შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rise Againster ( თავი I )


2-08-2015, 14:33
ავტორი tamta
ნანახია 2 308

2010  წლის 20 მაისს დილით მშობლების ოთახში გამეღვიძა, აზრზე რომ მოვედი გამახსენდა, რატომ ვიყავი ამ ოთახში,მე ჭექა-ქუხილის საშინლად მეშინია, წუხელ კი საშინელი ამინდი იყო ძალიან მაგრად ქუხდა ასე მეგონა ცა ჩამოიქცევა მალეთქო, ხოდა შეშენებული მშობლების ოთახში შევიპარე და როგორც ყოველთვის მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი, როდესაც დედის ტკბილი ხმა გავიგე:
- მოდი დე დაწექი ნუ გეშინია,აქ ვარ შენთან..
დილით მშვენიერი ამინდი გამოსულიყო, მზე ანათებდა, მამიკო და დედიკო რატომღაც გაფაციცებით დარბოდნენ აქეთიქით, როდესაც ვისაუზმე დედამ გამაფრთხილა:
-ახლა დაისვენე, ცოტახანში მოვალთ მე და მამა ჯერ რაღაც საქმე უნდა მოვაგვაროთ და პიკნიკი მოვაწყოთ...
ძალიან გამიხარდა, სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავირბინე, აბაზანაში შევვარდი, მოვწესრიგდი, ავარჩიე სამოსი... მანამ ჩავიცვი დედა და მამა უკვე მოსულიყვნენ და ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაისმა, დედამ კარში თავი შემოყო:
-დეედი გაემზადეეეე?
-კი დე მზად ვარ, მალე მოხვედით, კაია უფრო დიდ დროს გავატარებთ იქ...
-ხოო კაია, წავიდეთ, მამა გველოდება უკვე...
ოთახიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და სულ ცოტა ხანში ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავით, მიუხედავად იმისა რომ მზე ანათებდა საკმაოდ ციოდა,დედამ და მამამ ყველაფერი გაამზადეს.. ბევრი ვისაუბრეთ,დედამ აალაგა ყველაფერი,მამიკო და მე აქეთ გამოვედით
-მამი უნდა დაფიქრდე გესმის?
-ვიცი მამააა(და გამეღიმა)
-მამი პატარა აღარ ხარ მაგრამ..
-ვიცი მამი ვიციი...
-მართალია უკვე უნდა ფიქრობდე მომვალზე, მაგრამ იცოდე მამი გადაწყვეტილება უცბად არ უნდა მიიღო, ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს..
-ვიცი ვიცი მამიკო(გამეღიმა და ხელი მოვხვიე ჩემს თბილ მამიკოს)
-კარგი მამი(ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა) )
-ელისაბეედ! წავიდეთ?(დაუძახა დედას)
-კარგი.. მოდი ესენი აიღე...
მამიკო დედას მიეხმარა მანქანაში ჩავაწყვეთ ყველაფერი და წამოვედით, გზაში რადიო ჩართო მამიკომ და აი ჩვენი საყვარელი სიმღერის ხმა რომ გავიგეთ ყველა, როგორც ყოველთვის ერთხმად ავყევით ჩვენს სიმღერას...
უცბად დედის განწირული კივილის და ძლიერი დარტყმის ხმა გავიგე და დედის შეშინებული სახე დავინახე... როდესაც გონს მოვედი, ისევ მანქანის უკანა სავარძელზე ,,ვიჯექი'', ნახევრად გადმოვარდნილი სავარძლიდან,,თავი საშინლად მტკიოდა, შუბლზე ხელი მოვისვი, სისხლი მომდიოდა, მამას დავუძახე, ხმა არცერთმა გამცა, წინ გავიხედე, ძლივს გავარჩიე სისხლში მოცურავე ორი ფიგურა, ისინი ჩემი მშობლები იყვნენ, პანიკაში ჩავვარდი, განწირული ვკიოდი, შემდეგ ისევ გონება დავკარგე, როდესაც გავიღვიძე უკვე საავადმყოფოში ვიყავი, თავზე კი მამიდა და ბიძა დამტრიალებდნენ, არაფერი მახსოვდა, დედა და მამა ვიკითხე, მამიდამ ტირილი დაიწყო...მაშინ ყველაფრის დასასრული მეგონა ის დღე....რა ვიცოდი რა მელოდა წინ....
მამას და დედას გარდაცვალების შემდეგ მამიდასთან და ბიძასთან გადავედი საცხოვრებლად,მაგრამ მიუხედავად დიდი ტკივილისა ვცდილობდი არ ჩავკეტილიყავი, დაუმორჩილებელი, მამიდას თქმით ნამდვილი მეამბოხე გავხდი..
იმ საშინელი დღის შემდეგ 5წელი გავიდა, მამიდა და ბიძა ძალიან კარგად მექცეობნენ...
მაგრამ მიუხედავად იმისა რომ დრო გადიდა ყოველ ღამე ერთი და იგივე მესიზმრებოდა, დედ-მამის დასისხლიანებული სახე და დედის განწირული კივილი, დილით ჩემი კივილის ხმაზე მეღვიძებოდა და ცივ ოფლში ვცურავდი... ვცდილობდი გადამელახა ეს ყველაფერი თავი ხელში ამეყვანა, რაღაც მომენტში ეს გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ყოველთვის არა... სწავლა რომ დავამთავრე სახლში დაბრუნება გადავწყვიტე იქ სადაც დავიბადე,სადაც ვცხოვრობდით მე დედა და მამა, იქ სადაც ბედნიერი ვიყავი, უამრავი მეგობარი მყავდა... გული სახლისაკენ მიმიწევდა... და აი ერთ დღესაც მამიდასთან გადავწყვიტე ამ თემაზე დალაპარაკება:
-ვიცი,ვიცი,რამდენად გაისარჯეთ, რომ ჩემთვის არაფერი მოგეკლოთ, მაპატიე ძალიან გთხოვთ ლილიან, მაგრამ აქ დარჩენა უკვე აღარ შემიძლია, უნდა დავბრუნდე ჩემი ადგილი იქ არის სადაც ჩემი მშობლები არიან...(მე მათი საფლავები ვიგულისხმე და თავი დავხარე,რომ ჩემი ცრემლებით მამიდა არ ამენერვიულებინა)
მამიდა დაიბნა, მიუხედავად იმისა, რომ გული დაწყდა, რაც მის სახეზე აშკარად აისახა, თავი დაიმშვიდა და დიდი ხნის დუმილის შემდეგ, ჩემთან მოვიდა, გადამეხვიდა, თავზე ხელი გადამისვა და აკანკალებული ხმით მითხრა:
-ნუ ღელავ ანა ყველაფერი გასაგებია, შენ უკვე აღარ ხარ პატარა, ალბათ მართალი ხარ და უკეთესი იქნება თუ იქ იქნები... მამაშენი აუცილებლად იამაყებდა შენით...
-ნუ იღელვებთ ჩემზე ძალიან გთხოვთ..

დილით უკვე მაქანაში ვდებდით ჩემს ჩემოდნებს მამიდა ტიროდა და მაგრად მკოცნიდა, მთელი გზა გული ამოვარდნას მქონდა, თან მინდოდა მალე ჩავსულიყავი იქ და თან არა..
დრო მალე გავიდა, ჩემს ფიქრებში ვიყავი ისევ გართული, როდესაც სტიუარდესას ხმა გავიგე.. და ჩემს გონებაში აწკრიალდა ეს სიტყვები... ,,ჩავედი,ჩავედი,მე უკვე სახლში ვარ,სახლში''... აეროპორტიდან გამოსვლისას მოსაცდელ დარბაზში ჩემი საუკეთესო მეგობარი დავინახე, ეს იყო - სონია, თვალი შევავლე, გაზრდილიყო და უფრო გალამაზებულიყო, სიხარულისგან კივილი დაიწყო და გამოექანა ჩემსკენ მაგრად გადამეხვია, კარგა ხანი ასე ვიყავით, ყველა ჩვენ გვიყურებდა, შემდეგ უცბად ხელები გამიშვა და გამწია:
-როგორ შეცვლილხარ, როგორ მომენატრე, როგორ ველოდი რომ დაბრუნდებოდი, იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, ისევ ისეთი ლამაზი ხარ, არა უფრო გალამაზებულხარ, ჩემი გოგოოოო... ტასო ხო სუ დაბრუნდი?! 
.... ამ სიტყვების შემდეგ კი ისე ჩამეხუტა რამის გავიგუდე... რა თქმა უნდა მიხაროდა მისი ნახვა, მაგრამ ვერ გადალახული გრძნობების გამომჟღავნება, ეს ცოტა არ იყოს და გულს მტკენდა...
- მგონი სამუდამოდ დავბრუნდი, ვნახოთ სონია რა მოხდება...მომენატრე...

მანქანაში ჩავსხედით, სონიამ თავის სახლში წამიყვანა, ,,ჩაიხვია'' ცოტა ხნით ჩემთან უნდა დარჩეო.. სახლში რომ მივედით ძალიან დაღლილი ვიყავი და დაძინების მეტი არაფერი მინდოდა.. ვცდილობდი დაღლილობა არ შემემჩნია, სონიამ თავი გაიგიჯა ახხლა კლუბში წავიდეთ შენი დაბრუნება უნდა ავღნიშნოთო, არ შევეწინააღმდეგე, რადგან ვიცოდი მისი ხასიათი, ერთ რაღაცას თუ დაიჟინებდა ვერ გადაააფიქრებინებდი.
აბაზანა მივიღე, წყალმა გამომაცოცხლა, მოვწესრიგდი და გამოვედი სონიას უკვე შერჩეული ჰქონდა ჩემთვის კაბა.. ჩემი ,,ჩემოდნები" გადმოეტრიალებინა, ჩემი საყვარელი კაბა აურჩევია და ის რაც არ მინდოდა - მაღალ ქუსლიანი ფეხსცმელი.. გამოვეწყეთ და კლუბში წავედით, ერთი-ორი ჭიქა და სასმელ შეუჩვეველს მალე მომეკიდა, სონია სასმლის მოსატანად გავიდა.. მე სავარძელში მივესვენესავით, ახლაღა ვიგრძენი დაღლილობა, უკნიდან ბოხი ხმა მომესმა, ნაცნობი ხმა იყო, ეს ის ის იყო ხო ის! ეს ეკე იყო,უკან რომ მოვიხედე დავინახე, გაზრდილიყო, გამაღლებულიყო, უფრო გალამაზებულიყო... ის ჩემი პირველი სიყვარული იყო, ბიჭი რომელმაც მომპარა პირველი კოცნა, ჩემი ნერვების მომსპობელი და მაინც ჩემი პირველი სიყვარული... მან ალბათ იგრნო ჩემი დაჟინებული მზერა და უცბად ამოიხედა,თვალი თვალში გავუსწორე, გაოცებისაგან პირი დააღო, იქ ჩემს დანახვას აშკარად არ ელოდა.. ამ დროს სონიაც მოვიდა სასმელი მოიტანა, მისკენ მივტრიალდი და მისი უკვე სასმელ მოკიდებული გახალისებული სახე დავინახე, ჭიქა მომაწოდა და ერთიანად ,,გადავკარით''..
ჭიქა რომ დავდე მაგიდაზე გარემოს თვალი მოვავლე, დავინახე ეკე ჩვენსკენ მოემართებოდა:
- სონია მგონი აჯობებს წავიდეთ კაი?! საშინლად დავიღალე...
- კარგი წავიდეთ...ანა! მგონი ვიღაცას შენთან საუბარი სურს, აჯობებს დაგტოვოთ( თვალებით ჩემს უკან მდგარ ეკეზე მიმანიშნა... ჯანდაბა! არადა ადრე მის სუნს კილომეტრშიც კი ვიგრძნობდი, ჰმ აშკარად ბევრი რამ შეიცვალა) სონია მაგიდიდან ადგომას აპირებდა მაჯაში ხელი რომ ჩავავლე, უკან დავაბრუნე...
- მიხარია შენი ნახვა! ( ბოლო ხმაზე ჩამყვრია ეკემ თითქოსდა არ მესმოდესო, ,,იდიოტი"- შევამკე ჩემი პირველი სიყვარულის ობიექტი)
- სამწუხაროა იგივეს თქმა რომ არ შემიძლია... ირონიულად გავუღიმე... სონია აშკარად დაძაბული იყო, ფეხზე წამოხტა და ეკეს გამოუცხადა, რომ უკვე მივდიოდით, გამიკვირდა სონიას ასე მოქცევა ზოგადად არ ახასიათებდა, ჩემგან განსხვავებით, ის ყოველთვის ,, დედა ტერეზას" როლს ირგებდა ყოველთვის, ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში...
ეკემ სახში გაცილება შემოგვთავაზა, მაგრამ აქაც იყოჩაღა სონიამ და თქმა დამასწრო:
- არ დამილევია იმდენი, რომ მაქანა ვერ ვატარო, ასე რომ ჩემი მანქანით მივდივართ და გაცილება არ გვჭირდება...
ეკეს დავემშვიდობე და მანქანაში მოწყვეტით ჩავეშვი.. ხმას ვერ ვიღებდი, ვხვდებოდი, რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ არ ვაყრიდი კითხვებს სონიას, რომ მეშინოდა. მეშინოდა, რაიმე ისეთი არ გამეგო რაც კიდევ უფრო მატკენდა გულს...
უხმოდ გავყურებდი მანქანის ფანჯრიდან გზას. არ ვუყურებდი სონიას, მაგრამ ვგრძნობდი თუ რამდენად დაძაბული იყო ის, ეს სიტუაცია კი უფრო მეტად მბოჭავდა, ამას ემატებოდა გადაღლილობა და თანაც ალკოჰოლი...
სახლში მივედით თუ არა აბაზანაში შევლასლასდი... წყლით ჩამოვიბანე სახე, ვხვდებოდი დაძაბული საუბარი მელოდა წინ...
აბაზანიდან გამოსულს სონია საძინებელში არ დამხვდა, მაგრამ მალევე შევამჩნიე აივნის კარები გაღებული, იქედან კი სონია მოჩანდა, სავარძელში მოკუნტულიყო, სასმელი ედგა გვერძე, ტანსაცმრლი გავიძრე, ხალათი შემოვიხვიე, ჩანთაში ჩემი შავი მალბორო მოვიძიე და სონიასთან გავედი...
- ანა ვიცი რომ გიჭირს, მანამ სანამ ამ ყველაფერს მოგიყვები, მინდა გითხრა - ძალიან მიყვარხარ..
თამბაქოს სანთებელით ცეცხლი მოვუკიდე, დავინახე, როგორ გადმოცვივდა სონიას ცრემლები, მის გვერძე მდგარ სავარძელში ჩავეშვი და მთელი გულისყურით დავუგდე ყური...
-ვიცი, რომ არც მე ვარ მთლად მართალი, მოკლედ, მინდოდა ეს აქამდე მომეყოლა, ვიცოდი გულს გატკენდი ამიტომაც ვიკავებდი თავს... გახსოვს?! გახსოვს? დაგპირდი ჩამოვალთქო, მე კი ვერ ჩამოვედი შენს სანახავად შენი იქ ყოფნის პირველ ზაფხულს... იმ ამბის შედეგ გახსოვს?! შენ მალევე წაგიყვანეს, მაშინ გული ძალიან მტკიოდა, ერთ დღესაც ჩვენს საყვარელ ადგილზე ვიყავი მარტო, მოჯადოებულივით შევყურებდი ვარსკვლავებს, არც კი ვიცი საიდან გაჩნდა იქ ეკე...

----
გავაგრძელოოოო? ვეცდები ხვალ დავდო... დაწერეთ კომეტარები თუ კაია გავაგრძელებ თუ არა მთლად ნუ გამლანძღავთ :D



№1  offline წევრი Ninutsa

Ki,aucileblad

 


№2  offline წევრი magdagoderidze

ჯერ არ წამიკითხავ და იცი რომ აგრძელებ <3
ჩემი გოგო ♥ მეორე თავს ხვალ ველოდები და ვნახავ ეხლა ბევრ რაღაცას რაზეც აწი მე გავბრაზდებ–ვიცინებ wink wink wink
მიყვახარ და აგრძელებ ♥

 


№3  offline წევრი magdagoderidze

tamta
magdagoderidze
ჯერ არ წამიკითხავ და იცი რომ აგრძელებ <3
ჩემი გოგო ♥ მეორე თავს ხვალ ველოდები და ვნახავ ეხლა ბევრ რაღაცას რაზეც აწი მე გავბრაზდებ–ვიცინებ wink wink wink
მიყვახარ და აგრძელებ ♥

გავაგრძელებ... ისე მიკვირს, რომ არ ჩამქოლეს ბავშვებმა, ძალიან ბევრი გრამატიკული შეცდომა მაქვს...ეხლაღა გადავიკითხე... ხო დავდებ...მადლობააა მაგდუს love

გაგრძელებ აბა რა :დდ
არაფერს გოგონი wink
გადმო პირადში wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent