სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[9]
ხატიას გაცნობა ამ წლის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო.იმ წამს,როცა მასთან ერთად მივდიოდი ზაფხულის სიცხით გაჟღინთულ ქუჩებში სახე ბედნიერებისგან მიელავდა,უნებურად გამეღიმებოდა ხოლმე და გოგონას ალმაცერად ვუცქერდი.მისი თითოეულ მიხრასა თუ მოხრაზე დედა მახსენდებოდა.არ მინდოდა ის ტკივილად დარჩენილიყო,არ მინდოდა,რომ მის გახსენებაზე ის მეგრძნო,რასაც დამნაშავე განიცდის გასამართელბის ჟამს,მინდოდა,ის ბედნიერ მოგონებად დარჩენილიყო,წარსული კი მხოლოდ გამოცდად.ამას ოპტიმიზმის დროს ვფიქრობდი დამ ამ შეგრძნებითვე მიგელავდნენ სისხლი ძარღვებში. მისი მწვანე თვალები მუდამ დედასას მახსენებდა.ვფიქრობდი,რომ ამ ყველაფრის დაძლევაში ხატია დიდ როლს ასრულებდა,მეტიც,ის იყო მთავარი რგოლი,რომელიც ბრუნავდა და ცხოვრებისკენ ნელ-ნელა მატრიალებდა. ერთ დილას,როცა ამ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული,ომახიანად ავდექი და სააბაზანოსკენ წავიძურწე.მამუკა ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.ამ ბოლო დროს რამდენიმე წუთს თუ ვხედავდი,თუმცა არც მე მეცალა და, რაღაც მხრივ, მიხაროდა კიდეც,მაგრამ ზოგერ უხერხულობა მეუფლებოდა,მე ხომ არ ვუშლი-მეთქი ხელს. ყავას ვადუღებდი,როცა ტელეფონი თამამად აცეკვდა.უცხო ნომერს მოვკარი თვალი და შევხტი.არავის დაერეკა აქამდე უცხო ციფრებით და გამიკვირდა.მაინც ვუპასუხე და გაკვირვებული დაველოდე მოსაუბრის ხმას. როცა მითხრეს,ქასტინგი გაიარეთო,თავიდან გამიკვირდა,მაგრამ,როცა გონს მოვეგე,სიხარულისგან შევხტი და მადლობები ვუხადე.ალბათ,გაგიჟდა ქალი.შემდეგ გოგოებს დავურეკე და ახლავე მოდითო ვუთხარი.გაუკვირდათ ჩემი ასეთი კატეგორიულობა,მაგრამ მაინც დამთამხმდნენ. ყავას სულ დამავიწყდა და სანამ მთლად არ გადმოვიდა,არც კი გამხსენებია.გოგოები შემოვიპატიჟე და ყელზე შევახტი სათითაოდ.ხატია არ ერია მათთან,რადგან ის სულ რაღაც ორი-სამი დღის გაცნობილი მყავდა და მათთან ჯერ არ მესაუბრა მასზე. -რა მოხდა?-მარიმ თავი ძლივს დამაღწია და უკან გაიწია.ნათია,როგორც ყოველთვის,სამზარეულოში გავარდა და მაცივარში შევარდა:-აი,რას გვიმალავდა-საოჯახო ნაყინი გამოიტანა და თითქმის ნახევარი გადაიღო ჯამზე. -რას აკეთებ? მამუკა მომკლავს-შევკივლე,მაგრამ მას რას გავაგებინებდი-კარგი,მერე ჩავალ და ვიყიდი.მარისაც გადმოუღე,მე არ მინდა-გავუღიმე და სკამზე თითების მტვრევით ჩამოვჯექი. -ამის გამო დაგვიბარე?-მარიმ მხრების ჩეჩვით შემომხედა და ამთვალიერა. -ქასტინგი გავიარე!-ამაყად წარმოვთქვი და გოგოებს გავხედე.ნათიას ნაყინი პირში შერჩა და თვალები გადმოვარდნაზე ჰქონდა. -რა ქასტიბგი?-ფეხზე წამოდგა მარი და უფრო გააფართოვა თვალის გუგები. ორიოდე წუთის შემდეგ ავუხსენი ვითარება,თავიდან მისაყვედურეს,მარგამ შემდეგ მოვთაფლე,აუზზე წამოვალ-მეთქი და მაშინვე დაწყნარდნენ.შემდეგ დღეს უნდა მივსულიყავი,დღეს კი შემეძლო თავისუფლად წავსულიყავი იქ,სადაც მინდოდა. აუზზე ხატიაც წამოვიყვანე.არ უნდოდა,მაგრამ მაინც დავითანხმე,შენი თმები მომენატრა-მეთქი.გოგოებს გავაცანი და კმაყოფილები დარჩენნე.თურმე ჩემი ახალი მეგობარიც მიუღიათ და გამიხარდა,მარტო მაინც არ მომიწევდა წასვლა.თორემ ეულად სიარულს ვერ ვიტან.არ მაქვს შიშები,მაგრამ მაინც არ მინდება მარტო ვიხეტიალო ამხელა ქუჩებში. ლუკამ ისევ ცინიკურად შემომხედა და ახალი სახე აათვალიერა.-ეს ხატიაა-გავაცანი.-ეს ლუკაა. -შენ მაინც ხომ იცი ცურვა?-ლუკამ ჩემი წაკბენვა სცადა.-კი,ხატიას გაეცინადა მომაშტერდა. -ჰო,მე მასწავლის და.წავედით,მასწაველებელი-ლუკას წყლისკენ ვანიშნე. -ბიჭებს შეყვარებულის დაქალი რატომ არასდროს მოსწონთ-ნათია გაიბუსხა. -როგორ არ მომწონს-ლუკამ ცალყბად გაუღიმა და წყალში გადაეშვა.მეც გავყევი.ორი საათი არ მომეშვა,ვწუწნებდი,პირში ჩამდის-მეთქი წყალი,დავიღალე-მეთქო,მაგრამ არაფერი ესმოდა.ბოლოს კმაყოფილმა შემომხედა და ნათიას ახედა,რომელიც ახლა კიბეებით ეშვებოდა. -მიყურეთ-ამაყად შევხედე გოგოებს და გავცურე.იმხელაზე იყვირეს,გილოცავთო,რომ,მგონი,მთელ აუზს მისწვდა მათი ხმა.მე კი აუზის ბოლოში მისულს მეგონა მსოფლიო ჩემპიონატი გავხდი,სიმწრისა და სიხარულისაგან ამოვივნეშე და ზემოთ ავედი.ხატიაც შეზლონგზე წამოწოლილიყო და რაღაც კატალოგს ათვალიერებდა. -აი,ამის ყიდვა მინდა-სუნამოზე მანიშნა,დავსუნე და რაღაცნაირად მეც მომეწონა,არჩევანი შევუქე და საუბარი გავუბი.თავის ძმაზე მიყვებოდა,ძალიან მიყვარს,მაგრამ სულ მიშლის ნერვებსო.“მეც,მიყვარს პატარები,მაგრამ ვინ მომცა..“-გავიფიქრე და სხვა თემაზე გადავედი. -გამარჯვებული თურმე ამერიკაში მიდის უფრო დიდ პოდიუმზე-შევხედე ხატიას,რომელსაც მაინც და მაინც არ აინტერესებდა ეს. -მართლა? როდის?-კითხვები მომაყარა და სუნამოს განმეორებით უსუნა. -სექტემბერში ერთი კვირით.რა მაგარი იქნება,არა? მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი-ჩავიბურტყნე და მარის შევხედე,რომელიც ამ წამს ამოსულიყო აუზიდან და დამცავით ყელს იფარავდა. -დაგეხმარები-მივიწიე მისკენ და თან ხატიას ვუყურებდი,რომელიც ხმას არ იღებდა.“ალბათ ცუდად არის“-გავიფიქრე და მისკენ უფრო ღრმად მივტრიალდი. -ხატ,ცუდად ხომ არ ხარ?-თავი მტკივა ცოტა-თვალები მოჭუჭა და ტელეფონში ჩაიჭყიტა. -გინდა წავიდეთ?-არა,მარტო წავალ-ფეხზე წამოდგა.ვიცოდი,რომ მორიდებული იყო და ვერ მითხრა,მაგრამ არ დავანებე და უკან ავედევნე.მარის დავუბარე,უთხარი ყველასო და ხატიასთან ერთად გასახდელში შევხტი. ხელმკავით გავედით გარეთ.გოგონა ცხელი იყო,ალბათ,,სიცხეც ჰქონდა.“ტაქსი“ გავაჩერე და მის სახლთან ჩამოვედით.ლიფტით ავიყვანე,გასაღები გამოვართვი და ზარი დავრეკე,რადგან მან მითხრა,დარწმუნებული ვარ,სახლში იქნებიანო,გასაღების ამოღება კი ორივეს გვეზარებოდა. შიგნიდან მუსიკების ხმა გამოდიოდა.ხუთი წუთი ატუზულები ვიდექით და ხსნელს ველოდით.ბოლოს,როგორც იქნება,კარი გაიღო და ნათია პირდაპირ საძინებელში შევიყვანე. ოთახთან მაღალი ჩრდილი გამოჩნდა და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ არ დამინახავს ვინ გაგვიღო კარი.არც შემიხედავს,რადგან ხატიას მოვათრევდი და ის ლამის იყო წაქცეულიყო.მალე ჩრდილი სილუეტად იქცა და მხარბეჭიანმა მამაკაცმა ოთახში შემოაბიჯა. -ხატია,რა გჭირს?-დაინახა თუ არა გოგონა,მასკენ გაიქცა და ფერწასულ სახეზე ხელი დაადო.მერე ფეხზე ამოდგა.ალბათ,უტაქტობას მიხვდა და ჩემკენ წამოვიდა. -მადლობ,რომ მოიყვანე-მომხიბლავად გამიღიმა.აი,ისე კაცები,რომ ეფლირტავებიან ქალებს.ზოგმა იცის,როგორი ღიმილი გვსიამოვნებს და ისიც მათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. პასუხად მხოლოდ გავუღიმე,მან კი წამიერად ხელი გამომიწოდა:-ირაკლი -და კიდევ გამიღიმა. -ანი-მორცხვად ჩავილაპარაკე. -ყავა თუ ჩაი?-არ ველოდი შემოთავაზებას,მაგრამ არ მიუარია. -ყავა-ვუპასუხე და მერე დავსძინე-სიცხე ექნება და იქნებ გავუზომოთ. -წამოდი,აქეით დავსხდეთ და მეც მოვუტან თერმომეტრს.უკან გავყევი.დიდი სახლი ჩანდა.იმხელა და ფართო დერეფნები გადამშლოდა წინ,რომ რეალობაში ვერ გავრკვეულიყავი.ეს მამუკას სახლში არ ჰგავდა.სიდიდე და რემონტი,რომ არ ჩაგვეთვალა,ისეთი ძვირადღირებული ავეჯი იყო და თანაც გემოვნებით მოწყობილი,რომ თვალს მწყვეტდა.ანტიკვარად მეჩვენებოდა ლამაზი ნივთები და გაბრუებული ვიდექი მანამ,სანამ ხელით ოდნავ არ შემეხო მამაკაცი და არ მიმანიშნა,იქეთო.მისი შეხება რაღაცნაირად მომეჩვენა,ლამის შევხტი.ისეთი სექსუალური იყო,რომ თავთან აღაირებაც კი არ მინდოდა.ყავა დამისხა,მეც მალე შემოგიერთდებიო და ხატიას ოთახსიკენ გავიდა. ყავასთვის არც შემიხედავს ისე წავედი ფიქრებში-„ეს ვინაა? მისი ძმა ვერ იქნება,ის ხომ აბრაზებს,ეს კი..ამან როგორ უნდა მოუშალოს ნერვები..მაში ვინაა? იქნებ ბიძაშვილი.“მაღალმა ბარიტონმა ფიქრები გამითელა და მაცივრის კარი გააღო.შოკოლადის ნამცხვარი გამოიტანა და მერე „რაფაელოც“ მოაყოლა> „რა დამთხვევაა“-ამომძახა რაღაც ხმამ.როგორც აღვნიშნე ამ ტკბილეულზე ხომ ვგიჟდებოდი.ირაკლი პირდაპირ დამიჯდა და ჩაი მოსვა.მერე ამოხსნა კალათბურთელი ვარ და არ ვსვამ ყავასო.“როგორ უფრთხილდება თავს“-ჩემთვის ვფიქრობდი,მას კი მხოლოდ თავს ვუქნევდი,გისმენო. ერთი ხალი „რაფაელო“ მორიდებულად ავიღე და ყავა დავაყოლე.უჩუმრად ვისხედით და ისე დავასრულეთ დესერტი,რომ ხმა არ ამოგვიღია.ბოლოს,ირაკლიმ მკითხა,კალათბურთი არ გაინტერესებსო.არც ისე-მეთქი და ხატიასთან გავედი.ხომ ვერ ვეტყოდი,გაგებაში არ ვარ-მეთქი.რატომრაც უცხოსთან მომერიდა. -როგორ ხარ?-მეგობარს შუბლზე ხელი დავადე და მის ჩაცვენილ თვალებს დავაკვირდი,თუმცა მას უკვე ჩასძინებოდა და მის მაგივრად ირაკლიმ მიპასუხა:-38 და 5 ჰქონდა,დამწევი მივეცი.“როგორი მზრუნველი მამაკაცია“. გავუღიმე და კარებისკნე წავედი:-მე წავალ.მადლობა,გამასპინძლებისთვის-გავურიმე მორცხვად და კარების გაღებას დაველოდე. -მაგ ტუჩებს უმადლოდე-ცინიკურად გამიღიმა და ასვლისას თვალი ჩამიკრა. მაინც ვერ გავიგე მისი ძმა იყო თუ არა.“იქნებ შეყვარებული“-მეორე „მე“ ბობოქრობდა,მაგრამ უხამსობად ჩავთვალე და ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი,რაც ტუჩებზე მითხრა.ტელეფონში ჩავიხედე და არაფერი მეცხო.აზრზე ვერ მოვედი,რა სჭირდა ჩემს ტუჩებსო.ვაპირედი დაქალებისთვის მეკითხა,მაგრამ მერე მივხვდი,რომ კომპლიმენტი მითხრა.შეჩვეული არ ვიყავი ასეთ რამეებს და ,აშკარად,ამის ბრალი იყო,კიდევ კარგი კარებთან არ ვკითხე,რატომ-მეთქი,თორემ თავი მომეჭრებოდა..საკუთარ თავს დავცინე და განათლების საიტზე შევედი.შედეგები ჯერ მაინც არ იდებოდა და ივლისის ბოლომდე მოცდას დავჯერდი. საღამოს,მამუკა ჯერ არ იყო მოსული,როცა მობეზრებულად დავეშვი დიანზე და ლეპტოპი ჩავრთე.მინდოდა რამე მენახა.პოპულარულ ფილმებში შევნიშნე ასეთი სათაურით რაღაც „მეოცნებენი“.გადავწყვიტე მენახა,რადგან მოკლე აღწერამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.ჩავრთე და რაღაც საინტერესოდ დაიწყო,თუმცა შემდეგ უხამსმა სცენემმა შემაძრწუნა.ლამის იყო დივნის ქვეშ შევმძვრალიყავი.ჟანს მხოლოდ მაშინ შევხედე და ეროტიული რომ დავინახე,კინაღამ ვიკივლე,ჟანრებს არ ვუყრუებ ხოლმე,როგორც ყოველთვის,რადგან უფრო სათაურითა და შინაარსით ვარჩევ, კარგი,ჰო,ეს უხამსობა,მაგრამ იმის დაჯერება არ შემეძლო,რომ სიამის ტუპებს,და-ძმას,ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ.მხოლოდ ამიტომ გავაგრძელე ყურება და,როცა დავრწმუნდი,რომ ეს ასე იყო,კინაღამ გული ამერია,ლეპტოპი დავხურე და ლოგინზე წამოვწექი.ასეთ რამეებს ვერ ვიტან,ამაზრზენ რაღაცებზე ხომ ლამისაა გული ამერიოს. ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი.ახლა უფრო მეტად ვნერვიულობდი,რადგან არ მინდოდა ამ ნაბიზე გავარდნილიყავი.სამის ნახევარზე უნდა მივსულიყავი,ამიტომ სახლიდან ცოტა ადრე გავედი და ათრთოლებულმა შევაღე მარშუტკის კარები.მალევე მივედი და შესასვლელთან ხატია დავინა,მაგრამ მარტო არ იყო,უხერხულად მივესალმე მასაც და მის გვერდით მყოფსაც და გავუღიმე. -ტუჩები როგორ გაქვს,მგონი,ცხელი იყო გუშინდელი ყავა-ნაცნობმა სახემ ჩაიცინა და ამათვალიერა.მოკლე კაბასა და ქუსლებში ფეხები უფრო გრძელი მიჩანდა და ფორმებიც უფრო მკვეთრად იყო წინ წამოწეული. ხატიას გვერდში ამოვუდექი,მან კი უკაყოფილოდ გაიხედა მამაკაცისკენ და მერე მე გამიღიმა:-ხომ გითხარი მაბრაზებს! მის სიტყვებზე აზრზე ვერ მოვედი.“ნუთუ ის ყო მისი ძმა“-რატომრაც გამიკვირდა,რადგან,ალბათ,უფრო პატარას მოველოდი.“რა დიდი ვერ გაგაბრზებს?’-მისაყვედურა -ალტერეგომ. ირაკლიმ მეჩქარებაო და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ,მაგრამ მანამდე,მგონი,მზერით მწვავდა.არა,ამაში არ ვარ გარკვეული.არასდროს მქონია ბიჭთან ურთიერთობა,არც არავის ფილტრის საგანი გავმხდარვარ,ამიტომ სრულიად გამოუცდელი რომ წარმოვცენილიყავი,არც იყო გასაკვირი. ირაკლის მანქანა დაიძრა თუ არა ხატიას მხრების ჩეჩვით ვუთხარი:-რატომრაც მეგონა პატარა ძმა გყავდა. -პატარაზე უარესია-ჩაიცინა.მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა,რომ ხატია არ მომიკითავს.გუშინ არადა როგორ ცუდად იყო. -როგორ ხარ? ხომ ხარ კარგად?-კი-გამიღიმა და შიგნით შევედით. ისევ დამესია ხალხი,როგორც ბანკეტის დროს,მე კი საშინლად არ მსიამოვნებს ეს პროცესი.მერე კი მომწონს ლამაზად გამოწყობილი თავი,მაგრამ ეს პროცესი ჭირივით მეზიზღება.მაკიაჟი,მერე თმა,ფრჩხილები...ათასი რამ და მერე კაბა.როგორც იქნა,გამამზადეს და სცენაზე გავედი.მგონი,ხალხი არტაცებას გამოხატავდა,მაგრამ სად მეცალა ამისთვის.იმ წამს მხოლოდ ის მინდოდა,რომ ეს რამდენიმე წამი მალე გასულიყო,არადა როგორ იწელებოდა. გარეთ გამოსულმა ღრმად ამოვისუნთქე და ძირს დავენარცხე.,მაგრამ მალევე ავდექი და წყალი მოვსვი. -ახლა ხუთ გოგონას არჩევენ-მომესმა ხმა და მაშინვე შევხტი და გამიხარდასავით.“ვერ მოვხვდები და დავისვენებ“,მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ისევ მინდოდა თავი ძლიერ ქალად მეგრძნო,თან ეს ადრენალინი ის იყო,რაც მჭირდებოდა და ამას ვგრძნობდი,მე ხომ ვიცოდი,რას ნიშნავდა,როცა რამეს აღწევ,როცა გგონია ცაც შენია და დედამიწა კი ჭიანჭველად გეჩვენება. რამდენიმე საათში მორჩა გამოსვლა და შესვენება გამოაცხადეს.ხატიას მოვძებნე და მასთან ერთად სასადილოში ჩავედი.ყავა შევუყკვეთე,მაგრამ ნერვიულობისგან ისიც ვერ დავლიე.ერთი ყლუპი მოვსვი და ისიც კინაღამ გადავაფურთხე.გულის რევის შეგრძნება მქონდა და მეშინოდა ამ კაბაზე რამე არ მევაჟკაცა. ცოტა ხანში,ყველანი სცენაზე დაგვიბარეს.ვგრძნობდი როგორ ვკანკალებდი და ხატიას ხელს მაგრად ვჭიდებდი,თითქოს უფსკრულში ვვარდებოდი,ის კი ჩემი მშველელიიყო. -წყალტაღებული ხავს ეჭიდებოდაო-უკნიდან ვიღაც ქერამ გამომაჯავრა,მაგრამ მისი თავი,ნამდვილად,არ მქონდა და სცენისკენ წავედი.დავდექი თუ არა დათქმულ ადგილს,უფრო ავნერვიულდი.სახუმარო ხომ არაა,ამდენი თვალი მიყურებდა და თანაც როგორ.ყველა გვაკვირდებოდა. -სიჩუმე-გაისმა ხმა,რომელმაც უფრო ამაკანკალა და ხატიას უფრო მივეკარი.არადა ისე ცხელოდა,რომ ყინულიან წყალშიც კი ჩაწვებოდა კაცი,მითუმეტეს,სცენაზე ისეთი ჩახუთულობა იყო,რომ გული წაგივიდოდა. გული გამალებით მიცემდა და თავს ძლივს ვიკავებდი,რომ ამხელა სცენაზე არ გავწოლილიყავი.მუხლებში სისუსტეს ვგრნობდი.როგორ მინდოდა,რომ მეც მოვხვედრილიყავი,მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა,თუმცა გულის რომელიღაც კუნჭული კვლავ ფიქრობდა,რომ ანა ფიფია გაიჟღერებდა. დაიწყო გამოცხადება და უფრო ავფორიაქდი,ერთ ადგილას გაჩერება მიჭირდა.მგონი,არც ერთი გოგო იყო ჩემნაირ მდგომარეობაში.დედის სიტყვები გავიხსენე:“მუდამ გქონდეს იმედი“.დიახ,მას სულ ჰქონდა და რა? იმედმა იმსხვერპლა.სულ ჰქონდა მამას შემობრუნების იმედი,ვერ უშვებდა.დიახ,როცა არაა სხვა გამოსავალი უნდა გაუშვა-ამ ფიქრებში ვიყავი,როცა მომესმა ნაცმობი სახელი: -ხატია ხვიბლიანი... გული ორმაგად ამიჩქარდა.გამიხარდა,რომ ხატია მოხვდა და თან უფრო შემეშინდა,რადგან მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი.“მე თუ ვერ მოვხვდები,ის მაინც ხომ არის ხუთეულში“...ფიქრები,ფიქრები და უცებ! გულის შეტევა... -ანა ფიფია-ხელები სახეზე ავიფარე და ხტუნვით გადავეხვიე ხატიას-არ მჯერა-სახეს ვერ ვხედავდი,მაგრამ,ალბათ,სულ გაცისკროვნებული მქონდა. -უნდა აღვნიშნოთ-ხატიამ ხელი მაგრად მომიჭირა.სხვა გოგონებიც ულოცავდნენ ერთმნაეთს,მეც მივედი და ყველას გადავეხვიე,ხან ერთს ვკოცნიდი და ხანმეორეს,ისეთი აჟიტირებული და გახარებული ვიყავი,რომ შრეკსაც კი ძლიერად ჩავიკრავდი გულში.იმ წამს ადრენალინმა პიკს მიაღწია.არ მჯეროდა,რომ ხუთეულში ვიყავი. გარეთ ამაყად გავედით და თანაც თავისუფლად.თავისუფალ სტილში მეცვა და არ უნდა მეფიქრა თხუთმეტსანტიმეტრიანებზე.ბედნიერი სახე მქონდა. -გოგო,შემდეგში ბიკინის ჩაგვაცმევენ?-ამოილუღლუღა ხატიამ და საწყლად შემომხედა. -უი,მართლა? სხვა რა დაგვრჩენია-ირონიულად შევხედე აწითლებული გოგონა.ახლა არაფერი მაღელვებდა.მეგონა,რომ მთელი ქვეყნის ბატონ-პატრონი ვიყავი.მგონი,ყველაზე მეტად მე გამიხარდა ხუთეულში მოხვედრა.რა ვიცი,მაგრამ გამოხატვით თუ ვიმსჯელებთ,ასე ჩანდა. -ყავას დალევ?-ხატია,როგორც ჩანდა,ვიღაცას ელდოებოდა.როცა გამოვდიოდით ვიღაცას მიწერა და სახე უღიმოდა. -ამერიკანო. კუთხეში საუბარი გავაბით და თან ყავას ვწრუპავდით,როცა ხატიამ ვიღაცას ხელი დაუქნია.მანქანაში გოგო და ბიჭი ისხდნენ.ერთი ნაცნობი იყო.ირაკლი მაშინვე ამოვიცანი.აბა,განა ადვილია ასეთი გარეგნობისა და აღნაგობის მამაკაცის დავიწყება?გოგონას ალმაცერად ავხედე და შევათლვალიერე.არ იყო ურიგო გოგო,მაგრამ არც მზეთუნახავი.როგორც ჩანდა,კარგი მანერები ჰქონდა. -ქრისტინე-ხელი გამომიწოდა და გამიღიმა. -ანი-მეც საპასუხო ღიმილი ვაჩუქე და ირაკლის ქურდივით გავხედე.ის დას ეხვეოდა.ახლა უფრო აშკარად ჩანდა მისი დაძარღვული ხელები,რომლებსაც კუნთები ბატიბუეტებივით დამჩნეოდა.შავ თმას ქარი ზემოთ უწევდა,სახეზე კი გემოვნებით დაყენებული შავი წვერი უღიმოდა.“გემოვნებიანია,ეტყობა“-გავიფიქრე და გოგონას შევხედე,რომელიც მანქანასთან უხერხულად ატუზულიყო. -არ უნდა აღვნიშნოთ?-აქეთკენ გამოიხედა ირაკლიმ და პირდაპირ თვალები მატაკა ისე,რომ ლამის იყო უკან გავმხტარიყავი,როგორც მსხვერპლი. -როგორ არა.ანიც წამოვა-ხატიამ შემომხედა და ჩვეულად გამიღიმა. -მე არა მგონია..-არ დამასრულებინა და ხელი დამატაკა,წავედითო.მანქანაში თითქმის ძალით ჩამსვა. ერთი კარგი ადგილი ვიციო და მანქანა სწრაფად გააქანა.უხერხულობის პიკს ვაღწევდი.ამხელა სიხარულის მერე,ეს ვითარება ძალიან მბოჭავდა.თან ქრისტინე,ალბათ,მისი შეყვარებული იყო,ისი კი ისეთი სიმპათიური იყო,რომ თვალს ვერ ვაშორებდი,თითქოს მიზიდავდა..ეს კი არ შემეძლო,რადგან აღემატებოდა ჩემს ქცევათა ნორმებს,თავი მზერის ქურდი მეგონა.ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ მანქანაში დაძაბულობისგან სული მეხუთებოდა.გოგონებთან შეტყობინებები მაშინვე ვაფრინე,მერე აღვნიშნოთო და ხატიას შევხედე. -მოვედით-ირაკლიმ ჯერ ქრისტინეს გაუღო კარი,მერე კი ჩვენც.“როგორი ჯენლტმენური მანერები ჰქონია“. მშვენიერი ადგილი ჰქონდა შერჩეული,ლამაზი ხედი,გემრიელი კერძები,მაღალი ხარისხის სასმელი..სკამები სათითაოდ გამოგვიწია და მენიუსკენ გვანიშნა.ყველა სვამდა ჩემს გარდა და ირაკლიმ რატომღაც კიტხვით მომმართა:-ანი,არ სვამ?-არა-თავდახრილმა ვუპასუხე,რაგდან მისი თვალების ცქერა კარგს არაფერს მიქადდა. -მერე ზომა აღარ იცის და ეშინია-ხატიამ გამომაჯავრა.მაშინვე გავწითლდი და მამაკაცის მზერას თვალი მოვაშორე. -ანუ თავის კონტროლი არ შეგიძლია?-ირონიაშერეული ხმით მკითხა მამაკაცმა და სასმელი აიღო-ასე არ შეიძლება უნდა დალიო-მომაწოდა და გამიღიმა.თავი ძალაუნებურად დავუქნიე,მივაჭახუნე სხვათა სასმისებს და პირთან მივიტანე.ნაცნობი გემო მესიამოვნა. -მე გაგაკონტროლებინებ.არ დაგალევინებ ზედმეტს-მამაკაცმა ჩაიცინა და ქრისტინეს მიუბრუნდა:-ხვალ თამაშზე ხომ მოხვალ? ____ მადლობა ყველას,ვინც კითხულობს და საერთოდ მას,ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს შეშლილი მწერლის "შემოქმედება". გაფასებთ და მიყვარხართ ყველანი უსაზრვროდ. გთხოვთ,რომ გამიზიაროოთ აზრი კომენტარებში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.