დამიბრუნე სიყვარული (პირველი თავი)
დილა არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი, სწრაფად გაემზადა და სამზარეულოში მოფუსფუსე მშობლებთან გავიდა დასამშვიდობლებლად. -კარგი დე გავიგე ყველა დარიგება და ყველას გავითვალისწინებ. -სიცილით უთხრა დედას და ლოყთზე აკოცა -ძალიან ვნერვიულობ ანა! ასე შორს მიდიხარ... -უთხარი რა მამა, რომ ბათუმი სულაც არაა შორს და თან სულ სამი დღით მივდივარ, თანაც უკვე დიდი გოგო ვარ -უთხრა თავისი საფირმო სიცილით რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებდა და თავის ბუთხუზა მამას ჩაეხუტა. -ლელა გესმის?! თანაც ჩვენი გოგო ხომ ორკესტრთან ერთად მიდის. -მაინც ვნერვიულობ, ჩემთვის ყოველთვის პა... -ვიცი დე შენთვის ყოველთვის პატარა გოგო ვიქნები -თავზე აკოცა დედას და სთხოვა მისი ვიოლინო მოეტანა. ანა იყო გოგონა რომელიც სიკეთეს ასხივებდა, ჯერ თვითონაც არ ქონდა გათვიცნობიერებული რამდენად კარგი ადამინი იყო...ჯერაც არ იცოდა რომ თავად იყო სიკეთე. ბავშობიდან უკრავს, არც კი ახსოვს მისი თავი ვიოლინოს გარეშე...თავისი საქმის პროფესიონალია და ოცი წლის ასაკში უკვე საუკეთესოდ ასახელებენ. დღეს ორკესტრთან ერთად ბათუმში მიდის, ქორწილში უნდა დაუკრან. ძალიან ნერვიულობს პირველად ხდება როცა ორკესტრი ასეთ სიტაციაშია, უბრალოდ ოჯახი იმდენად გავლენიანია უარი ვერაფრით უთხრეს... იცის რომ დაუვიწყარ ქორწილს იხდიან და ერთი სულიაქვს როდის ჩავა, თან ბათუმში არცაა ნამყოფი და გადაწყვიტა დაათვალიეროს თავისუფალ დროს, უბრალოდ ერთი პრობლემაა სასტუმრო დასახლებიდან შორსაა, როგორც გაარკვა კერძო ვიაიპ კლიენტებისთვისაა განკუთვნილი ქორწილიც იმავე სასტუმროშია და სტუმრებიც იქ უნდა განთავსდნენ, მართალია თვითონ სტუმარი არაა მაგრამ პატარძალმა დაიჟინა ორკესტრის წევრებიც სასტუმროში მოეთავსებინათ. *** ფეხები მაგიდაზე ქონდა შემოლაგებული და მობილურში იყურებოდა -ლევან! ჩამოწიე ფეხები, ახლა მამაშენი ჩამოვა და ნუ გააღიზიანებ. თითქოს არც გაუგია, წარბიც კი არ შეარხია. -გამრიცვალე და ისე წამოდი! -რამე მითხარი მამა? -ირონიუოი ღიმილით შეხედა მამამისს და თან ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. -ადი გამოიცვალე ქორწილში ასე ბომჟივით არ წამოხვალ! -რამე თქვი? ვერ გავიგე? -ლევანი სიცილს არ წყვეტდა. -ადი გამოიცვალე. -როგორც შენ მეტყვი მამა, უბრალოდ ჩემი ყველა სმოკინგი ქიმწმენდაშია ასე რომ ქორწილში ასე ვერ წამოვალ. -თვალი ჩაუკრპ და ოთახიდან გასვლა დააპირა. -ლევან ადი და გამოიცვალე! სასწრაფოდ! ლევანი ოჯახის ურჩი შვილი იყო. ვერავინ ერეოდა და ტეხდა მას, ბატონი მერაბიც რომელიც თითქმის ყველას შიშის ზარს სცემდა, ვაჟთან ვერაფერს ახერხებდა. ვერ ახერხებდა ლევანი ოჯახის ბიზნესის სათავეში ჩაეყენებინა, თუმცა დარწმუნებული იყო ბოლოს მაინც ისე იქნებოდა ყველაფერი როგორც მას უნდოდა...თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო მისი ვაჟისთვის "ხატვა" რას ნიშნავდა. სმოკინგი ჩაიცვა და სახლის კიბეებზე სიცილით დაეშვა, -მე მზად ვარ მივდივართ დედეიკო?! -მამაშენს დაუცადე. -ნანა დათო და ლენა სად არიან?! -დათო გარეთაა მერაბ ლენამ და მე კი ვამჯობინეთ სახლში დავრჩეთ. -როგორც გინდათ, ლენას უთხარი ჭკვიანად მოიქცეს. ლევან წავედით. *** -გამიხარდა რომ დამპატიჟე!-ქალმა მაცდურად შეხედა მამაკაცს და პერანგის ორი ღილი გაიხსნა -მეც გამიხარდა რომ ჩამოხვედი-დახშული ხმით უპასუხა ლევანმა და ლიფტში შეყვა. ნატა ლევანის შეყვარებული იყო, გოგო რომელიც უკვე მეორე წელი იყო ყურებამდე უყვარდა...თუმცა ნატასთანაც იყო ბატონი მერაბი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის, უბრალოდ მისი ერთადერთი ვაჟის გვერდით ვერ აიტანდა ისეთ ქალს რომლის დედაც ყოფილი მეძავი იყო და რომელმაც ამ საქმის დახმარებით იშოვა იმდენი ფული რამდენითაც ახლა მაღალ საზოგადოებაში იწონიდა თავს. -მამაშენი მოგკლავ აქ რომ მნახავს. -უთხრა ქალმა და ტუჩები მიაწება. -ნატა რამდენჯერ გითხრა არ მაიტერესებს მამაჩემი რას ფიქრობს. ------- -ბატონო მერაბ ნატა აქაა -რას ამბობ დათო? სუ გაგიჟდა ჩემი შვილი? როგორ გაბედა იმ ქალის აქ მოთრევა!- საოცრად გაცოფებული შევარდა დათოს ნომერში და მაშინვე სახეში გაარტყა, ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო ლევანმა მისი გაჩერებაც ვერ მოახერხა. თვალები საშინლად გაუწითლდა წარმოდგენაც არ ქონდა რას უზამდა მას, მამამისი რომ არ ყოფილიყო. -როგორ გაბედე აქ მოსვლა? წადი ახლავე! -მამა! -გაცეცხლებულმა დაუღრიალა მამამისს, რომელიც ცდილობდა ნატა გაეგდო. -ლევან არაუშავს, ქორწილიდან რომ დაქრუნდები მერე გნახავ. -ტუჩებში აკოცა ნატამ და სასტუმრო დატოვა. ------- ბატონმა მერაბმა კიდევ დააპირა ხელის აწევა, თუმცა ამჯერათ ლევანის მსხვილმა მაჯამ შეაჩერა -აღარ გაბედო! ამიხსენი რა გინდა? -აქამდე ვერ მიხვდი?! მინდა რომ ამ ქალს თავი დაანებო, დაანებო შენს ბომჟურ ცხოვრებას თავი და ოჯახის ბიზნეს მიხედო! -რატრმ შემჭამე ერთი და იგივეთი? ვერ ხვდები რომ არ მაინტერესებს შენი საქმე? დათო რისთვის გყავს! -ის არაა ჩემი შვილი! შენ კი ხარ და ვალდებულიხარ! -არაფერში არ ვარ ვალდებული. შეგ აპ იღებ ქალს რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, შენ არც კი გაინტერესებს რას ან როგორ ვხატავ...საერთოდ გუოლი გაქ? -არასოდეს მივიღებ მას! უთხრა და ოთახიდან გავიდა. *** ქორწილი იმაზე უფრო ზღაპრული აღმოჩნდა ვიდრე ანას წარმოედგინა, თავი ნამდვილ სამოთხეში ეგონა. გამოსვლა ნამდვილ ფურორად იქცა, პატარძალი აღფრთოვანებულიიყო მათი -დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით შენ ანა შესანიშნავი იყავი. -დიდი მადლობა. -თავი დაუკრა პატარძალს დამშვიდობების ნიშნდ და თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო. -სტუმრების სიაში ხართ? -მთვრალ ლევანს კითხა დაცვამ. -დაუშვათ არა -სიცილით დაუბრუნა კითხვა ლევანმა. -შევამოწმებ. -იდიოტი-ისევ გაიცინა, ლუცის ქილა მოკუჭა ხელით და ისროლა. -ააა -გაიგო გოგნას ხმა, რომელიხ ზურგით იდგა და თმას იფხანდა, გოგნა შემოტრიალდა და მისკენ წავიდა. -ამ დროს კი არ უნდა მიყუროთ, პატიებას უნდა მთხოვდეთ.... -პატიებას უნდა ვთხოვდე -გაჯავრა ლევანმა და გაიცინა, თან დაჟინებით უყურებდა -ისე რომ იცოდე ლამაზი ხარ! ხო და თუ გინდნა ნუ მაპატიებ. -სიცილით უთხრა და წავიდა. გოგონაც შეტრიალდა და გზა განაგრძო "მან თქვა რომ ლამაზი ვარ, ამიტომ ვაპატიებ" სიცილით ჩაილაპარაკა და ლიფტისკენ წავიდა. ახალგაზრდა ძალიან სიმპატმური მამაკაცი შევიდა ლიფტში და ანამ იგრძნო როგორ გაწითლდა -მადლობა რომ დამიცადეთ. -არაფრის. -უთხრა ძალიან ნაზი და ფრთხილი ხმით. -დათო მქვია მე -ანა. -ნახვამდის ანა. გოგონამ ღრმად ამოისუნთა და უკვე თითქმის შეყვარებული იყო. **** "მობილური ტელეფონი გათიშულია, სიგნთომს შემდეგ დატოვეთ გეტყობინება" : -კარგი რა ნატა, რატრმ არ მპასუხობ? გინდა რომ გადავირიო შენი მონატრებისგან? საყვარელო რაღაც მოვიფიქრე თუ დამთანხსდები საბოლოოდ გვეღირსება ერთად ყოფნა. -გოგონა ბათუმში პირველად ხართ? -დიახ, ხომ ვერ მირჩევდით პირსელად რა მომენახულებინა? -ბოტანიკური რა თქმა უნდა, სასტუმროს მძღოოს ვეტყვი და მიგიყვანთ. -უთხრა ანას, სასტუმროს თანამშრომელმა და გზას გაუძღვა. ბოტანიკური მართლაც საოცარი იყო, ბუნების სილამაზემ იმდენად აღაფრთოვანმა რამოდენიმე საათი წამებში შემოეპარა....შუაგულში მდებარე ლაბირინთს გაუყვა -თქვეენ? -გოგონამ გაოცებულმა შეხედა უკვე ნაცნობ მამაკაცს. -როგრც ჩანს ისევ მე -მორცხვად გაუღიმა მამაკაცმა. -ნახვამდის. -ანა! -დათო გრძნობდა რომ ამ გოგონასთან რაღაც ძალა იზიდავდა, იცოდა არასწორი იყო მაგრა თავს ვერაფერს უხერხებდა, უნდოდა მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა. -თუ გცალიათ იქნებ გვევახშმა? მხრები აიჩეჩა და "რატომაც არაო" ჩაილაპარაკა.... -------- ეს იყო მათი ცხოვრების დაუვიწყარი სამი დღე, საშინდად არ უნდოდა არცერთს თბილისში დაბრუნება...გემით შუა ზღვაში იყვნენ შესულები როცა ანამ ზურგზე მისი ხელები იგრძნო, ნაზად შემოაბრუნა და ყელზე აკოცა, ანა გრძნობდა საქმე საითაც მიდიოდა თუმცა ვერ მიხვდა რატომ უნდა გაეწია წინააღმდეგობა?! ეს ხომმასაც უნდოდა თანაც ერთმანეთი ორივეს უყვდა, დათოს სიყვარუოში ეჭვიც არ ეპარებოდა ამიტომ დათანხმდა და მეორე დილას მის მკერდზე მწოლიარეს გამოეღვიძა. არც ერთს წამითაც არ უნანიათ თავიანთი საქციელი, ორივე ყურებამდე იყო შეყვარებული დიახ ყურებამდე მერე რა რომ სამ დღეში მოახერხეს ასე ძლიერ შეყვარება! შეყვარებას მხოლოდ წამები სჭირდება...სჭირდება მხოლოდ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ---------- -ნატა, მინდა რომ ამერიკაში წავიდეთ. -ლევან მე შენთან ერთად მინდა და ტერიტორიას საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. -ძალიან რომ მიყვარხარ გითხარი უკვე?! -პასუხს არც კი დაელოდა მაშინვე მის მუცელს დაუწყო კოცნა. როდესათ ქალის ფერებით გული იჯერა ნაზად აკოცა ჟა უთხრა, რომ ფრენა გამთენიისას იყო. ---------- ბარგს ალაგბდა. ერთი სული ქონდა სახლიდან როდის გავიდოდა და ნატასთან ერთად როდის წავიდოდ შორს, იქ სადაც მათ სიყვარულს ვერავინ შეეხებოდა. ფიქრებით ისე იყო გართული ვერც კი შეამჩნია ოთახში მისი დნდინაცვალი ნანა რომ შევიდა -გაქცევას აპირებ? -გაქცევა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო წასვლას. -ნუ ღელავ მამაშენი აუცილებლად გაპატიებს, შენ ხომ მისი ერთადერთი უკანონო ვაჟი ხარ. -ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. -ალქაჯი! *** -დათო თხუთმეტ წუთში ვიქნები. -სიცილით ჩასძახა საყარელ მამაკაცს და ყურმილი გაუთიშა. -საყვარელო სად მიგყავარ? -მოითმინე ანა და ნახავ. სამკაულების მაღაზიაში შევიდნენ... "ღმერთო ნუთუ ბეჭედი უნდა მაჩუქუს?" ანას გულში ფეირვერკმა გაისროლა...თუმცა დათოს გაკეთებულმა სამაჯურმა მიწაზე დააბრუნა. ხასიათი გაუფუჭდა, მაგრამ არ შეიმჩნია და შეეცადა ხასიათზე მოსულიყო. სახლში მისულს მშობლები განაწყენებული დახვდნენ -საყვარელო კი მაგრამ როდის უნდა გაგვაცნო დათო?! -დედიკო ძადიან დაკავებულია, მაგრამ დამპირდა რომ ამდღეებში აუცილებლად მოიცლის და ამოვა...მაა აი ნახავ აუცილებლად მოგეწონება. *** დევდარიანების სახლში ხმაური იყო -ნანააა!!! -რა გაყვირებს ლენა?! -მამა სადაა? -კაბინეტშია ცდილობს ლევანზე რამნ გაარკვიოს! -სამი თვე გავიდა და ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რომ აღარ დაბრუნდება?! -ზიზღით ჩაილაპარაკა ლენამ და ისევ დედამისს მიუბრუნდა. -დათოს საყვარელი ყავს! -სულ გაგიჟდი? რეებს იგონებ ლენა? -გეუბნები საყვარელი ყავს თქო! -დაიყვირა ლენამ -მისი ცოლი ვარ და ვგრძნობ, გეფიცები გავიგებ ვინაა ის ქუჩის ქალი და ჩემი ხელით დავახრჩობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.