შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე


1-08-2015, 18:16
ავტორი anakonda
ნანახია 1 481

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. თვალები გავახილე და საწოლიდან წამოვხტი. ფანჯარას ნელ-ნელა მივუახლოვდი . რა ლამაზია თბილისი გაზაფხულზე გავიფიქრე და უნებურად ჩამეღიმა. ასე ვიდექი ცოტახანი ფანჯარასთან და ჩემი საყვარელი ხედით ვტკბებოდი , შემდეგ ფიქრებიდან გამოვერკვიე და სააბაზანოში შევედი, ხელ-პირი დავიბანე, თმები დავივარცხნე და ცჰემი საყვარელი ყვითელი სარაფანა ჩავიცვი. სარკეში ვათვალიერებდი ჩემ თავს როდესაც კარებზე მამამ მომიკაკუნა.
-საყვარელო მზად ხარ?- მკითხა მან.
-კი მამ -გავუღიმე - ჩანთას ავიღებ და ჩამოვალ.
-კაი საუზმე უკვე მზადაა ჭამე და სკოლაში გაგიყვან.
-აუ მა ხომ არ გეწყინება დღეს ნინისთან ერთად რომ წავიდე?- ვკითხე და შრეკის კატის ტვალებით შევხედე.
-კაი როგორც გინდა-გამიღიმა მამა და ოთახიდან გავიდა.
მე კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი სარკეში ჩემს გამოსახულებას და კმაყოფილი გავედი ოთახიდან. უცებ ვისაუზმე და გარეთ გავედი სადაც დაქალი მელოდებოდა.
-ოხ დიდება თქვენს გამოცჰენას ქალბატონო ანა- მიტXრა ირონიულად და გადამკოცნა.
-ოხ ეს ირონია რომ არ არსებობდეს რა გეშველებოდა ერთი -ვუტხარი და მწარედ ვუკბინე ხელზე.
-ცხოველოოოო- გამწარებულმა ამოიგმინა ნინიმ.
-კაი გვეყო ეხლა მაიმუნობა გვაგვიანდება სკოლაში.
მე და ნინი გავუყევით სკოლისკენ მიმავალ გზას. ნინი კაკაურიძე ჩემი საუკეთესო დაქალია. ერთმანეტი ეწრტი წლის წინ გავიცანით როდესაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. ერთმანეტს ეგრევე გავუგეთ და ძალიან დავახლოვდით. უკვე სკოლას მივუახლოვდით როდესაც უკნიდან მოგვესმა ნაცნობი ხმა.
-გოგოებოოო-ოხ როგორ მიყვარდა ეს ბოხი ხმა და მისი პატრონი. ჩვენ უკან გავიხედეთ და დავინახეთ ნიკა რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა.
-ნიკკკ- დავიძახე და გავიქეცი მომცინარე ბიჩისკენ.-ნიკა ჩემი შეყვარებულია.ერთმანეთი სკოლაში გავიცანით. პირველივე დანახვისთანავე ძალიან მომეწონა თუმცა ვერ ვბედავდი მისთვის ამის ტქმას, ის ხომ ყველაზე სიმპატიური და ყველაზე "ზე" ბიჭი იყო ჩვენს სკოლაში. ყოველთვის ვაჯერებდი ჩემს თავს რომ ნიკა არასდროს შემომხედავდა, რადგან მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი ის კი , ის კი ისეთი სიმპატიური იყო. დიდხანს ვიტანჯებოდი მისი სიყვარულით და აი ერთი თვის წინ ნიკამ ამიხსნა სიყვარული, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ მომენტში არავინ არ იყო.
-ანოო კაი რა ეგრე ძალიან ნუ მეხუტები გავიჭყლიტე გოგო-ხარხარებდ ანიკა. მე გავიბუსხე და ხელები გავუშვი. ნიკას ამ საქციელზე გაეღიმა, იგი უკვე მიჩვეული იყო ჩემს ბუტიაობას.
-ნიკუშ შე ძველო! როგორ ხარ ?-შესძახა ნინიმ და გადაეხვია ბიჭს.
-ეე აბა როგორ ვიქნები ამის ხელში-ჩემზე მიუთითა ნიკამ ნინის-17 წლის გოგოა და ყველაფერზე იბუსხება დამტანჯა ტო.
-ხოდა ნუღარ იტანჯები შეგიძლია წახვიდე-დავუყვირე ნიკას გამწარებულმა
-ტონი გოგო!-მიღიალა ნიკამაც.-ხო იცი რო არ მიყვარს როცა ბევრს მეტლიკინები ტო.
-შენც ხომ იცი რომ არ მიყვარს როცა ეგრე ლაპარაკობ.
-ვახ ჩემი ტო რა დავაშავე?-ცაში აიხედა ნიკამ გეგონება იქ ეძებდა პასუხს-ხუმრობას როდის ისწავლი გოგო?
-ეგ ხუმრობა იყოო?
- ხო აბა რა იყო გოგო-გაიცინა ნიკამ და ხელები მომხვია.-ნუ იბუსხები ყველაფერზე ტორე ერთი დღეც იქნება და ტავს დაგანებებ და ვიპოვი ისეთ გოგოს რომელსაც ხუმრობა ესმის და ყველაფერზე არ იბუტება-ეს თქვა და შუბლზე მაკოცა. მე თავი გავწიე მიხვდა რომ ისევ გაბუტვას ვაპირებდი.-ეხლა კიდე არ გაიბუტო თორე მაგარი გავჭედავ ტო.
-აუუ არ მინდა ხელი შეგიშალოთ მაგრამ ზარი დაირეკა უკვე და მე და ანის გაკვეთილზე გვაგვიანდება-წამოიდზახა ჩვენი ჩხუბით დაღლილმა ნინიმ.
-კაი ნინუშ წადით და მერე გნახავთ რაა- ორივეს მოგვეხვია ნიკა.
-შენ სკოლაში არ ემოდიხარ?-გავხედე ნიკას.
- აუ რა სკოლა ტო , არ მაქ ეხლა მასწავლებლების წიკვინის თავი. მე ჩემ სასტავთან ერთად აქ ვიბირჟავებთ რაა. გნახავთ მერე -მოგვაძახა ნიკამ და ძმაკაცებისკენ წავიდა.
მე და ნინი სირბილით შევედიტ კლაში და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. მთელი გაკვეთილი ვიცინოდით რამაც გამოიწვია მათემატიკის მასწავლებლის გაბრაზება და მე და ნინის დაგვიღრიალა ეხლავე დაფასთან გამოდითო. მე და ნინის სხვა რა გზა გვქონდა დასჯილი ბავშევბივით გავედით დაფასთან და ერთი საათი ვუგდებდით ყურს მასწავლებლის ლექციებს, რომ უკვე მე-11 კლასელები ვიყავით და იმის მაგივრად რომ გვეცანცარა თავი უნდა დაგვეკლა სწავლისთვის. ბოლოს როგორც იქნა მორჩა მასწავლებელი ქოთქოთს და მედა ნინის დავალებები მოგვცა აბა ვნახოთ როგორ გაიგეთ გაკვეტილიო. დაფაზე ამოცანას ვხსნიდი უცბად ცხვირიდან სისიხლი რომ წამომივიდა. ოო ღმერთო მერამდენედ უნდა წამომივიდეს ცხვირიდან სისიხლი გავიფიქრე მობეზრებულმა და ჯიბეში ხელი ჩავიყავი სალფეტკის ამოსარებად თუმცა არ მქონია და ნინის გავძახე
-ნინი ერთჯერადი არ გაქ?
-რათ გინდა გოგო?-გამომხედა დაქალმა და რომ შენიშნა სისხლი ყვირილი დაიწყო-მას მას ანი ცუდად არის.
-აუ კაი რა ნინ რა გაყვირებს-გავუბრაზდი დაქალს.
მასწავლებელი იმწუთსივე ჩემთან გაჩნდა და დაფეთებულმა მკითხა
-კარგად ხარ შვილო?
დიახ მას არაფერია უბრალოდ სისიხლი წამომივიდა- იმედი მქონდა რომ თავს დამანებებდა თუმცა შევცდი
-ნინი შვილო ანი ექიმთან ცაიყვანე-მიუბრუნდა მასწავლებელი ნინის.
-ეხლავე მას- წამოიძახა ნინიმ , ხელი მომკიდა და ძალით გამათრია კლასიდან. უკვე ექიმის კაბინეტს მივუახლოვდი ნინის რომ საწყალი თვალებით ავხედე
- აუუ დაო გთხოვ რა ავიდეთ ისევ კლაში , არაფერი არ მჭირს ხო ხედავ კარგად ვარ.
-მართლა კარგად ხარ?-მკითხა დაქალმა დაეჭვებით.
-კი გოგო - გავუღიმე - წამო წამო ეხლა.
-და მასწავლებელი თუ გვკიტხავს რა გითხრათ ექიმაო რა ვუპასუხოთ?
-ჰმ ვეტყვით რომ ვითომ გადაღლილობის ბრალი იყო და სახლში უნდა წავიდე დასასვენებლად , თუმცა ჯერ ისევ სუსტად ვარ და მარტო არ შეიძლება ჩემი გაშვება . ასე მეც გამიშვებენ სახლში და შენც და თAვს ავარიდებთ მომაბეზრებელ გაკვეთილებს - ეშმაკურად გავუღიმე დაქალს და კლაში ავედით. ნუ როგორც ყოველთვის აფერისტობა არ გამჭირვებია, ისე დამაჯერებლად ვიცრუე, რომ მასწავლებელმა იმწამსვე სახლში გაგვიშვა. მე და ნინი გარეთ გამოვედით და იქვე სკოლის გვერძზე მყოფ კაფეში შევიარეთ.
-აუუუ რა ასწორებს ტავისუფლებაა-წამოვიძახე ბედნიერმა.
-ხო ხო ასწორებს მარა ეხლა მაგრად დაგერხევა -მითხრა დაქალმა რომელიც რაღაცას ან ვიღაცას აშტერდებოდა.
-აქ რა გინდათ სკოლაში არ უნდა იყოთ?-მომესმა ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა და უკან მივიხედე. მამაჩემი ეჭვის თვალით გვიყურებდა.
-მამა-დაბნეულმა გავღიმე- აქ რა გინდა?
- მეე? მე სამსახურში მივდიოდი და დაგინახეთ აქ რომ იჯექით. თქვენ მითხარით აქ რა ჯანდაბას აკეთებთ და რატომ არ ხართ სკოლაში?-მკითხა გაბრაზებულმა.
- აუ მამ იცი რა.
- არ გინდა ეხლა ტყუილები-შემაწყვეტინა მამა და წარბი ასწია- მერამდენედ უნდა აცდენდე ქალბატონო სკოლას ჰა? ბარემ სულ არ იარო არ გინდა?-მკითხა ცინიკურად მამა. ო ო, მივხვდი რომ კარგი დღე არ დამადგებოდა.
-ეხლავე აიბარგეთ და მარშ სახლისკენ. არ დაგინახო გარეთ გამოსული დასჯილი ხარ ვსო.-ვიცოდი რო გაპროტესტებას აზრი არ ქონდა , ჩანთას ხელი დავავლე და სახლში წავედი. ვიმეცადინე ვცჰამე და საღამოს კომპიუტერს მივუჯექი. Fეისზე შევედი თუ არა ნიკამ მომწერა.
:გოგო სად ჯანდაბაში ხარ? ისევ გაიპარე სკოლიდან ხო?
:სახლში ვარ. აუ არ გავპარულვარ მასწავლებელმა თვითონ გაგვიშვა მე და ნინი სახლში.
:ჰმ რაღაც არ მჯერა რომ მასწავლებელმა თავისი ნებით გაგიშვა სახლში.
:აუ მართლა თვითონ გაგვიშვა.
:რამე მოხდა?
:ნწუ არაფერი, რა უნდა მომხდარიყო.
:კაი გავე მე ეხლა და ჭკვიანად იყავი გაიგე?
:კიიი და სად მიდიხარ?
:აუ რაღაც თემაზე კაროჩე შენ არ გეხება რაა
:უიმე კაი ხოო.
კომპიუტერი გამოვრთე და ტელევიზორი ჩავრთე იქნებ ვნახო რაიმე საინტერესოთქო. მალე მამაც მოვიდა სამსახურიდან, ერთAდ ვისადილეთ და კინოს ვყურებდით როდესაც თავბრუ დამეხვა და ისევ სისხლი წამომივიდა ცხვირიდან. მალე საერთოდ გავითიშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent