შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრება (3 ნაწილი )


2-08-2015, 17:18
ავტორი magdagoderidze
ნანახია 1 654

ძველ პირობას ახალიც დავამატე და შევპირდი რომ დაბრუნებულს საყვარელ კერძებს მოვუმზადებ.ნინიმ და ლაშამ დაგვიანეს,ყველაფერი კი ნინას დაბრალდა და მის ორსულობას.ისეთი საყვარელი იყო ნინი პატარაზე წამოზრდოდა მუცელი და ნათლულის ფერებას ვერ მოვრჩი.ბევრი დავცინეთ ნინის მის ჭამაზე ძალიან ბევრი რომ ჭამა,ალბათ ადრე ესე რომ ეჭამა ცოტას მოიმატებდა და ფერიც დაედებოდა სახეზეც.ლაშა გახარებული იყო ამან ჭამოს და სულ არ შევჭამ ერთი კვირა ო.

-აუ ლაშა წყალი მიმდა_ტუჩებ გადმოტრიალებულმა თხოვა ჩუმად,რაღა ჩუმად მე გავიგონე

-მარგო წყალი უნდა გთხოვ მოუტანე_მე მთხოვა ლაშამ

-მე მინდა რომ შენ მომიტანი_სატირლად დაბრიცა ტუჩები ნინიმ

-აუ რა მტირალა გახდი,მოგიტან ეხლავე_შუბლზე აკოცა და თან მეც გამიყოლა

-ძალიან გაწვალებს?_სიცილით ვკითხე ლაშას

-არა,უბრალოდ ხანდახან ესე არის_მანაც სიცილით მიპასუხა და წყლის ჭიქა გამომართვა

-ცუდად გქონია საქმე და ეგა_დავცინე მე მის ამ მდგომარეობას,სასაცილოა აბა რა.ყოველ ნახევარ საათში ესე უნდა რაღაც და ტირილს იწყებს.

-შენ გაქვს სამაგიერიდ კარგად,არც შეყვარებული გყავს,არც საქმრო და არც ქმარი_ჩემს მდგომარეობას ისევ "გაკრა" კბილი,თვალი ჩამიკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ბევრი ვისაუბრეთ და სამომავლო გეგმებიც კი დაწყვეს დედამ და მამამ,მეც ვსაუბრობდი და თან თორნიკეს ვემესიჯებოდი.რესტორანში იყო და შეკვეთას ელოდა,თან ფოტოებს იღებდა,ხვალ ერთ მოდელს უნდა გადაუღოს ფიტოები და საღამოს უკვე დაბრუნდება.თან ჩემს გაცინებასაც ახერხებდა ისე მწერდა,ნინი და ლაშა ბუზღუნით წავიდნენ,ნინის ვერ გადაეწყვიტა რა უნდოდა რომ ეჭამა და ლაშა კი მას სიცილით ებუზღუნებოდა რომ მოიფიქრებს რაიმეს.მე კიდევ ერთხელ დავცინე ლაშას და მანაც არ დამაკლო.დედას ყველაფრის წესრიგში მოყვანაში დავეხმარე და დასაძინებლად წავედი,არ არის ჯერ ძილის დრო მაგრამ მეძინება.ტელევიზორის ყურება თუ მომინდა ჩემი პირველი ხელფასით ნაყიდ ტევიზორში ვუყურებ,ჩემი ოთახისთვის რომ ვიყიდე.ტელეფონი მისაღებში დამრჩა და გასვლა ძალიან მეზარებოდა,დედას გავძახე არ მომიტანე თქო მაგრამ ვერ გაიგონა.მეც მომიწია გასვლა და აღებე,ზუსტად ხუთი ესემესი და ათი ზარი იყო შემოსული,ხმა დაწეული მაქვს და რომც მდომოდა ვერავინ გაიგებდა.თორნიკეს ესეთი მზრუნველობა და მოკითხვა ძალიან მესიამოვნა და ამჯერად მე გადავურეკე.

-სად ხარ მარგა?_ზედმეტ სახელი არ ავიწყდება ამას,ეს მარგანინი რა არის ვერ ვხდები რით ვგავარ ნეტა.

-მისაღებში დამრჩა ტელეფონი_ავუხსენი და გავიღიმე

-ეგ ტელეფონი უნდა დაიმაგრო სხეულზე რომ არ დაგეკარგოს_ჩემი უყურადღებობაზეც გამახვილა ყურადღება,რა ჩემი ბრალია ეხლა ხმა სულ დაწეული რომ მაქვს და მავიწდება სად ვდებ.

-კაი რა მოხდა ეხლა,შენ რას შვრები?_სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება

-სასტუმროში მივდივარ,ხვალ ძალიან დამღლელი დღე მელის თან რომ ვიცი როგორიც არის ანა_მოდელის სახელიც გავიგე.

-იცი ვინ არის?_ფანჯრის მხარეს გადავტრიალდი და დიდ ვებერთელა მთვარეს თვალი გავუსწორე

-ვიცი,ძან რაღაცნაირი გოგო არის,გემოვნება აქვს რაღაც სასწაული_დასცინა თოკამ

-ნუ დასცინი,ყველას ერთნაირი გემოვნება არ აქვს_გავაფრთხილე და თითი დავუქნიე თითქოს და ხედავდეს.

-სიმართლე რაც არის იმას ვამბობ მე_ისევ დასცინა და ისე მიაჯახუნა მანქანის კარი თუ ჰქონდა აღარ მეგონა

-შენ ეხლა საჭესთან იჯექი და ისე საუბრობდი?_ვკითხე გაკვირვებულმა

-არა,ტაქსით მოვედი,_სიცილით ამიხსნა_ხვალ საღამოს რას აკეთებ?

-ჯერ არ დამიგეგმავს_ეშმაკური სიცილით გავეცი პასუხი.იმ იმედით რომ რაიმე საინტერესოს შემომთავაზებდა.

-კარგია,საღამოს გამოგივლი და სადღაც უნდა წავიდეთ_ჩემი იმედი გაამართლა მაგრამ,ეხლა საფიქრლად ის დამიტოვა სად?

-სად?_ვკითხე და გამეცინ -ხვალ გაიგებ,შეიძლება დარჩენა მოგვიწიოს და რაიმე წამოიღე_სანახევროდ გამანდო კიდევ გეგმა

-რატომ ხარ დარწმუნებული რომ წამოვალ?_დავინტერესდი მე,აბა ისეთი დარწმუმებულია რომ წავალ მასთან ერთად

-ვარ და ვსო,ტკბილი ძილი_მეც ტკბილი ძილი ვუსურვე და გავუთიშე.ბევრი არ მიფიქრია თუ სად წავიდოდით ხვალ,ბოლოს საქართველოს ეკონომიკაზე და მის შველა არ შველის საქმედ განვიხილავდი რომ ჩამეძინა.საოცრება ვარ რა,ბიჭს მივყვები სადღაც არ ვიცი და მე ქვეყნის ეკონიმიკაზე ვფიქრობ,მაგრამ სიმართლე გოთხრათ და მართლაც რომ საფოქრლია და ურიგო არ იქნებოდა ამაზე პოლიტიკოსები რომ დაფიქრწბულიყვნენ და ეშველათ. დილას დედამ გამაღვიძა,სამსახურში მიდიოდნენ და გამაფრთხილეს.მშობლები გავაცილე თუ არა სახლი ცოტათი დავულაგე და ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი.ისიც დავალაგე და საღამომდე დროის გაყვანა დავიწყე.წინასწარ ავარჩიე თუ რას ჩავიცვამდი,რადგანაც არ გიცოდი სად მივდიოდით ამიტომ თეთრი ზედა და შავი შარვალი
ვარჩიე,ფეხზე სეზონის შესაფერილი შავი ფეხსაცმელი ჩავიცვი თეთრი ქუსლებით.როგორ მომწონს ეს ფეხსაცმელი,კარგო სახმარიც არის და ქუსლების მიუხედავად არ მიჭირს სიარული. საღამოს გამოვეწყვე და ერთი ხელი ტანსაცმელი ჩემს ჩანთაში შევინახე.მალევე დამირეკა თორმიკემ და ჩასვლა მთხოვა.შევამოწმე ხომ არაფერი მრჩებოდა ჩართული და ბინის კარი კარგად ჩავკეტე.მანქანაში იჯდა და რაღაცას ნახულობდა,როგორც კი დამინახა რომ ჩამოვედი მანქანიდან გადმოვიდა.

-გამარჯობა,როგორ ხარ?_გადამკოცნა და გამიღიმა

-კარგად შენ?_მეც გავუღიმე და მასთან ერთად მანქანისკენ წავედი.

-ეხლა უკეთესად ვარ_კარი გამიღო და სანამ დავჯდებოდი ღიმილით მითხრა.

-როდის ჩამოდი?_დაინტერესებულმა ვკითხე

-გადაიდო და შუა დღით უკვე აქ ვიყავი,ღვედი შეიკარი_გამაფრთხილა რადგანაც იცის რომ ყოველთვის მავიწყდება ღვედის შეკვრა ან უბრალოდ არ ვიკრავ.მეც დავემორჩილე და ღვედი შევიკარი

-კარგია,სად მივდივართ?_ძალიან მაინტერესებს თუ სად მივდივართ მაგრამ მეჭვება მითხრას.

-სიღნაღში_ღიმილით მამცნო საყვარელი ქალაქის სახელი.ძალიან მიყვარს სიღნაღი,ყველა პარიზსა და ლონდონს მირჩვნია,ყველა ქალაქს არა მაგრამ მართლაც რომ ძალიან მიყვარს.

-სიყვარულის თავშესაფარი_გავიმეორე საყვარელი სიტყვები ქალაქის გაგებით გახარებულმა.

-ჩვენი თავშესაფარი_ორაზროვნად ჩაილაპარაკა და გზას მიუბრუნდა,მის სიტყვებზე ბევრი არ მიფიქრია,იმდენად ვიყავი გახარებული თორნიკეს"ჩვენით" და "თავშესაფრის" ხსენებით . საკმაოდ ჩქარა ატარებდა თორნიკე და რაც სჭირდება იმაზე ნაკლებ დროში ჩავედით.გზაში ბევრი ვიცინეთ და ვიმღერეთ,დიდად არცერთს არ გვაქვს მუსიკალური ნიჭი მაგრამ მაინც კარგად ვიმღერეთ და რაც მთავარია გავერთეთ. ზედმეტად ბედნიერმა გადმოვაბიჯე საყვარელი ქალაქის ქუჩებში და მისი სუფთა და განსხვავებული ჰაერი ჩავისუნთქე.

-ვგიჟდები ამ ქალაქზე_საიდიმლოსავით გავუმხილე თორნიკეს და მოცინარს გავხედე

-მეც ძალიან მიყვარს_მანაც გამანდო და ჩემსკენ წამოვიდა.

-ძალიან ლამაზი და რაღაცნაირი ქალაქია,უნდა იგრძნო რომ გაიგო როგორია სინამდვილეში.რას მალავს,ინახავს და რისი გაზიარება და განდობა სურს ჩვენთვის,იმათვის ვისაც ამას ვგრძნობთ და ესე ძალიან გვიყვარს_ვსაუბრობდი და თან ჩემს წინ გადაშლილ ხედს ვუყურებდი.მართლაც რომ გამორჩეული და განსხვავებული ქალაქი არის.

-ჩემს სულსა და გონებაში ხარ,გულშიც ხარ უკვე_უკნიდან ჩამეხუტა და გამაჟრიალა,ვიგრძენი უამრავი ემოცის დაჯახება და ყველას ერთად შეკრება და შემდეგ გასკდომა და ისიც თუ როგორ მოედო მთელს ორგანიზმს.ძალიან რაღაცნაირად მაბედნიერებდა და მომწონს თორნიკეს ეს სიტყვები და ქცევები.მუცელზე მოხვეულ ხელს ჩემი ხელი გადავუსვი და გამეღიმა,ბედნიერს და რაღაცნაირს გამეღიმა და უფრო გამაბედნიერა. -შენც_ჩავიჩურჩულე ისე რომ მხოლოდ მას გაეგო,თოთქოს და ამ სიტყვებს ვინმე მოიპარავდა,თოთქოს და თორნიკემდე ხმამაღლა ნათქვამი ვერ მიახწევდა,ვერ გაიგებდა.

-მაბედბიერებ,რაღაცნაირად და კარგად_ჩემს ყელში ამოიჩურჩულა და მაკოცა.კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჟრუანტელი და მოვარდნილი ყველა გრძნობა ერთად,გახეთქვა და მოდება მთელს სხეულს_ეს შენი განსხვავებულობა მომწონს და მიზიდავს_ჩურჩულს არ წყვეტდა და ისევ აგრძელებდა კოცნასთან ერთად.მე კიდე მის შეხებაზე და კოცნაზე იგივე გრძნობა ასმაგად მეჯახებოდა და უფრო მაყვარებდა ამ გრძნობას.

-მეც მომწონს ეს განსხვავებულობა შენში რომ არის_ძვლივს ამოვიჩურჩულე და მისკენ შევბრუნდი.ამჰერად მე ვაკოცე ყელში და ვიგრძენი მის სხეულში დავლილი ჟრუანტელი ჩემს ჟრუანტელთან ერთად.

-ძალიან მახარებს ეგ ფაქტი_მაცდურად ჩაიჩურჩულა თითქმის ჩემს ტუჩებზე,გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გადავისვი და ქვედა ტუჩს კბილები დავასვე,მასაც მალე მივანებე თავი ჩემს ტუჩებს ცხელი ტუჩები რომ შეეხო.აი ეს იყი თუ იყო გრძნობა,ეს იყო ჟრუანტელი,ჭიანჭველებიც და პეპლებიც,ეს იყო რაღაც მომაჯადოვებელი.იყო დედამიწაზე შემოვლა და გალაქტიკიდან ყველაფრის ნახვა,გალაქტიკაში გაჭრა და იქ დაბუდება,თუნდაც სულ ცოტახნით.ერთი კოცნით მაგრამ რაც მთავარია ეს ჯადოსნურობა და მომაჯადოვლებლობა იყო.არვიცი რას გრძნოვდა თორნიკე მაგრამ ის ვიცი რომ ეს.იყო რაღაც საოცრება და უფრო ბედნიერების მომტანი,ვერ ვიტყვი პირველი კოცნ იყო თქო რადგანაც იყო ადამიანი რომელსაც უკვე გასინჯული ჰქონდა ამ ტუჩების გემო,მაგრამ დამეფიცება რომ ის გრძნობა რაც იმ დროს ვგრძნობდი ამ გრძნობასთან არაფერი არ არის.ადრე მეგონა რომ ის იყო რაღაც მაგრამ ამ კოცნის შემდეგ დავრწმუნდი რომ ის კოცნა უბრალოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი,ეს კიდე იყო თავად გრძნობა. მის ტუჩებს რომ მოვწყდი ღრმად ჩავისუნთქე და მეც მას მივბაძე და ხელები შემოვხვიე,თავად ეს ბიჭი არის გრძნობა და ბედნიერება.
რომ მივხვდი რომ ფოტოაპარატის ხმა არ მეჩვენებოდა გაოცებულმა გავიხედე გვერდზე მაგრამ ვერავინ ვერ შევამჩნიე.

-შენც გაიგე?_ვკითხე და ქუსლიანებზე ჩემზე ოდნავ ცოტათი მაღალს ავხედე.

-რა?_გაიკვირვა მან და მეც ჩავთვალე რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მომეჩვენა.

-არა,არაფერი_თავი გავქნიე ფიქრებს გასაფანტად და მანქანისკენ წავედი.სასტუმროს ნომრები დაჯავშნული აქვს თურმე თოკას და ღამის სიღნაღის სანახავად წავედით.ხელი გვქონდა ჩაკიდებული და სიცილით მივუყვებოდით ქუჩებს,მე ის შეგრძნება რომ ვიღაც ჩემს ირგვლივ ფოტოებს იღებდა ვერ ამოვიგდე.ყვავილების მაღაზია ამ დროს რომ მუშაობდა გამიკვირდა და გაოცებულმა შევათვალიერე მოხუცი ქალბატონი,მის ფუმფულა ხელებს დავაკვირდი და მასზე გადავიტანე ყურადღება,ისეთი კარგი და სანდო ღიმილი ქონდა მეც უნებურად გამექცა ტუჩები და გავუღიმე,ვუღიმოდი და სულ არ ვაქცევდი რა ხდებოდა ირგვლივ.ბოლოს აღმოვაჩინე რომ აღარ მივდიოდი და გაჩერებული ვიყავი,თირნიკე ღიმილის პატრონს ყვავილების ფული მიაწოდა.სხვადასხვა ყვავილებით გაფირმებული თაიგული მომცა და მათ შოეის ჩემი საყვარელი ყვითელი ვარდი რომ ამოვიცანი გახარებულმა ვაკოცე ლოყაზე და გულზე მივიხუტე თაიგული,ყვითელ ვარდს სურნელი ძალიან კარგი არ აქვს მაგრამ არც ცუდი არ აქვს.მიხუც ქალბაყონს დავემშვიდობე და გზა განვაგრძეთ,ბევრი ვისეირნეთ სიღნაღის წუჩებში და ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი ქუჩები მოვინახულე.ძალიან დამღლელი კი იყო ეს სეირნობა,სეირნობას ძვლივს მოვწყვიტე თორნიკე თორე კიდევ დიდი სიამივნებით გაგრძელებდა და მეც ამყოლიებდა.უბრალოდ ძალიან დაღლილი არის ისიც,ამხელა გზა გამოიარა და ციტაოდენი დასვენების შემდეგ აქეთ წამოვედით.მანქანიდან ჩემი ჩანთა ავიღე და ჩვენი ნიმრებისკენ წავედით,გვერდითა ოთახში თორნიკე იყო,ესე ახლოს და ამავე დროს შორს.უკვე ძალიან გვიანი იყო და ძვლივს ვაიძულე თავი რომ დამეძინა,სულ თირნიკეზე და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი.ყველაფერი ძალიან კარგი იყო,ისეთი ლამაზი და კარგი რომ აღსაღწერად სიტყვები არ მყიფნის.როდის ჩამეძინა ვერ გავიგე,დილას ოთახის მომსახურებამ გამაღვიძა,თორნიკეს საუზმე შეკვეთა და მოიტანეს.წყალი გადავივკე და წამოღებული სარაფანი ჩავიცვი,წითელი არის თეთრი პატარა რგოლევით,ისე მიხდება და ისეთი მოხერხებული არის,ხშირად ვიცვამ ხოლმე და დღეისთვის ძალიან კარგი არის.მალევე კაკუნი გაისმა ჩემს ოთახში,ამჯერად თორნიკე იყო. -დილა მშვიდობის_ლოყაზე მაკოცა და ჩემზე ჩახუტებულმა განაგრძო გზა -მშვიდობა,როგორ გეძინა?_მეც ვაკოცე მოხუტებულს და საუზმეს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. -კარგად,ძალიან მშია_გამეცინა,მასაც გაეცინა ჩემს სიცილზე და კალთაში ჩამისვა სკამზე მოთავსებულმა.წამოდგომა დავაპირე მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა,თუ ვერ ავდგები კომფორტულად მაინც მოვთავსდები.შუა ჭამაში ვიყავით ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა,ძვლივს ვიპოვე ჩანთაში,ნინი მირეკავდა.

-მარგ სად ხარ?_გაბუტული ხმით მიკითხა და მივხვდი ან ჩემზე იყო გაბუტული ან ლაშაზე.

-არ ვარ თბილისში_ავუხსენი მოკლედ,დანარჩენს რომ ჩავალ მაშინ ვუამბობ.

-აუ,შენს კართან ვარ__მის სიტყვებზე გულიანად გამეცინა,გაბრაზებულმა გამითიშა ტელეფონი.
მე კიდევ ერთხელ ჩავიცინე და ისევ თოკას ფეხებზე მოვთავსდი. სიცილით შემოვირბინეთ და დავათვალიერეთ სასტუმრო,ნახატებზე ხომ საერთოდ,აბა არ არის სასაცილო ხელოვნების არ ნიმუში?თან თოკა იმდენ სასაცილო ისტორიას მიყვებოდა.ბოლოს მენეჯერს შევეჩეხეთ და ტუჩებს ძვლივს მოვუყარეთ თავი რომ არ გაგვცინებოდა,ბოლოს სიცილი მაინც ვერ შევიკავეთ მის ჰალსტუხზე რომელსაც ჩემთვის საყვარელი მულტფილმი სპანჯი იყი გამოსახული.შენიშვნა მოქვცა ხმაურზე და ამაყი ნაბიჯებით წავიდა წინ,კიდევ ერთი გავიცინეთ და დაბღვერილ მენეჯერს გავეცალეთ.დილის სიღნაღიც ძალიან ლამაზია და ყველაზე სასიამოვნოც რადგანაც იმდენად ბევრი ადამიანი არ არის გარეთ რომ სული შეგეხუთოს,კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ და სამახსოვრო სასაცილო ფოტოებიც გადავიღეთ.თორნიკეს დაჟინებული მოთხოვნით ფოტოები გადამიღო,ბევრი ისეთი ადგილიც მოვინახულე რომელიც გუშინ ცერ მოვასწარით და ერთი ჯადოსნური დღე ჩავიბეჭდე გონებაში,რომელიც მუდამ მემახსოვრებოდა და ყოველთვის ყველაზე ლამაზ მოგონებებში იქნებოდა.


ბოდიშიი..ვიცი არ უნდა დამეგვიანა მე უნამუსოსს...ბოდიში და იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი Nineli07

ამდენი `არის` რაღაცნირად მხვდება, ისე კარგია.

 


№2  offline ადმინი შამანი

მიპატიებია დაგვიანება :დ კარგი თავი იყო ^^ ♥
მაინტერესებს ვინ უღებდათ ფოტოებს :დ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline წევრი magdagoderidze

შამანი
მიპატიებია დაგვიანება :დ კარგი თავი იყო ^^ ♥
მაინტერესებს ვინ უღებდათ ფოტოებს :დ

რატომ ხარ დარწმუნებული რომ უღებდნენ? :დდდ wink wink wink

Nineli07
ამდენი `არის` რაღაცნირად მხვდება, ისე კარგია.

არ დავკვირვებივარ შევასწორებ აუცილებლად და გავითვალისწინებ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent