შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე წამიერია (სრულიად)


1-08-2015, 10:50
ავტორი maridb
ნანახია 2 603

რა არის სიცოცხლე?არაფერი, მართლაც არაფერი. ზოგისთვის ხანგრძლივია ზოგისთვის კი ძალიან მოკლედ რას გაიგებ ადამიანი თუ რას გიმზადებს ბედი, ყველაფერი ხომ ღმერთის ნებაა. თუ ასე მოხდა ალბათ ასეც უნდა მომხდარიყოს ალბათ ღმერთს სურადა ასე.

მარიამ კლაანდაძე 18 წლის. ვცხოვრობ თბილისში მყავს პატარა ოჯახი დედა და მამა დედისერთა ვარ. წელს დავამთავრე სკოლა და ახლა უნივერსიტეტისთვის ვემზადები. ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე და ახლა პასუხების მოლოდინში ვარ.
მარიამი პატარაობიდანვე შრომისმოყვარე და თავმდაბალი გახლდათ, იგი საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს მოითხოვდა. ის იყო ასევე მხიარული და ენერგიული ბავშვი, სულ ცდილობდა ყველასთან საერთო ენა გამოენახა და ყველასთან კარგად ყოფილიყო, ამის გამო იგი ბევრს უყვარდა და ბევრი მეგობარიც ყავდა.
დედა და მამა ჩემზე გადაყოლილები არიან პატარაობიდან სულ ექიმებში დავყავდი მოკლედ სულ რაღაც მაწუხებდა.
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ გამოცდებზე საშინლად ვნერვიულობდი და ახლაც ვერ დავმშვიდდები სანამ პასუხები არ იქნება. ყოველ ზაფხულს დასასვენებლად მივდიოდი სადმე, მაგრამ წელს სურვილიც არ მაქვს სადმე წასვლის ალბათ გამოცდების ბრალია, თან ამ ბოლო დროს სულ ცუდად ვარ თავი მტკივა და თავბრუ მეხვევა. და დღეს ვახშმობის დროსაც ამტკივდა თავი საშინლად.
- დედა თავი მტკივა და გამაყუჩებელი არ გვაქვს? ვკითხე მე დადას
- კი მარიამ გვაქვს მაგრამ ამ ბოლო დროს შენ ხშირად ხარ ცუდად და ხვალვე წავალთ ექიმთან. მითხრა დედამ მკაცრი ტონით რადგან იცოდა რომ ქეიმებს ვერ ვიტანდი პატარაობიდანვე.
-აუ დედა რათ მინდა ექიმი დავლევ წამალს და გამივლის.
-არა მარიამ არა ექიმი აუცილებელია მე ისე ვარ შვილო შენზე დაშინებული რომ ყველაფერს ცუდს მოველოდები და თუ არ გამომყვები ექიმთან ძალია ვინერვიულებ და ვერ დავწყნარდები.
- კარგი დედიკო კარგი მოხოლოდ შენი ხათრით. ვუპასუხე მე.
დედის გული ხომ მაინც სულ სხვაა ყოველთვის გრძნობს შვილის ტკივილს თუ სიხარულს. ასეც იყო მარიამის შემთხვევაში დედა გრძნობდა რომ შვილს რაღაც სჭირდა.
მეორე დღესვე წავიდნენ ექიმთან და გადაწყვიტეს ყველაფრის გამოკვლევა. რამდენიმე დღეში კი ცნობილი იყო ქეიმის დიაგნოზი
"ავთვისებიანი სიმსივნე თავის ტვინის არეში"...
ამის გაგონებაზე მარიამის დედას გული წაუვიდა, მამამისი გარეთ გავარდა და მწარედ ატირდა. მარიამი კი იჯდა საწოლზე და მისი თვალებიდან ჩუმად წვიმდა...
"საქართველოში მას ვერ უშველით მხოლოდ საზღვარგარეთ შეიძლება მისი გადარჩენა რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მხოლოდ წამლებით დაახლოებით 2 წელი იცოცხლებს" ასეთ იყო ექიმის ბოლო სიტყვები. მარიამის ოჯახს ამ თანხების გადახდა არ შეეძლოთ ასიათასი ევრო მოსთხოვეს ოპერაციისთვის...
მარიამის მამამ არაერთ ორგანიზაციას და ბიზნესმენს მიმართა თხოვნით "გთხოვთ ერთადერთ შვილს ნუ წამართმევთ მის გადარჩენაში დამეხმარეთ" მაგრამ არავისგან არ მოსვლია პასუხი...
წამოვიდა მარიამი სახლში და განგრძო ცხოვრება წამლებთან და საშინელ თავის რკივილთან ერთად. მთელი დღე მარიამი თავის ოთახში იყო საღამოს კი მხოლოდ სავახშმოდ გამოვიდა
- დედა მამა ერთი წუთის დასხედით რაღაც უნდა გითხრათ. მიმართა მან მშობლებს.
- გისმენთ შვილო უპასუხა დედამ
-თუ მართლა ასე იქნება და მართლა ორი წელი დამრჩა სიცოცხე ალბათ ღმერთს ასე უნდოდა, ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ. დედა და მამა ორივეს გთხოვთ რომ აღარ იტიროთ ჩემს გამო.თუ გინდათ რომ მე სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი ვიყო გთხოვთ ისევ ისე განვაგრძოთ ცხოვრება როგორც აქამდე. და კიდევ გთხოვთ რომ ეს ამბავ არავის არ უთხრათ არც მეზობელს არც ნათესავს და მოკლედ არავის ასე უფრო კარგად ვიქნები მე თუ არავის არ ეცოდინება...
ამ სიტყვებზე მარიამის მშობლებს მწარედ ეტირებოდათ და ახლა ვერც მარიამი ვერ მალავდა ცრემლებს.
-კარგი ჩემო ლამაზო ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც შენ გინდა. უპასუხა მამამ და შვილი გულში ჩაიკრა. შვილი რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა რას არ დასთმობდა იგი ოღონდ შვილი გადაერჩინა... მაგრამ აშკარა იყო რომ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
ასე უბრალოდ და მაინც უხალსოდ მიდიოდა ზაფხულის ცხელი Dრეები კალანდაძეების ოჯახში.
ეროვნული გამოცდების პასუხებიც გამოცხადდა და ახლა უკვე მარიამ კალანდაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მას ოცნება აუსრულდა სულ უნდოდა ამ უნივერსიტეტსი მოხვედრა და მოხვდა კიდეც.
მოვიდა სექტემბერი და დაიწყო სწავლა. ახალი გარემო და ახალი მეგობრები ელოდა მარიამს უნივერსიტეტში. მაგრამ მან თავიდანვე გადაწყვიტა რომ ყველასგან შორს დაეჭირა თავი რადგან არ უნდოდა მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანისთვის მიეყეებინა ტკივილი. და თან არ უნდოდა რომ მათ იგი შესცოდებოდათ.გადაწყვიტა რომ მხოლოდ ესწავლა და ყველაფერზე უარი ეთქვა. მაგრამ როგორც ადამიანს სურს ყველაფერი ისე ხომ არ ხდება ცხოვრებაში. მისი თავმდაბლობით მისი სავლით და ქცევებით ყველას მოსწონდა მარიამი და ყველა ცდილობდა მის დამეგობრებას. თაყვანისმცემლებიც ყავდა რამდენიმე. გადიოდა დღეები და კვირები მხოლოდ სწავლაში.
რამდენიმე თვეში მარიამს თავისდაუნებურად ერთ-ერთი მისი თაყვანისმცემელი ბექა კანდელაკი შეუყვარდა. ამის გამო მარიამი სულ კიცხავდა თავის თავს და სულ იმეორებდა "შენ არ გაქვს უფლება გიყვარდეს" "შენ არ გაქვს უფლება გული ატკინო მას შენი სიკვდილით" მაგარმ სიყვარული ხომ სოცარი რამ არის როცა უნდა დაუკითხავად მოვა და როცა უნდა დაუკითხავად წავა. და ამ პატარა არსებას მარიამ კალანდაძეს დაუკითხავად მთელი გულით და სულით შეუყვარდა ბექა კანდელაკი.
ბექას და მარიამის მეგობრობა სიყვარულიში გადაიზარდა. ორი არსება ორი ახალგაზრდა რომელთაც ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ. მაგრამ მათ შორის იდგა დიდი კლდე რომელსაც სიკვდილი ერქვა. ეს ხომ გარდაუვალი იყო. რა ექნე მარიამს...
თავის ერთადერთ სიყვარულს ბექას ვერ უმხედლა ავადმყოფობის ამბავს...
ერთი წელი ბექა და მარიამი ერთად იყვნენ მარიამმა თავს მისცა იმის უფლება რომ ამ ერთი წლის გამავლობაში სულ ცოტახნით მაინც ბედნიერი ყოფილიყო ბექასთან ერთად.
მაგრამ დღითიდღე მარიამის მდგომარეობა მძიმდებოდ...
ბოლოს მარიამმა გადაწყვიტა რომ ბექას დაშორებოდა. ერთხელ დაურეკა ბექას მან და უთხრა რომ მას იგი აღარ უყვარდა ამ ერთი წლის განმავლობაში თურე ცდებოდა. არწმუნებდა ბექას რომ სხვა ვიღაც შეუყვარდა. თან ამ დროს ძლიერ ტიროდა მარიამი რადგან ბექა მართლა ძლიერ უყვარდა მაგრამ ისიც არ უნდოდა რომ ასეთი მწარე დარტყმა მიეყენებინა მისთვის თავის სიკვდილით...
რამდენიმე დღეღა დარჩენოდა მარიამს სიცოცხლე...
ბექა ამ ხნის განმავლობაში მასე განუწყვეტლივ ურეკავდა მაგრამ მარიამი არ პასუხობდა ბექამ იცოდა რომ მარიამ ძალიან უყვარდა არ სჯეროდა რომ ასე უცბათ გადაიყვარა მან. მარიამმა ბოლოდ გადაწყვითა რომ ბექასთვის სიმართლე ეთქვა...
დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, ბექაც დათანხმდა, მარიამმა ყველაფერი მოუყვა მას... ბექა ჭკუიდან გადავიდა მისი ერთადერთი სიცოცხლის აზრი სულ რამდენიმე დღეში აღარ იქნებოდა... მივარდა გოგონას და კოცნა დაუწყო
- მარიამ ჩემო ცხოვრებავ ჩემო სიყვარულო იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. დამშვიდდი მარიამ მე შენ იქ მარტოს ვერ გაგიშვებ. არვიცი მარიამ ჩემო ლამაზო რამდენხანს იცოცხლებ მაგრამ მე შენ ამ რამდენიმე დღეს მაინც გაგაბედნიერებ... ლაპარაკობდა ბექა აკანკაებული ხმით და თან ტიროდა...
იმდღესვე ეს ორი ახალგაზრდა წავიდა ეკლესიაში და ჯვარი დაიწერეს...ბოლო სამი დღე მათ ერთად გაატარეს... ბოლო საღამოს კი მარიამი ძლივსღა ლაპარაკობდა იწვა გოგონა განაბულ ბიჭის მკლავებში და ელოდა შავბნელ სიკვდილს... ბექა მას მთელი ღამე სასთუმალთან ეჯდა და მისბოლო წუთებს ითვლიდა... მარიამის გულზე ედო მას თავი და მის ფეთქვას ბოლო წუთამდე უსმენდა...
მარიამის გული გაჩერდა...
"მარიამ ჩემო სიყვარულო ჩემო ლამაზო იქ ვერ გაგიშვებ მარტოს რამე არ დაგემართოს" ეს სიტყვები წარმოთქვა ბექამ და ვენები გადაიჭრა...
მას აღარ უნდოდა სიცოცხლე მარიამის გარეშე. იცი ისე უფრო დაიტანჯებოდა... მას ერჩივნა მარიამ გაყოლოდა იქ საიქიოში და გაყვა კიდეც... თუ ამ წუთისოფელში არ დააცადა სიკვდილმა ამ ორ ახალგაზრდას ბედნიერება იქ ხომ მაინც იქნებიან სამუდამოდ ერთად... ისინი ჩახუტებულები იყვნენ როცა მათ სულება დატოვეს სხეულები... მეორე დღისით ბინაში იპოვეს ორო ახალგაზრდა ბიჭის და გოგოს ცხედრები...
მარიამის მამამ ამას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა დედა კი ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულში დააწვინეს...
დიდიც ტიროდა...
პატარაც ტიროდა...
მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა ამ ორ ახალგაზრდას დასტიროდა...


მოგესალმებით ბავშვებო გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაინტერესებს როგორი გამომივიდა...



№1  offline წევრი anni-gio2001

Remember me gamaxsenda..

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ალბად პირველი ისტორიაა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
საერთოდ სიმსივნეზე და სიკვდილზე არ მიყვარს ისტორიები
სათაურმა დამაინტერესა როგორ გითხრა ძალიან პატარა იყო, შეცდომებით სავსე
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი maridb

გიჟი - ♥♥♥
ალბად პირველი ისტორიაა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
საერთოდ სიმსივნეზე და სიკვდილზე არ მიყვარს ისტორიები
სათაურმა დამაინტერესა როგორ გითხრა ძალიან პატარა იყო, შეცდომებით სავსე

მეორე ისტორიააა ვიცი ხო რომ შეცდომები მაქვს.თანდათან გამოვასწორებ
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent