შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდი 《თავი მე-2》


1-08-2015, 00:20
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 620

თავი მეორე-,,გადამტერება"

ნელი ტემპით შევტრიალდი მისკენ და წავაწყდი ქლიავისფერ, უძირო თვალებს.
-გისმენ-ჩავიდუდუნე.
-მასპინძელი სტუმარს მარტო ტოვებს?-ირონიულმა ხმის ტემბრმა არე-მარე მოიცვა.
-არამგონია, მოჩვენებებმა შეგჭამონ-და თან მუჯლუგუნი გავკარი. ბავშვობიდანევმე მჩვევია დაძაბული მომენტის განმუხტვა,მაგრამ დიმიტრის სერიოზული გამომეტყველება არ შეუცვლია.
-უჟმური-ჩუმად ვთქვი და გზის გაგრძელება დავაპირე, როდეს მისმა მკაცრმა ხმამ დაიჭექა.
-ბავშვი, რომელიც მხოლოდ გარეგნობით გაიზარდა. ბავშვი, რომლის ოინებსაც არ ავყვები!-კბილებში გამოსცრა და ჩემზე პირველი დატოვა მინდორ-ველი.

დილით წვიმის წვეთების ხმამ გამომაღვიძა. გაკვირვებული წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი, მაგრამ სამწუხაროდ არ შევმცდარვარ და ზაფხულის ყველაზე ცუდი ამინდი დამდგარა. ახლა ისღა დამრჩენია უბრალოდ ვიჯდე ფანჯრის რაფაზე და ვაკვირდებოდე როგორ ტირის ცა. როგორ გადადის ხასხასა ფირუზისფერი სასტიკ ლურჯ ფერში. ქათქათა ღრუბლების ადგილს წყლით გაჟღენთილი მასა იკავებს. ხმელეთი ცივმა წვეთებმა დანამა. ბალახებს წვიმის წვეთები მარგალიტებივით ეცემა. მართალია ეს ყველაფერი ულამაზეს გარემოს ქმნის, მაგრამ ნამდვილად არ მსურს მთელი დღე სახლში ვიყო .
რამდენიმე წუთის შემდეგ წყურვილმა ქვევით ჩამიყვანა. სამზარეულოში ბებიას გემრიელი სუნი დაეყენებინა. სუნი, რომელიც ყველას მოაშივებდა და წახემსებისკენ ერთ ნაბიჯს გადაგადგმევინებდა. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიტანე, დავლიე და ნიჟარისაკენ წავედი. ჭიქა ნიჟარაში ჩავდე, ამ დროს ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. მის სანახავად შევტრიალდი და ჩემდაუნებლიედ ხელი ონკანს მოვახვედრე, ონკანი გატყდა. წყალმა გეიზერივით ამოხეთქა. ბდიმიტრი კი ჩემს წინ თავიდან ფეხებამდე გაწუწული იდგა.
-ასეც მოგიხდება -ჩავიდუდუნე,მაგრამ სამწუხაროდ ჩემი სიტყვები გარკვევით გაიგონა და მონადირესავით თავს დამესხა.
-გაიმეორე რაც თქვი!-ოთახში მკაცრი ტონი ელვასავით გაისმა.
-როგორც მახსოვს გუშინ მითხარი ბავშვი ხარ და უაზრო ოინებში არ აგყვებიო მაშ ახლა რას აკეთებ?-თავი მაღლა ავწიე და მთელი მონდომებით ვთქვი სათქმელი. ჩემს სიტყვებზე არ დაიბნა და სწრაფად მოახდინა რეაგირება.
-ჩემს სიტყვებს იზეპირებ?- კითხვა არაფრად ჩააგდო და თან უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო. ჯერ გავწითლდი, შემდეგ გავთეთრდი და ბოლოს გავშრი. ჩემი დანახვისას კი ქათამივით აკაკანდა. მეც რა მინდოდა მეტი პაწაწინა "ბავშვს?" კვლავ თავიდან გადამიარა ცისარტყელას ფერებმა.
-ქათამი-მივაძახე და ბავშვებთან გავედი.
მთელი დღე ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. შიგადაშიგ ბებიას ნობათით წავიხემსებდით-ხოლმე. საღამოსკენ გადავწყვიტეთ საშინელებათა ჟანრის ფილმისთვის გვეყურებინა. მთელი ორი საათი ტატოსთან ჩახუტებული ვიჯექი. როგორც კი ფილმი დამთავრდა საძინებლისკენ გავეშურე. გოგონებსაც ვთხოვე ჩემთან დაწოლილიყვნენ, რომ მარტოობისგან და სიბნელისგან გული არ გამხეთქვოდა...
მეორე დღეს გამოიდარა, მზემ სხივები გამოაფინა. ცას ჩვეულებრივი ფირუზისფერი დაუბრუნდა. ღრუბლებმაც ფერი იცვალა.ბალახი დანამულიყო და ახლა ხასხასა მწვანედ ბიბინებდა . ნამი მზის სხივებს ლამაზად ირეკლავდა. ბუნება ბუნებრივად გალამაზებულიყო და გამშვენიერებულიყო. ხის ნაყოფით სავსე ტოტებს სიო ნაზად არხევდა. ხის ძირას მინდვრის ყვავილი ამოსულიყო და ლამაზ იერს აძლევდა მობიბინე მწვანე ბალახს. ულამაზესმა გარემომ გაღვიძებისთანავე მოახდინა ჩემზე ზეგავლენა და ხალისიანი განწყობა დამიყენა. განწყობის შესაფერისად გამოვეწყვე: ტანს ზემოთ სხეული თეთრი მაისურით დავფარე, რომელსაც ბალახისფერი ორნამენტები ალამაზებდა. ამავე ორნამენტებით გალამაზებული შორტით შევმოსე შოკოლადისფერი ფეხები და ერთი ხელის მოსმით ავიწიე გრძელი ქერა თმა, რომლითაც სულ ვამაყობდი. მერე რა თუ შეღებილი მაქვს, მაინც არ არის ხელოვნურად დაგრძელებული. პირველად და ვიმედოვნებ უკანასკნელად 16 წლის ასაკში მქონდა ბოლოჭამიები. მის შემდეგ გაქრა, როგორც სემირამიდის ბაღები. ჩემს ფიქრებზე გამეღიმა და თავი იქით-აქეთ გადავატრიალე, რომ სასაცილო ფიქრებისგან განთავისუფლებულვიყავი
.ვიკულის ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ ფეხის წვერებზე დამდგარი გავედი საძინებლიდან. გაღიმებულმა ჩავირბინე კიბეები და სამზარეულოში მყოფებს მივესალმე.

-დილამშვიდობისა!-ყველას ერთბაშად მივესალმე და მადიანად შევექეცი ბებიას ნობათებს.
როგორც კი ყველამ ისაუზმა სუფრის ალაგაება დავიწყე. რამოდენიმე წუთში ბებიას მკაცრი სიტყვებიც მომესმა.
-შვილო, რა უქენი გუშინ ონკანს? სანტექნიკოსმა კი გააკეთა, მაგრამ... ვიმედოვნებ სახლს არ დაანგრევთ.-ოდნავ გაბრაზებულმა ბებიამ მაინც შეურია თავისი იუმორით გაჟღენთილი სიტყვები წინადადებას და თბილად გამიღიმა.
-ჩემო ბებო-მეც ღიმილით ვუპასუხე მის გამოწვევას და ვაშლივით ხასხასა წითელი ლოყები დავუკოცნე. შემდეგ ორივემ ერთად ავალაგეთ სუფრა. სამზარეულოდან გამოსულმა ბავშვებს დავუწყე ძებნა და მალევდ შევნიშნე კიდეც ისინი.
ეზოში გასულიყვნენ და ხის ძირას მოკალათებულიყვნენ. ყველა თავისთვის ერთობოდა,ზოგს ტელეფონი ეჭირა და თამაშობდა. ზოგიც ფიქრებში გართულიყო და მოკლედ ცალ-ცალკე ერთობოდნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ისეთი რამ შემეთავაზებინა მათვის, რომ ყველას მიეღო მონაწილეობა. ბევრიც არ მიფიქრია, ისე ამომიტივტივდა ყველასთვის ცნობილი საბავშვო სახალისო თამაში "სიმართლე და მოქმედება." სადაც ხშირად ვირჩევდი მოქმედებას და არა სიმართლეს. ბევრი სახალისო ოინიც გამიკეთებია მაგ: ერთხელ ბინის სახურავზე ავედი და თოვლით დაფარულ თბილისის ქუჩას ყინულით სავსე ცივი წყალი გადავასხი. რა თქმა უნდა იმ ქუჩას ადამიანებიც ალამაზებდა,მაგრამ სიტყვა სიტყვაა.
თამასში მონაწილეობა ყველამ მიიღო. გემრიელად მოვკალათდით მზის სხივებით გამთბარ მობიბინე მინდორზე და წრე შევკარით. წრის შუაში ჯოხი ჩავდეთ და დავატრიალეთ...
ბოლო დატრიალებისას ვახტანგი და დიმიტრი შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ვახო იძლეოდა პირობას. დიმიტრიმ ბევრი ფიქრის შემდეგ მოქმედება აირჩია და დაელოდა მეგობრის წინადადებას. დიდი ლოდინის შემდეგ კმაყოფილმა გვითხრა თავისი პირობა.
-ვახშამზე წახვალთ ხვალ 7საათზე შენ და...-წრეში მჯდომი გოგონები დაგვათვალიერა და მზერა ჩემზე შეაჩერა. ირონიით დამაჯილდოვა და თვალი დიმიტრის გაუსწორა-ლიკა.-ჩემდა უნებურად დიმიტრისკენ გადავიტანე მზერა, რომელსაც ძარღვები დაბერვოდა და ვფიქრობ ვახოს გონებაში ანადგურებდა.



№1  offline წევრი KaTE:))

ყველას უღრმესი მადლობა თითოეული კომენტარისთვის, თქვენი ერთი სიტყვაც კი მალამოსავით ეცემოდა ჩემს გულს და უეცრად მაგდებდა მეცხრე ცაზე ^_^
ახლაც იმავეს მოგიწოდებთ love მე ჩემი პირობა შევასრულე და თავის მოცულობა გავზარდე, რა თქმა უნდა თქვენი შენისვნებიც შეძლებისდაგვარად გავითვალიაწინე <3 ველი თქვენს შეფასებას ^^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი milangirl

საინტერესო ისტორიაა. კარგად წერ და იმედია არ დააგვიანებ ხოლმე

 


№3  offline მოდერი sopiko

კარგია :-) ეს ქლიავისფერი განსხვავებული იყო და მომეწონა. უკვე ვხვდები რაც მოხდება დაახლოებით ვახშამზე :-D შენიშვნა ისეთი არაფერი უბრალოდ ტრანსფიქციის შემთხვევებს ყურადღება მიაქციე და "ჩემდაუნებლიეთ" არაა სწორი ფორმა "ჩემდაუნებურად" უნდა დაგეწერა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♡♡♡

 


№4  offline წევრი KaTE:))

milangirl
საინტერესო ისტორიაა. კარგად წერ და იმედია არ დააგვიანებ ხოლმე

ვეცდები, რომ არ დავაგვიანო და ყოველდღე თუ არა ყოველი მეორე დღე დავდო ^^ მადლობა შექებისთვის... love love

sopiko
კარგია :-) ეს ქლიავისფერი განსხვავებული იყო და მომეწონა. უკვე ვხვდები რაც მოხდება დაახლოებით ვახშამზე :-D შენიშვნა ისეთი არაფერი უბრალოდ ტრანსფიქციის შემთხვევებს ყურადღება მიაქციე და "ჩემდაუნებლიეთ" არაა სწორი ფორმა "ჩემდაუნებურად" უნდა დაგეწერა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♡♡♡

გასწორების დროს სადაც თვალი მოვკარი გავასწორე და ალბათ სადღაც გამომრჩა. მადლობა ობიექტური კომენტარისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ და შემდეგში აღარ დავუშვებ ამგვარ შეცდომას ^^^ love მიხარია, რომ მოგწონს ^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№5  offline მოდერი sopiko

KaTE:))
milangirl
საინტერესო ისტორიაა. კარგად წერ და იმედია არ დააგვიანებ ხოლმე

ვეცდები, რომ არ დავაგვიანო და ყოველდღე თუ არა ყოველი მეორე დღე დავდო ^^ მადლობა შექებისთვის... love love

sopiko
კარგია :-) ეს ქლიავისფერი განსხვავებული იყო და მომეწონა. უკვე ვხვდები რაც მოხდება დაახლოებით ვახშამზე :-D შენიშვნა ისეთი არაფერი უბრალოდ ტრანსფიქციის შემთხვევებს ყურადღება მიაქციე და "ჩემდაუნებლიეთ" არაა სწორი ფორმა "ჩემდაუნებურად" უნდა დაგეწერა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ♡♡♡

გასწორების დროს სადაც თვალი მოვკარი გავასწორე და ალბათ სადღაც გამომრჩა. მადლობა ობიექტური კომენტარისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ და შემდეგში აღარ დავუშვებ ამგვარ შეცდომას ^^^ love მიხარია, რომ მოგწონს ^^

მმმ ვეღარ ვითმენ =D მალე მინდა ახალი თავი...

 


№6  offline წევრი N7

წავიკიხე, ცოტა გვიან, მაგრამ მაინ, რაც მთავარია^^
მომეწონა ძალიან^^
იყო პატარა ხარვეზები, რაც ბუნებრივია, მაგრამ საერთო ჯამში კარგია❤
ველოდები ახალ თავს^^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი KaTE:))

N7
წავიკიხე, ცოტა გვიან, მაგრამ მაინ, რაც მთავარია^^
მომეწონა ძალიან^^
იყო პატარა ხარვეზები, რაც ბუნებრივია, მაგრამ საერთო ჯამში კარგია❤
ველოდები ახალ თავს^^

მადლობა შვიდანო ^^ დღეს დავდებ ახალ თავს, 12-საათამდე ♡♡
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent