამ საავადმყოფოდან გადაგიყვან ! -განაცხადა ალექსიმ."არა" მხოლოდ ეს გავიფიქრე და სხვა რაიმე ვთქვი
-როგორც გინდათ ისე მოიქეცით
-არსად არ გადავალ.და ალექსი გთხოვ მეტჯერ აღარ მოხვიდე, ან თუმოხვალ ზრდილობაც წამოაყოლე!- ოდნავ დაიყვიტა სანდრომ
-სანდრო გაჩუმდი-გაბრაზებულმა გადავხედე არანაკლებ გაბრაზებულ სანდროს.ალექსიმ უხმოდ დატოვა პალატა."მინისტრი მიასვა" გავიფიქრე და თავი ძლივს შევიკავე რომ არ გადამეხარხარა.
-შენი ბრალი არიყო- უცებ "რაღაცნაირი" ხმით დაიწყო სანდრომ
-ჩემი ბრალი იყო-მოკლედ მოვუჭერი და პალატა დავტოვე.3 საუკეთესო ექთანი შევუგზავნე სანდროს და არჩილის კაბინეტში შევედი.
-დონორის ამბავი მაინტერესებს-მოკლედ ავუხსენი მისვლის მიზეზი
-ამჯერად სანდრო პირველია სიაში,როცა დონორი გამოჩნდება,შეგატყობინებ-მიპასუხა და მეც მისი კაბინეტი დავტოვე.ეს კარგია.სანდრო სიაში პირველია და გულსაც პირველი მიიღებს.დონორიც დარწმუნებული ვარ მალე გამოჩნდება.ყველაფერი მოგვარდება.სანდროს პალატაში ერთი მამაკაცი იჯდა,ისიც ალბათ 30 წლის და სანდროს ჩემთვის გაუგებარ რაღაცაზე ესაუბრებოდა.მერომ შევედი უცნობი წამოდგა და ხელი გამომიწოდა
-აკაკი-გამიღიმა და ჩემს გაწვდილ ხელს ტუჩები შეახო
-ნინაკა ჩარკვიანი, სანდროს ექიმი-გავუღიმე აკაკის და სანდროს გადავხედე.
-კარგი აკაკი გეყოს ფლირტი-გაიცინა სანდრომ,ერთი შევუბღვირე და მივუახლოვდი საყვარელ მამაკაცს.
-ექთნები ალბათ გაყარე-გადავხედე სანდროს
-ზედმეტი დამსწრეები არმჭირდება-მანაც სწრაფად გამცა პასუხი
-ერთ წუთში გავალ
-არა იყავი-წამოიყვირა აკაკიმ და გამიცინა.არგავდა წერეთელს,უფრო მხიარული იყო.
-მოკლედ სანდრო,დონორთა სიაში პირველი ხარ და თუ ყველაფერი კარგად წავა გულს მიიღებ და გამოჯანმრთელდები-ვახარე სანდროს მაგრამ რეაქცია?? ნოლი! ესრომ ჩემთვის ეთქვა სიხარულისგან გავაფრენდი და ამას არც გაუღიმია
-სიხარულს სულ ესე გამოხატავს?-გაკვირვებულმა გავხედე აკაკის და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.სანდროს გავხედე
-სანდრო?
-მტკივა -ამოიჩრჩულა მან. ნახევარ საათში სანდროს ოპერაციად ვუკეთებდი.სანდროს გული სჭირდება,და სამ დღეში ექნება კიდეც.და შემდეგ სანდრო ცხოვრებას განაგრძობს.



№1  offline წევრი miyvarxar1992

Dzalian miyvars es ostoria. imedi maq sandros at moklav torem me mogklav xumrobit avtor.:d.warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent